• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 7-2] პავლეს რწმენის ნიჭი: ქრისტესთან შეერთება ცოდვისათვის სიკვდილის შემდეგ (რომ. 7:1-4)

(რომ. 7:1-4)
“ანდა, განა არ იცით, ძმებო, - რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, - რომ რჯული ბატონობს ადამიანზე ვიდრე ის ცოცხალია? რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის დაკავშირებული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისგან. ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა ქმრისა გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ შეერაცხება. ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მოვუტანოთ ღმერთს.”


ძაფის აბურდული გორგალი თუ გინახავთ? თუ ამ თავის გაგებას ეცდებით იესოს ნათლობის ჭეშმარიტების ცოდნის გარეშე, რომლისაც პავლეს სწამდა, თქვენი რწმენა მხოლოდ წინანდელზე უფრო მეტად აირევა. 
ამ თავში პავლე ამბობს, რომ ვინაიდან ყველა არის უაღრესად ცოდვილი ღმერთის რჯულის წინაშე, ადამიანს იესო ქრისტესთან დაახლოვება და ხელახლა შობა მხოლოდ საკუთარი სულიერი სიკვდილის შემდეგ შეუძლია.

 

ჭეშმარიტება რომელიც პავლეს გამოეცხადა


რომაელთა 7:7 ამბობს, “მაშ რაღას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც. ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით”. პავლე აგრძელებს, “ვინაიდან ვერც გულისთქმას შევიცნოდბი, რჯულს რომ არ ეთქვა: არ ისურვო.” უფრო მეტიც, ის ამატებს, “ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. ვინაიდან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია.”
პავლემ გაითვიცნობიერა, რომ მას ღმერთის 613-ვე მცნება ჰქონდა დარღვეული. სხვა სიტყვებით, ის მხოლოდ ცოდვის გროვას წარმოადგენდა, რომელსაც სხვა არაფერი შეეძლო ცოდვის კეთების გარდა, ვინაიდან ადამის, პირველი ადამიანის შთამომავალი იყო, უკანონოდ ჩაისახა და ცოდვით დაორსულდა მასზე დედამისი.
ყველა ამ ქვეყნად დაბადებული სცოდავს, პირველი დღიდან სიკვდილამდე. ამიტომ ადამიანებს არ ძალუძთ ღმერთის მცნებების დაცვა. რანაირად უნდა შეძლონ ამ ცოდვის გროვებმა 613 მცნების და ღმერთის რჯულის დაცვა? მხოლოდ იმის შემდეგ რაც გავითავისებთ, რომ ცოდვილები ვართ ღმერთის რჯულის წინაშე, შეგვიძლია იესო ქრისტესთან, ღვთის სამართლიანობასთან მიახლოვება. იესო ქრისტე გახდა ღვთის სამართლიანობა. თავისი ნათლობით იოანესთან და ჯვრის სისხლით მან ჩვენ ღმერთის სამართლიანობა მოგვიტანა. ამიტომ ყველას გვმართებს რომ ვიცოდეთ და გვწამდეს ღვთის სამართლიანობის. იესოსადმი რწმენის მიზეზი მასში არსებული ღმერთის სამართლიანობაში დევს.
იცით და გწამთ ღვთის სამართლიანობის? ღვთის სამართლიანობა არის საიდუმლო, რომელიც წყლისა და სულის სახარებაშია შემონახული. ეს საიდუმლოება სრულიად არის გამომჟღავნებული იმ ნათლისღებაში, რომელიც იესომ იოანე ნათლისმცემლისგან იორდანეს მდინარეზე მიიღო. გსურთ გაიგოთ ეს საიდუმლოება? თუ ამ ჭეშმარიტების რწმენა გსურთ, რწმენის მეშვეობით ღმერთის სამართლიანობას მიიღებთ. 
მანმადე სანამ ღმერთის რჯულის და მცნებების შესახებ გავიგებდით, ჩანს თითქოს ცოდვილები არც ვყოფილვართ, თუმცა ყოველდღიურად ვცოდავდით. მაგრამ იმ დღიდან რაც ეკლესიაში სიარული დავიწყეთ, მივხვდით, რომ ნამდვილად ვათ უაღრესად ცოდვილები და რომ სულის წარწყმედას ვნახავდით ჩვენში აღმოჩენილი ცოდვების გამო. ამიტომ, იმისათვის რომ ადამიანთა სულები იესო ქრისტესთან მიეყვანა, პავლე მოციქულმა გაიხსენა მისი წარსული დღეები, როდესაც მას ცრუმორწმუნეობრივად სწამდა და არ ესმოდა ღმერთის რჯული და მცნებები. 
აი მაგალითი, რომელიც დაგეხმარებათ ღმერთის რჯულის როლის გაგებაში. მე ახლა ბიბლია მიკავია. ამ ბიბლიის ფურცლებში რაიმე მეტად მნიშვნელოვანი რომ შემენახა და მეთქვა თქვენთვის, “არავითარ შემთხვევაში არ ჩაიხედოთ ამ წიგნში მასში დამალული საგნის აღმოსაჩენად”, და მერე ამ მაგიდაზე დამეტოვებინა თქვენს გვერდით, რა იქნებოდა თქვენი რეაქცია? ჩემი ნათქვამის მოსმენისთანავე გაგიჩნდებოდათ სურვილი ბიბლიაში დამალული საგნის ნახვისა, და ამ ცნობისმოყვარეობის შედეგად დაარღვევდით ჩემს ინსტრუქციას. იმ მომენტში, რაც ფიქრს იწყებთ ბიბლიაში დამალული საგნის შესახებ, მხოლოდ მისი პოვნის მცდელობის სურვილი გამოძრავებთ. მაგრამ ბიბლიაში ჩახედვა რომ არ ამეკრძალა, თქვენ ამ ცდუნებასაც არასოდეს იგრძნობდით. ამის მსგავსად, როცა ღმერთი რაიმეს გვიბრძანებს, ჩვენში ჩაძინებული ცოდვები თავს ყოფენ გარემოთა შესაბამისად.
ღმერთის მიერ კაცობრიობისათვის მიცემულ კანონს აკისრია მათ გულებში არსებული ცოდვების გამომჟღავნების როლი. მას რჯული ჩვენთვის იმისთვის არ მოუცია, რომ მკაცრად დაგვეცვა, ის მოგვეცა ჩვენი ცოდვების გამოსამზეურებლად და ამგვარად ცოდვილებად გასახდომად. ყველანი დავიღუპებით, თუ იესო ქრისტესთან არ მივალთ და არ ვირწმუნებთ ღმერთის სამართლიანობას, რომელიც დევს იესოს მიერ იოანესგან მიღებულ ნათლობაში და ჯვარზე დაღვრილ სისხლში. უნდა გვახსოვდეს, რომ რჯულის დანიშნულება იყო ქრისტესთან ჩვენი მოყვანა და მის მეშვეობით ღმერთის სამართლიანობის რწმენის მოპოვებაში დახმარება.
აი რატომ ამტკიცებდა პავლე, “ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი.” (რომ. 7:8) ღმერთის რჯულის მეშვეობით პავლე მოციქულმა დაგვანახა, თუ რა იყო ცოდვის ძირითადი საფუძველი. მან აღიარა, რომ თავის ადრინდელ რწმენაში ის ცოდვილი იყო, მაგრამ შემდეგ მიიღო საუკუნო სიცოცხლე იესო ქრისტეს მიერ მოცემული ღვთის სამართლიანობის რწმენით.


