(რომ. 8:29-30)
“ვინაიდან რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.”
ეს ნაწყვეტები გვეუბნებიან, რომ ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ადამიანთა გადარენა იესო ქრისტეში. ამისათვის ღმერთმა მათ ქრისტეში მოუწოდა, გაამართლა მოწოდებულები და განადიდა ისინი ვინც გაამართლა. წმინდა წერილის მთელი შინაარსი ჩაფიქრებულია და განხორციელებული იესო ქრისტეში. ამას გვეუებნება რომაელთა წიგნი, და მაინც ბევრმა თეოლოგმა და ცრუ ღვთისმსახურმა გადააქციეს ეს ნათელი და მარტივი ჭეშმარიტება ჩვეულებრივ დოქტრინად, რომელიც მათი პირადი აზრებისა და ინტერესებისგან შედგება, და გულმოდგინედ ავრცელებდნენ მას. ახლა ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ იმის გარკვევას თუ რამდენად იქნა გამრუდებული ეს ჭეშმარიტება.
ზოგმა თეოლოგმა ამ ნაწყვეტიდან ხუთი ძირითადი დოქტრინა გამოიყვანა: 1) წინასწარ ცნობა, 2) წინასწარი განსაზღვრა, 3) აქტიური მოწოდება, 4) გამართლება, და 5) განდიდება. ეს ხუთი დოქტრინა ცნობილია როგორც “ხსნის ოქროს ჯაჭვი” და განივრცო ჭეშმარიტების სახით როგორც მორწმუნეთა, ასევე ურწმონოთა შორის. მაგრამ მათი მტკიცებულებანი სავსეა ნაკლოვანებებით.
ხუთივე დოქტრინა ლაპარაკობს მხოლოდ იმაზე რაც გააკეთა ღმერთმა – ესე იგი, “ღმერთმა უკვე იცნო, უკვე აირჩია, უკვე მოუწოდა, გაამართლა და განადიდა ზოგი-ერთნი.” მაგრამ წინასწარი განსაზღვრის დოქტრინა არის სწავლება რომელიც აცხადებს რომ ღმერთმა უპირობოდ აირჩია ისინი, ვისი გადარჩენაც თვით მათ დაბადებამდე გადაწყვიტა. და მაინც, წინასწარი განსაზღვრის ბიბლიური ჭეშმარიტება გვასწავლის, რომ ღმერთმა გახადა ცოდვილები თავის შვილებად იმით რომ მათზე თავისი სიყვარული გადმოაფრქვია. როცა ამგვარად აირჩია ისინი, ღმერთმა მათ მოუწოდა, გაამართლა და განადიდა.
წინასწარი განსაზღვრის და არჩევანის თეოლოგიური დოქტრინების მცდარობა
ქრისტიანულ თეოლოგიაში ჩვენ კალვინიზმის “ხუთი დიდი დოქტრინის” აღმოჩენა შეგვიძლია, რომელიც ჯონ კალვინმა გამოაცხადა. მათ შორის არის წინასწარი განსაზღვრის და ღვთიური არჩევანის დოქტრინები. მომდევნო საუბარში მე მივუთითებ ამ დოქტრინების ბიბლიურ შეცდომებს და დავამოწმებ წყლისა და სულის სახარების შესახებ.
ღვთიური არჩევანის დოქტრინა თეოლოგ ჯონ კალვინის მიერ შეიქმნა. ცხადია, რმერთი კალვინზე ადრე ლაპარაკობდა იესო ქრისტეში არჩევანის შესახებ, მაგრამ არჩევანის კალვინისეურმა დოქტრინამ ბევრი ადამიანი შეაცდინა. ეს ყალბი დოქტრინა ზღუდავს რმერთის სიყვარულს და დისკრიმინაციულ და უსამართლო სიყვარულად წარმოსახავს. არსებითად რომ ვთქვათ, ღმერთის სიყვარულს არა აქვს არც ზღუდე და არც ნაპირი და ამგვარად წინასწარი განსაზღვრის დოქტრინა, რომელიც ასეთ შეზღუდვებს ადებს ღმერთის სიყვარულს, არ შეიძლება იყოს სწორი. და მაინც რეალობაში იესოს ბევრმა მორწმუნემ Dდღეს-დღეობით მიიღო ეს დოქტრინა როგორც ბუნებრივი და საბედისწერო.
