• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 8-9] ყოველივე გვეწევა სასიკეთოდ (რომ. 8:28-30)

(რომ. 8:28-30)
“ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე ეწევა სასიკეთოდ. ვინაიდან რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.”


დღეს მინდა განვიხილოთ ზემოდხსენებული რომაელთა წერილის მე-8 თავის ნაწყვეტი. ნათქვამია, რომ ღმერთმა განგვისაზღვრა, მოგვიწოდა და განგვადიდა ჩვენ, რომლებიც ვართ ღვთის ძეში იესო ქრისტეში. ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე და იმის თაობაზე თუ როგორ ესმით ხოლმე ადამიანებს თანდათანობითი განწმენდის დოქტრინა. 
რომაელთა 8:28 ამბობს, “ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე ეწევა სასიკეთოდ.” უნდა დავუფიქრდეთ იმას, თუ ვინ არიან ეს “ღვთის მოყვარულები”. 
ნამდვილად მოქმედებს ყოველივე სასიკეთოდ? ღმერთმა ასე თქვა. თავდაპირველად, ვიდრე ღმერთი ადამიანებს შექმნიდა, მან მისივე განზრახვით დაგეგმა ჩვენი შვილებად ქცევა და წარმატებით განახორციელა ეს იესო ქრისტეში, მის მხოლოდშობილ ძეში.
უნდა გვახსოვდეს, რომ ედემას ბაღში იყო კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე. რატომ დარგო ღმერთმა ეს ხე? შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, ღმერთს რომ მსგავსი ხე არ დაერგო? ბევრს აკვირვებს ეს ამბავი. 
მაგრამ ამაში იდო ღმერთის ღრმა მიზანი და გეგმა. ღმერთმა შექმნა ადამიანები თავის ხატად და მსგავსებად. სინამდვილეში, კაცობრიობა არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენი ქმნილებისგან, სანამ ღმერთის სამართლიანობას მივიღებდით.

 

რატომ დარგო ღმერთმა კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხე?


აი რატომ უნდა ვიცოდეთ მიზანი იმისა თუ რატომ უბრძანა ღმერთმა ადამს და ევას არ ეჭამათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან. რა იყო ამის მიზეზი? ეს მოხდა იმისთვის რომ ადამიანები ღვთის რჯულის ქვეშ ყოფნის შემდეგ, იესო ქრისტეში გამოსყიდვით მისი შვილები გამხდარიყვნენ. ღმერთის მთელი სამართლიანიობა ინახება სიტყვაში, “ღვთის მოყვარულებს ყოველივე ეწევა სასიკეთოდ.” ვინაიდან ღმერთმა სთქვა, “ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე ეწევა სასიკეთოდ.” (რომ. 8:28) ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი უნდა მოვძებნოთ იესო ქრისტეს მიერ მოცემულ წყლისა და სული სახარებაში.
ამისათვის ჩვენ პირველად ღმერთის სახარება უნდა ვცნოთ. მაშინ მივხვდებით, რომ ყველაფერი რასაც გეგმავს და აკეთებს ღმერთი, არის კეთილი. მაგრამ ამ ჭეშმარიტების გასაგებად ჩვენ ხელახლა უნდა ვიშვათ წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენით. პასუხი ღვთის მიერ მოცემულ სახარებაში უნდა მოვიძიოთ.
მიზეზი იმისა თუ რატომ შეგვქმნა ღმერთმა, რატომ დარგო ედემის ბაღში კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხე და უფლება მისცა ადამს და ევას ეჭამათ იმ ხიდან და შეგვაცნობინა რჯული, იყო ის რომ მას სურდა საბოლოოდ მისი შვილები გავეხადეთ. ჩვენმა უფალმა, რომელმაც გვიხსნა ყველა ცოდვისგან, დაუშვა ყოველივე ეს იმისთვის რომ შეეძლო მოეცა ჩვენთვის ცოდვათა პატიება, საუკუნო სიცოცხლე და ზეციური დიდება. ღმერთმა ადამიანი მტვერისგან შექმნა და კაცობრიობაც შეიქმნა და იშვა უძლური. ბიბლია ხშირად თიხის ჭურჭელს გვადარებს. ღმერთმა, რომელიც არის მეჭურჭლე, შექმნა ადამიანი თიხისგან. მან გამოსახა ადამიანი მტვრისგან და შჩაჰბერა მას წყლისა და სულის სიყვარული. ღმერთმა მოგვცა წყლისა და სულის ჭეშმარიტება რათა მისი საკუთარი შვილები გავეხადეთ. 
თიხისგან გაკეთებული ჭურჭელი ადვილად ტყდება. ამგვარად ღმერთმა თავიდან ადამიანის სხეული და სული უძლური შექმნა, რათა შემდგომში ის თავის შვილად ექცია. მისი განზრახვა განხორციელდა იესოს მიერ, რომელმაც ჩამორეცხა კაცობრიობას ყველა ცოდვა და შემოსა ის ღმერთის სიწმინდით, რათა მიეცა საუკუნო სიცოცხლე წყლისა და სულის სახარებისმიერი ხელახლა შობით. ამიტომ შეგვქმნა ჩვენ ღმერთმა თავიდან არასრულყოფილნი და უძლურნი, და არა უნაკლონი.