პავლეს გოდება და მისი რწმენა

პავლემ სთქვა, “უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ.” (რომ. 7:24-25) 
პავლე აღიარებდა იმ ფაქტს, რომ ისიც კი, ღმერთის სამართლიანობის მქონე, მაინც სცოდავდა, და ამიტომ ღმერთის სამართლიანობა უაღრესად სჭირდებოდა არა მხოლოდ მას, არამედ მთელ დანარჩენ კაცობრიობასაც. 
ჩვენ ღმერთის სამართლიანობის მოზიარენი უნდა გავხდეთ იესოს მიერ მიღებულ ნათლობაში არსებული საიდუმლოს ცოდნით და მისი რწმენით. თქვენც და მეც უნდა ვიცოდეთ და გვწამდეს ქრისტეს ნათლობაში და მისი ჯვრის სისხლში არსებული ღმერთის სამართლიანობის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ჩვენი სული და ხორცი, რომელთაც სხვა არაფერი ძალუძთ გარდა ცოდვის ჩადენისა, ცოდვისაგან გათავისუფლებას. არ უნდა გვავიწყებოდეს ის ფაქტი, რომ ქრისტეს ნათლობამ და მის მიერ ჯვარზე დაღვრილმა სისხლმა აღასრულეს ღვთის სამართლიანობა.
მათ ვინც არ იციან ღვთის სამართლიანობა, მხოლოდ ცოდვილებად დარჩენა უწერიათ, რაოდენ ძლიერადაც არ უნდა ეცადონ მისი რჯულის დაცვა. უნდა დავინახოთ, რომ ღმერთის რჯული მის შესასრულებლად არ მოგვეცა. მაგრამ ლეგალისტებს არ ესმით, რომ გამოსყიდვის საიდუმლოება დევს “ნათლობაში”, რომელიც მიიღო იესომ, მისი ჯვრის სისხლთან ერთად. ამიტომ მათ არასწორად ესმით ღმერთის რჯული, ფიქრობენ რა, რომ ის მათთვის ამ მცნებების დასაცავად მიეცათ, და აგრძელებენ შეცდომაში ცხოვრებას. მაგრამ უნდა გავათვიცნობიეროთ ჩვენი ცოდვები რჯულის მეშვეობით და ვიცხოვროთ ღმერთის სამართლიანობის რწმენით. არ უნდა ვცდილობდეთ ამ სამართლიანობის საპირისპიროთ, ჩვენი საკუთარი სამართლიანობის მიღწევას. ამის ნაცვლად უნდა გვწამდეს ღმერთის სამართლიანობის, რომელიც შესრულდა ქრისტეს ნათლობით და მისი ჯვრის სისხლით. სხვა სიტყვებით, მადლობა უნდა მივაგოთ უფალს, რომელმაც აღასრულა ღმერთის სამართლიანობა.
აი რატომ პავლემ, აკვირდებოდა რა საკუთარ ხორცს, ბოლოს შესძახა, “უბადრუკი ადამიანი ვარ!”, მაგრამ მაინც მადლობა მიაგო უფალს იესო ქრისტეს მეშვეობით. პავლეს მიერ ამ აღიარების მიზეზი იყო ის, რომ რაც უფრო მეტს სცოდავდა, მით უფრო წმინდად აშკარავდებოდა იესოს ნათლობის და მისი ჯვარზე დაღვრილი სისხლის მიერ ღმერთის სამართლიანობა. ჩვენც შეგვიძლია შევძახოთ სიხარულით და გამარჯვებით, ვინაიდან დახსნილნი ვიქენით იესო ქრისტესადმი რწმენით, თუმცაღა ჩვენც ვეწევით სირთულეებით სავსე ცხოვრებას ხორცის რჯულისა და ღვთის სამართლიანობის შორის. პავლეს რწმენა იყო იესო ქრისტეს ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლის რწმენა. ასე მიაღწია პავლემ ღმერთის სამართლიანობის რწმენაში ცხოვრებას, და ამ სამართლიანობის რწმენით, შეძლო ღმერთისადმი ქება-დიდების მიგება.
რომაელთა მე-7 თავში პავლე მოგვითხრობს თავის პირვანდელ მდგომარეობაზე, ღვთის სამართლიანობის მისი ახლანდელი გამარჯვებული რწმენის მდგომარეობასთან კონტრასტში. პავლეს გამარჯვბა რწმენაში მოხდა ღვთის სამართლიანობის რწმენის გამო.
“ანდა, განა არ იცით, ძმებო, - რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, - რომ რჯული ბატონობს ადამიანზე ვიდრე ის ცოცხალია?” (რომ. 7:1)
მე-7 თავის ემოციური მუხტი მწვერვალს აღწევს 24 და 25-ე მუხლებში. პავლემ დაწერა, “უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს”.
რომაელთა 6-ე თავში პავლე ლაპარაკობს რწმენაზე, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავიმარხოთ და აღვსდგეთ ქრისტესთან ერთად. იესოს ნათლობასთან და ჯვარზე სიკვდილთან გაერთიანებით, ჩვენ შევძლებთ მისმიერი რწმენის მიღწევას. 
პავლემ დაინახა, რომ ის არის უბადრუკი ადამიანი, რომლის ხორცი იმდენად უსუსური იყო, რომ არა მხოლოდ იესოსთან შეხვედრამდე, არამედ მის შემდეგაც არღვევდა ღმერთის რჯულს. ამიტომ ის სტიროდა, “ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან?” შემდეგ მან დაინახა, რომ სიკვდილის სხეულისგან გათავისუფლება მხოლოდ ღვთის სამართლიანიბის რწმენით შეეძლო, და სთქვა, “ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ!” პავლე გათავისუფლდა ხორცის და გონების ცოდვებისგან ქრისტესმიერი ღვთის სამართლიანობის რწმენით და მასთან გაერთიანებით.
პავლეს აღიარება იყო, “აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს” (რომ. 7:25). მე-8 თავის დასაწყისში კი მან თქვა, “ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან” (რომ. 8:1-2).
თავდაპირველად ღმერთის მიერ ორი რჯული იქნა მოცემული: ცოდვისა და სიკვდილის რჯული და სულისა და სიცოცხლის. სიცოცხლის სულის რჯულმა დაიხსნა პავლე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან. ეს ნიშნავდა, რომ იესოს ნათლობის და მისი ჯვარზე სიკვდილის რწმენით, რომელმაც მას ყველა ცოდვა მოაშორა, პავლე გაერთიანდა იესოსთან და დახსნილ იქნა ყველა თავისი ცოდვისგან. ჩვენ ყველას გვმართებს იმ რწმენის ქონა, რომელიც გვაერთიანებს უფლის ნათლობასთან და მის სიკვდილთან ჯვარზე.
პავლე აღიარებდა რომაელთა მე-7 თავში, რომ ადრე ის რჯულის მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ იესო ქრისტეს მეშვეობით მან ხსნა მიიღო ამ მსჯავრისაგან. ამრიგად, მან შეძლო ღვთის მსახურების გაწევა სულიწმიდის მიერ, რომელიც მასში იმყოფებოდა.

