• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 8-4] ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა (რომ. 8:4-11)

(რომ. 8:4-11)
“რათა აღსრულებულიყო რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად.” ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან – სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა.” იმიტომ რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.” ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ აამონ ღმერთს. თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიცოცხლისათვის. ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.”


უცხოეთის მისიები წარმატებულად მოღვაწეობენ ლიტერატურის გავრცელების მეშვეობით, რასაც ჩვენც ამჟამად ვანხორციელებთ. ვიკურთხებით, როცა ღმერთის სიტყვას ვკითხულობთ და ჩვენი რწმენაც იზრდება, რადგან გვწამს მისი ნათქვამის. 
ადამიანები იტანჯებოდნენ გასული ხუთი საუკუნის განმავლობაში, რადგან ტყუვდებოდნენ ისეთი ცრუ დოქტრინებით, როგორიცაა თანდათანობითი განწმენდის, გამართლების და სხვა დოქტრინები, რომლებიც ამბობდნენ, რომ გამოსყიდვის მიღწევა შესაძლებელია მონანიების ლოცვების მეოხებით.
რომაელთა 8:3 გვეუბნება, რომ ღმერთმა გააკეთა ის, რისი გაკეთებცა რჯულს არ შეეძლო, რადგან ხორცის მიერ იყო დაუძლურებული. ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში, მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში და გაასამართლა ის, რათა ყველა ჩვენი ცოდვისგან დავეხსენით.
დღეს-დღეობით ჩვენ ვუბრუნდებით რომაელთა 8:4-11-ს ღვთის ჭეშმარიტების მოსაძებნად.  8:3-4 გვეუბნება, “ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში. რათა აღსრულებულიყო რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად.” იბადება შეკითხვა, რას ნიშნავს ყოველივე ეს?

 

რას ნიშნავს არ ცხოვრობდე ხორციელად?


ეს ნიშნავს არ ეძებდე ხორცის სარგებელს. საკითხი ეხება ხორცის ვნებების და სულის სურვილების გარჩევას და იმათგან განშორებას, ვინც არ ემორჩილება ღმერთის სიტყვას. მე-5 მუხლი ამბობს, “ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ.” რას გამოხატავს სიტყვა “ხორციელზე”? აქ ნათქვამია ადამიანებზე, რომლებიც ეკლესიის დასწრების მიუხედავად მხოლოდ თავის პირადულ ნება-სურვილებს მიჰყვებიან.
მარტივად რომ ვთქვათ, ქრისტიანები არ უნდა დადიოდნენ ეკლესიაში ამქყვეყნიური გამორჩენის მიზნით. ეს ხორციელად ცხოვრებას ნიშნავს. ასეთი ადამიანები, იმედოვნებენ რა რეგულარული და ერთგული მყიდველების მოძიებას, მსხვილი კონგრეგაციების მქონე ეკლესიებში მიდიან თავისი ბიზნესის წარსადგენად და გასარეკლამებლად. ისინი დადიან ეკლესიაში და სწამთ იესოსი მხოლოდ საკუთარი ხორცის სარგებლის გამო.
არიან სხვებიც, ვინც სექტარიანიზმს ქადაგებს ქრისტიანულ საზოგადოებაში. ესენი, ისევე როგორც მხოლოდ მატერიალური კურთხევების მქადაგებლები, არიან ადამიანები, რომლებიც ხორციელად ცხოვრობენ და ხორციელზე ფიქრობენ.
ჩვენს ქრისტიანულ საზოგადოებაში სექტარიანიზმს ადვილად ვხვდებით. მაშ ვინ არიან ეს სექტანტები? ესაა ხალხი, ვინც თავს იტყუებს თავისი დენომინაციის უპირატესობის დამახინჯებული რწმენით. ისინი იძახიან, რომ მათი სექტები დაფუძნებულ იქნა ამა და ამ პიროვნების მიერ, რომ ჰყავთ ცნობილი თეოლოგები, რომ არიან მსხვილი, მსოფლიოში ცნობილი და ძლიერი ტრადიციების მქონე ორგანიზაცია, და ასე შემდეგ. მთელი ეს ტრაბახი შეადგენს ამგვარი ადამიანების ამაოებას და მათ საკუთარ განსაკუთრებულ სარწმუნოებას აყალიბებს. ასეთი მორწმუნენი მრავლად არიან მსოფლიოში.
