• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 7-6] დიდება უფალს, ცოდვილთა მხსნელს (რომ. 7:14-8:2)

(რომ. 7:14-8:2)
“რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვას მიყიდული. ვინაიდან რას ვაკეთებ არა ვიცი. იმიტომ რომ იმას არ ვაკეთებ რაც მსურს, არამედ რაც მძულს იმას ვაკეთებ. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს რომ ის კეთილია. მაშასადამე მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული. ასე აღმოვაჩენ იმ რჯულს, რომ როცა კეთილის გაკეთება მსურს, ბოროტი გვერდით მიწევს, ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს. ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად. ღადგან სიცოხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.”

 

ადამიანი არის ცოდვილი, რომელმაც ცოდვა მემკვიდრეობით მიიღო


ყველა ადამიანს ცოდვა ადამ და ევასგან მემკვიდრეობით გადაეცა, რის გამოც ყველა გახდა ცოდვის თესლის მატარებელი. ამრიგად ჩვენ საწყისშივე ვიშვით როგორც ცოდვის შთამომავლები და გარდაუვლად ვიქეცით ცოდვილ არსებებად. ერთი წინაპრის, ადამის გამო, წუთისოფლის ყველა მაცხოვრებელი გარდაუვლად ცოდვილი ხდება, თუმცაღა არავის სურს ცოდვილად გახდომა.
რა არის ცოდვის წყარო? ის ჩვენ წინაპრებისგან დავიმკვიდრეთ. ცოდვით გულში ვართ დაბადებულნი. ასეთია ცოდვილთა თანდაყოლილი თვისება. ჩვენ გვაქვს ცოდვის 12 ნაირსახეობა, რომლებიც ადამისგან და ევასგან გადმოგვეცა. ეს ცოდვები – ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება, - დაბადებიდანვე ჩვენს გულშია დამკვიდრებული. ადამიანის ძირითადი ბუნება არის ცოდვა.
ამრიგად ჩვენ ცოდვათა 12 სახეობით ვიბადებით. სხვა არაფერი დაგვრჩენია, ვიდრე ვაღიაროთ რომ ცოდვილნი ვართ, რადგან გულში არსებული ცოდვით დავიბადეთ. ადამიანი მოდის წუთისოფელში ცოდვილად და ეს მისთვის გარდაუვალია, რადგან საწყისშივე აქვს ცოდვა თავის თავში, თუნდაც მთელი ცხოვრება რომ არც შესცოდოს. ადამიანი ხდება ცოდვილი იმის გამო, რომ გულში უკვე დამკვიდრებული ცოდვით იბადება. თუნდაც ხორცით რომ არ შევცოდოთ, ცოდვილად ყოფნას მაინც ვერ გავექცევით, რადგან ღმერთი ჩვენს გულებს უყურებს. ამიტომ ყველა ადამიანი ცოდვილია ღვთის წინაშე.


ადამიანი ურჯულოების ცოდვას სჩადის

ადამიანი აგრეთვე სჩადის ურჯულოების ცოდვას. ის სჩადის ცოდვას თავისი ხორცით, საიდანაც საწყისიდანვე დაბუდებული ცოდვა გამოდის. ჩვენ ამ ცოდვებს “უკეთურობებსა” და “ურჯულოებებს” ვუწოდებთ. ესენია ჩვენი გარეგნული მოქმედების დანაშაულები, რომლებიც ჩვენს გულში არსებული ცოდვის თორმეტი ნაირსახეობიდან იღებენ საწყისს. შინაგანში მცხოვრები ბოროტი ცოდვა ადამიანს უკანონო საქციელს ადენინებს და ამგვარად ყველას უკლებლივ ცოდვილებად ხდის. ადამიანს არ ეტყობა მისი ცოდვილიანობა მცირეწლოვან ასაკში, ისევე როგორც ნორჩ ხურმის ხე არ ისხავს ხურმას. მაგრამ ასაკში შესვლისთანავე ცოდვა ჩვენში სულ უფრო მეტად ვლინდება, რის გამოც ვხვდებით, რომ ცოდვილები ვყოფილვართ. ამ ცოდვებს ჩვენ უკეთურობებს ან ურჯულოებებს ვეძახით და ესაა ცოდვები, რომლებიც ადამიანის საქციელში ვლინდება.
ღმერთის სიტყვის მიხედვით, ეს ორივე – ცოდვაა. გულში არსებული თუ ხორცის ურჯულო საქციელში გამოვლენილი ცოდვა – ერთობ ცოდვაა. ღმერთის განსაზღვრებით ადამიანი არის ცოდვილი არსება. გულის და საქციელის ცოდვებში ჩართულია აბსოლუტურად ყველა ცოდვა. ამრიგად, ღმერთის წინაშე ყველა ადამიანი იბადება ცოდვილად, მიუხედავად იმისა, სცოდავენ ისინი ცხოვრების განმავლობაში თუ არა.
ურწუნოები ამტკიცებენ, რომ ადამიანი საწყისში კეთილი იბადება და არავინ იბადება ბოროტად. მაგრამ მეფე დავიდმა აღიარა ღვთის წინაშე, “შენ, მხოლოდ შენ შემოგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი – შენს სამართალში. აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი” (ფსალმ. 50:6-7). ეს ნაწყვეტი ნიშნავს, “მე ვერ გავექცევი ცოდვის ჩადენას, რადგან თავიდანვე ცოდვის თესლი ვარ. მე დიდი ცოდვილი ვარ. ამიტომ, თუ შენ უფალო წაიღებ ჩემს ცოდვებს, მე მათგან გამოსყოდვას მივიღებ და გავხდები მართალი. მაგრამ თუ შენ ამას არ იზამ, მე ჯოჯოხეთში მოვხდები. თუ შენ ამბობ, რომ ცოდვა მაქვს, ეს ასეა. მაგრამ თუ მეტყვი, რომ ცოდვა აღარ მაქვს, ეს ასე იქნება. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, ღმერთო.”
პირდაპირ რომ ვთქვათ, ღმერთის თვალში ყველა ადამიანი არის გარდაუვლად ცოდვილი იმის გამო, რომ ცოდვა თავიანთ მშობლებისგან დაიმკვიდრეს. მათი საქციელის მიუხედავად ისინი ცოდვილებად დაიბადნენ. ცოდვისგან გადარჩენის ერთადერთი გზა არის იესოს ხსნისადმი რწმენა. საზოგადო განათლება ჩვენს შვილებს ყალბ ცნებებს ასწავლის, რაც ძირითადად ამ სიტყვებში შეიძლება შევაჯამოთ, “ყველა ადამიანი კეთილი ბუნებით იბადება. ამიტომ იცხოვრეთ ღვთისმოსავად, ადამიანთა კეთილი ბუნების თანახმად. თქვენ შეგიძლიათ კეთილის ქმნა, თუ ამას ეცდებით.” ისინი მხოლოდ პოზიტიურ სიტყვებს ამბობენ. ადამიანები ცხოვრობენ მორალური პრინციპების სწავლების ქვეშ. მაგრამ რატომ სჩადიან ისინი ცოდვებს თავისი ხორცით ან გულით, საზოგადოებაში ან საკუთარ სახლებში? ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თავდაპირველად ცოდვილებად დაიბადნენ. ადამიანები იბადებიან, როგორც ცოდვის თესლი. ამიტომ მათ არ შეუძლიათ არ შესცოდონ, თუმცა კი კეთილის კეთება სურთ. ეს ამტკიცებს რომ ჩვენ ცოდვითურთ ვობადებით.

 

უნდა შეიცნოთ საკუთარი თავი


იმის გამო რომ ცოდვილებად იბადებიან, ადამიანები გვერდს ვერ უვლიან ცოდვის ჩადენას მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. ასეთია კაცობრიობის ორიგინალური ვითარება – პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა შევიცნით. სოკრატემ თქვა, “შეიცანი თავი შენი!” ხოლო უფალმა თქვა, “შენ ხარ ცოდვილი, რადგან უკანონოდ ჩაისახე და ცოდვით დაიბადე. ამიტომ ცოდვათა მიტევების მიღება გჭირდება.” შეიცანი თავი შენი. ადამიანთა უმრავლესობას არ ესმით საკუთარი თავის. ამას მხოლოდ ბრძენი ადამიანები აღწევენ. ჭკვიანები ისინი არიან, ვინც ხვდება და სწამს იესოს ჭეშმარიტებისა, მას შემდეგ რაც იგებენ, რომ არიან ცოდვილთა შთამომავალნი. ასეთებს ცათა სასუფეველში შესვლის უფლება აქვთ. 
ისინი ვინც არ იცნობენ საკუთარ თავს, სხვებს თვალთმაქცობას და ‘ცოდვისაგან თავის შეკავებას’ ასწავლიან. რელიგიური მასწავლებლები წვრთნიან თავის მიმდევრებს მათ შიგნით არსებული ცოდვების დამალვაში და თავისი ცოდვილი ვნებების დათრგუნვაში, როცა ეს ვნებები თავს მაღლა სწევენ. ყველა ეს ხალხი ჯოჯოხეთის გზას ადგას. ვინ არიან ისინი? ისინი არიან სატანის მსახურნი, ცრუ მწყემსები. ის რასაც ისინი ასწავლიან, არ შეესაბამება იმას, რასაც უფალი გვასწავლის. რა თქმა უნდა, უფალს არ მოუწოდებია ცოდვების ჩადენისკენ. მაგრამ მან ასევე გვითხრა, “შენ ხარ ცოდვილი, გაქვს ცოდვა, და ცოდვის საზღაური სიკვდილია. შენ დაღუპვის გზას ადგახარ შენი ცოდვების გამო. ამიტომ ცოდვებისგან გამოსყიდვა გჭირდება. მიიღე ხსნის საჩუქარი, რომელიც ყველა ცოდვისაგან გიხსნის. მაშინ ყველა ცოდვა მიგეტევება და მიიღებ საუკუნო სიცოცხლეს. გახდები მართალი, ძვირფასი წმინდანი და ღმერთის შვილი.”

