(რომ. 7:24-25)
“უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.”
ის რომ ხორცი ცოდვას ემსახურება – კანონია
როგორია თქვენი რწმენის ცხოვრება? “სული მხნეა, ხორცი კი უძლური.” (მათე 26:41). ასეთები არ ხართ?
ბიბლია ასევე გვეუბნება, “აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.” ესაა კანონები, რომლებიც ჩვენ გვმართავენ. ჩვენი გულები ღვთის და ჭეშმარიტების სიყვარულისთვის არის შექმნილი, მაგრამ ხორცისთვის ბუნებრივია ცოდვის რჯულისთვის მსახურება. ღმერთის სიტყვა გვეუბნება, რომ გული ემსახურება სახარებას და ღვთის სიმართლეს, მაშინ როდესაც ხორცი – მხოლოდ ცოდვას.
იცით თუ არა რა არის ცოდვის რჯული? ჩვენ გვსურს რწმენით სავსე ერთგული ცხოვრებით ცხოვრება, ამიტომ ჩვენ, ღმერთის წმინდანები და მსახურნი, ლომებივით გაბედულები ვართ, როცა ჩვენი ხორცი ცდოდვას არ ემსახურება. მაგრამ როცა ის ცოდვისთვის დამორჩილებას იწყებს, ჩვენ ყველანაირი ძალა გვეცლება. ზოგჯერ გვგონია, რომ თუ აღარ შევცოდავთ, ბედნიერებით და გაბედულებით ავივსებით, მაგრამ სინამდვილეში არ გვაქვს სრული დარწმუნება იმისა, რომ აღარასოდეს შევცოდავთ. წმინდების და ღვთისმსახურთა გულები თრთიან ამ აზრის გამო.
“♪♪ყველა ცოდვა მომშორდა! ♪ გოლგოთის მადლით! ♪♪” თუმცა გვაქვს გამოსყიდვა და ასე განვადიდებთ ღმერთს, არ გაგვაჩნია ჩვენი მომავალი რწმენის ცხოვრების მიმართ სრული დარწმუნება. ვუფიქრდებით ხორცის სისუსტეს და ამ დასკვნამდე მივდივართ, “ამის მსგავსად მომავალში აღარ უნდა მოვიქცე; აღარ უნდა შევცოდო.” როცა კიდევ ერთხელ ვენდობით უფალს და მყარად ვდგევართ ღმერთის სამართლიანიობის ნიადაგზე, უფალს ვპირდებით, “უფალო, მადლობა შენ. ალილუია. მე მოგყვები ჩემი სიცოცხლის ბოლომდე.” ამის შემდეგ გულანთებულნი ვემსახურებით უფალს, მაგრამ ყოველივე ეს დიდ ხანს არ გრძელდება, რადგან მალე ისევ გვიცრუვდება გული საკუთარ თავზე, როცა ისევ ვცოდავთ. სინამდვილეში, ყველა წმინდანი და ღმერთის მსახური, რომლებმაც ხსნა მიიღეს, ამის მსგავსნი არიან. ამიტომ ჩვენ ვიჩაგრებით იმ ფაქტით, რომ ხორცი ემსახურება მხოლოდ ცოდვას.
მე ვიცი, რომ უფალს არ სურს, რომ ხორცის სისუსტის მიერ ვიყოთ დამონებული. ეს ასევე არის მიზეზი, თუ რატომ განაცალკევა პავლემ სული ხორცისგან. “აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.” ჩვენს ხორცს გამოსწორება არ შეუძლია. ის ემსახურება მხოლოდ ცოდვის კანონს. პავლე ამბობს, რომ ესაა კანონი. ხორცი თავისი ბუნებით მისდევს და ემსახურება მხოლოდ ცოდვას. გესმით ეს? ეს კანონია. ვის შეუძლია კანონის შეცვლა? არც თქვენ და არც მე. მაშ ვის უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენი გულებით? უნდა ვემსახურებოდეთ ღმერთს. უნდა გვიყვარდეს ღმერთი, ჭეშმარიტება, ადამიანთა სულები და ღვთის სამართლიანობა მთელი ჩვენი გულით.
ბევრს ნუ მოელით ხორცისგან
ხორცს პირველ რიგში სურს ცოდვილიანი ვნებების გაფართოება, სურს კომფორტი, მშვიდობა, სიხარული და აქედან გამომდინარე სიამაყე, მაგრამ არა ღმერთის სამართლიანობა. ხორცს სურს, რომ ყოველივე მხოლოდ მისი სურვილების თანახმად ხდებოდეს.
ბევრს ნუ ელოდებით ხორცისგან და ნუ ამბობთ, “მომისმინე, ხორცო, მინდა რომ კარგად მოიქცე.” ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ხორცი გამოსწორდება. ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენს ხორცს უყვარს ღმერთი და მისი სამართლიანობა, ანდა რომ მას სურს ღმერთის სამართლიანობისთვის მსახურება და მისთვის ტანჯვა.
ისინი, ვინც რაიმე კარგს ელოდებიან ხორცისგან, არიან სულელები. მაშ რა უნდა ვქნათ? ყველაფერი უფლის კანონის თანახმად ხდება. შეგვიძლია კი ჩვენ ღმერთის კანონის შეცვლა, თუნდაც ვიცით ის? რა თქმა უნდა არ შეგვიძლია, რადგან ეს უფლის კანონია.
