(რომ. 8:31-34)
“ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს? ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთია გამამართლებელი. ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა, და მეტიც, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის.”
რომაელთა 8:31-34-ში პავლე ამოწმებს მორწმუნეტა მიმართ ქრისტეს განუყოფელი სიყვარულის შესახებ წყლისა და სულის სახარების შეჯამებით და მისი საბოლოო დასკვნის წარმოჩენით. ეს ნაწყვეტი აცხადებს ხსნის უდიდეს სიხარულს რომელიც რწმენის მწვერვალში მიიღწევა.
პავლემ თქვა რომაელთა 8:31-ში, “ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?” პავლეს მსაგვსად ჩვენც გამოვცადეთ, რომ წყლისა და სულის სახარება სულ უფრო მეტად ანათებს დროის მანძილზე და ხსნის სულ უფრო დიად სახარებად იქცევა, ჩვენს უძლურებათა უფრო მეტად გამჟღავნების ფონზე. რაც უფრო დიდხანს ვემსახურებით წყლისა და სულის სახარებას, მით უფრო მეტად ვივსებით დარწმუნებითა და სიხარულით.
პავლემ უწოდა სახარებას, რომლისაც სწამდა, “ჩემი სახარება” (2 ტიმოთე 2:8). სახარება რომელსაც ამოწმებდა პავლე იყო სხვა არაფერი თუ არა იესოს ნათლობისა და სისხლის რწმენა.
“ჩემი სახარება”, რომელსაც პავლე ქადაგებდა არ ეხება ჯვრის სახარებას, რომლისაც რელიგიურ ადამიანებს სწამთ, არამედ წყლისა და სულის სახარებას, რომელიც განაცხადებს კურთხევას იმის შესახებ რომ იესომ ერთხელ და სამუდამოდ ამოშალა კაცობრიობის ყველა ცოდვა.
ამ სახარებამ პავლე დიდი გაბედულების ადამიანად აქცია. ცოდვათა მიტევების მიღების შემდეგ მისი გული ღმერთის სამართლიანობამ და სულიწმიდამ აავსო. მან მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა წყლისა და სული სახარების დამოწმებას. ამ სახარებას აქვს ძალა და ძალაუფლება კაცობრიობის ყველა ცოდვის ერთბაშად ამოშლისა.
მაშ, ვინ გაბედავს წყლისა და სულის სახარების წინააღმდეგ გამოსვლას, იმ სახარების, რომლისაც პავლეს სწამდა? არავინ! რომაელთა 8:31 გვეუბნება, “ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?” ვინ შეძლებს ამ ქვეყნად წყლისა და სულის სახარების მორწმუნეთა წინააღმდეგ გამოსვლას? მაშინ როდესაც ღმერთმა დაიხსნა კაცობრიობა წუთისოფლის ცოდვებისგან წყლისა და სულის სახარების მეშვეობოთ, ვის ძალუძს ამის უკუგდება? არც იმათ, ვისაც მხოლოდ სიტყვიერად სწამთ იესო, არც თვით სატანას შეუძლია წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებისათვის შეწინააღმდეგება ან მათი დამარცხება.
მან ჩვენ ერთიანად გაგვამართლა
რომაელთა 8:29-30 ამბობს, “ვინაიდან რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.”
ეს ნაწყვეტი გვეუბნება რომ მამა ღმერთმა ჩაიფიქრა ყველა ცოდვილის ხსნა ქრისტეში, მოუწოდა მათ წყლისა და სულის სახარებით და ერთიანად განბანა ყველა ცოდვა, რათა თავის შვილებად ექცია. მაშინ როცა ჩვენმა უფალმა დაიხსნა ყველა ცოდვილი მათი ცოდვებისგან წყლისა და სულის სახარებით, ვის შეუძლია წინ აღუდგეს მის ნამოქმედარს?
არის ვინმე, რომ შეეძლოს წინ აღუდგეს და დაამარცხოს ისინი, ვინც გამართლდნენ წყლისა და სულის სახარების რწმენით? ამის თქმა უაზრობაა. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ის, ვინც წყლისა და სულის სახარების რწმენით გამართლებულებს ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება სხვა არავის თუ არა თვით ღმერთს. რაც არ უნდა დაგიჯდეთ, ყველა ცოდვებისგან დასახსნელად წყლისა და სულის სახარება უნდა იწამოთ. თუ გონებასა და გულში ჭეშმარიტების სახარებას ეურჩებით, ცოდვებისგან ხსნას ვერ მოიპოვებთ და ჯოჯოხეთს დაიმსახურებთ.
ვერავინ აღუდგება წინ ღმერთის სამართლიანობის მქონე მორწმუნეებს
“ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?” (რომ. 8:31). ის რომ ღმერთი ჩვენსკენ არის მოწმდება ფაქტით, რომ მან მოგვაშორა ყველა ცოდვა წყლისა და სულის სახარებით და ასე დაგვიხსნა. მაშ ვინ შეიძლება გამოვიდეს მათ წინააღმდეგ ვინც გამოსყიდულ იქნა თავისი ცოდვებისგან წყლისა და სულის სახარების რწმენით და ვის შეუძლია თქვას რომ ეს რწმენა მცდარია? ასეთი მცდელობა უნაყოფო და ამაო იქნებოდა. ღმერთმა უკვე მოიწონა წყლისა და სულის სახარების მორწმუნეთა რწმენა.