 

რატომ მისცა ღმერთმა ადამიანებს რჯული?


პავლემ თქვა, “რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა დანაშაულს. ხოლო სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი.” (რომ. 5:20). ღმერთმა მოგვცა რჯული იმისთვის რომ რჯულის მეშვეობით ჩვენი ცოდვები უფრო მეტად გამოვლენილიყო (რომ. 7:13). მან მისცა ცოდვილებს თავისი კანონი, რათა უფრო მკაფიოდ დაენახათ საკუთარი ცოდვები.
ღმერთმა მისცა რჯული ისრაელიანებს მას შემდეგ რაც იაკობის შთამომავალნი ეგვიპტედან გამოსვლის მერე უდაბნოში დასახლდნენ. მან ხალხს 613 მცნება გადასცა. რატომ მისცა ადამიანებს ღმერთმა ეს კანონი? პირველ რიგში, რადგან ხალხი არ უწყოდა თავისი ცოდვილობის შესახებ, უფალმა ეს იმისთვის გააკეთა, რომ სურდა მათ რომ თავიანთი ცოდვები დაენახათ. და ასევე იმის გამო, რომ ცოდვილებად დაიბადნენ.
რჯულის ათი მცნება გვაჩვენებს თუ რაოდენ დიდი ცოდვილნი არიან ადამიანები. “არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა. არ გაიკეთო კერპი. . .არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ამაოდ, რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ იხსენებს. დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდაჰყო იგი. . .პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. არა კლა. არ იმრუშო. არ იქურდო. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ. არ ისურვო შენი მოყვასის სახლი. . . და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.” (გამოსვლა 20:3-17).
ღმერთმა ყველას მოგვცა რჯული და მის მეშვეობით გვიჩვენა თუ რა ცოდვები გვიდევს გულში. მან გვასწავლა რომ ღმერთის თვალში ჩვენ ვართ აბსოლუტური ცოდვილები და დაგვანახა ის ფაქტი, რომ ცოდვილები ვართ, რადგან არ შეგვიძლია რჯულის დაცვა.
შეუძლია ადამიანს ღმერთის რჯულის შესრულება? როცა ღმერთმა უთხრა ისრაელიანებს და წარმართებს, რომ მის გარდა სხვა ღმერთები არ ჰყოლოდათ, მას სურდა დაენახვებინა, რომ ისინი არიან ცოდვილები, რომლებსაც დასაბამიდანვე არ შეეძლოთ თუნდაც ამ ერთი მცნების დაცვა. მცნებების მეშვეობით მათ გაიგეს, რომ შემოქმედზე უფრო მეტად სხვა ქმნილებანი უყვარდათ. მათ დაინახეს, რომ ამაოდ იხსენიებდნენ ღმერთის სახელს, რომ აკეთებდნენ და თაყვანს სცემდნენ კერპებს, რომლებიც ღმერთს სძულდა, და თუნდაც ის, რომ არ ისვენებდნენ, როცა ღმერთმა მათვე სასარგებლოდ დასვენების დღე დაუნიშნა. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ პატივს არ სცემდნენ თავიანთ მშობლებს, რომ ჰკლავდნენ, მრუშობდნენ, და აკეთებდნენ ყოველგვარ ურჯულო საქმეს, რის გაკეთებას უკრძალავდა ღმერთი. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ არ შეეძლოთ ღმერთის რჯულის დაცვა.


რჯული ბატონობს მათზე, ვისი ცოდვებიც არაა მიტევებული

გესმით რატომ მოგვცა ღმერთმა რჯული? პირველად მან მისცა რჯული ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ ხელახლა შობილნი. “ანდა, განა არ იცით, ძმებო, - რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, - რომ რჯული ბატონობს ადამიანზე ვიდრე ის ცოცხალია? (რომ. 7:1) . ღმერთმა მისცა რჯული იმათ, ვინც ცოდვა თავისი წინაპრებისგან დაიმკვიდრა და ჯერ არ შობილა ხელახლა, რათა თავისი ცოდვის საშინელება დაენახათ. რჯული ბატონობს ადამიანზე ვიდრე ის ცოცხალია. ადამის ყველა შთამომავალს გულში ცოდვის 12 სახეობა აქვს. ღმერთმა მისცა თავისი რჯული იმათ, ვის გულშიც ცოდვა იყო, და უთხრა, რომ საბედისწერო ცოდვილები არიან. ამრიგად, ყოველთვის, როცა ჩვენგან მკვლელობის ან მრუშობის ცოდვა გამოდის და ცოდვას გვადენინებს, რჯული გვეუბნება, “ღმერთმა გითხრა რომ არ იმრუშო. მაგრამ შენ ისევ იმრუშე. ამიტომ ხარ ცოდვილი. ღმერთმა გითხრა არ ჰკლა, მაგრამ შენი სიძულვილით შენ ჰკლავ. შენ ხარ ცოდვილი, რომელიც ჰკლავს და მრუშობს. ღმერთმა გითხრა, არ იქურდო, მაგრამ ისევ იქურდე. ამიტომ ხარ ქურდი.” ამრიგად, ცოდვა იქ ჩნდება, სადაც რჯულია.
ამიტომ თქვა პავლემ, “ანდა, განა არ იცით, ძმებო, - რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, - რომ რჯული ბატონობს ადამიანზე ვიდრე ის ცოცხალია?” რჯულს აქვს ბატონობა მათზე, ვისაც ცოდვების მიტევება ჯერ არ მიუღია. წარმართებისთვის, რომლებმაც ღმერთის რჯული არ სმენიათ, რჯულად მათი სინდისი იქცევა. როდესაც ისინი სჩადიან ბოროტს, მათი სინდისი ეუბნება, რომ შესცოდეს. ამრიგად ურწმუნოთა სინდისი მათთვის ღმერთის რჯულის მსგავსად მოქმედებს და ცოდვას თავისი სინდისის მეშვეობით სცნობენ (რომ. 2:15).
რატომ არ ემსახურებით შემოქმედს, როდესაც თქვენი სინდისიც კი გეუბნებათ, რომ არსებობს შემოქმედი? რატომ არ ეძებთ ღმერთს? რატომ ატყუებთ თქვენს გულს? უნდა გრცხვენოდეთ თქვენი ცოდვების და გეშინოდეთ, რომ სხვებმა არ გაიგონ მათ შესახებ. მაგრამ ცოდვილებს, რომლებიც არ ღებულობენ ღმერთს და ატყუებენ საკუთარ გულს, არ გააჩნიათ სირცხვილის გრძნობა.
ჩვენ გვრცხვენია საკუთარი თავის როდესაც ცას, მიწას, სხვა ადამიანებს ან რაიმე სვა არსებას ვუყურებთ, თუ ცოდვა გვაქვს. ღმერთმა ადამიანებს სინდისი მისცა და სინდისის რჯული ცოდვაზე მიგვითითებს. მაგრამ მათი უმრავლესობა ღმერთის გარეშე, თავის ნებისამებრ ცხოვრობს და თვალთმაქცობს ღვთის წინაშე. ასეთ ადამიანებს ჯოჯოხეთი ელით. როგორც პავლე ახსენებს რომ შეხედონ რჯულს, “ანდა, განა არ იცით, ძმებო, - რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, - რომ რჯული ბატონობს ადამიანზე ვიდრე ის ცოცხალია?” ადამიანი ორჯერ უნდა დაიბადოს – ერთხელ როგორც ცოდვილი და შემდეგ ღმერთის გამოსყიდვის მადლით ხელახლა იშვას და იცხოვროს როგორც მართალი.
პავლე შემდეგნაირად ხსნის თუ როგორ დაგვიხსნა უფალმა რჯულის წყევლისგან, “რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის დაკავშირებული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან. ამიტომ, თუ ქრმის სიცოცხლეში სხვა ქმრისა გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ შეერაცხება.” (რომ. 7:2-3).
როცა ქმრიანი ქალი სხვა კაცს ხვდება, მას მრუშს უწოდებენ. მაგრამ თუ მისი ქმარი გარდაიცვალა და ის შემდეგ სხვა მამაკაცს გაყვა, ამაში არაფერია დასაძრახი. მსგავსი ლოგიკა უხდება ცოდვის რჯულისგან ჩვენს გადარჩენას. ეს რჯული ბატონობს ადამის ყველა შთამომავალზე, ვისი ცოდვებიც ჯერ არაა მიტევებული. ის ეუბნება მათ, “შენ ცოდვილი ხარ.” ამიტომ რჯულის წინაშე თავისი ცოდვილიანობის აღიარება უწევთ და თქმა, “მე ჯოჯოხეთში უნდა მოვხვდე რადგან ცოდვილი ვარ. ჩემთვის ბუნებრივია ჯოჯოხეთში მოხვედრა ჩემი ცოდვების გამო.” მაგრამ თუ ჩვენ ქრისტეს სხეულის მეშვეობით დავიხოცებით რჯულისთვის, მას ჩვენზე ბატონობა აღარ შეუძლია, რადგან ჩვენი ძველი ბუნება ჯვარს ეცვა ქრისტესთან ერთად და მოინათლა მასში.