სექტანტებს იესო საკუთარი ხორციელი გამორჩენის გამო სწამთ. ხორციელად მცხოვრებნი იკვეხნიან თავიანთი ეკლესიებით და ამ ეკლესიების წევრობიდან გამომდინარე მიღებული მატერიალური კურთხევებით. ზოგ ეკლესიას დასახული აქვს ისეთი საზოგადოებრივი მიზნები, როგორიცაა “გიყვარდეთ თქვენი მეუღლე.” მაგრამ სწორედ ასეთი რამ ააშკარავებს მათ, “ვინც ხორციელად ცხოვრობენ.” შეჰფერით კი ეკლესიებს ყურადღების კონცეტრირება მეუღლეების მიმართ სიყვარულზე, როგორც თავიანთ მიზანზე? არა, არ შეჰფერით. ნიშნავს ეს, რომ საკუთარი მეუღლეები არ უნდა გვიყვარდეს? რა თქმა უნდა არ ნიშნავს! მაგრამ მსგავსი საკითხები, რაოდენ კეთილშობილადაც ან მიმზიდველად არ უნდა გამოიყურებოდნენ, არ შეიძლება ჩვენი ეკლესიის მთავარ მიზნებად გვესახებოდნენ. 
ისინი ვინც ხორციელად ცხოვრობენ, ფიქრობენ ხორციელზე. მეტად ბევრი ღვთის მსახური დღესდღეობით ასეთ პიროვნებებად იქცა და მხოლოდ თავიანთი ეკლესიის მრევლის ზრდით, შესაწირავით და ახალი ნაგებობებით არიან დაინტერესბული. ეს საკითხები ახლა მათი რწმენის ძირითად მიზნად იქცა. მათი უდიდესი საწადელი კიდევ უფრო დიდი, მაღალი და მსხვილი ეკლესიების აშენება გახდა. თუნდაც გარეგნულად იძახიან, რომ უფრო მეტი მრევლის თავმოყრის მიზანი – მათი ზეცისკენ წაძღოლაა, და სხვა მრავალი მსგავსი გამართლება, მათი უმთავრესი მიზანი კიდევ უფრო მეტი ფულის შოვნაა კიდევ უფრო დიდი საეკლესიო შენობების ასაგებად.
იმისთვის რომ ხორციელზე აფიქრებინონ, თავიანთ მიმდევრებს ისინი რელიგიურ ფანატიკოსებად აქცევენ. ზოგიერთმა ხუცესმა თავისი წარმატება მრევლის ფანატიკოსებად, შეშლილებად, მანიაკებად და უკიდურესად შემცდარ პიროვნებებად ქცევის თავის დესტრუქციურ უნარზე ააშენა.

 

ისინი, ვინც ღვთის სულით ცხოვრობს


და მაინც, არსებობენ ქრისტიანთა შორის ისეთებიც, ვინც ნამდვილად ცხოვრობს ღვთის სულის თანხმად. ასეთი ხალხი ღმერთის სიტყვას უჯერებს თავის სიცოცხლეს, საკუთარი აზრის ნაცვლად, წმინდა წერილში დაწერილის სწამთ, აკეთებენ ღმერთისათვის მოსაწონს და ქადაგებენ წყლისა და სულის სახარებას.
ბიბლია ამბობს, რომ ისინი, ვინც სულიერად არიან, სულიერზე ფიქრობენ. თუ ყველა ჩვენი ცოდვის მიტევება მივიღეთ ღმერთის სამართლიანობის რწმენით, უგონოდ არ გვმართებს ცხოვრება, არამედ სულის საქმეებზე ფიქრით. სულიერად მცხოვრებნი სულიერად აზროვნებენ და რწმენით აკეთებენ სულის საქმეებს. ბედნიერია ის, ვინც სულიერისთვის იღწვის. ასეთია ღვთისათვის მოსაწონი ხალხი, რომლებიც სხვებს წუთისოფლის ცოდვებისგან იხსნიან და ცხოვრობენ რწმენით. რადგან ცოდვები მოგვეტევა, სულიერზე უნდა ვიფიქროთ და მის თანახმად ვიცხოვროთ.