როგორ შეუძლია ვინმეს ამ ფაქტისათვის შეწინააღმდეგება? იესომ ამოშალა ქვეყნიერების ყველა ცოდვა თავისი ნათლობით და ჯვრის სისხლით. ვის შეუძლია იმის თქმა რომ ამ ჭეშმარიტების მორწმუნეები ცდებიან? არავის!
რომაელთა 6:3-ში პავლემ თქვა, “ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოინათლეთ?” პავლე ლაპარაკობდა თავის რწმენაზე იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლის მიმართ, რომლის მეშვეობით მისი ყველა ცოდვა იესოზე გადავიდა და იქნა ამოშლილი, რწმენაზე, რომლის მეშვეობით პავლე მოკვდა და აღდგა იესოსთან ერთად.
გალატელთა 3:27 გვეუბნება, “ვინაიდან რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით.” ეს ნაწყვეტი გვეუბნება რომ იესომ თავის ნათლობაში წუთისოფლის ყველა ცოდვა იტვირთა, ჯვარს ეცვა ამ ცოდვების გამო და აღდგა, რათა ამ ჭეშმარიტების მორწმუნენი ღმერთის შვილებად გახდომის კურთხევით დაესაჩუქრა. პავლეს რწმენა ემყარებოდა იმ ჭეშმარიტებას, რომ ის იესოში მოინათლა, ჯვარზე მოკვდა მასთან ერთად და მასთან ერთად აღდგა. ამიტომ, იმ წუთასვე, როგორც იესოს ნათლობას იწამებთ, ყველა თქვენი ცოდვა განგშოდებათ და გახდებით ღმერთის შვილი, ქრისტესთან ერთად აღმდგარი.
“ვინაიდან რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით.” სხვა სიტყვებით, ისინი ვისაც სწამთ, რომ იესო მოვიდა ამ ქვეყნად და მოინათლა იოანე ნათლისმცემელთან ქვეყნიერების ყველა ცოდვის ასაღებად, იესოში არიან მონათლულნი. უფრო მეტიც, მათ ასევე სწამთ, რომ მოკვდნენ ჯვარზე იესოსთან ერთად და აღდგნენ მასთან ერთად თავიანთი რწმენით.
ამრიგად, ყველა ვისაც სწამს იესოს ნათლობის და მისი სისხლის, დახსნილია თავისი ცოდვებისგან. ისევე როგორც ჭეშმარიტია ის, რომ იესო არის ღმერთის ძე, ქრისტეს ნათლობისა და სისხლის მიერ თავიანთი ცოდვებისგან გამოსყიდული მორწმუნეებიც ღმერთის შვილები ხდებიან. “ვინაიდან რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით.” როცა წყლისა და სულის სახარების გვწამს, ჩვენ ვიმოსავთ ქრისტეს სამართლიანობას რათა გავხდეთ ღმერთის შვილები.
პავლე ლაპარაკობდა იესოს ნათლობაზე, ვინაიდან დიდი კურთხევა მიიღო წყლისა და სულის სახარების რწმენისგან. მაგრამ დღეს დღეობით კიდევ ბევრს სჭირდება ღვთისგან ამ კურთხევის მიღება, რომელიც წყლისა და სულის სახარებით მოდის. უმრავლესობას ჰგონია, რომ სახარება რომელსაც პავლე ქადაგებდა იყო ჯვრის სისხლის სახარება, მაგრამ ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ მას სწამდა წყლისა და სულის სახარების და ავრცელებდა მას, რაც აერთიანებს იესოს ნათლობას და მისი ჯვრის სისხლს.
მაშ რატომ არ იციან იესოს დღევანდელმა მომდევრებმა ამ წყლისა და სულის სახარების შესახებ? ეს იმიტომაა, რომ სახარებამ, რომელიც ადრინდელი ეკლესიის მიერ იქადაგებოდა, ცვლილება განიცადა დროთა განმავლობაში. ადრეული ეკლესიის პერიოდში ყველა მორწმუნეებს სწმადათ და ქადაგებდნენ წყლისა და სულის სახარებას.
თუმცა დროთა განმავლობაში ეს სახარება დამახინჯებულ იქნა და იქადაგებოდა მხოლოდ ქრისტეს სისხლი, მაშინ როცა მისი ნათლობის ფაქტი სულ უფრო დავიწყებას ეძლეოდა. ეს ხსნის თუ რატომ სწამთ დღევანდელობაში ბევრს მარტო ჯვრის სისხლის, რაც ადრეული ეკლესიის ჭეშმარიტი სახარებისგან გადახვევას წარმოადგენს.
ასეთ ადამიანებს ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ. მათ არ იციან წყლისა და სულის სახარების შესახებ, რომელშიც ღმერთის სამართლიანობაა გამოვლენილი, და ამიტომ ისევ ცოდვილებად რჩებიან და ეწინააღმდეგებიან ღმერთის სამართლიანობას, თუნდაც აღიარებდნენ რომ იესოსი სწამთ.
რის დანახვა შეუძლია სულიერად ბრმა ადამიანს? ბრმამ შეიძლება სცადოს სპილოს ფორმის გაგება მისი შეხებით. შეიძლება მის ფეხს შეეხოს და თქვას, რომ ის დიდი სვეტის მაგვარია, სხვა ბრმამ კი ხორთუმს შეეხოს და თქვას რომ ის გრძელ გველს წააგავს, რადგან მანამადე არც ერთ მათგანს სპილო არ უნახავთ. ამის მსგავსად, სულიერად ბრმა პიროვნებას არ შეუძლია წყლისა და სულის სახარების სიდიადის შესახებ საუბარი.