 

პავლეს მიერ დანახული ჭეშმარიტება


პავლემ აღიარა, “ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც. ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით.” (რომ. 7:7) ის ვერ შეიცნობდა სურვილს, რჯულს რომ არ ეთქვა, “არ ისურვო”-ო. პავლე ხსნიდა რჯულისა და ცოდვის ურთიერთ დამოკიდებულებას, როდესაც ამბობდა, “ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი.” Eეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა გულები თავიდანვე სავსენი არიან ცოდვით. დედის მუცელში ჩასახვის წუთიდან ისინი ცოდვაში ისახებიან და ცოდვის თორმეტი ნაირსახეობით მოდიან ამქვეყნად.
ცოდვის ეს თორმეტი ნაირსახეობა არის: სიძვანი, მრუშობანი, მკვლელობანი, ქურდობანი, ბოროტი ზრახვანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყოველი ადამიანი იდენს ამ ცოდვებს თავის სიკვდილის დღემდე. როგორ შეუძლია ვინმეს რჯულის და ღმერთის მცნებათა დაცვა, როცა ის ამ ცოდვების თორმეტი ნაირსახეობით მოდის წუთისოფელში? იმ წუთიდან, რაც რჯულის სიტყვებს და მცნებებს ვიგებთ, რომლებიც გვეუბნებიან თუ რა “უნდა” ან “არ უნდა” ვაკეთოთ, ცოდვა ჩვენში მოქმედებას იწყებს.
მანამადე სანამ რჯულს და ღვთის მცნებებს გავიგებდით, ცოდვებს ჩვენში ეძინათ. მაგრამ მცნებების გაგებისთანავე, რომლებიც გვეუბნებიან თუ რა უნდა ან არ უნდა ვაკეთოთ, ეს ცოდვები გარეთ გამოვიდა და უფრო მეტად გვადენინებდა ცოდვებს. 
ყველას ვინც არაა ხელახლა შობილი ან არ სწამს და არ ესმის წყლისა და სულის ჭეშმარიტების, აქვს ცოდვა. ეს ცოდვა, რომელიც აღმოცენდა მცნებათა გამო, შემდგომში უფრო მეტ ცოდვას წარმოშობს. რჯული, რომელიც ეუბნება ადამიანს რა უნდა ან არ უნდა აკეთოს, წააგავს მწვრთნელს, რომელიც ცოდვის მოთოკვას ცდილობს. მაგრამ ცოდვა მიმართულია ღმერთის მცნებათა წინააღმდეგ და ეურჩება მათ. როდესაც ცოდვილი ისმენს მცნებებს, მის გულში არსებული ცოდვა იღვიძებს და უფრო მეტ ცოდვას ადენინებს.
ათი მცნების საშუალებით შეგვიძლია ჩვენში მცხოვრები ცოდვის დანახვა. ამრიგად რჯულის დანიშნულება არის ჩვენს გულში არსებული ცოდვების გამოაშკარავება, ჩვენთვის იმის ჩვენება, რომ ღმერთის მცნებები არის წმინდა, და ჩვენი გამოფხიზლება საკუთარი ცოდვილიანი ბუნების მიმართ. ბუნების არსით ჩვენ ვინადებით მოხვეჭის სურვილით და შურით ყველაფრის მიმართ, რაც ღმერთის მიერაა შექმნილი. ეს ეხება ყველაფერს, სხვისი ქონებისა ან მეუღლეების ჩათვლით. ამრიგად მცნება, რომელიც გვიბრძანებს, “არ ისურვო”, მიგვანიშნებს რომ ცოდვილებად ვართ დაბადებულები და ჩვენი დაბადების პირველივე დღიდან ჯოჯოხეთში მოხვედრა გველოდება. ეს ასევე გვიჩვენებს ჩვენი მაცხოვრის შრომის უდიდეს მნიშვნელობას, რომელმაც აღასრულა ღვთის სამართლიანობა. 
აი რატომ ამბობდა პავლე, რომ ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი მასში ყოველგვარი ბოროტი სურვილის აღსაძრავად. პავლემ დაინახა, რომ ის იყო დიდი ცოდვილი, რომელმაც დაარღვია ღმერთის კეთილი მცნებები, რადგან თავიდანვე ცოდვილად დაიბადა და იყო ცოდვილი მანმადე სანამ ღმერთის სამართლიანობას ირწმუნებდა.
როდესაც მე-7 თავს ვუყურებთ, აღმოვაჩენთ, რომ პავლე მოციქული იყო უაღრესად სულიერი პიროვნება, ფლობდა ბიბლიის ღრმა ცოდნას და უდიდეს სულიერ გაგებას და გამოცდილებას. რჯულის მეშვეობით მან მკაფიოდ დაინახა, რომ მასში ბინადრობდა ცოდვა, რომელიც თავის მხრივ, მცნებათა გამო ყოველგვარ ბოროტ ზრახვას და სურვილს აღძრავდა მასში. მან გაიგო, რომ ღმერთის რჯულის დანიშნულება იყო მასში არსებული ცოდვების გამოაშკარავება. როდესაც ეს მოხდა, მან აღიარა, რომ მცნებამ, რომელიც სასიცოცხლოდ იქნა მოცემული, სიკვდილი მოუტანა.
როგორია თქვენი რწმენა? პავლეს მსგავსია? გაქვთ ცოდვა გულში, მიუხედავად იმისა, რომ იესოსი გწამთ? თუ ასეა, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ შეგიცვნიათ ღმერთის სამართლიანობა, არ მიგიღიათ სულიწმიდა და ხართ ცოდვილი, რომელსაც თავისი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში მოხვედრა და სამსჯავრო უწერია. ათვიცნობიერებთ ამ ფაქტებს? თუ ეს გესმით, ირწმუნეთ წყლისა და სულის სახარება, რომელშიც ღმერთის სამართლიანობაა გამჟღავნებული. ასე დაიხსნით თავს ყველა თქვენი ცოდვისგან, მოიპოვებთ ღვთის სამართლიანობას და მიიღებთ წმინდა სულს. ჩვენ უნდა გვწამდეს წყლისა და სულის სახარების.

 

