• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 8-5] ღვთის სამართლიანობაში სიარული (რომ. 8:12-16)

(რომ. 8:12-16)
“ამიტომ ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. ვინაიდან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ. რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან. ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: “აბბა, მამაო!”. სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.”


პავლე მოციქულმა, როგორც კაცმა, რომელმაც ღვთისგან ხსნა მიიღო, თქვა რომ ხელახლა შობილი მორწმუნეები არ უნდა ცხოვრობდნენ ხორცის მიხედვით, არამედ სულით. კერძოდ, პავლემ თქვა, რომ თუ ჩვენ, ღვთის სამართლიანობის მქონენი, ხორციელად ვიცხოვრებთ, მოვკვდებით, მაგრამ თუ სულით ვიქნებით, ვიცოცხლებთ. ამიტომ ამ ჭეშმარიტების უნდა გვწამდეს. მაშ რითი უნდა ცხოვრობდნენ ღვთის სამართლიანობის მორწმუნენი? მისი სიმართლის, თუ ხორცის ვნებების მიხედვით? მათ უნდა იცოდნენ თუ რა არის სწორი და გაწვრთონ თავისი სხეულები ღმერთის სამართლიანი შრომისათვის თავის მისაძღვნელად.

 

აუცილებელი ვალდებულება


პავლემ განაცხადა, რომ ვალდებულნი ვართ ვიცხოვროთ სულიერად და არა ჩვენი ცოდვილი ბუნების მიხედვით, ვინაიდან ჩვენ, ქრისტიანებმა, მივიღეთ ხსნა ღმერთის რისხვისგან და მის სამართლიანობაში შევედით. სანამ გავიგებდით ღმერთის სამართლიანობის შესახებ და მას ვიწამებდით, სულიერად ცხოვრება არ შეგვეძლო. მაგრამ ახლა, როდესაც შევიცანით და ვიწამეთ ღვთის სამასრთლიანობა, შეგვიძლია ჩვენი გულების, აზრების, ნიჭის, სხეულების და დროის მიძღვნა მისი მართალი შრომისთვის. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი თავი როგორც იარაღი ღვთის სამართლიანობის საქადაგებლად და მისი მართალი საქმეების საკეთებლად.

 

ხორციელად ცხოვრება


თუ ქრისტეში ხართ და სულით ცხოვრების ნაცვლად მაინც თქვენი ცოდვილი ბუნების მიხედვით ცხოვრობთ, ბიბლია აცხადებს, რომ ურწმუნოთა მსგავსად წარწყმდებით. ეს იმიტომ, რომ თუნდაც ხელახლა შობილი ქრისტიანი ხართ, თქვენ სინამდვილეში არ ცხოვრობთ უფლის სამართლიანობის თანახმად. ნამდვილ ქრისტიანად ყოფნა თუ გსურთ, ხორცის მიხედვით აღარ უნდა ცხოვრობდეთ, არამედ ღმერთის სამართლიანობის მიხედვით, რადგან მისი სამართლიანობისთვის მსახურება გიწერიათ იმ დღიდან რაც იწამეთ მისი. თუ ამის და მიუხედავად მხოლოდ ხორცის მიერ ცხოვრობთ, თქვენი სული მოკვდება. მაგრამ თუ ღმერთის სამართლიანობის მიხედვით ცხოვრობთ, მუდამ მშვიდობაში იქნებით.

