(რომ. 7:5-13)
“ვინაიდან, როცა ხორცში ციყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი გამოგვეღო. ახლა კი, რჯულისათვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახურით ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი. მაშ რაღას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც. ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით. ვინაიდან ვერც გულისთქმას შევიცნოდბი, რჯულს რომ არ ეთქვა: არ ისურვო. ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. ვინაიდან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია. ხოლო მე ოდესღაც ვცხოვრობდი რჯულის გარეშე და როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი. ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის, რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით. ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი. ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი იყოს მცნების მეშვეობით.”
მე განვადიდებ უფალს, რომელმაც აქამდე მომიყვანა
მე განვადიდებ უფალს, რომელმაც თქვენთან, ღმერთის ძვირფას ხალხთან ისევ შემახვედრა. პირველად ვმადლობ მას იმისათვის, რომ მაკურთხა დღევანდელ დღემდე ბედნიერი ცხოვრებით. ღმერთი ყოველთვის იყო ჩემთან და მწყალობდა, მიუხედავად იმისა რომ იყო დრო, როცა გულდაწყვეტილი დავდიოდი, მქონდა ძნელბედობა, აგონია და სისუსტე სხვადასხვა მრავალი მიზეზის გამო. ის იყო ცოცხალი და ჩემს გვერდით მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ჭირშიც და ლხინშიც იყო. არასოდეს ყოფილა მომენტი, მარტო რომ მივეტოვებინე, ერთი წამითაც კი.
როგორ გვაკურთხა ღმერთმა! ის რომ ჩვენი მსგავსი რომ ყოფილიყო, შეიძლება რამოდენიმეჯერ შეგვიწყალებდა, მაგრამ საბოლოოდ მოთმინება უღალატებდა. მაგრამ ღმერთი ადამიანი არაა და მის მოთმინებას საზღვარი არა აქვს. ის მუდამ გვიგზავნის თავის დაუშრეტელ წყალობას, მიუხედავად იმისა, სიკეთეს ვიქმთ თუ ბოროტებას, ვემორჩილებით თუ არა მის სიტყვას. ასეთი მოსიყვარულე ღმერთი არ შეგვიძლია არ განვადიდოთ და არ ვემსახუროთ მას. მეფე დავითი ადიდებდა უფალს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლიბაში და ძნელბედობის ჟამსაც უმადლოდა მას მზრუნველობისათვის. მან აღიარა, “შენით ვამარცხებ ლაშქარს, და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს” (პსალმ. 17:30).
როგორ გვაკურთხა ღმერთმა! საკმარისად ვერც გამოვხატავთ მადლიერებას. დაკმაყოფილდებოდა ის, სამყაროს ოდენა ტაძარი რომ აგვეგო? დააკმაყოფილებდა მას ზეცამდე მისული ეკლესია? რა თქმა უნდა არა! შეიძლება უზარმაზარი და ულამაზესი ეკლსია ავაგოთ, მაგრამ ტაძრის ზომას და სილამაზეს კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ იმ ფაქტს, რომ უფალი სასწაულიბრივად მოქმედებს სულების მოწოდებაში, აგებინებს მათ თავის სიტყვას და ხელახლა შობის საშუალებას აძლევს ამ სიტვის მოსმენით. ჩვენ არაფერი შეგვიძლია, გარდა იმისა რომ დიდება აღუვლინოთ უფალს ყველა ამ კურთხევებისთვის. ჩვენ ვუმადლით ღმერთს იმისთვის, რომ საშუალება მოგვცა ვემსახუროთ, მოვიტანოთ მისი შრომის ნაყოფი, რის გარეშეც ჩვენი ცხოვრება რაღათქმა უნდა უაზრო და ფუჭი იქნებოდა.
