• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 8-7] უფლის მეორედ მოსვლა და ათასწლეულის სასუფეველი (რომ. 8:18-25)

(რომ. 8:18-25)
“ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ. ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ, სასოებით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. ვინაიდან ვიცით რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე, და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი, ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.”


მათ, ვინც გამართლდნენ ღმერთის სამართლიანობის რწმენით, ზეციური დიდება მიიღეს. ამიტომ იღწვიან ისინი წყლისა და სულის სახარებაში რათა ყველა ადამიანი მოიცვას ამ დიდებამ. მორწმუნეები უძღვნიან თავს ღმერთის სამართლიანობის სახარებას და იბრძვიან დედამიწაზე, რადგან ქრისტეს ტანჯვათა გაზიარება არის დიდებული და სამართლიანი.
საპატიო არაა ჩვენთვის რომ ვიტანჯოთ ღმერთისთვის, რომელსაც ასე ღრმად ვაფასებთ და პატივსა ვცემთ? აუცილებლად არის; ეს დიდებული ტანჯვაა. ამიტომ ისინი ვისაც სწამს ღმერთის სამართლიანობის, იტანჯებიან მისი სამართლიანობის გამო. ვისთვის იტანჯებით თქვენ ახლა? ამ ქვეყნიერებისა და საკუთარი ხორცისთვის? რა სარგებელია თქვენი სულისთვის ამა ქვეყნის გამო ტანჯვათა გადატანა? სჯობს იტანჯოთ ღმერთის სამართლიანობისთვის და გწამდეთ მისი. მაშინ ღვთის დიდება თქვენზე დაივანებს.

 

მემკვიდრეობა რომლითაც მომავალში ვიქნებით კურთხეულნი


მოდით ვიმსჯელოთ მემკვიდრეობაზე რომელიც გველოდება. მემკვიდრეობა რომელსაც მივიღებთ ზეცაში არის იესოსთან ერთად ახალ ცასა და დედამიწაზე სუფევის ჯილდო. დიდება რომელსაც მივიღებთ ათასწლეულის სამეფოში და ღმერთის საუკუნო სასუფეველი განუზომლად აღმატებულია. მხოლოდ ხელახლა შობილ მორწმუნეებს შეუძლიათ იმ დიდების შეცნოდა და მიღება, რომელიც მათ ელოდებათ. 


შეუდარებელი დიდება

“ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ” (რომ. 8:18).
მორწმუნეების ახლანდელი ტანჯვების მოსალოდნელ დიდებასთან შედარებით, პავლემ თქვა რომ ეს დიდება ბევრად აღემატება ამჟამინდელ ტანჯვებს. ესაა აბსოლუტური ჭეშმარიტება; დიდება რომელიც ჩვენ გველოდება ნამდვილად ბევრად აღემატება იმ ტანჯვებს რომლებსაც ჩვენ ახლა ვიტანთ. 
 

ქმნილების სასოება

“ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ, სასოებით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის.” (რომ. 8:19-21).
ღმერთის მთელ ქმნილებას სწადია ცოდვის ხრწნილებისგან გათავისუფლება. ამისათვის დედამიწაზე ღმერთის სასუფეველი უნდა დამყარდეს. ეს ქმნილებანი ასევე ელიან ღვთის შვილების გაბატონებას ათასწლეულის სამეფოში. ამრიგად მთელი არსება ელოდება იმ დღეს როცა ღვთის შვილები, ღვთიური დიდებით შემოსილნი, მასთან ერთად გამეფდებიან ღვთის სასუფეველში.