ცოდვამ საბაბი აიღო მცნებიდან და აცდუნა პავლე


პავლე მოცუქულმა სთქვა, “ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის, რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით” (რომ. 7:10-11). სხვა სიტყვებით, ცოდვამ მოატყუა პავლე მცნებების მეშვეობით. პავლეს სწამდა მცნებების, რომლებიც იყო ჭეშმარიტი და სამართლიანი, მაგრამ ცოდვის თორმეტი ნაირსახეობა მაინც ცოცხლობდა და მოქმედებდა მის გულში. ეს ნიშნავს, რომ ის მოტყუებულ იქნა ცოდვის მიერ, რადგან არ ესმოდა ღვთის მცნებების დანიშნულება.
თავდაპირველად პავლეს ეგონა, რომ ღმერთმა რჯული მას შესასრულებლად მისცა. მაგრამ მოგვიანებით გაიგო, რომ რჯული არა მის დასაცავად, არამედ ადამიანთა გულებში ცოდვების წარსაჩენად მიეცა, ღმერთის სიწმინდის ფონზე, და ამრიგად ურწმუნოთა ღვთის სამსჯავროზე წარსადგენად. აი რატომ ჩათვალა პავლემ, რომ ის ცდუნებულ იქნა ცოდვის მიერ, როცა სწორად არ ესმოდა ღმერთის მცნებები და რჯული. ადამიანთა უმრავლესობა დღეს-დღეობით ამის მსგავსად არის შეცდენილი.
ჩვენც უნდა გავიგოთ, რომ მიზეზი, რომლის გამოც ღმერთმა ჩვენ რჯული და მცნებები მოგვცა იყო არა მათი დაცვა, არამედ ჩვენი საკუთარი ცოდვების დანახვა და ღვთის სამართლიანიბის მიღწევა წყლისა და სულის სახარების რწმენით. მაგრამ თუ ჩვენი ცოდვებითურთ ვეცდებით რჯულის თანახმად ცხოვრებას, მხოლოდ საკუთარ ცოდვილიან ბუნებას გამოვამჟღავნებთ.
ამრიგად ცოდვილი ხვდება რჯულის მეშვეობით, რომ თუმცა რჯული წმინდაა, მას არ ძალუძს ეწიოს წმინდა ცხოვრებას. ასეთ მომენტში ის ხდება ცოდვილი, რომელსაც სხვა გზა არა აქვს გარდა ჯოჯოხეთში მოხვედრისა რჯულის მსჯავრის გამო. მაგრამ ცოდვილები, რომელთაც არ სჯერათ წყლისა და სულის სახარების, ისევ ფიქრობენ, რომ ღმერთმა მათ რჯული მის დასაცავად მისცა. ისინი ისევ და ისევ ცდილობენ ამ რჯულის შესრულებას, მაგრამ ატყუებენ საკუთარ თავს და საბოლოოდ წარწყმედას ხედავენ.
ისინი, ვინც ხელახლა არაა შობილი ღვთის სამართლიანობის უგულებელყოფის გამო, გამუდმებით სცოდავენ და შემდეგ პატიების მიღებას ცდილობენ მონანიების ლოცვების მეშვეობით. საბოლოო ჯამში კი მაინც ხვდებიან, რომ არასწორად ესმოდათ ღმერთის რჯულის მნიშვნელობა და ატყუებდნენ საკუთარ თავს. ცოდვამ, რომელმაც საბაბი აიღო მცნებიდან, მოატყუა ისინი. ღმერთის რჯული არის წმინდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ გულებში არსებულმა ცოდვებმა დაღუპვამდე მიიყვანეს.
პავლემ თქვა, “ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი. ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი იყოს მცნების მეშვეობით” (რომ. 7:12-13). მათ, ვინც ესმის ეს ჭეშმარიტება, გებულობენ ღმერთის სამართლიანობის საჭიროებას და როგორც შედეგი, სწამთ რომ წყლისა და სულის სახარება ნამდვილ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. მას, ვისაც წყლისა და სულის სახარების სწამს, სწამს ასევე ღმერთის სამართლიანობის. მოდით თავი დავიხსნათ ყველა ჩვენი ცოდვისგან და მივაღწიოთ ღმერთის სიწმინდეს მისი სამართლიანობის რწმენით. ყველა თქვენთაგანს ვუსურვებ, რომ ამ სახარების კურთხევა მიიღოთ.


როგორი იყო პავლეს ხორცი და გონება?

