• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 8-6] ღმერთის სასუფევლის მემკვიდრენი (რომ. 8:16-27)

(რომ. 8:16-27)
“ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ. ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ, სასოებით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე, და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი, ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას. ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას. ვინაიდან არ ვიცით როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.”


ყველა იმ ადამიანს, ვისაც ცოდვები მიეტევა, სწამს წყლისა და სულის სახარების და გულში აქვს სულიწმიდა. 1 იოანეს 5:10-ში ნათქვამია, “ღვთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა.” გულში ღმერთის სამართლიანობის მატარებელ პიროვნებას წმინდა სულიც აქვს და სწორედ წყლისა და სულის სახარების რწმენა იძლევა იმის საშუალებას, რომ მასში მუდმივად ცხოვრობდეს ღვთია წმინდა სული.
ჩვენი ცოდვების მიტევებით ღვთის შვილები გავხდით წყლისა და სულის სახარების მიერ. სულიწმიდა დაივანა ჩვენს გულში და ამოწმებს, “თქვენ ღმერთის შვილები და მისი ხალხი ხართ.” მათთვის კი ვისაც გულში სულიწმიდა არა აქვს რჯული ამოწმებს, “თქვენ არ ხართ ღვთის შვილები, არამედ ცოდვილნი.”
წმინდა სული უმოწმებს წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებს, “თქვენ ღმერთის შვილები, მისი უცოდველი ხალხი ხართ.” ღმერთმა ეს საკმაოდ აშკარად დაგვანახა, რათა გვცოდნოდა რომ ღვთის შვილებად გასახდომად წყლისა და სულის სახარების უნდა გვწამდეს.
შეიძლება მკითხოთ, “მაგრამ მე არაფერს არ ვგრძნობ. ნიშნავს ეს რომ ღმერთის შვილი არ ვარ?” ზოგი ადამიანი იმდენად მიამიტია თავის რწმენაში და შეიძლება ვერც კი ხვდებოდეს, რომ გულში სულიწმიდა აქვს. მაგრამ სულიწმიდა მოწმობს, რომ თუნდაც ჩვენ ხშირად ეჭვებით ვართ მოცული, ის გვამხნევებს და გვეუბნება, “ჰეი! თქვენ ღვთის შვილები ხართ! ხომ გწამთ წყლისა და სულის სახარების? აი ამიტომ ხართ ღმერთის შვილები.” მაშინაც კი როცა ეჭვები გვერევა, თუ წყლისა და სულის სახარების ვიწამეთ, მაინც მისი შვილები ვართ. წმინდა სული არ არის რაღაც, რაც ჩვენს გულში მარტო გრძნობების საშუალებით ცხოვრობს. მათ ვისაც წყლისა და სულის სახარების სწამთ, გულში ცოდვგა არა აქვთ, და რადგან არიან უცოდველნი, სულიწმიდა ცხოვრობს მათში. ასეთები ნამდვილად ღმერთის შვილებს მიეკუთვნებიან.
სულიწმიდა გულში გვეუბნება, “თქვენ გწამთ იესოს ნათლობის, მისი ჯვრის, და თქვენ მოგეტევათ ცოდვები; ამიტომ ცოდვა აღარა გაქვთ და ხართ ღმერთის შვილები.”
მაგრამ მისი მოწმობა არ გვევლინება ხმის საშუალებით, ადამიანთა მსგავსად. ამიტომ ნუ ელოდებით ზეციდან მოსული ხმის გაგებას! თუ მსგავსი ხმების მოსმენას გამოედევნებით, სატანამ შეიძლება იმიტირება გაუკეთოს ადამიანურ ხმას და თქვენი ცდუნება სცადოს. სატანა ადამიანის მცდარი აზრების გამოყენებას ცდილობს, წმინდა სული კი ღმერთის სიტყვის მეშვეობით მოქმედებს.

 

