(რომ. 8:1-4)
“ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან. ვინაიდან რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავის ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში. რათა აღსრულებულიყო რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად.”
რომაელთა 8:1-4 მოგვითხრობს იმაზე თუ რა სახის რწემნა გააჩნიათ ქრისტე იესოში მყოფ პიროვნებებს. ამ მუხლის საიდუმლოება იმაშია, რომ ღვთის სამართლიანობის რწმენით ჩვენ რჯულის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეგვიძლია.
მაშ როგორია რწმენა, რომელსაც ღმერთის სამართლიანობის სწამს? ეს არის რწმენა, რომელიც გვაძლევს ცოდვათა მიტევებას იესოს ნათლობის და მისი სისხლის რწმენით, რომლის მეშვეობით ჩვენმა უფალმა მსოფლიოს ყველა ცოდვა წაიღო. ამიტომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ცოდვაზე იესოს რწმენით, რომელმაც როგორც ჩვენმა მხსნელმა, ღმერთის მთელი სამართლიანობა აღასრულა. ესაა რწმენა, რომელიც მოყვება ღვთის სამართლიანობას და გამარჯვებას გვანიჭებს.
უპირველესად, რომაელთა 8:1 გვეუბნება, “ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ.” მათ, ვინც ცხოვრობენ იეწო ქრისტეში ღმერთის სამართლიანობისადმი რწმენით, ნამდვილად არა აქვთ არავითარი ცოდვა. ასეთი რწმენა დამყარებულია იესოს ნათლობასა და ჯვარცმაზე, რომლებმაც დააკმაყოფილეს რჯულის ყველა სამართლიანი მოთხოვნა. ღმერთის სამართლიანობის რწმენა ხელახლა შობილი წმინდებისთვის უმთავრეს ღერძს წარმოადგენს. სხვანაირად როგორ უნდა გახდნენ უცოდველები ჩვეულებრივი მოკვდავნი? იესო ქრისტეს მიერ ღვთის სამართლიანობისადმი მათი ურყევი რწმენით კი ყველა მათი ცოდვა ამოიშალა. ეს მოხდა იმიტომ, რომ იესომ იტვირთა თავისი სხეულით სამყაროს ყველა ცოდვა თავის ნათლობაში, მათთვის, ვისაც ღმერთის სამართლიანობის სწამს.
რომაელთა 8:3 გვეუბნება, რომ ღმერთმა “მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში” და რომ მან “ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში.” სხვა სიტყვებით, იესოს ხორცში ცოდვისათვის მსჯავრის დადებით, მამა ღმერთმა გადასცა ქვეყნიერების ყველა ცოდვა თავის მხოლოდშობილ ძეს. ჭეშმარიტების სიტყვა გამოვლენილია მათეს 3:13-17-ში (ამ საკითხის გაცილებით უფრო დეტალური განხილვა მოიძებნება ჩემს წიგნში, (“ჭეშმარიტად იშვით თქვენ წყლისა და სულისგან?”). ამ ჭეშმარიტების მორწმუნეთ ცოდვა არ გააჩნიათ, რადგან ღმერთმა მიუტევა წუთისოფელს მთელი მისი ცოდვა თავისი სამართლიანობის მეშვეობით.
“უბადრუკი ადამიანი ვარ!”
რომაელთა 7:24-დან 8:6-მდე არსებული მუხლები მოიცავენ ორ მეტად კონტრასტულ თემას. ერთ-ერთი მათგანია ცოდვის პრობლემის, სხვა სიტყვებით, ხორცისმიერი ვნებების გამო ღმერთისადმი დაუმორჩილებლობის განხილვა, ხოლო მეორე – ცოდვის ამ პრობლემის იესო ქრისტეში არსებული გადაჭრის საშუალების შესახებ მსჯელობა.
რომაელთა 7:24-25 ამბობს, “უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.” პავლე სტიროდა იმის გამო, რომ იყო უბადრუკი ადამიანი, როცა საკუთარ ხორცს აკვირდებოდა, მაგრამ მადლობას სწირავდა ღმერთს, რადგან იესო ქრისტეს მიერ იყო დახსნილი თავისი სხეულისგან. ჩვენც შეგვიძლია იმის დანახვა, რომ თუნდაც გონებით პავლე ღვთის რჯულს ემსახურებოდა, თავისი ხორცით ის ემონებოდა ცოდვის რჯულს.
