• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 8-3] ვინ არის ქრისტიანი? (რომ. 8:9-11)

(რომ. 8:9-11)
“თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.”
 

არის თუ არა პიროვნება ნამდვილი ქრისტიანი განისაზღვრება იმით, ცხოვრობს თუ არა მასში ღვთის სული. რანაირად შეიძლება ითვლებოდეს პიროვნება ქრისტიანად, მისი იესოსადმი რწმენის მიუხედავად, თუ მის გულში წმინდა სული არ ცხოვრობს? პავლე გვეუბნება, რომ ის კი არაა მთავარი შეკითხვა, გვწამს თუ არა იესოსი, არამედ ის, გვწამს ჩვენ მისი თუ არა ღმერთის სამართლიანობის გამოცხადებით. ჭეშმარიტი რწმენა, რომელიც წმინდებს მოეთხოვება არის რწმენა, რომელიც სულიწმიდას მათში ცხოვრების საშუალებას აძლევს. თქვენში სულიწმიდის არსებობა განაპირობებს თქვენი ქრისტიანობის სინამდვილეს.
ამრიგად პავლე ამბობს, “ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.” მან სთქვა “ვისაც.” მნიშვნელობა არა აქვს, ღვთისმსახურია პიროვნება, მახარობელი თუ გამოღვიძების მქადაგებელი. თუ მას გულში წმინდა სული არა აქვს, ის მისი არ არის. უნდა გახსოვდეთ, რომ თუ არ გწამთ ღმერთის სამართლიანობის, რომელსაც წმინდა სულის მიღებასთან მიყავხართ, ხართ ცოდვილი, რომელსაც ჯოჯოხეთში მოხვედრა უწერია. ამიტომ ყველამ დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ წყლისა და სულის სახარებას, რომელიც ღმერთის სამართლიანობას მოიცავს.
თუ ჩვენში სულიწმიდა ცხოვრობს, ეს ნიშნავს, რომ დავიხოცეთ ცოდვისთვის ქრისტეს ნათლობისადმი რწმენით. მაგრამ ჩვენი სული ცოცხალია ახლად მიღებული სამართლიანობის გამო. უფრო მეტიც, უფლის მეორედ მოსვლის დღეს ჩვენი მოკვდავი სხეულები ასევე მიიღებენ სიცოცხლეს. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ის, რომელმაც ჩვენ სულიწმიდა მოგვანიჭა.
თუ ღმერთის სამართლიანობის რწმენა არ გაგაჩნიათ, ქრისტეს არ ეკუთვნით. მეორე მხრივ, თუ გწამთ ღმერთის სამართლიანობის, თქვენში ღვთის სული ცხოვრობს. ამ რწმენის გარეშე წმინდა სული ვერ იბატონებს თქვენზე. ამიტომ, თუ არ გაქვთ გამოცხადების სიტყვა, რომელიც შეიცავს ღმერთის სამართლიანობას, ქრისტეს არ ეკუთვნით, თუნდაც ყოველკვირეულ საეკლესიო კრებაზე გარეგნულად იმეორებდეთ მოციქულთა რწმენის აღიარებას. თუ ქრისტეს არ ეკუთვნით, თქვენი სული წყევლის ქვეშ რჩება, რაც საუკუნო წარწყმედამდე მიგიყვანთ, მიუხედავად იმისა თუ როგორ გწადდათ კეთილის კეთება.