ფილოსოფიის მოყვარულთათვის გამოსადეგი, ამ წინასწარი განსაზღვრის დოქტრინის იდეები მრავალი ადამინის გონებას მართავდნენ და ამრიგად მართებული აზროვნებით მსგავს იდეებს მათთვის დასაჯერად ადვილს ხდიდნენ. ეს დოქტრინა ამტკიცებს, რომ თვით სამყაროს შექმნამდე ღმერთმა უპირობოდ აირჩია და განსაზღვრა ზოგიერთნი, სხვები კი მისი არჩევნით გათვალისწინებული არ იქნენ. ეს დოქტრინა სწორი რომ ყოფილიყო, იმ სულებს, რომლებიც არ იყვნენ არჩეულნი საფუძველი ექნებოდათ ხმა აემაღლათ ღმერთის ინაღმდეგ და ის უსამართლო და ბოროტ ღმერთად წარმოჩნდებოდა.
მსგავსი დოქტრინების გამო დღევანდელ ქრისტიანობას გზა-კვალი აქვს არეული. ამის შედეგად ბევრი ქრისტიანი იტანჯება და კითხვას სვამს, “ვარ თუ არა მე რჩეული? თუ ღმერთმა ჩემი ბედი სამყაროს შექმნამდე გადაწყვიტა, რა სარგებელია იმაში იესო რომ ვირწმუნო?” ასეთ ადამიანებს საბოლოო ჯამში მხოლოდ ის აზრი აწუხებს, იყვნენ თუ არა ისინი შესული ღვთის არჩევანში. ამიტომ წარმოშვა წინასწარი განსაზღვრის დოქტრინამ ამდენი არეულობა იესოს მორწმუნეებში, ვიანიდან ისინი მეტ ყურადღებას თავისი რჩეულობის საკითხს უთმობდნენ, ღმერთის მიერ მოცემული წყლისა და სულის ჭეშმარიტი სახარების ნაცვლად.
ამ დოქტრინამ ქრისტიანობის ჭეშმარიტება მსოფლიოს მორიგ რელიგიად გადააქცია. მაგრამ ახლა დრო არის რომ მოვიშოროთ ეს ცრუ დოქტრინები ქრისტიანობიდან იმ სახარებით, რომელიც ღვთის სამართლიანობის მოწმობას შეიცავს. ამიტომ თვითონ უნდა ნახოთ, არის თუ არა სწორი წინასაწარი განსაზღვრის დოქტრინა და გათავისუფლეთ ყველა თქვენი ცოდვისგან წყლისა და სულის სახარების შემეცნებით და რწმენით. ღმერთის მიერ ჭეშმარიტად არჩეულნი არიან ისინი, ვინც იცნობს და სწამს მისი სამართლიანობის.
რა არის ჭეშმარიტი წინასწარი განსაზღვრა და ღვთიური არჩევანი
ეფესელთა 1:3-5 ამბობს, “კურთხეულია ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხვა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ცათა შინა. როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით. წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ.” რჩეულობა, რომელზედაც ლაპარაკია ამ მუხლში, მოხდა “მასში (ქრისტეში) სოფლის შექმნამდე” (ეფ. 1:4). ის მოგვითხრობს ასევე იმაზე, რომ იესო ქრისტეს არავინ არ გამოურიცხია ცოდვისაგან დახსნის მადლიდან.