პავლემ აღიარა, რომ მისი ხორცი ემსახურებოდა ცოდვის რჯულს, რაც ღმერთისათვის ცხოვრების საპირისპიროდ, მისთვის მოსაწონი არ იყო. და მაინც მან აღიარა, რომ თავისი გონებით ის ღმერთის სულის რჯულს მიჰყვებოდა. ამ ორ რჯულს შორის მომწყვდეული, პავლე თავს უბადრუკად და სასოწარკვეთილად გრძნობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან რწმენის გამარჯვება გამოხატა, როდესაც ღმერთს მადლობა შესწირა თავისი ცოდვებისგან გათავისუფლებისთვის იესო ქრისტეს რწმენით, რომელიც ღმერთის სამართლიანობის განხორციელება იყო.
მსგავსი მადლობის მიგება პავლეს მხოლოდ იმიტომ შეეძლო, რომ მას სწამდა, რომ იესო ქრისტემ გამოისყიდა ყველა მისი ცოდვა, კაცობრიობის ყველა ცოდვასთან ერთად. ქვეყნიერების ყველა ცოდვის თავის თავზე ასაღებად იესომ იტვირთა კაცობრიობის ყველა ცოდვა იოანესთან ნათლისღების გზით. ხოლო შემდეგ, მიიღო რა მსჯავრი ამ ცოდვათა გამო ჯვარზე, მან დაიხსნა ყველა მისი მორწმუნე წუთისოფლის ყველა ცოდვისგან. აი რატომ განაცხადა პავლემ რომაელთა 8:1-ში, “ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ.” მსჯავრის არქონა ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არავითარი ცოდვა არ იმყოფება მათში, ვისაც ღმერთის სამართლიანობის სწამს. ღვთის სამართლიანობის რწმენით იესო ქრისტეში მყოფ ადამიანებს არასოდეს ექნებათ გულში რაიმე ცოდვა. შეიძლება სუსტნი იყვნენ ხორციელად, მაგრამ არავითარი ცოდვა მათ არ გააჩნიათ.
ამის საპირისპიროდ, მსჯავრი ნიშნავს ცოდვის არსებობას, ესე იგი მსჯავრის ქვეშ ყოფნას. როდესაც ვინმე რაიმეს აშავებს, ჩვენ ჩვეულებრივ ამას ცოდვას ვუწოდებთ. მაგრამ ის ცოდვილია, იმიტომ რომ ღმერთის სამართლიანობის არ სწამს. ზემოთ ხსენებული მუხლები კი გვეუბნებიან, რომ მათთვის, ვინც ქრისტე იესოშია, არ არის არავითარი მსჯავრი.
თუმცაღა ეს განცხადება არაა დამყარებული ეგრედ-წოდებული გამართლების დოქტრინაზე, რომელსაც ქადაგებენ მსოფლიო რელიგიები. “რწმენის მიერ მართლად შერაცხვის კრედო” ნიშნავს ჰიპოტეტიური პრეტენზიის ქონას იმაზე, რომ პიროვნების იოსოსადმი რწმენის გამო ღმერთი მას მართლად სთვლის, თუნდაც ის პიროვნება არაა სინამდვილეში მართალი და გულში ცოდვა აქვს. მაგრამ ეს შეცდომაა. როგორ შეიძლება ღმერთმა მოიტყუოს და ცოდვილს უცოდველი უწოდოს? ის ამას არ გააკეთებს. ამის ნაცვლად რმერთი მოუწოდებს ცოდვილს და ეუბნება, “შენი ცოდვების გამო უეჭველი დაღუპვა გელის; იწამე ჩემი სამართლიანობის, რომელიც წყლისა და სულის სახარებაშია ნაჩვენები!”
დღეს-დღეობით ბევრი ცდილობს თავისი მცდარო რწმენის გამართლებას და ღმერთის სამართლიანობის დამსახურებას ამგვარი დოქტრინებისთვის მიმხრობით. მაგრამ ასეთი რწმენა ძალზე სახიფათო და მცდარია. იესო რომ ჭეშმარიტების ღმერთი არ ყოფილიყო, შესაძლოა ეწოდა კიდევაც ცოდვილისთვის თავისი მიმდევარი. მაგრამ თქვენ უნდა გაითავისოთ, რომ იესო, თვით ჭეშმარიტება, არ უწოდებს ცოდვილს მართალს და უცოდველს. ცოდვილის მართლად და უცოდველად დარქმევა შეუძლებელია ღმერთის სამართლიანობის და სიწმინდის წინაშე.