ამიტომ მათ, ვინც არ იცის წყლისა და სულის სახარების კურთხევა, არ შეუძლიათ მისი ქადაგება. მნახველი მიხვდება იმას რასაც მოსაუბრე სიტყვებით აღწერს, მაგრამ ბრმა ამას ვერასოდეს გაიგებს.
ადამიანები ცოდვილებად იბადებიან. ვინაიდან ჩვენ დაბადების დღიდანვე სულიერად ცოდვილნი ვიყავით, არ გაგვეგება წყლისა და სულის სახარების ჭეშმარიტება. მათ ვისაც მარტო ჯვრის სისხლის სწამს, ქრისტიანობის საკუთარი ვერსია შექმნეს. როგორ შეიძლება ჩამოირეცხოს მათი ცოდვები როცა ამბობენ რომ სწამთ იესოსი და მაინც მხოლოდ ჯვრის სისხლის სწამთ? დროთა განმავლობაში ასეთი ადამიანების ცხოვრებაში სულ უფრო და უფო მეტი ცოდვები დაგროვდება.
ისინი ვისაც სწამთ მარტო იესოს სისხლის, როგორც ხსნის საშუალების, ჯერ არ არიან სულიერად გამოღვიძებულნი. მაგრამ იესო ცხადად გვეუბნება იოანეს 3:5-ში, “ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში.” ამიტომ უნდა გვწამდეს წყლისა და სულის სახარების მიერ ღვთის შვილებად გახდომის და მის სასუფეველში შესვლის დიდებით ვიკურთხოთ.
ვინაიდან პავლეს სწამდა წყლისა და სულის სახარების, მან რწმენით თქვა, “თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?”(რომ. 8:31). შეუძლიათ კი წყლისა და სულის სახარების ურჩებს ღვთის შვილებისთვის შეწინააღმდეგება? შეიძლება სცადონ კიდევაც, მაგრამ ვერასოდეს დაამარცხებენ მათ. ისინი, ვისაც მარტო ჯვრის სისხლის სწამთ ვერასოდეს დაამარცხებენ იმათ, ვისაც სწამს წყლისა და სულის სახარების.
ისინი ვინც ღმერთის სამართლიანობის წინააღმდეგ გამოდიან, მხოლოდ მის მტრებად იქცევიან და ამრიგად ვერასოდეს მიიღებენ მის კურთხევებს. არავის ძალუძს გადარჩენის ან ცათა სასუფეველში მისაყვანი რწმენის მიღება, წყლისა და სულის სახარების რწმენის გარეშე, - სახარების, რომელშიც ღმერთის სამართლიანობაა გამოვლენილი. მის მორწმუნეებს შეუძლიათ ცრუ სახარების დამარცხება და ჭეშამრიტ სახარებასთან დაბრუნება. ღმერთის შვილებს წუთისოფლის და თვით ეშმაკის დამარცხებაც ძალუძთ.
ზოგს მკაფიოდ არ ესმის იესოს ნათლობის და მისი სისხლის მნიშვნელობა და ასეთ უმეცრებას ისინი ცრურწმენასთან მიყავს. თუ თქვენ ჯვრის სისხლის გწამთ, მაგრამ დიდათ არ ფიქრობთ იესოს ნათლობის რწმენით ცოდვათა მიტევების მიღებაზე, თქვენი რწმენა მცდარია.
ისინი, ვისაც ღვთის წინაშე წყლისა და სულის სახარების სწამთ, არიან ადამიანები, რომლებიც აღწევენ მის სამართლიანობას და აქვთ ჭეშმარიტი რწმენა. ღმერთი გვეუბნება, რომ ისინი, ვისაც მხოლოდ მისი ძის ჯვრის სისხლის სწამთ, შეცდომაში არიან ჩავარდნილი. ვისაც არ სწამს მისი სამართლიანობის, ასევე არ სწამთ და არ სცნობენ წყლისა და სულის სახარებას, მაგრამ მისი სამართლიანობის მორწმუნეებს სწამთ რომ როგორც ქრისტეს ჯვრის სისხლმა, ასევე მისმა ნათლობამ მოაშორა მათ მათი ცოდვები.
უნდა მოვიცილოთ ჯიუტობა. ისინი ვინც გმობენ წყლისა და სულის სახარებას, ამტკიცებენ, რომ მათი ყალბი რწმენაა სწორი. მათ, ვისაც მარტო სისხლის სწამთ, ღვთის სამართლიანობის რწმენის მხოლოდ ნახევარი გააჩნიათ. მხოლოდ წყლისა და სულის სახარების მორწმუნეები ფლობენ სრულყოფილ რწმენას და მხოლოდ მათ სწამთ ჭეშმარიტად ღვთის სამართლიანობის და აღწევენ კიდევაც მას (მათე 3:15, 11:11).