ჩვენი სხეულის გამოსყიდვის მოლოდინი

“ვინაიდან ვიცით რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე, და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. ვინაიდან სასოებით ვიქნით დახსნილნი, ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.” (რომ. 8:22-25).
ღმერთის სამართლიანობის სახარების მორწმუნეები დახსნილი არიან ყველა ცოდვებისგან. ისინი მოელიან ღვთის სასუფეველის დადგომის დღეს, ყველა ამჟამინდელი ტანჯვების მოთმინებით. ისინი განუწყვეტლივ იტანჯებიან სახარებისათვის და ამ ტანჯვებში ღვთის სასუფევლის მათი იმედი კიდევ უფრო ძლიერდება. ეს ბუნებრივია მათთვის. ისინი არ მოელიან ხორციელი თვალის იმედით, არამედ ელიან თავის გარდაქმნას და იმ სასუფეველს, რომელიც თვალით ჯერ არ მოჩანს.
ადამიანები და მთელი დანარჩენი ქმნილება ამ სამყაროში ცხოვრობს წარმოუდგენელი ტანჯვის ქვეშ. დროთა განმავლობაში სამყარო იცვლება და ტექნოლოგიისა და ცივილიზაციის განვითარებისას ადამიანთა გულებში მომავლის იმედიც იზრდება. ისინი მოელიან მომავალში დედამიწაზე სამოთხის ხილვას და მაინც დარდობენ, ნერვიულობენ, წვალობენ და ფიქრობენ, რატომ იკავებს ეს პროცესი ამდენ ხანს, მიუხედავად არსებული პროგრესისა. კომპიუტერების, მანქანების და სხვა ტექნოლოგიების განვითარება გრძელდება, და მაინც სულ უფრო იშვიათად გვესმის ადამიანთა ლაღი სიცილი.
გააჩნია კი კაცობრიობას მომავლის იმედი? პასუხი სამწუხაროდ უარყოფითია. გამოცხადების წიგნის თანახმად ისევე როგორც მეცნიერთა აზრით, ჩვენ გველის უწყლობის, გვალვის, ოზონის ფენის გაქრობის და ეროზიის უბედურებანი, რაც წყურვილისა და სიცხის გამო მრავალი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. გრძნობთ თუ არა თქვენს გულში ყველა ამ უბედურებას რომელიც მოგველის?
ჩვენ სასიამოვნო სამყაროში ვცხოვრობთ? რაღაცით ის შესაძლოა სასიამოვნოდაც გამოიყურებოდეს. რა არის მასში, რისი ფულით ყიდვაც შეუძლებელია? მაგრამ ჩვენ სუფთა წყალი და ჯანმრთელი გარემო გვჭირდება. და მაინც ოზონის ფენა იშლება, რაც მომაკვდინებელი სხივების ატმოსფეროში გაჟონვას იწვევს, რომლის დროს ულტრაიისფერი სხცივები მცენარეთა მუტაციას და ადამიანთა გულების გასასტიკებას იწვევენ. ადამიანები განუზომლად დარდობენ: ”რა მოუვა ამ სამყაროს?” მაგრამ წუთისოფლის მაცხოვრებლებისგან განსხვავებით, ჩვენ, ხელახლა შობილ მორწმუნეებს გვაქვს რწმენა რომ მონაწილოეობას მივიღებთ პირველ აღდგომაში და ვიმეფებთ იესოსთან ერთად ათას წელს.
ბიბლია გვეუბნება, რომ თვით უფალი ისევ ჩამოვა ზეციდან დიდი ხმაურით, მთავარანგელოზთა ხმით და ღმერთის საყვირის ძახილით (1 თეს. 4:16). საკითხი იმაშია თუ “როდის” მოვა ის. უფალმა აღგვითქვა რომ ის ჩამოვა იმათ წასაყვანათ, ვისაც სწამს წყლისა და სულის სახარების, წყლის, სისხლისა და სულის, და ჩვენს ამ დღეს მოველით.
ხელახლა შობილებს სწამთ სახარების. “ჩემი ცოდვები გადაეცა იესოს როცა ის მოინათლა და მე მწამს უფლის, როგორც ჩემი მხსნელის რომელიც ჩემი ცოდვების გამო და ჩემს მაგივრად დაისაჯა.” ღმერთმა მოგვმადლა ხსნა თავისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით. ის ხელმეორედ მოვა რათა აღადგინოს თავისი ხალხი და გაამეფოს ისინი მასთან ერთად დედამიწაზე ათასი წლის განმავლობაში. ბიბლია წააგავს სურათების შესადგენ მოზაიკას, რომელიც მისი მკითხველების მიერ არის ასაწყობი.
როდესაც იესო პირველად მოვიდა სოფლად, მან ყველა ცოდვილს მონანიებისკენ მოუხმო. თავისი სხეულით მან იტვირთა მათი ცოდვები თავის ნათლობაში და მსჯავრი მიიღო მათ გამო ჯვარზე დაღვრილი სისხლით. როდესაც უფალი, რომელიც ამჟამად ზეცაშია, ისევ მოვა, ის მკვდრეთით აღადგენს ყველას ვისაც სწამდა ღმერთის სამართლიანობის, რათა მასთან ერთად იმეფონ ათასწლეულში.