ღმერთის სამართლიანობის მატარებელნი მისი შვილები და მემკვიდრეები არიან


მოდით ერთად წავიკითხოთ მე-17 მუხლი. “ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც.”
თუ ღმერთის შვილები ვართ, ვართ ასევე მისი მემკვიდრენიც. ხოლო მემკვიდრე ის არის ვინც თავის მშობელისგან ყოველივეს ღებულობს. სხვა სიტყვებით, ჩვენ გვაქვს მამა ღმერთის ყოველგვარი კუთვნილების გაზიარების უფლება. თუ გვკითხეს, “ვინ არიან მამა ღმერთის მემკვიდრეები?”, შეგვიძლია ვუპასუხოთ, “ისინი, ვისაც სწამთ წყლისა და სულის სახარების და თავისი ცოდვები მიეტევათ.”
ამგვარი რწმენის მქონე ადამიანები კურთხეულნი არიან და დაიმკვიდრებენ ღვთის დიდებას მის სასუფეველში ქრისტესთან ერთად. აქ ნათქავამია, რომ რადგან ქრისტესთან ერთად ვიზიარებთ მის მემკვიდრეობას, რათა ერთად ვიდიდოთ, ჩვენ ასევე მასტან ერთად ტანჯვა გვმარეთებს. ქრისტესთან ერთად მემკვიდრეებად ყოფნა ნიშნავს მამა ღმერთის სასუფეველში საუკუნო სიცოცხლეს. თუ თქვენ წყლისა და სულის სახარების გწამთ, ხართ ქრისტეს თანამემკვიდრე. ჩვენ ვართ მემკვიდრეები რადგან დავიმკვიდრებთ ყოველივეს, რაც ჩვენს მამას გააჩნია.
ხშირად ვგრძნობ ღვთის სასუფევლის მოახლოვებას. ყოველივე თავის განკუთვნილ დროს ხდება. ბიბლიაში არსებული ღმერთის აღთქმებიც თავისი რიგით სრულდება. ამჟამად, რამოდენიმე სხვა მოვლენასთან ერთად, ერთადერთი რაც დარჩენილია, ესაა ისრაელის ხალხის მოქცევა, მათ მიერ იესოს, როგორც თავისი მხსნელის აღიარება და ცოდვებისგან გადარჩენა. ისრაელმა იესო, როგორც თავისი მხსნელი დიდი განსაცდელის შვიდი წლის განმავლობაში უნდა მიიღოს.
ღვთის სასუფევლის მოსვლა დედამიწაზე უკავშირდება ისრაელის მონანიებას. მე მჯერა, რომ აღსასრულის დღე მალე მოვა. მწამს რომ მოახლოვებულია ის დღე, როცა წყლისა და სულის სახარების მორწმუნეები საუკუნოდ იცხოვრებენ ღმერთთან ერთად. მთელი მსოფლიო 2000 წელს ელოდებოდა და ეგონა, რომ სწორედ ესაა აღთქმული ჟამი, მაგრამ იმ წელმა უკვე განვლო. მილენიუმის კომპიუტერული ვირუსის მოლოდინის შიშმა და მოარულმა ჭორებმა ასევე გაიარა და ახლა მხოლოდ 2002 წლის შუამდე ვართ მისული, მაშინ როდესაც ბევრს ამ ქყვეყნად ეგონა, რომ მკვეთრი ცვლილებები დედამიწაზე 2000 წელს მოხდებოდა.
და მაინც, ქრისტეს სასუფეველი, რომელსაც ასე დიდხანს მოველით, ყოველ ჩვენთაგანს გვიახლოვდება. წმინდა სულიც გვიძღვება მათ, ვისაც ცოდვები მიეტევა, ღვთის სასუფევლის მოახლოვების შეგრძნებაში. ახლაც, როგორც უწინ, ყველაფერი ღმერთის ნათქვამის თანახმად მოხდება. მოდით რწმენით დაველოდოთ ამ დღეს.
მომავალში ისრაელი იქცევა ცდუნების ქვად და დაბრკოლებად მსოფლიო მშვიდობისთვის და ამის გამო მრავალი ქვეყნის რისხვას გამოიწვევს. ამას გვეუბნება ბიბლია – რომ ისრაელი მრავალი ქვეყნის მტრად იქცევა, რის შემდეგ ზოგი ერთი ისრაელიანი მიხვდება, რომ ის მესია, რომელსაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ელოდნენ, ნამდვილად იესო იყო. მათ მიეტევებათ მათი ცოდვები წყლისა და სულის სახარების რწმენით. ის რაც დაგეგმა ღმერთმა, მალე შესრულდება. მაგრამ ყოველივე ზემოდ თქმული თავის განსაკუთრებულ დროს მოხდება, ამიტომ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ეს გარკვეულ თარიღს დაემთხვევა, როგორც ზოგი გზააცდენილი ესქატოლოგი გვიწინასწარმეტყველებს. წყლისა და სულის სახარების მორწმუნეები იხილავენ ღმერთის აღთქმების განხორციელებას. მორწმუნეებს აქვთ იმედი, რომ ღმერთის აღთქმული ცისა და მიწის სასუფეველი გვიახლოვდება. მე მჯერა, რომ ეს დღე უკვე ახლოა.
მალე მოვა ის დრო, როდესაც უფლის მიერ აღთქმული მოვლენების სათითაოდ განხორციელება დაიწყება. დარწმუნებული ვარ, რომ დღე, როცა ღვთის მიერ აღთქმული ათასწლეულის სამეფო და ღვთის სასუფეველი მოგვევლინება, უკვე ახლოა. თქვენც, სულიწმიდით შთაგონებულთ, ჩემსავით გწამთ? წმინდა სული გვეხმარება ჭეშმარიტად, მთელი ჩვენი გულით გვწამდეს ღვთის აღთქმების.
წმინდა სულის მეშვეობით ჩვენ დარწმუნებულნი ვართ გულებში, რომ ღმერთის აღთქმა უკანასკნელ დღეთა შესახებ მალე აღსრულდება. წმინდა სულის მეშვეობით ჩვენ გვწამს, რომ ის, რაზეც ვფიქრობთ და მოველით, მალე შესრულდება ღმერთის სხვა წინასწარმეტყველებასთან ერთად. ეს ჭეშმარიტი რწმენაა.
თქვენ და მე ვართ ღმერთის ყველა აღთქმული კურთხევის მემკვიდრეები; ამიტომ სული წმინდით უნდა მოველიდეთ მათ. ღმერთის სასუფეველი მალე მოგვევლინება. მალე ისრაელიანები იწამებენ და მიიღებენ იესო ქრისტეს, როგორც თავიანთ მესიას.
ბევრი მას დღესაც მოელის და ამბობს, “გთხოვ, მოდი უფალი იესო.” პავლემ თქვა, რომ რადგან ის ღმერთის მემკვიდრე იყო, ის ტანჯვა, რომელიც მას ხვდა წილად, ვერ შეედრებოდა დიდებას, რომელსაც ის მალე მიიღებდა. ეს ნიშნავდა, რომ იესოსთან ერთად დიდების მისაღებად ჩვენც მასთან ერთად უნდა ვიტანჯოთ, რადგან გვწამს და მოველით ღვთის სასუფევლის მოახლოვებას. ქრისტესთან ერთად დიდების მისაღებად ჩვენ აგრეთვე მასთან ერთად უნდა ვიტანჯოთ.
პავლე იმედოვნებდა, რომ მთელი ქმნილება, ყველა ცხოველის და მცენარეს ჩათვლით, გათავისუფლდება სიკვდილის მონობისგან. ამიტომ მთელი ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. ღვთის შვილთა იმედი კი ისაა, რომ მოვა დღე, როცა მთელი ქმნილება მიაღწევს უკვდავებას.
ამიტომ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ, მორწმუნეები, კურთხეულ ვიქენით საუკუნო სიცოცხლით. მიუხედავად იმისა, მოვესწრებით თუ არა უფლის მოსვლას ჩვენი სიცოცხლის დროს, თუ ის მკვდრეთითგან მოგვიხმობს აღსადგენად, მაინც მას უნდა დაველოდოთ.