ამ ნაწყვეტიდან შეგვიძლია მივხვდეთ თუ რაშია წინასწარი განსაზღვრის დოქტრინის მცდარობა. ამ დოქტრინის ძირითადი შეცდომა ღმერთის არჩევანის სტანდარტის გამრუდებაა – თითქოს ვინმეს გადარჩენა-დაღუპვის საკითხი არა ღმერთის სიტყვაზე, არამედ მის შემთხვევით და უპირობო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
იესოს რწმენა ასეთი უპირობო განსაზღვრის და არჩევის ლოგიკაზე რომ დაგვემყარებინა, ვინ იწამებდა იესოს ჩვენს მშფოთვარე და მერყეობით სავსე ცხოვრებაში? კალვინიზმი ქადაგებს ყალბ დოქტრინას, რომელიც ღმერთს უსამართლოდ სახავს. კალვინის ასეთი შეცდომის მიზეზი იყო ის, რომ მან ამოიღო სიტყვები “მასში (ქრისტეში)” ღმერთის წინასწარი განსაზღვრიდან და ეს შეცდომა იმდენად მძიმე იყო, რომ მრავალი შეაცდინა და კვალი აურია. მაგრამ წმ.წერილი ცხადად გვეუბნება, “ღმერთმა ამოგვარჩია ჩვენ იესო ქრისტეში” (ეფ. 1:4).
კალვინიზმის თანახმად, ღმერთს უპირობოდ რომ ამოერჩია ზოგიერთნი რათა მხოლოდ მათი ღმერთი გამხდარიყო, ხოლო სხვები ყოველგვარ მიზეზგარეშე ამოერიცხა, რა იქნებოდა ამაზე უფრო აბსურდული? კალვინმა ღმერთი მრავალი ადამიანის აზრებში უმართლო ღვთაებად გადააქცია. მაგრამ ბიბლია ამბობს რომაელთა 3:29-ში, “განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც.” ღმერთი არის ყველა ადამიანის ღმერთი და მაცხოვარი.
იესო არის ყველა ადამიანის მხსნელი. მან ყველას მისცა გამოსყიდვა იმით, რომ აიღო თავის თავზე კაცობრიობის ყველა ცოდვა თავისი ნათლობით და აზიდა ეს ცოდვები ჯვარზე (იოანე 1:29), და ჩვენს ნაცვლად მიიღო ამ ცოდვებისთვის მსჯავრი (იოანე 19). ასევე, იოანე 3:16 გვეუბნება, “რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.” იესო ქრისტემ თავისი ნათლობით ყველას ცოდვა იტვირთა, მოკვდა ჯვარზე და აღდგა მკვდრეთით მთელი კაცობრიობისთვის ღვთის სამართლიანობაში.
ჩვენი გაგება იმისა თუ ვის მოუწოდა ღმერთმა უნდა ემყარებოდეს მის სიტყვას. ამისათვის მოდით რომაელთა 9:10-11-ის ნაწყვეტს შევხედოთ. “არა მხოლოდ, არამედ როდესაც რებეკასაც ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან ჩაესახა (ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღვთის განზრახვა (არა საქმეთაგან, არამედ) მისი არჩევანის თანახმად მომხდარიყო).”
აქ ნათქვამია რომ ღმერთის განზრახვა ემყარება “მის არჩევანს.” მაშ ვინ აირჩია ღმერთმა იესო ქრისტეში? მან უეჭველად ცოდვილებს მოუხმო და აირჩია. ესავსა და იაკობს შორის რომელი შეიყვარა ღმერთმა? მან შეიყვარა იაკობი. ღმერთს არ უყვარდა ესავის ნაირი ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიმართლით იყვნენ აღსავსე; სანაცვლოდ, მან იაკობის მსგავს ცოდვილებს მოუწოდა და მისცა მათ ხელახლა შობის საშუალება წყლისა და სულის სახარებით. ასეთი იყო ღმერთის სამსართლიანობის ნება, რომელმაც იაკობის ნაირი ცოდვილები აირჩია რომ შეეყვარა და მოეხმო იესო ქრისტეში.
ვინაიდან ადამი ყველას წინაპარი იყო, ყველა როგორც ცოდვილის შთამომავალი იბადებოდა. 51-ე ფსალმუნში დავითი ამბობს, რომ დედამისის მუცლიდანვე ცოდვაში ჩაისახა. რადგან ადამიანები ცოდვილებად იბადებიან, ისინი სცოდავენ მიუხედავად თავისი განზრახვებისა.
მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მის ბოლომდე, მათ ცოდვის ნაყოფი გამოაქვთ. მარკოზ 7:21-27 გვეუბნება რომ ისევე როგორც ვაშლის ხე ისხამს ვაშლს და მსხლის ხე – მსხალს, ადამიანებსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცოდვაში ცხოვრება უწერიათ, რადგანაც ცოდვაში დაიბადნენ.