მადლიერნი არ ხართ რომ ღმერთმა გარგუნათ ამ საკრებულოში მოსვლა? ჩვენმა ღმერთმა გვაკურთხა თავისი უსაზღვრო მადლით და გვინახავს როგორც საკუთარ თვალის ჩინს. ვინ ვართ ჩვენ და რა ვქმენით, მთელი მისი სიყვარული რომ დაგვემსახურებინა? არარაობები ვართ, და არაფერი გაგვიკეთებია. და მაინც ღმერთმა ძვირფასნი გაგვხადა თავის წინაშე, არა იმიტომ რომ ჩვენ რაიმე ღირსება გვაქვს საჩვენებელი, არამედ იმიტომ, რომ ვიშვით ხელახლა. სანამ იესო ქრისტეს შევხვდებოდით, არავითარი ფასი არ გვქონდა. ღმერთმა კი თავის შვილებად გვაქცია ჩვენ, რომლებიც ვბობოქრობდით საკუთარ უგუნურებაში და დავხეტიალობდით უდაბნოში, მტვერსა და ნაცარში დაღუპვისათვის და გაუჩინარებისთვის განწირულები.
რა დიდებული და მშვენიერია სიყვარული რომელიც მოგვცა ღმერთმა! დიდება უფალს! ამ სამყაროს უამრავ სულთა შორის ღმერთმა დაგვიხსნა თავისი უპირობო სიყვარულით და თავისი სამართლიანობით. ხსნაში უფრო მეტი დევს, ვიდრე მხოლოდ გადარჩენა. ეს ნიშნავს რომ ჩვენი სულები ახლა ღმერთთან არის შეერთებული. ეს ნიშნავს რომ მისი სიყვარული ახლა ჩვენია. ეს ასევე ნიშნავს, რომ მისი კურთხევებიც ჩვენი გახდა.
სწორედ ღვთის საოცარი მართველობის და გამხნევების გამო ვართ ისევ მის ეკლესიაში. ღმერთს რომ იქ არ შევენახეთ, თვითონ რანაირად დავრჩებოდით? მას რომ არ ვუყვარდეთ და არ ვეკურთხეთ, როგორ შევძლებდით სახარების ქადაგებას და მის მსახურებას? უფლისდმი მსახურება შეგვიძლია რადგან ის არის ცოხალი, ის არის ჩვენთან და გვაკურთხა ჩვენ.
უფალს ჩვენ რომ არ შევენახეთ და არ ვეკურთხეთ, მას ვერ განვადიდებდით, ვერც უწინ და ვერც ამჟამად. ღმეთმა შეგვიყვარა, გვაკურთხა, გაგვამხნევა და დაგვიფარა თავის მწყალობელი ხელებით რათა შეგვეძლო მისთვის მსახურების გაწევა, მორჩოლება და მისი განდიდება. ასე არაა? ჩვენ ვადიდებთ უფალს მთელი გუილთ მისი საოცარი საქმეებისთვის და ჩვენდამი მისი უსაზღვრო სიყვარულისთვის.
ღმერთმა ასე ბევრი გააკეთა მის მიერ გადარჩენილებისთვის. ის რომ მან დაგვიხსნა და აგრძელებს ხელახლა შობილი წმინდების რწმენის გამყარებას, არის მტკიცებულება, რომ ღმერთის ხელში ვართ და დაცული ვართ მის მიერ. ღმერთი შრომობს და ასრულებს თავის ნებას ჩვენს მეშვეობით.
მე მწამს რომ ღმერთმა აკურთხა ყველა მისი ეკლესია, ხელახლა შობილების საკრებულოები მთელ მსოფლიოში და სამუდამოდ აკურთხა ისინი. ჩვენ მრავალი გასაჭირი განვიცადეთ, მაგრამ ღმერთი მაინც მუდამ ჩვენთან იყო, გვაძლევდა გაძლების და მისი შრომის გაგრძელების ძალას. ის ამაგრებდა ჩვენს სულებს და ამზადებდა ჩვენს გულებს უფრო მეტი კურთხევების და აუცილებელი რწმენის მისაღებად. რაოდენ დიდებულია მის მადლი! მე კიდევ ერთხელ მივაგებ მადლობას უფალს.
მთელი გულით შეგვიძლია ვადიდოთ უფალი
“ვინაიდან, როცა ხორცში ციყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი გამოგვეღო. ახლა კი, რჯულისაგან მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახურით ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.” (რომ. 7:5-6). ბიბლია ამბობს, რომ როცა ხორცში ვიყავით, რჯულით გამოწვეული ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენი სხეულის ასოებში, რათა სიკვდილის ნაყოფი გამოეღოთ. მაგრამ ბიბლია ამბობს ასევე, “ახლა კი, რჯულისაგან მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.”