ისინი ვისაც მხოლოდ სისხლის სწამთ, თავისი ნაშრომებისთვსი ქაღალდს ამაოდ ხარჯავენ. თეოლოგთა მიერ ერთ დროს პოპულარული დოქტრინები დღეს უკვე ნაკლებად იქცევენ ქრისტიანთა ყურადღებას, მაგრამ წყლისა და სულის სახარება სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. ეს ჭეშმარიტება მოციქულთა დღებიდან არსებობდა და არასოდეს შეიცვლება. ღმერთის სიტყვა დგას საუკუნოდ მაგრამ ისინი, ვისაც მხოლოდ სისხლის სწამდათ, დავიწყებას ეძლევიან. რა არის ამის მიზეზი? ეს იმიტომ ხდება, რომ მარტო სისხლს, რომელიც ღმერთის სიმართლის მხოლოდ ნახევარს წარმოადგენს, თავისით ცოდვილებზე გავლენა არა აქვს.
გულახდილად რომ ვილაპარაკოთ, ადამიანთა უმრავლესობა, ქრისტიანები იქნებიან თუ არა-ქრისტიანები, უამრავ ცოდვებს სჩადის. როგორ შეიძლება ყველა ამ ცოდვის მიტევება მარტო სისხლის რწმენით? დოქრტინები რომლებიც მხოლოდ ჯვრის სისხლს ანიჭებენ მნიშვნელობას, ასწავლიან ყოველი შეცოდების დროს ცოდვათა პატიებისთვის ლოცვას, მაგრამ რამდენი ლოცვაა საჭირო იმისთვის რომ ყველა ცოდვა სრულიად მიეტევოთ? რაც არ უნდა ილაპარაკონ, ასეთი გზით ცოდვათა პატიებას ვერასოდეს მიაღწევენ.
იესო ამ წუთისოფლად მოვიდა და მხოლოდ სისხლით დაიცალა ნათლობის გარეშე? თქვენ იცით, რომ ეს ასე არაა. იესო მოვიდა წუთისოფელში და იტვირთა ყველა ცოდვა თავისი ნათლობით (მათე 3:15). ის მონათლულ იქნა იოანეს მიერ, ვიდრე ჯვარზე სისხლს დაღვრიდა, რამაც მას თავისთავად ჯვარცმის უფლება მისცა. ასე აღასრულა იესომ მთელი სიმართლე. თქვენ არ გჭირდებათ ცოდვათა მისატევებლად მისი წყალობის ყოველდღიურად ცრემლიანად გამოთხოვა, თუ გწამთ ნათლისღების, რომელიც იესომ იოანესგან მიიღო. ამის ნაცვლად, იწამეთ ღვთის სამართლიანობა და მიიღებთ სრულყოფილ ხსნას.
იესომ ერთხელ და სამუდამოდ მიიღო თავის მხრებზე ქვეყნიერების ყველა ცოდვა და ჯვარს ეცვა ამ ცოდვათა გამო მსჯავრის მისაღებად. გამოსყიდვა მიიღწევა მხოლოდ იესოს ნათლობისა და მისი სისხლის რწმენით.
აღემატება იესოს ხსნა ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვებს?
გამოსყიდვა, რომელიც მოგვცა იესომ ბევრად აღემატება ყველა იმ ცოდვას, რომელიც გვაქვს ჩადენილი და რომლებსაც ჩავიდენთ მომავალში. იესოს ნათლობა და მისი სისხლი კაცობრიობის ცოდვებს რომ არ აღემატებოდეს, ვერასოდეს ვერ ვიწამებდით იესოს, როგორც მხსნელს და ვერც გამოსყიდვას მივიღებდით. მაგრამ უფლის სიკეთე იმდენად დიდია, რომ მან ერთიანად ამოშალა სამყაროს ცოდვები თავის ნათლობაში.
ამის მსგავსად, ცათა სასუფევლის კარიბჭე ფართოდაა ღია, მაგრამ ვერავინ შევა ამ კარიბჭეში წყლისა და სულის სახარების რწმენის გარეშე. თქვენ შეიძლება შეეწინააღმდეგოთ წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებს, მარგამ ღმერთის საშინელ სამსჯავროს ვერ დაემალებით. ამიტომ ნუ ფიქრობთ, რომ იესოს ნათლობის და სისხლის რწმენის დამარცხებას შეძლებთ, რომლის მიერ აღსრულდა ღვთის სამართლიანობა.
მრავალი მათ შორის ვინც წყლისა და სულის სახარების წინააღმდეგ გამოდიოდა, ასევე პავლე მოციქულს ებრძოდა. მაგრამ არავის შეეძლო იმის დამტკიცება რომ წყლისა და სულის სახარება, რომლისაც სწამდა პავლეს, იყო არასწორი. მათ მხოლოდ აღიარეს რომ იესო იყო ღმერთის ძე და მათი მხსნელი.
რომაელთა 8:32 გვეუბნება, “ის, ვინც საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს?” მამა ღმერთმა გამოაგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე ამ ქვეყნად და მის ნათლობაში ქვეყნიერების მთელი ცოდვა ააღებინა, რის შემდეგ ის მოკვდა ჯვარზე და აღდგა მკვდრეთით მესამე დღეს ყველა ჩვენათაგანის ცოდვისგან გადასარჩენად.