ჩვენი ძველი ბუნება მკვდარია

უფალმა მოუარა ჩვენს ძველ “მეუღლეებს” და მასზე დაქორწინების საშუალება მოგვცა. “ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მივუტანოთ ღმერთს.” (რომ. 7:4). ღმერთმა რჯული ყველა იმ ადამიანს მისცა, ვინც მათი საერთო წინაპრის ადამის გამო ცოდვითურთ იყო დაბადებული, რათა ცოდვა რჯულის მიერ უფრო მეტად გამოვლენილიყო. მან ისინი ღვთის სამსჯავროს ქვეშ დაამწყვდია, მაგრამ იხსნა ქრისტეს სხეულის მეშვეობით. იესო ქრისტე ჩვენს ნაცვლად მოკვდა. სამართლიანი იქნება რომ ჯოჯოხეთში მოვხვდეთ ღვთის რჯულის თანახმად? სამართლიანია. მიუხედავად ამისა, უფალი მოევლინა წუთისოფელს, აიღო ყველა ჩვენი ცოდვა იორდანეს მდინარეში ნათლობისას, ჯვარს ეცვა, და ჩვენს ნაცვლად რჯულის რისხვის მსჯავრი და წყევლა მიღო. ამის და მხოლოდ ამის რწმენით არის შესაძლებელი დღეს გადარჩენა და ხელახლა შობა. 
მათ, ვინც არაა ხელახლა შობილი, ჯოჯოხეთში მოხვედრა უწერიათ. მათ უნდა იწამონ იესო ქრისტე და გადარჩნენ. თუ ჩვენი ძველი ბუნება არ მოკვდა, ვერ გავხდებით ახალი ქმნილებები და ვერ შევალთ ცათა სასუფეველში. თუ ჩვენმა ძველმა ბუნებამ არ მიიღო მსჯავრი რჯულის თანახმად იესოს მიმართ ჩვენი გაერთიანებული რწმენის მეშვეობით, სამსჯავროს ქვეშ მოვხვდებით და ჯოჯოხეთში წავალთ. ყველა ვინც არაა ხელახლა შობილი, ჯოჯოხეთში მიდის.
ურწმუნონი ლაღად ცხოვრობენ, კარგი ცხოვრების ყველანაირ სიამეს ღებულობენ, მაგრამ არ ფიქრობენ თავიანთ უსასრულო სასჯელზე. ყველა ადამიანს სჭირდება ცოდვათა მიტევების მიღება იესო ქრისტეს მიერ, სანამ ამ ქვეყანაზე არიან. თითოეული ძველი კაცი უნდა მოკვდეს ერთხელ და სამუდამოდ, იესოსთან რწმენის მიერ შერწყმის გზით, ვინაიდან ამ წუთისოფლიდან წასვლის შემდეგ ჩვენ ვეღარ ვიშვებით ხელახლა. ჩვენ ერთხელ უნდა მოვკვდეთ და ასე გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვებისგან იესო ქრისტეს რწმენით. ვის მეშვეობით? იესო ქრისტეს სხეულის მეშვეობით. როგორ? იმის რწმენით, რომ იესო მოვიდა ამ ქვეყნად და იტვირთა ყველა ჩვენი ცოდვა. მკვდარი ხართ? არის აქ ვინმე, ვინც ჯერ არ მომკვდარა? თქვენ შეიძლება გაიკვიროთ, “როგორ უნდა მოვკვდე? როგორა ვარ ცოცხალი, თუ მოვკვდი?” ეს ის საიდუმლოა, რომლის ამოცნობა და გადაჭრა არც ერთ რელიგიას არ შეუძლია.
მხოლოდ ხელახლა შობილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ მათი ძველი კაცი მოკვდა იესოსთან ერთად. ცოდვილებს მხოლოდ მაშინ შეუძლია ხელახლა შობა და თავისი ძველი ბუნების მოკვდინება, როცა ხელახლა შობილისგან ისმენენ ღმერთის სიტყვას. და ამ გზით მათ შეუძლიათ ღვთის მსახურებად გახდომა. ყველა ადამიანმა უნდა მოისმინოს ღმერთის სიტყვა ხელახლა შობილი წმინდებისგან. თქვენ ვერ იშვებით ხელახლა, თუ ყურად არ იღებთ მათ სწავლებას. პავლესაც არ შეეძლო ხელახლა შობა ქრისტეს გარეშე, თუმცაღა გამალიელისგან, რჯულის იმ დროის ყველაზე ცნობილ მასწავლებლისგან ჰქონდა ნასწავლი ღმერთის სიტყვა. რაოდენ მადლიერნი ვართ უფლის! ჩვენ გვძალუძს ღვთის სამართლიანობის ნაყოფის მოტანა ამ ქვეყნად, მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს რწმენით, როცა რწმენით ქრისტეს სხეულში ვკვდებით. ამის შემდეგ ჩვენ წმინდა სულის ცხრა სახეობის ნაყოფის მოტანა შეგვიძლია.


ჩვენს ასოებში არსებულ ცოდვის ვნებებს სიკვდილის ნაყოფი მოჰქონდა

    “ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი გამოგვეღო.” (რომ. 7:5). “როცა ხორცში ვიყავით” ნიშნავს “სანამ ხელახლა ვიშვებოდით”. ჩვენს ასოებში არსებული ცოდვილი ვნებანი მოქმედებდნენ, რათა სიკვდილის ნაყოფი მოეტანათ, როცა ჯერ კიდევ იესო ქრისტეს სხეულის შესახებ რწმენა არ გაგვაჩნდა. იმ დროს ეს ცოდვილი ვნებანი უწყვეტლივ მოქმედებდნენ. გულში ცოდვის თორმეთი სახეობა არსებობს. სხვა სიტყვებით, ჩვენს გულებში ცოდვის თორმეტი გამოსავალი წერტილია. მაგალითად, მრუშობის ცოდვა შეიძლება გამოვიდეს თავის სამალავიდან და გული აღატკინოს. მაშინ გული თავს უბრძანებს, “მრუშობა გამოვიდა თავისი ხვრელიდან და მაიძულებს რომ ვიმრუშო.” შემდეგ თავი პასუხობს, “კარგი. მე ვუბრძანებ ხელებს და ფეხებს რომ ეს შეასრულონ. მისმინეთ, ხელებო და ფეხებო, აბა გააკეთეთ რაც მნებავს. ჩქარა!” თავი უბრძანებს თავის ასოების, რომ იმ ადგილას წავიდნენ, სადაც სხეული მრუშობას ჩაიდენს. ამის მერე სხეული მიდის და აკეთებს იმას, რაც თავმა უბრძანა. ამის მსგავსად, როცა მკვლელობის ცოდვა გამოდის თავისი საბუდედან, ის აღატკენს გულს, გული კი თავს ეუბნება, რომ ვიღაცაზე განრისხდეს. შემდეგ თავი სხეულს უბრძანებს რომ ამისთვის მოემზადოს. ცოდვა სწორედ ასეთი გზით მოქმედებს ჩვენს ასოებში.
ეს არის მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ ცოდვათა მიტევების მიღება გვჭირდება. თუ ამას ვერ მივაღწევთ, ვერაფერს ვიღონებთ გულის ცოდვილი ბრძანებების წინააღმდეგ, თუნდაც ეს ჩვენს სურვილს არ შეესაბამებოდეს. ყველას სჭირდება ჭეშმარიტი სახარების მეშვეობით ხელახლა შობა. პიროვნება სრულყოფილებას მხოლოდ მაშინ აღწევს, როცა ის ხელახლა იშვება, ისევე როგორც აბრეშუმის ჭია იქცევა პეპლად. ხუცესებს მარტო ხელახლა შობის შემდეგ შეუძლიათ უფლის ჭეშმარიტი მსახურების გაწევა. მანამადე სანამ ხელახლა იშვებიან, ყველაფერი რისი თქმაც შეუძლიათ, ესაა “ძვირფასო წმინდებო, იყავით კეთილშობილები.” ეს იგივეა რაც მძიმე ავადმყოფს უთხრა თავი თვითონ მოირჩინოს. ისინი მოუწოდებენ საკრებულოს, რომ განიწმინდონ გულები, თუმცაღა თვითონ არ უწყით თუ როგორ განიწმინდონ საკუთარი ცოდვილი გული. 
ჩვენს ასოებში მოქმედი ცოდვილი ვნებანი მოქმედებდნენ სიკვდილის ნაყოფის გამოსატანად. იმიტომ სცოდავს ადამიანი, რომ ეს სურს? ჩვენ ვცოდავთ, როგორც ცოდვის მონები, რადგან ცოდვით დავიბადეთ, რადგან ყველა ჩვენი ცოდვა ჯერ არ ჩამორეცხილა, და არ მომკვდარვართ იესო ქრისტეს სხეულით. ჩვენ ვცოდავთ, მიუხედავად იმისა რომ ეს გვძულს. ამიტომ ყველას სჭირდება ცოდვათა მიტევების მიღება.
უკეთესი იქნება ხუცესებმა, ვისი ცოდვებიც ჯერ არ გამქრალა, შეწყვიტონ უფლისადმი მსახურება. მათთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა რომ ბაზარში კომბოსტო გაეყიდათ. ნამდვილად ამას ვურჩევდი. ამის გაკეთება მათთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ხალხის ცდუნება ტყუილების მეშვეობით და ამითი დიდი ფულის კეთება, საკუთარი თავისთვის შემოწირულობების მოგროვება და ღორებივით გასუქება.
თუ პიროვნება არ გადარჩა ყველა თავისი ცოდვისგან, მაშინ ცოდვა და მისი ვნებანი მის ასოებში მუდამ იმოქმედებენ სიკვდილის ნაყოფის მოსატანად. უფლის მსახურება მისი მადლის ქვეშ ჩვენ მხოლოდ სულიწმიდის მიღებით შეგვიძლია ყველა ჩვენი ცოდვების წარხოცვის შემდეგ. მაგრამ რჯულის ქვეშ უფლის მსახურებას ვერ შევძლებთ. უფალი გვეუბნება, “ახლა კი, რჯულისათვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.” (რომ. 7:6). 