 

რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი უძლური?


რატომ დარგო უფალმა კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხე ედემის ბაღში და შემდეგ უბრძანა ადამსა და ევას რომ არ ეჭამათ იმ ხიდან? ამის მიზეზი წყლისა და სულის სახარებით იხსნება. რატომ თქვა ღმერთმა რომ ქალის თესლი შემუსრავს სატანის თავს ხოლო სატანა მის ქუსლს დაგესლავს, როცა ადამმა და ევამ შესცოდეს და დაეცნენ? ყოველივე ეს მოხდა კაცობრიობის ღვთის შვილებად გასახდომად. ეს იყო ღმერთის ჩანაფიქრი იესო ქრისტეში, მის მხოლოდშობილ ძეში.
მაშ ვინ არიან “მოწოდებულები” ღვთის განზრახვით? ეს ისინი არიან, ვინც აღიარა თავისი ცოდვები და უკეთურებანი და ეძებდა ღმერთის სიყვარულს და წყალობას. უნდა დავინახოთ, რომ უპირობო არჩევნის და თანდათანობითი განწმენდის დოქტრინები მცდარია. უპირობო არჩევნის დოქტრინა მცდარია რადგან ჩვენი ღმერთი არაა ის ღმერთი, რომელიც მხოლოდ ზოგიერთს ირჩევს უპირობოდ სხვებს კი ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარყოფს.
პირიქით, ისინი ვისაც ღმერთი ირჩევს და მოუწოდებს, არიან ადამიანები, რომლებიც ჰგოდებენ თავიანთ ცოდვებზე და აღიარებენ რომ ჯოჯოხეთის იქით გზა არა აქვთ – ის ხალხი, ვისაც სწყალობს ღმერთი და ვისაც მოუწოდებს თავისი წყლისა და სულის სახარებით.
ამ ქვეყნად დაბადებულ უთვალავ ადამიანს შორის, რომელმაც მოინანია და დაუბრუნდა ღმერთს, არც ერთი არ არის ამორჩეული ან მიტოვებული ღმერთის მიერ რაიმე მიზეზის გარეშე. ღმერთს რომ თქვენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე არ ამოერჩიეთ, შეგეძლოთ პროტესტი განგეცხადათ მის მიმართ. უაზრო იქნებოდა იმის თქმა რომ ღმერთმა რაიმე მიზეზის გარეშე თქვენ ან ვინმე სხვას ეშმაკის შვილად ყოფნა განუსაზღვრა. ეს არ არის ის, რაც ღმერთმა გააკეთა.
თუ არ ხართ ღმერთის მიერ ამორჩეული, ეს იმიტომაა რომ არ გწამთ წყლისა და სულის სახარების. თუ ღმერთის მიერ მოცემულ წყლისა და სულის სახარების არ გწამთ, ღმერთი თქვენ მიგატოვებთ, რადგან უფლმა სთქვა, “მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.” (მათე 9:13). საუბედუროდ ის რაც თეოლოგებმა გააკეთეს, იყო ჩვენი ღმერთის შეუწყნარებელ და მავნე ღმერთად წარმოსახვა.

 

ვინ არიან ღვთის ნების თანახმად მოწოდებულნი?


ისინი, ვისაც მოუწოდა ღმერთმა არიან ჯოჯოხეთისთვის განწირული ცოდვილები. ისინი მოდიან ღმერთთან და აღიარებენ, რომ იმსახურებენ ჯოჯოხეთს რადგან არიან უძლურნი და სხვა არაფერი შეუძლიათ გარდა ღმერთის ბრძანებების დაუმორჩილოებლობისა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ღმერთმა მოუხმო ცოდვილებს და განცწმინდა მათი ცოდვები წყლისა და სულის სახარებით. მან მოუწოდა იმათ, ვისაც ჯოჯოხეთის იქეთ გზა არ ჰქონდა და დაიხსნა ისინი მათი ცოდვებისგან წყლისა და სულის სახარებით.
ღმერთი არ მოსულა იმათ მოსახმობად ვინც კეთილი და რჯულის მორჩილია. ღმერთი მოუწოდებს იმათ ვინც ნამდვილად მთელი ძალით ცდილობს მისი ნებით ცხოვრებას, მაგრამ ამავე დროს ესმით, რომ მათი უძლურება ცოდვას ადენინებს, თუმცა ღმერთის სწამთ და მასზე არიან დანდობილნი. ღმერთის მიზანია უძლურთა, სუსტთა და არასრულყოფილთა მოწოდება, რომ გახადოს ისინი მართლები და მისი შვილები. ასეთია ღმერთის მოწოდება მისი ნების თანახმად. ამიტომ ყოველივე ეწევა სასიკეთოდ იმათ, ვინც მისი განზრახვით არიან მოწოდებულნი.
უნდა გვწამდეს ღვთის მოწოდების. არ უნდა ვიძახოდეთ, რომ იესოსი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გვწამს. ასეთი რწმენა არაა სათანადო რწმენა. სათანადო რწმენაა გწამდეს უფლის და არა თქვენი საკუთარი განზრახვის თანახმად. ეს ნიშნავს გწამდეს რომ ღმერთმა კარგად იცის ჩვენი უძლურებანი, რომ მან მოგვაშორა ყველა ცოდვა ერთხელ და სამუდამოდ და ამგვარად უცოდველები გაგვხადა. ღმერთის განზრახვაზე, იესო ქრისტეს ნათლობაზე და სისხლზე რწმენის დამყარებით, ჩვენ შეგვიძლია მის შვილებად გახდომა. ღვთის ნებაა გაგვხადოს თავისი უცოდველი შვილები, როცა ვსწავლობთ და ვღებულობთ მის განზრახვას – ასეთებია ისინი, ვინც ღმერთს ჭეშმარიტად უყვარს და ვისაც ის მოუწოდებს.