შეუძლია ხორცს გათავისუფლდეს ცოდვილი ვნებებისგან? ადამიანს არსებობის ორი მხარე გააჩნია. ერთი არის ხორცი, ხოლო მეორე – გული. ხორცს არ შეუძლია ღვთის სამართლიანობის მიღწევა, რაოდენ ძლიერად არ უნდა ეცადოს. მას არც ღმერთის რჯულის დაცვა ძალუძს. ჩვენს ხორცს არასოდეს შეუძლია ღმერთის რჯულის შესრულება, ჩვენი ხელახლა შობის შემდეგაც კი, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ. ამიტომ მოციქული პავლე ამბობს, “ვინაიდან, როცა ხორცში ციყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი გამოგვეღო. ახლა კი, რჯულისაგან მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით.” (რომ. 7:5-6).
რომაელთა 4:15 ამბობს, “ვინაიდან რჯული წარმოქმნის რისხვას, რადგან სადაც რჯული არ არის, იქ არც დანაშაულია.” უნდა ვადიდოთ ღმერთი ჩვენს გულებში. ღმერთმა მოგვცა ჩვენ მისი განდიდების უფლება განახლებული სულით, და არა დაძველებული ასოთი, ვინაიდან რჯულით დატყვევებულნი, ჩვენ უკვე მსჯავრდებულნი ვიყავით რჯულის რისხვის გამო.
ჩვენი ხორცი განსხვავდება გულისგან. ხორცი შეზღუდულია, ხოლო გულს ძალუძს ღმერთის სიტყვის მიღება და მისი რწმენით განდიდება. გულს ასევე ცოდვისგან ხსნის მოპოვება შეუძლია.
ჩვენ დავიხოცენით რჯულისთვის. მე მკვდარი ვარ, ვიდანიდან მოვუკვდი იმას, რითაც შეპყობილი ვიყავი. ჩვენი ხორცი უკვე მკვდარია ღმერთისთვის. ხორცის მეშვეობით ჩვენ არც მისი სამართლიანობის მიღწევა შეგვიძლია, არც ღვთის რჯულის წინაშე გამართლება. ხორცს გარდაუვალი მსჯავრი ელის. მაგრამ მამა ღმერთმა მაინც მოგვივლინა თავისი მხოლოდშობილი ძე იესო ქრისტე და რჯულის მთელი რისხვა დააკისრა მას, რომელიც შემდეგ ჩვენს ნაცვლად იქნა ჯვარცმული. ასე მოგვცა ღმერთმა უნარი უფლისათვის რწმენით, განახლებული სულით მსახურებისა, და არა დაძველებული ასოთი, რომელსაც რჯულის მეშვეობით ვყავდით შეპყრობილი, მისი რისხვის ქვეშ.
ახლა რწმენით შეგვიძლია უფლის განდიდება. გული ადიდებს უფალს, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ხორცში ვართ. ჩვენს გულებს შეუძლია რწმენა იმისა რომ უფალს ვუყვარვართ. შეგვიძლია მისი განდიდება, რადგან გვწამს, რომ დავიხოცენით ქრისტეში. ღმერთმა დაგვიხსნა რჯულის რისხვისგან. მამა ღმერთმა მოგვივლინა თავისი მხოლოდშობილი ძე ჩვენ, ვინც რჯულის წყევლის და ღვთის მსჯავრის ქვეშ ვიმყოფებოდით, და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მან გადაიტანა ყველა ჩვენი ცოდვა და რჯულის რისხვა საკუთარ ძეზე. ასე დაიხსნა ღმერთმა ცოდვებისგან, მისი მსჯავრისგან და რჯულის რისხვისგან ისინი, ვინც მიიღო მისი სიყვარული და ირწმუნა მისი. ჩვენ ვადიდებთ ღმერთს ყველა ჩვენი ცოდვებისაგან სრულყოფილი გადარჩენისათვის.
მთელი გულით გვწამს, რომ ღმერთმა დაგვიხსნა თავისი სამართლიანობისთვის. ჩვენ მთელი ჩვენი გულით მივაგებთ მას მადლიერებას, ხოტბას და დიდებას ასეთი სიყვარულისთვის. მაგრამ შეგვიძლია კი ყოველივე ამის გაკეთება ჩვენი ხორცით? არა. ხორცში ყოფნისას რჯულით აღძრული ცოდვილი ვნებები მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რათა სიკვდილის ნაყოფი გამოეღოთ. ხორცი მუდამ ღვთის რისხვის ქვეშ იმყოფება.