რჯული ჩვენს ცოდვას უაღრესად ცოდვილს ხდის

“მაშ რაღას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც. ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით. ვინაიდან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: არ ისურვო. ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. ვინაიდან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია.”. ხოლო მე ოდესღაც ვცხოვრობდი რჯულის გარეშე და როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი. ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის, რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით. ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი. ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი. რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი იყოს მცნების მეშვეობით.” (რომ. 7:7-13).
პავლემ თქვა რომ ღმერთმა მოგვცა რჯული რათა ჩვენი ცოდვები მეტისმეტად ცოდვილი გამხდარიყო. ამის და მიუხედავად, ქრისტიანთა უმრავლესობა ცდილობს რჯულის მეშვეობით ცხოვრებას და რჯულისმიერი სიმართლის მიღწევას. უამრავი ხუცესი, რომელიც არ იყო ხელახლა შობილი, დარწმუნებულია, რომ ადამიანები სნეულდებიან მათი რჯულისადმი დაუმორჩილებლობის გამო, და რომ გამოჯანსაღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ რჯულს დაიცავენ.
მართლაც შეგვიძლია იმის თქმა, რომ რჯულისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს ყველანაირ სნეულებას? ბევრი ქრისტიანი, ღვთისმსახური და მათი მიმდევრები ფიქრობენ, რომ საქმეები იმიტომ მისდით ცუდად, რომ ღმერთის სიტყვის მიხედვით ვერ ცხოვრობენ. მათ ჰგონიათ, რომ ავად თავიანთი ცოდვების გამო ხდებიან. ამიტომ ეშინიათ ცოდვის. ისინი ყოველდღე სტირიან. შესაძლოა ბიბლიას შესაბამისი მუხლიც დაამატონ, რომელიც ასე იჟღერებს, “იგლოვეთ და იტირეთ. იტირეთ განუწყვეტლივ, ყოველჟამს იტირეთ”, თუმცა ბიბლია საპირისპიროს გვეუბნება, “მუდამ ხარობდეთ; ილოცეთ განუწყვეტლივ; მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, ვინაიდან ეს არის თქვენს მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში.” (1 თესალონიკელთა 5:16-18). ცრუ ხუცესები ხალხს კიდევ უფრო მეტ ტირილს ასწავლიან, განუწყვეტლივ გოდებას, თითქოს მრავალი ტირილისგან გაჩენილი ნაოჭები მათი რწმენის მაჩვენებელი იყოს.
ლეგალისტური რწმენის მქონე ადამიანები იძახიან, რომ მოტირალებს კარგი რწმენა აქვთ. ცრუ ხუცესები, რომლებსაც ხელახლა შობა არ განუცდია, ნიშნავენ კარგად მოტირალე ქალებს მთავარ დიაკვნად და ასევე მარჯვედ მოტირალე მამაკაცს – ხუცესად. ნურასოდეს სტირით ეკლესიაში; იტირეთ სახლში, თუ ეს საჭიროა. რატომ ეცვა ჯვარს იესო? იმისათვის, რომ ჩვენგან მტირალა ბავშვები გაეხადა? რა თქმა უნდა არა! იესომ წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა, წყევლა, სნეულება და ტკივილი, ერთხელ და სამუდამოდ, რათა მის ჯვარცმას მოეცა ჩვენთვის საშუალება აღარასოდეს გვეტირა, არამედ გვეცხოვრა ბედნიერად. მაშ რა ატირებთ მათ? ასეთები უმალვე სახლში უნდა გააგზავნოთ, თუ ხელახლა შობილთა ღმერთის ეკლესიაში ტირილს მორთავენ.


რა განსხვავებაა ხელახლა შობილთა და ჩვეულებრივ ადამიანთა შორის?

რჯული არასოდეს სტყუის. რჯული წმინდაა. ის არის ნამდვილად მართალი მაშინ როდესაც ჩვენ სულაც არ ვართ მართლები. ჩვენ რჯულის საწინააღმდეგოდ ვართ, ვინაიდან როგორც ადამის შთამომავლები, ცოდვითურთ ვართ დაბადებულნი. ჩვენ იმას ვაკეთებთ, რის გაკეთებაც არ გვმართებს და ვერ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა ვაკეთოთ. ამრიგად რჯული ჩვენ მეტისმეტად ცოდვილებად გვხდის.
“რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვას მიყიდული. ვინაიდან რას ვაკეთებ არა ვიცი. იმიტომ რომ იმას არ ვაკეთებ რაც მსურს, არამედ რაც მძულს იმას ვაკეთებ. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს რომ ის კეთილია. მაშასადამე მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული. ასე აღმოვაჩენ იმ რჯულს, რომ როცა კეთილის გაკეთება მსურს, ბოროტი გვერდით მიწევს, ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან?” (რომ. 7:14-24)
ამ მუხლის წინ პავლე ამბობს, რომ ყველა ჩვენთაგანი, მისი ჩათვლით, ერთხელ რჯულის მიერ უნდა განისაჯოს. ის ამბობს, რომ მხოლოდ მათ, ვინც ქრისტეს სხეულის მეშვეობით რჯულის მთელი მსჯავრი და რისხვა მიიღო, შეუძლიათ ღვთის სამართლიანობის ნაყოფის მოტანა. ის ასევე ამბობს, რომ მასში არ ცხოვრობს კეთილი და რომ ის ვინც არაა ხელახლა შობილი, თავს ვერ აარიდებს ცოდვის ჩადენას. ასევე მოსდის ხელახლა შობილსაც. მაგრამ მათ შორის აშკარა სხვაობაა. ხელახლა შობილებს გააჩნიათ როგორც ხორცი, ასევე სული, ამიტომ მათში ორი სახის სურვილები ცხოვრობს. მაგრამ მათ, ვინც ჯერ არ შობილა ხელახლა, მხოლოდ ხორცის ვნებანი გააჩნია და ასეთებს მხოლოდ ცოდვის სურვილი ამოძრავებს. ამიტომ ერთადერთი რაც მათ ადარდებთ არის რამდენად ხშირად და მშვენივრად შესცოდონ. ეს არის მათი ცხოვრების მიზანი, რაც ჩვეული ამბავია მათთვის ვინც არაა ხელახლა შობილი.
ცოდვა ადამიანებს ცოდვისკენ უბიძგებს. რომაელთა 7:20 ამბობს, “ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.” არის ცოდვა ხელახლა შობილის გულში? არა. არის კი ცოდვა იმ ადამიანთა გულებში, ვინც არაა ხელახლა შობილი? დიახ! თუ გულში ცოდვა გაქვთ, ეს ცოდვა ხორცში მოქმედებს და უფრო მეტ ცოდვას გადენინებთ. “ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.” ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში გარდაუვლად სცოდავენ, რადგან ცოდვილებად იბადებიან.
ხელახლა შობილებს გამუდმებით შეუძლიათ წმინდა სულის ნაყოფის მოტანა. მაგრამ მათ ვინც არაა ხელახლა შობილი ასეთი ნაყოფის მოტანა არ შეუძლია. ისინი არ სწყალობენ სხვებს. ზოგი მათგანი თავის საკუთარ შვილებსაც კი კლავს, თუ უკანასკნელები მათ არ ემორჩილებიან. სისასტიკე ამ ადამიანთა გულებიდან გამოდის და გუნებაში ჰკლავს საკუთარ შვილებს, როცა ისინი მშობლებს არ უჯერებენ. თუმცა შეიძლება სინამდვილეში არ მოკლან, გულში ისინი მრავალჯერ ჰკლავენ თავიანთ შვილებს.
გესმით რის თქმასაც ვცდილობ? მართლებს არ შეუძლიათ ამგვარი რამეების კეთება. მათ შეიძლება იკამათონ ან იჩხუბონ, მაგრამ მათ არა აქვთ და არასოდეს ექნებათ ასეთი სასტიკი გულები, სხვების მსგავსად ამდენი სიმწარით და მრისხანებით სავსე.
ამის ნაცვლად, მართლების გულებში სხვა ადამიანთას მიმართ წყალობა სუფევს, მათ მიმართაც კი, ვისთანაც შეიძლება კამათობდნენ სხვადასხვა საკითხზე. “ასე აღმოვაჩენ იმ რჯულს, რომ როცა კეთილის გაკეთება მსურს, ბოროტი გვერდით მიწევს.” ადამიანებს სურთ კეთილის კეთება რადგან ღვთის ხატების მსგავსად არიან შექმნილნი. მაგრამ ვინაიდან გულში ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ, მის შინაგანიდან მხოლოდ ბოროტი გამოდის.
ქრისტიანები, რომლებიც არ იშვნენ ხელახლა, ერთმანეთს ესაუბრებიან და შესჩივიან, “ნამდვილად მსურს კეთილის კეთება, მაგრამ ვერ ვაკეთებ. არ ვიცი რატომ.” ასეთებმა უნდა გაიგონ, რომ იმიტომ არ შეუძლიათ კეთილის კეთება, რომ არიან ცოდვილები, რომლებსაც ჯერ ხსნა არ მიუღიათ. კეთილის კეთება მათ გულში არსებული ცოდვის გამო არ შეუძლიათ. ხელახლა შობილებს აქვთ სულიწმიდის სურვილები, ისევე როგორ ხორცის ვნებანი, მაგრამ მათ ვინც არაა ხელახლა შობილი, ღვთის წმინდა სული ჯერ არა აქვთ. ეს არის არსებითი და უმთავრესი განსხვავება, რომელიც ანასხვავებს ხელახლა შობილს ჩვეულებრივი ადამიანისგან.
პავლე ლაპარაკობს თავის ხელახლა შობამდელ მდგომარეობაზე მე-7 თავში. რომაელთა 7:1-დან და შემდგომ რჯულის ბუნების ახსნით, ის ამბობს, რომ მას არ შეეძლო იმ კეთილის გაკეთება რომელიც სურდა და აკეთებდა ბოროტს, რომელიც არ სურდა. სხვა სიტყვებით, პავლეს არ სურდა ცოდვების ჩადენა და მხოლოდ კეთილის კეთება უნდოდა, და მაინც ის მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც არ სურდა, მაშინ როცა იმის კეთება, რისი კეთებაც ნამდვილად გულით სურდა, მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. “უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან?” ის დასტირის თავის უიღბლო ბედს, მაგრამ მაშინათვე განადიდებს უფალს და ამბობს, “ვმადლობ ღმერთს, ჩემი უფლის იესო ქრისტეს მიერ!”
გესმით რას ნიშნავს ყოველივე ეს? ჩვენ, ხელახლა შობილებს, შეგვიძლია მისი სიტყვების გაგება, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები ამას ვერასოდეს მიხვდებიან. აბრეშუმის ჭია, რომელიც არ ქცეულა პეპლად, ვერასოდეს გაიგებს თუ რას ამბობს პეპელა. “უფ, დღის განმავლობაში ლაღათ დავფარფალებ ყვავილებში. რა მშვენიერი სიოა!” ჭია კი პასუხობს მიწიდან, “მართლა? რა არის სიო და ყვავილები?” ის ვერასოდეს გაიგებს პეპლის ნათქვამს, მაგრამ პეპელამ იცის რას ნიშნავს მშვენიერი სიო და ზაფხულის დღე.
ვინაიდან პავლემ ხელახლა შობა განიცადა, მას შეეძლო ზუსტად აეხსნა თუ რა სხვაობაა ხელახლა შობილებსა და ჩვეულებრივ ადამიანთა შორის. ის ამბობს, რომ მისი მხსნელი არის იესო ქრისტე. დაგვიხსნა ჩვენ იესო ქრისტემ? რა თქმა უნდა მან ეს გააკეთა! “აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს”.
ისინი, ვისი ცოდვებიც წარიხოცა, ღვთის რჯულს თავისი გულებით ემსახურებიან. რაღას ემსახურებიან ისინი თავისი ხორცით? ხორცით ისინი ემსახურებიან ცოდვის რჯულს. ხორცს უყვარს ცოდვის ჩადენა, ვინაიდან ის სრულებით არ შეცვლილა. ხორცს ხორცეული უნდა, ხოლო სულს – სულიერი. ამიტომ მათ, ვისი ცოდვებიც ამოიშალა, შეუძლიათ და სურთ უფლის მიყოლა რადგან ახლა მათში წმინდა სული ცხოვრობს. მაგრამ იმათ, ვისი ცოდვები ჯერ არ გამქრალა, არ შეუძლიათ არ შესცოდონ როგორც თავისი გონებით, ასევე თავისი ხოცით. ხელახლა შობილებს, ვისი ცოდვებიც უკვე წარიხოცა, შეუძლიათ ღმერთის მიყოლა თავიანთი გონებით და გულით, თუნდაც მათი ხორცი ცოდვას ემონება.


სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე სიკვდილისა და ცოდვის რჯულისგან

მოდით ახლა გადავიდეთ რომაელთა 8:1-ზე. “ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.” (რომ. 8:1-2). 
ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოშია. არ არის არავითარი მსჯავრი! ხელახლა შობილებს არა აქვთ ცოვდა და მათთვის არაა მსჯავრი. მათ გულში აღარ არის არავითარი ცოდვა, რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გაათავისუფლა ისინი ცოდვის და სიკვდილის რჯულისგან. ჩვენი უფალი არის სიცოცხლის დასაწყისი. ის გახდა ღვთის კრავი, ჩაისახა წმინდა სულისგან და აიღო თავის თავზე მსოფლიოს ყველა ცოდვა იორდანეს მდინარეზე იოანეს მიერ მოცემულ ნათლობაში. ჩვენს მაგივრად დასჯილი ის ჩვენს გამო ჯვარს ეცვა. ამით მან სრულიად ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა.
მაშ ისევ უნდა მოვკვდეთ ჩვენი ცოდვების გამო? დაგვრჩა რაიმე, რის გამოც უნდა დავისაჯოთ? არის ჩვენში რაიმე ცოდვა, თუ ყველა ცოდვა იესო ქრისტეზე გადავიდა მის ნათლობაში? რა თქმა უნდა არა! ჩვენ არ მოვდივართ სამსჯავროზე, ვინაიდან უფალი მოინათლა იორდანეზე, ჯვარს ეცვა ჩვენს ნაცვლად და აღდგა მკვდრეთით მესამე დრეს ყველა ცოდვილთა სახსნელად.
ღვთის ხსნა გვათავისუფლებს მისი სამსჯავროსგან, მაშინ როცა რჯულს მოაქვს მხოლოდ რისხვა. “რადგან სიცოხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.” ღმერთის რისხვა მოდის მათზე, ვისაც ცოდვა აქვს. ღმერთი მათ ჯოჯოხეთში აგზავნის. მაგრამ უფალმა გაგვათავისუფლა ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან იმით, რომ ყველა ცოდვა ამოშალა ჩვენი გულებიდან. იესო ქრისტეში მყოფი მორწმუნეები მან ცოდვისაგან თავისუფლები გახადა. ამოშლილია თქვენი ცოდვები?
“ვინაიდან რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, რათა აღსრულებულიყო რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად.” (რომ. 8:3-4).
ჩევნი უფალი ამ ადგილას ცხადად გვეუბნება, რომ ხორცი სუსტია და არ ძალუძს რჯულის სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ღმერთის რჯული ნამდვილად კეთილი და მშვენიერია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მის მიხედვით ცხოვრება იმის გამო, რომ ჩვენი ხორცი მეტად სუსტია. ღმერთის რჯული ჩვენგან სრულყოფილებას მოითხოვს. ის მოითხოვს, რომ ჩვენ ამ რჯულისადმი სრული მორჩილება გამოვავლინოთ, მაგრამ ჩვენს ხორცს არ შეუძლია ამ რჯულის ყველა მოთხოვნის შესაბამისად ცხოვრება, თავისი სისუსტის გამო. ამრიგად რჯული ჩვენზე რისხვას ავლენს. მაგრამ რისთვის ღა არის იესო, თუ სამსჯავროზე მოხვედრა გველოდება?
ღმერთმა გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა გადავერჩინეთ. მან მოგვცა თავისი სამართლიანობა, როდესაც გამოგზავნა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში, ჩვენი ცოდვების გამო. “მან მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში.” ღმერთმა გადაიტანა ყველა ჩვენი ცოდვა იესოზე ისე რომ რჯულის სამართლიანი მოთხოვნები შესრულებულიყო ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორცით, არამედ სულით. ჩვენი ცოდვები ამოშლილია იესო ქრისტეს მიმართ ჩვენი გულის რწმენით. ჩვენი ცოდვები ქრება, როცა ვღებულობთ იმას, რაც იესო ქრისტემ გააკეთა ჩვენთვის.


ისინი ვინც სულით ცხოვრობენ და ისინი ვინც ცხოვრობენ ხორცით

არსებობს ქრისტიანთა ორი კატეგორია: ვინც საკუთარი აზროვნების მიხედვით ცხოვრობს და ისინი, ვინც მიყვება ჭეშმარიტების სიტყვას. უკანასკნელები გადარჩებიან და გამართლებას მიიღებენ, ხოლო პირველები დაიღუპებიან.
“ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან – სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა.” (რომ. 8:5-6).
ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ რმერთისადმი რწმენა რჯულის თანახმად ცხოვრებას ნიშნავს, ვერასოდეს მიაღწევენ სრულყოფას. “ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ.”
ხორციელი მხოლოდ ზედაპირულის გასუფთავებაზე ფიქრობს. ასეთი პიროვნებები თავისი ბიბლიიდან მტვერს გადაწმენდენ ხოლმე და კვირაობით ეკლესიაში მიდიან, ‘წმინდა’ და შელამაზებული კარიბჭეთი, თუმცა სახლში საკუთარ ცოლებს ეჩხუბებიან და ოჯახში მძვინვარებენ. კვირაობით კი ანგელოზებს ემსგავსებიან. 
“სალამი, როგორა ხართ?”
“ო, გამარჯობათ. სასიამოვნოა თქვენი ნახვა.”
თავისი ხუცესის წმინდა ხმით და სათნოდ წარმოთქმულ ქადაგებებზე მუდამ “ამინ”-ს იძახიან. მსახურბის შემდეგ ნელ-ნელა გამოდიან ეკლესიიდან, მაგრამ სრულებით იცვლებიან მას შემდეგ რაც ეკლესია თვალებს ეფარება.
“რას იძახის ღმერთის სიტყვა? ვერ ვიხსენებ; ეჰ, წამო ერთი, დავლიოთ.”
ეკლესიაში ანგელოზები არიან, მაგრამ ეკლესიის გარეთ უმალვე ხორციელ არსებებად იქცევიან. 
ამიტომ ცოდვილებმა ასე უნდა ილოცონ, “ღმერთო, გთხოვ დამიხსენი მე, უბადრუკი პიროვნება. ცათა სასუფეველში ვერ შემოვალ და ჯოჯოხეთში მოვხვდები, შენ თუ არ დამიხსნი. მაგრამ თუ შენ ჩამორეცხავ ყველა ჩემს ცოდვას, რომლებსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ვიდენ, შევძლებ რწმენით ცათა სასუფეველში მოხვედრას.” მათ მთლიანად უნდა დაენდონ ღმერთს.
ყველა მორწმუნეს შეუძლია ცოდვების გამოსყიდვის მიღება და სულიერი ცხოვრების გაწევა, როცა ის ღმერთის სიტყვას უჯერებს. “ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან – სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა.” თუ ჩვენ ვაზროვნებთ და გვწამს ღვთის ჭეშმარიტების თანახმად, ჩვენში მშვიდობა დაისადგურებს. “იმიტომ რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.” (რომ. 8:7-8). მათ, ვისი ცოდვებიც ჯერ არ გამქრალა და ვინც ჯერ კიდევ ხორციელია, ვერასოდეს ასიამოვნებს ღმერთს. 
“თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.” (რომ. 8:9). ბევრი ვერ გებულობს ამ ადგილს, რადგან პავლე ლაპარაკობს ღრმად სულიერ სიტყვებს. ის ვინც არაა ხელახლა შობილი, ვერ გებულობს რომაელთა მე-7 და მე-8 თავს. ბიბლიის ეს ნაწილი მათთვის ბურუსითაა მოცული. მაგრამ ჩვენ, ხელახლა შობილები, არ ვართ ხორციელნი და არ ვცხოვრობთ მხოლოდ ხორცისთვის.
ყურადღებით დააკვირდით რას ამბობს პავლე ზემოთ მოყვანილ ნაწყვეტებში. ცხოვრობს თქვენში წმინდა სული? თუ ვინმეს ქრისტეს სული არა აქვს, ის ქრისტეს არ ეკუთვნის. თუ მას არ ეკუთნის, ეს ნიშნავს რომ ასეთი პიროვნება ეკუთვნის სატანას და არის ჯოჯოხეთისთვის განწირული ცოდვილი.
“და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.” (რომ. 8:10-11). ამინ.
ჩვენი უფალი ჩაისახა სულიწმიდისგან, მოევლინა წუთისოფელს ხორცში და წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა. უფალი შემოვიდა იმ მორწმუნეთა გულებში, ვისაც ცოდვათა გამოსყიდვის სწამს და ის ცხოვრობს ყოველი ასეთი პიროვნების გულში. სული წმინდა შემოდის ჩვენს გულებში და ადასტურებს, რომ უფალმა იესომ ჩამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა და თოვლივით გაგვასპეტაკა. იესოს მეორედ მოსვლის ჟამს ღმერთი ასევე ჩვენს ხორცსაც მიანიჭებს სიცოცხლეს. “ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.”