ვინ არიან ღვთის მიერ მოწოდებულები?

ღმერთს არ ჰყავს ორ რიგად მდგომი ხალხი, საიდანაც ის მხოლოდ მარჯვენა მხარეს მდგომ ადამიანებს ირჩევს და ამბობს, “მოდი, ირწმუნე იესო და მოხდი ზეცაში,” შემდეგ კი მარცხნივ მდგომთ მიუბრუნდება და ეუბნება, “თკვენ კი უბრალოდ ჯოჯოხეთში მიდით.”
კალვინისტები ამტკიცებენ, რომ ღმერთმა მიზეზგარეშე აირჩია ზოგი ერთი ადამიანი ხოლო დანარჩენების თავიდანვე მიტოვება გადაწყვიტა. მაგრამ ღმერთი არ არის ასეთი. ის ყოველივეს იქმს სასიკეთოდ მათთვის, ვინც მისი განზრახვის თანახმად არის მოწოდებული. უაზრობაა იმის ფიქრი, რომ ჩვენ უპირობოდ და ყოველგვარ მიზეზგარეშე ვართ არჩეულები.
არის ღმერთი უსამართლო? რა თქმა უნდა არა. ყველა თანაბარია მის და მისი რჯულის წინაშე. ასევე ყველა თანაბარია სამსჯავროს წინაშე. ჩვენ ღვთისგან ხსნის მადლი გვერგო წილად, რომელმაც დაგვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან იესო ქერისტეს მეშვეობით. ამ ჭეშმარიტების რწმენის შანსი ასევე თანაბარია ყველასთვის. ის საშუალებას აძლევს იმათ, ვინც ღებულობს ღვთის განზრახვას და ესმის თავისი სისუსტე, გაიგონ და იწამონ წყლისა და სულის სახარება.
მაშ რას წარმოადგენს ჭეშმარიტი ღვთიური წინასწარი განზრახვა და არჩევანი? ეს არის ჩვენი მოწოდება ღმერთის განზრახვის თანახმად წყლისა და სულის სახარებისკენ, რომელიც მან მოგვცა. ეს მოხდა რადგან ღმერთმა მოგვაშორა ცოდვები იესოს მეშვეობით და ჩაიფიქრა ჩვენი მის შვილებად ქცევა, რომ მოვსულიყავით ამ ქვეყნად და მოგვცემოდა სახარების მოსმენის შანსი. ღმერთმა წინასწარ დაგეგმა ყოველივე ეს იესო ქრისტეში. ასეთი იყო მისი გეგმა და ჩანაფიქრი. ამიტომ როდესაც ღვთის წინაშე მოვდივართ, უნდა გავათვიცნობიეროთ, იაკობის თუ ესავის მსგავსი ვართ.
წერილი გვეუბნება რომ ღმერთმა შეიყვარა იაკობი ხოლო ესავი შეიძულა. ის ასევე ლაპარაკობს კაენის და აბელის შესახებ, და ღმერთმა შეიყვარა აბელი და შეიძულა კაენი. როგორ ფიქრობთ, ღმერთმა ყოველივე ზემოდთქმული ყოველგვარი მიზეზის გარეშე გააკეთა? არა. ეს მოხდა იმიტომ რომ ესავი და კაენი ეყრდნობოდნენ მხოლოდ საკუთარ ძალას და არასოდს უთხოვიათ ღვთის წყალობა, მაშინ როდესაც იაკობმა და აბელმა იცოდნენ თავისი უძლურების შესახებ, შესთხოვდნენ ღმერთს წყალობას და ენდობოდნენ მის სიტყვას.
წერილი გვიხსნის ღმერთის წინასწარ განზრახვას და არჩევანს, ადამიანების მაგალითის გამოყენებით. რომელ მხარეს ვეკუთვნით? შევძლებთ ღმერთთან შეხვედრას, თუ ესავის კვალობაზე მხოლოდ საკუთარ ძალას ვენდობით? არა, ვერ შევძლებთ! ერთადერთი გზა ღმერთის შესახვედრად არის წყლისა და სულის სახარების მეშვეობით, რომელიც მისი წყალობითაა აღსავსე. ამ ორ მხარეთაგან რომელზე ვდგავართ ღვთის წინაშე? ჩვენ ვართ ისინი ვისაც ღმერთის თანდასწრებაში კურთხევა სურთ, მაგრამ ჩვენი სისუსტეების გამო ამაში მუდამ წარუმატებლობას განვიცდით. თუნდაც გვსურდეს ღმერთის ნების თანახმად ცხოვრება, ჩვენ მაინც უძლურნი და არასრულყოფილნი ვართ მის წინაშე და ამიტომ ერთადერთი, რისი თხოვნაც შეგვიძლია მისთვის, არის მისი წყალობა.
თუ გვსურს ვიკურთხოთ ღმერთის მიერ, უნდა დავემსგავსოთ იაკობს და ვიქონიოთ აბელის მსგავსი რწმენა. უნდა ვაღიაროთ ღმერთის წინაშე ის ფაქტი, რომ ვართ უძლურნი, არასრულყოფილნი და მხდალნი.
ფსალმუნი 145:14 ამბობს, “უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა.” ჭეშმარიტად, ყველა მუხლს იდრეკს ღმერთის წინაშე. ჩვენ არ გაგვაჩნია სიმამაცე. უმცირესი გამორჩენის გამო ჩვენ კომპრომისებზე მივდივართ. ჩვენ ვართ პირმოთნე და მონური. ზოგჯერ შესაძლოა გულადებად ვჩანდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მოკლე ხანს გრძელდება. თუ ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენს ცხოვრებას, აღმოვაჩენთ თუ რაოდენ პირმოთნეები ვართ. ჩვენ ვემორჩილებით ძლიერ და უმართლო არსებებს, რომლებიც გვაიძულებენ ჭეშმარიტების უკუგდებას. მაგრამ ღმერთმა მოუწოდა მხდალ მონებს რათა შეეყვარა ისინი და მიეცა მათთვის ხსნა იესო ქრისტეში, და გახადა ისინი თავის შვილებად.
