(რომ. 7:14-25)
“რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვას მიყიდული. ვინაიდან რას ვაკეთებ არა ვიცი. იმიტომ რომ იმას არ ვაკეთებ რაც მსურს, არამედ რაც მძულს იმას ვაკეთებ. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს რომ ის კეთილია. მაშასადამე მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული. ასე აღმოვაჩენ იმ რჯულს, რომ როცა კეთილის გაკეთება მსურს, ბოროტი გვერდით მიწევს, ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.”
რა საოცარია მისი მადლი!
მადლობას ვწირავთ ღმერთს, რომელმაც ამ საზაფხულო ბიბლიური შეკრების ჩატარების საშუალება მოგვცა და ბატონობდა ამინდზე, უკრძალავდა ქარიშხლებს, რათა მოეცა ჩვენთვის ასეთი შესანიშნავი დღეები. მან გამოგვიგზავნა ადამიანთა სულები და ერთად შეკრიბა თავისი ხალხი, რათა მოეცა თავისი სიტყვა და გაგვეხარა წმინდა სულთან და ერთმანეთთან ურთიერთობით.
ღმერთი ცოცხალია! რა საკვირველია მისი მადლი! ამჟამად ბევრი სთვლის, რომ ტაიფუნი “დაგი” აუცილებლად გაივლის ჩვენს ქვეყანაზე, ასე რომ პატრული ცდილობს ყველა დამსვენებლის გამოყვანას ინ-ჯეს მიდამოებიდან. დღეს მე ინ-ჯეს ცენტრში ჩავედი. მოვისმინე რას ლაპარაკობდა ტაიფუნის მოლოდინით აღშფოთებული ხალხი იმაზე თუ რაოდენ ძლიერი და დამანგრეველი იქნება ეს ქარიშხალი.
მაგრამ ნუთუ მართლაც ყველაფერი მოხდება მათი მოლოდინისამებრ, თუნდაც ჩვენ, ღვთის შვილებმა შევიკრიბოთ აქ, საზაფხულო დასვენების ცენტრში? თუ ვილოცებთ, წვიმაც კი არ მოვა ღვთის წყალობით. ნუთუ ღმერთი თავის ხალხს ქარიშხალს დაატეხავს? ღმერთი ბატონობს ამინდზე, მაგრამ ის ამას აკეთებს ჩვენი რწმენის შესაბამისად. ის მოქმედებს ბრძნულად, რაც ნიშნავს, რომ ის არ გამოსცდის მათ, ვისი რწმენაც კითხულობს, “რატომ გვიგზავნის ღმერთი ქარიშხალს ამ საზაფხულო შეკრების დროს?”
მე არ გამაჩნდა ტაიფუნ “დაგ”-ის თავიდან აცილების ძალა, როცა ეს ამბები გავიგე. ყველაფერი, რაც შემეძლო, იყო ლოცვა. ეს საზაფხულო ბიბლიური შეკრება უკვე დაგეგმილი იყო, ჩვენ უკვე შევიკრიბეთ და ვეღარაფერს ვიღონებდი. ვღელავდი, რომ კრების დარბაზი შესაძლოა საკმაოდ მყარი არ აღმოჩენილიყო, ვინაიდან მჩატე მასალებისგან იყო აწყობილი. ამიტომ ვერაფერს გავხდებოდი და მხოლოდ ღმერთზე დაყრდნობა შემეძლო. ვილოცე, “გვიშველე ღმერთო. დაგვიცავი. გთხოვ იესოს სახელით, ამინ.” და ჭეშმარიტად, ღმერთმა თავიდან აგვაცილა ტაიფუნი “დაგ”-ი! მწამს, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის. მას ჩვენ უსაფრთხო ადგილას მივყავართ, რადგან ჩვენზე კარგად ესმის ჩვენი მდგომარეობა.
ამინდი ცხადად გვანიშნებს, რომ ღმერთი ცოცხალია. კარავში ყოფნისას ზარბაზნების გასროლის მსგავსი ჭექა-ქუხილის ხმა გავიგე. გამოვედი კარვიდან და ცას ავხედე. ის იყო მუქი და მსხვილი ღრუბლები ეფარებოდა მთელ მდელოს. ჩემმა რწმენამ შესუსტება დაიწყო. “უფალო, უკვე იღრუბლება! რა ხდება? ნუთუ ქარიშხალმა მოგვაღწია? ნუთუ ეს მოხდება?” – დავიძახე მე. მაგრამ ვილოცე და მწამდა ღმერთის, ვეჭიდებოდი ამ რწმენას და ვეუბნებოდი ღმერთს, “მჯერა რომ შენ იზრუნებ ჩვენზე, უფალო. მე მწამს შენი. მე უკვე ვიწამე, რომ შენ დაგვეხმარები.” და ღმერთმა მართლაც გვაკურთხა, ჩვენი რწმენის თანახმად. მთელი გულით მადლობას ვწირავთ მას.
