• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 7-1] მე-7 თავის შესავალი

როდესაც პავლე მოციქულმა გაიაზრა ის ფაქტი რომ გამოსყიდვამდე მისი ხორცი მსჯავრდებული იყო ღვთის რჯულის მიერ, მან გააკეთა რწმენის აღიარება იმის შესახებ რომ იესო ქრისტესადმი რწმენის მეშვეობით ის დაიხოცა ცოდვისთვის.  მანამადე სანამ ღმერთის სამართლიანობას შევხვდებოდით, - ესე იგი, სანამ ხელახლა ვიშვებოდით, - ჩვენს შორის არსებული ქრისტეს მორწმუნეები რჯულის ბატონობის და წყევლის ქვეშ ვცხოვრობდით. ეს ნიშნავს რომ რჯული იბატონებდა ჩვენზე, გამოსყიდულნი რომ არ ვყოფილიყავით ცოდვებისგან ქრისტესთან შეხვედრის გამო, რომელმაც ჩვენ ღმერთის სამართლიანობა მოგვიტანა. 
პავლე ლაპარაკობდა სულიერ საგნებზე, რომლებიც ხორციელად ადვილი გასაგები არაა. ეს ნისშნავს რომ ცოდვისათვის მკვდრები აღარ არიან ცოდვის მონობის ქვეშ, ისევე როგორც ქვრივი ქალი სრულიად თავისუფალია თავისი ქმრისადმი ვალდებულებებისგან. ეს ნაწყვეტი შესაძლოა მარტივად გამოიყურებოდეს, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს რომ მოსწონთ თუ არა, მათ ვისაც ღვთის სამართლიანობა არ მიუღია, რჯულის წყევლის ქვეშ ცხოვრება უწერიათ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ ჯერ საკუთარი ცოდვის პრობლემა არა აქვთ გადაჭრილი. 
რომაელთა 6:23 გვეუბნება, რომ “ცოდვის საზღაური სიკვდილია”, რაც ნიშნავს რომ ცოდვა მხოლოდ მაშინ ქრება, როდესაც მისი საზღაური გადახდილია. თუ ვინმეს სწამს იესოსი, მაგრამ ამავე დროს იესოს მიერ მოცემული ღმერთის სამართლიანობის შესახებ არაფერი იცის, ის ჯერ კიდევ ცოდვაში ცხოვრობს და ამ ცოდვის საზღაურის გადახდა მოუწევს. მხოლოდ მას შემდეგ რაც მივიღებთ ღვთის სამართლიანობას, შეგვეძლება საკუთარი ცოდვებისთვის სიკვდილი, რჯულისგან გათავისუფლება და ჩვენი ახალი ნეფის იესო ქრისტეს შეუღლება.
იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენ ღმერთის სამართლიანობის მოპოვება შეგვიძლია, მაგრამ ამ სამართლიანობისადმი რწმენის გარეშე არავის ძალუძს რჯულისგან გათავისუფლება. რჯულის წყევლისგან თავის დაღწევის ერთად ერთი გზა არის ვიცოდეთ და გვწამდეს ღმეთის სამართლიანობა. ჰპოვეთ თუ არა ღვთის სამათლიანობა იესო ქრისტეში? თუ არა, ახლა დრო არის მიატოვოთ თქვენი პირადი სიმართლე და თავმდაბლობით დაუბრუნდეთ ღმერთის სიტყვას.
 
 

ცოდვისათვის სიკვდილიდან – ქრისტესაკენ.

 
თავის რომაელ ძმებს პავლემ უთხრა: “თქვენც რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით”. დაზუსტებით უნდა გაიგოთ თუ რას ნიშნავს ‘რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით’. არავის შეუძლია ქრისტესთან მოახლოვება თუ მანამადე ქრისტეს სხეულით ცოდვისათვის არ მოკვდა. სხვა სიტყვებით, ჩვენი ცოდვები უნდა დაიხოცოს იესო ქრისტეს სხეულთან ერთად. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანს სწამს იოანესთან იესოს ნათლისღებისა და მისი ჯვარცმული სიკვდილის. 