წუთისოფლის ცოდვებისგან დასახსნელად და იესოს მსგავს შვილებად გასახდომად ღმერთმა ჩვენ თავისი ერთადერთი ძე მოგვცა. ყველა წყლისა და სული სახარების მორწმუნის მის მართალ და კურთხეულ შვილებად გასახდომად, მან მოსანათლად მოავლინა თავისი მხოლოდშობილი ძე. ღმერთმა ჩაიფიქრა მთელი კაცობრიობისთვის თავისი ზეციური კურთხევების და წყლისა და სულის სახარების მიცემა. ერთ-ერთი ამ კურთხევათაგანი არის ღვთის წყლისა და სულის სახარების რწმენით შვილად გახდომა.
“ის, ვინც საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს?”(რომ. 8:32). “ყოველივე” აქ ღმერთის კურთხევებს ეხება. რომელ კურთხვებს? მათ ვინც მიიღოO იესო და ირწმუნა მისი სახელი ღმერთმა თავის შვილებად გახდომის უფლება მისცა – ესე იგი, წყლისა და სულის სახარების მორწმუნენი ღვთის შვილები ხდებაინ. ამ სახარების მორწმუნეები უცოდველნი არიან. ისინი არიან მართალი და ჭეშამრიტად განწმენდილი ღვთის შვილები.
ისინი ვინც ყოველივე ზემოდთქმულის რწმენით ღმეთის შვილები გახდნენ, დასაჩუქრდებიან ათასწლეულის და ცათა სასუფევლით. მართლებს ზეცის მთელი დიდების დამკვიდრების კურთხევა აქვთ.
ფრაზა “ყოველივეს მოგვმადლებს” ზოგიერთის მიერ იყო ახსნილი როგორც სულიწმიდის მონიჭება. ასეთები ფიქრობენ, “ნიშნავს ეს რომ როცა იესოს ვღებულობთ, სულიწმიდა ცალკე კურთხევის სახით გვეძლევა?” ეს მართალი არაა, რადგან როცა წყლისა და სულის სახარების გწამთ, თქვენი ცოდვების მიტევებას და სულიწმიდას ერთდროულად ღებულობთ. წმინდა სულს არ შეუძლია ცოდვილ გულში დავანება. ის ზუდტად იმ მომენტში მოდის ჩვენთან, როცა ყველა ჩვენი ცოდვების პატიებაა მიღწეული.
მორწმუნეთა კურთხევები სულიწმიდის მონიჭებით არ შემოიფარგლება. ეს მადლყ არ იწურება მანამდე სანამ ყველა გათვალისწინებული ზეციური კურთხევა არ მოგვეცემა. ამ ქვეყნად ხალხს ჰგონია, რომ ისეთი უნარები, როგორიცაა განკურნება, ენებზე ლაპარაკი და წინასწარმეტყველება ღმერთის ნიჭებია, მაგრამ ზედა ნაწყვეტში მოხსენიებული ნიჭები ეხება ყველა ზეციურ კურთხევას, რაც კი ჩვენს მამა ღმერთს გააჩნია. ნიჭებში პავლე გულისხმობს ყველაფერს რასაც უფალი თავის შვილებს ანიჭებს, მათ ვინც ფლობს ღვთის სამართლაინობას.
უფალმა თქვა, რომ საჩუქრის სახით ყოველგვარ სიკეთეს მისცემდა მათ ვისაც წყლისა და სულის სახარების სწამთ. ამ სახარების მორწმუნეებს ღმერთმა ხელახლა შობის ნიჭი უბოძა. ამ წუთისოფელში ცხოვრებისას ქრისტიანებს მრავალი განსაცდელი გადააქვთ, მაგრამ როდესაც მოვა ღვთის სასუფეველი, ისინი ზეციური დიდებით იქნებიან დაჯილდოვებულნი.
ნუ იძახით რომ უმიზეზოდ ხართ რჩეული
რომაელთა 8:33-34 ამბობს, “ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთია გამამართლებელი. ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა, და მეტიც, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის.”
“ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს?” შეგიძლიათ იმათი გამტყუნება, ვინც ღმერთმა დაიხსნა წყლისა და სულის სახარებით? რა თქმა უნდა არა!
თეოლოგები კალვინს ციტირებენ და ამბობენ, რომ ზოგიერთი უპირობოდ იქნა არჩეული, სხვები კი არა. მაგრამ ღვთის წინაშე ჩვენ არასოდეს უნდა ვიხმაროთ ტერმინი “უპირობო”. ამის თქმით ისინი ამტკიცებენ, რომ საერთოდ არ იცნობენ ღმერთს და რომ მათი დოქტრინა არის ყალბი. უპირობო არჩევანი ნიშნავს იმას, რომ ღმერთს ვიღაცა ყოველგვარი მიზეზის გარეშე უყვარს და ასევე მიზეზგარეშე სძულს სხვები. როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი სამართლიანია, თუ მას მხოლოდ ზოგი უყვარს, დანარჩენები კი სძულს? ჩვენი ღმერთი ასეთი არაა. მას უყვარს მთელი კაცობრიობა იესო ქრისტეში და ის ზრუნავს მასზე.
აქ, 32-ე მუხლში ნათქვამია, “ის, ვინც საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს?” ღმერთმა მოგვცა თავისი ძე კაცობრიობის დასახსნელად. მის მეშვეობით უფალმა მოგვანიჭა იმის რწმენა, რომ წყლისა და სულის სახარების სიტყვის თანახმად ყველა ჩვენი ცოდვა მის მიერ იქნა აღებული. 33-ე მუხლში ნათქვამია, “ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს?” აქ სიტყვა “ღვთის რჩეულები” არ ნიშნავს რომ ღმერთი უმიზეზოდ მხოლოდ ზოგიერთს ირჩევს. ღმერთმა ამოარჩია ისინი ვისაც არ შეეძლოთ ცხოვრება იესო ქრისტეს გარეშე და ვისაც არ გააჩნდა საკუთარი სიმართლე, რათა თავისი ღვთიური სიმართლით შეემოსა.