უნდა დავინახოთ რამდენად უძლურნი და ცოდვილები ვართ ღმერთის სიყვარულის წინაშე. თავს უნდა ვკითხოთ, ნამდვილად შეგვიძლია თუ არა რჯულის სრულყოფილი დაცვა. მაშინ უცებ მივხვდებით, რომ უბრალოდ არ შეგვწევს რჯულის შესრულების ძალა და ამრიგად ვერასოდეს ვიცხოვრებთ სრულყოფილად.
სრულყოფილი რომ ვყოფილიყავი, მხსნელი არასოდეს დამჭირდებოდა. სრულყოფილი რომ ვყოფილიყავით, რატომ დაგვჭირდებოდა ღმერთის შემწეობა და კურთხევა? სწორედ იმ მიზეზით, რომ ასე უძლურნი ვართ ღვთის წინაშე, ვსაჭიროებთ ჩვენ მის კურთხევებს. ჩვენ მისი წყალობა გვჭირდება. ღვთის თანაგრძნობა ჩვენს მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ მან მოავლინა თავისი მხოლოდშობილი ძე და ყველა ჩვენი ცოდვა ააღებინა და მოაშორებინა. ჩვენს ნაცვლად მან დააკისრა ცოდვის გამო მსჯავრი იესოს, რათა ცოდვისგან დავეხსენით. აი რისი უნდა გვწამდეს.
მხოლოდ ამგვარი რწმენით შევძლებთ ღმეთის საყვარელი შვილებად გახდომას. მისი წყალობის გამო ვართ მოცული მისი სიყვარულით, და არა ხსნის მისაღწევად ჩვენი პირადი ძალისხმევის გამო.
თუმცა მრავალი ქრისტიანი წინასწარი განსაზღვრის და არჩევნის დოქტრინებს ასწავლის და მიყვება, თვით მათაც აღელვებს ეს დოქტრინები. ეს იმიტომ რომ გამუდმებით ფიქრობენ, არიან თუ არა არჩეულები ღმერთის მიერ.
ეს ორი დოქტრინა შეადგენს კალვინისტური თეოლოგიის 90%. მათ წინაშე დგას კითხვა, რომელიც არასდროს აძლევს მოსვენებას: იყვნენ თუ არა ისინი რჩეულნი მათი იესოსადმი რწმენის მიუხედავად. მაგრამ თქვენი არჩევის საკითხი კი არაა მთავარი, არამედ ის, გწამთ თუ არა წყლისა და სულის სახარების ღვთის სამართლიანობის მიღებით ხსნისათვის. ისინი ვინც რწმენით მიიღეს ღმერთის სამართლიანობა, რჩეულები არიან.
იყო ერთი თეოლოგიის დოქტორი, რომელიც კონსერვატიული თეოლოგიის ერთ-ერთ სპეციალისტად ითვლებიდა. მან დიდი წვლილი შეიტანა კალვინიზმის სწავლებაში, ისეთი დოქტრინების მეშვეობით როგორიც იყო წინასწარი განსაზღვრის და ღვთიური არჩევანის დოქტრინა.
ერთ დღეს ის ამ თემებზე ლექციას კითხულობდა როცა სტუდენტმა კითხვა დაუსვა, “არჩეული ხართ თქვენ ღმერთის მიერ? როგორ შეიძლება იცოდეთ თუ ვინაა ღმერთის მიერ არჩეული?”
თეოლოგმა უპასუხა, “ვის შეუძლია ამის ცოდნა? ამას ჩვენ მხოლოდ მაშინ აღმოვაჩენთ, როდესაც დავდგებით ღმერთის წინაშე.”
სტუდენტმა ისევ ჰკითხა, “მაშინ როგორ მოიქცევით თუ ღმერთის წინაშე დადგომისას ის გეტყვით, რომ რჩეული არ ხართ?”
პროფესორმა უპასუხა, “რა უნდა უყო იმას, რაც ღმერთმა უკვე თავისით გადაწყვიტა? ამიტომ ვთქვი, რომ მხოლოდ მაშინ დაინახავთ ამას, როცა ღმერთის წინაშე აღმოჩნდებით.”
სტუდენტმა იფიქრა, “ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია. მიუხედავად იმისა რომ ასეთი დიდი პიროვნებაა, ის ამბობს რომ არ იცის, რჩეულია თუ არა.”
მაგრამ ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთის სამართლიანობა რომელიც იყო დაფარული, ახლა ცხადადაა გამოვლენილი. იყო რამოდენიმე რამ, რაც ღმერთმა დაფარა ადამიანისგან, მაგრამ სათანადო დროს მან ეს გაამხილა. როგორ შეიძლება მახარობელმა იქადაგოს სახარება, როცა თვითონ არაა დარწმუნებული თავის რჩეულობაში და ხსნაში? ღმერთის მიერ მოწოდებულნი არის ის ხალი, ვისაც მისი სამართლიანობის სწამთ.
რომაელთა 8:29 აცხადებს, “ვინაიდან რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის.” მამა ღმერთმა წინასწარ განგვისაზღვრა მისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს ხატების მსგავსება, რათა ის მრავალ ძმათა შორის პირმშო ყოფილიყო. აქ იესოს ეწოდება “პირმშო.” თუ გვწამვ მისი და წყლისა და სულის სახარების, რომელიც მან მოგვცა, დახსნლოი ვართ ყველა ჩვენი ცოდვისგან და ვხდებით ღმერთის შვილები. მაშინ ვინ ხდება ესო ჩვენთან მიმართებაში? ის ხდება ჩვენი უფროსი ძმა. ის არის ღმერთის პირმშო, ჩვენ კი მისი უმცროსი ძმები და დები.