ხორცი ეგოისტური და ბოროტია
ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვიძლლია თუ ღმერთი არ გვიშველის. ის ჩვენ გვეხმარება და გვიცავს. მოდით შევხედოთ ღვთის სიტყვას. რომაელთა 7:14-25 გვეუბნება, რომ პავლე მოციქულმა თავისი თავი ხორციელად და ცოდვისთვის მიყიდული დაინახა. მან ასევე აღმოაჩინა, რომ მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში მის ხორცს არ შეეძლო რომ არ შეეცოდა, და ეს იყო კანონი.
ჩვენ, ხელახლა შობილები, ასევე ვიქმთ ბოროტს, მიუხედავად იმისა რომ ხორციელად კეთილის კეთებას ვცდილობთ. რომ. 7:19 ამბობს: “ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.” ჩვენ ვგებულობთ, რომ არავითარი კეთილი არ იმყოფება ჩვენში. ამიტომ ვოხრავთ მწუხარებით და ვფიქრობთ, “შევძლებ კი ჩემი რწმენის შენარჩუნებას?” ჩვენ ღრმად დამწუხრებულნი ვართ ჩვენი უიმედო და ბოროტი ხორცის გამო. იცით თუ არა, რაოდენ ეგოისტურია ხორცი? რომ. 7:18 ამბობს, “ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა.”
ჩვენ მუდამ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, ვინაიდან ბოროტმოქმედთა თესლი ვართ. იცით თუ არა რამდენად ეგოისტურები ვართ ჩვენ, ადამიანები? ნამდვილად ვიცით, რომ ბოროტნი ვართ, მაგრამ მაინც უფალთან არ მივდივართ, არამედ საკუთარ სარგებლობას ვეძებთ. უფალი არის ჭეშმარიტად კეთილი და მისი ნება ასევე კეთილია. ვიცით, რომ ბოროტები ვართ, მაგრამ მაინც ჩვენი თავი მეთად გვიყვარს. ღმერთმა გვიბრძანა რომ არ გვქონოდა სხვა ღმერთები მისი სახის წინაშე. ღმერთმა ეს იმისთვის გვითხრა, რომ ჩვენში ცოდვის შემეცნება გამოღვიძებულიყო.
ჩვენ საკუთარი თავი გვიყვარს და ყველაფრეს ჩვენთვის ვაკეთებთ, თუმცა ვიცით რამდენად ეგოისტურები და თვით-მართლები ვართ. უმალ აღვტყინდებით ხოლმე, თუ ჩვენთვის რაიმე სარგებელი გამოჩნდა, მაგრამ რაოდენ ხარბნი და მცირეს გამცემნი ვართ უფლისათვის! ეს იმიტომ რომ შეგნება არ გვაქვს. ბავშვებს არასოდეს სურთ ტკბილეულის დანებება. ისინი ხელს უჭერენ ნამცხვარს, სანამ ის არ დაიმსხვრევა და არასოდეს უყოფენ სხვას, რადგან პატარები არიან და შეგნება არა აქვთ. მათ არ იციან, რომ ამქვეყნად მეტად უფრო ძვირფასი რამ არსებობს, ვიდრე ნამცხვარი ან ტკბილეული. სწორედ ასეთები არიან მცირეწლოვანი ბავშვები; და ჩვენც მათი მსგავსნი ვართ.
ჩვენი ცოდვები მოგვშორდა, მაგრამ ჯერ კიდევ ეგოისტურები ვართ. ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს იმისათვის, რომ უცოდველები გაგვხადა და თავისი ძალით სულიწმიდა მოგვცა. მაგრამ ცოდვათა მიტევების და ხელახლა შობის შემდეგ ჩვენს შიგნით მაინც ბრძოლა მიმდინარეობს. ეს ომი ხორცსა და სულს შორისაა. ხელახლა შობისას თავს ბედნიერად ვგრძნობთ, მაგრამ მოკლე ხანში ამ ბრძოლისგან ვძაბუნდებით. მაგრამ უფალს სურს, რომ ღვთის სასუფევლისთვის ვიღვაწოთ.