ახლა კი ჩვენ რწმენით გადავურჩით რჯულის რისხვას. თავის სიყვარულსა და ხსნაში ღმერთმა გვარგუნა მისდამი მსახურება რწმენით, არა დაძველებული ასოთი და არა ღვთის რისხვის რჯულით, თუმცა კი ვიმსახურებდით რჯულის მსჯავრს.
არც ერთ ჩვენთაგანს არ შეგვწევს ძალა ვემსახუროთ უფალს ჩვენი საქმეებით. ხელახლა შობის შემთხვევაშიც ვერ ვემსახურებით მას ჩვენი ხორცით. არის ჩვენს შორის ვინმე, ვინც ამაოდ ეცადა უფლისთვის ხორციელად მსახურება? ვერასეოდეს შევძლებთ უფლისთვის ხორცით მსახურებას. ცოდვილი ვნებანი მუდამ მართავენ ხორცს. ხელახლა შობის მერეც არ შეგვიძლია უფალს ხორცით ვემსახუროთ. ღმერთის განდიდება და მსახურება მხოლოდ ჩვენი გულით შეგვიძლია, რწმენის მეშვეობით. ამიტომ, როდესაც განადიდებთ ღმერთს, გწამდეთ გულით და უმადლობეთ მას მისი სიყვარულისთვის. ამ შემთხვევაში ხორცი შეიძლება იქცეს იარაღად, რომელიც რწმენას მიჰყვება.
მე ვადიდებ უფალს, რომელმაც დაგვიხსნა რჯულის რისხვისაგან, რადგან მწამს მისი მთელი გულით. უფალს მადლობას მივაგებ. მან სრულყოფილად გადამარჩინა. მან მიხსნა ყოველდღიური ცოდვებისგან და რჯულის წყევლისგან. ნუ დაეჭვდებით: ჩვენმა უფალმა სრულიად დაგვიხსნა. მიუხედავად ყველა ჩვენი სისუსტეებისა და ნაკლოვანებების, ღმერთმა დაგვიხსნა, რადგან ვუყვარვართ. რა მშვენიარი და დიდებულია ის, რომ უფალმა მართლებად გვაქცია, თუმცა სავსენი ვართ ნაკლოვანებებით. რა გასაოცარია, რომ მან ჩვენ თავის მსახურებად გაგვხადა!
ჩვენ ვადიდებთ უფალს, რადგან მან რჯულის რისხვისგან გადაგვარჩინა. ჩვენ შეგვიძლია ვემსახუროთ მას სულიწმიდით და ჩვენი გულით. შეგვიძლია მივყვეთ უფალს. ჩვენ ვუმადლობებთ მას, რომელმაც დაგვიხსნა ჩვენი ციოდვებისგან და თავისი რისხვისგან. მადლიერნი ხართ მისი? ჩვენმა ხსნამ დაგვანახა თუ რამდენად უსუსურები ვიყავით. რამდენჯერ დამთავრებულა მარცხით ჩვენი მცდელობა ღვთის ნებით გვეცხოვრა, თუმცა ამისათვის ძალ-ღონეს არ ვიშურებდით? რამდენჯერ დაგვიკვეხნია? რადმენი სისუსტე გვაქვს? ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ უფლის განდიდებას ჩვენი ხორცით და საქმეებით, არც ახლა და არც მომავალში. ჩვენ ვადიდებთ ღმერთს გულებში იმისათვის რაც მან გააკეთა. მხოლოდ ჩვენი გულებით და რწმენით შეგვიძლია უფლის განდიდება.
ჩვენი ხორცით ვერ განვადიდებთ უფალს
ჩვენი საკუთარი სიმართლე დაიმსხვრევა თუ მისი მეშვეობით ვეცდებით უფლის გზით სიარულს. გონების და ხორცის სამყარო უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს. ეს არის სულის გამოყოფა ხორცისაგან.