 

როგორია უფლის დიდება რომელიც ჩვენში გამჟღავნდება?


დიდება, რომელიც მალე მართალთათვის გაბრწყიბნდება – საუკუნო დიდებაა, ღვთის საუკუნო სასუფევლის დამკვიდრება და მუდამ მის დიდებაში ცხოვრება. იქ აღარ იქნება სიკვდილი, მწუხარება და ტირილი. სასუფეველში აღარ იქნება ტკივილი და მას არ დასჭირდება მზე და მთვარე გასანათებლად, რადგან ღმერთის დიდება გაანათებს. უფლის კრავი მისი სინათლე გახდება. ეს არის ადგილი, სადაც მხოლოდ იესო და ხელახლა შობილი უცოდველი მორწმუნეები იცხოვრებენ და ის ღმერთის დიდებით იქნება სავსე. უფლის სასუფეველი ოქროს სხივებით იქნება გაჟღენთილი. სასუფევლის დიდება, რომელშიც ჩვენ მარადიულად ვიცხოვრებთ იმდენად დიდია, რომ სიტყვები არ კმარა მის აღსაწერად. ამიტომ პავლე გვეუბნება, რომ ჩვენი ამჟამინდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ.
ზოგჯერ, ამ ქვეყნად ღვთისათვის შრომის დროს, მისი დიდების ხილვა ბუნებაშიც გვიწევს. როცა ვუყურებთ მრავალფეროვან ყვავილებს, ცვარით მოფენილ ბალახს, მშვენიერ შორეულ ჰორიზონტს, რომელიც განათებულ ფოთლებში მოსჩანს, როცა შევიგრძნობთ გაზაფხულის თბილ ჰავას, ტყის სიქათქათეს, ლაღ სიოს, ვუცქერთ გრილ ღამის ცაში მოკაშკაშე ვარსკლავეებს; როდესაც წელიწადის ოთხ დროს ვაკვირდებით, ძალაუნებურად ზეციურ სასუფეველზე ფიქრები გვეუფლება. ღვთის ქმნილების საოცრებათა მხილვარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მისი სასუფეველი კიდევ უფრო მალე მოვა.
როცა ეს მოხდება, გაუჩინარდება სიკვდილი და ყველანი ღვთის დიდებაში ვიცხოვრებთ. იქ არ იქნება არავითარი ნაკლებობა და ამიტომ ყველანი სიუხვეში და სიმდიდრეში ვიცხოვრებთ. მარტო ის აზრი, რომ დიდებაში ვიცხოვრებ იმ ადგილას, სადაც ყოველივე სრულყოფილი იქნება, ჩემს გულს ღვთიური დიდებით აღავსებს. თვით ფაქტი, რომ ყველაფერი ეს ჩვენ, მორწმუნეებს მოგვეცემა, მშვენიერ სიზმარს ჰგავს და კიდევ ერთხელ გვივსებს გულს მადლიერებით ხელახლა შობის გამო. მე მადლობას მივაგებ უფალს, რომელმაც ჩემი გული ამ იმედით აღავსო.
ამჟამად შეგვიძლია მხოლოდ ვიმედოვნებდეთ ცათა სასუფევლის მოსვლას ჩვენს წარმოსახვაში, მაგრამ ვიცით, რომ მომავალში ღმერთის ყველა დაპირება აღსრულდება. ამიტომ ჩვენი იმედი სულ უფრო მეტად იზრდება და ღვთის დიდების მოახლოვების შეგრძნება ყოველდღიურად ძლიერდება.
ამიტომ აქვთ მორწმუნეებს მომავლის იმედი. ღმერთის რწმენა და მომავლის იმედი არის ღვთის სასუფევლის მემკვიდრეთა რწმენა და დიდება. მაშ არის ეს დიდებული რწმენა ის კურთხევა, რომელიც მარტო წყლისა და სულის სახარების მორწმუნეთ მიეცა? პასუხია ურყევი “დიახ!” წყლისა და სულის სახარების მორწმუნეთათვის, მართალთათვის, ღვთის დიდების დამკვიდრება მხოლოდ დროის საკითხია. დანიშნულ დროს ღვთის მთელი დიდების აღთქმები ჩვენთვის ცხადად იქცევა. ეს დიდებული ბედი მართლაც ხვდება წილად მორწმუნეებს. დიდება, რომელიც ჩვენ მოგველის, აღმატებულად ბრწყინვალე და მშვენიერია.
თქვენ და მე, ვისაც წყლისა და სულის ერთიანი რწმენის მოზიარეობა გვაქვს, ვართ ის ხალხი, ვინც ღმერთის დიდებით სავსე სასუფეველში შევა. მაცდურმა და ბოროტმა წუთისოფელმა შესაძლოა ზოგჯერ ბნელი მოგვფინოს, გული წაგვიხდინოს და გზა-კვალი დაგვაკარგინოს. მაგრამ ხელახლა შობილებს ამ გასაჭირის რწმენით გადალახვის ძალა შესწევთ, რადგან ღმერთის მემკვიდრეები გახდნენ. უცოდველი მორწმუნის გული კიდევაც რომ დამძიმდეს სხვადასხვა ჭირ-ვარამით, ის მაინც შეძლებს ძალის გამონახვას და იცხოვრებს ღვთის აღთქმების გახსენებით. მე მადლიერი ვარ იმის, რომ სულიწმიდა ივანებს ჩვენს გულებში, გვანუგეშებს და ჩვენს სულს უმოწმებს, რომ ღმერთის შვილები ვართ.
ისინიც, ვინც სულ ახლახან მიიღეს ცოდვების გამოსყიდვა, უნდა შეჰყურებდნენ ზეციურ დიდებას და ცხოვრობდნენ იმედით. ყველანი თანაბრად ვხდებით ღმერთის ერი. თუ ეკლესიაში რწმენით დიდი ხნის განმავლობაში გიცხოვრიათ, თქვენს სულებში შეძლებთ სულიწმიდის ხილვას, რომელიც ხარობს თქვენი დიდებული მემკვიდრეობის სიუხვით.