სწორედ ღმერთის კანონი ადენინებს ხორცს ცოდვებს. თუ დეპრესიაში ვართ და სახე გვიმწუხრდება, ეს იმიტომ რომ ჩვენს ხორცს ვემსახურებით. ხორცს სურს კაი ცხოვრება, ამიტომ ის ყოველთვის პოულობს გამართლებას. ნუ ვეძებთ საკუთარი თავის გამართლებას; ამის მაგივრად, მოდით დავანებოთ თავი ჩვენს ხორცს. მსურს რომ იცხოვროთ უფლისადმი რწმენით თქვენს გულებში. ხორცს არ შეუძლია ცოდვისგან თავის არიდება სიცოცხლის ბოლო წუთამდე, რადგან ხორცი მხოლოდ ცოდვას ემსახურება. ჩვენით ვერ გავექცევით ცოდვის ჩადენას. შეიძლება ფიქრობდეთ, “იქნებ ჩემი ხორცი გამოსწორდეს”. მაგრამ ასე არასოდეს არ ხდება. ანდა თუ შეუგნებლად შესცოდეთ, გაიფიქრეთ, “ეს ცუდი გარემოცვის გამო მოხდა.” არა! ეს სულაც არაა გარემოებებზე დამოკიდებული – ხორცს საწყისიდანვე ცოდვისათვის უნდა ემსახურა!
ხორცი არასოდეს იქმს კეთილს. ის სცოდავს, სანამ მოკვდება. “გამოსწორდება ხორცი?” ნუ ელით ასეთ რამეს, რადგან ღრმად გულაცრუებული დარჩებით. მნიშვნელობა არა აქვს რაოდენ ხშირად ღებულობთ გადაწყვეტილებას და თავს ეუბნებით, “ასე აღარ მოვიქცევი”, ხორცს არ შეუძლია არ აკეთოს ბოროტება, თუნდაც თქვენი სურვილების საწინააღმდეგოდ. ვინ არის ჩვენს შორის, ვისაც ოდეს არ მიუღია გადაწყვეტილება არ შეეცოდა? ეს ყველას გაგვიკეთებია! მაგრამ ის რომ ხორცი ცოდვას ემსახურება – ღვთის კანონია.
კათოლიკე მღვდლები და მონაზნები, ისევე როგორც სხვა რელიგიების მსახურნი, ცდილობენ თავისი ხორცით წმინდა ცხოვრების გაწევას. მაგრამ ხორცისთვის შეუძლებელია იარსებოს შეულახავად. ეს ხალხი თვალთმაქცურ ცხოვრებას ეწევა. შეუძლებელია ვაკეთოთ კეთილი ხორცის მეშვეობით. ხორცი ემსახურება ცოდვის რჯულს. ეს არის კანონი, რომელიც ღმერთმა დაამკვიდრა. ისევე როგორც ჭიაყელას არ შეუძლია ფრენა, მაშინ როცა ჭრიჭინა ცაში ფრენით ტკბება, ეს კანონია. ისევე როგორც ჭიაყელას ბინძურ ტალახში სრიალი უყვარს, ადამიანის ხორცსაც უყვარს ცოდვების ჩადენა. შეგიძლიათ გულზე ხელის დადებით სთქვათ, რომ თქვენი ხორცისგან რაიმე კარგს ელოდებით? რა თქმა უნდა არა. აი რატომ თქვა პავლე მოციქულმა, “აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს” (რომ. 7:25).
ჩვენი ხორცი სცოდავს სანამ მოკვდება. მას სხვანაირად არ შეუძლია. შესძლებს ხორცი ცოდვისათვის თავის არიდებას ხანგრძლივი წვრთნის შემდეგ? არა! ხორცს გამოსწორება არ შეუძლია. მაშ დასაშვებია, რომ სცოდოს რამდენიც უნდა? არა! მე ამას არ ვამბობ. მხოლოდ ის მაქვს მხედველობაში, რომ ხორცს არ შეუძლია ცოდვისთვის თავის არიდება. ჩვენი ცოდვები არაა დამოკიდებული ჩვენს ნებისყოფაზე ან უნარზე. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვცოდოთ, თუნდაც ამის კეთება არ გვსურს, და მით უფრო მეტად ვცოდავთ, რაც ვცდილობთ ამისგან თავის შეკავებას.
“მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან?” (რომ. 7:23-24). ხორცისთვის შეუძლებელია კეთილის ქმნა, ვინაიდან მოვყავართ ცოდვის რჯულის მახეში.
ადამიანებს არ უყვართ ამ სიმართლის აღიარება და რცხვენიათ მისი. ისინი ამბობენ, “ამას ღიად როგორ ლაპარაკობ?” მაგრამ თვით პავლე არ იძახდა ამას ასე აშკარად? ხორცი ემსახურება ცოდვის რჯულს. ჩვენ ვემსახურებით ცოდვას ჩვენი ნების მიუხედავად, სანამ მოვკვდებით. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ცოდვის ჩასადენად დაბადებულნი. მაგრამ მაინც უდავოა, რომ ხორცი ცოდვის ინსტრუმენტია.
უფალმა მოგვანიჭა მისი მსახურებისთვის საკმარისი ძალა
საყვარელო წმინდებო, როგორ ფიქრობთ? გგონიათ რომ შეგიძლიათ ემსახუროთ უფალს თქვენი ხორცით, თუ მცდელობას არ დაიშურებთ? შესაძლებელია ეს? არა!
ვინ დაგვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვისგან? იესომ. მაშ ნამდვილად გადაგვარჩინა იესო ქრისტემ ჩვენ, ვინც ცოდვის რჯულს ვემსახურებით და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვცოდავთ, ხორცის ყველა ცოდვისგან? მართლა დაგვიხსნა უფალმა ყველა ჩვენი ცოდვისგან? პასუხია მახვილი “დიახ!” რა თქმა უნდა, მან ეს გააკეთა! ხორცისთვის შეუძლებელია არ სცოდოს და თქვენთვისაც შეუძლებელია ცოდვათა მიტევების მიღწევა და ღვთის რისხვისგან თავის დაღწევა თქვენი ხორცის მეშვეობით. მაგრამ უფალმა ეს შესაძლებელი გახადა. უფალმა გაგვხადა მართლები და დაგვიხსნა ყველა ცოდვისგან, მიუხედავად იმისა რომ გამუდმებით ვცოდავთ.