გწამთ ამისი? ხორცით რაიმეს მიღწევის მცდელობა ამაო იქნება. მაგრამ როდესაც ვუმღერით, ვხარობთ, ვადიდებთ უფალს, გვწამს მისი, მივყვებით მას და ვუმადლით ჩვენი გულებით, ჩვენს ხორცსაც შეუძლია უფლის მსახურება, რადგან ის ამ შემთხვევაში გულს ემორჩილება. ჩვენ ვადიდებთ უფალს და მადლობას მივაგებთ ჩვენი გადარჩენისთვის, როცა ვუმღერით, “ყველა ცოდვა მომშორდა გოლგოთის გამო; სიცოცხლე სიმღერითაა სავსე გოლგოთის გამო; ქრისტე ჩემი მხსნელი, ცოცხალია რათა დამიხსნან ცოდვისგან; ერთ მშვენიერ დღეს ის დაბრუნდება, ო საოცარი და კურთხეული დღე! ყველაფერი, დიახ ყველაფერი, გოლგოთის გამო მოხდა.” მაგრამ ზოგჯერ ვბორძიკობთ ხორცის გამო. გუნებაში ვფიქრობთ, “რატომ ვარ ასე სუსტი, თუმცა ცოდვა აღარ მაქვს?” მერე ვიხსენებთ, “♪ყველა ცოდვა მომშორდა♪’♪ – დიახ, ასეა – “♪სიცოცხლე სიმღერითაა სავსე♪” – ესეც სწორია – “♪ყველაფერი გოლგოთის გამო♪” – ყველაფერი ეს ასეა, მაგრამ რატომ ვარ ამდენად სუსტი? რაც დრო გადის უფალს უნდა ვუმადლოდე და უფრო მეტი სიხარულით მივყვებოდე მას, მაგრამ რატომ ვაკეთებ ამდენ შეცდომას? ო, ჩემი საბრალო ხორცი!”
როცა სევდა გვერევა, ღმერთი მოგვმართავს, “რატომ ხარ დამწუხრებული, ჩემო სულო? ნუთუ არა იცი, რომ შენი მხსნელი ვარ? მე შენ მართალი გაგხადე.” ხორცით ჩვენ არც ღვთის მსახურება და არც მისი მიყოლა შეგვიძლია. ღმერთისთვის მსახურებას შევძლებთ მხოლოდ იმის რწმენით, რაც მან გააკეთა ჩვენს გადასარჩენად, მისდამი სიყვარულით, მადლობის მიგებით და მისი განდიდებით ჩვენს გულებში.
მსურს რომ ადიდებდეთ ღმერთს თქვენი გულით. მინდა ასევე რომ გწამდეთ მისი და მთელი გულით მადლიერებას აღუვლენდეთ. ყოველივე ამის გაკეთება მხოლოდ ჩვენი გულის მეშვეობით არის შესაძლებელი. ხორცით ამის შესრულება შეუძლებელია. ჩვენი გადარჩენის შემდეგაც კი ხორცი მუდამ უცვლელი რჩება. ის რასაც პავლე მოციქული ზემოდ მოყვანილ მუხლებში ამბობს, ეხება მდგომარეობას როგორც დახსნის მიღებდამდე ასევე მის შემდგომ. ღმერთის სიტყვა იგივეა დახსნილთა და დაუხსნელთა მიმართ.
ემსახურებით ღმერთს თქვენი ხორცით ხსნის მიღების შემდეგ?
გააგრძელეთ დახსნის შემდეგაც თქვენი ხორცით ღვთისადმი მსახურება? ფიქრობთ, შეგიძლიათ ასიამოვნოთ ღმერთს იმითი რომ განსხვავდებით სხვებისგან და დანარჩენებზე მეტად ემსახურებით? ისინი, ვინც საკუთარი სიმართლით არიან აღსავსე, ერთ მშვენიერ დღეს წუმპეში აღმოჩნდებიან. არიან ადამიანები, ვისაც უკვე გამოცდილი აქვთ ტლაპოში ან ორმოში ჩავარდნა.