ალბათ გქონიათ იმის გამოცდილება როცა ცოდვას თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ იდენდით. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ თავიდანვე ცოდვილად დაიბადეთ. ადამიანები იბადენიან გონებაში არსებული ბოროტი ზრახვებით, რომელშიც შედის მრუშობა, სიძვა, მკვლელობა, ქურდობა, ანგარება, ვერაგობა, ტყუილი, მზაკვრობა და სხვა ამდაგვარი ცოდვები. ამიტომ ყველა ატარებს თავის ცხოვრებას ცოდვაში. ცოდვა მემკვიდრეობით გადმოდის. იმის გამო რომ ჩვენ წინაპრებისგან გადმოცემული ცოდვებით დავიბადეთ, გარდაუვლად გვიწერია ცოდვაში ცხოვრება. ამიტომ უნდა ვიწმოთ იესო, როგორც ჩვენი მხსნელი და გვწამდეს ღმერთის სამართლიანობის.
ნიშნავს ეს რომ ღმერთის პირველი ნამოქმედარი, ადამი, წარუმატებელი აღმოჩნდა? არა, არ ნიშნავს. ღმერთმა გადაწყვიტა კაცობრიობა თავის შვილებად ექცია, ამიტომ მან დაუშვა პირველი ადამიანის ცოდვაში ჩავარდნა. მან დაუშვა ჩვენი ცოდვილიანობა იმისათვის რომ დავეხსენით და გავეხადეთ მისი შვილები იესო ქრისტეს ნათლობით და მისი სისხლით. ამიტომ უნდა ვიცოდეთ რომ ყველანი უკლებლივ ცოდვილებად დავიბადეთ.
მაგრამ ღმერთმა სამყაროს შექმნამდე გადაწყვიტა იესო ქრისტეს მოვლინება ამ დედამიწაზე, რადგან იცოდა რომ კაცობრიობა ცოდვაში ჩავარდებოდა. შემდეგ, იოანესგან მიღებულ ნათლობაში, მან დააკისრა იესოს წუთისოფლის ყველა ცოდვა და დაუშვა მისი ჯვარზე სიკვდილი. სხვა სიტყვებით, მან გადაწყვიტა ყველა მორწმუნესათვის ცოდვისგან გამოსყიდვის კურთხევა ეჩუქებინა და ისინი თავის შვილებად გაეხადა. ასეთი იყო კაცობრიობის შექმნის ღვთიური გეგმა და განზრახვა.
ზოგმა შეიძლება თქვას თავის უმეცრებაში, “შეხედეთ იაკობს და ესავს. იყო თუ არა ერთი მათგანი არჩეული ღმერთის მიერ ხოლო მეორე უარყოფილი?” მაგრამ ღმერთს უპირობოდ არ აურჩევია ისინი ვინც იესო ქრისტეს გარეშე ხსნას ეძებს. მან ცხადად გადაწყვიტა ყველა ადამიანი იესო ქრისტეში თავის შვილებად გაეხადა. როცა მხოლოდ ძველ აღთქმას განვიხილავთ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ღმერთმა მხოლოდ ერთი მხარე აირჩია, მაგრამ ახალ აღთქმაში უდავოდ შეგვიძლია იმის დანახვა, რომ მან აირჩია იაკობის მსგავსი პიროვნებები იესო ქრისტეში ყველა ადამიანის გადასარჩენად. ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს და გვწამდეს იმის თუ ვის მოუწოდა ღმერთმა თავისი სიტყვით.
ესავსა და იაკობს შორის ვის მოუწოდა ღმერთმა და ვინ შეიყვარა? მან მოუწოდა იაკობს, ადამიანს, რომელიც სავსე იყო ნაკლოვანებებით, ტყუილით და უმართლობით, - რათა შეეყვარა იგი და დაეხსნა ღმერთის სამართლიანობით. თქვენც უნდა იწამოთ ეს ჭეშმარიტება, რომ მამა ღმერთმა მოგიხმოთ იესო ქრისტეს მეშვეობით მის სამართლიანობაში. ასევე უნდა გწამდეთ იმის, რომ წყლისა და სულის სახარება იესო ქრისტეში ნამდვილად არის ღმერთის სამართლიანობის გამომხატველი.