უნდა გაიგოთ, რომ ცოდვისგან გათავისუფლება მოდის არა უბრალოდ იესოსადმი რწმენით, არამედ ღვთის სამართლიანობის რწმენით, რომელიც შემდეგ თქვენს საკუთარ სამართლიანობად იქცევა. თუნდაც იესოსი გწამდეთ, ღმერთი მართალს არ გიწოდებთ, თუ არ იცნობთ და შესაბამისად არ გწამთ ღმერთის სამართლიანობის. მაგრამ დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ თანდათანობითი განწმენდის და გამართლების სწავლება ფართოდაა აღიარებული, როგორც ორტოდოქსალური ქრისტიანული დოქტრინები. მაგრამ მხოლოდ მცირედს ესმით, რომ ეგრედ-წოდებული ორტოდოქსალური დოქტრინები არ აძლევენ ადამიანს ღმერთის სამართლიანობის შემეცნების და მიღების საშუალებას. მსგავსი დოქტრინების რწმენით ბევრმა ვერ დაინახა, რომ სინამდვილეში ღმერთის სამართლიანობას ეწინააღმდეგებიან, რის გამოც უმრავლესობამ ვერ მიიღო ღვთის სამართლიანობა, ვინაიდან ეს დოქტრინები მათთვის საბოლოოდ საცდურ ქვად იქცა.
თუ გსურთ იყოთ ჭეშმარიტი ქრისტიანი თვალი უნდა გაუსწოროთ ღმერთის სიტყვას, რომ დაინახოთ, ხართ თუ არა ამ წოდების ღირსი. ამისათვის თქვენ უნდა ხედავდეთ, ისმენდეთ და გებულობდეთ წყლისა და სულის სიტყვას. ჰკითხეთ საკუთარ თავს, “სწორია ჩემი იესოსადმი რწმენა? როცა ვამბობ, რომ იესოსი მწამს, ჩვულებრივ რელიგიას ხომ არ მივსდევ? ორ ბილიკს შუა ხომ არ ვხეტიალობ და არც იესოში ვარ, აც მის გარეთ?” უკვე დროა რომ მიიღოთ ღმერთის სამართლიანობა, ირწმუნოთ იგი და იცხოვროთ იმ ჭეშმარიტების რწმენით, რომ “ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ.”
ეფესელთა წიგნში ხშირად ვხვდებით ნაწყვეტს, “ჭეშმარიტი გამოსყიდვა რომელიცაა ქრისტე იესოში.” ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა წინასწარ განგსაზღვრა და ამოგვარჩია ქრისტე იესოში ყველა ჩვენი ცოდვისგან გადასარჩენად. ადამიანები, რომლებმაც მიიღეს გამოსყიდვა ღმერთის სამართლიანობით იესოში, შეიმოსეს იესო და მათი ცოდვებიც სრულიად იქნა ამოშლილი. ამიტომ ჩვენი უფლის მიერ მოცემული წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებს არავითარი მსჯავრი არა აქვთ ქრისტე იესოში. როცა ადამიანს წყლისა და სულის სახარების სწამს, ის ღებულობს ღვთის სამართლიანობას უფალში და ქადაგებს ამ სახარებას.
იმათ ვისაც იესო ქრისტეში ღვთის სამართლიანობის სწამთ და ვინც უფალს თავის ხელში უკავია, ცოდვა არა აქვთ. ასეთია ჭეშმარიტი და სწორი პასუხი. ვინაიდან იესოს ნათლობამ და მის სისხლმა ჯვარზე ქრისტეში მყოფი ღვთის სამართლიანობის მორწმუნეთა ყველა ცოდვა გააქრო, შეუძლებელია რომ მათ ცოდვა ჰქონდეთ. ამიტომ ვინც ქრისტეშია, ნამდვილად არა აქვს არავითარი ცოდვა. ეს ჭეშმარიტება – რომ ქრისტეში მყოფთ არანაირი ცოდვა არა აქვთ – წყლისა და სულის სიტყვაში ნაპოვნი პასუხია, და ამიტომ ცოდვის პრობლემა სირთულეს არ წარმოადგენს. როცა წყლისა და სულის სახარებაში გამოცხადებულ ღვთის სამართლიანობას იწამებთ, თქვენც გახდებით სრულიად მართლები. იცოდეთ და გწამდეთ წყლისა და სულის სახარების, რომელიც ღვთის სამართლიანობას მოიცავს. მაშინ თქვენ მართალ წმინდანად იქცევით, რომელიც ქრისტეში ცხოვრობს.