ჩვენმა უფალმა ჩვენს გამო მიატოვა თავისი დიდება. ის მოგვევლინა ხორციელი ადამანის მსგავსებაში. ის არ მოსულა წუთისოფელში, როგორც მიმზიდველი გარეგნობის ადამიანი. ის მოვიდა ამქვეყნად, როგორც თავმდაბალი პიროვნება, შესაძლოა არც ტანადი და შეუხედავი. სინამდვილეში, ნათქვამია, რომ იესო სულაც არ იყო მომხიბლველი. ესაიამ სთქვა, “ამოვიდა როგორც ყლორტი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან. არც ტანადობა ჰქონია მას, არც დიდებულება, რომ გვეცქირა მისთვის, არც გარეგნობა, რომ მივეზიდეთ” (ესაია 53:2). მაგრამ უფალმა ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო.
ჩვენი ხორცი მხოლოდ ცოდვას ემსახურება. პავლემ იცოდა, რომ მისი ხორცი იყო ცოდვის გროვა, ამიტომ სთქვა, “ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს,” და მაინც დეტალურად არ აღუწერია, რადგან რცხვენოდა თავისი ცოდვების.
ჩვენ ნაგავსაყრელს ვგავართ. ჩვენ ცოდვის გროვები ვართ. გვესიამოვნებოდა, ჩვენს უკან დატოვებული ნაგვის კვალი რომ დაგვენახა? და მაინც, საკუთარი სინდისით დაქეჯნილები, ვეუბნებით ღმერთს, “უფალო, ეს არ უნდა ჩავიდინო, მინდა შენი ნების თანახმად ვიცხოვრო, მაგრამ ეს ისევ გავაკეთე. როგორ შევაჩერო ეს, ღმერთო?”
ღმერთს მადლობას ვწირავთ, როდესაც ვხედავთ საკუთარ ბოროტებას
უნდა დავუფიქრდეთ ჩვენი ღმერთის, იესო ქრისტეს მადლს, რომელიც მან მოგვცა. გულში უნდა ჩავუფიქრდეთ იმას, თუ რა გააკეთა ჩვენთვის ღმერთმა. მხოლოდ მაშინ შევიცნობთ სიმართლეს და შევძლებთ უფლის მსახურებას. ის რომ ჩვენ ვეძებთ ღმერთს, გადავცემთ მას საკუთარ თავს, ვძლევთ ცხოვრების ყველა გამოწვევას, ღვთის მადლით და მისდამი ჩვენი რწმენით ხდება. ჩვენ მივყვებით ღმერთს ჩვენი გულებით და დავდივართ მასთან ერთად.
ჩვენ ვიწყებთ საკუთარი თავის უარყოფას, როცა ვგებულობთ, რომ ვართ ბოროტნი და უსარგებლონი ღვთის წინაშე. ვხედავთ, რომ თუ უფალს არ ვემსახურებით, ჩვენი ხორცის გამო ცოდვისგან თავის არიდება შეუძლებელია, და რომ ჩვენი უძლურების გამო არაფრის გაკეთება შეგვიძლია, თუმცა უხვად ვიყავით კურთხეულნი. მე მადლობას მივაგებ ღმერთს, რომელმაც მაკურთხა მისთვის სამსახურად. ღმერთს რომ ჩემი თავი სახარების მსახურებაში არ ჩაეყენებინა, დავრჩებოდი ჩემს ხორცში არსებული ცოდვის გროვად და ვერანაირ მართალ საქმეს ვერ გავაკეთებდი მის წინაშე.
მადლობას ვუძღვნი ღმერთს იმისათვის, რომ ძალა მომცა მას ვემსახურო. აი რატომ აღვავლენ ასეთ ლოცვას. “მადლობა უფალო. უფალო, მე ფული მჭირდება, მაგრამ არაფერი მაქვს. ყველაფრის გაკეთება მხოლოდ შენთვის მსურს, თუმცა მე პირადად არაფერი გამაჩნია. გევედრები დამეხმარე. მე არ დავხარჯავ ამ ფულს ჩემთვის, არამედ უფლისათვის. ფული ჩემთვის რომ დავხარჯო, ხორცს ეამება. მაგრამ მისი გამოყენება უფლისათვის და სიმართლის საქმისთვის მსურს. ეს ფული ძვირფასია ჩემთვის, რადგან მის შესაძენად მძიმედ ვშრომობდი. და ვინაიდან ის ასე ძვირფასია, მე მას შენ გიძღვნი, უფალო. გთხოვ, გამოიყენე ის შენი ჭეშმარიტების საქმისათვის.”
მათ, ვინც თავისი ბოროტების შესახებ იციან, ესმით, რომ არაფერი კეთილი არ ცხოვრობს მათში. რას ვგულისხმობ ამ სიტყვებით “არაფერი კეთილია მათში”? ეს ნიშნავს, რომ თავიანთ ხორცში მათ მხოლოდ ბოროტი გააჩნიათ. მხოლოდ საკუთარი თავისათვის ცხოვრება – უკვე ბოროტებაა.