იესო ქრისტემ, ჩვენმა უფალმა, სრულიად დაგვიხსნა. ვინაა ის უფალი, რომელმაც ასე გადაგვარჩინა? ეს არის იესო ქრისტე. მაშ ვინ არის იესო? ისაა ღმერთის ძე და ყველა მორწმუნის უფალი. ისაა ჩვენი მაცხოვარი უფალი. იესო ქრისტემ, ჩვენმა უფალმა, სრულყოფილები გაგვხადა ყველა ცოდვისგან დახსნით. იესომ მოგვცა მისდამი მსახურების ძალა.
უფალმა მოგვანიჭა ცოდვის გარეშე ცხოვრების უნარი. ყოვლისშემძლე უფალმა, რომელმაც შეგვქმნა, დაგვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვისგან. მან სრულიად დაგვიხსნა და მართლები გაგვხადა, თუნდაც ჩვენი ხორცი სიკვდილამდე ცოდვის რჯულს ემსახურება. აი რატომ სწირავდა მადლობას ღმერთს პავლე მოციქული, იესო ქრისტეს, ჩვენი უფლის მიერ. ჩვენც საკმარისად ვერ მივაგებთ მადლიერებას ღმერთს იმისათვის რომ მან უფალი, იესო ქრისტე მოგვივლინა.
უნდა ვიცოდეთ რაოდენ საოცარია უფლის ხსნა, რაოდენ დიდედბული და მადლიანია ის. არ შეგვიძლია არ ვუმადლოთ უფალს მისი ყოვლადძლიერი მარჯვენისთვის, რომელმაც დაიხსნა ჩვენი გარყვნილი ხორცი, რომელიც არაფერს იქმს ცოდვის გარდა, სანამ არ მოკვდება. უფალმა გადაგვარჩინა თავისი ძალით და ჩვენი ასოები თავის იარაღად აქცია, რათა მას რწმენით ვემსახუროთ. უფალმა სრულყოფილად დაგვიხსნა, ისე რომ აღარასოდეს ვიყოთ ცოდვის მონები.
ნამდვილად გადაგვარჩინა სრულყოფილად უფალმა? რა თქმა უნდა, მან ეს გააკეთა! მან მთლიანად და სრულყოფილად დაგვიხსნა ჩვენ. მან მოგვცა მისი მსახურებისთვის საკმარისი ძალა და უნარი. ვინ ქმნა ეს დიდებული საქმეები? ჩვენმა უფალმა! ვინ აქცია ისინი, ვინც გარდაუვლად სცოდავდა თავისი ხორცით, მართლებად და ღმერთის მსახურებად? ჩვენმა უფალმა! უფალმა დაგვიხსნა ჩვენ, რომლებიც მთელი ცხოვრებიოს განმავლობაში ვცოდავთ, დაგვიხსნა ყველა ცოდვისგან. მან ასევე შეცვალა ჩვენი ბუნება ისე რომ მისი სამართლიანობისათვის მსახურება შეგვეძლო.
უფალმა ყველა ცოდვისაგან გადაგვარჩინა
ჩვენ ამაზე ხშირად უნდა ვიფიქროთ, რადგან ხორციელი ადამიანები ვართ. მე ვფიქრობ იმაზე, თუ რაოდენ საოცარია უფლის ხსნა, რადგან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. რომ არ მცოდნოდა ის ფაქტი, რომ ხორცი მხოლოდ ცოდვას ემსახურება, მე მუდამ გულაცრუებული ვივლიდი. შესაძლოა, რომ რწმენის სიცოცხლეზეც ვიტყოდი უარს ჩემი ცოდვების გამო, თუმცა ცოდვათა მიტევება უკვე მიღებული მქონდა.
“სანამ ხსნას მივიღებდი, შემეძლო დგომა, თუნდაც შეცოდების შემდეგ. მაგრამ ახლა თუ ვცოდავ, თითქოს განსხვავება არ ყოფილა, მივირე ხსნა თუ არა. მაშ რა სარგებლობა ჰქონია ხელახლა შობას?” შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ადრინდელზე უკეთესნი უნდა გახდეთ. შეიძლება ისურვოთ, რომ ახლა, თქვენი ხსნის შემდეგ, თქვენი ხორცი გაკეთილშობილდეს იმასთან შედარებით რაც ის ადრე იყო. მაგრამ ისინი, ვინც ჯერ არ შობილა ხელახლა, ვერ გებულიბენ რაზე ვლაპარაკობ.
ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია იესოსთვის მადლობის მიგება, როცა ვიცით და გვწამს, რომ ხორცის ყველა ცოდვა მოგვეტევა. მე მადლობას ვწირავ უფალს, რომელმაც წაიღო ყველა ცოდვა, რომელსაც მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიდენ, თვით სიკვდილის დღემდე.
კორეული საგალობლების ადრინდელ გამოცემაში იყო ასეთი ჰიმნი: “♪ალილუია! ადიდედ უფალი! ♪♪ ველა წარსული ცოდვა მომეტევა! ახლა დავდივარ უფალ იესოსთან, და ყველგან სადაც მივდივარ, ცათა სასუფეველია! ♪” რას ნიშნავს ეს? თუ უფალმა მხოლოდ წარსული ცოდვები აიღო, შემდეგ რა უნდა ვაკეთოთ? რა და, ხორცით აღარასოდეს უნდა შევცოდოთ; გულდასმით უნდა ვილოცოთ პატიებისთვის ყოველთვის როდესაც ცოდვას ვიდენთ და წმინდად უნდა ვიცხოვროთ. მაგრამ ეს მხოლოდ სატანის საშინელი ხრიკია.