 

მართალთა გულებიც კვნესიან ამ წუთისოფელში


მოდით ერთად წავიკითხოთ 23 მუხლი. “და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას.” მოდით ვკითხოთ ჩვენს თავს, “რისი იმედით ვცხოვრობთ ამ ქვეყნაზე?” ჩვენ, მორწმუნეები, ჩვენი სხეულების გამოსყიდვის იმედით ვცხოვრობთ. როცა ვამბობთ, რომ ვართ ღმერთის შვილები, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენი სულებია მისი შვილები. ჩვენს სხეულებს ჯერ არ მიუღია დიდება, ამიტომ ყველა მორწმუნე იმედოვნებს, რომ მათი სხეულიც შეიცვლება.
როდესაც მორწმუნეების სხეულებს ღმერთის დიდება მოიცავს, მათ შეეძლებათ ცეცხლში უსაფრთხოდ გავლა, ისევე როგორც ნებისმიერ კედელში ან დაბრკოლებაში გავლა. ჩვენი შეცვლილი სხეულები დროისა და სივრცის შეზღუდვისგან გათავისუფლდება.
მაგრამ ამჟამად ჩვენი სხეულები ჯერ არ შეცვლილა, ამიტომ ჩვენ, წმინდა სულის პირველნაყოფის მატარებელნი, ვკვნესით ჩვენს გულებში. მართლები, რომლებმაც გამოსყიდვა მიიღეს წყლისა და სულის სახარების რწმენით, თავისი სხეულების გამოსყიდვას ელიან.
კვნესა! დაწერილია, რომ ჩვენც, რომლებმაც სულიწმიდის პირველნაყოფი მივიღეთ, ვკვნესით და ვოხრავთ. გიგრძვნიათ თქვენში წმინდა სულის კვნესა? როდის კვნესოდა ის? ის კვნესის მაშინ როცა ჩვენ ხორციელი ვნებების მიყოლას ვცდილობთ. 
როცა ვუყურებთ ამ წუთისოფელს და დანახულით ვიხიბლებით, სულიწმიდა ჩვენში კვნესის. ჩვენი სხეული არ შეცვლილა და ამიტომ ცდილობს გამოედევნოს და დატკბეს ამქვეყნიური სიამეებით. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენმა სულებმა უკვე ცვლილება განიცადა, ჩვენში მცხოვრები სულიწმიდა კვნესის. ამიტომ ამქვეყნიური სიამეების მაძიებელი გული უნდა შემოვატრიალოთ და სულიწმიდის მართველობა მივიღოთ.
სულიწმიდა კვნესის ჩვენში, ღმერთის მემკვიდრეებში, რადგან ის ჩვენშია. დავანებული. ვცხოვრობთ რა ამ წუთისოფელში, შეგვიძლია იმის დანახვა თუ რა ბნელი მომავალი ელოდება მას და რაოდენ სუსტია ჩვენი სხეულები; ასეთ დროს უფალს უნდა ავხედოთ და ვეძიოთ ღვთის მემკვიდრეების კურთხევა, რადგან მათაც იციან რომ მათი სხეულები მიაღწევენ გამოსყიდვას. მორწმუნეები მოელიან იმ დღეს როცა სრულყოფილ გამსოყიდულ სხეულებს მიიღებენ.