არის ერთი და, რომელიც ამ ზაფხულის ბიბლიის შეკრებაზე საფერფარეშოს ორმოში ჩავარდა. ეს ნამდვილი ფეხსადგილი იყო, მაგრამ საბედნიეროდ ჯერ უხმარი. ვინმეს ეს ადგილი მანამადე რომ გამოეყენებინა, ის და ნამდვილ განსაცდელში ჩავარდებოდა. ჩვენ რამოდენიმე ღრმა ორმო ამოვთხარეთ და რამოდენიმე ფეხსადგილი ავაგეთ იმ მწვანე გორაკზე, როცა ბიბლიის კრებისთვის ვემზადებოდით. ამის შემდეგ ყოველ ასეთ საფერფარეშოში ჩვენ ფეხსადგამები დავაყენეთ, მაგრამ ყველა მათგანი ჯერ მყარად დამაგრებული არ გვქონდა. ამგვარად, ამ დას ფეხი დაუსხლტდა და იმ ორმოში ჩავარდა. ღმერთმა ასეთი ორმოები მათთვის მოამზადა, ვინც საკუთარი სიმართლით არის აღსავსე. ღმერთს სურს, რომ ჩვენ მხოლოდ მას მივაგოთ დიდება.
ჩემი სული წუხდება და უკმაყოფილებას განიცდის, როცა დახსნის შემდეგ მაინც ვცდები სწორ ბილიკს. როცა ვფიქრობ იმაზე თუ რატომ ვგრძნობ ამგვარად თავს, ვხვდები, რომ ჩემი სამოსელი ისევ დაბინძურებულია. ვგებულობ, რომ ამ გზით არ უნდა მევლო, მაგრამ ამას მალე ვივიწყებ. როგორც კი დავინახავ რომ ასეთი რამ მოხდა, ვინანიებ და ვამბობ, “ეს არ უნდა გამეკეთებინა. ნეტავ რაზე ვფიქრობდი? ო, უფალო. განგადიდებ ყველა ჩემი ცოდვის მოშორებისთვის.” მაგრამ მოკლე ხანში ისევ ვცოდავ. ზოგჯერ ღვთის მადლში ვიმყოფები, ზოგჯერ კი უცაბედათ ცოდვაში ვვარდები. მერე ვხედავ, რომ გავრბივარ ამ ცოდვისგან ღვთის მადლისკენ. და ამგვარად წინ და უკან დავფამფალებ. ასე ვოხრავ სევდამორეული და სასოწარკვეთილი ჩემი ყოფის შემხედვარე.
გავათვიცნობიერე რამდენად დასვრილი ვიყავი, მხოლოდ იმის შემდეგ რაც ყველა ცოდვა მომეტევა. ეს ცხადად დავინახე და ვფიქრობდი, “ეს საშინელებაა. რატომ ვარ ამდენად ძაბუნი და სუსტი, თუმცაღა მწამს შენი, ღმერთო?” ეს რჯულით გამოწვეული ცოდვილი ვნებანი მოქმედებენ ჩვენს ასოებში. მე დავინახე, რომ რაც უფრო ძლიერად ვცდილობდი რჯულის თანახმად მეცხოვრა, მით უფრო მეტად ვარდებოდა ჩემი ხორცი ცოდვილ ვნებებში. მაშინ მივხვდი, რომ ხორცს არასოდეს შეუძლია ღმერთის მორჩილება. მაშინ დავიწყე უფლისადმი მსახურება ჩემი ხორცის, როგორც ღვთის სამართლიანობის იარაღის წარდგენით და ვადიდებდი ღმერთის მიერ ნაკურთხ ნაყოფს, როცა მისი მთელი გულით ვიწამე.
ხორცი სხვა არაფერია, თუ არა ცოდვით სავსე ვნებების გროვა
მათ, ვინც არ იცის, რომ ცოდვილი ვნებების გროვას წარმოადგენენ, უკვირთ თუ რა მალე ვარდებიან ცოდვაში, როდესაც გარკვეული ხნით სწყვეტენ უფლისადმი მსახურებას. ჩვენ უნდა გვწამდეს უფალი, ვადიდოთ ის და მივყვებოდეთ მას ჩვენი გულებით. მიყვებოდე მას გულით ნიშნავს უფლის მადლის კურთხევას. მხოლოდ როცა გულით გვწამს მისი, შეგვიძლია ღვთისადმი მორჩილება. ხორცში რომ ვართ, რჯულით გამოწვეული ცოდვილი ვნებანი მოქმედებენ ჩვენს ასოებში და მოაქვთ სიკვდილის ნაყოფი. როცა არ ვადიდებთ და გულით არ მივყვებით უფალს, ჩვენი ხორცი სწრაფად ვარდება ცოდვილიან ვნებებში. ყველა ჩვენთაგანს აქვს ასეთი თვისება; ის პავლე მოციქულსაც ჰქონდა.