ღვთის სამართლიანობის მიერ რჩეულნი ისინი არიან, ვისაც სწამს და ივანებენ იმ ჭეშმარიტებაზე, რომ იესო მოვიდა დედამიწაზე, ნათელ იღო და ჯვარზე შესწირა თავი ყველა ჩვენი ცოდვების ასაღებად. ეს ის ხალხია, ვისაც სწამთ ღმერთის, რომელმაც დაიხსნა ისინი ქვეყნიერების ცოდვებისგან და შემოსა თავისი სიმართლით.
მაშ ვის შეუძლია მართალთა გამტყუნება? არავის! არავის შეუძლია იმის თქმა რომ ჩვენი რწმენა მცდარია. არავის შეუძლია იმათი გასამართლება, ვინც თავისი ცოდვებისგან დახსნილი და ღვთის შვილებად რჩეულია წყლისა და სულის სახარების რწმენით. მხოლოდ ჯვრის სისხლის მორწმუნეებს არც იმის თქმა ძალუძთ, რომ წყლისა და სულის სახარების მორწმუნეების რწმენა ყალბია, და არც მათი დადანაშაულება ღმერთის წინაშე.
ზოგი ადამიანი ამტყუნებს იმათ, ვინც წყლისა და სულის სახარების რწმენის საფუძველზე ღმერთის სამართლიანობითაა შემოსილი. მაგრამ სწორია ეს? არა! იმ ხალხის რწმენა, ვინც ღვთის წინაშე მართლებად ყოფნა ირჩიეს, ვერასოდეს და ვერავის მიერ ვერ გასამართლდება.
ვის შეუძლია იმის თქმა, რომ წყლისა და სულის სახარების მორწმუნეები ცოდვილები არიან და ასე უმართლოდ განიკითხონ მათი რწმენა? მსოფლიოს მრავალ ერს ჩვენ უკვე დიდი ხნის მანძილზე ვუქადაგებთ წყლისა და სულისა სახარებას, რომელშიც ღმერთის სამართლიანობაა გამოსახული.
ვერავინ ვერ დაგვდო ბრალი წყლისა და სულის სახარების ქადაგებისთვის. იყო მხოლოდ რამოდენიმე, ვინც მოითხოვდა ჩვენგან მარტო ჯვრის სისხლის რწმენის მოწონებას. მაგრამ ისინიც ვერ ამტკიცებდნენ, რომ წყლისა და სულის სახარების რწმენა არის მცდარი.
წყლისა და სულის სახარება არის უწყება, რომელიც ღმერთის სამართლიანობას მოიცავს. ესაა ჭეშმარიტი სახარება და ყველა სხვა სახარება მასთან შედარებით არასრულია. პავლე მოციქული, რომელიც წყლისა და სულის სახარებას ქადაგებდა, თქვა რომ არ შეიძლებოდა ამ ჭეშმარიტების გარდა რაიმე სხვა სახარება არსებულიყო, და დაადასტურა, “მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი. როგორც უკვე ვთქვით, ახლა კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს.” (გალ. 1:8-9).
არავის შეუძლია იმის თქმა, რომ წყლისა და სულის სახარება ბიბლიურად არასწორია. ისინი ვისაც წყლისა და სულის სახარების არ სწამთ, მის წინააღმდეგ დგანან. თუ გგონით რომ ღმერთის მიერ მოცემული წყლისა და სულის სახარება მცდარია, მაშინ მიდით და შეეწინააღმდეგეთ ღმერთს. ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ და ამის უნარიც გაგვაჩნია, არასრული სახარებების წინაღმდეგ, რომლებიც მხოლოდ ჯვრის სისხლს მოიცავენ. როგორ იქნებოდა იესო ჯვარცმული ჩვენი ცოდვებისთვის, მანამადე ისინი თავის თავზე ნათლობაში რომ არ აეღო?
ნუ ამბობთ რომ ღმერთის სიმართლის მორწმუნეებს ცოდვა აქვთ
“გამტყუნება” ნიშნავს სასამართლოზე მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოთხოვნას. წყლისა და სულის სახარების მორწმუნეების გამტყუნება მხოლოდ ბოროტმოქმედს შეუძლია. ამ სახარების მორწმუნეებს ღვთის სამართლიანობის რწმენა აქვთ, ამიტომ ვის შეუძლია მათი რწმენის უმართლოდ გამტყუნება? ვის შეუძლია თქმა რომ ისინი სცდებიან? არავის, რადგან ღმერთმა უკვე გაამართლა ისინი. არავის შეუძლია წყლისა და სულის სახარების მორწმუნეების დადანაშაულება რაიმე ცოდვაში.
“ღმერთია გამამართლებელი” (რომ. 8:33). ვის შეუძლია წყლისა და სულის სახარების მორწმუნეთა უცოდველად შერაცხვა? მხოლოდ ღმერთს. თავისი სიმართლით ის აცხადებს წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებს მართლებად.