სულიწმიდა ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ

 ხელახლა შობის შემდეგ უნდა ვიცხოვროთ ღვთის რწმენით და სულიწმიდით. “ამიტომ ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. ვინაიდან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ. რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან. ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: “აბბა, მამაო!” სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც.” (რომ. 8:12-17).  ჩვენ ვღაღადებთ, “აბბა, მამაო,” ვინაიდან მივიღეთ არა მონობის და შიშის, არამედ შვილობის სული.
“სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ”.  პირველ რიგში, სულიწმიდა ამოწმებს, რომ ცოდვათა მიტევება გვაქვს ღმერთის სიტყვის მყარ საფუძველზე. მეორე დამოწმება ისაა, რომ ცოდვა აღარ გვაქვს. სულიწმიდამ დაამოწმა, რომ ვართ დახსნილები. მან ეს გააკეთა იმ ადამიანთა გულებში, ვისი ცოდვებიც ამოიშალა. “არავინ არის მართალი.” (რომ. 3:10). სწორია, მაგრამ ეს იყო მანამადე, სანამ ღმერთი დაგვიხსნიდა. ამ მუხლის შემდეგ ნათქვამია, რომ ჩვენ ვმართლდებით უსასყიდლოდ, მისი მადლით ქრისტე იესოში გამოსყიდვით (რომ. 3:24). დაწერილია ასევე, რომ თვით სული წმნდა ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ. წმინდა სული მაშინ შემოდის ჩვენში, როცა გულით ვღებულობთ იმას, რაც ღმერთმა ჩვენთვის გააკეთა, მაგრამ თუ ამისი არ გვწამს, სულიწმიდა ჩვენში ვერსად მოიძებნება. თუ გულით ვღებულობთ იმას, რაც მოიმოქმედა ღმერთმა, სული წმინდა ამოწმებს, “თქვენ მართლები ხართ. თქვენ ჩემი შვილები ხართ. ჩემი ხალხი.” “ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც.” ღმერთის შვილებისათვის სავსებით მისაღებია იტანჯონ უფალთან ერთად, ისევე როგორც იდიდონ მასთან ერთად. წმინდა სულის მატარებელნი ამყარებენ თავის იმედს ცათა სასუფეველში შესვლაზე.


ახლანდელ ტანჯვათა მიუხედევად ჩვენ ვცხოვრობთ ათასწლეული სამეფოს და ცათა სასუფევლის იმედით

მოდით დავუბრუნდეთ რომაელთა 8:18-25. “ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ. ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ, სასოებით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. ვინაიდან ვიცით რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე, და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი, ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.”
ჩვენ სული წმინდის პირველნაყოფი ვართ. ჩვენ, ხელახლა შობილები, ვართ აღდგომის პირველნაყოფი და მონაწილეობას მივიღებთ პირველ აღდგომაში. იესო ქრისტე არის აღდგომის პირველნაყოფი ხოლო ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც მას ერწყმის. ქრისტესნი მის პირველ აღდგომაში მიიღებენ მონაწილეობას; შემდეგ დადგება აღსასრული. უღვთოები კი მეორე აღდგომაში მოხვდებიან სამსჯავროს მისაღებად. ამიტომ ამბობს პავლე, “ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ.” სიტყვა “დიდებაში” ის გულისხმობს ათასწლეულს და ცათა სასუფეველს. როდესაც ის კურთხეული ჟამი მოვა, ყველანი შევიცვლებით. ღვთის შვილები სრულიად აღდგებიან მკვდრეთით და ყოველი მათგანი უფლისგან საუკუნო სიცოცხლეს მიიღებს. ხორცი ნამდვილად აღდგება მკვდრეთით (ჩვენი სულები უკვე აღდგნენ მკვდრეთით). ღმერთი განაახლებს ყოველივეს და მართლები ბედნიერად იცხოვრებენ, როგორც მეფეები ათასი წლის განმავლობაში.
სამყაროს ყველა ქმნილება ელის ღმერთის შვილების გამოვლინებას. მთელი ქმნილება შეიცვლება მაშინ როდესაც შევიცვლებით ჩვენ. ათასწლეულის ჟამს აღარ იქნება ისეთი რამ, როგორც ტკივილი, ტანჯვა ან სიკვდილი. მაგრამ ახლა ჩვენ ვკვნესით. რატომ? იმიტომ რომ ხორცი ჯერ კიდევ სუსტია. რის გამო ოხრავს ჩვენი სული? ის კვნესის რადგან ელის ჩვენი სხეულის გამოსყიდვას.
“და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი, ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.” (რომ. 8:23-25).
ჩვენ მგზნებარედ მოველით შვილობას, რადგან ამ იმედით ვართ დახსნილი. ჩვენ, ვისი ცოდვებიც სრულიად არის ჩამორეცხილი, ათასწლეულში და ცათა სასუფეველში შევალთ. ჩვენ არ დავიღუპებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ სამყაროს უეცარი დასასრული დაუდგება. ჩვენი უფალი ისევ მოვა ამ ქვეყნად წუთისოფლის აღსასრულის ჟამს. ის ყოველივეს განაახლებს და მართალთა განახლებულ სხეულებს აღადგენს. ის მათ ათასწლიან სუფევას მიანიჭებს.
წუთისოფლის აღსასრული ცოდვილთათვის სასოწარკვეთას ნიშნავს, მაგრამ მართლებისათვის – ახალ იმედს. პავლე ამ იმედით ცხოვრობდა. 
თქვენც კვნესით და მოელით სხეულის გამოსყიდვას? თქვენი სულიც ელის იგივეს? ჩვენ შევიცვლებით და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღმდგარი სხეულის მსგავს სულიერ სხეულებს მივიღებთ, და არ გვეცოდინება არც ტკივილი და არც უძლურება.


სულიწმიდა მართლებს რწმენაში ეხმარება

სულიწმიდა ჩვენ რწმენაში გვეხმარება. იმას ვიმედოვნებთ რასაც ვხედავთ? არა, ჩვენი იმედი უხილავს ეხება. “ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას. ვინაიდან არ ვიცით როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.” (რომ. 8:26-27).
რას აკეთებს ჩვენში სული წმინდა? რის გაკეთებაში გვეხმარება? რას ვიმედოვნებთ? ჩვენ ვიმედოვნებთ ახალ ცასა და დედამიწას. (2 პეტრ. 3:13), ცათა სასუფეველს. ჩვენ აღარ გვსურს ამ დასაღუპავ წუთისოფლში ცხოვრება. ჩვენ დაძაბუნებული ვართ და ამიტომ უფლის დღეს ველოდებით. გვსურს საუკუნოდ ვიცხოვროთ ცოდვის, სნეულების, ბოროტი სულების გარეშე; იქ ცხოვრება გვსურს სიხარულში, მშვიდობით და მოკრძალებით, უფალ იესოსთან და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობაში. 
ამგვარად, სული ოხრავს და ჩვენთვის შუამდგომლობს, ახალი ცისა და ახალი მიწის მოლოდინში. გულახდილად რომ ვილაპარაკოთ, ჩვენ, მართლებს, ამ წუთისოფლის რაიმე სიამე არ გაგვაჩნია, გარდა შესაძლოა, ზოგჯერ მეგობარ მორწმუნეებთან ფეხბურთის თამაშისა. ჩვენ წუთისოფელში ვცხოვრობთ, რადგან სახარების ქადაგებაში ვართ დაინტერესებულნი. ეს დიდი დავალება რომ არა, მართლებს ამ წუთისოფლად ყოფნის არანაირი საბაბი არა ექნებოდათ.