ჩვენ შეგვიძლია მოვუკვდეთ ცოდვას ქრისტეში, თუ გვწამს იესოს ნათლობის, რომელიც მან იოანესგან მიიღო. ვინაიდან იესო მოკვდა იოანესთან ნათლობის დროს მის სხეულზე მთელი კაცობრიობის ცოდვების მიღების შემდეგ, ჩვენი ცოდვებიც კვდება მასთან ერთად, როდესაც ამისი გვწამს. ის ფაქტი, რომ სამყაროს ყველა ცოდვა გადავიდა იესოზე იოანესთან მისი ნათლისღების მომენტში, არის ჭეშმარიტება. ეს ჭეშმარიტება უნდა არა მხოლოდ ვიცოდეთ, არამედ რწმენით შევინახოთ ჩვენს გულებში, ვიდრე ღვთის სასუფეველში არ შევალთ. სწორედ ამიტომ თქვა პავლემ, რომ რჯულისათვის ვიხოცებით ქრისტეს სხეულით. ამიტომ მათ, ვისაც ამ ჭეშმარიტების სწამს, შეუძლიათ იესო ქრისტესთან მიახლოვება, მასთან ცხოვრება და ღვთისათვის მართალი ნაყოფის მოტანა.
ჩვენ არა ძველი ასოსი, არამედ სულის ახალი ჭეშმარიტების უნდა გვწამდეს. ცოდვილები სინამდვილეში სწორედ რჯულის გამო სჩადიან უფრო მეტ ცოდვას. ეს იმიტომ ხდება, რომ რჯული მათში დამალულ უფრო მეტ ცოდვას ავლენს, რითაც მათ ცოდვილიანობას ააშკარავებს და კიდევ უფრო მეტი ცოდვისაკენ უბიძგებს. რჯულის ერთ-ერთი ფუნქცია ის არის რომ საკუთარი ცოდვები დავინახოთ, მაგრამ მისი მოქმედება ცოდვის ბუნებას უფრო მეტად ავლენს და უფრო მეტ ცოდვას გვადენინებს. ღმერთის რჯული რომ არ მოცემულიყო, არასოდეს გვეცოდინებოდა, ჩვენს შიგნით რომ ამდენი ცოდვა ბუდობს. მაგრამ ღმერთმა მოგვცა თავისი რჯული და ეს რჯული ცოდვას არა მხოლოდ უფრო ცოდვილიანს ხდის, არამედ კიდევ უფრო მეტ ცოდვას გვადენინებს.
ამიტომ პავლე ამბობს, რომ ვინაიდან ჩვენ დავიხოცენით ცოდვისათვის ქრისტეს სხეულით, ახლა უფალს უნდა ვემსახუროთ მისი სამართლიანობის რწმენით აღჭურვილები. ის გვეუბნება რომ ვემსახუროთ უფალს სული წმიდის დახმარებით და ჩვენთვის მოცემული გამოსყიდვის ნიჭით, რათა ეს რწმენა ღრმად გულებში შევინახოთ, ღვთის სიტყვის მკვდარი ასოსადმი რწმენით მსახურების ნაცვლად. რადგანაც ბიბლია გვეუბნება, რომ “სიტყვა ჰკლავს, ხოლო სული აცოცხლებს”, უფალს უნდა მივყვეთ წყლისა და სულის სახარების ჭეშმარიტი მნიშვნელობის შემეცნებით, რაც ღმერთის სამართლიანობას წარმოადგენს. ამრიგად, რვთის სიტყვის რწმენა ნიშნავს დაწერილ სიტყვაში შენახული ჭეშმარიტი მნიშვნელობის რწმენას.
 
 

ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც!

 
პავლე ხსნიდა ღმერთის რჯულს მის ფუნქციებზე ყურადღების გამახვილებით. ეს გვიჩვენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რჯულის მოქმედების სათანადო გაგებით რწმენა. ადრე პავლე თავის ცოდვებს სხვანაირად უყურებდა, რის გამოც არ უწყოდა საკუთარ ცოდვებს. მაგრამ ღვთის რჯულის მეშვეობით იგი მიხვდა, რომ ცოდვილი გული ჰქონდა. 