პავლე იყო აღვსილი სული წმინდით და ღმერთის სიტყვის ღრმა გაგება ჰქონდა. მიუხედავად ამისა ის ასე ლაპარაკობდა თავის ხორცზე, “რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვას მიყიდული. ვინაიდან რას ვაკეთებ არ ვიცი. იმიტომ რომ იმას არ ვაკეთებ რაც მსურს, არამედ რაც მძულს იმას ვაკეთებ. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს რომ ის კეთილია. მაშასადამე მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება” (რომ. 7:14-17). მან თქვა, რომ სცოდავდა თავისი ხორციელი ბუნების გამო. ამიტომ მან დაინახა, რომ ხორცის სურვილების დაკმაყოფილება სურდა, მიუხედავად იმისა, რომ კეთილის კეთებას ცდილობდა.
ამგვარად პავლემ აღიარა, “ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება რვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.” (რომ. 7:22-23) აი რატომ სტიროდა ის თავისი ხორცის გამო და იძახოდა, “უბადრუკი ადამიანი ვარ!” (რომ. 7:24) თავისი ხელახლა შობის შემდეგაც ის მაინც წუხდა, ვინაიდან ბოროტი მაინც იმყოფებოდა მასში, კეთილის კეთების სურვილის მიუხედავად. როდესაც პავლე ლაპარაკობდა მასში მცხოვრები ბოროტების შესახებ, ის საკუთარ ხორცს გულისხმობდა. ის ხედავდა თავის ასოებში განსხვავებულ რჯულს, რომელიც სულის რჯულის წინააღმდეგ იბრძოდა, აქცევდა ხორცის მონად და უბიძგებდა ცოდვისაკენ. პვალეს არაფერი დარჩენია გარდა იმისა რომ დათანხმებულიყო, რომ უძლურია და სამსჯავროს ქვეშ მოხვედრა ეწერა, როდესაც ხედავდა თუ როგორ სძლებდა მას საკუთარი ხორცი და ადენინებდა ცოდვებს. ვინაიდან პავლესაც ჰქონდა ხორცი, ის ჰგოდებდა იმ ცოდვების გამო, რომლებიც მის ხორციდან წარმოიშობოდა.
აი რატომ წამოიძახა პავლემ, “უბადრუკი ადამიანი ვარ!” მაგრამ მან ასევე მადლობა შესწირა იესო ქრისტეს ღმერთის სამართლიანობის აღსრულების გამო. ეს მოხდა იმიტომ, რომ მას სწამდა, რომ იესო მოვიდა ამქვეყნად, მოინათლა და ჯვარს ეცვა მთელი კაცობრიობისთვის ცოდვათა მისატევებლად. მას გულითადად შეეძლო ღმერთისათვის მადლიერების მიგება, რადგან ჰქონდა რწმენა, რომელმაც ის იესოს ნათლობასა და სისხლთან გააერთიანა.
პავლემ იცოდა, რომ როდესაც იოანემ მონათლა იესო, ყველა მისი ცოდვები, ისევე როგორც წუთისოფლის ყველა ცოდვა, ერთხელ და სამუდამოდ გადავიდა იესოზე. მან ასევე იცოდა, რომ ჯვარზე იესოს სიკვდილის დროს ყველა ჩვენთაგანი ასევე მოუკვდა ცოდვას. ამიტომ უნდა ვიქონიოთ წყლისა და სულის ჭეშმარიტებასთან შერწყმული რწმენა. შეუერთდა თქვენი გული იესო ქრისტეს ნათლობას და მის სისხლს? სხვა სიტყვებით, შეუერთდა თქვენი გული წყლისა და სულის სახარებას, რომელმაც ღმერთის სამართლიანიბა აღასრულა? ჩვენ უნდა გვქონდეს რწმენა, რომელიც გაერთიანებულია იოანესგან მიღებულ უფლის ნათლობასთან და სისხლთან, რომელიც მან ჯვარზე დაღვარა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ასეთი ერთიანი რწმენის ქონა, რადგან წყლისა და სულის სახარებასთან შერწყმა ნიშნავს უფლის სამართლიანობასთან შეერთებას.
რომაელთა 6:3 ამბობს, “ყველანი ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ”. ეს ნიშნავს, რომ იესოს ნათლობის რწმენით ჩვენც მასთან ერთად მოვინათლეთ, რაც თავის მხრივ ჩვენი უფლის სიკვდილთან შეერთებას გამოხატავს. ესე იგი, მოვინათლეთ რა მასთან ერთობაში რწმენის მეშვეობით, ჩვენ სულიერად მოვინათლეთ მის სიკვდილში. უფალთან გაერთიანება ნიშნავს მის ნათლობასთან გაერთიანებას და მასთან ერთად სიკვდილს.
ამიტომ უნდა გვწამდეს და შევუერთდეთ იესოს ნათლობას და მის ჯვარზე სიკვდილს, რომლებმაც აღასრულეს ღმერთის სამართლიანობა. თუ თქვენ ჯერ არ გწამთ წყლისა და სულის სახარების, რომელმაც ღვთის სამართლიანობა აღასრულა, ესე იგი არა ხართ ერთობაში იესოს ნათლობასა და მის სიკვდილთან. ხოლო ღმერთის სამართლიანობა სწორედ ამ სახარებაშია გამჟღავნებული.
თუ ჩვენი გულები არ უერთდება იესოს ნათლობას და მის ჯვარზე სიკვდილს, ჩვენი რწმენა არის მხოლოდ თეორიული და უსარგებლო. შეუერთდით იესოს ნათლობას და მის ჯვარზე სიკვდილს და იწამეთ ისინი. აი როგორ უნდა გვწამდეს. თეორიული რწმენა უსარგებლოა. რა სარგებლობა აქვს მაგალითად, ლამაზ სახლს, თუ ის თქვენი არაა? იმისათვის რომ ღმერთის სამართლიანობა ჩვენი კუთვნილება გავხადოთ, უნდა ვიცოდეთ, რომ იესოს ნათლობის დანიშნულება იყო ჩვენი ცოდვების მოშორება, ხოლო მისი ჯვარზე სიკვდილის – ჩვენი ხორცის მოკვდინება. Uუფლის მიერ შესრულებული ღმეთის სამართლიანობის რმწენით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ ხსნა და ახალი ცხოვრების რეალობაში ვიაროთ.
რწმენის მეშვეობით იესოს ნათლობასა და მის ჯვარზე სიკვდილთან გაერთიანებული, თქვენ ასეთი გზით ღმერთის სამართლიანობის მფლობელი გახდებით. ჩვენ გვმართებს იესოს ნათლობასა და სიკვდილთან გაერთიანება, ვინაიდან თუ ამას არ ვიზამთ, ჩვენი რწმენა ფუჭი გამოდგება.
“უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან?” (რომ. 7:24) ეს არაა მხოლდო პავლეს გოდება, არამედ თქვენიც და ჩემიც, ისევე როგორც იმათი, ვინც ჯერ კიდევ დაშორებულია ქრისტეს. ის, ვისაც ჩვენი ხსნა ძალუძს ამ გასაჭირისგან, არის იესო და ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ უფლისადმი რწმენით, რომელმაც ნათელიღო, ჯვარს ეცვა და აღდგა ჩვენს გამო.
პავლემ თქვა, “ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ!” ეს გვიჩვენებს პავლეს უფალთან ერთობას. უნდა გვწამდეს, რომ თუ გვჯერა იმისა, რომ უფალმა დაგვიხსნა ცოდვებისგან თავისი ნათლობითა და სისხლით, მივიღებთ პატიებას და საუკუნო სიცოცხლეს. ყველა თქვენი ცოდვა გადაეცემა იესო ქრისტეს, როცა გულით ირწმუნებთ იესოს ნათლობას. თქვენ მოკვდებით და აღსდგებით მასთან ერთად, როდესაც მის ჯვარზე სიკვდილს შეუერთდებით რწმენით.
იესომ თავისი მსახურება ამ ქვეყნად ოცდაათი წლის ასაკში დაიწყო. პირველი რამ, რაც მან გააკეთა თავისი მისიის დასაწყისში იყო ჩვენი ცოდვების მოშორება იოანე ნათლისმცემელთან მონათვლით. რატომ მოინათლა იესო? რათა მთელი კაცობრიობის ცოდვები აეღო. ამიტომ, როდესაც ჩვენ იესოს მიერ აღსრულებულ ღმერთის სამართლიანობას შევუერთეთ ჩვენი გულები, ყველა ჩვენი ცოდვა ნამდვილად გადავიდა იესოზე მის ნათლობაში. ყველა ჩვენი ცოდვა გადაეცა იესოს და ერთხელ და სამუდამოდ წარიხოცა.
ჩვენი უფალი მოვიდა ამ ქვეყნად, მონათლულ იქნა ყველა ჩვენი ცოდვის ასაღებად და მოკვდა ჩვენს გამო მათი საზღაურის გადასახდელად. მონათვლის წინ იესომ უთხრა იოანეს, “ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება” (მათე 3:15). “მთელი სიმართლე” ეხება როგორც იესოს მიერ ნათლობის მიღებას, რომელმაც ამოშალა ჯოჯოხეთისთვის განკუთვნილი კაცობრიობის ყველა ცოდვა, ასევე იესოს სიკვდილსა და აღდგომას. რა არის ღვთის სამართლიანობა? ღმერთის ძველაღთქმისეულ დაპირების თანახმად, იესოს ნათლობა და მისი სიკვდილი ჯვარზე რომელმაც ყველა ცოდვილი გადაარჩინა, მის სამართლიანობას წარმოადგენს. იესოს ამ ქვეყნად ადამიანის სახით მოსვლის და ნათლობის მიღების მიზეზი იყო მთელი კაცობრიობის ცოდვების თავის თავზე აღება და მათი სამუდამოდ მოსპობა.
რატომ მონათლა იოანემ იესო? ეს მოხდა ღმერთის სამართლიანობის განსახორციელებლად კაცობრიობის ყველა ცოდვის აღებით. ჩვენ, რომელნიც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, ასევე მოვინათლეთ მის სიკვდილში და ახლა განახლებული სიცოცხლით ვცხოვრობთ, ვინაიდან ის აღდგა მკვდრეთით. ღმერთის სამართლიანობის რწმენა ნიშნავს გწამდეს და შეუერთო გული იესოს ნათლობას, მის ჯვარზე სიკვდილს და მის აღდგომას. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გვწამდეს რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა აიღო საკუთარ თავზე როცა მოინათლა. ჩვენ დავიმარხეთ მასთან ერთად, როცა ის მოკვდა ჯვარზე, რადგან შევუერთდით მას მის ნათლობაში. ღმერთის სამართლიანობის რწმენით უფალთან ჩვენი გულების გაერთიანებას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მაშინაც კი როცა ყველა ცოდვისგან გავნთავისუფლდით. ჩვენ შეგვიძლია ღმერთისათვის მადლიერების მიგება რადგან ყველანი დავიხოცენით ქრისტესთან მისი სიკვდილისას ჯვარზე, ვინაიდან მან უკვე ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო თავის ნათლობაში.
იესოსთან რწმენით შეერთება ჩვენთვის აუცილებელია ღმერთის სამართლიანობის გამოსყიდვაში მიღების შემდეგაც. გამოსყიდვის ნიჭის მიღების შემდეგ ჩვენი რწმენა შეიძლება გაიცვითოს უბრალო გონებრივ თანხმობამდე. მაგრამ თუ გულს უფლის სამართლიანობას შევუერთებთ, ის მუდამ ღმერთთან იქნება. ღვთის სამართლიანობასთან შერწყმისას ჩვენ მასთან ერთად ვიცხოვრებთ, ხოლო თუ ამას არ ვიზამთ, მისთვის უცხონი გავხდებით. თუ უფალთან გართიანების ნაცვლად მხოლოდ მისი მაყურებლები დავრჩით, თითქოს მეზობლის ბაღნარს ვუცქერდეთ, ღმერთს ჩამოვშორდებით ასეთი გაუცხოებით. ამიტომ გვმართებს უფლის სიტყვასთან და ღვთის სამართლიანობასთან რწმენით შეერთება.