ჩვენი სიცოცხლის მიზანი სულიწმიდის შრომის შესრულებაა, რაც წყლისა და სულის სახარების ქადაგებას წარმოადგენს. ასე ვამყარებთ ჩვენს ფიქრებს სულიერზე. რამდენადაა თქვენი გონება სულიერზე დამყარებული? ჩვენ სულიერ ბრძოლაში ვართ ჩაბმულები და სულიერს უნდა მივყვებოდეთ ღმერთის სამართლიანობის რწმენით და მისი ქადაგებით. მუდამ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე რაც მოსაწონია უფლისათვის და ვაკეთოთ სულის საქმეები ღვთის შრომაზე კონცეტრირებით, თუნდაც სუსტები და შეცდომებით სავსენი ვიყოთ. როცა რაიმე საქმე მიღწეულია, ისევ უნდა ვიღვაწოთ უფლისათვის მოსაწონ კიდევ უფრო მეტ საქმისთვის.
ამჟამად ჩვენ ლიტერატურის მეშვეობით წყლისა და სულის სახარებას მთელ მსოფლიოში ვქადაგებთ. ყოველდღიურად 200-300 ადამიანი ღებულობს ჩვენს უფასო ქრისტიანულ წიგნებს, ხოლო ვებ-გვერდიდან - ელ-წიგნებს. დღეს-დღეობით ჩვენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მაცხოვრებლისთვის წყლისა და სულის სახარების ქადაგებისთვის რწმენით ვიღწვით, რითაც თქვენთან ერთად ღვთის ეკლესიაში სახარებას ვემსახურებით. სულიერზე რომ არ გვეფიქრა, სულის ასეთ ნაყოფს ვერ მივიღებდით. უფლის თითოეული საქმე უნდა განვახორციელოთ სულიერზე გონების დამყარებით. მაშინ მოსაწონი ვიქნებით ჩვენი სულიერი საქმროსთვის, იესო ქრისტესთვის, ბიბლიის იგავების წიგნის 31-ე თავში მოხსენიებული სათნო ცოლის მსგავსად. 
მე-8 მუხლი ამბობს, “რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ აამონ ღმერთს.” ეს ნათქვამია მათზე, ვისაც არ მიუღია თავიანთი ცოდვების მიტევება. “იმიტომ რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია. ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ აამონ ღმერთს.” (რომ. 8:7-8). ამიტომ ცოდვილებს, ვისაც არა აქვთ სული წმინდა, არც ღვთის საქმეების კეთება და არც მისი მოწონების დამსახურება შეუძლია.
ცოდვილები არც ღვთის რჯულს და არც ღმერთის სამართლიანობას არ ემორჩილებიან. ისინი ვერ აამებენ ღმერთს. ეს ხდება იმის გამო, რომ მათ არ ესმით თუ რა არის ღმერთის ნება-სურვილი, ვინაიდან სულიწმიდა არ ცხოვრობს მათში. ის რაც მოსაწონია უფლისათვის, არის წყლისა და სულის სახარების მეშვეობით მთელი კაცობრიობის ცოდვათა მიტევება. ცოდვილთა მიერ ღმერთისთვის გალობა და მისი განდიდება მისთვის არაა მოსაწონი. 
ღმერთს არ აამებს როცა ცოდვილემი მას განადიდებენ. რაოდენ მაღლა არ უნდა აღმართონ ცოდვილებმა ხელები მის განსადიდებლად და რამდენი ცრემლიც არ უნდა ღვარონ განდიდებისას, ისინი ვერ აამებენ უფალს. ცოდვილი ქრისტიანები ცდილობენ აამონ ღმერთს თავისი ემოციებით დამთვრალნი. მაგრამ ვერაფრით ასიამოვნებენ უფალს. ცოდვის მქონენი ვერ აამებენ უფალს, რადგან არიან ცოდვილები. რამდენიც არ უნდა ეცადონ, ცოდვილები ღმერთს თავს ვერასოდეს მოაწონებენ. საქმე იმაში არ მდგომარეობს თუ რა ძლიერ სურთ მათ ღვთისათვის მოწონება; საქმე იმაშია, რომ მათთვის ამის მიღწევა არსებითად შეუძლებელია.