დავუშვათ რომ რაიმე რთული პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი. თუ მისი გადაჭრის გზის პოვნა ნამდვილად გვსურს, უნდა ვეძებოთ პასუხი შესაძლო სიძნელეებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად. შესაბამისად, მათ ვინც იწამეს იესო, მაგრამ ჯერ არ შესულან მასში, უნდა მოიძიონ ღმერთის სამართლიანობა, რომელიც წყლისა და სულის სახარებაშია გამოცხადებული.
ზოგი ფიქრობს, რომ ქრისტიანობა მსოფლიოს მხოლოდ ერთ-ერთი მრავალ რელიგიათაგანია, და ცდილობენ თავისი ცოდვების პრობლემის გადაჭრას ისეთი დოქტრინების დაჯერებით, როგორიცაა თანდათანობითი განწმენდის დოქტრინა. მაგრამ ძალიან მალე ისინი დაინახავენ, რომ არც მსგავს დოქტრინებს, არც მათ პირად სამართლიანობას არ ძალუძთ მათი ცოდვების განწმენდა. ამის სანაცვლოდ ისინი აღმოაჩენენ, რომ მათი ცოდვის პრობლემა ადვილად წყდება წყლისა და სულის სახარების რწმენით.
თუ გსურთ იყოთ ნამდვილი ქრისტიანი, უნდა მიიღოთ ღმერთის სამართლიანობა წყლისა და სულის სახარების გულითადი რწმენით. მაგრამ რელიგიური ადამიანები ცდილობენ ღმერთის სამართლიანობის დამსახურებას ისეთი დოქტრინების მეშვეობით, როგორიცაა თანდათანიბითი განწმენდის და გამართლების დოქტრინა და ცდილობენ თავიანთი ცოდვების პრობლემის გადაჭრას თავისი საქმეებით. ასეთი რწმენა ეფუძნება მონანიების ლოცვებს, რომლებიც ვერანაირად ვერ დაიხსნიან მათ გარდაუვალი წარწყმედისგან, ვინაიდან სულ უფრო ცოდვილები ხდებიან თავიანთი ცოდვების შემხედვარე, თუნდაც მსგავსი ლოცვებით ცდილობენ ფონის გასვლას.
მაგრამ წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებმა, შეიძლება უძლურებმა ხორციელად, ცოდვის ყველა პრობლემა გადაწყვიტეს ღმერთის სამართლიანობის რწმენით. ამგვარი რწმენის მიერ ღვთის სამართლიანობის მფლობელებს არ გააჩნიათ რაიმე ცოდვა თავიანთ გონებაში და არც რაიმე მსჯავრი არსებობს მათზე.
ვინაიდან ღვთის სამართლიანობა არის იესოში
მე-2 მუხლი ამბობს, “რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.” ღმერთმა ადამიანს ორი რჯული მისცა, სიცოცხლის სულის რჯული იესოში და ცოდვისა და სიკვდილის რჯული. როგორც გვეუბნება პავლე, სიცოცხლის სულის რჯულმა გაგვათავისუფლა ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან, ყველა ჩვენი ცოდვისგან. თქვენ უნდა გაითვიცნობიეროთ და გაიგოთ პავლეს მიერ თქმული ეს ჭეშმარიტება, თუ ახალი სიცოცხლის მიღება გსურთ. ეს ჭეშმარიტება ამ წუთისოფლის ყველა მცხოვრებს თანაბრად ეხება.
სიცოცხლის სულის რჯულისადმი რწმენით ჩვენც გავნთავისუფლდით ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან; წინააღმდეგ შემთხვევში ნამდვილად დავიღუპებოდით ცოდვისა და სიკვდილის რჯულის ქვეშ. მაგრამ იესოში არსებული ღმერთის სამართლიანობის გულითადი რწმენით, - ესე იგი, იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის რწმენით, - ჩვენ მივიღეთ მისი სამართლიანობა, შევედით სიცოცხლის სულის რჯულის ქვეშ და მივიღეთ ჩვენთვის გამზადებული საუკუნო სიცოცხლე. მაშ სად შეგიძლიათ წყლისა და სულის სახარების მოძებნა, რომელსაც ყველა თქვენი ცოდვის პატიება შეუძლია? ეს არის იესოს ნათლობა, რომელიც მან იოანესგან მიიღო და ჯვარი, რომელზეც მან თავისი სისხლი დაღვარა. სხვა სიტყვებით, ღმერთის სამართლიანობა მოიძებნება წყლისა და სულის სახარებაში.