მე ვიმედოვნებ რომ იესოს თანამედროვე მორწმუნეებიც შეძლებენ რჯულის შესახებ პავლესეური გაგების მიღწევას. ასე ბევრია ხალხი, ვინც რჯულის ჭეშმარიტების გაგების გარეშე თავგამოდებით ცდილობს რჯულის მიხედვით ცხოვრებას. ისინი მიდიან ეკლესიაში და ფიქრობენ რომ კიდევ უფრო გულმოდგინედ რომ ეცადონ, მთელი რჯულის დაცვას შეძლებენ. მაგრამ სინამდვილეში ასეთი ადამიანები ვერანაირად ვერ მიაღწევენ ღმერთის სამართლიანობას. მათ ვერ გაიგეს ღვთის მიერ მოცემული რჯულის ღრმა მნიშვნელობა და ამგვარად ლეგალისტებად იქცნენ. ისინი ორპირი ბრმები არიან, რომლებსაც საკუთარი გულების დანახვაც კი არ შეუძლიათ და არ იციან, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში ისინი ღვთის სამართლიანობის წინააღმდეგ მოქმედებენ. დღევანდელ ქრისტიანობაში ბევრია ასეთი. ისინი, ვისაც არ ესმით ჭეშმარიტი ღმერთის სამართლიანობა და ლეგალისტური რწმენით მიიღეს იესო როგორც ნომინალური მხსნელი, ვერ გაექცევიან საუკუნო სიკვდილის სასჯელს.
პავლემ თქვა რომ ღვთის მცნებების მეშვეობოთ მან საკუთარ გულში არსებული ცოდვები დაინახა. ეს რომ მოხდა, პავლე ჯერ კიდევ ლეგალისტი იყო, ვისაც ეგონა, რომ ღმერთის რჯული უნდა დაეცვა. ღმერთის მცნებებმა პავლეს გულში არსებული ცოდვა გამოააშკარავა და მისი ცოდვები კიდევ უფრო გააძლიერა. აი როგორ მიხვდა პავლე, რომ ის სხვა არაფერი იყო თუ არა უკანასკნელი ცოდვილი.
ადამიანის ბუნებაში ცოდვის თორმეტი ნაირსახეობა არსებიბს. რჯულის ნამდვილი ფუნქციის შესახებ რომ არ უწყოდა, პავლეს თავის თავი კარგ პიროვნებად მიაჩნდა და არ ესმოდა, თუ რაოდენ ცოდვილი იყო სინამდვილეში. მაგრამ ღმერთის მცნებათა მიხედვით ცხოვრების მცდელობის შედეგმა დაანახა, რომ მას სულაც არ შესწევდა მცნებების დაცვის ძალა და რომ ამ მცნებებმა სინამდვილეში კიდევ უფრო მეტად გამოააშკარავა მისი ცოდვები.
რას განიცდიან ადამიანები, როცა პირველად იწამებენ იესოს? როცა პირველად იწამეთ იესო, ალბათ ანთებული იყავით რწმენით, მაგრამ დროის განმავლობაში აღმოაჩინეთ    თქვენში ღრმად ჩამჯდარი ზოგიერთი ცოდვა. რის მეშვეობით აღმოაჩინეთ თქვენ ეს ცოდვები? სწორედ დაწერილი რჯულის და მცნებების მეშვეიბით დავინახეთ, თუ რამდენად სავსეა ჩვენი გულები ცოდვის თორმეტი ნაირსახეობით. და ასე რჯულის წინაშე გამოააშკარავებული ცოდვებისგან გაქცევას ვცდილობთ. ამის მიზეზი ისაა, რომ რჯულის მეშვეობით აღმოვაჩინეთ, რომ ნამდვილად ღრმა ცოდვილები ვართ.
აი რატომ შექმნა ზოგიერთმა გამართლების დოქტრინა თავის დასამშვიდებლად. ეს დოქტრინა ამბობს, რომ თუნდაც გულში ცოდვა გვაქვს, იმის გამო რომ იესოსი გვჯერა, ღმერთი ჩვენ როგორც მართლებს შეგვხედავს. მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანური დოქტრინაა. ადამიანებმა მსგავსი დოქტრინები შექმნეს და ირწმუნეს მხოლოდ თავისი ცოდვების დასამალავად და ცდილობდნენ ამ დოქტრინების შესაბამისად ცხოვრებას. მაგრამ იმის გამო რომ რჯულის წინაშე მაინც ცოდვილებად ცხადდებიან, მათი ცოდვები სულ უფრო მძიმედ აწვებათ. ყველა ცოდვისგან გასათავისუფლებლად ჩვენ სხვა არჩევანი არა გვაქვს გარდა იმისა რომ გვწამდეს სახარების, რომელიც ღმერთის სამართლიანობას მოიცავს. ეს ერთადერთი გზაა ყველა ჩვენი ცოდვისგან თავის დასაღწევად.