 

ათასწლეულის სამეფო


ვისაც ჭეშმარიტად უყვარს მოყვასი ამ წუთისოფელში, არის ნამდვილად ღმერთის შვილი. ესენი არიან ერთადერთი ადამიანები ვისაც მიაქვთ ღმერთის სამართლიანობის სახარება ყველა დაკარგულ სულთან, რათა ისინი ქრისტესთვის მოიპოვონ. აძლევენ ამისათვის გასამრჯელოს ღვთის შვილებს ამა ქვეყნის შვილები? არა. მაშინ ვინ გააკეთებს ამას? როდესაც იესო ხელმეორედ მოვა ის დააჯილდოვებს ხელახლა შობილებს მკვდრეთით აღდგომით და მასთან ერთად ათასწლეულში გამეფების უფლებით.
ათასწლეულის სასუფეველი არის ჩვენთვის, ხელახლა შობილ მორწმუნეთათვის. თუნდაც ამჟამინდელი სამყარო უკაცრიელდება, ჩვენი უფლის მოსვლისას ახალ სამყაროში ვიცხოვრებთ. იქ უფალი ნებას დაგვრთავს რომ ვიმეფოთ მასთან ერთად და ვიცხოვროთ ბედნიერად და სიხარულით ისე დიდხანს, რამდენიც მოგვინდება.
პავლემ თქვა რომაელთა 8:23-ში, “არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას.” ელოდებით თქვენ იმ დღეს? ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ვოხრავთ და ვკვნესით ჩვენს გულებში და ნგზნებარედ ველით ჩვენი სხეულების გამოსყიდვას. ღმერთმა თქვა რომ ის აღგვადგენს, შეცვლის ჩვენს სხეულებს და მასთან ერთად გვაცხოვრებს. ჩვენ, ვინც ხელახლა ვიშვით როგორც მართლები, ვსასოებთ და ველით სულიწმიდით მის მეორედ მოსვლას.
ჩვენ ვკვნესით გულში. ხელახლა შობილმა მორწმუნეებმა იციან თუ რა მოუვა ამ წუთისოფელს. იმას, რასაც მკითხავები ამბობენ მომავალზე, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ხელახლა შობილმა მორწმუნეებმა დაზუსტებით იციან რა მოხდება მომავალში. თუნდაც ეს სამყარო იმად იქცეს, რასაც ჩვენ ვუწინასწარმეტყველებდით, ახლა ჩვენ არავინ დაგვიჯერებს. მაგრამ ისინი ვისაც სწამს ღმერთის დაწერილი სიტყვის, უბრალოდ ელიან იმ დღეს მედიდურობის გარეშე. მიუხედავად იმისა რომ სხვები, ვინც არ სცნობს ღმერთის სიტყვას, მათ არაფრად აგდებენ, ისინი მაინც ცხოვრობენ იმედით.
ამიტომ ურწმუნოებმა თავის სიცოცხლეშივე უნდა მიიღონ ხსნა. მათ უნდა იწამონ, რომ იესომ ნათლობით იტვირთა მათი ცოდვები და მათ ნაცვლად დაისაჯა ჯვარზე. მხოლოდ მაშინ შესძლებენ ისინი უკანასკნელ დღეს ღვთის სასუფეველში მოხვედრას. მაშინ ყველანი მივიღებთ ჯილდოს და შევალთ მის სამეფოში საუკუნო სიცოცხლისათვის.
დაღონებული და დაქანცული ხართ? კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით? სანამ მოვკვდებით, ჩვენ ნათლად უნდა გავიგოთ და ვიწამოთ ის, თუ როგორ გახდა იესო ჩვენი მხსნელი. ასევე უნდა მოვემზადოთ ზეცაში ცხოვრებისათვის. ამჟამინდელი სამყარო არ წარმოადგენს ყველაფერს; ამ ჭეშმარიტების ცოდნით, ზეციურ ცხოვრებისათვის უნდა მოვემზადოთ. ყოველდღიურად განცხრომით ცხოვრობთ? თუ ასეა, მაშ უგუნური პიროვნება ყოფილხართ. მეორე მხრივ, ისინი, ვისაც უკეთეს, ანუ ზეციურ სამშობლოში მოხვედრა სურთ და თავისი იმედების განხორციელებას ელიან, არიან ბრძენნი, რომლებიც თავის სახლს ნამდვილად კლდეზე აშენებენ.