არაფერია ამ ხრიკზე უფრო საამო. სატანა გვატყუებს და გვეუბნება, “ყველა შენი წარსული ცოდვა მოგეტევა. ამიტომ თუ შენ ივლი იესოსთან და თუ აღარასოდეს შესცოდავ, შეძლებ ცათა სასუფეველში შესვლას. მაგრამ ამიერიდან თუ შესცოდე, მონანიების ლოცვები უნდა აღმართო, რათა მიგეტევოს, ისე რომ მიაღწიო ცათა სასუფეველს. გასაგებია?” უმრავლესობას სჯერა ამისი, როდესაც ბიბლიას კითხულობენ. ისინი მღერიან ჰიმნებს და სტირიან, “♪ალილუია! ადიდეთ უფალი! ♪♪ ყველა წარსული ცოდვა მომეტევა! მე ახლა დავდივარ უფალ იესოსთან, და ყველგან სადაც მივდივარ, ცათა სასუფეველია!♪”
მაგრამ ისინი ვერ სწყვეტენ ცოდვის ჩადენას. ეს ხორცის კანონია, რომელიც ღმერთმა დაადგინა. ამიტომ ჰგონიათ, რომ პატიებისთვის უნდა ილოცონ. ისინი ბეჯითად წარმოთქვავენ მონანიების ლოცვებს თავისი ყოველდღიური ცოდვების მიტევების იმედით. ლოცვების შემდეგ ჰიმნებს მღერიან, “♪ალილუია! ადიდეთ უფალი! ♪♪ ყველა წარსული ცოდვა მომეტევა! და ახლა დავდივარ უფალ იესოსთან, და ყველგან სადაც მივდივარ, ცათა სასუფეველია! ♪” მაგრამ გრძელდება კი ეს მდგომარეობა თუნდაც ორი ან სამი დღე? ისინი დღეებში კი არა, სულ რაღაც რამოდენიმე საათში ისევ სცოდავენ. შეიძლება ილოცონ და იმარხულონ ცოდვათა მიტევებისთვის, მაგრამ ხორცში ცხოვრებისას ისინი ვერ გაექცევიან ღმეთის ამ უცვლელ კანონს.
სწორია საგალობლის სიტყვები? მხოლოდ თქვენი წარსული ცოდვებია ნაპატიები? უფალმა მოგვაშორა ყველა ცოდვა, არა მხოლოდ წარსული ცოდვები. ახლა შეგვიძლია განვადიდოთ ის, “♪ალილუია! ადიდედ უფალი! ♪♪ ყველა ცოდვა მომეტევა! და მე ახლა დავდივარ უფალ იესოსთან, და ყველგან სადაც მივდივარ, - ცათა სასუფეველია!♪”
ხელახლა შობილებს შეიძლება გული წაუხდეთ როცა ისევ სცოდავენ და არ იციან, რომ მათი ხორცის მიერ ცოდვის ჩადენა სიცოცხლის ბოლო დღემდე – ღმერთის კანონია. ისინი ადვილად კარგავენ მოსვენებას, როცა ხედავენ საკუთარი ხორცის ბოროტებას, რომელიც ურწმუნოთა ხორცის მსგავსად ამჟღავნებს თავს. მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როცა არ სცოდავენ. ეს ფენომენი მოიძებნება ყველა იმ ქრისტიანის ცხოვრებაში, ვისაც ჯერ არ მიუღია თავისი ცოდვების მიტევება. მხოლოდ თავისი ბაგეებით მღერიან, “♫ცოდვა აღარა მაქვს. ♪ არც შენ გაქვს ცოდვა, ყველა ცოდვა მოგვშორდა! ♫” მაგრამ თუ ხელახლა სცოდავენ, ჰგონიათ, რომ ისევ ცოდვათა მიტევებისთვის უნდა ილოცონ. რაც უფრო ხშირად სცოდავენ, მით უფრო ხმადაბლა მღერიან, “♫ცოდვა აღარ მაქვს. ♪ არც შენ გაქვს ცოდვა, . . . .” და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო უცრუვდებათ გული საკუთარ თავზე.
ჩვენმა უფალმა სრულყოფილად დაგვიხსნა ყველა ცოდვისგან. უფალმა დაგვიხსნა აბსოლუტურად ყველა ცოდვისგან, ასე რომ ყოველთვის და ყველგან შეგვიძლია მისი განდიდება და მისთვის მადლიერების მიგება. მასთან ერთად შეგვიძლია მშვიდობის განცდა და მუდამ შემწეობისთვის ლოცვა ღვთის მიმართ იესო ქრისტეს მიერ.
როცა ვიცით, რომ ხორცი მხოლოდ ცოდვის რჯულს ემსახურება, შეგვიძლია ცოდვისგან თავის დაღწევა რწმენის მეშვეობით
რატომ არის თქვენი რწმენის ცხოვრება ასე რთული? იმიტომ ხართ ასეთი მძიმე რწმენის ცხოვრებით დაძაბუნებული, რომ არ იცით, ხორცი მხოლოდ ცოდვის რჯულს რომ ემსახურება? ამ ჭეშმარიტების მცოდნე, ჩვენ სულიერ ცხოვრებას უნდა ვეწეოდეთ.