ვინაიდან წარსულში პავლე სთვლიდა, რომ ღმერთმა მცნებები მათ შესასრულებლად მოგვცა, ბუნებრივად მიაჩნდა ამის გაკეთების მცდელობა. მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ მან აღმოაჩინა, რომ მცნებებმა მისი სული დაღუპვის პირას მიიყვანა მისი ცოდვების გამო. პავლემ ცხადად დაინახა, რომ არასწორად ესმოდა და სწამდა ღმერთის მცნებები.
ყველას გააჩნია გულში არსებული თორმეტი სახის ცოდვა, რაც მარკოზის 7:21-23-შია მოყვანილი: “ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.”
პავლემაც და დანარჩენებმაც საბოლოო ჯამში დაინახეს თავისი ცოდვები ღვთის მცნებების ჭრილში. რჯულის მეშვეობით მათ აღმოაჩინეს თავისი ცოდვები და სამსჯავროს წინაშე დადგნენ, მაგრამ შემდგომ მათ ჰპოვეს ღვთის სამართლიანობა იესო ქრისტეში და იწამეს მისი. როგორ გესმით ღვთის სამართლიანობა? ჯერ კიდევ ცდილობთ მცნებების შესრულებას და ფიქრობთ რომ ამის გაკეთებას სრულყოფილად შეძლებთ? ღმერთმა იმისათვის მოგვცა თავისი კანონები, რომ ჩვენი საკუთარი ცოდვები დაგვენახა და მისკენ მოვქცეულიყავით – განვთავისუფლებულიყავით ცოდვისგან, ესე იგი, გვერწმუნა ღმერთის სამართლიანობა. უნდა სწორად გვესმოდეს თუ რატომ მოგვცა ღმერთმა თავისი მცნებები და მართებულად გვწამდეს მათი. როგორც კი გაიგებთ ამ ჭეშმარიტებას, მიხვდებით თუ რაოდენ ძვირფასია წყლისა და წმიდა სულის სახარება.
ღმერთის მცნებების მორწმუნეს იმის დანახვა შეუძლია, თუ რაოდენ დიდი ცოდვილია ის ღმერთის თვალებში. ადამიანები, რომლებმაც არ იციან მცნებების ფუნქცია და არ სწამთ ღვთის სამართლიანობის, თავის რელიგიურ ცხოვრებაში დიდ სიძნელეებს წააწყდებიან და გარდაუვლად მივლენ დაღუპვამდე. ეს იმიტომ, რომ უბრალოდ შეუძლებელია ცოდვისგან თავის არიდება მაშინ როდესაც ცოდვით სავსე სამყაროში ცხოვრობ. აი რატომ განუდგება ზოგიერთი ქვეყანას, მარტოვდება შორეულ მთებში და ცდილობს ასკეტურ ცხოვრებას. მათ ჰგონიათ, რომ შორეულ მთაში ცხოვრებით და ქვეყნიერების ცოდვებისგან განდგომით შეძლებენ ცოდვებისგან თავის არიდებას, მაგრამ ეს ასე არ არის.
უნდა გავიგოთ, რომ თუმცა მართალია, რომ ყველა სცოდავს და ამგვარად გულში ცოდვა აქვთ, ყველა ამ ცოდვებისგან გამოსყიდვა ღმერთის სამართლიანობის ცოდნაში და რწმენაში მოიპოვება. ცოდვებისგან თავის დასაღწევად ამ წუთისოფლისგან რომ გავქცეულიყავით კიდევაც, ჩვენს გულებში არსებულ ცოდვებს თავს მაინც ვერ დავაღწევდით. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი ცოდვები გულში იმყოფება. იმისათვის რომ ნამდვილად განვთავისუფლდეთ ცოდვისგან, წყლისა და სულის სახარება უნდა ვიწამოთ. ღმერთის რჯული და მისი მცნებები ჩვენს ცოდვებს კიდევ უფრო ამძიმებენ. მათ ვისაც ესმის საკუთარი ცოდვების სიმძიმე, უნდა გაიგონ და იწამონ ღმერთის სამართლიანობა, რომელიც გამოგვეცხადა წყლისა და სულის სახარებაში. 
“ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის, რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით.” (რომ. 7:10-11). ჩვენ რჯულის სწორი გაგება უნდა ვიქონიოთ. მათ, ვინც მართებულად ვერ გაიგეს რჯული, მთელი ცხოვრების განმავლობაში ლეგალიზმში ჩაძირვა მოუწევთ და სიცოცხლის ბოლო წუთამდე რჯულისგან თავის დაღწევის მცდელობა. მხოლოდ ისინი, ვინც რჯულის ნამდვილი მნიშვნელობა იცის, შეიყვარებენ და იწამებენ ღმერთის სამართლიანობას, რომელიც იესოს მიერ შესრულდა. მაშ იცით თუ არა რას ნიშნავს ღმერთის სამართლიანობა?
პავლე მოციქულმა თქვა, რომ იმის გამო, რომ წარსულში ხელახლა შობა არ განუცდია, ის საკუთარ ხორცს ემონებოდა და ცოდვას იყო მიყიდული. მან ასევე აღიარა, რომ ღმერთის რჯულის თანახმად ცხოვრების მცდელობის მიუხედავად, ის საბოლოო ჯამში მაინც იმას აკეთებდა რაც სძულდა, - ესე იგი სცოდავდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მას არ ჰქონდა სულიწმიდა, ღმერთის სამართლიანობის უქონლობის გამო. შემდეგ პავლემ დაინახა, რომ ის თავის სურვილის დაუნებურად სჩადიოდა ცოდვას მის გულში მცხოვრები ცოდვების გამო. იმ დროს მას ჯერ არ შეუცვნია ღვთის სამართლიანობა.
მიუხედავად ამისა, პავლემ გაიგო, რომ არსებობდა ერთი კანონი – კანონი ცოდვისა – რაც იყო მისი ფუნდამენტური აღმოჩენა იმ ფაქტისა, რომ ადამიანს, რომლის გულშიც ცოდვა ცხოვრობს, არ ძალუძს თავი აარიდოს ცოდვის ჩადენას. მან ასევე დაინახა, რომ შინაგან ადამიანს მაინც სურს ღმერთის რჯულის თანახმად ცხოვრება. მაგრამ პავლე აღიარებდა, რომ ისევე როგორც ცოდვის ხე ცოდვის ნაყოფს ისხამს, ისიც ცოდვილი იყო, რომელსაც სხვა არაფერი შეეძლო გარდა ცოდვაში ცხოვრებისა, რადგან მას, - ჯერ არ შეხვედრია რა იესო ქრისტეს, - არ მიუღია თავისი ცოდვების გამოსყიდვა. მაშასადამე ის იმსახურებდა თავისი ცოდვების გამო სიკვდილით დასჯას.
აი რატომ აღიარებდა პავლე, რომ უბადრუკი ადამიანია, და ჰგოდებდა, “ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან?” (რომ. 7:24). ეს იყო პავლეს გახსენება საკუთარი თავისა, როდესაც ის ჯერ კიდევ ცოდვილი იყო. დაუფიქრდით, პავლეს ეს აღიარება თქვენ თუ გეხებათ? ჯერ კიდევ გამომწყვდეული ხართ ამ სიკვდილის სხეულში, რომელსაც არ ძალუძს რჯულის დაცვა? ჩვენ უნდა გვწამდეს ღმერთის სამართლიანობის. ეს სამართლიანობა დაფარულია წყლისა და სულის სახარებაში და ჩვენ შეგვწევს უნარი ამ სამართლიანობის მიღწევისა სახარების რწმენით.
პავლემ შეძლო ყველა თავისი უბადრუკობისგან გათავისუფლება იესო ქრისტეს ნათლობისა და მისი ჯვარზე სიკვდილის რწმენით.