მაშ რატომ აირჩია ღმერთმა იაკობის ნაირი ადამიანები? ღმერთმა აირჩია იაკობი, რადგან ის მთელი უმართლო კაცობრიობის წარმომადგენელი იყო. ღმერთის მიერ იაკობის მოწოდება ეთანხმებოდა ღმერთის ნებას; ეს მოწოდება ღვთის სიტყვის შესაბამისად აღნიშნავდა ასევე რომ “ჩვენ იესო ქრისტეში ვიქენით არჩეული.” ეს მოწოდება ეთანხმება ჭეშმარიტების სიტყვას იმაზე, რომ “ღვთის განზრახვა მისი არჩევანის თანახმად მომხდარიყო, არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისგან.”
იესო ქრისტეს მიერ ცოდვილთა დასახსნელად საჭირო იყო ღმერთის სამართლიანობის მის სიყვარულში სრულყოფილი და ამომწურავი შესრულება. ეს იყო ღმერთის სამართლიანობის მიერ ცოდვილთა სახსნელად დადგენილი კანონი. თავისი სამართლიანობით რომ მოეცვა, ღმერთმა მოუხმო იაკობის ნაირ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნდათ არავითარი თვით-სიმართლე და ასევე იმათ, ვინც მის იესო ქრისტეში მოწოდებას უპასუხეს.
მოუხმო ღმერთმა თვით-სიმართლის მქონეებს ან წესიერ ადამიანებს? თუ იმათ მოუწოდა ვისაც არავითარი თვით-სიმართლე არ ჰქონდა და სავსენი იყვნენ ნაკლოვანებებით? ღმერთის მიერ მოწოდებული ადამიანები იაკობის მსგავსნი არიან. ღმერთმა მოუხმო და გადაარჩინა ცოდვილები, რომლებსაც ცოდვების გამო ჯოჯოხეთი ელოდებოდა. უნდა გაიგოთ, რომ დაბადებიდანვე თქვენც ღვთის დიდებას მოკლებული ცოდვილი იყავით და ამგვარად ჯოჯოხეთს იმსახურებდით. სხვა სიტყვებით, თქვენი ნამდვილი ბუნება უნდა დაინახოთ. ღმერთმა მოუწოდა ყველა ცოდვილს იესო ქრისტეში და დაიხსნა ისინი თავისი სამართლიანობით.
ღმერთის შვილები არიან ისინი ვინც გამართლდა მისი სამართლიანობის რწმენით. ღმერთმა განსაზღვრა ყველა ცოდვილის მოწოდება და მათი გამოსყიდვა იესოში და აღასრულა თავისი ჩანაფიქრი. ღვთის ჭეშმარიტი არჩევნის გასაგებად უპირველესად ამ ჭეშმარიტების საწყისი უნდა გავიგოთ, როგორც ის ძველ აღთქმაშია აღწერილი.
ღმერთის რჩეულობის საწყისი ძველ აღთქმაში
დაბადების 25:21-26 მოგვითხრობს იაკობის და ესავის ამბავზე როცა ისინი ჯერ კიდევ მათი დედის, რებეკას მუცელში იმყოფებოდნენ. კალვინმა თავისი არჩევანის დოქტრინა ამ ნაწყვეტზე ააგო, მაგრამ მალე დავინახავთ, რომ მისი სწავლება შორდება ღმერთის ნებას. არსებობდა მიზეზი რის გამოც ღმერთმა იაკობი ესავზე მეტად შეიყვარა. ამის მიზეზი იყო ის, რომ ესავის ნაირი ადამიანები ღვთისადმი მინდობის და მასზე დაყრდნობის მაგივრად, მხოლოდ საკუთარი ძალის რწმენით ცხოვრობენ, მაშინ როცა იაკობის მსგავსი პიროვნებები ცხოვრობენ ღმერთის სამართლიანობის რწმენით და მასზე დაყრდნობით. როცა ნათქვამია, რომ ღმერთმა იაკობი ესავზე მეტად შეიყვარა, ეს ნიშნავს რომ ღმერთმა შეიყვარა იაკობის მსგავსი ადამიანები. ამიტომ ჩვენ ვყავით “ქრისტეში არჩეული” (ეფ. 1:4).
