(რომ. 8:35-39)
“ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? როგორც სწერია: “რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი.” მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი და ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.”
35-ე მუხლი ამბობს, “ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?” ვის შეუძლია ჩვენი ჩამოშორება ქრისტეს სიყვარულისგან, რომელიც წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებს მიეცათ და არის ღმერთის სამართლიანობის მატარებელი? შეუძლია დევნას ან განსაცდელს მოგვკვეთოს ამ სიყვარულისგან? შეუძლია იმ შვიდწლიან დიდ განსაცდელს ჩამოგვაშოროს მის სიყვარულს? რაღა თქმა უნდა არა!
ვერანაირი განსაცდელი ან დარდი ამ ქვეყნად ვერ მოგვკვეთს უფლის სიყვარულისგან, რომელმაც ცოდვებისგან დაგვიხსნა. ისეთ წუთებშიც კი როცა დაღლილი ვართ და არავისი ნახვა არ გვსურს, ვინმემ რომ გვკითხოს, დაგვიხსნა თუ არა იესომ ცოდვებისგან, მაშინვე ვუპასუხებთ რომ ნამდვილად დაგვიხსნა და რომ ვართ უცოდველნი. იმისდა მიუხედავად, რაოდენ დანაღვლიანებული ან დამძიმებულია ჩვენი გული, მან მაინც დაგვიხსნა და მაინც არის ჩვენი მარადიული მაცხოვარი. იმ შემთხვევაშიც კი როცა მეტად დაღლილი ან დასნეულებული ვართ, ისე რომ ფეხზეც ვერ ვდგევართ, ჩვენ ვაღიარებთ მადლიერებას ღმერთის სამართლიანობის გამო. ვერანაირი დაღლილობა ვერ დაგვაშორებს ღმერთის სამართლიანობას, რომელმაც გაგვათავისუფლა ცოდვებისგან.
ვერც დევნა და ვერც შიმშილი, ვერც სიშიშვლე, ჭირი თუ მახვილი ვერ ჩამოგვაშორებს ღმერთის სამართლიანობას. ის ფაქტი რომ ჩვენ ზოგჯერ გვგმობენ და გვასამართლებენ რელიგიური ადამიანები, არის დევნა რომელსაც განვიცდით. ეს დევნა ზოგჯერ ჩვენივე მეგობრების, მეზობლების, ნათესავების ან თუნდაც ოჯახის წევრების მიერ მიტოვებაში გამოიხატება, მათ მხრიდან ჩვენი თავის მწვალებლობაში დადანაშაულების გამო. შეუძლია კი ამ დევნებს ჩამოგვაშორონ ხსნისაგან იესო ქრისტეში? არაფრის დიდებით!
ჩვენი დევნის სისასტიკის მიუხედავად, ის ვერ მოგკვეთს ღმერთის სამართლიანობისგან, რომელმაც ხსნა მოგვანიჭა. ვინაიდან ღმერთის სამართლიანობამ უცოდველები გაგვხადა და რადგანაც ეს უცვლელი ჭეშმარიტებაა, ვერავინ და ვერაფერი ვერ ჩამოგვაშორებს ღმერთის სიყვარულს.
შიმშილი, ვერც სულიერი და ვერც ფიზიკური, ვერ დგვაშორებს ღმერთს. ვინაიდან ყოველჟამს გვწამს წყლისა და სულის სახარების, ღმერთის სამართლიანობა მუდამ რჩება ჩვენს გულებში, და ეს არის ჩვენი უფლის რწმენა, რომლის მიერ მან უცოდველნი გაგვხადა ამ სახარების მეშვეობით. ასეთია ღვთის სამართლიანობის რწმენის კურთხევა. “რადგან უფალმა ყველა ჩემი ცოდვა გააქრო, არც ერთი ცოდვა აღარა მაქვს! ღმერთმა მართალი და უცოდველი გამხადა, სრულიად შემმოსა თავისი სამართლიანობით!” აი რატომ არ გაქრება ღმერთის სამართლიანობისადმი ჩვენი რწმენა, რა მძვინვარეც არ უნდა იყოს შიმშილი ან შევიწროება.