სიამოვნებს ღმერთს ის რომ ადამიანები უზარმაზარ ეკლესიებს აგებენ? არა. თუ აუცილებელია უფრო დიდი ზომის ეკლესიაში გადასვლა, რა თქმა ასეთი ზომის ეკლესია უნდა აშენდეს. მაგრამ უზარმაზარი ტაძრის შენება მხოლოდ შენობის გულისთვის სულაც არ არის ღმერთისთვის მოსაწონი.  
მაგალითისთვის, ერთმა საკრებულომ ჩემს ქალაქში ცოტა ხნის წინ 3 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ახალი საეკლესიო შენობის ასაგებად, მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე შენობა ზუსტად მის პირდაპირ იყო განლაგებული და შესანიშნავი ზომისა და მოცულობის იყო. მაშინ როდესაც მრევლის რიცხვი უკეთეს შემთხვევაში 200-300 ითვლიდა, ნუთუ ნამდვილად ასე აუცილებელი იყო ამგვარი ტაძრის აშენება? ღმერთის ეკლესია აგურებით არაა ნაშენები. ღმერთი გვეუბნება რომ ჩვენ ვართ მისი ტაძარი და რომ ღვთის სული ცხოვრობს მართალთა გულებში.
აუცილებლობის შემთხვევაში დიდი ზომის ტაძრის აშენება გამართლებულია, მაგრამ თვით ტაძრის ზომაზე ყურადღების გამახვილება ანიჭებს უფალს დიდებას? რა თქმა უნდა არა. ეკლესიის შენობაში უფრო მეტი მრევლის თავმოყრაა ღმერთისთვის დიდების მისაგები? არა, ეს არაა საკმარისი იმისთვის რომ ღმერთს ვაამოთ. ხორციელები ვერ პოულობენ მოწონებას უფლის თვალში.
ზოგჯერ არსებობენ მართალი ადამიანებიც, რომლებიც ხორცის სარგებელს ეძებენ. ასეთი პიროვნებები ვერ აამებენ უფალს. მართალთა შორის ჯერ კიდევ არსებობენ ზოგიერთნი, ვინც ცოდვილთა მსგავსად ჯერ კიდევ დამონებულნი არიან თავისი ხორცის ზრახვებს. ვერც ასეთი ადამიანები ასიამოვნებენ ღმერთს. სინამდვილეში მათ არ ძალუძთ ჯანმრთელი ცხოვრების გაწევა ეკლესიაში; ისინი წუწუნებენ, ბრაზობენ ღვთის ეკლესიაზე და საბოლოო ჯამში სტოვებენ მას.
ამიტომ ჩვენ, მართლებმა, ღმერთისათვის მოსაწონ და მართალ ცხოვრებას უნდა ვეწეოდეთ, და არა მხოლოდ ხორციელი სარგებლის მაძიებელ ცხოვრებას. უნდა ვიფიქროთ ღმერთის საქმეებზე და მის სამართლიანობაზე, ვემსახუროთ მისი სიმართლის საქმეებს და გამოვიყენოთ ჩვენი სხეულები, გონება და საკუთრება როგორც ღმერთის სამართლიანობის იარაღი. ასე უნდა ვეწეოდეთ ღვთისათვის მოსაწონ ცხოვრებას.

 

ისინი ვინც ქრისტეს სულში არიან


მოდით ერთად წავიკითხოთ მე-9 მუხლი. “თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.”
ეს ნაწყვეტი, პავლეს თანახმად, ნიშნავს რომ თუ გვწამს წყლისა და სულის სახარების – სხვა სიტყვებით, თუ გვწამს ღვთის სამართლიანობის, და გამოსყიდულ ვიქენით ჩვენი ცოდვებისგან, აღარა ვართ ხორცში, არამედ სულში. თუ ვინმეს გულში სულიწმიდა აქვს, ასეთი პიროვნება ქრისტეშია, ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მას არ ეკუთვნის.