პავლე მოციქული, ქადაგებდა რა სახარებას, მთელი ცხოვრების განმავლობაში უცოლო იყო. მაგრამ მან გაიგო, რომ ცოდვა ხორცის ცოდვილი ვნებების მიერ ცოცხლდებოდა. შესაძლოა ის ფიქრობდა, “შიში მიპყრობს. ცოტა ხნის წინ სიხარულით ვიყავი აღსავსე, ახლა კი რატომ ვარ ასე დანაღვლიანებული? რა მომდის? ცოტა ხნით ადრე სულით აღსავსე ვიყავი, ახლა კი საკუთარი თავი მეზარება.” ამაზე დაფიქრების შემდეგ იგი მიხვდა, რომ ვერ შეძლებდა უფლის მსახურებას თავისი გულის ხორცისაგან გამოცალკევების გარეშე. “ო, უბადრუკი ადამიანი ვარ! ჩემი ხორცი ვერ იქმს კეთილს.”
ხორცი გულს ემორჩილება, როცა გულით განვადიდებთ და მივყვებით ღმერთს. პავლე მიხვდა ამ ჭეშმარიტებას. ჩვენ არ შეგვიძლია არ შევცოდოთ. გესმით ეს? როდესაც უცოდველები განადიდებენ უფალს თავისი გულით, სწამთ და მიჰყვებიან მას, მაშინ ხორციც მიყვება გულს. ვინმემ შეიძლება იფოქროს, “მე ყველა ცოდვისგან მივიღე ხსნა. ალილუია. ბედნიერი ვარ.” მაგრამ დროთა განმავლობაში მასში სულ უფრო მეტი დ ცოვილიანი ვნებები გამოვლინდება. მათ ვინც საკუთარი სიმართლით არიან აღსავსე, უფო ადვილად უცრუვდებათ გული საკუთარ თავზე, როდესაც ცოდვილი ვნებები მათში ნელ-ნელა თავს იჩენენ. შესაძლოა ასე არ ფიქრობენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი უფრო უარესები არიან, ვიდრე ჰგონიათ.
უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ხორცი არის ცოდვილი ვნებების გროვა. ხორცში არანაირი დარწმუნება არ გვაქვს; მას არ უნდა დაეყრდნოთ. ამის ნაცვლად გწამდეთ ღვთის სამართლიანობის, განადიდეთ უფალი და მთელი გულით მიჰყევით მას. ამის მიღწევა მხოლოდ გულით არის შესაძლებელი. დიდება უფალს, რადგან ეს ღმერთის მადლი მაძლევს უნარს მე, რომელიც ორ სიტყვას ვერ ვაბავდი და სავსე ვიყავი ჩემი საკუთარი სამართლიანობით, ვიქადაგო სახარება! როგორ შევძლებდი ამის კეთებას უფლის მადლის გარეშე? მხოლოდ განდიდება შემიძლია ჩემი უფლის.
მადლობას ვწირავ უფალს, რომელმაც მისი განდიდების ძალა მომცა
მადლობას ვწირავ უფალს, რომელმაც ჩამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა და მოგვანიჭა წმინდა სული იმისათვის რომ მისი განდიდება არა ხორცით, არამედ მთელი ჩვენი გულით შეგვეძლო. რადგან გულით გვწამს მისი, შეგვიძლია უფლის განდიდება და მისთვის გალობა.
“ამიტომ ყოველთვის მხნედა ვართ და ვიცით, რომ სანამ დამკვიდრებულნი ვართ სხეულში, განშორებულნი ვართ უფლისაგან.” (2 კორ. 5:6). Mმე განვადიდებ უფალს, რომელმაც დაგვიხსნა ყველა ცოდვისგან. ვუგალობებ და მადლობას ვწირავ მას. განვადიდებ და მწამს მისი. უფალმა დაგვიხსნა ყველა ცოდვისგან, თუმცა სიკვდილი გვეწერა ცოდვილი ვნებებით სავსე ცხოვრების შემდეგ. მან მოგვცა გადარჩენის საშუალება, რათა გვეწამა ღმერთი მთელი გულით. მან მოგვანიჭა მისი განდიდების უნარი და მოგვმადლა თავისი სიხარული.