ღმერთის სამართლიანობა წყლისა და სულის სახარების მიხედვით
თუ ადამიანს წყლისა და სულის სახარების არ სწამს, მის გულში ისევ ცოდვა რჩება. მაგრამ იმას, ვისაც რმერთის სამართლიანობის სწამს, ცოდვა არა აქვს. აი რატომ გვითხრა უფალმა რომ ხის შეცნობა მისი ნაყოფით შეგვეძლება. ისინი ვისაც არ სწამთ ღმერთის სამართლიანობის, თავს ანებებენ იესოს რწმენას ნებისმიერ უმნიშვნელო სირთულესთან, შიმშილთან, დევნასთან ან განსაცდელთან შეხვედრისას.
არიან ადამიანები რომლებიც ფიქრობენ, “თუმცა იესო ჩემი ცოდვებისთვის ჯვარზე დაისაჯა, მხოლოდ ჩემი პირველყოფილი ცოდვა იქნა მოკვეთილი და ამიტომ ყოველდღიურად უნდა გამოვითხოვო პატიება შემდგომში ჩადენილი ცოდვებისთვის.” ასეთი რწმენის მქონე ადამიანები სინამდვილეში სცოდავენ ღმერთის წინაშე რადგან არ სწამთ, რომ იესომ ამოშალა ყველა მათი ცოდვა და ამრიგად დროთა განმავლობაში მსჯავრს სდებენ და ხრწნიან საკუთარ თავს. ეს სწორედ ის ადამიანები არიან ვინც უარყოფს იესოს და არ სწამს ღმერთის სამართლიანობის.
მაგრამ წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებს ღმერთის სამართლიანობის სწამთ და გარემოებათა მიუხედავად, მყარად დგანან თავიანთ რწმენაზე და ამბობენ, “ღმერთმა ნამდვილად დამიხსნა სამყაროს ყველა ცოდვისგან. მე უცოდველი ვარ!” თუ ჩვენი სულიერი შიმშილობის უკანასკნელ დღეებშიც მოგვიწევს სიკვდილთან შეხვედრა, არასოდეს ვუარყოფთ იმას, რომ ღმერთმა უცოდველნი გაგვხადა და რომ მისი ერი გავხდით. ღმერთის სამართლიანობა, რომელმაც მოგვაშორა ყველა ცოდვა ისევ დარჩება ჩვენს გულებში რწმენის სახით. ამდენად ძლიერი და დიდებულია წყლისა და სულის სახარება. რა განსაცდელიც არ უნდა გადაგვხდეს ცხოვრებაში, ქრისტეში ღმერთის სამართლიანობის გამო ჩვენ არასოდეს ჩამოვშორდებით ქრისტეს სიყვარულს.
რას ნიშნავს სიტყვა “სიშიშვლე” ზემოთ მოყვანილ ნაწყვეტში? სიშიშვლე ნიშნავს მთელი ჩვენი საკუთრების დაკარგვას. შუა საუკუნეების ხანამდე, ევროპის ქალაქებსა თუ სახელმწიფოებში ძნელბედობის დროს ადამიანები ხშირად ეგრედ წოდებულ “ჯადოქრებზე ნადირობას” მართავდნენ და ბრალს სდებდნენ ეჭვმიტანილს ყველა მომხდარი განსაცდელის გამო; ხალხი ართმევდა მათ ყველაფერს და მწვალებლობაში ადანაშაულებდა. ამიტომ გამოიყენა პავლემ სიტყვა “სიშიშვლე”.
იმ საუკუნეებში შეიძლებოდა ვინმესთვის მწვალებლობაში ბრალის დადება და შემდეგ მარტო ერთი ან ორი მოწმის თანხლებით მათი გასამართლება და კოცონზე დაწვის მისჯა, მთელი მათი ქონების კონფისკაცია და რეპუტაციის სრული განადგურება.
მაშინაც კი, მსგავსი სიშიშვლის განცდა რომ მოგვიწიოს, ყველა ჩვენი საკუთრების დაკარგვა და სიკვდილის მიღება, ღმერთის სამართლიანობას, ანუ მის ჩვენდამი სიყვარულს, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვა ამოშალა, ჩვენ არასოდეს დავკარგავთ – ამდენად სრულყოფილია წყლისა და სულის სახარება.