დიდების სასოებით ცხოვრება

მოდით ვიხილოთ 24 და 25 მუხლები. “ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი, ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.”
“მივიღეთ თუ არა ყველა ჩვენი ცოდვის გამოსყიდვა ღვთის სასუფევლის იმედით?” მოდით დავსვათ ასეთი შეკითხვა. ჩვენ ვთქვით, რომ ცოდვათა მიტევება მივიღეთ წყლისა და სულის სახარების რწმენით. “ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.” ასე ამბობს ღმერთი.
იმისთვის რომ ზეცას მივაღწიოთ და განვთავისუფლდეთ ცოდვისგან, წყლისა და წმინდა სულის სიტყვის რწმენით ხსნა უნდა მივიღოთ. ყველა ცოდვისგან დახსნის შემდეგ თუ ისევ წუთისოფელს მივუბრუნებთ მზერას და მხოლოდ ხილულის იმედით ვიცხოვრებთ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ არც ღვთის დიდება შეგვიცვნია და არც მოველით მას. თუ იმას ვიმედოვნებთ რასაც ვხედავთ, ჩვენთვის იმედი აღარ არსებობს. ამიტომ კითხულობს პავლე, “თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს?” ჩვენ, ვინც ახლა გავმართლდით, არ უნდა გვქონდეს მიწიერის იმედი არამედ ღვთის დაპირების თანახმად, ახალ ცასა და ახალ დედამიწას უნდა მოველოდეთ, სადაც მისი სიმართლე იმეფებს (2 პეტრ. 3:13).
მართლები სწორედ ამგვარი რწმენის იმედით ცოცხლობენ. ისინი ცხოვრობენ ახალი ცისა და მიწის სასოებით. ის რისი დანახვაც ბუნებრივი თვალებით შეგვიძლია, არ წარმოადგენს ჭეშმარიტ სასოებას. ამიტომ სულიერი ხედვით მოველით ღვთის აღთქმული დიდების სასუფეველს, რომელიც ბუნებრივი თვალით ამჟამად უხილავია. ამიტომ არის, რომ ჭეშმარიტად მართლები ცათა სასუფევლის იმედით ცხოვრობენ. სასოება იმაშია რომ გვწამდეს ღვთის მიერ აღთქმულის ჭეშმარიტად აღსრულებისა.
ღმერთმა თქვა, “ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული – ეს სამი.” (1 კორ. 13:13) ჩვენ მივიღეთ ცოდვათა პატიება ცათა სასუფევლის სასოებითა და რწმენით. მისი სასუფეველი მოვა დედამიწაზე და გამოვლინდება ზეცაში. ამიტომ ვიცით, რომ საუკუნოდ ვიცხოვრებთ მის სამეფოში, გვწამს ღმერთის აღთქმული სიტყვის და ვიტანთ ახლანდელ ტანჯვებს. 
დაწერილია, “თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.” ის, რისი სასოებაც გვაქვს, უხილავია ჩვენი ბუნებრივი თვალით. ჩვენ მოველით ღვთის აღთქმულს, რომელსაც ფიზიკურად ვერ ვხედავთ. მისი აღთქმები მორწმუნეთათვის შესრულდება, რადგან ნათქვამია, რომ ღვთის დიდება მალე გამოჩნდება და გვწამს ამ აღთქმის. ვინაიდან გვწამს, რომ ჩვენი უფალი ისევ მოვა ამ ქვეყნად, ძალგვიძს ახლანდელი ტანჯვების გადატანა.
ღვთის სასუფეველი უეჭველად მოვა დედამიწაზე. როცა სახარება ყველა ერში გავრცელდება, ღვთის სასუფეველი დანამდვილებით დადგება. მართლები ამ დღეს მოთმინებით ელიან. უფალი მოვა ჩვენს მოლოდინზე პასუხად. ესაა ჭეშმარიტება თქვენთვის და ჩემთვის, ვინც ამ საუკუნეში ვცხოვრობთ.
ჩვენ გვყავს ერთი თანამშრომელი ქალბატონი უკრაინიდან, რომელიც ჩვენს წიგნებს უკრაინულ ენაზე თარგმნის. ცოტა ხნის წინ მან იხილა ტერორისტული თავდასხმის გამო მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის შენობების დანგრევა და თქვა, რომ ამან ძლიერ აღაშფოთა და შეაშინა. მან გვკითხა შეიძლება თუ არა ეს მოვლენა გამოცხადების წიგნში აღწერილ “ყვიციანი ცხენის საუკუნის” დადგომის ნიშანი იყოს და გვთხოვა წიგნი რომელიც წმ. წერილის ამ ნაწილს განიხილავს.
ჩვენ არ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ რომ ეს შემთხვევა ყვიციანიცხენის საუკუნის მოსვლის მანიშნებელია, მაგრამ იმასაც ვერ ვუარყოფთ, რომ ეს მოვლენა შეიძლება მას უკავშირდებოდეს. თუ მსგავსი რამ ხშირად მოხდა, დაიწყება ომები და ერები აღდგებიან ერთმანეთის წინააღმდეგ. ომების დაწყების შემთხვევაში სამყაროს თავს გლობალური შიმშილობა დაატყდება და “ყვიციანი ცხენის საუკუნე” შეიძლება უეცრად დადგეს.
ამიტომ, როცა ვხედავ მოვლენებს, რომლებიც მსოფლიოს განადგურებას მიანიშნებენ, ახალი ძალისხმევით ვიწყებ სახარების გავრცელებას დედამიწის კიდეებამდე. მართალია, რომ ამ წუთისოფლის იმედს ვკარგავთ და რომ ჩვენი გულები კვნესიან როცა ტრაგედიები თავს გვატყდება. და მაინც, სანამ ცოცხლები ვართ, უნდა ველოდოთ ღვთის სასუფევლის მოსვლას, რომლის დანახვა არა ფიზიკური თვალებით, არამედ სულიერი თვალებით შეგვიძლია.
ვინაიდან გვწამს წყლისა და სულის სახარების, გვაქვს ცათა სასუფევლის იმედი და მოთმინებით ველით მას. რადგან გვჯედრა, რომ უფლის სასუფეველი გვიახლოვდება, ყველანაირი გასაჭირის მოთმენა შეგვიძლია. ეს შესაძლებელია რადგან ჩვენს გულებში სულიწმიდა ცხოვრობს. 
განიცდით ტანჯვას? მედგრად გადაიტანეთ ის და იქონიეთ მოთმინება. მარტო თქვენ კი არა, ყველა ჩვენთაგანი იტანჯება. და გვაქვს სასოება, რომ როდესაც ყოველივე ეს დამთავრდება, ყველაფერი კარგად იქნება. იცით თუ არა რომ ვერ განავითარებთ სულიერი სასოების უნარს, თუ ფიზიკური ტანჯვები არ გადაგაქვთ? როცა სხეული მეტად მოლხენილია ღმერთს და მის კურთხევებს არ ვეძებთ. ამგვარად ვშორდებით ღმერთს. ჩვენ, ხელახლა შობილებმა, მომავალი დიდების სასოება უნდა ვიქონიოთ და გადავიტანით ახლანდელი ტანჯვანი.
ღმერთმა თქვა, რომ ისინი ვინც უფლის გულისთვის განიცდიან ტანჯვას, კურთხეულები არიან. მალე დადგება ამ ქვეყნად ღვთის სასუფევლის მოსვლის დღე და მის სასუფეველში შევალთ. უნდა გავძლოთ, ვიქონიოთ მოთმინება და არ დავკარგოთ იმ დღის იმედი. უნდა მოვითმინოთ და დაველოდოთ იმ დღეს. მნიშვნელობა არა აქვს თუ რა სამწუხარო და მძიმე პირობებია ამჟამად, უნდა მოთმინებით დაველოდოთ ღმერთის სასუფევლის მოსვლას ახალი ცისა და დედამიწის სახით.