ამიტომ ჩვენ არ ვართ ხორციელები, არამედ სულიერები. ჩვენ, ვინც ღვთის სულში ვიმყოფებით და დახსნილი ვიქენით ცოდვისგან წყლისა და სულის სახარებით, არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ვართ სიმართლის მეომრები, რომელთაც ძალუძთ აამონ ღმერთს, როგორც მართლებმა ქრისტეში. არ უნდა დავღონდეთ ჩვენი ხორცის უძლურებით, არამედ ვაამოთ ღმერთს ჩვენი რწმენით იმისა, რომ ჩვენ, თუმცა სუსტნი ვართ, მას ვეკუთვნით და მასში ვართ, და ამიტომ ვართ მისი მუშაკები.
უნდა ვიცოდეთ, რომ არ გვაქვს უფლება მხოლოდ ხორცის სარგებლის ძიებისა მას შემდეგ რაც ხელახლა ვიშვით. უნდა ვცხოვრობდეთ იმის ცოდნით, რომ მართლებს მხოლოდ ღმერთის სამართლიანობისთვის ცხოვრება უწერიათ. მე-10 მუხლი გვიჩვენებს თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ ქრისტიანები: “და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისთვის.” 
ჭეშმარიტად, ჩვენ, ჩვენი სხეულები, ჯვარცმულ იქნენ იესო ქრისტესთან ერთად და დაიხოცნენ ჩვენი ცოდვების გამო. ჩვენ დავიხსენით ყველა ცოდვისგან ღვთის სამართლიანი შრომით. ამ სამართლიანობის გამო, მართალთა სულები ამჟამად მარადიულ სიცოცხლეს ფლობენ. საუკუნო სიცოცხლე! უნდა ვუწყოდეთ, რომ ის მორწმუნეები, ვინც გამარლთდნენ, აღარ უნდა ცხოვრობდნენ მხოლოდ თავისი ხორცისთვის. ვინც არ ცხოვრობს ღვთის სამართლიანობისთვის ხელახლა შობის მერე, შორს არის მისი კურთხევებისგან.
ჩვენი ბედი – ღმერთის სამართლიანობისთვის ცხოვრებაა. შესაძლოა ზოგი თქვენგანი, წყლისა და სულის სახარებისგან ხელახლა შობის შემდეგ, ფიქრობდა სასოწარკვეთით, “ბიბლია ამბობს, რომ ხორციელები ვერ ასიამოვნებენ ღმერთს. ეტყობა მე ერთ-ერთი მათგანი ვარ.” მაგრამ ეს სიმართლე არაა. ღმერთმა აღგვადგინა იმისთვის რომ გვეცხოვრა, როგორც მისი სამართლიანობის ჯარისკაცებს.
ზოგი ასე ფიქრობს რადგან შესაძლოა არასწორად გაიგეს ბიბლია. თუნდაც ზოგი მართალი ფიქრობს, რომ არ შეუძლია ღვთის მიხედვით ცხოვრება, რადგან მათი სხეულები ხორციელად ცხოვრობს და არიან სუსტნი, ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი, ვისაც აქვთ სულიწმიდა, ხარობენ ღვთის საქმეების კეთებისას. ღმერთის საქმეებში მონაწილოეობა მათ ბედნიერებას ანიჭებს, სიხარულს და ჯანმრთელობას. მეორე მხრივ, ღვთის საქმის კეთების გარეშე ცხოვრება არის მოტივაციის და მიზნის გარეშე ცხოვრება, რომელიც წყევლითაა სავსე.
მას შემდეგ, რაც წყლისა და სულის სახარება მივიღეთ და ღმერთის სამართლიანობაში ვცხოვრობთ, ჩვენში სულიწმიდაა დავანებული. სულიწმიდა გადმოდის ყველა იმ ადამიანზე და ცხოვრობს მათში, ვინც მიიღო გამოსყიდვა. რა მოსდით იმათ, ვისშიც სული წმინდაა დავანებული? ისინი განპირობებულნი არიან ღვთის სამართლიანობის მსახურებისათვის და მისი მართალი საქმეების საკეთებლად. 
მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი ვინც ცოდვათა მიტევება მიიღო და გამართლდა, მხოლოდ რწმენით უნდა ცხოვრობდნენ. მართლებს რწმენის შენარჩუნება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ როცა რწმენით ცხოვრობენ და აკეთებენ ღმერთის საქმეებს. თუ ფოქრობთ, რომ ხორციელად ცხოვრება შეგიძლიათ მიუხედავად იმისა, რომ გამართლება მიიღეთ, ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერ ვერ გაიგეთ, რომ თქვენი ცოდვები მოგეტევათ და რომ თქვენი ბედი უკვე შეიცვალა.
მართალთა ბედი შეცვლილია. სანამ ხელახლა იშვებოდნენ, ისინი ქვეყნიერებისთვის და საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის ცხოვრობდნენ. მათ უხაროდათ თავისი ხორციელ ვნებებისთვის ცხოვრება. მაგრამ ხელახლა შობის შემდეგ ეს უკვე შეუძლებელია. ჩვენ ცოდვათა მიტევება გვაქვს მიღებლი. გაგვაბედნიერებს თუნდაც ექვსნიშნა შემოსავალი? მაშინ როდესაც თავი უნდა მივუძღვნათ ამ წუთისოფლიდან სხვა სულების ხსნას, როგორ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ მატერიალურით?
გთხოვთ ძლიერ დაფიქრდეთ ხორციელი და სულიერი საქმეების თაობაზე. არ გჭირდებათ ამ საქმეების კეთება მათ შესაცნობად; ყველაფერი რაც მოგეთხოვებათ არის სერიოზული დაფიქრება ამ საკითხზე.
აქამდე ვიქადაგე რომაელთა წერილის 1-დან მე-6 თავამდე გამოქვეყნებულ ჩემს წინა გამოცემაში, და 7-დან მე-16 თავამდე ამ წიგნში. ქადაგებათა ეს ორი გამოცემა, ჩემი ქრისტიანული სწავლების მე-4 და მე-5 წიგნი, მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს წასაკითხად გაეგზავნება. დარწმუნებული ვარ რომ მრავალი ადამიანი შეიცნობს ღვთის სამართლიანობას ამ ქრისტიანული წიგნების სერიების მეშვეობით. წინა სამი წიგნის მეშვეობით მე ვილაპარაკე ღმერთის ხსნის ფუნდამენტურ სწავლებებზე. პირველი წიგნი მოგვითხრობდა სახარებაზე, მეორე წიგნი თეოლოგიურ საკითხებს განიხილავდა, ხოლო მესამე – წმინდა სულის შესახებ ლაპარაკობდა და იმაზე თუ როგორია სული წმინდის მიღების სწორი გზა. ეს მეოთხე და მეხუთე რომაელთა წერილის შესახებ გამოცემული წიგნები ღრმად აშუქებენ ზოგი თეოლოგიური დოქტრინის მცდარობას და იმას თუ რატომ არ ქრება ცოდვები მაშინაც კი როცა ქრისტიანებს იესოსი სწამთ და როგორ მჟღავნდება წყლისა და სულისა სახარება, როგორც ღვთის სამართლიანობა.
მჯერა, რომ ამ წიგნის საშუალებით სახარება კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდება მთელ მსოფლიოში. პირველ ორ წიგნთან შედარებით, ჩვენი მესამე წიგნის გამოცემაში არსებულ სახარების ქადაგებას დიდი წარმატება მოყვა. ახლა, მესამე წიგნის გამოსვლის შემდეგ, სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს ჩვენი ქრისტიანული სერიების პირველ და მეორე წიგნს.
ამ ორი წიგნის გამოსვლის შემდეგ ჩვენ დავინახავთ თუ რა დიდი ძალა აქვს წყლისა და სულის სახარებას. ვლოცულობ, რომ ღმერთმა უხვად მოანიჭოს მრავალი კურთხევა მათ, ვინც მის სამართლიანობას შეიცნობს. ისინი გაიგებენ თუ როგორ უნდა აღიქვეს რომაელთა წიგნი და რომ ის რწმენის მეშვეობითაა გასაგები იმ სახარებაში, რომელიც ღვთის სამართლიანობას მოიცავს.