ჩვენ ვმადლობთ ღმერთს იესო ქრისტეს, ჩვენი უფლის მიერ
პავლე აღიარებდა, “უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.” (რომ. 7:24-25). რას ემსახურება ხორცი? ხორცი მუდამ ემსახურება ცოდვას. მაგრამ გულით ჩვენ ღმერთს ვემსახურებით. ვის მეშვეობით მივაგებთ მადლობას ღმერთს? ჩვენ ვმადლობთ ღმერთს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ.
პავლემ სთქვა, “ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ”. ასევე მეც. უფალს ყველა ჩემი ცოდვა რომ არ მოეშორებინა, ვერ გადავრჩებოდი, ვინაიდან ხორცი ჯერ კიდევ ცოდვას ემსახურება.
“ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ!” ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს, რადგან მანს წაიღო ხორცის ყველა ცოდვა. ჩვენი ხორცი მხოლოდ ცოდვას ემსახურება, ცოდვთა მიტევების მიღების მერეც. მაგრამ გულს ღმერთის მსახურება სურს. მიზეზი, რომლის გამო ჩვენ ვუმადლით ღმერთს და რომლის გამო ჩვენი გულები მართლდება, არის იესო ქრისტე. გწამთ ამის? ჩვენ ვუმადლით ღმერთს და ვემსახურებით მას, რადგანაც მან წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა. უფალს რომ ყველა ცოდვა არ მოეშორებინა და არ გადავერჩინეთ ხორცის ცოდვებისგან, საუკუნოდ დავიღუპებოდით. გწამთ ამისი?
უფალს რომ ყველა ჩვენი ცოდვა არ წაეღო, როგორ გვექნებოდა მშვიდობა, როგორ შევძლებდით მისთვის მადლობის მიგებას და მისთვის მსახურებას? როგორ შეუძლია იმას, ვინც თვითონაა ცოდვის ქვეშ, სხვებს დაეხმაროს? როგორ შეუძლია საკანში მჯდომს სხვა ტყვეთა გათავისუფლება? “ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ.” უფალმა გაგვწმინდა ყველა ცოდვისგან რათა შეგვეძლო მისთვის მსახურება და გულებში მშვიდობა მოგვცა.
ჩვენ უკვე მკვდარი ვართ წუთისოფლისთვის
როგორ ვიქადაგოთ სახარება, ვემსახუროთ ღმერთს, ვიღვაწოთ მისთვის და ღვაწლი შევიტანოთ მის მსახურებაში ჩვენი უფლის გარეშე? ყოველივე ამას უფლის მიერ ვაკეთებთ. ჩვენ დავდივართ უფალთან ერთად დღეს, ხვალ და ზეგ, - მუდამჟამს. ასეთია მართალი რწმენა. უფლის მსახურნი გვანან ჭკვიან და კეთილშობილ დედაკაცს, რომელიც კარგად უვლის თავის სახლს. ნუ ატარებთ ცვალებად რელიგიურ ცხოვრებას, იმ ტაფის მსგავსად, რომელიც ისევე ადვილად ცივდება, როგორც ცხელდება. უფალს ყოველ ჟამს უნდა მიჰყვებოდეთ, სანამ ის დაბრუნდება. ჩათვალეთ თქვენი თავი წუთისოფლისგან მოკვეთილებად და მისთვის მკვდარად თქვენი ხელახლა შობის შემდეგ. მინდა გაგახსენოთ, რომ ახლა უკვე აღარ ხართ ამა ქვეყნის ქმნილება. ჩვენ ყველანი უკვე დავიხოცენით ამ წუთისოფლისთვის.
ჩვენი სახელები ამოშლილია წუთისოფლის საგვარეულო ხიდან. გესმით ეს? ჩვენი სახელები იქ აღარაა.
ქვეყნიერებამ შეიძლება გითხრას, “ო, დიდი ხანია არ მინახიხარ. როგორაა საქმეები? გავიგე, ეკლესიაში დადიხარ. გავიგე ასევე, რომ ყველა შენი ცოდვა წაშლილია? მაშ, არც ერთი ცოდვა არ გქონია?”
“დიახ, ცოდვა არ მაქვს.”
“ჰმ, ეს საკვირველია. მგონი უბრალოდ მცდარ ეკლესიაში მოჰყევი”.
“არა, ასე არ არის. მოდი ჩვენს ეკლესიაში. მაშინ ნახავ რა კარგია ის.”