ჩვენ ვგებულობთ ღვთის ჭეშმარიტებას და ვიცვლებით, როდესაც გულმოდგინედ ვუსმენთ მის სიტყვას და ერთმანეთთან გვაქვს მოზიარეობა. “თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ” (იოანე 8:31-32). “ვმადლობ ღმერთს, ჩემი უფლის იესო ქრისტე მიერ!” უფალმა ისე სრულყოფილად დაგვიხსნა ჩვენ ყველა ცოდვისგან, რომ გამუდმებით შეგვიძლია ღმერთის მადლობა. გწამთ ამისი? უფალმა დაგვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვისგან.
ნურასოდეს ნუ იქნებით გაოგნებული და დათრგუნული თქვენი აზრებით, - ისინი არსად არ მიგიყვანენ. უფალთან ერთად სიარული, მისი მადლობა და რწმენის ცხოვრების გაწევა მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როცა ცოდვის ტვირთის უღელ ქვეშ არა ვართ. თუ ჩვენი რწმენა ჩვენს საქმეებზეა დამოკიდებული და ამავე დროს ვიცით, რომ ცოდვას თავს ვერ ავარიდებთ, არ შეგვეძლება მუდამ უფალში გახარება და მისი მიყოლა. უფლის ხსნა ოდნავ მაინც არასრულყოფილი რომ ყოფილიყო, ვერ შევძლებდით უფლის მიყოლას სრული დარწმუნებით.
ჩვენ ვუმადლობებთ უფალს, რადგან მან წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა. ჩვენ ვადიდებთ და მივყვებით მას ძალაში. თუ ჩემი საკუთარი ცოდვების პრობლემის გადაწყვეტა არ შემიძლია, როგორ შევძლებ სხვების დახსნას მათი ცოდვებისგან? როგორ ვუქადაგო სხვებს სახარება? როგორ შეუძლია მახჩრვალს სხვა წყალწაღებულთა გადარჩენა? თუ ვაღიარებთ და მივხვდებით იმას, რომ ხორცი გარდაუვლად სცოდავს, შევძლებთ ამ ცოდვებისგან თავის დაღწევას. ამ ჭეშმარიტებას თუ არ მივიღებთ, “ქრისტიანობად” შერაცხული ცრუ დოქტრინების ზეგავლენის ქვეშ დავრჩებით.
შეიძლება გაგებული გაქვთ ერთი სასაცილო ამბის შესახებ. ერთხელ ახალგაზრდა კათოლიკე მღვდელი აღმოჩნდა ეტლში რომლითაც მისი ეკლესიის ორი მონაზონი ქალი მიემგზავრებოდა მოშორებული სოფლის მომაკვდავი მორწმუნის სანახავად. ცხენების სამართავად ის ამ ორი ქალბატონის შუაში აღმოჩნდა. მის მარჯვნივ ახალგაზრდა და სიმპატიური მონაზონი ქალი იჯდა, მარცხნივ კი – ბებერი და მახინჯი. როცა ეტლი ქალაქის სწორ და ფართე გზაზე მიდიოდა, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ როგორც კი მთებში დაკლაკნილ ვიწრო და უხეშ გზაზე გადაინაცვლნენ, ეტლმა საშინლად ქანაობა დაიწყო. თუ გამოიცნობთ, რას ფიქრობდა ახალგაზრდა კათოლიკე მღვდელი? როცა ეტლი მარჯვენა მხარეს იხრებოდა, ის ლოცულობდა, “ო ღმერთო, შენი ნებისამებრ იყოს!” მაგრამ ეტლის საწინააღმდეგო მხარეს დახრისას ის გუნებაში სასოწარკვეთით ყვიროდა, “ო უფალო, ნუ შემიყვან განსაცდელში!” ამრიგად მას ჰქონდა ორი ლოცვა: “ო უფალო, შენი ნებისამებრ იყოს” და “ო უფალო, ნუ შემიყვან განსაცდელში.”
ყველა ჩვენთაგანი ამ მღვდელს ჰგავს. ჩვენი ხორცი მხოლოდ ცოდვის რჯულს ემსახურება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ უფლის ნება და მივყვეთ მას რწმენით მისი ნების თანახმად, ვინაიდან კარგს არაფერს ველით საკუთარი თავისგან. ჩვენ მკვდრები ვართ და ჩვენი ხორცის გამოსწორების საშუალება არ არსებობს.
ჩვენ მივყვებით უფალს რადგან მან სრულოყოფილად დაგვიხსნა
რაოდენ აღშფოთებულები ვიქნებოდით, ცათა სასუფეველში ჩვენი კეთილი საქმეების იმედით რომ მოგვეწია შესვლა, ან ჩვენი ხსნა კეთილი საქმეებისა და ცოდვების რაოდენობაზე ყოფილიყო დამყარებული? უფალი გვეუბნება, “შენ სცოდავ მთელი შენი ცხოვრება. მე მართალ პიროვნებად გაქციე, რომელსაც ცოდვა არა აქვს. მე სრულყოფილად დაგიხსენი. მადლიერი ხარ ამისათვის?” რა იქნება ამაზე ჩვენი პასუხი? “დიახ, მადლობას გწირავ, ჩემო უფალო!” ის გვეკითხება, “მომყვები მე?” როგორ უნდა ვუპასუხოთ? “დიახ, უფალო, მოგყვები.”
გსურთ მიჰყვეთ ღმერთს? რა თქმა უნდა, გვსურს მივყვეთ უფალს, რადგან მან ყველა ჩვენი ცოდვა წაიღო. უფალს ჩვენი ცოდვების მხოლოდ 90% რომ წაეღო, ვერ შევძლებდით მის მიყოლას. ალბათ შესჩივოდით ღმერთს, “ჩემი ცოდვების დარჩენილი 10%-იც უნდა წაგეღო! ამ ცოდვების პრობლემის გადაჭრა ჩემით როგორ შევძლო? როგორ წამოგყვე, როცა ჩემი უწმიდურობა მაქვს ჩამოსარეცხი?” მაშინ ამ ცოდვათა გამო ჩვენ საბოლოო ჯამში შევწყვიტავდით უფლის მიყოლას.