როგორია ღმერთის სამართლიანობის სახარება, რომელიც გვიხსნის ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან? ესაა კეთილი უწყება იმის შესახებ, რომ ჩვენი უფალი იშვა ამ ქვეყნად, ნათელ იღო იოანესთან ოცდაათი წლის ასაკში სამყაროს ყველა ცოდვის ასაღებად, ჯვარცმულ იქნა და აღსდგა მკვდრეთით, - ყოველივე ეს იმისათვის, რომ ცოდვებისგან გავეთავესუფლეთ, - ასეთია ღვთის სამართლიანობაზე დამყარებული სახარება.
ღმერთმა, იცოდა რა, რომ კაცობრიობა იძულებული იყო ცოდვაში ეცხოვრა თავისი უძლურების გამო, ჩაიფიქრა ყველა ცოდვილის მათი ცოდვებისგან გადარჩენა ხსნის სახარების მიცემით, რომელსაც ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან გათავისუფლება შეეძლო. ზუსტად ასეთია სახარება, რომელიც მოიძებნება იოანეს მიერ იესოს ნათლობაში და მისი ჯვრის სისხლში. ამ სახარების რწმენით ყველას შეუძლია მათი ცოდვების სიკვდილის რჯულისგან ხსნის მიღწევა – ეს ღმერთის სამართლიანობა არის სიცოცხლის რჯული, რომელმაც დაიხსნა კაცობრიობა ყველა მათი ცოდვებისგან.
ღმერთმა მისცა ადამიანს რჯულის სიტყვა და აღუთქვა რომ ამ რჯულის ნებისმიერი შეუსრულებლობა ცოდვად შეირაცხებოდა. ამავე დროს, მან ასევე დააწესა რჯული, რომელსაც შეეძლო ცოდვილების მათი ცოდვებისგან გათავისუფლება. ხსნის ეს რჯული არის ღვთის სამართლიანობაში შენახული ჭეშმარიტება, - ღვთის მადლის რჯული, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს აძლევს ყველა მის მორწმუნეს. გამოსყიდვის რჯული, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას უბოძა, არის წყლისა და სულის სახარების რწმენის რჯული – ე.ი. იესოს ნათლობა და მისი სისხლი ჯვარზე – და ეს რწმენა სიცოცხლის რჯულია, რომელსაც ძალუძს მათი შემოსვა ღმერთის სამასრთლიანობით.
მაშ ვის შეუძლია წინ აღუდგეს ამ სიცოცხლის რჯულს? ყველა ვისაც სწამს ღმერთის მიერ მოცემული წყლისა და სულის სახარების, გადაურჩება წუთისოფლის ყველა ცოდვას, და ასეთი რწმენით მიიღებს ღმერთის სამართლიანობას.
როგორ მოგცათ ღმერთმა სიცოცხლის სულის რჯული? იმით რომ მოავლინა ამქვეყნად თავისი ძე იესო, რომელიც ქალწულისგან იშვა, გადასცა მას წუთისოფლის ყველა ცოდვა იოანესთან ნათლისღების გზით, რის შემდეგ ის მოკვდა ჯვარზე ამ ცოდვათა გამო და აღსდგა მკვდრეთით – ამგვარად წუთისოფლის ყველა ცოდვის განადგურებით. ამით იესო ყველა ცოდვილის მხსნელი გახდა. ყველა ამ ჭეშმარიტების მორწმუნეს ღმერთმა არგო ცოდვების მიტევება და ახალი სიცოხლე. ასეთია სიცოცხლის სულის რჯული, რომელიც მან მოგვმადლა.
მაშ რა არის ცოდვის და სიკვდილის რჯული? ესაა მცნებები, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას მისცა. ღვთის მიერ დადგენილი რჯული ჰყოფს თავის მცნებებს იმაზე რაც უნდა აკეთონ ადამიანებმა და იმაზე რისი გაკეთებაც მათ ეკრძალებათ. ამ მცნებების მცირედი დარღვევაც კი წარმოშობს ცოდვას, რომლის საფასურიც ჯოჯოხეთში დასჯით უნდა დაიფაროს.