“მე მაინც მგონია, რომ უცნაური ხარ.”
მაშინ ვფიქრდებით, “რატომ არ ესმით ჩემი? რა კარგი იქნებოდა ყველას ჩემი რომ გაეგო.” მაგრამ შეუძლია კი მათ, ვინც ჯერ არ არის ხელახლა შობილი, ჩვენი გაგება? როგორ შეიძლება გაგვიგონ მათ, ვინც არ უწყის, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს უცოდველი? როგორ უნდა გაიგონ, რომ იესომ სამყაროს მთელი ცოდვა წაიღო? ეს მათთვის შეუძლებელია. ამიტომ ნუ ელით, რომ გაგიგებენ. უფალმა ჩვენს ნაცვლად დაემშვიდობა წუთისოფელს. ჯვარზე მან სამყაროს გამოემშვიდობა. მან სთქვა, “აღსრულდა” (იოანე 19:30), რადგან იცოდა, რომ ჩვენ გაგვიჭირდებოდა წუთისოფელთან დაცილება და ადვილად გვიპყრობს სიბრალულის გრძნობა. მან ასევე სთქვა, “მე ამოვშალე თქვენი სახელები წუთისოფლის საგვარეულო ხიდან.”
ყველა ჩვენი ცოდვის მოცილებით უფალმა მოგვცა მისთვის მსახურების უნარი, თუმცა ამას თვითონ ვერასოდეს შევძლებდით
ჩვენ, ვისაც არასოდეს შეგვეძლო უფლისთვის მსახურება, ღმერთმა მოგვანიჭა მისთვის მსახურების უნარი იესო ქრისტეს მეშვეობით. ჩვენი ბუნების მქონე არსებებს არასოდეს შეეძლო უფლისთვის მსახურება. უნდა განვადიდოთ უფალი იმისთვის, რომ თავის ეკლესიაში მოგვიყვანა და მისთვის მსახურების უნარით დაგვაჯილდოვა. ამრიგად უფალი ჩვენ გვიყენებს. მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ მის საქმეს ვაკეთებთ. გესმით ეს? ჭეშმარიტი უფალი გვიყენებს ჩვენ თავისივე მართალ შრომაში.
მახარობელმა სახელად ლიმ ერთხელ თავის ქადაგებებში მოიხსენია ნახირი და სთქვა, რომ ის ბინძური და საზიზღარი იყო, როგორც აყროლებული ნახირის გროვა. მაგრამ ესეც კი სუსტი შედარებაა. რაც არ უნდა წარმოიდგინოთ, ჩვენ მაინც უფრო ბინძურები ვართ. იერემია 17:9 ამბობს, “ყველაზე ცბიერია გული”. ღმერთმა კი მისცა უნარი იმათ, ვისი გულიც ყველაზე ცბიერია, ეცხოვრათ უფალ ღმერთის დიდებისათვის და მოგვიწოდა თავის მართალ შრომაში.
ახლა შეგვიძლია უფლის მიყოლა და მის მადლში ცხოვრება რადგან უფალმა ჩამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა. შეგვიძლია ვიტანჯოთ და ვიდიდოთ მასთან ერთად. ჩვენ უკვე დავიხოცენით, მხოლოდ უფლისათვის ვართ ცოცხლები. უფალს რომ არ აეღო ყველა ჩვენი ცოდვა, ხსნის გარეშე დავრჩებოდით. ამქვეყნიური ადამიანები ვიქნებოდით ხორცის მიხედვით რომ გვეცხოვრა.
უფალმა ერთხელ და სამუდამოდ დაგვიხსნა. მან გადაგვარჩინა და გვაქცია თავისი მარადიული მსახურების იარაღად. რა ბოროტნი და ბინძურები ვართ! უფალთან შეხვედრის შემდეგ, დროთა განმავლობაში ჩვენ სულ უფრო მეტად ვხვდებით ამას. ამიტომ ვხარობთ სინათლის დანახვაზე. მაგრამ საკუთარ თავს რომ ვუყურებთ, ვოხრავთ დამწუხრებულები, როგორც პავლემ აღიარა, “უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან?” (რომ. 7:24).
მაგრამ პავლემ იქვე განადიდა უფალი, “ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ!” უფალმა ჩამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა. მან გაანადგურა ხორცის ყველა ცოდვა. რამდენ ცოდვას სჩადის ყოველდღიურად ჩვენი ხორცი? ნუ მოაჩვენებთ თავს, თითქოს თქვენი ხორცი არ სცოდავდეს.
მადლობას სწირავთ უფალს?