ვერც საფრთხე და ვერც მახვილი ვერ ჩამოგვაშორებს სიყვარულისგან ქრისტეში. თუნდაც მახვილისგან სიკვდილი მოგვიწიოს, ჩვენ, მორწმუნეებს, ცოდვა არ გვაქვს. ბევრი ქრისტიანისთვის ადრეულ ეკლესიაში რომისთვის ხანძრის წაკიდების ცრუ ბრალდება იქნა წაყენებული. მათი დასჯა საჯაროდ კოლიზეუმში ხდებოდა, რომლის არენაზეც მათ ლომებს უსევდნენ. მაგრამ სიკვდის პირას ისინი მაინც ადიდებდნენ საკუთარ მხსნელ უფალს. მათ შეეძლოთ მისი განდიდება, რადგან იყვნენ წყლისა და სულის სახარების მორწმუნენი. მათ ვინც გამოსყიდულ იქნა იმ ჭეშმარიტების რწმენით, რომ ღმერთმა შეიყვარა და ამოშალა ყველა მათი ცოდვა, შეუძლიათ უფლის განდიდება მაშინაც კი როცა ლომის ხახაში სიკვდილი უწერიათ.
ეს ძალა გამომდინარეობს ღმერთის სამართლიანობის რწმენიდან, რომელმაც ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა, და მისი სიყვარულის რწმენიდან. ეს ხდება იმიტომ რომ ღმერთი ჩვენშია, ის გველაპარაკება, გვაძლიერებს, გვიცავს და გვანუგეშებს ამგვარი ძალის მოსანიჭებლად. ვერც ჭირი და ვერც მახვილი, ვერც მუქარა და ვერც წამება ვერ ჩამოგვაშორებს ღმერთის სიყვარულს.
წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებს ასევე ღმერთის სამართლიანობის სწამთ და არიან ქრისტეს კუთვნილი ერი. ქრისტეს უყვარს ღმერთის სამართლიანობის მოყვარულები. მაგრამ ზოგმა ქრისტეს სრულყოფილი სიყვარული უბრალო ემოციურ სიყვარულად გადააქცია, შესცქეროდა რა დამწუხრებული მხოლოდ მის ჯვარზე სიკვდილს, და დასტიროდა მის ტანჯვა-წამებას. მაგრამ ადამიანურ ემოციებს ერთ დღე-ღამეში ცვლილების თვისება აქვთ.
თუმცა ჩვენი ემოციები ყოველდღე და ყოველღამე იცვლება, იმ სიყვარულს, რომლითაც დაგვიხსნა უფალმა ვერაფერი ვერ შეცვლის. მისი სიყვარული მარადიულად უცვლელია. ამდენად ძლევამოსილია წყლისა და სულის სახარება და ამდენად დიდია ღმერთის სამართლიანობა. ვერავის ძალუძს ჩვენი ჩამოშორება უფლისგან, რომელმაც გვსრულყო და შეგვმოსა თავისი სრულყოფილი სიყვარულით. ეს არის წყლისა და სულის სახარების ძალა და ასევე ღმერთის სამართლიანობისადმი ჩვენი რწმენის ძალა.
“სახარების” აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა არის “ევანგელიონ”. მასზე ნათქვამია რომ ფლობს “დინამის” – ეს ბერძნული სიტყვა ნიშნავს ძალას, ენერგიას ან უნარს, (ჩვენ შემთხვევაში, ღმერთის ძალას) რომლიდანაც სიტყვა “დინამიტი” წარმოიშვა. დინამიტის ერთი მუჭაც საკმარისია საცხოვრებელი სახლის საძირკვლამდე ჩამოსანგრევად და მტვრად საქცევად. სამხედრო გემიდან გაშვებულ “ტომოჰავკის” რეაქტიულ ჭურვს შეუძლია მსხვილი ბეტონის ნაგებობის მიწასთან გასწორება. რაოდენ მყარად არ უნდა იყოს გამაგრებული შენობა, ის ტოლს ვერ უდებს ჭურვის დამანგრეველ ძალას.
ორმა სამოქალაქო თვითმფრინავმა ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენი ჩამოანგრია. რა მოხდა თვითმფრინავების შენობებთან შეჯახებისას? თვითმფრინავის აფეთქებისგან წარმოშობილი ცეცხლი გადმოღვრილ საფრენ საწვავს მოეკიდა და იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველაფერი დაადნო იმ სართულებზე, სადაც თვითმფრინავები შეიჭრნენ. ვინაიდან სართულების ფოლადის კონსტრუქციები და სვეტები, რომლებსაც შენობა ეკავათ, დადნა მაღალი ტემპერატურეს გამო, ყველა სართული უცბად ჩამოინგრა და ნაგებობას აღარ შეეძლო იმ ჩამონგრეული სართულების წონის დაჭერა, საბოლოოდ ისინი მთლიანად ჩამოიშალა. სართულები ასე სწრაფად რომ არ ჩამოშლილიყო, შენობა არ ჩამოინგრეოდა. მაგრამ იმის გამო რომ ეს ძალზე სწრაფად და უცაბედად მოხდა, სვეტები და სხვა საჭერი კონსტრუქციები ჩამოინგრა და ორივე შენობა, როგორც თვითმხილველები ამოწმებდნენ, რაღაც წამებში სრულიად მიწასთან იქნა გასწორებული.