სიტყვა “გამართლებულები” არ ესადაგება იმათ, ვისაც ჯერ კიდევ ცოდვა აქვთ, არამედ იმათ, ვისაც ჭეშმარიტად მიეტევა ცოდვები და გახადა “უცოდველნი და გამართლებულნი”. როცა ღმერთი ამბობს რომ წყლისა და სულის სახარების მორწმუნეები უცოდველები არიან, ვინ გაბედავს იმის თქმას რომ ისინი ცდებიან და არ ფლობენ ღმერთის სამართლიანობას? არც ერთ თეოლოგს ამ ქვეყნად არ შეუძლია ამის თქმა.
დღევანდელი ქრისტიანობა გაიხრწნა განწმენდის დოქტრინის გამო, რომელიც რელიგიური სიწმინდის მიღწევას ლამობს. ინგლისელმა თეოლოგმა კითხვაზე “არის თუ არა ღვთის ეკლესია წმინდა?” უპასუხა, რომ ღვთის ეკლესიასაც გააჩნია ხარვეზები. ცხადია, ამ თეოლოგს არც წყლისა და სულის სახარების ცოდნა გააჩნდა და არც ღმერთის სამართლიანობის რწმენა.
მაგრამ ღმერთის ეკლესიის ყოველ მორწმუნეს სწამს წყლისა და სულის სახარების და არის სრულიად უცოდველი. თუმცა ის შეიძლება ხორციელად სუსტი იყოს, მას მაინც გააჩნია სრულყოფილი და უნაკლო ღვთის სამართლიანობა.
უცოდველია ღმერთის ეკლესიის ყოველი წევრი? დიახ! ეკლესია არის ადგილი, სადაც განწმენდილი და უცოდველი მორწმუნეები იკრიბებიან ქრისტეში. თუ მორწმუნეს ცოდვა აქვს, ის არაა ღმერთის შვილი. რამ განწმინდა ისინი? რა თქმა უნდა, წყლისა და სულის სახარების რწმენამ, რომელმაც უცოდველნი გახადა ღვთის სამართლიანობის მიღებით. თეოლოგმა თქვა რომ ღვთის ეკლესიასაც გააჩნია ნაკლოვანებები, რადგან არ სწამდა და არ იცნობდა წყლისა და სულის სახარებას.
ვინ გაბედავს იმის თქმას რომ წყლისა და სულის სახარების მორწმუნეები ცოდვილები არიან? ღმერთმა გაამართლა ისინი. შესაძლებელია რომ ჩვენ, წყლისა და სულის სახარების მორწმუნეები ცოდვილნი ვიყოთ მარტო იმის გამო, რომ სუსტები ვართ? რა თქმა უნდა არა! მაშ ნიშნავს ეს, რომ ჩვენ ცოდვა არ გვაქვს მიუხედავად იმისა რომ ვცოდავთ? დიახ, ცოდვა არ გვაქვს! ამიტომ უნდა ვიწამოთ წყლისა და სულის სახარება. ადამიანები შეგნებულად არ სჩადიან ცოდვებს, არამედ თავისი სისუსტის გამო.
სულ ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც განზრახ გეგმავს ცოდვების ჩადენას; თითქმის ყველა უკეთურობა გამოწვეულია ადამიანთა სისუსტით. წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებს გულში ცოდვა არა აქვთ, ვინაიდან მათ გააჩნიათ ღმერთის სამართლიანობა. ჩვენ ვართ უცოდველნი რადგან ღმერთმა მოსპო ჩვენი ცოდვები თავისი სამართლიანობით. ამიტომ ამბობს ბიბლია, “ღმერთია გამამართლებელი”. ღმერთია ის, ვინც აცხადებს რომ წყლისა და სულის სახარების მორწმუნეები უცოდველნი არიან, ვინაიდან მისი სამართლიანობა აქვთ. ჩვენ გავთავისუფლდით ყველა ჩვენი ცოდვისგან წყლისა და სულის სახარების რწმენით.
იესოს რომ ჩვენი მომავალი ცოდვებიც არ წარეხოცა, როგორ დავიხსნიდით თავს ცოდვებისგან და როგორ ვიტყოდით რომ აღარა ვართ ცოდვილები? თუ ჩვენ, ღვთის სამართლიანობის რწმენის მიღების შემდეგ, ვცოდავთ და ცოდვაში ვცხოვრობთ, გვხდის ეს ჩვენ ნაკლებად წმინდებად ან აუქმებს ჩვენს გამოსყიდვას და ისევ ჯოჯოხეთში გვაბრუნებს? პასუხია არა! თუ ხსნა თვით-განწმენდით მიიღწევა, ვინ შეძლებს ამ წუთისოფლად გადარჩენას? არავინ! არავის ძალუძს იცხოვროს ხორცში სრულყოფილი ცხოვრებით და განიწმინდოს მცნებების სრული დაცვით. ამიტომ აცხადებს ბიბლია, “არავინ არის მართალი” (რომ. 3:10).
ბუნებრივად, ადამიანებს არ შეუძლია ღვთის სამართლიანობის მიღება თავისი საქმეებით
ღმერთმა მოავლინა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ და დაუშვა მისი სიკვდილი ჯვარზე კაცობრიობის წუთისოფლის ყველა ცოდვისგან დასახსნელად. ისინი ვისაც სწამთ წყლისა და სულის სახარება, მართლები გახდნენ თავისი რწმენის გამო. ამიტომ არის რომ ამ წუთისოფელშიც შესაძლებელია მართლის არსებობა. აბრაამიც გახდა რწმენის მამა ღმერთის სიტყვისადმი რწმენით.
