მე-8 თავი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი თავი რომაელთა წერილში. ამ თავში წარმოჩენილ მთელ რიგ საკითხებში პავლე გვიცხადებს ღმერთის სამართლიანობის მოქმედების მშვენიერებას.
პირველი თემაა: “ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად.” (რომ. 8:1). ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა თუ რაოდენ ვულგარული ან დაკნინებული ვართ ჩვენს ხორცში, ღმერთის სამართლიანიბამ დაგვიხასნა ყველა ჩვენი ცოდვისგან.
მეორე თემაა: “ვინაიდან რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში.” (რომ. 8:3). ეს ნიშნავს, რომ ვინაიდან ადამიანებს არ შეუძლიათ თავის ხორცში ღმერთის მიერ მოცემული რჯულის დაცვა, იესო ქრისტემ დაიხსნა ისინი ამ ცოდვებისგან და სამსჯავროსგან, მათი ყველა ცოდვის საკუთარ თავზე აღებით ნათლობასა და სიკვდილში.
ეს მოხდა იმიტომ რომ იესო მოვიდა ამ ქვეყნად და ერთიანად იტვირთა კაცობრიობის ყველა ცოდვა იოანესგან მიღებულ ნათლობაში, რათა წუთისოფლის ყველა ცოდვა აეზიდა ჯვარზე, ჯვარცმულიყო მასზე და აღმდგარიყო მკვდრეთით ყველა იმ ადამიანის სახსნელად, ვინც ამ ჭეშმარიტებას იწამებდა. ჩვენი უფლის ეს შრომა შედგა ღმეთის სამართლიანობის შესასრულებლად და ცოდვილთა მათი ცოდვებისგან გადასარჩენად, ჩვენი მამა ღმერთის ნება სურვილით.
მესამე თემა არის: “ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან – სულიერზე.” (რომ. 8:5). ეს ნიშნავს, რომ როდესაც ვღებულობთ გადაწყვეტილებას ვიწამოთ ღმერთის, ჩვენ მისი უნდა გვწამდეს არა საკუთარ აზრებზე დაყრდნობით, არამედ ღმერთის სიტყვის თანახმად.
მეოთხე თემა არის: “თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში.” (რომ. 8:9). მათ, ვინც ირწმუნეს ღვთის სამართლიანობა, სულიწმიდა მიიღეს თავიანთ გულებში და ღმერთის შვილები გახდნენ. ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ თქვენ ვერ გახდებით ღმერთის შვილი მხოლოდ ეკლესიის ბეჯითი დასწრების გამო.
მეხუთე თემა არის: “ამიტომ ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ.” (რომ. 8:12). ეს თემა გვეუბნება, რომ მათ ვინც დახსნილ იქნა ყველა თავისი ცოდვისგან ჩვენი უფლის სახარების რწმენით, რომელმაც ღვთის სამართლიანობა განახორციელა, არ შეუძლიათ თავიანთი ხორცის მოვალენი იყვნენ და დაემონონ მას.
მეექვსე თემა არის: “ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: “აბბა, მამაო!” (რომ. 8:15). ვინაიდან ღმერთის მორწმუნეებმა სულიწმიდა მიიღეს, ისინი ახლა მამა ღმერთს მიმართავენ, “აბბა, მამაო!”
მეშვიდე თემა არის: “სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც.” (რომ. 8:16-17). ღმერთის სიმართლის მორწმუნენი არიან ის ხალხი, რომლებმაც სულიწმიდა მიიღეს, ხოლო სული წმინდის მიმღები ადამიანები ქრისტესთან ერთად მისი ცათა სასუფევლის მემკვიდრეები ხდებიან.
მერვე თემა არის: “ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე” (რომ. 8:22). ეს ნაწყვეტი გვეუბნება, რომ ღვთის სამართლიანობის მორწმუნეებიც კი განიცდიან ტანჯვას ამ მიწიერ სამყაროში ყველა დანარჩენ ქმნილებასთან ერთად, მაგრამ ამავე დროს გვაჩვენებს, რომ შემდგომ სამყაროში მათ არც კვნესა და არც ტკივილი ექნება.
მეცხრე თემა არის: “ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.” (რომ. 8:30). ეს ადგილი გვეუბნება, რომ ღმერთმა მოუწოდა ცოდვილებს თავის ძეში, იესო ქრისტეში, და თავისი სამართლიანობის მეშვეობით ყველა მათი ცოდვის ერთბაშად ჩამორეცხვით, თავის შვილებად აქცია.
და ბოლოს, მეათე თემაა: “ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთია გამამართლებელი.” (რომ. 8:33) არავის შეუძლია გაამტყუნოს ღმერთის შვილები, რომლებმაც ღმერთის სამართლიანობის რწმენით სულიწმიდა მიიღეს, როგორც ცოდვისგან მათი გათავისუფლების საჩუქარი.
ეს ათი თემა წარმოადგენს რომაელთა მე-8 თავის ძირითადი აზრის გამოხატულებას. ახლა კი ყოველ მათგანს სათითაოდ განვიხილავთ ჩვენს მომდევნო საუბარში.