დიდი ხნის წინად, როცა სამლოცველო სახლში ვცხოვრობდი, მოხუცი მახარობელი მეწვია. მან პირველად ჩინეთში ყოფნისას ირწმუნა იესო და შემდეგ კორეაში ჩამოვიდა. ერთხელ ყური მოვკარი მის ლოცვას, რომელიც ასე ჟღერდა, “ძმაო იესო და მამაო ღმერთო, მადლობა ჩემი ხსნისათვის. ძმაო იესო, გთხოვ დამეხმარო.” იესო ჩვენი ძმაა!
შეიძლება ვიკითხოთ იცის თუ არა ღმერთმა ყოველივე ჩვენს შესახებ. პასუხია დიახ, მან ყველაფერი იცის ჩვენზე. მან ჩაიფიქრა ჩვენი ხსნა ცოდვებისგან მისი მხოლოდშობილი ძის მეშვეობით თვით სამყაროს შექმნამდე. ასეთი იყო ღმერთის გეგმა. მისი ძე იესო მოვიდა ამქვეყნად, მოინათლა და ჯვარს ეცვა რათა დავეხსენით ჩვენი ცოდვებისგან. ღმერთს ეს დაგეგმილი ჰქონდა.
შეიძლება ვთქვათ, რომ სამყაროს შექმნამდე ღმერთმა “სამპიროვნული კრება” ჩაატარა. სამპიროვანმა ღმერთმა – მამამ, ძემ და სული წმინდამ – დაგეგმეს იმათი ხსნა, ვინც მის სამართლიანობას იწამებდა. მისი ჩანაფიქრი იყო ადამიანთა შექმნა და მათი საკუთარ შვილებად ქცევა რათა სამუდამოდ შეეძლო მათთან ერთად მის სრულყოფილ სამეფოში ცხოვრება.
მამა, ძე და სულიწმიდა შეთანხმდნენ ამ გეგმაზე. შემდეგ მსჯელობის მსვლელობაში იმის შესახებ თუ როგორ შეექმნა ადამიანი და ექცია კაცობრიობა თავის შვილებად, ღმერთმა დაგეგმა გამოეგზავნა თავისი ძე იესო ამქვეყნად რათა ის მონათლულიყო და მომკვდარიყო ჯვარზე, რის გამოც კაცობრიობას შეეძლო მისი ძის ხატებას დამსგავსებოდა. 
რა იყო ღმერთის მიერ ჩვენი ქმნილების მიზანი? ეს იყო მის შვილებად გახდომა. არის იესო ღმერთის პირმშო? დიახ, არის და ვინაიდან ჩვენც გავხდით ღმერთის შვილები, ვართ ასევე მისი ძმები.
ამ სოფლად 33 წლის განმავლობაში ცხოვრების დროს იესომ გამოსცადა ადამიანური უძლურბა და არასრულყოფილება. აი რატომ ვამბობთ ლოცვისას, “იესო, მე ამდენად უძლური ვარ. მე ასეთი ვარ. გთხოვ დამეხმარე და დამიცავი. დაარბილე ადამიანთა გულები რომ მიიღონ შენი სიტყვა, მოუარე, მადლი მიეცი და დაეხმარე მათ.” უფალი ისმენს და პასუხობს ჩვენს ლოცვებს. იესოს მიმართ და ღმერთის მიმართ ლოცვა ერთი და იგივეა.
რა იყო ღმერთის მიერ ჩვენი შექმნის მიზეზი? ისევ და ისევ, მის შვილებად ქცევა. ღმერთმა ყველაფერი იცის ჩვენს შესახებ. მან გვშობა ამ ქვეყნად და დაგვიხსნა ყველა ცოდვისგან იესოს ნათლობის და ჯვარზე მისი სისხლის მეშვეობით, რადგან განგვისაზღვრა თვით სამყაროს შექმნამდე, რომ ვყოფილიყავით მისი საკუთარი ძეები და ასულები. ამიტომ მან იცის არ მხოლოდ ჩვენი სიცოცხლე და სიკვდილი, არამედ ჩვენი თითოეული მოძრაობა. მან იცის როდის დავიბადეთ, ვისგან, როდის დავქორწინდით, როდის გავაჩინეთ შვილები და რა გადაგვხდა თავს ცხოვრებაში. ღმერთმა, რომელმაც ყოველივე იცის ჩვენი ცხოვრების შესახებ, მოგვცა წყლისა და სულის სახარება, რათა გვეწამა იესო ქრისტე და გავმხდარიყავით ღვთის შვილები.
ღმერთმა წინასწარ შეგვიცნო და განგსაზღვრა. რომაელთა 8:30 ამობს, “ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.” საკმარისად ვერ გამოვხატავ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ნაწყვეტის გაგება და რწმენა.
ბევრი იყენებს ამ ნაწყვეტს თანდათანობითი განწმენდის დოქტრინის მხარდასაჭერად. ამ მუხლზე დაყრდნობით – რომ ღმერთმა განგვისაზღვრა, მოგვიწოდა, გაგვამართლა და განგვადიდა – ისინი ამტკიცებენ, რომ ამიტომ, თუნდაც ცოდვა გვაქვს გულში, ღმერთი უცოდველებად გვთვლის და რომ განწმენდის პერიოდში გავლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ განდიდებას, თითქოს ჩვენი სიწმინდის მისაღწევად რაიმე საფეხურები არსებობდეს.
განუსაზღვრა თუ არა ღმერთმა ყველა ცოდვილს იესო ქრისტეში მოწოდება? მან ჩვენ ყველა მოგვიხმო და მაინც ზოგი ადამიანი არ პასუხობს მის მოწოდებას. ისინი ესავის და კაენის მსგავსნი არიან. ასეთები ჯოჯოხეთში მოხვდებიან.