ღმერთის მოყვარულ ხელახლა შობილებს ყოველივე ეწევა სასიკეთოდ

რომ. 8:28-30. “ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ. ვინაიდან რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.”
რომაელთა 8:28-ში პავლე ამბობს, “ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ.” ეს მუხლი ძალზე მნიშვნელოვანია. ბევრი ფიქრობს, “რისთვის დავიბადე? არ ჯობდა ღმერთს იმ ადგილას დავესახლე, სადაც სატანა არაა, და რა იქნებოდა თავიდანვე ცათა სასუფეველში რომ დავესახლე? ასე რატომ მომექცა?” ზოგ ადამიანს, რომელიც ცუდ პირობებში დაიბადა, საკუთარი მშობლების და შემდეგ ღმერთის ჯავრიც სჭირთ. “რატომ დაუშვი ჩემი ასეთ ტანჯვა-წამებაში დაბადება?”
ეს მუხლი გვაძლევს მსგავს შეკითხვაზე სწორ პასუხს. ჩვენ დავიბადეთ როგორც ღვთის ქმნილებანი. სწორეა? ჩვენ მისი ნამოქმედარი ვართ. ღმერთმა შეგვქმნა საკუთარ ხატად და მსგავსად, მაგრამ ჩვენ მაინც მხოლოდ ქმნილებანი ვართ. ესაა ღვთის მიერ ჩვენი ამ ქვეყნად დაბადების მიზეზი. წერილი ამბობს, “ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ.” ადამისგან და ევასგან, ეშმაკის მიერ მოტყუებულ ჩვენს წინაპრებისგან დამკვიდრებული პირველყოფილი ცოდვის გამო, ჩვენ ცოდვილებად დავიბადეთ და შესაბამისად ვიტანჯებოდით ამის გამო. მაგრამ ღმერთმა გამოაგზავნა იესო ქრისტე, რათა რწმენის მეშვეობით მისი შვილები გავმხდარიყავით. ეს არის მის მიერ ჩვენი შექმნის მიზეზი. მას ასევე სურს, რომ მოგვანიჭოს ღვთაებრივი ბედნიერი და საუკუნო სიცოცხლე, იესო ქრისტესთან და მამა ღმერთთან ერთად ათასწლეულის და ცათა სასუფევლის სამეფოში.
“ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ.” ღმერთის ნება ჩვენს მიმართ შესრულდა მაშინ როდესაც ჩვენი ცოდვები წარიხოცა. ასე არაა? არ უნდა გვიხაროდეს იმის გამო, რომ ამ ქვეყნად დავიბადეთ? როცა ვფიქრობთ იმ დიდებაზე, რომელსაც მომავალში მივიღებთ, არ შეგვიძლია არ გავიხაროთ ჩვენი ხელახლა შობის გამო. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ბედნიერი არაა, და ეს იმიტომ მოსდით, რომ ღმერთის სიყვარულს უარყოფენ.
იცით თუ არა, რატომ არსებობს ამდენი ცოდვა და სნეულება, რატომ უმართლებთ ბოროტ ადამიანებს, მაშინ როდესაც სიკეთის მქმნელნი მხოლოდ ჭირვეულობენ? იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ ძნელბედობის ჟამს ვეძებთ ღმერთს, ვპოულობთ მას და ვხდებით მისი შვილები ჩვენი ცოდვების მიტევების მეშვეობით. ღმერთი აძლევს ბოროტ ადამიანებს ამ წუთისოფელში არსებობის საშუალებას იმისათვის, რომ ღვთის მოყვარულებს ყოველივე სასიკეთოდ მოეწიოს.
ნუ ფიქრობთ: “არ ვიცი რატომ მომექცა ასე ღმერთი. რატომ დაუშვა რომ ასეთ ღატაკ ოჯახში დავბადებულიყავი და ამდენი ტანჯვა განმეცადა?” ღმერთმა დაუშვა ჩვენი დაბადება სატანის და რჯულის მონობის ქვეშ მყოფ წუთისოფელში, რათა ღვთის შვილები გავეხადეთ და მის სასეფეველში საუკუნოდ ჩვენს უფალთან ერთად დავესახლეთ. ყოველივე სასიკეთოდ გვეწეოდა და ღმერთმა თავის შვილებად გვაქცია. ამიტომ შეგვქმნა ჩვენ ღმერთმა ამგვარად. ღმერთის წინაშე არაფერი გვაქვს საჩივარი. “ასეთი რატომ დავიბადე? ასე რატომ მომივიდა?” ღმერთის კეთილი ნება ამ გასაჭირშიც ვლინდება.
ნუ სჩივით თქვენს ჭირვეულ ბედ-იღბალზე. ნუღა მღერით თქვენი სიცოცხლის შესახებ პესიმისტურ სიმღერებს. “და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა” (ებრ. 9:27). ადამიანის დაბადების და განკითხვის დღეთა შუალედში ღმერთის ხსნის მადლი მოქმედებს. ჩვენ იესო ქრისტეს რწმენა გვაქვს, უფლის მადლით ყველა ჩვენი ცოდვა ამოიშალა და ათასწლეულსა და ცათა სასუფევლში საუკუნოდ ვიმეფებთ. ჩვენ უნდა გვეწოდოს “მთელი ქმნილების ბატონები”. გესმით ახლა, რატომ დაუშვა ღმეთმა თქვენი ტაჯნვა? მან დაუშვა ჩვენი ტანჯვა და გაჭირვება იმისათვის რომ ვეკურთხეთ, ღმერთთან დავებრუნებინეთ და თავის შვილებად გავეხადეთ.


ღმერთმა განგვისაზღვრა თავისი ძის ხატის მსგავსად ყოფნა

ჩვენი ცოდვების მიტევება, ღვთის განკითხვისაგან დახსნა და მართლებად გახდომა თვალის დახამხამებაში ხდება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვმართლდებით რწმენით და იმწამსვე ვხდებით ღმერთის შვილები. ღვთის ხსნა არ არის ჩვენი პირადი განწმენდის ხანგრძლივი პროცესის შედეგი. ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ დაგვიხსნა და ერთბაშად გაგვამართლა.
“ვინაიდან რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.” (რომ. 8:29-30).
ბევრი ადამიანი ამ მუხლებზე “კალვინიზმის ხუთ დოქტრინას” ამყარებს. მაგრამ ისინი ტყუვდებიან. პავლე აქ ამბობს, “ვინაიდან რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა.” ღმერთმა განგვისაზღვრა იესოს მიერ მისი შვილობა. მან განგვისაზღვრა ამ წუთისოფლად დაბადება მისი გეგმის შესაბამისად. მან შეგვქმნა ჩვენ. ვისი ხატების მსგავსად? ღმერთის, მისი ძის ხატების მსგავსებად.
ღმერთმა დაუშვა ჩვენი დაბადება და ჩაიფიქრა ჩვენი შვილობა იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი კეთილი ნების თანახმად. მან აღგვითქვა მისი მოვლინება და ჩვენი შვილობა, იესო ქრისტეს ხატების თანახმად. ღმერთმა მოგვიწოდა იესოს მეშვეობით მაშინ როცა ადამის შთამომავლობის კვალობაზე, ჯერ კიდევ ცოდვილები ვიყავით. “მოდით ჩემთან ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგიფონებთ თქვენ” (მათე 11:28). მან მოგვიწოდა მას შემდეგ რაც ყველა ჩვენი ცოდვა აიღო. მან მოგვიწოდა რომ რწმენით გავემართლებინეთ.

 

ღმერთმა გაგვამართლა და განგვადიდა


ღმერთმა მოუწოდა ცოდვილებს და ერთხელ და სამუდამოდ გაამართლა. იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის რწმენით, ერთხელ და სამუდამოდ გავმართლდით, და არა თანდათანობითი განწმენდის მეშვეობით, როგორც თეოლოგები ამტკიცებენ. ღმერთი მოუწოდებს ცოდვილებს და ამართლებს მათ – აი რატომ მოუწოდებს ის ცოდვილთ. “ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა.” ღმერთის მიერ მოწოდებულები და იესო ქრისტეს საქმის მორწმუნენი მართლები ხდებიან. ადრე ჩვენ ნამდვილად ცოდვა გვქონდა, როგორც ადამის შთამომავლებს, მაგრამ ჩვენი ცოდვები გაქრა, როცა ვირწმუნეთ ის ჭეშმარიტება, რომ იესო ქრისტემ ისინი სრულიად ჩამორეცხა. მაშ გაქვთ ცოდვა თუ არა? რა თქმა უნდა არა! ჩვენში ცოდვის ერთი ნატამალიც არაა დარჩენილი. “ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა.”
მართლები ისინი არიან, ვინც ღმეთის შვილი ხდება. ჭეშმარიტებას არ შეესაბამება ის აზრი, რომ ჩვენ მისი შვილები თანდათან, საფეხურებრივად ვხდებით. პირიქით, ჩვენ ერთბაშად მივიღეთ ღმერთის შვილობა მის გამოსყიდვაში.
“და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.” ღმერთმა თავის შვილებად გაგვხადა. მე არ მესმის, რატომ სწამს ასე ბევრ ქრისტიანს ეგრედ-წოდებული “გადარჩენის ხუთი საფეხურის.” ხსნა და ღმერთის შვილებად გახდომა ერთბაშად და სამუდამოდ მოდის. ჩვენი სხეულების აღდგომისთვის გარკვეული დრო იქნება საჭირო, ვინაიდან ამისათვის უფლის მეორედ მოსვლას უნდა დაველოდოთ, მაგრამ ცოდვისაგან გათავისუფლება ერთხელ, თვალის დახამხამებაში ხდება. ერთბაშად შეგვიძლია გამოსყიდვის მიღება, როცა ვპასუხობთ ცოდვათა მიტევების სიტყვას, რომელიც ღმერთმა, ჩვენმა მომწოდებელმა შემოგვთავაზა, და როცა ვღებულობთ იმას, რაც მან გააკეთა ჩვენს სახსნელად. “მადლობა უფალო. ალილუია! ამინ! მე გადარჩენილი ვარ რადგან შენ მიხსენი. გამოსყიდვას ვერ მივაღწევდი, შენ რომ ჩემი ცოდვები არ წაგეღო. მადლობა უფალო! ალილუია!” ჩვენი ცოდვები ასეთი გზით იქნა განადგურებული.
გამოსყიდვა არც ჩვენს საქმეებს და არც ჩვენს დროს მოითხოვს. ჩვენი საქმეები გამოსყიდვაში არავითარ როლს არ თამაშობენ, 0,1%-საც კი. კალვინისტები ამბობენ, რომ ადამიანი გამოსყიდვის მისაღებად და ცათა სასუფეველში შესასვლელად საფეხურობრივად უნდა განიწმინდოს. მაგრამ ისევე როგორც ჭიაყელა ვერ ირბენს 100მ./წამში, რაოდენ ძლიერად არ უნდა ეცადოს, ადამიანებსაც არ ძალუძთ მართლებად გახდომა საკუთარი ძალისხმევით, მიუხედავად იმისა თუ რამდენად კეთილშობილნი არიან ან რაოდენ გულმოდგინედ ცდილობენ რჯულის დაცვას. ჭია მაინც ჭიაა, რაც არ უნდა ეცადოს თავის გასუფთავება და ძვირფასი კოსმეტიკის გამოყენება. ამის მსგავსად, სანამ ცოდვილებს გულში ცოდვა აქვთ, ისინი ჯერ კიდევ ჩვეულებრივი ცოდვილები არიან, რაოდენ სათნოდაც არ უნდა გამოიყურებოდნენ.
როგორ შეიძლება ცოდვილის თანდათანობით გამართლება? კეთილშობილდება ხორცი დროთა განმავლობაში? არა, რაც უფრო ბერდება, ის მით უფო უღვთო და ბოროტი ხდება. მაგრამ ბიბლია ამბობს, “ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.” ეს მუხლი თადარიგით გვიჩვენებს იმას, რაც ღმერთის მადლით ერთბაშად ხდება; ის არ ამბობს, რომ გამოსყიდვა და გამართლება საფეხურობრივად ხდება. ადამიანს შეუძლია გამართლების მიღება ერთხელ და სამუდამოდ უფლის რწმენის მეშვეობით, და არა თანდათანობით.
ბევრი თეოლოგი, არ უწყიან რა თუ რას აკეთებენ, უგუნური თეორიების მტკიცებით ადამიენებს ჯოჯოხეთში აგზავნიან. ღმერთმა აღგვითქვა გამოსყიდვა და მოგვიწოდა იესო ქრისტეს მიერ, გაგვამართლა და განადიდა ისინი, ვინც უპასუხა მის მოწოდებას. “ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.” (იოანე 1:12). განგვადიდა ჩვენ ღმერთმა? რა თქმა უნდა! შეგვეძლო დიდების მიღწევა კეთილი საქმეების კეთებით და საკუთარი ძალისხმევით? უფრო გულმოდგინედ უნდა ვიშრომოთ, მართლები რომ გავხდეთ? რა თქმა უნდა არა! ჩვენ უკვე გავმართლდით.