ღმერთის სახარების ძალა - წყლისა და სულის სახარების ძალაა. მასში არის ღმერთის სამართლიანობა. შესაძლოა, სავსებით მართებული არ იყოს ტრაგედიის სურათის გამოყენება ღმერთის სამართლიანობის ილუსტრირებისთვის, მაგრამ წყლისა და სულის სახარების ძალა, რომელიც ღმერთის სამართლიანობიდან გამომდინარეობს, გავს დინამიტს, რომელსაც ჩვენი ყველა ცოდვის სრულყოფილი განადგურება შეუძლია. ღმერთის სამართლიანობა მდგომარეობს იმაში, რომ უფალმა ამ ქვეყნად მოსვლისას დაგვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვის მოცილებით, მონათვლით, ჯვარზე სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით.
წყლისა და სულის სახარება არის ღმერთის სამართლიანობა, რომლითაც იესომ კაცობრიობის მიერ სამყაროს დასაწყისიდან მის აღსასრულამდე ჩადენილი ყველა ცოდვა ამოშალა. აი რატომ ვერაფერი ვერ განაშორებს ღმერთს იმათგან ვინც მას უყვარს, მათ გამოსყიდვაში, მისი სამართლიანობის სახარების რწმენით. პავლეს რწმენაც ღმერთის სამართლიანობაზე იყო დაფუძნებული.
შეგვიძლია კი ღმერთის სამართლიანობის მიღება მარტო ჯვრის სისხლის სახარებით? არა, არა შეგვიძლია. მხოლოდ ჯვრის სისხლის სახარების რწმენით ჩვენ ვერ მივიღებთ ღმერთის სამართლიანობას. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, უმნიშვნელო პროვოცირებისთანავე ადვილად აიღებენ ხელს იესოს რწმენაზე.
მაგალითად, როცა მათი მიწიერი ქონება წაერთმევათ ან რელიგიური ორიენტაციის გამო სამსახურში წინააღმდეგობა შეხვდებათ, ისინი ადვილად დაემორჩილებიან გარემოებებს თავისი რწმენის უარსაყოფად. ეს არის გარდაუვალი შედეგი, რომელიც მრავალ ქრისტიანს ესადაგება. მათ, ვისაც წყლისა და სულის სახარების ურწმნოების გამო გულში სულიწმიდა არა აქვთ და ცოდვებისგან გამოსყიდულნი არ არიან, მცირე საფრთხისთანავე კაპიტულირება უწერიათ.
მიზეზი იმისა თუ რატომაა დღევანდელი ქრისტიანობა ამდენად სუსტი არის ის რომ მათი რწმენა შემოფარგლულია მხოლოდ ჯვრის სისხლით. ეს ის რწმენაა, რომელსაც არ მიუღია ღმერთის სამართლიანობა წყლისა და სულის სახარების მეშვეობით.
მართალ მორწმუნეს, რომელიც გამოსყიდულია ყველა თავისი ცოდვებისგან ღმერთის სამართლიანობის მიღებით, მრავალი ადამიანის სულისთვის ღვაწლის გაწევა შეუძლია. ვინაიდან მას სწამს წყლისა და სულის სახარების და აქვს სული წმინდა, და რადგანაც ღმერთი მასთანაა თავისი სიტყვით, ასეთ პიროვნებას შეუძლია დიდი სულიერი შრომის გაწევა და მრავალი სულის დაბრუნება ღმერთთან. ასეთია ღმერთის სამართლიანობის - წყლისა და სულის სახარების რწმენა. ეს სახარება ღმერთის მიერ მოგვეცა, არა ჩვენი საქმეებით, და ამრიგად ღმერთის შემწეობით შეგვიძლია მისი შრომის კეთება.
36-ე მუხლი ამბობს, “როგორც სწერია: ‘რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი.’” წყლისა და სულის სახარების მორწმუნეთა შორის არიან ისეთებიც რომლებიც მსგავს დამოკიდებულებას განიცდიან ამ წუთისოფელში ხოვრებისას. და მართლაც, წყლისა და სულის სახარების მორწმუნეები ხშირად სძულთ, განსაკუთრებით იმათ, ვინც თავისი მრუდე რწმენით ქრისტიანობაზე სდებენ თავს.