ნუ ეცდებით ღმერთის მსახურებას თქვენი ხორცით – ეს შეუძლებელია. ნუ ცდილობთ ხორციელ ღვთისმოსაობას მიაღწიოთ – ეს მიუღწეველია. მიატოვეთ ყოველგვარი ასეთი მცდელობა ხორცის მხრიდან. მაშ როგორ უნდა მივყვეთ ღმერთს? პასუხია – ჩვენი გულებით. ჩვენ შეგვიძლია მისთვის მსახურება გულის მეშვეობით, სულიწმიდის განახლებაში. ჩვენმა უფალმა გვიხსნა, მაშ მიჰყევით მას თქვენი გულით, რაც სრულ ხსნას მიგაღებინებს.
მე ვადიდებ ღმერთს. რამდენი ადამიანია გულწახდენილი საკუთარ თავზე? ისინი ჰგოდებენ დამწუხრებულები და თავს იწვალებენ ფიქრით, “ასე რატომ ვიქცევი?” ნუ დაემსგავსებით მათ. შეუძლებელია არ ჩაიდინოთ ცოდვები თქვენი ხორცის მიერ. ნუ ცდილობთ შეუძლებლის შესაძლებლად ქცევას. მხოლდ ის მსურს, რომ ღმერთის გწამდეთ და ადიდებდეთ მას თქვენი გულით. გიცდიათ ოდესმე უფლის მიყოლა თქვენი ხორცით დიდი ხნის განმავლობაში მას შემდეგ რაც ხსნა მიიღეთ? გიჭირთ იმის კეთება რისი კეთებაც არის საჭირო? თუ ასეა, პრობლემა იმაშია რომ უფლისათვის ხორცით მსახურებას ცდილობდით, და არა თქვენი გულით. იცით რას ამბობენ ისინი ვინც მგმობს და მამცირებს მე? ისინი დამცინიან და აბუჩად მიგდებენ, მაგრამ მე მხოლოდ ვუღიმი მათ, ვინაიდან ვიცი, რომ არ გაეგებათ თუ რა ხდება ჩემში.
მე შემიძლია სახარების ქადაგება, ვინაიდან უფალმა უკვე ჩამორეცხა ყველა ჩემი ცოდვა. მას რომ ეს არ გაეკეთებინა, მე უკვე მსჯავრდებული და მკვდარი ვიქნებიდი ღვთის წინაშე. ღმერთმა სრულყოფილები გაგვხადა იმით, რომ საკუთარ სულთან გაგვაერთიანა. მან ჩვენ მისი მადიდებლები გაგვხადა და მოგვცა მადლიერი გონებით ცხოვრების უნარი. მან მოგვმადლა თავისი კურთხევებით მოლხენის საშუალება. დიდება ღმერთს! დიდება უფალს, რომელმაც საკუთარ შვილებად გვაქცია! დაე, მთელი დიდება მას და მხოლოდ მას ჰქონდეს!
არასოდეს არაა გვიანი. ნუ დაენდობით თქვენს ხორცს. ცოდვილი ვნებანი ჩვენში პირველივე და უმნიშვნელო შემთხვევისას იჩენენ თავს. ხორცს მუდამ სურს რომ ღვთის ნებაზე წინ საკუთარი თავი დააყენოს. აი რატომაა შესაძლებელი ღმერთის ნების მიყოლა მხოლოდ რწმენის მეშვეობით. ხორცით ამის გაკეთება შეუძლებელია. ნუ იტყუებთ თავს, თუნდაც თქვენი ხსნის შემდეგ. ჩვენი ხსნის მიუხედავად, მაინც შესაძლებელია რომ დავეცეთ ხორცის ბატონობის ქვეშ, რადგან კარგად ვიცით, რომ ხორცი ყოველთვის არასრულყოფილია და სუსტი.
ჩვენ ვართ სულის ადამიანები, რწმენის ხალხი. ნუ დაენდობით თქვენს ხორცს. გაიმეორეთ ჩემთან ერთად: “ჩემი ხორცი ნაგვის ყუთის მსგავსია”. მინდა, რომ ეს დაიმახსოვროთ. ნუ ენდობით საკუთარ თავს. უნდა გვწამდეს ღმერთის და მივყვებოდეთ მას ჩვენი გულით. მადლობას ვწირავ უფალს და განვადიდებ მას ღვთის რჯულის მთელი რისხვისგან გადარჩენისთვის. ალილუია!