ყველანი ერთად სახარებისთვის ვშრომობთ. თქვენც აკეთებთ ღვთის საქმეს? თქვენც ხომ უჭერთ მხარს სახარების ქადაგების მსახურებას, ცოდვილთა სახსნელად. როცა ჩვენი საქმის ერთგულნი ვართ და სახარებას ვემსახურებით, მთელ მსოფლიოში უამრავი სული მიაღწევს ცოდვებისგან ხსნას! მაშ როგორ უნდა მივატოვოთ ეს ძვირფასი მსახურება ამქვეყნიური საქმეების გამო? 
მინდა რომ თქვენთვის აშკარა იყოს: ჩვენ, მართლები, აღარ ვცხოვრობთ მხოლოდ საკუთარი ხორცისათვის. ახლა ჩვენი ბედ-იღბალი ღვთის სამართლიანობის თანახმადაა დაწესებული, სულების სახსნელად და მისი სიმართლისათვის საცხოვრებლად. უნდა იცოდეთ ამის შესახებ და დარჩენილი ცხოვრება ღმერთისთვის იცხოვროთ, ჭეშმარიტი სახარებისთვის, და ცოდვაში დაღუპული სულების გადასარჩენად.
ამის შესახებ ამ ადგილას რომაელთა წიგნი ლაპარაკობს. მოდით შევხედოთ მე1-0 და მე-11 მუხლებს. “და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის (ინგლ. თარგმანში: “ცოდვის გამო” (მთარგმნ.შენიშვნა)), ხოლო სული ცოცხალია სიცოცხლისათვის. ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.”
ზემოთ მოყვანილი ნაწყვეტი ნიშნავს რომ ჩვენ, ჩვენი სხეულები, ცოდვის გამო დიდი ხანია მკვდარი ვიყავით. მაგრამ ჩვენი სულები ცოცხალია ღვთის სამართლიანობის და რწმენის გამო. ვისაც ღვთის სამართლიანობის სწამს, ის ახალ სიცოცხლეს იმკვიდრებს. ჩვენც მივიღეთ ახალი სიცოცხლე ღმერთის სამართლიანობისადმი რწმენით.
მე-11 მუხლი ამბობს, “ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.” ეს ნიშნავს, რომ ის აღგვადგენს სამყაროს აღსასრულისას. ცხოვრება რომლითაც ჩვენ ხორციელად ვცხოვრობდით დიდი ხნის წინ ახლა წარსულს ჩაბარდა და ჩვენი ბედიც შეიცვალა, რათა დარჩენილი ცხოვრება ღმერთისათვის და მის სამართლიანობისთვის ვიცოცხლოთ.
შესაძლოა მართალთა ცხოვრებამ შეგაშინოთ და იფიქროთ, “ეტყობა, მართლები ძალზე ხშირად იკრიბებიან თავისი აზრების გამოსათქმელად.” მაგრამ თუნდაც თქვენს გვერდით მჯდომი ხელახლა შობილის მთქნარების მოსმენა ან მათი გალობების და ხმის მოსმენა მოგიწიოთ, ეს განაახლებს თქვენს გონებას თუ ეკლესიაში გაჩერდებით. ეს ხდება იმიტომ რომ წმინდა სული მოქმედებს ღმერთის ეკლესიაში და მორწმუნეთა გულებში. თქვენი გონება განახლდება და გულში ახალ ძალას ჰპოვებთ, გამოიკვებებით სულიერი სიცოცხლის პურით და მიიღებთ სულიერ დავალებებს, რათა სულიერი შრომა შეასრულოთ.
მორწმუნეთა შეკრებებზე თქვენ სულის განახლებას განიცდით. ის ფაქტი, რომ წუთისოფელს გამოეყავით თქვენი ბედის შეცვლის მანიშნებელია. ამიტომ ისინი ვინც ხორციელად ცხოვრობენ ფიქრობენ ხორციელზე, მაშინ როდესაც სულიერად მცხოვრებნი – სულიერზე. ჩვენ, ვინც ამჟამად გავმართლდით, აღარ ვცხოვრობთ ხორციელად. მართლებს აღარ სურთ ცოდვის მონებად დარჩენა. ჩვენი სურვილია ვიცხოვროთ წმინდა სულის მიხედვით და ვიფიქროთ სულიერზე. მართლები სულიერ საქმეებს აკეთებენ, - ქრისტესათვის სულების მოპოვებას.