სულიწმიდა ეხმარება ღვთის სამართლიანობის მქონე ადამიანებს

მოდით წავიკითხოთ 26-ე მუხლი. “ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას. ვინაიდან არ ვიცით როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.” 
ლოცულობს ჩვენთვის სულიწმიდა? დიახ, ის ამას აკეთებს! სულიწმიდამ იცის ჩვენი უძლურებანი და ლოცულობს ჩვენთვის.
ზემოთ სულიწმიდის კვნესის შესახებ გელეპარაკეთ. კიდევ რომ გავიმეოროთ, სულიწმიდა კვნესის, როდესაც ჩვენ იმ მიმართულებით მივეშურებით, რომელიც ღმერთს ჩვენთვის არ სურს. როცა ქვეყნიერების მოვლენებს ვაკვირდებით და ვკვნესით მათ გამო, როცა მივდივართ მამა ღმერთის მიერ ჩვენთვის განკუთვნილი მიმართულების წინააღმდეგ, ან როცა ვუგულებელყოფთ მამის ნებას და ჩვენი ნებით ცხოვრებას მივსდევთ, წმინდა სული ოხრავს ჩვენში.
როცა წმინდა სული, რომელიც ხელახლა შობილში ცხოვრობს, კვნესის გამოუთქმელი ოხვრით, გულის ძალას ვკარეგავთ და ვუძლურდებით. ეს ხდება მაშინ როცა წმინდა სული ლოცვისაკენ გვიბიძგებს. ზოგჯერ ის ჩვენთვის შუამდგომლობს ან გვანიშნებს, რომ უნდა ვილოცოთ.
სულიწმიდა ოხრავს ჩვენს გულებში და გვალოცვინებს ჩვენი მამის წინაშე მისი ნების თანახმად. “უფალო ღმერთო, შენ ამოშალე ჩვენი ცოდვები შენი ნათლობითა და ჯვრის სისხლით, როს გამოც შენი შვილები გავხდით. ჩვენ ვსასოებთ, რომ შენი მეორედ მოსვლა დედამიწაზე მალე მოხდება. ვლოცულობთ რომ შენი ნება შესრულდეს.” ჩვენ ამგვარად ვლოცულობთ. 
ჩვენ სულიერ რწმენას ვითხოვთ. “ღმერთო, შენს თვალებში ჩვენ საცოდავნი და ნაკლოვანნი ვართ, ამიტომ გთხოვთ, მოგვეცი რწმენა რომელიც გვჭირდება შენი ნების განსახორციელებლად.” მაშინ ღმერთი შველას გვიგზავნის, ვინაიდან მან იცის ჩვენი უძლურება. სულიწმიდა არ გვტოვებს მარტო, არამედ გვეხმარება ღვთის ნების თანახმად ლოცვაში და თვითონაც შუამდგომლობს ჩვენთვის და აძლიერებს ჩვენს გულს.
წმინდა სული გვალოცვინებს ღვთის ნების შესაბამისად და როდესაც შველას ვთხოვთ, გვატყობინებს ღვთის ნებას და გვმატებას ახალ ძალას. 
“ვინაიდან არ ვიცით როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.”
გრძნობთ ამას? როდესაც ღვთის ნებისაგან განსხვავებულად ფიქრობთ და მოქმედებთ, გრძნობთ თუ არა რომ სულიწმიდა გვეუბნება ჩვენ, მართლებს, რომ რაღაცა წესრიგში არაა?  სულიწმიდა გვეუბნება, “ჰეი, შენ შეცდომას აკეთებ!”, და ჩვენი გული კვნესის. იცოდით თუ არა, რომ ეს სულიწმიდის კვნესა იყო? შესაძლოა განგიცდიათ, რომ როცა მართლის გული სიხარულითაა სავსე, ეს იმიტომ ხდება რომ მასში სულიწმიდა ხარობს. მაშინ გეცოდინებათ, რომ როცა გული ოხრავს, ეს სულიწმიდის ოხვრაა.
როცა უძლურნი ვართ და ვუშვებთ შეცდომას, წმინდა სული ოხრავს და შუამდგომლობს ჩვენთვის და მამა ღმერთის ძალას გვმატებს. სულიწმიდა გვეხმარება ყველაფრისთვის ლოცვაში და განახლებული სულიერი ძალით გვავსებს. აი რატომ არიან ბედნიერები ისინი, ვისაც სულიწმიდა აქვთ გულში. წმინდა სული ჩვენ ღმერთის სიტყვის მეშვეობით გვანიჭებს ძალას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის მოქმედებს თავისი სიტყვის მეშვეობით ჩვენს გულებში ახალი სულიერი ძალის მოსაცემად.
წმინდა სულს არ სურს სხვა გზებით ჩვენთან საუბარი. ის ჩვენ ძალას წმინდა წერილის, ღვთის ეკლესიის და ჩვენს ძმებსა და დებთან ურთიერთობის საშუალებით გვაძლევს. ამიტომ არის ღვთის ეკლესია ასე მნიშვნელოვანი და თამაშობს ძალზე დიდ როლს წმინდა სულის მოქმედებაში.
ეკლესიაში არიან მორწმუნეები, არის მათი ერთობა, ღვთის განდიდება და სწავლების სიტყვა. მიუხედავად იმისა თუ ვინაა მქადაგებელი, სულიწმიდა მოდის და მოქმედებს მათში რათა მქადაგებლებმა საჭირო დროს საჭირო სიტყვა მოაწოდონ მსმენელთ. სულიწმინდა მოქმედებს როგორც სიტყვის მომწოდებლებში ასევე მათში ვინც მას ისმენს, აღვიძებს მათ გონებას და აძლევს ყოველ მათგანს მათთვის აუცილებელ კურთხევას. სულიწმიდა ამას ღვთის ეკლესიაში ანხორციელებს, სადაც მართლები იკრიბებიან. აი რატომ არის ეკლესია ასე მნიშვნელოვანია მორწმუნეთათვის. როცა მორწმუნე ძნელბედობის ჟამს განიცდის და ვერ უზიარებს სხვებს თავის სატკივარს, ღვთის მსახურებს შეუძლიათ ამის შეტყობა წმინდა სულის მეშვეობით. თუ მორწმუნეები ღმერთის ეკლესიის კრებაზე არიან, სულიწმიდას შეუძლია მათი გულების შეხება და ნუგეშისცემა. ის დაეხმარება მათ წმინდა წერილზე დგომაში და მისცემს აღდგენის ძალას.