თუ გვაქვს იესოს ნათლობასთან და ჯვარზე სიკვდილთან გამაერთიანებელი რწმენა, ვართ ქრისტიანები, რომლებიც ვუერთდებით უფალს

ღმერთის სამართლიანობის რწმენა ნიშნავს უფალთან შეერთებას და მისი სამართლიანობის შემეცნების რწმენას. ჩვენი ცხოვრების თითოეული ასპექტი უნდა შეერწყას მის სამართლიანობას. სწორედ ასე უნდა ვცხოვრობდეთ. თუ მის სამართლიანობასთან არ გავერთიანდით, საკუთარი ხორცის მონები გავხდებით და დავიღუპებით, მაგრამ იმწამსვე რაც ჩვენს თავს უფლის სამართლიანობას შევუერთებთ, ყველა ჩვენი ცოდვა მოგვეტევება. მხოლოდ როცა უფლის სამართლიანობას ვუერთებთ ჩვენს გულებს, ვხდებით ღვთის მსახურნი. მაშინ ღვთის ნებისმიერი საქმე ჩვენთვის მისაღები იქნება და მთელი მისი შრომა და ძალაუფლება ჩვენი გახდება. მაგრამ თუ მას არ შევუერთდით, მის სამართლიანობასაც ჩამოვშორდებით.
პავლეს მსგავსად ჩვენ ხორციელად სუსტნი და არასრულყოფილნი ვართ. ამიტომ გულები ღმერთის სამართლიანობას უნდა შევუერთოდ. ამ გაერთიანებაში უნდა ვიწამოთ, რომ იესო მოინათლა იოანეს მიერ და ჯვარცმულ იქნა, რათა ყველა ჩვენი ცოდვისაგან გადევერჩინეთ. სწორედ ასეთი რწმენა აამებს ღმერთს და ჩვენი სხეულისთვის და სულისთვის კურთხევა მოაქვს. თუ გულით გვწამს უფლის ღვაწლისა, თუ ჩვენს გულში ერთიანი რწმენა სუფევს, მაშინ ყველა აღთქმული ზეციური კურთხევა ჩვენი იქნება. აი რატომ უნდა შევუერთდეთ მას.
მეორე მხრივ, თუ გულით არ შევუერთდით ღვთის სამართლიანობას, ვერც ვემსახურებით მას. იმ ქრისტიანებს, რომლებიც არ უერთებენ გულს ღმერთის სამართლიანობას, სხვა ყველაფერზე მეტად ამქვეყნიური ფასეულობები უყვართ. ისინი ამ წუთისოფლის ურწმუნოებისაგან არაფრით განსხვავდებიან. მათ დაინახეს ღმერთის სამართლიანობის ფასი მხოლოდ მას შემდეგ, რაც წაერთვათ საკუთარი ფასეულობები, რომლებიც მათთვის სიცოცხლის ტოლფასი იყო. მატერიალურ საგნებს არ გააჩნიათ იმხელა ღირსება ან ძალაუფლება, რომ ადამიანის სიცოცხლე აკონტროლონ. მხოლოდ უფლის სამართლიანობას შეუძლია მოგვცეს ცოდვების მიტევება, საუკუნო სიცოცხლე და კურთხევები. მატერიალური საგნები არაა სიცოცხლის ტოლფასი. ჩვენც და ჩვენმა მოყვასებმაც უნდა მივხდეთ, რომ თუ შევუერთებთ გულებს უფლის სამართლიანობას, ჭეშმარიტ სიცოცხლეს ვპოვებთ.
ჩვენი გულები უფლის სამართლიანობას უნდა შეერწყას. რწმენით უნდა ვიცხოვროთ და ქრისტეს შევუერთოთ ჩვენი გულები. რწმენა, რომელიც ქრისტეს სამართლიანობასთანაა გაერთიანებული, არის მშვენიერი. მე-7 თავის ბოლოში პავლე ამბობს, რომ უფალთან გაერთიანებულებმა სულიერად უნდა ვიცხოვროთ. 
გინახავთ ვინმე, ღვთის მსახური რომ გამხდარიყო მის სამართლიანობასთან გულის შეურწყმელად? ასეთი არც ერთია! გინახავთ ვინმე, წყლისა და სულის სახარება რომ მიეღო, როგორც აუცილებელი პირობა ცოდვათა მიტევების, და ღვთის სამართლიანობას არ შეერთებია? არც ასეთი არსებობს. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად კარგად ვიცით ბიბლია, ჩვენი რწმენა უსარგებლო იქნება თუ ღვთის სამართლიანობას არ შევუერთდით და არ ვიწამეთ ის, რომ იესოს ნათლობასა და ჯვრის სისხლით შეგვიძლია ყველა ჩვენი ცოდვისგან გადარჩენა.
თუნდაც ოდესმე ცოდვათა მიტევება მიგვეღო და ეკლესიაში გვევლო, თუ ღვთის სამართლიანობასთან არ ვართ შეერთებული, ცოდვილებად ვრჩებით, რომლებსაც არა აქვთ ადგილი უფლის გეგმაში. თუმცა ვიძახით რომ ღვთისა გვწამს, განშორებულნი ვიქნებით უფლისგან, თუ მის სამათლიანობას არ შევუერთდით. უნდა გავერთიანდეთ ღმერთის სამართლიანობასთან, თუ გვსურს ქრისტესგან ნუგეშის, დახმარების, და დამწყემსვის მიღება.
მიიღებული გაქვთ ღვთის სამართლიანობა და ყველა ცოდვის მიტევება წყლისა და სულის სახარების რწმენით? ემსახურებით ისევე როგორც პავლე, ღვთის რჯულს თქვენი გონებით, მაშინ როცა თქვენი ხორცი ყოველდღიურად ცოდვას ემსახურება? ჩვენ ყოველ ჟამს უნდა ვიყოთ ღმერთის სამართლიანობასთან შეერთებულნი. რა მოხდება, თუ ღვთის სამართლაინობას არ შევუერთდით? ამ შემთხვევაში დავიღუპებით. ისინი კი, ვინც ღვთის სამართლიანიბასთან არიან ერთობაში, იცხოვრებენ ჭეშმარიტ ღვთის ეკლესიასთან გაერთიანებულნი.
ღვთის სამართლიანობის რწმენა ნიშნავს ღმერთის ეკლესიასა და მის მსახურებთან გაერთიანებას. რწმენით ცხოვრების გაგრძელებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა ყოველდღიურად ვართ ღვთის სამართლიანობასთან ერთობაში. ისინი, ვისაც მიეტევა ცოდვები ღმერთის სამართლიანობისადმი რწმენით, ყოველდღიურად უნდა იყვნენ ღვთის ეკლესიასთან ერთობაში. ვინაიდან ხორცს მუდამ ცოდვის რჯულისადმი მსახურება სურს, ჩვენ ყოველთვის ღვთის სამართლიანობაზე უნდა ვიფიქროთ და ვიცხოვროთ რწმენით. უფალთან შეერთებას შევძლებთ, თუკი ღვთის სამართლიანობაზე ფიქრს და ფოკუსირებას განვაგრძობთ. 
ჩვენ, ღვთის სამართლიანობის მორწმუნეები, ყოველდღიურად უნდა ვიმყოფებოდეთ ეკლესიასა და ღვთის მსახურებთან ერთობაში. ამისათვის მუდამ უნდა გვახსოვდეს ამ სამართლიანობის შესახებ. ამაზე უნდა ვიფიქროთ და ყოველდღიურად ვიყოთ ეკლესიასთან ერთობაში. გმართებს იმაზე ფიქრი, რომ უფალი მოინათლა, რათა ჩვენს მაგივრად ეტვირთა ყველა ცოდვა. როდესაც ამგვარ რწმენასთან და ღვთის სამართლიანობასთან ვართ შერწყმული, ჩვენში ღვთის მშვიდობა დაისადგურებს, ვიქნებით განახლებულნი, კურთხეულნი და გაძლიერებულნი მის მიერ.
შეუერთდით ღმერთის სამართლიანობას. მაშინ ახალ ძალას და ენერგიას ჰპოვებთ. ეხლავე შეუერთდით იესოს ნათლობას ღვთის სამართლიანობაში. მაშინ თქვენი ცოდვები მოგშორდებათ. გაერთიანდით ქრისტეს სიკვდილთან ჯვარზე. თქვენც მასთან ერთად მოკვდებით. შუერთდით მის აღდგომას. თქვენც მარად იცოცხლებთ. მოკლედ, როცა შეუერთდებით ქრისტეს თქვენი გულით, მოკვდებით და აღდგებით მასთან ერთად და ასე ყველა თქვენი ცოდვისგან მიიღებთ ხსნას.
რა მოხდება, ქრისტეს რომ არ შევუერთდეთ? შესაძლოა გაუგებრობაში ჩავვარდეთ და ვიკითხოთ, “რისთვის მოინათლა იესო?” ერთადერთი განსხვავება ძველსა და ახალ აღთქმებს შორის ისაა, რომ პირველი “ხელდადებაზე” საუბრობს, მეორე კი ნათლობაზე. მაშ რა? ეს რას ნიშნავს?” მხოლოდ მსჯელობაზე დამყარებული და თეორიული რწმენა არაა ნამდვილი რწმენა, და საბოლოოდ მორწმუნეს ღმერთისგან დააშორებს.