მაგრამ ახლა უფლის მიყოლა ნებაყოფლობით გვსურს, ვინაიდან მან სრულყოფილად გვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვისგან. “დიახ უფალო, შენ სრულყოფილად გადამარჩინე. ამიერიდან შენ მოგყვები! მადლობა უფალო! მე განგადიდებ შენ. მე მიყვარხარ შენ!” თავს უფლის სამსახურს ვუძღვნით რადგანაც გვიყვარს იგი და გსვურს მივყვეთ მას. უფლის მიყოლა ჩვენი გულის სიღრმიდან გვსურს, რადგან მან ყველა ცოდვისგან გადაგვარჩინა და რადგან მისი სიყვარული შეგვეხო.
იგივე ეხება ეკლესიაში სიარულს. საკვირაო კრებებზე მისვლა ბევრად უფრო იოლია, როცა დასწრების სურვილი გვამოძრავებს; თუ რაიმე მიზეზით არ გაგვაჩნია ეკლესიაში მისვლის სურვილი, მაშინ თუნდაც კვირაში ერთხელ მსახურების დასწრება ჩვენთვის დიდ ტვირთად იქცევა. თუ ყოველ მსახურებაზე ერთი და იგივე ტრაგიკული სიტყვების მოსმენა გიწევთ, - “ბატონებო და ქალბატონებო, მოინანიეთ გასულ კვირაში ჩადენილი ცოდვები,” – რამოდენიმე წლის შემდეგ თქვენ შესწყვეტთ ეკლესიაში სიარულს. ძლიერი ნებისყოფის მქონენი შესაძლოა ცოტათი უფო დიდხანს დაჰყონ, შეიძლება ათი ან მეტი წელიც, მაგრამ საბოლოოდ ისინიც შესწყვეტენ ამას. ბევრი ცრუ წინასწარმეტყველი აძალებს თავის ცოდვებისგან დატანჯულ მრევლს, რომ ინანიონ. აი რატომ ანებებს თავს ეკლესიაში სიარულს მრავალი ადამიანი, ვინაიდან ფიქრობენ რომ იესოსადმი რწმენა მეტად დამთრგუნავი და მძიმეა.
ჩვენ მივყვებით უფალს, მისი სიყვარულით შთაგონებულნი. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვადიდოთ უფალი სიმღერით, “♪მე მიყვარს იესო! ვერ გავცვლი იესოს ვერაფრზე ამ სამყაროში♪” ჩვენ მივყვებით იესოს რადგან ჭეშმარიტად გვიყვარს ის.
რა საოცარია მისი ხსნა. უფალმა მისდამი მსახურების ძალა მოგვანიჭა, ცოდვის ოდნავი აჩრდილის გარეშე. “ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან” (რომ. 8:1-2). უფლის კურთხევის ქვეშ მუდამ ვმადლობთ და ვადიდებთ მას. ღმერთს სურს რომ გავიხაროთ და მივყვეთ მას ყოველჟამს. მან დაგვიხსნა ჩვენ. წგამთ ამისი?
ნუ გაოგნდებით თქვენი უძლურებით. უფალმა უკვე წაიღო ყველა ურჩი ხასიათის მქონე ადამიანის ცოდვა. მან ასევე წაიღო ყველა უხეში და ბოროტი ადამიანის ცოდვა. ნუთუ ყოველივე ეს არ გიღვივებთ უფლის მსახურების სურვილს? აი რატომ გვიყვარს ჩვენი უფალი. ის არ გვაძალებს მისდამი მორჩილებას და არც თავის განდიდებას გვაიძულებს. მან გვაკურთხა ჩვენ. ის გახდა ჩვენი მამა, ჩვენ კი – მისი შვილები, და უფალი გვიხმობს ჩვენ. ის უხმობს თავის მსახურთ ღვთიურ მსახურებაში.
ყველა ღვთის მიერ გადარჩენილი მისი მსახურია. ღმერთი აკურთხებს ყველა თავის მსახურს და მშრომელს და მოუწოდებს, რომ მიჰყვნენ მას. უფალს ჩვენი საქმეების გამო არ მოუწოდებივართ. უფალი გვეუბნება, “მე სრულყოფილად დაგიხსენი ყველა ცოდვისგან. შენ აუტანელი ხასიათი გაქვს. შენს ბუნებაში სისასტიკე სუფევს. შენი საქციელი ენით აღუწერელია. შენ ხარ უგუნური და შენი წინაპრების ცოდვების გამოც წყევლის ქვეშ იმყოფებოდი. მაგრამ მე გადაგარჩინე, და სხვა არაფერი აღარ მაინტერესებს. შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში შესცოდავ, მაგრამ მე წავიღე ყველა შენი ცოდვა. მე ვიტანჯე შენს გამო და აღვდექი მკვდრეთით ყველა შენი ცოდვის წარსახოცად. მე ვქმენი ყოველივე ეს, რადგან მიყვარხარ. მე შენ მიყვარხარ. შენ კი? გიყვარვარ მე?” რა უნდა ვთქვათ ამაზე? “დიახ, უფალო, მიყვარხარ. შენ იცი, რომ მეც მიყვარხარ. მადლობა შენ უფალო!”