ღმერთის წყალობაში

მამა ღმერთმა დაგეგმა ჩვენი მოწოდება მის მხოლოდშობილ ძეში, იესო ქრისტეში და წინასწარ განგვისაზღვრა მისი შვილობა ჩვენი ცოდვების განბანით წყლისა და სისხლის მეშვეობით. ადამიანები რომლებიც მაინც არ მიდიან ღმერთთან როცა ის მათ მოუწოდებს, მისი ხსნის მიღმა არიან. ასეთი ადამიანები გამოირიცხებიან მისი მადლიდან და არიან ჯოჯოხეთისთვის განწირულნი. მაგრამ არიან ასევე ადამიანები, რომლებიც პასუხობენ ღმერთის მოწოდებას. ისინი ამბობენ, “უფალო, თუმცა ასე უძლური ვარ, მიიღებ ჩემნაირ პიროვნებას?”
ღმერთი ეუბნება, “რა თქმა უნდა, მივიღებ.”
“მართლა? მიმიღებ მე მიუხედავად ჩემი ასეთი უძლურების?”
“რა თქმა უნდა მიგიღებ.”
“ღმერთო, მე არ მაქვს არაფერი განსაკუთრებული რომ მოგიტანო და იმასაც 
ვერ დაგპირდები, რომ ამიერიდან კარგად მოვიქცევი.”
“მე მაინც მიგიღებ.”
“დარწმუნებული არ ვარ რომ გამოვსწორდები და ამის ძალაც არ მაქვს.”
“და მაინც, მე შენ მიგიღებ.”
“ალბათ ეს იმიტომ რომ კარგად არ მიცნობ. შენ ჩემზე გული წაგიხდება.”
უხერხულად არ ვგრძნობთ ხოლმე თავს, თითქოს სადმე დამალვა გვსურდეს, როდესაც ვიცით თუ როგორები ვართ სინამდვილეში და ვინმე გვეუბნება, რომ ნამდვილად სწამს ჩვენი? რატომ გვსურს გაუჩინარება ასეთ მომენტში? იმიტომ რომ არ შეგვწევს გამოსწორების უნარი და იმასაც კი ვერ ვინარჩუნებთ, რასაც აქამდე მივაღწიეთ.
ამიტომ ისევ და ისევ ვეკითხებით ღმერთს, “მიმიღებ როცა ასეთი უძლური ვარ? მართლა მიმიღებ? საერთოდ, მაქვს თუ არა შენდამი რწმენის ნება? შეიძლება ჩემნაირ ადამიანმა ცოდვათა მიტევება მიიღოს? შესაძლებელია ჩემისთანა პიროვნება გამართლდეს თუმცა მომავალშიც კი ვერ შევინარჩუნებ კარგ ყოფაქცევას?” მაგრამ ჩვენს ღმერთს გააჩნია ველური ზეთის ხის შინაურ ზეთის ხედ ქცევის ძალა.
თავდაპირველად ჩვენ ბუნებით ველური ზეთის ხე ვიყავით, მაგრამ შინაურ ზეთის ხედ ვიქეცით იესოს მიერ ჩვენთვის მოცემული სახარებით. მან მოგვიწოდა ჩვენ, რომლებსაც არ შეგვიძლია ცოდვისგან თავის შეკავება. მაშინ მოგვიწოდა ღმერთმა ოდნავ სუსტნი რომ ვიყავით? მან მოგვიწოდა როცა აბსოლუტურად არანაირი ძალა არ გაგვაჩნდა. მან მოგვიწოდა იესო ქრისტეში, მიუხედავად ჩვენი ძალზე მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებისა და უაღრესი უძლურებისა. მან მოგვიწოდა ჩვენ, არასრულყოფილებს. რა გააკეთა მან ჩვენი მოწოდების შემდეგ? მან მოგვაშორა ყველა ცოდვა და მოგვცა თავისი სამართლიანობა რათა საუკუნო სიცოცხლე გვქონოდა.
როგორ გააკეთა მან ყოველივე ეს? მათეს მე-3 თავში ჩვენ გვეუბნებიან რომ იესო მოვიდა ამ ქვეყნად და მოინათლა კაცობრიობისთვის განსაზღვრული ღმერთის მთელი სამართლიანობის აღსასრულებლად. იესო მოინათლა იოანეს მიერ, აიღო თავის თავზე კაციობრიობის ყველა ცოდვა, მოკვდა ჯვარზე ყველა ჩვენი ცოდვებითურთ და აღდგა მკვდრეთით მესამე დღეს მათ გადასარჩენად წუთისოფლის ცოდვებისგან. მან მოგვცა ახალი ცხოვრება და ამით გაგვამართლა და ჩამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა. იესომ მოგვიხმო, მოგვაშორა ცოდვები წყლითა და სისხლით, მოგვცა ღმერთის სამართლიანობა, გაგვხადა უცოდველები და შემდეგ განგვადიდა ისინი ვინც გაგვამართლა, და გაგვხადა ღმერთის შვილები.