უფალმა ამოშალა ყველა ის ცოდვა, რომელსაც ჩვენი ხორცი იდენს. გწამთ ამის? ის რომ უფალმა წარხოცა წუთისოფლის ცოდვები, შესაძლოა დიდ რამედ არ მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა გაიგებთ, რომ მან ყველა ის ცოდვა წაიღო, რომელსაც თქვენი ხორცით იდენთ, დაიძახებთ, “ვმადლობ ღმწერთს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ! გმადლობ შენ, უფალო! განგადიდებ შენ!”
ცოდვას თავისი წონა გააჩნია. უფალმა მოგვაშორა ყველა ცოდვა რომელსაც მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ვიდენთ, სიცოცხლის ბოლო დღემდე. რაოდენ მადლიერნი ვართ! ცოტა რომ შეგვეცოდა, მონანიების ლოცვებით უფლისგან შენდობას გამოვითხოვდით. მაგრამ ჩვენი ცოდვები ამოუწურავი და უთვალავია, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვიდენთ. ამას რომ ვხვდებით, სხვა არაფერი გვრჩება, გარდა უფლის განდიდებისა, “გმადლობ, უფალო. შენ ყველა ჩემი ცოდვა ამოშალე! გადიდებ შენ!” ამრიგად, ვმადლობთ ღმერთს “ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ!” სწირავთ ღმერთს მადლობას და აღიარებთ ამის მსგავსად? “მადლობა უფალო. მე მადლობას გწირავ იმისთვის, რომ მომიწოდე და გადამარჩინე, რათა შენი სამართლიანობისთვის მემსახურა. მე მადლობას ვუძღვნი უფალს, რომელმაც დამიხსნა ხორცის ყველა ცოდვისგან.” მიაგებთ მადლობას უფალს? ცოდვათა ჭეშმარიტი გამოსყიდვა მარტივად გამოიყურება, მაგრამ ამავე დროს მარტივად არ უნდა მოეკიდოთ. ის არის უაღრესად ღრმა, დიდებული, ფართე, ძვირფასი და მარადიული.
უფალს უნდა მივყვეთ, ვინაიდან ჩვენში არაფერია კეთილი
ჩვენ ცოდვის გროვა ვართ. უნდა ვიცოდეთ, რომ თავისთავად სიბნელეს წარმოვადგენთ. “მე ვარ სიბნელე, მაგრამ შენ უფალო, ხარ სინათლე. შენ ხარ ნათელი, ხოლო მე სრულიად ბნელში ვიმყოფები. შენ ხარ მანათობელი მზე. მე კი მთვარე.” მთვარეს დედამიწის განათება მხოლოდ მზისგან მიღებული შუქით შეუძლია.
თავისით მთვარეს არ შეუძლია ნათება. ის ანათებს მზისგან მიღებული სინათლის არეკლვით. ყოველივე სიბნელეში დევს. თქვენ სინათლე ხართ თუ სიბნელე? უფლის გარეშე ყველანი სიბნელეში ვართ. ღვთის მადლიერება, მსახურება და მიყოლა შეგვიძლია იესო ქრისტეს მიერ და ასევე იმის გამო, რომ მასში არ არის მსჯავრი. მეორე მხრივ, მხოლოდ ჩვენი ხორცის მსახურება სიბნელის მსახურებას ნიშნავს. რაც შეიძლება მალე დაანებეთ თავი ასეთ ცხოვრებას. ჩვენი ხორცი არასოდეს იცვლება, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ. ჩვენში არაფერია განსაკუთრებული. ჩვენი ხორციც არაა მუდმივი და ამიტომ ჩვენ მარადიული საქმეებისთვის უნდა ვცხორობდეთ. ის, ვინც მარადიულ ფასეულობებისთვის ცხოვრობს, ბრძენია. ჩვენი თავი რაც შეიძლება ადრე უნდა შევიცნით და რაც შეიძლება ადრე დავუმორჩილოთ ღვთის ჭეშმარიტებას. უნდა გვესმოდეს, რომ საკუთარი თავისგან არაფერ კარგს არ უნდა ველოდოთ და რომ ჩვენში არაფერია კეთილი. ჩვენ ვართ ცოდვის გროვა, რომელიც ყოველთვის ემსახურება მხოლოდ საკუთარ ხორცს. ხორცი ამბობს, “მომეცი ყოველივე, რაც მსურს.”, და მოქმედებს სხეულზე მიკრობილ სისხლის მწოველ წურბელასავით (იგავები 30:15).