“მომყევით მე და ადამიათა მებადურებად გაგხდით.” “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ,” თქვა უფალმა. გწამთ თქვენ ამისი? რაოდენ ბოროტნი ვართ! რამდენი ცოდვა გვაქვს ჩადენილი ღმერთის წინაშე? ნუ მოაჩვენებთ თავს ვითომ არ შეგიცოდავთ.
ცხოვრების მანძილოზე უთვალავ ცოდვას ვიდენთ. მაგრამ უფალმა სამუდამოდ მოგვაშორა ყველა ცოდვა, თუნდაც ისინი ცაში ვარსკვლავთა რიცხვს აჭარბებდეს. უფალმა იესომ სრულიად და საკმარისად ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა.
ღმერთმა გაგვხადა მისი მსახურნი და თავის სიმართლით შეგვმოსა
შესაძლოა ზოგჯერ, საკუთარი თავის შემხედვარეთ, გვგონია რომ ვეღარ მივყვებით ღმერთს. ზოგჯერ ჩვენი გულები მზიანი დღესავით ნათელია, სხვა დროს კი ბურუსით მოცული. და არის შემთხვევები, როდესაც ხელახლა შობის და უფალთან შეერთების შემდეგ, ვგრძნობთ რომ ისევ სიბნელეში ავღმოჩნდით. ხშირად წელიწადის ოთხი სეზონის მსგავსად ვიცვლებით. ნოე კიდობნიდან ხმელეთზე რომ გადმოვიდა, ღმერთმა მას დროის და ყოფის ოთხი მდგომარეობა აღუთქვა, “ვიდრე დედამიწა იქნება, არ გაუქმდება თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე!” (დაბადება 8:22).
ხშირად ჩვენც ასეთივე რწმენის მერყეობას განვიცდით ხოლმე. ერთ დღეს სიხარულით ვადიდებთ იესოს, მაგრამ სულ მოკლე ხანში, წინააღმდეგობებთან შეჯახებისას, ადვილად ვრისხდებით.
“ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ”. ხოლო სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის.” ასე თქვა უფალმა (ებრ. 10:17-18). ხორცი ვერ გაურბის ცოდვას, სანამ არ მოკვდება. ეს ხორცის კანონია. ხორცი ემსახურება ცოდვის რჯულს. მაგრამ ღმერთმა ეს გამოუსწორებელი ცოდვილები თავის მსახურებად აქცია. როგორ მოახერხა მან ეს? რაღა თქმა უნდა, ის ვერ აქცევდა მსახურებად იმათ, ვისაც ცოდვა აქვს.
ღმეთმა თქვენ თავის მსახურებად გაქციათ იმით, რომ ამოშალა ყველა ცოდვა, რომელსაც თქვენი ხორცი სიცოცხლის ბოლო დღემდე იდენს და გადაიხადა თქვენი ცოდვების სრული საფასური, რათა სრულყოფილი გაეხადეთ. მან გაგწმინდათ და მოგიწოდათ თავის წმინდა სამსახურში. მან ჩვენ მისი მსახურები გაგვხადა. თუმცა სუსტები ვართ, ახლა უკვე ძალას ვფლობთ. შეიძლება მკითხოთ, “რომელ ძალას?” ჩვენი ძალა – მისი სამართლიანობაა. უფლის სამართლიანობის მიღებით ჩვენ სრულყოფილი ძალის მფლობელები გავხდით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ამის გამო გავხდით სრულყოფილები. თუმცა ხორცით ვართ სუსტნი, სულით ვართ უაღრესად ძლიერნი.
ვის შეუძლია უფლის მსახურება?
“როგორც მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; როგორც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი, როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონებელნი” (2 კორ. 6:10). ჩვენ არ გვაქვს ცოდვა, თუმცა შესაძლოა ცოდვილებად გამოვიყურებით. თუმცა გარეგნულად შეცდომები მოგვდის, ცოდვა აღარა გვაქვს. ამიტომ შეგვიძლია მრავალ ადამიანს დავეხმაროთ წყლისა და სულის სახარებით ხსნის მიღებაში. ესაა ქრისტეს და ცათა სასუფევლის საიდუმლო.
მე ვადიდებ უფალს, რომელმაც სრულიად დაგვიხსნა. ვის შეუძლია ემსახუროს უფალს? იმათ, ვინც მის მსახურებას ცდილობენ ცოდვისგან თავის წარუმატებელი შეკავებით, თუ იმათ ვისაც სწამს, რომ უფალმა წაიღო სიცოცხლის განმავლობაში მათ მიერ ჩადენილი ყველა ცოდვა? მხოლოდ მეორეებს შეუძლია ემსახურონ უფალს და ასიამოვნონ მას. მხოლოდ იმათ, ვისაც სწამს, რომ უფალმა სრულყოფილად ამოშალა ყველა მათი ცოდვა, შეუძლია მისი მსახურება. ისინი ნებაყოფლობით უძღვნიან თავს უფალს და მის შრომასა და საქმეში დებენ თავის საკუთრებას. უფლის მშრომელად ყოფნა, მისთვის თუნდაც მცირედის გაკეთების საშუალება ეამაყება მათ.
ზოგ ადამიანს იმდენად ეშინია თავისი სიწმინდისა და სიმართლის დაკარგვის, რომ ცდილობენ არასოდეს გაბრაზდნენ, თუნდაც აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, სადაც გაბრაზება მართებულია. ასეთი ხალხის თვით-სიმართლე უნდა დაიმსხვრეს. ჩვენ შორს უნდა მოვისროლოთ ჩვენი საკუთარი სამართლიანობა, ისევე როგორც ვყრით ნაგავს. ჩვენი პირადული სამართლიანობა უნდა მოისპოს. უნდა წამოვდგეთ, მოვიკვეთოთ იგი და გადავაგდოთ სანაგვეზე. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია უფლის მადლობა და მისი სიმართლის განდიდება, როცა ჩვენს საკუთარ სიმართლეს უკუვაგდებთ.