ვცხოვრობთ რა რწმენით, გვწამს წყლისა და სულის სახარების, ვღებულობთ ცოდვების მიტევებას, ვხდებით ღმერთის შვილები და როგორც მოწმობას, ღვთიური ნიჭის სახით სულიწმიდას ვღებულობთ. შემდეგ ღმერთი ჩვენ თავის ეკლესიას გვაძლევს. ეკლესიის მოცემის შემდგომ ღმერთი ელაპარაკება მის მსახურებს ეკლესიის მეშვეობით და თავის სიტყვას აქადაგინებს. ის კურნავს ჩვენს წყლულებს წმინდა წერილის მეშვეობით, ძალას აძლევს უძლურთ, აკურთხებს სულით ღატაკთ და ანიჭებს მათ უნარს აკეთონ მისი საქმეები. ის ანხორციელებს თავის ნებას ჩვენს მეშვეობით. ამიტომ მორწმუნეები ვერასოდეს მოსწყდებიან ეკლესიას.
მორწმუნეები არასოდეს არ მოიკვეთებიან სხვა მართალი ადმიანებისგან ან განვითარებისგან ღმერთის სიტყვაში. აბსოლუტური ჭეშმარიტება მხოლოდ ღმერთის ეკლესიაში მოიძებნება. ამიტომ მორწმუნეები უნდა შეიკვრნენ ერთმანეთთან ეკლესიის წიაღში. რწმენა ერთობის გარეშე ყალბი რწმენაა.
გწამთ თუ არა რომ წმინდა სული ცხოვრობს თქვენს გულში? როდესაც წმინდა წერილის ნათქვამისამებრ ვუერთდებით ღმერთის ეკლესიას, როგორც თვით ეკლესია გვაუწყებს თავის მოწოდებაში, წმინდა სული დაგვეხმარება და თვალებს აგვიხელს ჭეშმარიტებაზე, მოგვანიჭებს კურთხევას. ამიტომ შეუერთდით ეკლესიას მსგავსი რწმენით. მაშინ სულიწმიდაც გაიხარებს.
ამ წუთამდე სულიწმიდის დახმარებით ვცხოვრობდით და მომავალშიც მისი დახმარებით ვოცხოვრებთ. აი რატომ არის ასე მნიშვნელოვანი სულიწმიდა ჩვენთვის, ვინც მივიღეთ ყველა ჩვენი ცოდვის პატიება. უნდა ვიცოდეთ და გვწამდეს, რომ სულიწმიდა არსებობს. უნდა ვიცოდეთ, რომ გვმართებს სული წმინდით ცხოვრება და გულში მისი მართველობის მიღება. ვისაც სულიწმიდა აქვს გულში, მის ნებას უნდა მიჰყვებოდეს. თუ მართალი პიროვნება ხართ, სულიწმიდა დაისადგურებს თქვენში და მისი მართველობით სიცოცხლის რჯულს მიჰყვებით.
მოდით ერთად წავიკითხოთ 27-ე მუხლი. “ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.” ჩვენმა მამა ღმერთმა იცის ჩვენში მცხოვრები სულიწმიდის ზრახვა; სულიწმიდამ იცის ყოველივე, რაც ჩვენს გონებაშია. ამიტომ მამა ღმერთმა იცის ჩვენი ყოველი ზრახვა. ამრიგად, “სულიწმიდა შუამდგომლობს წმინდათათვის ღვთის ნების თანახმად.”
ეს ნიშნავს რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ იცის სულიწმიდის აზრი, ხოლო სულიწმიდა შუამდგომობს ჩვენი მამის ნების თანახმად. ამრიგად მორწმუნეებს შეუძლიათ ღვთის ნების მიხედვით ცხოვრება. ამიტომ არის რომ ისინი, ვისაც ეპატია ცოდვები, პოულობენ სულიწმიდის მიერ მოქმედი რწმენის ცხოვრების უპირატესობებს. მართალთა გონება იმართება სულიწმიდის მართველობით.
ეკლესიაში მაშინ ჩნდება შფოთი, როცა იქ მოიძებნებიან ადამიანები, ვისშიც სულიწმიდა არაა. მათ ვისაც არ სწამთ წყლისა და სულის სახარების, არ გააჩნიათ სულიწმიდა და ამიტომ ვერ ამყარებენ ურთიერთობას ჭეშმარიტ მორწმუნეებთან, რომლებშიც სულიწმიდა ცხოვრობს. ასეთებს ეკლესიაში უამრავი პრობლემა მოაქვთ. ამის საპირისპიროდ, როდესაც სულიწმიდის მქონე ადამიანები უსმენენ სულიწმიდით ავსებული ღვთის მსახურის ქადაგებას, მათ გულებში მშვიდობა ივანებს რადგან შეუძლიათ იმისა გაგება თუ რის თქმას ცდილობს მათთვის ღმერთი თავისი მსახურების მეშვეობით.
ყველა ვისაც მიეტევა ცოდვები ნამდვილად ფლობს მასში მცხოვრებ წმინდა სულს. ის ჩვენშია და მისი მართველობით ღმერთის ნების თანახმად ვცხოვრობთ.
