• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 8-8] სულიწმიდა, რომელიც მართლებს ეხმარება (რომ. 8:26-28)

(რომ. 8:26-28)
“ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას. ვინაიდან არ ვიცით როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის. ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ.”
 

სულიწმიდა იმ ადამიანთა გულებშია, ვინც ღმერთის სამართლიანობა იწამა. სულიწმიდა უბიძგებს მათ ლოცვისკენ და ეხმარება მასში. ის ასევე შუამდგომლობს მათთვის გამოუთქმელი ოხვრით. ეს ნიშნავს, რომ სულიწმიდა  ეხმარება მორწმუნეებს ილოცონ ღმერთის ნების თანახამად. ამიტომ არის რომ ღვთის სამართლიანობის მორწმუნეებს ღვთის შვილები ჰქვიათ. უფალი აღუთქვამს მათ, რომ მუდამ, სამყაროს აღსასრულამდე მათთან ერთად იქნება.
სულიწმიდა  მართლებში ცხოვრობს და შუამდგომლობს მათთვის ღმერთის ნების თანახმად. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მიიღოთ სულიწმიდა? ლოცვით? გგონიათ რომ შეგიძლიათ სულიწმიდის მიღება ყველა თქვენი ცოდვების არსებობის მიუხედავად? სულიწმიდა  მოღვაწეობს და ცხოვრობს მხოლოდ იმ ადამიანთა გულებში, ვინც ღმერთის სამართლიანობა იწამა.
ღვთის ნების თანახმად ლოცვის მოსურნე ქრისტიანები სული წმინდისგან ღებულობენ შველას. ისინი სწავლობენ და ესმით თუ რაზე უნდა ილოცონ. თუ თქვენ ღმერთის სამართლიანობის რწმენით მიიღეთ სულიწმიდა, ის თქვენთვის იშუამდგომლებს და გზაზე გაგიძღვებათ.
 
 

ყოველივე გვეწევა სასიკეთოდ

 
“ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ” (რომ. 8:28).
ღმერთი მორწმუნეთა მხარეზეა და ყველაფერს სასიკეთოდ უწევს მის მოყვარულებს. ღმერთს უყვარს ხელახლა შობილი მორწმუნეები. ზოგჯერ მან შეიძლება ჩვენი მტრებიც კი გამოიყენოს ჩვენს სასიკეთოდ, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც სჯის მათ მათი ცოდვების გამო. ამრიგად ყველა ჩვენი მტერი გაუჩინარდება მის საუკუნო სამსჯავროში, რადგან ყოველივე რასაც ღმერთი უშვებს, არის მხოლოდ მორწმუნეთა სასიკეთოდ.