უნდა ვიღვაწოთ ღმერთის საქმისათვის, ვუარყოთ ჩვენი პირადი აზრები მის სასარგებლოდ და მას დავუმორჩილოთ ჩვენი გონება. დარჩენილი ცხოვრება ახლა ასე უნდა განვლიოთ. თქვენი ბედი შეიცვალა და ახლა მხოლოდ ღვთის სამართლიანობისათვის უნდა იცხოვროთ, რადგან გამოსყიდვა გაქვთ მიღებული წყლისა და სულის სახარების რწმენით. ვიმედოვნებ, რომ გესმით ეს ჭეშმარიტება.
გულახდილად უნდა გითხრათ: თქვენ ვეღარ დაუბრუნდებით წუთისოფელს და ისევ ცოდვის მონა ვეღარ გახდებით. თუ ახლა წუთისოფელს დაუბრუნდით, ეს თქვენი სიკვდილის მაუწყებელი იქნება. ხორციელი ფიქრები სიკვდილია. თქვენი სული, გონება და სხეული მოკვდება, თუ ისევ ხორციელ ვნებებს მიედევნებით. ისრაელიანები არ დაბრუნებულან ეგვიპტეში იქიდან გამოსვლის შემდეგ; არც მეწამული ზღვის გადაკვეთისას გაახარებდა მათ ეგვიპტელის ნახვა. მსგავსად ჩვენ, ვინც გავმართლდით, ვეღარ დავუბრუნდებით ეგვიპტეს და არც სულიერ ეგვიპტელთან შეხვედრისას გავიხარებთ. 
თუ მართალი, ხელახლა შობილი პიროვნება დაუბრუნდება წუთისოფელს და მის ცოდვილებთან ერთად ცხოვრობას დაიწყებს, ის მალე ჭკუიდან გადავა ღმერთის ეკლესიაში დაბრუნების სურვილით. მას მოენატრება ღვთის ეკლესია. ამიტომ მოდით ვიცხოვროთ სულიერად. 
რას გამოხატავს ღვთის სულიერება? სულიერი საგნები თვით ღმერთს წარმოადგენენ. ეს ღვთის სახარებისათვის ღვაწლს ნიშნავს. და მაინც, რაოდენ სუსტნი და არასრულყოფილნი ვართ! თქვენც და მეც სუსტები ვართ. მაგრამ თუნდაც სუსტი და არასრულყოფილი ხართ, გაქვთ თუ არა მიღებული ცოდვათა მიტევება? რა თქმა უნდა! ცხოვრობს თქვენში სული წმინდა? პასუხია – ურყევი “დიახ!”
მაშ გვძალუძს თუ არა სულიერზე ფიქრი? რა თქმა უნდა გვძალუძს – ეს ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია. იცით თუ არა, რომ ღმერთმა შეცვალა თქვენი ბედი ისე რომ სულის საქმეები აკეთოთ? გწამთ ამის?
ჩვენი გონება შეიცვალა. იმის არცოდნა რომ თქვენი გონება შეცვლილია, მაშინ როდესაც ეს სინამდვილეში მოხდა, თქვენთვის მხოლოდ პრობლემების მომტანი იქნება. გონება მკვეთრად უნდა დაამყაროთ ღვთის სამართლიანობაზე. მაშინ ღვთის ეკლესია თქვენს სახლად იქცევა, მორწმუნეები კი – თქვენს ძმებად, დებად, მშობლებად – თქვენს ოჯახად იქცევიან. სხვა სიტყვებით, ყველანი ერთი სულისანი იქნებით. თუ ადრე ასე არ გიფიქრიათ, ახლა დროა დაუბრუნდეთ ამ აზრს და სერიოზულად განიხილოთ ეს სწავლება.
ნუ იფიქრებთ, რომ მარტო სისხლისა და ხორცის ოჯახი წარმოადგენს თქვენს სახლეულს. აქ არის თქვენი და ყოველი ხელახლა შობილი პიროვნების სახლეული. თქვენ ყველა ღვთის ოჯახის წევრები ხართ. აი რატომ უნდა ვცხოვრობდეთ სულიერად. უნდა ვცხოვრობდეთ ღმერთისათვის, რადგან სულიერი ფიქრები – მშვიდობის მომასწავებელია.