ასეთ ადამიანებს შეუძლია უფლის მადლობა და სიმღერით განდიდება, “შედით მის კარიბჭეში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში – ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი!” (ფსალმ. 99:4). საკუთარი სიმართლის მატარებელ ადამიანებს, თუნდაც დახსნილები იყვნენ, არ შეუძლიათ სიცოცხლის ბოლომდე უფლის მსახურება და მისი სიყვარული. მათ ვინც იცის, რომ ხორცი მთელი მათი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ცოდვას ემსახურება და სწამთ, რომ უფალმა წაიღო ყველა მათი ცოდვა, მომავალი ცოდვების ჩათვლით, უყვართ უფალი და სურთ მისთვის მსახურება. მათ გულებში უფლის სიყვარულის სურვილი სუფევს.
არის თქვენს გულში უფლის სიყვარული და მისდამი მსახურების სურვილი? არის თქვენს გულში მისდამი მადლიერება?
უფალმა მოგვცა ცოდვის გარეშე ბედნიერი ცხოვების უნარი
ჩვენ, ღმერთის მსახურნი, ვცხოვრობთ სისავსეში და ვართ იმათზე უფრო ბედნიერნი, ვინც წელიწადში მილიონობით დოლარს აკეთებს. ჩვენ ვჭამთ ზაფხულში საზამთროებს და ატმებსა და ყურძენს მათი მოსავლის ჟამს. ყველაფრის ჭამა შეგვიძლია, რაც კი გვსურს. ჩვენ ღატაკნი არ ვართ. ოდესმე გიცხოვრიათ გაჭირვებაში გამოსყიდვის მიღების შემდეგ? ჩვენ სისავსეში ვცხოვრობთ.
უფალთან ერთად თუ ვივლით, შეგვიძლია სრულ კმაყოფაში ცხოვრება. იმას, ვინც დადის უფალთან ერთად, არაფერი არ დააკლდება. გწამთ ამისი? ჩვენ ვცხოვრობთ უკმარისობის გარეშე, თუმცა მსოფლიო სტანდარტებით მდიდრებად არ ვითვლებით. გწამთ ამისი? კიდევ გაგაჩნიათ შეუვსებელი საჭიროებანი და რაიმე ნივთის შეძენის სურვილები იმის შემდეგ რაც უფალს შეხვდით? ჩვენ არაფერი გვაკლია. ახლა უფრო მდიდრულად ვცხოვრობთ, ვიდრე ოდესღაც წარსულში. მე ჩემს მხრივ, ბევრად უფრო კარგად ვცხოვრობ და მძინავს, ვიდრე ოდესმე ჩემს ცხოვრებაში.
ჩვენმა უფალმა სრულყოფილად გვიხსნა. სიტყვა საკმარისი არაა ამ კურთხევის ასაღწერად. ჩვენმა უფალმა იესომ სრულიად დაგვიხსნა და თქვენც და მეც მოგვანიჭა მის მიერ ღმერთისათვის მადლობის მიგების საშუალება. რაოდენ დიდია მისი მადლი!
“უბადრუკი ადამიანი ვარ!” სთქვა პავლემ, თავისი ხორცის შემხედვარე. “ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან?” ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცოდავთ. ვინ დაგვიხსნა ყველა იმ ცოდვისგან, რომელსაც ჩვენი ხორცის მეშვეობით ვიდენთ? ეს გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ. პავლეს მსგავსად მეც მადლობას ვწირავ ღმერთს, იესო ქრისტეს, ჩვენი უფლის მიერ. მადლობა, ჩემო უფალო. მადლობა ყველა ჩვენი ცოდვის მოშორებისთვის.
პავლე მოციქულს თავისი საკუთარი სამართლიანობით არ უცხოვრია მას შემდეგ, რაც ღვთის სამართლიანობა მიიღო. ის მრავალჯერ აღიარებდა, რომ მისი ხორცი ცოდვისთვის იყო მიყიდული. ზოგი ადამიანი ამტკიცებს, რომ პავლემ დაწერა მე-7 თავი ვიდრე ხსნას მიიღებდა, ხოლო მე-8 თავი ხსნის მიღების შემდეგ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ღმერთის სიტყვა ეხება როგორც იმათ, ვინც დახსნილია, აგრეთვე იმათ, ვისაც ხსნა ჯერ არ მიუღია. თეოლოგთა უმრავლესობას, რომლებმაც არ იციან ღმერთის სიტყვა, მე-7 თავის მე-8-სგან თვითნებურად განცალკევების მიდრეკილება აქვთ. მე-7 თავს ისინი დაუხსნელებს მიაწერენ, ხოლო მე-8-ს დახსნილებს. ისინი თვითნებურად ჰყოფენ ღმერთის სიტყვას პარაგრაფებად, თუმცაღა არ გაეგებათ თუ როგორ დაჰყონ ეს პარაგრაფები ერთმანეთისგან. არსებობს ბევრი გამჭრიახი და ამავე დროს მატყუარა ადამიანი ამ სფეროში.
უფალმა აბსოლუტურად და სრულიად ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა. მე მსურს რომ თქვენ რწმენით იცხოვროთ, ღმერთის მადლიერებით. მსურს, რომ თქვენს სახეს დარდის ნაოჭები მოსცილდეს. უფალმა უკვე ამოშალა თქვენი გულიდან ყველა შავბნელი ცოდვა. მე მადლობას ვწირავ უფალს, რომელმაც დაგვიხსნა ხორცის ყველა ცოდვისაგან.