 

ვერავინ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს


“ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ, თუ რმერთი ჩვენსკენ არის? “ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს? ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთია გამამართლებელი. ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა, და მეტიც, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის. ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? როგორც სწერია: “რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხულნი.” მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი და ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.” (რომ. 8:31-39).
ვერავინ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულისგან. ჩვენ, მართლებს, ისევ ცოდვილებად ვერავინ გაგვხდის. ვერავინ ვერ აღუდგება წინ იმათ, ვინც ღმერთის შვილი გახდა და ვინც ათასწლეულსა და ცათა სასუფეველში იცხოვრებს. შეუძლია განსაცდელს ცოდვილებად გვაქციოს? შეუძლია ეს ფათერაკს ან დევნას? შეუძლია შიმშილობას, სიშიშვლეს, საფრთხეს ან მახვილს ისევ გვაქციონ ცოდვილებად? “ის, ვინც საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს?” ღმერთმა მოგვცა ცათა სასუფეველი. ის უსასყიდლოდ გვაძლევს ყოველივეს, რადგან მან არ დაინდო საკუთარი მხოლოდშობილი ძე, რათა ჩვენ გადავერჩინეთ. მაშინ როდესაც ღმერთმა მოისურვა ჩვენთვის უდიდესი მსხვერპლის გაღება, ნუთუ გასაკვირია რომ ის ჩვენ თავის შვილებად გვხდის?

 

რას ნიშნავს გამოსყიდვა რომელსაც გვაძლევს ღმერთი


ღმერთი გვეუბნება, რომ ცოდვებისაგან გამოსყიდვის მისაღებად ჩვენ უპირველესად უნდა ვაღიაროთ, რომ იესო ქრისტე მოგვევლინა ხორცში მამა ღმერთის ნების თანახმად. მეორედ, უნდა ვაღიაროთ, რომ იესომ იტვირთა ყველა ჩვენი ცოდვა თავის ნათლობაში იორდანეს მდინარეზე. მესამე, უნდა ვაღიაროთ, რომ იესო ჯვარს ეცვა ჩვენთვის და შემდეგ აღდგა მკვდრეთით. ჩვენ ვერ გადავრჩებით, თუ თითოეული ზემოდ ხსენებული მოთხოვნის არ გვწამს. 
ისინი, ვისაც არ სწამს, რომ იესო არის ღმერთის ძე, ან რომ ის არის ღმერთი და შემოქმედი, გამორიცხულები არიან ღვთის ხსნიდან. თუ ადამიანი იესო ქრისტეს ღვთაებრიობას უარყოფს, ის სატანის შვილი ხდება. ვინც უარყოფს იმ ფაქტს, რომ იესომ ყველა ჩვენი ცოდვა აიღო, როდესაც იოანე ნათლისმცემლის მიერ ინათლებოდა, ასევე ვერ მიაღწევენ ხსნას. იესო ვერ გახდება მათი მხსნელი. ისინი ვერ მიიღებენ თავიანთი სულების ხსნას, თუმცა შეიძლება გონებით იესოსი სწამდეთ. ისინი ჯოჯოხეთში მიდიან, თუმცა იცნობენ იესოს. იესო ქრისტე მოკვდა ჩვენს ადგილზე, რადგან თავის ნათლობაში ყოველი ჩვენთაგანის ყველა ცოდვა აიღო. იესო მოკვდა ჩვენი ცოდვების, და არა საკუთარი ცოდვების გამო. შემდეგ ის აღსდგა მკვდრეთით ყველა მისი მორწმუნის გასამართლებლად და ისინიც მკვდრეთით აღადგინა.

 

ჩვენ დახსნილები ვართ მისი ნათლობის რწმენით


აქამდე მოგითხრობდით 7 და 8 თავების კავშირზე. მე-7 თავი ამბობს, რომ ვისაც ცოდვა აქვს, კეთილს ვერ აკეთებს. მაგრამ მე-8 თავი იძახის, რომ ახლა არ არსებობს არავითარი მსჯავრი მათზე ვინს ქრისტე იესოშია, და რომ ქრისტესადმი ჩვენი რწმენა უცოდველებად გვხდის. ჩვენ სუსტები ვართ და ვერ ვცხოვრობთ ღმერთის ნების თანახმად, ამიტომ მამა ღმერთმა გამოაგზავნა იესო ქრისტე, როგორც ჩვენი მაცხოვარი და მან თავისი ნათლისღებით ყველა ჩვენი ცოდვა იტვირთა, მაშინ როცა ჩვენ ჯერ კიდევ ცოდვილები ვიყავით. იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა ჩვენი ცოდვისგან ვართ დახსნილი და გამართლებული. ასეთია ჭეშმარიტება, რომელსაც პავლე მე-7 და მე-8 თავებში ასწავლის.
“ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად.” ახლა ჩვენ არანაირი ცოდვა არ გვაქვს. ქრისტე იესოში ხართ? ღებულობთ იმას, რაც იესო ქრისტემ გააკეთა თქვენთვის? ისევე როგორც პავლემ მიიღო თავისი ცოდვების გამოსყიდვა, ყველა ჩვენი ცოდვებიც წაიშალა, იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენით. ჩვენ მივიღეთ გამოსყიდვა იესოს ნათლობის, სისხლის და აღდგომის რწმენით. თუ ვინმე მედიდურად უარს იძახის იესო ქრისტეს ნათლობის რწმენაზე, და ამტკიცებს, რომ იესო მხოლოდ იმისთვის მოინათლა, რომ ჩვენთვის თავისი თავმდაბლობა ეჩვენებინა, ღმერთი ასეთ პიროვნებას ჯოჯოხეთში ჩააგდებს. ნუ მედიდურობთ ღვთის სიტყვის წინაშე. როგორ შეიძლება მსახურებმა და ხუცესებმა იგნორირება გაუკეთონ იესოს ნათლობას, როცა თვით პავლე ასე მრავლად ლაპარაკობდა მის თაობაზე. როგორ შეუძლიათ თვით პავლეს, რწმენის ერთ-ერთი უდიდესი მამის რწმენის უგულვებელყოფა? როგორ შეუძლიათ ღმერთის მსახურის, რომელიც თვით ღმერთმა დააყენა მოციქულად, სწავლების იგნორირება?
თუ იესო ქრისტეს შესახებ გვსურს ქადაგება, ეს უნდა ვაკეთოთ ბიბლიაში დაწერილის მიხედვით, და ბიბლიის თანახმად უნდა გვწამდეს. უფალი გვეუბნება, “თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ” (იოანე 8:31-32). თქვენ და მე პავლეს მსგავსად ვირწმუნეთ იესოს ნათლობა. 
როდის გადაეწცა თქვენი ცოდვები იესოს? ყველა ჩვენი ცოდვა გადაეცა იესო ქრისტეს მაშინ როცა ის ინათლებოდა იოანე ნათლისმცემლის მიერ. იესომ უთხრა იოანეს, “ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.” ამ შემთხვევაში სიტყვა “ასე” ბერძნულად ითქმის “ჰუტოს გარ”, რაც ნიშნავს “ასეთი გზით”, “ყველაზე უფრო მართებულად”, ან “არა სხვაგვარად”.  ეს სიტყვა მიანიშნებს იმაზე, რომ იესომ შეუქცევადად აიღო თავის თავზე კაცობრიობის ცოდვები იოანესგან მიღებულ ნათლობაში. სიტყვა “ნათლობა” ნიშნავს “ჩამორეცხვა”-ს. იმისთვის რომ ჩვენს გულებში არსებული ყველა ცოდვა ჩამოირეცხოს, ისინი იესო ქრისტეს უნდა გადაეცეს. 
იესო ქრისტემ იტვირთა ჩვენი ცოდვები, ჩვენს ნაცვლად ეცვა ჯვარს და ჩვენთან ერთად დაიმარხა. ამიტომ პავლემ განაცხადა,“მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული.” (გალატ. 2:19). როგორ უნდა ვჯვარცმულიყავით, როცა სინამდვილეში ჯვარზე იესო მოკვდა? ჩვენ ქრისტესთან ერთად ვეცვით ჯვარს, რადგან გვწამს, რომ იესომ აიღო თავის თავზე ყველა ჩვენი ცოდვა და ამ ცოდვათა გამო ჯვარს ეცვა.
მე განვადიდებ უფალს, რომელმაც დამიხსნა ყველა ჩემი ცოდვისგან. ჩვენ გაბედულად შეგვიძლია სახარების ქადაგება, რადგან იესომ მართლები გაგვხადა. მადლობას მივაგებ უფალს ყველა ცოდვისგან ჩვენი ხსნის გამო, იმ ხალხისა, ვისი ხორციც ასეთი სუსტია და ვინც ასე მოკლებულია მის დიდებას.