 

ღმერთის შვილები


“რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან.” (რომ. 8:14). ღმერთის სამართლიანობის მორწმუნეებმა მიიღეს სულიწმიდა, როგორც ღვთისგან ბოძებული ნიჭი, და სულიწმიდა წარმართავს მათ. ესენია “ღვთის შვილები”. “ღვთის შვილებში” მუდამ სულიწმიდა ცხოვრობს. შესაბამისად, ვისაც მათში მცხოვრები წმინდა სული არ გააჩნია, უფლისანი არ არიან. ღვთისადმი კუთვნილების საწყისი – მისი სამართლიანობის რწმენაა. ის იწყება წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენით, რომელიც ღმერთის შვილად გხდით. სხვა სიტყვებით, ღვთის შვილად გახდომა იწყება მისი სამართლიანობის სახარების რწმენით, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენ ღმერთის სამართლიანობის რწმენით მისი ოჯახის წევრი ხდებით და რომ მან თავისი სამართლიანობის ნიჭი მოგცათ თქვენი ცოდვებისგან დასახსნელად.
როცა იესოს ნიკოდემუსი, ებრაელთა ლიდერი ეწვია, იესომ უთხრა, რომ ვერავინ გახდებოდა ღმერთის შვილი თუ ის წყლისა და სულისგან არაა შობილი. ნიკოდემუსი ამან გააკვირა და მან ჰკითხა, “როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ ის მოხუცია?” (იოანე 3:4). იესომ მიუგო, “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ხორცისაგან შობილი ხორცია, და სულისაგან შობილი სულია. ნუ გაგიკვირდება რომ გითხარი” თქვენ ხელახლა უნდა იშვათ-მეთქი. ქარი ქრის სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი.” (იოანე 3:5-8).
იესომ თქვა, რომ იმას, ვინც არაა წყლისა და სულისგან შობილი, არ შეუძლია ხელახლა შობის მნიშვნელობის გაგება. იოანე ნათლისმცემლისგან მიღებული იესოს ნათლობის და ჯვარზე დაღვრილის სისხლის რწმენა საშუალებას აძლევს მისი სამართლიანი ქმედების მორწმუნეებს მიიღონ ღვთის სამართლიანობა. სახარების სიტყვის მორწმუნეებს შუძლიათ სულიწმიდის, როგორც ღვთის ნიჭის მიღება. ყველა ვინც ღებულობს ღმერთის სამართლიანობას, ღმერთის შვილი ხდება. მისი ხალხი კი ჩვენი ძმები და დები არიან.


სული წმინდა მოწმობს რომ ღმერთის შვილები ვართ

“ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: “აბბა, მამაო!”. სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.” (რომ. 8:15-16).
არსებობს მარტო ორი გზა, რითაც შეგვიძლია ჩვენი ღმერთის შვილობის დამოწმება. პირველია ის, რომ ღვთის სამართლიანობამ, რომელიც წყლისა და სულის სახარებაშია გამოვლენილი, მის შვილებად გვაქცია; მეორე კი – თვით წმინდა სული, რომელიც ჩვენში შემოდის. წმინდა სული მოქმედებს მხოლოდ წყლისა და სულის სახარებაში. ასე დაგეგმა უფალმა. წყლისა და სულის სახარების ქონა არის ჩვენში არსებული დამოწმება, რომელიც გვეუბნება, რომ ღვთის შვილები გავხდით. მათ, ვინც ღვთის შვილი გახდა მისი სამართლიანობის შემეცნებითა და რწმენით, აქვთ უფლება ილოცონ ღმერთის, როგორც “აბბა”, ჩვენი მამის მიმართ.
მოდით ვიაზროვნოთ რაციონალურად. როგორ შეიძლება ვინმემ მის გულში არსებული ცოდვითურთ ღმერთს მამა უწოდოს? მამა ღმერთს არასოდეს ჰყოლია ცოდვილი შვილები და არც ცოდვილთ არასოდეს უმსახურია ღვთისათვის, როგორც თავისი მამისათვის. საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოთ და ნახოთ, შემთხვევით თქვენც მსგავს შეცდომას ხომ არ აკეთებთ? წმინდა სულის მეშვეობით ღვთის შვილობის მოწმობის მატარებელნი არიან აგრეთვე ისინი, ვისაც სწამთ ღმერთის სამართლიანობის. ჩვენ ღრმად გვმართებს დაფიქრება ღმერთის სამართლიანობაზე.