იესომ განგვადიდა რათა ზეცაში შევსულიყავით და როგორც ღმერთის შვილებს, საუკუნო სიცოცხლე შეგვეძლო. გესმით ეს? მაგრამ რელიგიური დოქტრინები ასწავლიან, რომ მიუხედავად იმისა რომ ცოდვილი ხართ, თუ გწამთ იესოსი, დროთა განმავლობაში განიწმინდებით და სიცოცხლის დასასრულს ღმერთის წინაშე წარსდგებით როგორც სრულყოფილი პიროვნება. ეს აზრი ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება. ეს არ არის ნამდვილი რწმენა. ასეთი რწმენა განწმენდის დოქტრინას და არა ჭეშმარიტებას ასახავს.
უფალმა დაგვიხსნა ცოდვებისგან და წინასწარ განგვსაზღვრა, ერთბაშად ჩამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა წყლითა და სისხლით, გაგვხადა თავისი წმინდა შვილები და გვაკურთხა, რათა ღმერთის სასუფეველში დიდებით შესვლა შეგვეძლო. ეს არის ჭეშმარიტება და ასე ლაპარაკობს ღმერთი ჭეშმარიტებაზე, ერთ წინადადებაში იესო ქრისტეს ყველა კურთხევის მოთავსებით. ეს ნაწყვეტი არ ლაპარაკობს თანდათანობითი განწმენდის შვიდსაფეხურიან დოქტრინაზე. ის არ ამბობს, რომ ჩვენ თანდათან მივაღწევთ სრულყოფილებას სრული განწმენდისთვის შვიდი საფეხურის გავლის შემდეგ.
რომაელთა 8:30 არ ამბობს, რომ ღმერთი მოგვიხმობს იმის შემდეგ რაც ჩვენ იესოს ვირწმუნებთ ან რომ ჩვენ ასაკში შესვლისას განვიწმინდებით. ის ასევე არ ამბობს, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ავდივართ განწმენდის კიბეზე სანამ საბოლოოდ სრულყოფილ სიწმინდეს მივაღწევთ. როცა შევიცანით იესო ქრისტე და როცა მან მოგვიწოდა, უფალმა მოგვიტევა ყველა ცოდვა ერთხელ და სამუდამოდ, წყლითა და სისხლით. ღმერთი მაშინ გვიკრობს გულში, როცა ჩვენ მას ამ ჭეშმარიტების სახარებით ვუახლოვდებით.
ზოგი ამბობს, “ადრე არც გამეგო ჩემი ცოდვების შესახებ, მაგრამ ქადაგების მოსმენის შემდეგ მე ამას ვხვდები. ჩემი წარსულიდან რამოდენიმე ცოდვა მახსენდება და მგონი მომავალშიც შევცოდავ, ასე რომ არ მგონია რომ შევძლო ღმერთის რწმენა.” მაგრამ ასეთი მიდგომა სწორი არაა. ამის ნაცვლად ჩვენ ასე უნდა ვიმსჯელოთ, “ო, მართალია! მე ვერ ვათვიცნობიერებდი ჩემს ცოდვებს, მაშინაც კი როცა ვიდენდი მათ. ღმერთის მთელი სიტყვა ჭეშმარიტია. მე უნდა ვიწამო მისი სიტყვის, მაგრამ ძალა არ შემწევს რომ ვიცხოვრო მის მიხედვით. მე შეუქცევადი და უაღრესი ცოდვილი ვარ, რომელსაც ჯოჯოხეთში მოხვედრა ეკადრება. აი რატომ მოვიდა იესო.”
იესოს რწმენით უცოდველნი გავხდით და მივიღეთ ცოდვების პატიება. ჩვენ განვიწმინდეთ და გავხდით ღმერთის შვილები. ამიტომ შეგვიძლია ზეცაში შესვლა და დიდების მიღება. ეს არის ღმერთის სამართლიანობა და ჭეშმარიტება.