ვისაც ამგვარად სწამს, ჰგავს მოსწავლეს, რომელიც მასწავლებლებისგან მხოლოდ თეორიულ ცოდნას ღებულობს. თუ მოსწავლე ნამდვილად პატივს სცემს თავის მასწავლებელს, ის ასევე მისი ღირსეული ხასიათის, ლიდერობის და პირადი ღირსებების თვისებებსაც გადაიღებს. ჩვენ არ უნდა ვღებულობდეთ ღვთის სიტყვას მხოლოდ როგორც კიდევ ერთ ინფორმაციულ ერთეულს, არამედ თვით რმერთის ხასიათის, მისი სიყვარულის, წყალობის და სამართლიანობის თვისებებისგან უნდა ვისწავლოთ. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ მისი სიტყვის მხოლოდ ცნობიერების დონეზე შესწავლის იდეაზე და შევუერთდეთ მის სამართლიანობას. ღვთის სამართლიანობასთან შეერთებას მორწმუნეები ჭეშმარიტი სიცოცხლის მოპოვებისკენ მიჰყავს. შეუერთდით უფალს! ასეთი ერთიანი რწმენა - ჭეშმარიტი რწმენაა. თეორიული და ცნობიერებაზე დამყარებული რწმენა არაა უფალთან გამაერთიანებელი, არამედ ფუჭი და ცარიელი.
“უფლის წყალობა”, როგორც გალობაშია ნამღერი, “არის ღვთაებრივი ოკეანე, უსაზღვრო და უძირო ნიაღვარი”. როდესაც ჩვენი გულები ღვთის სამართლიანობას უერთდება, გვეუფლება მშვიდობა, ისეთივე უსაზღვრო და უძირო, როგორც მის სამართლიანობაში მოცემული მადლი. მაგრამ თეორიული და ცნობიერებაზე დამყარებული რწმენა, რომელიც არაა ღმერთთან ერთობაში, მეჩხერ წყალს წააჰგავს. თუ ზღვა წყალმეჩხერია, ის ადვილად ქაფდება, მაგრამ ლურჯი ტალღების დიდებული ნაკადი, იქ სადაც ოკეანეს წყლები მეტად ღრმაა, სიტყვებით აღუწერელია. მცირე წყალში, როცა ტალღები ნაპირს ეხეთქებიან, ისინი იგორგლება, იმსხვრევა, ქაფდება და ერთმანეთში ირევა. იმ ადამიანთა რწმენა, ვინც ღმერთის სამართლიანობასთან არაა შეერთებული, ასეთ მეჩხერ წყალსა ჰგავს.
ღმერთის სიტყვასთან შეერთებული ადამიანის გული არის ღრმა, უფალზე დამყარებული, მტკიცე და ურყევი ყველანაირ გარემოებაში. მისი გული ყოვლის მპყრობელ უფლისაკენ არის მიმართული. მაგრამ იმ ადამიანთა შერყევა, ვინც არ არიან შერწყმული ღვთის სამართლიანობასთან, უმცირესი გაჭირვების დროსაც კი ადვილია.
ჩვენი რწმენა უფალთან უნდა გვაერთიანებდეს. ღვთის სიტყვას უნდა შევერწყათ. უბრალო დაბრკოლებებმა არ უნდა წაგვაბორძიკონ. უფალთან გაერთიანებული ადამიანები მოინათლნენ ქრისტესთან ერთად, მოკვდნენ მასთან ერთად და მკვდრეთით აღდგნენ მასთან ერთად. ვინაიდან ამ წუთისოფელს აღარ ვეკუთვნით, ღმერთის საამებლად ჩვენ მის სამართლიანობას უნდა შევუერთდეთ, რადგან მან მიგვიღო, როგორც თავისი სამართლიანობის მსახურნი.
თუ ღვთის სამართლიანობასთან გავერთიანდით, მუდამჟამს გვექნება მშვიდობა, ვიქნებით ბედნიერი და ძალღონით სავსე, რადგან უფლის ძალა ჩვენ გადმოგვეცემა. ამ შეერთებისგან ბოძებული ძალითა და მადლით, ჩვენ უდიდეს კურთხევაში ვიცხოვრებთ. თუ იესოს ნათლობასა და მის ჯვარზე სიკვდილთან ვართ რწმენით შეერთებულნი, მთელი მისი ძალა ჩვენი იქნება.
შეუერთეთ გულები უფალს. თუ ამას იზამთ, თქვენ ასევე ღვთის ეკლესიის ნაწილი გახდებით. და ისინი, ვინც ღმერთთან არიან ერთობაში, ერთმანეთთანაც ერთობაში იქნებიან, ღვთის შრომას ერთად შეასრულებენ, და მის სიტყვისადმი რწმენაში ერთად გაიზრდებიან.
სამაგიეროდ, თუ ჩვენს გულებს ქრისტეს არ შევუერთებთ, ყველაფერს დავკარგავთ. თუნდაც მდოგვის ოდენა რწმენა გვქონდეს, მთავარი ისაა, რომ უფალმა უკვე ერთხელ და სამუდამოდ მოგვიტევა ცოდვები. ამ ჭეშმარიტებასთან ყოველდღიურად უნდა ვიყოთ გაერთიანებული, ჩვენი უძლურებების მიუხედევად. მხოლოდ გამაერთიანებელი რწმენა მოგცემთ სიცოცხლეს და ქრისტეს მეშვეობით ღმერთისათვის მადლობის ავლენის საშუალებას.
როცა უფლის სამართლიანობასთან ვიქნებით გაერთიანებული, ახალ ძალას მივიღებთ და გულიც გაგვიმაგრდება. ღვთის სიტყვასთან შერწყმისას ჩვენი გულები გამართლებას ჰპოვებენ. პირადი აზრების გამოდევნებით შეუძლებელია უფლისადმი მსახურების მყარი გადაწყვეტილების მიღება. როცა იესოს ნათლობას, მის ჯვარს და აღდგომას ვუერთდებით, ჩვენი რწმენაც იზრდება და მყარად დგას წმიდა წერილის საფუძველზე.
ჩვენი გულები უფალს უნდა შევურეთოთ. მხოლოდ ის რწმენა, რომელიც გვაერთიანებს ღმერთთან, არის ჭეშმარიტი; ის კი რომელიც ამას არ აკეთებს, ცრუ რწმენაა.
ღმერთს მადლობას მივაგებთ იმისათვის რომ მოგვცა საშუალება უფალთან ჩვენი რწმენის შერწყმისა, იესოს ნათლობის და ჯვარზე სიკვდილის მოცემით. ამ დღიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე მას უნდა შევუერთოთ ჩვენი გულები, იქამდე, სანამ ვიხილავთ უფალს. მოდით ნამდვილად შევუერთდეთ მას.
ღმერთს უნდა შევუერთოთ გულები რადგან უსუსურები ვართ მისი სახის წინაშე. პავლეც შეურთდა ღმერთს და ცოდვებისგან თავისუფლება მიიღო. ის გახდა ღმერთის ძვირფასი მსახური, რომელიც სახარებას მთელ მსოფლიოში ქადაგებდა, იცოდა რა და სწამდა წყლისა და სულის სახარების, ღმერთის სამართლოიანიობის, რომელიც მას იესო ქრისტესგან მიეცა. რადგანაც სუსტები ვართ და ღმერთის რჯულს მხოლოდ ჩვენი გონებით ვემსახურებით, ხოლო ხორცით – ცოდვის რჯულს, ჩვენ მხოლოდ უფალთან ერთიანობაში შეგვიძლია არსებობა.
ისწავლეთ იმ რმწნის შესახებ, რომელიც იესოს სამართლიანობასთან გვაერთიანებს? შეერთებულია თქვენი რწმენა იესოს ნათლობასთან? დროა რომ მიიღოთ ასეთი გამაერთიანებელი რწმენა, რომელსაც იესოს ნათლობისა და სისხლის სწამს. თუ თქვენი რწმენა არაა შეერთებული ღმერთის სამართლიანობასთან, მაშინ რწმენაშიც, ხსნაში და ცხოვებაშიც წარუმატებლობა გელოდებათ.
ამიტომ უფლის სამართლიანობა არის აუცილებელი მოთხოვნილება თქვენი გადარჩენისათვის. უფალთან შეერთება არის კურთხევა, რომელსაც მივყავართ ცოდვების მიტევებასთან და ღმერთის შვილებად გახდომასთან. მაშ მიიღეთ ეს კურთხევა მის სამართლიანობასთან შერწყმით და მისდამი რწმენით. მაშინ ღვთის სიმართლე თქვენი გახდება და მისი კურთხევებიც მუდამ თქვენთან იქნება.