ამრიგად, ყველა იყო სიკვდილის რჯულის ქვეშ მომწყვდეული, მაგრამ იესო ქრისტემ გაგვათავისუფლა ამ სიკვდილის რჯულისგან თავისი ნათლობით და ჯვარზე სისხლის დაღვრით. სხვა არავის, თუ არა იესოს შეუძლია ცოდვილების დახსნა მათი ცოდვებისგან, და არ არსებობს სხვა გზა, მის მიერ მოცემული წყლისა და სულის სახარების გარდა, რომელსაც ყველა ჩვენი ცოდვებისგან გათავისუფლება შეუძლია. ამიტომ უნდა იცოდეთ და გწამდეთ იმის თუ როგორ მოვიდა ამქვეყნად იესო თქვენს სახსნელად და რა არის ღმერთის სამართლიანობა.
მაგრამ დღეს მაინც ბევრია, ვინც აღიარებს იესოს რწმენას და დაწვრილებით იცის რჯული – რა თქმა უნდა, ცოდვისა და სიკვდილის რჯული – და მაინც სრულებით არ უწყიან წყლისა და სულის სახარებას, რომელმაც ისინი ყველა მათი ცოდვებისგან დაიხსნა. მრავალს ჯერ კიდევ უმეცრად სწამს იესოსი. აქედან სჩანს, თუ რა დიდხანს იყო თვალს მოფარული წყლისა და სულის სახარება. ეს სახარება განსხვავებულია იმ სახარებისგან, რომელიც მარტო ჯვრის რწმენას შეიცავს. ბევრი ადამიანი ამყარებს თავის რწმენას იესოს ჯვრის სისხლზე, მაგრამ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ იესომ ჯვარზე სისხლი დაღვარა, რადგან მან იოანესგან მიღებული ნათლობის დროს იტვირთა წუთისოფლის ყველა ცოდვა, და არა როცა ჯვარცმულ იქნა.
უნდა დაინახოთ, რომ ამ ცოდნაში განსხვავება საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას თუ სად ხვდება ადამიანი – სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში. შესაძლოა უმნიშვნელო სხვაობად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ორი თვალთახედვა ღრმად დაპირისპირებულია ერთი მეორისგან და სრულიად განსხვავებული შედეგიც მოაქვთ. აი რატომ, როცა თქვენ იესოსი, როგორც თქვენი მხსნელის რწმენა გსურთ, ის წყლისა და სულის სახარებაზე უნდა ააშენოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ ყველა თქვენი ცოდვებისგან გათავისუფლებას. და მაინც ძალიან ხშირად, ბევრი, ვინც დღეს-დღეობით იესოს რწმენას აღიარებს, უცოდინარი რჩება ღვთის სამართლიანობის მიმართ.
ასეთი ადამიანები ცდილობენ ღვთის წინაშე დგომას რაც შეიძლება მცირე ცოდვების ჩადენის ხარჯზე და საკუთარი ძალისხმევით განწმენდას. მაგრამ ღმერთის სამართლიანობა არაა ის, რაც მიიღწევა ადამიანის აზრებით, ძალისხმევით ან საქმეებით. მხოლოდ წყლისა და სულის სახარებაში დაფარული გამოსყიდვის ჭეშმარიტების რწმენით შეძლებს პიროვნება ღმერთის სამართლიანობის დამკვიდრებას. იმ ხალხის რწმენა, ვინც ცდილობს რჯულისადმი მორჩილებით თავის განწმენდას, სულელური რწმენაა. არავის ძალუძს რჯულის ყველა მოთხოვნის დაცვა.
ცოდვისათვის მსჯავრის დადება იესოს სხეულში
მე-3 მუხლი ამბობს, “ვინაიდან რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავის ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში.” ამ ნაწყვეტში მოჩანს თუ რამდენად დეტალურია პავლეს მოწმობა წყლისა და სულის სახარებაზე. აქ პავლე მოციქული გვეუბნება თუ როგორ დააკისრა მამა ღმერთმა სამყაროს ყველა ცოდვა იესოს: ”მოავლინა თავის ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში.”