სულიწმიდა შემდეგნაირად გვმართავს: ზოგჯერ ეკლესიის მეშვეობით, ზოგჯერ მორწმუნეებთან ურთიერთობით და ზოგჯერ ღვთის სიტყვის მეშვეობით. ის ჩვენ ღმერთის ნებას გვაპოვნინებს და გვატარებს მისი მართალი გზით. სულიწმიდა გვანიჭებს ღმერთის მხარეზე ცხოვრების ახალ ძალას, სანამ მის სასუფეველს მივაღწევდეთ.
ამიტომ თქვენ და მე უნდა გავიგოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია სულიწმიდა ჩვენი რწმენის ცხოვრებაში. როცა წყლისა და სულის სახარების გვწამს, ვღებულობთ სულიწმიდას როგორც საჩუქარს, წმინდა წერილში ნათქვამის თანახმად, “მოინანიეთ, და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით” (საქმ. 2:38).
ღმერთმა მოგვცა სულიწმიდა, როგორც ნიჭი რათა ის დაგვხმარებოდა მისი ნებით ცხოვრებაში. ასეთია ჩვენი მამა ღმერთის ნება. ის გვეუბნება რომ მისი ნების მიხედვით უნდა ვიცხოვროთ მის სასუფეველში შესასვლელად. უნდა ვიქონიოთ სულიწმიდა იმისთვის რომ შევძლოთ ღვთის ნებით ცხოვრება და მხოლოდ ისინი, ვისაც წყლისა და სულის სახარების სწამს, ღებულობენ სულიწმიდას. ამრიგად უნდა გვწამდეს წყლისა და სულის სახარების, რათა მივიღოთ სულიწმიდა როგორც საჩუქარი, ვიცხოვროთ ღვთის ნების მიხედვით და შევიდეთ მის სასუფეველში.
ჩვენ სულიწმიდას და ხსნას ცალ-ცალკე არ ვღებულობთ. დღეს-დღეობით ზოგს ჰგონია, რომ ეს ორი კურთხევა განსხვავებული რამ არის. მათ ჰგონიათ, რომ სულიწმიდა მათზე გადმოვა თუ მთის გამოქვაბულებში განმარტოვდებიანარ და იქ უცხო ენებზე მხურვალედ ილოცებენ. ჰგონიათ, რომ სულიწმიდა გარდმოვა მათზე, პირდაპირ მიაწვდის თავის სიტყვას და ცოცხლად დაელაპარაკება მათ. მაგრამ საუბედუროდ, ეს უბრალოდ არაა სიმართლე.
სულიწმიდის და ღვთის წერილის გაყოფა არ შეიძლება, ისევე როგორც არ შეიძლება სულიწმიდის და მორწმუნის განცალკევება. ამიტომაა რომ ურთიერთობა მორწმუნეების და სულიწმიდის, ეკლესიის და სამპიროვნული ღმერთის – მამის, ძის და სულიწმიდის შორის – ასე მჭიდროა.
ჩვენ, ამ უკანასკნელი საუკუნის მემკვიდრენი, ვცხოვრობთ სულიწმიდით. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი მამა ღმერთის ნების თანახმად და სულიწმიდის მეშვეობით. სულიწმიდამ იცის ღმერთის მთელი ნება. ჩვენმა მამამ იცის ყოველივე რაც სულიწმიდის ზრახვაშია. სულიწმიდა მართავს ჩვენს აზრებს და ღმერთთან გვაკავშირებს. ამ გზით სულიწმიდა შუამდგომლობს ღვთის ნების თანახმად და ჩვენი ზეციერი მამა პასუხობს ამ ლოცვებს და მისი ნებით ცხოვრების უნარს გვაძლევს.
ამიტომ ლაპარაკობდა პავლე რომაელთა მე-8 თავის მე-16 და 27-ე მუხლებში სულიწმიდის მოღვაწეობის შესახებ. შეგვიძლია დაველოდოთ ღვთის სასუფეველს სულიწმიდის მეშვეობით. შეგვიძლია ახლანდელი ტანჯვის გადატანა და უფლის ნების თანახმად ცხოვრება, მისი სასუფევლის მოლოდინში გულში არსებული სულიწმიდის ძალით. შეგვიძლია გავუძლოთ ყველაფერს სულიწმიდით, დავემორჩილოთ ჩვენს უფალს სულიწმიდით და გვქონდეს მისდამი მსახურების ძალა სულიწმიდით. ყველაფერი ეს მოგვეცა სულიწმიდის მეშვეობით. უნდა გავათვიცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც დადიან და ცხოვრობენ სულიწმიდით, მუდამ ღვთის სიტყვის შემეცნებით, მის სიტყვასთან ჩვენი გულების გაერთიანებით, და მისი სიტყვის მოსმენით და მიყოლით. ისე უნდა გავატაროთ ჩვენი ცხოვრება, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ და სულიწმიდამ გაიხარონ ჩვენით, და არა ხორციელი ცხოვრებით, რომელიც მარტო ჩვენს ხორცს აამებს. ამაზე ლაპარაკობს პავლე მოხსენიებულ ნაწყვეტში.
ღმერთი მუდამ ჩვენთან არის ჩვენი სიცოცხლის მანძილზე. ის ინახავს ჩვენს გულებს და ჩვენი დახმარება სურს. დაე გააგრძელოს უფალმა ჩვენი კურთხევა. როდესაც უფალი მეორედ მოვა, ყოველივე მის დიდებაში შეიცვლება. ჩვენ, ვისაც ახლა ღმერთის სამართლიანობა გვაქვს, დავიმკვიდრებთ მთელ ღვთის სასუფეველს და მის დიდებას. ვისაც კი სურს ღმერთის სასუფევლის დამკვიდრება უნდა ყურადღებით მოუსმინოს და ირწმუნოს წყლისა და სულის სახარების.
ალილუია! ვლოცულობ, რომ ღმერთის სამართლიანობა იყოს თქვენთან და გაკურთხოს თქვენ.