“უპირობო არჩევა” იესოს გარეშე და ღმერთის სამართლიანობის მიღმა არის მხოლოდ ყალბი ქრისტიანული დოქტრინა. ამ იდეას ქრისტიანობაში მოაქვს ბედისწერის ღვთაების რწმენა. მაგრამ ჭეშმარიტება გვეუბნება, რომ ღმერთმა ამოარჩია ყველა ცოდვილი იესოში. რადგან ღმერთმა ყველა ცოდვილის “იესო ქრისტეში” გადარჩენა გადაწყვიტა, მისი არჩევანი სამართლიანი იყო. ღმერთს იაკობი რომ აერჩია ხოლო ესავი ეთვალწუნა ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე, ის უსამართლო ღმერთი იქნებოდა. მაგრამ მან მოგვიხმო იესო ქრისტეში. და მის მიერ მოწოდებულთა სახსნელად მან დედამიწაზე იესო გამოაგზავნა ნათლობის მეშვეობით წუთისოფლის ყველა ცოდვის ასაღებად და ჯვარზე მისი ძვირფასი სისხლის დასაღვრელად, რამაც აღასრულა ღვთის სამართლიანობა. ასე აგვირჩია და შეგვიყვარა ღმერთმა იესო ქრისტეში.
ჩვენ უნდა უკუვაგდოთ ადამიანური აზრები და გვწამდეს წმ. წერილის, არა ასოსი არამედ სულისა. ამრიგად მამა ღმერთმა ყველანი იესო ქრისტეში ამოგვარჩია. მაგრამ როგორ განმარტავდა კალვინი ღვთაებრივ არჩევანს? ჭეშმარიტი რწმენა მოდის მხოლოდ მაშინ როდესაც ვიცით და გვწამს ღმერთის სამართლიანობის. ადამიანური აზრების ჭეშმარიტებად აღქმა იგივეა რაც ღმერთის თაყვანის ნაცვლად კერპთაყვანისცემა.
იესოს მეშვეობით ღმერთის სამართლიანობის რწმენა მკაფიოდ განსხვავდება წინასწარი განსაზღვრის ცრუ დოქტრინის რწმენისგან. იესო რომ არ შეგვეცნო და არ გვეწამა, უაზრო ცხოველებისგან არაფრით არ განვსხვავდებოდით. ჩვენ “იესო ქრისტეში” ღმერთის სამართლიანობის მიერ ვიქენით დაბეჭდილნი და არჩეულნი მის შვილებად. ამიტომ უნდა შევამოწმოთ ჩვენი რწმენა წმ. წერილი სიტყვის საფუძველზე.
კალვინიზმის ერთ-ერთი დოქტრინა ლაპარაკობს “შეზღუდული გამოსყიდვის” შესახებ. ეს დოქტრინა ამტკიცებს, რომ სამყაროს მრავალი ადამიანიდან ზოგი ერთი ღმეთის ხსნიდან გამორიცხულ იქნა. მაგრამ ღმერთის სიყვარული და მისი სამართლიანობა არ შეიძლება იყოს ამდენად უსამართლო. წერილი გვეუბნება რომ ღმერთს “ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას.” (1 ტიმ. 2:4). ხსნის კურთხევა შესზღუდული რომ ყოფილიყო, რომელიც მარტო ზოგიერთს ეძლევა ხოლო სხვებისთვის მიუღწეველია, უამრავი ადამიანი მიატოვებდა იესოს რწმენას. ასეთი ყალბი დოქტრინების მორწმუნენი უნდა დაუბრუნდნენ წყლისა და სულის სახარებას, მიიღონ ხსნა თავიანთი ცოდვებისგან და საუკუნო სიცოცხლე, იესოს, როგორც მათი მხსნელის შემეცნებითა და რწმენით. ღმერთმა ყველანი იხსნა თავისი სამართლიანობით იესო ქრისტეში.