მადლობა ღმერთს იესო ქრისტესთვის!

პავლე მოციქულმა თქვა, რომ ღმეთს მადლობდა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ის მადლობდა მას ღვთის სამართლიანობისთვის, რომელიც იესო ქრისტეს რწმენით მიიღო. მაშინაც კი, როცა ირწმუნა ღმერთის სამართლიანობა, ის გონებით ღმერთის რჯულს ემსახურებოდა, ხოლო თავისი ხორცით – ცოდვის რჯულს. მაგრამ ვინაიდან მას მთელი გულით სწამდა ღმერთის სამართლიანობის, მის გულში აღარ იყო ცოდვა.
პავლემ აღიარა, რომ ის რჯულით უკვე მსჯავრდებული იყო იესო ქრისტეში ხოლო რწმენით დახსნილი თავისი ცოდვებისგან ღვთის სამართლიანობის გამო. მან ასევე თქვა რომ მათაც, ვისაც ღვთის რისხვა და მისი რჯულის მსჯავრი ატყდება თავს, ჯერ კიდევ შეუძლიათ ხსნის ნაყოფის გამოტანა, თუ გულით ირწმუნებენ ღვთის სამართლიანობას. ხელახლა შობილთა გულებში წმინდა სულის სურვილები ცხოვრობენ, ისევე როგორც სხეულში - ხორცის სურვილები. მაგრამ იმას, ვინც ხელახლა შობილი არაა, მხოლოდ ხორცის სურვილები აქვს. ამიტომ ცოდვილებს მხოლოდ ცოდვის ჩადენის სურვილი ამოძრავებთ, და უფრო მეტიც, თავისი ბუნებრივი ინსტინქტების მეშვეობით ისინი ცდილობენ სხვების თვალში საკუთარი ცოდვების შელამაზებას.
დიაკვნები და უხუცესები, რომლებიც ხელახლა არ იშვნენ, ჩვეულიებრივ ამბობენ, “მსურს ვიცხოვრო კეთილშობილად, მაგრამ არ ვიცი რატომაა ეს ასე ძნელი.” უნდა დავფიქრდეთ თუ რატომ ცხოვრობენ ისინი ამგვარად. ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი არიან ცოდვილები, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ ხსნა ღვთის სამართლიანიბისადმი რწმენით. მათ გულში ცოდვაა, რადგანაც მათში ღვთის სამართლიანობა არ მოიძებნება. მაგრამ ხელახლა შობილთა გულებში ცხოვრობს ღვთის სამართლიანობაც და სულიწმიდაც, და არავითარი ცოდვა.
როცა პავლეს გულში ცოდვა იყო, ის ჰგოდებდა, “უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან? აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს”. თუმცა, მაშინვე ამატებს, “ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ.” (რომ. 7:25) ეს ნიშნავს, რომ მან მიიღო ხსნა ყველა თავისი ცოდვებისგან იესო ქრისტესადმი წმენით, რომელმაც აღასრულა ღმერთის სამართლიანობა.
ის რის თქმასაც ცდილობდა პავლე მე-7 თავში, არის რომ ადრე, როდესაც ის ხელახლა შობის გარეშე რელიგიურ ცხოვრებას ეწეოდა, მას არ გაეგო თუ რა იყო რჯულის დანიშნულება. მაგრამ პავლემ თქვა რომ ის ერთადერთი, რომელმაც იგი ამ ცოდვით გამოწვეული უბედური მდგომარეობიდან გადაარჩინა, იყო იესო ქრისტე, რომელმაც აღასრულა ღვთის სამართლიანობა. ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო ქრისტემ აღასრულა ღვთის სამასრთლიანობა ჩვენს დასახსნელად, გადარჩება.
ღვთის სამართლიანობის მორწმუნეები ემსახურებიან ღმერთის რჯულს თავისი გონებით, მაგრამ ცოდვის რჯულს – თავისი ხორცით. მათი ხორცი ჯერ კიდევ ილტვის ცოდვისაკენ, რადგან ხორცს ცვლილება ჯერ არ განუცდია, მიუხედავად მათი ხელახლა შობისა. ხორცს ცოდვის ჩადენა სურს, მაგრამ გონებას, რომელსაც ღვთის სამართლიანობის სწამს, სურს მიჰყვეს ამ სამართლიანობას. სხვა მხრივ ისინი, ვისაც ჯერ ცოდვათა მიტევება არ მიუღია, თავისი გონებითაც და ხორცითაც მხოლოდ ცოდვის კეთებას მიელტვიან, რადგან გულის საფუძველში ცოდვა უდევთ. მაგრამ ვინც შეიცნო და იწამა ღმერთის სამართლიანობა, ცხოვრობს კიდევაც მის სამართლიანობაში. 
ჩვენ ვმადლობთ ღმერთს იესო ქრისტეს მიერ, ვინაიდან ქრისტემ აღასრულა ღვთის მთელი სიმართლე. მადლობა უფალს იმისათვის, რომ მოგვცა თავისი სამართლიანობა და წაგვიძღვა ამ სამართლიანობის რწმენაში.