რას ნიშნავს გამონათქვამი, რომ ღმერთმა მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში? ეს ნიშნავს, რომ მამა ღმერთმა მოავლინა ამ ქყვეყნად თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ის მონათლულიყო იოანეს მიერ და მის სხეულზე სამყაროს ყველა ცოდვა გადასულიყო, რითაც მორწმუნეთა ყველა ცოდვა სამუდამოდ ამოიშლებოდა. აი რატომ არის ნათქვამი, “რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა. . .შეძლო.” ქვეყნიერების ყველა ცოდვა ღმერთმა იმით ამოშალა, რომ გადასცა ისინი თავის ძეს. მისი ჯვარზე სიკვდილით და აღდგომით კი დასრულდა ყველა ცოდვის განადგურება.
ეს არის ჭეშმარიტების სახარება, რომელიც თქვენ გიხსნით, წყლისა და სულის სახარება. ის რაც ჩვენმა უფალმა უთხრა ნიკოდემოსს იოანეს 3:5-ში, “ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში,” – სწორედ ამ სახარებას წარმოადგენს. ამ სახარებაში არსებული ღმერთის სამართლიანობა გამომჟღავნდა იესოს ნათლობაში, მის სიკვდილში ჯვარზე და მის მკვდრეთით აღდგომაში.
მათეს 3:15 ამბობს, “მიუგო იესომ და უთხრა მას: (იოანე ნათლისმცემელს), “ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.” მაშინ მიუშვა იგი.” ეს ნაწყვეტი ღმერთის სამართლიანობის და მისი იესოში გამოხატულების მოწმობის მატარებელია. როცა იესო მოვიდა გალილეიდან იორდანეს მდინარეზე მოსანათლავად, იოანე წინ აღუდგა, - “მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?” მაგრამ იესომ მკაცრად უბრძანა იოანეს, “ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.”
მაშ რას ნიშნავს “მთელი სიმართლის აღსრულება”? ეს ნიშნავს, რომ იესომ აიღო თავზე წუთისოფლის ყველა ცოდვა იოანესგან მიღებულ ნათლობაში. როცა იესო მონათვლის შემდეგ ამოვიდა წყლიდან, ცა გაიხსნა მის თავზე და ღვთის სული მტრედის მსგავსად გადმოვიდა მასზე. შემდეგ კი, “აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.” ღმერთმა მოიწონა იესოს ნათლობა, რომლის მეშვეობით მან სამყაროს მთელი ცოდვა აიღო. აქ ჩვენ ვხედავთ სამპიროვნული ღმერთის სამივე პირს, მამას, ძეს და სული წმინდას, რომლებმაც გადაწყვიტეს კაცობრიობის ცოდვებისგან ხსნა და თავისი აღთქმის შესრულება.
წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ზეცა გაიხსნა იესოსთვის, როცა იგი მოინათლა და ციდან ხმა იყო, რომელიც ამბობდა, “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.” ეს ნიშნავს, რომ მამა ღმერთმა მოიწონა ის ფაქტი, რომ მისმა ძემ იოანესთან ნათლობის გზით ერთბაშად აიღო ქვეყნიერების ყველა ცოდვა. ამგვარი მონათვლის გამო, და იმიტომ რომ ამ ნათლობაში სამყაროს ყველა ცოდვა მის სხეულზე გადავიდა, იესომ აღასრულა მთელი სიმართლე, რის შემდეგ ეცვა ჯვარს და აღდგა მკვდრეთით.
სხვა სიტყვებით, იესო მოინათლა იოანეს მიერ ღვთის მთელი სიმართლის აღსასრულებლად, რის შემდეგ მოკვდა ჯვარზე. ამ ნათლობას და სიკვდილს უნდა აღესრულებინა ღმერთის მთელი სიმართლე. იესომ იტვირთა წუთისოფლის ყველა ცოდვა თავისი ნათლობით და სწორედ ამიტომ შეეძლო სისხლით დაცლილიყო ჯვარზე. მკვდრეთით აღდგომით კი მან ღმერთის სრულყოფილი ნება საბოლოოდ განახორციელა.