 

მილენიუმის სასუფეველში


ღმერთმა ჩვენ თავისი ხატისა და მსგავსების მიხედვით შეგვქმნა რათა მასთან ერთად მუდმივად გვეცოცხლა. ამისთვის მოვიდა უფალი ამ ქვეყნად, მიიღოO ნათლობა და ჯვარზე სისხლი დაღვარა, რათა გადავერჩინეთ ყველა ჩვენი ცოდვებისგან. ღვთის სამართლიანობის მორწმუნენი უფალთან ერთად ცხოვრობენ და უფალი მათ ამისათვის დააჯილდოვებს. უფალი მოსწმენდს ცრემლებს ჩვენს თვალებს და აგვინაზღაურებს ყველა იმ გასაჭირს და მარტოობას, რომლითაც ვიტანჯებოდით.
ღმერთი განაახლებს ყოველივეს. ის შექმნის ახალ სამყაროს სადაც ჩვილი ბავშვი გველის ორმოში ჩაყობს ხელს უვნებელად (ესაია 11:8). უნდა გვწამდეს და მგზნებარე იმედით ველოდოთ უხილავს, მოთმინებით ველოდოთ იმ დღის მოსვლას. თუ ვამბობთ, რომ მხოლოდ ხილულის დალოდება შეგვიძლია, უგუნურები ვართ. სხვა სიტყვებით, თუ ველით იმას რაც არ სჩანს და გვწამს ღმერთის სიტყვის, ვართ ბრძენნი. ხსნის მიღების შემდეგ ჩვენ მოველით დიდებას, რომლის დანახვა თუმცა ამჟამად ფიზიკური თვალით არ შეიძლება, უეჭველად მოვა.
უფალი თვითონაც კვნესის ჩვენზე უფრო მეტად, მაგრამ მაინც მითმინებით გვალოდინებს. ამიტომ გულმოდგინედ ველით ჩვენი ხორცის შეცვლას სულიერ სხეულებად და გამეფებას სათანადო დროს. რას ამბობს სულიწმიდა, რომელიც ცხოვრობს ჩვენში? რისთვის გვალოდინებს ის? ის გვალოდინებს მილენიუმის სასუფევლისთვის. უფალი მოელის ჩვენი სხეულების განახლებას და ჩვენთან ერთად გამეფებას. ჩვენც მოველით ღმერთთან ერთად ათასი წლის განმავლობაში ცხოვრებას.
ალილუია! მადლობას ვწირავთ ჩვენს უფალს.
ქრისტიანები ცხოვრობენ ზეცის იმედით და დარწმუნებით. ეს დარწმუნება დაფუძნებულია არა ჩვენს ემოციებსა და გრძნობებზე, არამედ ღმერთის სიტყვაზე, რომელიც არ სტყუის.