უფალს მართლაც ზოგიერთი რომ შეეყვარა სხვები კი შეეძულა, ადამიანები მას ზურგს მიაქცევდნენ. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთი აქ, ამ მომენტში ჩვენს შორის დგას. ამრიგად მის მარჯვნივ მდგომნი ხსნისათვის რომ ამოერჩია ხოლო მის მარცხნივ მდგომნი – ჯოჯოხეთისთვის, ნუთუ ეს სამართლიანი იქნებოდა? მაშინ მარცხენა მხარეს მდგომნი ძალაუნებურად ღმერთის წინააღმდეგ აჯანყდებოდნენ. ღმერთი ასეთი რომ ყოფილიყო, ვინ ემსახურებოდა და თაყვანს სცემდა მას როგორც ჭეშმარიტ ღმერთს ამ სამყაროში? ყველა ისინი ვინც უპირობოდ იყვნენ შეძულებული ღმერთის მიერ აჯანყდებოდნენ და თავის მხრივ შეიძულებდნენ ღმერთს. ამ წუთისოფლის კრიმინალებსაც კი გააჩნიათ თავისი მორალი და წესები. მაშინ როგორ შეიძლება ჩვენი შემოქმედი ამდენად უსამართლო ყოფილიყო და ვინ იწამებდა ასეთ უმართლო ღმერთს?
ჩვენმა ზეციერმა მამამ გადაწყვიტა ყველა ცოდვილის გადარჩენა ღვთის სამართლიანობით მის ძეში იესო ქრისტეში. ამიტომ არის რომ შეზღუდული ხსნის კალვინისტურ დოქტრინას არაფერი აქვს საერთო ღმერთის სამართლიანობასთან. და მაინც, ამგვარი ცრუ დოქტრინების გამო მრავალი ადამიანი საუბედუროდ ჯერ კიდევ გზას არიან აცდენილი, რადგან არასწორედ სწამთ ღმერთის და შორდებიან მას თავისი მრუდე შეხედულებების გამო.
უმართლო კინოფილმი
რამოდენიმე წლის წინ ტელე მინი-სერიალის სახით სტივენ კინგის რომანი “დაპირისპირება” დაიდგა და დიდი წარმატება ნახა მთელ მსოფლიოში. რომანის სიუჟეტი ასეთი იყო: 1991 წელს ამერიკას შავი ჭირი ატყდება, რის გამოც მხოლოდ რამოდენიმე ათასი ადამიანი გადარჩება, ვისაც იმუნიტეტი აღმოაჩნდათ ამ ეპიდემიის წინაშე. გადარჩენილთა შორის ისინი, ვინც ინსტიქტიურად ღმერთს ემსახურებიან, იკრიბებიან ბოულდერში, კოლორადოს შტატში, მაშინ როცა “ბნელი კაცის” თაყვანისმცემლები ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში იყრიან თავს. ეს ორი ჯგუფი დამოუკიდებლად აშენებს საზოგადოებას, სანამ მათ შორის სასიკვდილო დაპირისპირება არ იწყება.
ერთ-ერთ გადარჩენილთაგანს, ახალგაზრდა კაცს სახელად სტიუარტს გამუდმებით ერთი და იგივე სიზმარი ესიზმრება სამყაროს აღსასრულის შესახებ, სადაც დედაბერი სახელად აბიგაილი ეუბნება რომ წავიდეს გარკვეულ ადგილას, ვინაიდან ღმერთმა ის უკვე აირჩია. ამ ფილმში ღმერთმა იხსნა ეს ახალგაზრდა იმის გამო, რომ წინასწარ აირჩია ის სამყაროს შექმნამდე, მაშინაც კი როცა მას ჯერ არც ღმერთის ან არც იესოსი სწამდა.
მაშ იხსნის ღმერთი უპირობოთ იმათაც კი, ვისაც იესო არ სწამთ? რა თქმა უნდა არა. ღმერთმა ყველანი განსაზღვრა იესო ქრისტეში მათი ცოდვებისგან გადასარჩენად, მისი სამართლიანობის რწმენით.