“ღმერთის მთელი სიმართლე” ნიშნავს კაცობრიობის მისი ყველა ცოდვებისგან დახსნის შრომას. ამ სამართლიანი ქმედების შესასრულებლად იესომ ყველა ადამიანის ცოდვა აიღო თავის ნათლობაში და ჯვარზე სისხლი დაღვარა. ღვთის მთელი სიმართლე შესრულდა ყველაზე უფრო სამართლიანი და სათანადო გზით. იესოს ნათლობა, სისხლი და აღდგომა არის ის, რამაც აღასრულა ღმერთის სამართლიანობა და ამ სამართლიანობამ გვაქცია მართლებად, ჩვენს თავში თვით ღვთის სამართლიანობის მატარებლებად. სამპიროვნულმა ღმერთმა ეს დაგეგმა, იესომ ეს განახორციელა, და სულიწმიდა დღესაც მოწმობს ამ სამართლიანობის შესახებ. უნდა გწამდეთ იმ სიტყვის, რომ ღმერთმა “მოავლინა თავის ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში.”
ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეგიძლიათ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე რჯულის ყველა მოთხოვნის პირნათლად შესრულება? რა თქმა უნდა, ძალიან ეცდებით მათ დაცვას, მაგრამ სრულყოფილად ვერასოდეს შეძლებთ რჯულის შესრულებას. როდესაც რჯულის უმცირეს მუხლს არღვევთ, თქვენ არღვევთ მთელ რჯულს (იაკობ. 2:10), აი რატომ ყველა უკლებლივ ხდება აბსოლუტური ცოდვილი რჯულის წინაშე.
შესაძლოა გულრწფელად გსურდეთ რჯულის შესრულება და ძალა არ დაიშუროთ ამისათვის, მაგრამ ღმერთის სამართლიანობა, რომელსაც ის ჩვენგან მოითხოვს, ვერასოდეს მიიღწევა რჯულის დაცვით. უნდა დაინახოთ, რომ ერთადერთი მიზეზი რომლის გამოც ღმერთმა თავისი რჯული მოგვცა, იყო ჩვენთვის ჩვენი ცოდვების დანახვა. ვინაიდან სუსტები ვართ ხორციელად, არავის შეგვიძლია ღმერთის რჯულის სრულყოფილად დაცვა.
აი რატომ ღმერთმა, ჩვენი ცოდვებისგან სრულყოფილი გადარჩენისთვის, მოავლინა ამქვეყნად თავისი ძე რომელიც იოანე ნათლისმცემლისგან მოინათლა ყველა ადამიანის ცოდვების ასაღებად. სხვა სიტყვებით, იესოს ხორცში მონათვლის მიერ წუთისოფლის ყველა ცოდვა მის სხეულზე გადავიდა. ამიტომ ამბობს წერილი, რომ ღმერთმა “მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში”, სახელდობრ, იესოს ხორცში და ასე გაგვხადა უცოდველები.
უნდა ვიცოდეთ და გვწამდეს იმის, თუ როგორ გააქრო ღმერთმა ჩვენი ცოდვები. კაცობრიობის წარმომადგენლის, იოანე ნათლისმცემლის მიერ იესოს მონათვლით ღმერთმა მას ყველა ჩვენი ცოდვა დააკისრა, რის შემდეგ იესომ სამყაროს ყველა ცოდვა აზიდა ჯვარზე და მათი საზღაურის ჩვენს ნაცვლად დაფარვის შემდეგ, სისხლით დაიცალა და მოკვდა მასზე. ხოლო მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით მან ამ ჭეშმარიტების ყველა მორწმუნეს გზა გაუხსნა გამოსყიდვისკენ. ასე დაგეგმა და განახორციელა ღმერთმა ჩვენი ცოდვისგან ხსნა.
ამიტომ უნდა გვწამდეს გულში, რომ იესოს ნათლობა და მისი ჯვარზე დაღვრილი სისხლი ჩვენს ცოდვათა მიტევების საფუძველია. ვისაც ღვთის სამართლიანობის რწმენა სურს, უნდა იწამოს იესოს ნათლობა და მისი ჯვრის სისხლი.
თქვენც ამის შესაბამისად უნდა გწამდეთ, რათა ყველა თქვენი ცოდვისგან გამოსყიდვა მიიღოთ, სრულყოფილად გამართლდეთ და გახდეთ უცოდველი. სწორად უნდა გესმოდეთ თუ როგორ გააქრო ღმერთმა თქვენი ცოდვები, მიჰყვეთ მის ნებას და გწამდეთ მის წინაშე ამ ფაქტების, თქვენი საკუთარი ძალისხმევის იმედის ნაცვლად.