ჭამის შემდეგ საფერფარეშოში წასვლისას მოკლე ხანში ისევ შიმშილს ვგრძნობთ. ჩვენი ხორცით კმაყოფილებას ვერასოდეს ვპოულობთ, რაოდენ ძლიერად არ უნდა ვცადოთ მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. გემრიელი და მდიდრული სუფრის შემდეგაც, რამოდენიმე საათში ისევ მშივრები ვართ. მაგრამ თუU ვმადლობთ უფალს და მივყვებით მას, ჩვენი სიხარული მხოლოდ გაიზრდება.
ჩვენ არ ვგრძნობთ სიცარიელეს, როცა უფალს მივყვებით. გსურთ, რომ გქონდეთ მუდმივი სიხარული გამოსყიდვის მიღების შემდეგ? მაშინ მიყევით უფალს. გსურთ მადლით სავსე ცხოვრებით იცხოვროთ? მისდიეთ უფალს. გსურთ ნაყოფიერი ცხოვრება? გახსოვდეთ, რომ სიბნელეში იმყოფებით და მიჰყევით სინათლეს.
ჩვენ მივყვებით უფალს იქ სადაც ის მიდის და ვჩერდებით იქ, სადაც ის ჩერდება. ჩვენ იმას ვაკეთებთ, რისი გაკეთებაც უფალს სურს და არ ვაკეთებთ იმას რაც მას არ სურს. ჩვენ უნდა ვიაროთ მასთან ერთად და მივყვებიდეთ მას. რაიმე კეთილს ელით თქვენი თავისგან? რა თქმა უნდა არა! მაშინ რატომ მისდევთ იმას, რაც არაფერს გაძლევს, და არც მარადიულია?
დიდი ხნის წინ ასეთ სიმღერას ვმღეროდი ხოლმე, “♪დამიბრუნე ჩემი სიყმაწვილე♪” მაგრამ დღეს სულაც არ ვიდარდებ, თუ ღმერთი სიყმაწვილეს არ დამიბრუნებს. რომ დავუფიქრდი, მივხვდი, რომ ვერც ახალგაზრდობაში დაბრუნება გამხდიდა მე ბედნიერს. თუ მივყვებით უფალს რომელიც ჩვენი სიცოცხლის სინათლეა, წინ დიდების გვირგვინი გველის. თქვენ არ გჭირდებათ სიყმაწვილის ხანაში დაბრუნება. ამის მაგივრად, ჩვენ ვგალობთ, “♪არ ვუარყოფ უფალს და ყოველდღე მივყვები მას, სიცოცხლის ბოლომდე♪” ეს იმ ჭეშმარიტი რწმენის მაჩვენებელია, რომლის გამოც ჩვენ არასოდეს ვუარყოფთ უფალს და რომლის გამოც მუდამ მადლობას შევწირავთ ღმერთს. მოდით ისევ ვიმღეროთ ეს სამახარობლო სიმღერა!
“♪მიყვარს უფალი ღმერთი, რომელმაც მიწის მტვერისაგან გამოსახა ადამიანი; რომელმაც მის ნესტოებში სიცოცხლის სული ჩაბერა; ♪♪ და რომელმაც ჩვენთვის თავისი ძე მოავლინა. მე მის მსგავსად ვარ შექმნილი, ამიტომ მივუძღვნი უფალს ჩემს სხეულს. ♪♪ არ ვუარყოფ უფალს და მივყვები მას ყოველდღე სიცოცხლის უკანასლნელ წუთამდე ♪.”
ჭეშმარიტად მადლობას ვწირავ ღმერთს
ჭეშმარიტ მადლობას ვუძღვნი უფალს. მან მოგვაშორა ცოდვები და მისი მსახურების, მასთან ერთად სიარულის და მისი მართალი შრომის ძალა მოგვცა. უფლას რომ არ ამოეშალა და არ წაეღო ყველა ის ცოდვა, რომელსაც ჩვენი ხორცით ვიდენთ, რანაირად შევძლებდით მისი მართალი საქმის შესრულებას? რა მშვენიერია, რომ უფალმა გაანადგურა ყველა ჩვენი ცოდვა და გვაკურთხა ჩვენ, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჭუჭყში ვიყავით ჩაძირულები, უბადრუკ ცხოვრებას ვეწეოდით, ვიყავით განწირული ჯოჯოხეთისთვის და უფლის გარეშე ამაო ცხოვრებას მივსდევდით!