ღმერთმა წინასწარ განგვსაზღვრა, მოგვიწოდა, გაგვამართლა და განგვადიდა. შეიძლება იფიქროთ, რომ თანდათანობითი განწმენდის დოქტრინა სწორია და თქვათ, “მე თანდათან შევიცვლები და გავხდები უცოდველი.” მაგრამ თქვენ მართლდებით და იწმინდებით ერთბაშად იმ მომენტში როცა იწამებთ წყლისა და სულის სახარებას. თქვენი გული არ იცვლება საფეხურებრივად. თქვენი გული ერთხელ და სამუდამოდ ხდება უცოდველი, ხოლო თქვენი რწმენა თანდათან იზრდება, როცა ღმერთის სიტყვის და მისი ეკლესიის გწამთ.
ჩვენი რწმენა ღმერთის სიტყვით გამოკვებისას თანდათან იზრდება, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ ისეთ მდგომარეობას როცა სხვების სწავლებაც შეგვიძლია. მაგრამ იმის მტკიცება, რომ ღმერთის შვილები თანდათანობითი სრულყოფილების და უცოდველობის გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ ვხვდებით, ბიბლიაზე არაა დამყარებული. განწმენდას და უცოდველობას ჩვენ ერთხელ და ერთბაშად ვაღწევთ.
მოგვიწოდა ღმერთმა თავისი განზრახვისამებრ ქრისტე იესოში? დიახ, მოგვიწოდა. მან მოგვიხმო იესო ქრისტეში და მართლები და უცოდველნი გაგვხადა. ღმერთმა გაგვამართლა და გაგვხადა უცოდველები იესო ქრისტეს მეშვეობით, მიგვიღო როგორც თავისი შვილები და განგვადიდა მის სასუფეველში შესასვლელად.
ჩვენ ერთბაშად ვხდებით მართლები იესო ქრისტეს ხსნისადმი რწმენით, რომელმაც რმერთის მთელი სიმართლე აღასრულა. ჩვენ ვიკურთხეთ რადგან დავემორჩილეთ ღმერთის მოწოდებას და ვირწმუნეთ, რომ იესომ ჩამორეცხა ყველა ჩვენი ცოდვა, რათა უკეთურობების მიუხედავად, ღმერთის უცოდველი და მართალი შვილები, მისი სასუფევლის ხალხი გავეხადეთ.
ამიტომ არის მცდარი განწმენდის დოქტრინა. მას საღი აზრი არ გააჩნია. ბიბლია ნათლად გვეუბნება, “ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.” რწმენა იზრდება თანდათან, მაგრამ ცოდვათა მიტევება, ღმერთის შვილებად გახდომა და ზეცაში შესვლა –ყოველივე ეს ხდება ერთხელ და სამუდამოდ. გწამთ ამის?
ჩვენ შევძელით ღმერთის შვილებად გახდომა წყლისა და სულის სახარების რწმენით. ღმერთმა იხსნა ჩვენი უღირსი სულები ყველა ცოდვისგან წყლისა და სულის მადლით. გავაკეთეთ ჩვენ რაიმე ღმერთის წინაშე ამ ხსნისათვის? შევიტანეთ რაიმე წვლილი ჩვენს გამართლებაში? ჩვენ არაფერი დაგვიგეგმია და თავის დაბადებამდე არავინ სწყვიტავს ირწმუნოს იესო. არის ვინმე ვინც ღებულობს იესოს რწმენის გადაწყვეტილებას სანამ დედის მუცელში იმყოფება?
ჩვენ მოვისმინეთ ჭეშმარიტება მათგან, ვინც წყლისა და სულის სახარებას ქადაგებდა, მივხვდით რომ ეს იყო ჭეშმარიტება და გავიფიქრეთ, “სხვა გზა არ მაქვს გარდა ამის რწმენისა; ჩემსავით ცოდვილმა ადამიანმა ეს უნდა იწამოს.” ამ დღიდან მოყოლებული ჩვენ დავიწყეთ წყლისა და სულის სახარების რწმენა, მივიღეთ ცოდვათა მიტევება და გავხდით ღმერთის შვილები.
მხოლოდ მართლები არიან ღმერთის შვილები. ღმერთი მათ სამუდამოდ განადიდებს ცათა სასუფევლის საუკუნო სიმდიდრით და პატივით. ამას ნიშნავს იყო განდიდებული. ღმერთმა არგუნა ეს კურთხევები მორწმუნეებს, რომლებიც ღებულობენ წყლისა და სულისა სახარებას.
დიდება უფალს!