ამ კინოფილმის სიუჟეტი დამყარებულია კალვინის წინასწარი განსაზღვრის და ღვთაებრივი არჩევანის დოქტრინებზე. როგორ შეიძლება ღმერთს რომ უმიზეზოთ გადაეწყვიტა ზოგიერთის ჯოჯოხეთში გაგზავნა, სხვებისათვის კი ხსნის მინიჭება? ვინაიდან ღმერთი სამართლიანია, მან წინასწარ განსაზღვრა და აირჩია ყველანი იესო ქრისტეში, და არ არის არავინ, გამორიცხული რომ იყოს მისი სამართლიანობის ხსნიდან. ღმერთის წინასწარი განსაზღვრა და არჩევანი იესო ქრისტეს გარეშე უაზროა და არაბიბლიური. სამწუხაროა, რომ ასე ბევრი თეოლოგი ისევ ამტკიცებს, რომ ღმერთმა მხოლოდ ზოგიერთნი აირჩია, სხვები კი უკუაგდო.
თვით სამყაროს შექმნამდე ღმერთმა დაგეგმა ყველა ცოდვილის გადარჩენა და თავის შვილებად ქცევა იესო ქრისტეში მისი სამართლიანობის მეშვეობით. სხვა სიტყვებით, მან ყველა ცოდვილი აირჩია იესოს სახარების მეშვეობით. მაშ როგორია თქვენი რწმენა?
გგონიათ თუ არა, რომ ბუდისტი მონაზნები, რომლებიც შორეულ მთებში მედიტირებენ, გამორიცხულნი არიან ღვთის არჩევნიდან? ღმერთის წინასწარი განსაზღვრა და არჩევანი უპირობო და იესო ქრისტეს გარეშე რომ ყოფილიყო, მაშინ ჩვენთვის არ იქნებოდა საჭირო მისი სიტყვის ქადაგება, და არც მისი რწმენა. თუ იესო ქრისტე მაცხოვრის გარეშე ზოგი ადამიანი ხსნისათვის ყოფილიყვო განპირობებულნი, დანარჩენები კი არა, ცოდვილებს არაფერში დაჭირდებოდათ იესო ქრისტეს რწმენა. ის ფაქტი, რომ იესომ ჩვენ თავისი ნათლობით და ჯვრის სისხლით დაგვიხსნა ცოდვებისგან, საბოლოო ჯამში აზრს დაკარგავდა. მაგრამ იესოში არსებულ ღმერთის სამართლიანობაში მან ხსნის საშუალება იმ ბუდისტ მონაზნებსაც კი მისცა, რომლებსაც არ სწამთ იესო, ოღონდ თუ მოინანიებენ და მოიქცევიან ღმერთთან.
ამ წუთისოფელში ბევრი ადამიანია ვინც იესოს რწმენით ცხოვრობს. ჩვენ რომ ისინი ორ ჯგუფად დაგვეყო, ერთი ესავის მსავსი ჯგუფი იქნებოდა ხოლო მეორე - იაკობის. იაკობის ნაირი პიროვნებები თავს ჯოჯოხეთისთვის განწირულ ცოდვილებათ აღიარებენ და ამიტომ დახსნილები არიან თავისი ცოდვებისგან იესოს მიერ მოცემულ წყლისა და სულის სახარებით. მეორე ჯგუფი კი ესავის ნაირ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც ზეცის კარიბჭეში შეღწევას ცდილობენ იესოს რწმენისათვის პირადი ძალისხმევის დამატებით.
ვის ემსგავსებით თქვენ? იაკობს თუ ესავს? გწამთ თუ არა ღმერთის სამართლიანობის? თუ წინასწარი განსაზღვრის ყალბი დოქტრინის გწამთ? ამ ორ რწმენას შორის არჩევანი განსაზღვრავს თქვენს საბოლოო ადგილსამყოფებელს – ზეცას ან ჯოჯოხეთს. თქვენ უნდა უკუაგდოთ ეს ცრუ დოქტრინები და მიიღოთ ღმერთის სამართლიანობა, რათა შეურიგდეთ მას წყლისა და სულის სახარების რწმენით, რომელიც ღვთის სამართლიანობაზე ლაპარაკობს. მხოლოდ ასეთი რწმენა მოგვცემს სრულყოფილ ხსნას ჩვენი ცოდვებისგან და საუკუნო სიცოცხლეს.