ის რომ უფალმა ამოგვარჩია მისდა სამსახურად ყველა ჩვენი ცოდვის მოშორებით და რწმენისმიერი გამოსყიდვის კურთხევით, გვიჩვენებს თუ რაოდენ დიდია ღვთის მადლი. როგორ შეიძლება ვიყოთ მართლები, გულში არსებული ციდვით? ის ფაქტი, რომ ამჟამად ცოდვა აღარ გვაქვს, არის ნამდვილად წარმოუდგენელი მადლი. დიდება ღმერთს! ხორცი გარდაუვლად ისევ ჩაიდენს ცოდვებს. თუმცა ამჟამად ღმერთის სიტყვას ვისმენთ, მაინც ისევ შევცოდავთ, შესაძლოა იმწუთასვე, რაც ამ საკრებულოდან გავალთ გარეთ. სწორედ ამიტომ განვადიდებ მე უფალს ყველა ჩვენი ცოდვის ჩამორეცხვისთვის. ნუ გექნებათ ეჭვი – ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო თავისი ნათლობით იორდანეს მდინარეზე და დაასრულა ცოდვისათვის მსჯავრი გოლგოთის ჯვარზე! მე მწამს და ვადიდებ ღმერთს! მაშ როგორ უნდა ვადიდოთ ღმერთი? ჩვენ შეგვიძლია მისი განდიდება იესო ქრისტეს მიერ!
ძვირფასო წმიდებო! რაც არ უნდა ვეცადოთ მთელი დარჩენილი ცხოვრება, ჩვენ ვერ გადაუხდით სამაგიეროს ღმერთის მადლს. თუნდაც უსასრულოდ ვწიროთ მადლობა უფალს, რომელმაც ძალა მოგვცა მისი მართალი და ნაყოფიერი შრომის კეთებისა ყველა ჩვენი ცოდვის წაღებით, ესეც საკმარისი არ იქნება. ჩვენ მას საკმარისად ვერასდროს განვადიდებთ, თუნდაც ეს მთელი დარჩენილი სიცოცხლე ვაკეთოთ.
ღრმად ჩვენს გონებაში ვიცით რომ არაფერი კეთილი არ ცხოვრობს ჩვენში. დაფიქრდით ამაზე. შესცოდავთ მთელი ცხოვრების განმავლობაში? დიახ, აუცილებლად შესცოდავთ, მაგრამ უფალმა უკვა წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა. მან გვაკურთხა ღვთის ნების საკეთებლად და მოგვცა მისი მსახურების ძალა და უნარი. სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა მისთვის მადლიერების მიგებისა. მსურს, რომ ადიდოთ უფალი და მთელი დარჩენილი სიცოცხლე იცხოვროთ მისდამი მადლიერებით სავსე გულით, იესო ქრისტეს მიერ. ჩვენმა ღმეთმა მოგვცა ღვთისამდი მადლიერი ცხოვრების ნიჭი. ღმერთმა დაგვიხსნა ყველა ცოდვისგან, რომელსაც ჩვენი ხორცით ვიდენთ. მან დაგვიხსნა ყველა ცოდვისგან იმსათვის რომ ვემსახუროთ მას ჩვენი გულებით. ვინაიდან უფლის მადლი ასე დიდია, გვსურს რომ მივყვეთ და ვემსახუროთ მას. მოდით მადლობა შევწიროთ უფალს მთელი ჩვენი გულით.
რაოდენ საოცარია იესო ქრისტეს მიერ ჩვენთვის მოცემული ღვთის მადლი! მე ნამდვილად მსურს რომ იცოდეთ, თუ რაოდენ ბოროტი და სუსტია თქვენი ხორცი, რომ დააკვირდეთ თქვენს საქციელს და დაფიწრდეთ იმაზე, წაიღო ნამდვილად თუ არა უფალმა თქვენი ცოდვები, მიაგოთ მას მადლიერება, და იცხოვროთ რწმენით. მე მადლობას ვწირავ უფალს, რომელმაც მოგვცა ამ ძვირფასი ცხოვრების ძალა. “ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.” (რომ. 7:25). ჩვენ გვიყვარს ღმერთი ჩვენი გულით, თუმცა ჩვენი ხორცით ცოდვა გვიყვარს. მაგრამ უფალი უფრო კეთილია. სანამ ჩვენი ხორცით ურჯულო ქმედებას არ ჩავიდენთ, არც ცოდვა გაჩნდება, მაგრამ უფალმა უკვე ამოშალა ის ცოდვებიც, რომლებსაც მომავალში ჩავიდენთ. აი რატომ არის ჩვენი უფალი უფრო კეთილი და რატომ არის ის მადლიერების ღირსი.
მადლობა, უფალო. მე გადიდებ იმისათვის, რომ მოგვეცი გული, რომლითაც გემსახურებით და გადიდებ ჩვენი სრული გადარჩენისთვის ხორცის ცოდვებისგან, რომლებსაც მთელი ცხოვების განმავლობაში ვიდენთ.