თუმცა ბევრი ქრისტიანი ამბობს რომ შეუძლია ღმერთის სამართლიანობის მიღება გამართლების დოქტრინის მეშვეოიბით, სინამდვილეში მათ ამის არაფერი გაეგებათ. რა არის ღმერთის სამართლიანობა? ის მკვეთრად განსხვავდება ადამიანური სიმართლისგან. რომელ სახარებაშია გამოვლენილი ღმერთის სამართლიანობა? წყლისა და სულის სახარებაში. თუ ჩვენ ამ სახარებას ვუარყოფთ და არ ვიწამებთ, ეს ნიშნავს რომ ღმერთს ვეწინააღმდეგებით.
არავის შეუძლია ცოდვისგან დახსნა და ღვთის სამართლიანობის მიღება წყლისა და სულის სახარების რწმენის გარეშე. შეუძლია ვინმეს ოდნავ მაინც წინ აღუდგეს ღვთის სამართლიანობას? მე დიდი ხნის მანძილზე მწამს და ვქადაგებ წყლისა და სულის სახარებას, მაგრამ აქამდე არავინ შემხვედრია, ამ სახარებისთვის შეწინააღმდეგება რომ შეეძლოს. არავის ძალუძს ამ სახარებისთვის შეწინააღმდეგება წმ. წერილის საფუძველზე, რადგან ღვთის სამართლიანობის სახარება გვაძლევს ცოდვებისგან სრულ და აბსოლუტურ გამოსყიდვას.
ვის შეუძლია ღვთის სამართლიანობის მფლობელთა დადანაშაულება?
მოდით რომაელთა 8:34 წავიკითხოთ. ”ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთია გამამართლებელი. ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა, და მეტიც, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის.” შეუძლია ვინმეს ცოდვაში დასდოს ბრალი ღმერთის სამართლიანობის მორწმუნეებს? ეს არავის ძალუძს.
შეუძლია ვინმეს წყლისა და სულის სახარების მორწმუნეების, რომლებიც რწმენით გათავისუფლდნენ ცოდვებისგან, ცოდვაში დადანაშაულება? არა! “ვინ დასდებს მსჯავრს?” ვის შეუძლია იმის თქმა რომ ღმერთის სამართლიანობის მორწმუნეები ცოდვილები არიან?
ცოდვის საზღაური სიკვდილია. თუ თქვენ ცოდვა გაქვთ გულში, ჯოჯოხეთში მოხვდებით. ღმერთი ასამართლებს ადამიანებს მათი ცოდვების გამო. მაგრამ ისინი, ვისი ცოდვებიც წარიხოცა ღვთის სამართლიანობის რწმენით, არ მოდიან ღმერთის სამსჯავროზე, რადგან არც ერთ ცოდვა აღარა აქვთ ბრალის წამოსაყენებლად. როცა თვით ღმერთი არ ასამართლებს მისი სამართლიანობის მორწმუნეებს, ვინ გაბედავს მათ დადანაშაულებას? თუ იესოს მორწმუნეს ცოდვა აქვს, ის ცოდვილია და გასამართლებული და მსჯავრდებული იქნება ღმერთის მიერ. ცოდვილები გასამართლდებიან ღმერთის მიერ მათ გულში არსებული ცოდვების გამო და სხვების მიერ დაიგმობიან. მაგრამ თუ ქრისტეს მორწმუნეს წყლისა და სულის სახარების სწამს და ღებულობს ღმერთის სამართლიანობას, ასეთი პიროვნება უცოდველია ღმერთის წინაშე და არავის შეუძლია მისთვის ბრალის წაყენება. ასეთი ადამიანების სინდისშიც აღარაა არც ერთი ცოდვა.
“ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა, და მეტიც, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის.” იესო, ღმერთის ძე, მოვიდა წუთისოფლად ჩვენთვის ღმერთის სამართლიანობის მოსაცემად, მიიღო ნათლობა იოანე ნათლისმცემლისგან ყველა ჩვენი ცოდვების ასაღებად, მოკვდა ჯვარზე, სადაც დაღვარა სისხლი და ისევ აღდგა მკვდრეთით, რათა ჩვენი მხსნელი გამხდარიყო. ახლა ის ზის ღმერთის მარჯვნივ და შუამდგომლობს ჩვენთვის, როგორც ჩვენი მაცხოვარი.
სულიწმიდაც ლოცულობს მათთვის, ვისაც ღმერთის სამართლიანობა აქვს. იესო ლოცულობს ჩვენთვის ზეცაში. სულიწმიდაც ლოცულობს ჩვენთვის მამა ღმერთის წინაშე, მაგრამ სხვანაირად, “გამოუთქმელი ოხვრით”, ყოველთვის როდესაც ჩვენს გულებს უძლურება ეპყრობა.
რამდენად სრულყოფილია ღმერთის სამართლიანობა იმ ადამიანთა გულებში ვისაც წყლისა და სულის სახარების სწამთ? ღვთის სამართლიანობის სრულყოფილება ასევე გვეუბნება, რომ წყლისა და სულის სახარება არის უნაკლო და სრულყოფილი.