სხვა სიტყვებოთ, ნომინალურ ქრისტიანებს უფრო მეტად სძულთ ხელახლა შობილი ქრისტიანები, ვიდრე ბუდისტებს. ეს მონაკვეთი, “რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი” – არის წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებისადმი თქმული ღმერთის სიტყვა. ჩვენი უფალიც, დაემორჩილა რა მამამისის ნებას თავის ნათლობაში და ჯვარზე სიკვდილში, “დასაკლავ ცხვრად იყო შერაცხული.” უფალმა დაგვიხსნა თავისი მოვლინებით და წუთისოფელში ასეთი ღვაწლით.
ღმერთის სამართლიანობამ დაამარცხა წუთისოფლის ყველა ცოდვა
37-ე მუხლი ამბობს, “მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.” როგორ ვიმარჯვებთ ყოველივეზე? ჩვენ ვაცხადებთ გამარჯვებას ღმერთის სიყვარულისადმი რწმენის ძალით.
წყლისა და სულის სახარების მორწმუნე ღმერთის ძალას ფლობს. მაგრამ ვისაც ამ სახარების არ სწამს, გულში მხოლოდ ცოდვა აქვს. ცოდვის მქონე ადამიანების რწმენა და ხსნა მერყეობს მათი ემოციებიდან გამომდინარე და ამრიგად არანაირი ძალა არ გააჩნიათ. მაგრამ წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებს აქვს ძალა. მათ არა საკუთარ, არამედ ღვთის მიერ მოცემული სახარების ძალას ფლობენ, და ამ ძალით მათ ყველანაირი დევნის ან განსაცდელის გადატანა და მათზე გამარჯვება შეუძლიათ. მართლები ცოდვილთა წინააღმდეგ სულიერ ომში უნდა ჩაებან და უქადაგონ მათ წყლისა და სულის სახარება. მართლები ასევე უნდა უძლებდნენ წყლისა და სულის სახარების გამო დევნას თავიანთ ცხოვრებაში, როგორც თავის ბუნებრივ წილს. ჩვენი წილი – უფლისათვის გადადებული სიცოცხლეა.
აღმოსავლური ანდაზა იძახის, “ერთი დღეც წიგნის უკითხავად და გესლიან სიტყვებს ილაპარაკებ.” მაშ ჩვენ თავზე რაღა ვთქვათ? ჩვენც ადვილად ვვარდებით ცოდვაში როცა დღეს ღმერთისთვის და მისი სახარებისათვის მსახურების გარეშე ვატარებთ. ასე ცხოვრება თვით სიკვდილამდე მოგვიწევდა. მაგრამ თუ ქრისტესთვის ვცხოვრობთ, ვწირავთ თავს და დევნას განვიცდით ღვთის გამო, და თუ ბოროტის სულიერი ძალების წინააღმდეგ სულიერ ბრძოლაში ჩევებმევით, ჩვენი გულები სულიერი საკვებით აივსება, რომლიდანაც ღვაწლის გაწევისთვის ახალ ძალას მივიღებთ.
როცა ქრისტიანი ეცემა, ეს ხდება იმიტომ რომ ის უფლისათვის არ ცხოვრობს. მაგრამ როცა უფლისათვის ვცხოვრობთ, ჩვენი სულიერი ძალა კიდევ უფრო მეტად იზრდება და ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობაც და ღონეც მატულობს.
38-39 მუხლებში ნათქვამია, “და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი და ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.” როგორც წყლისა და სულის სახარების მორწმუნე, პავლე ამაში დარწმნებული იყო. იგივე ჭეშმარიტება ჩვენც გვესადაგება: ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე ვერ ჩამოგვაშორებს ქრისტეს.
ძველად, რომის იმპერატორების მსგავსი მართველები, რომლებიც ფლობდნენ მიწიერ ძალაუფლებას, ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ქრისტიანები, რომ უარი ეთქვათ თავიანთ რწმენაზე და თავისი მოძმეები ძალაუფლებისთვის გადაეცათ, მრავალგვარი ხიბლის და ცდუნების შეთავაზებით, - მაღალი თანამდებობების, ცოლების და სახლების ჩათვლით, - ყოველივე ეს რათა უარი ეთქვათ თავიანთ რწმენაზე. მაგრამ სახარების ჭეშმარიტი მორწმუნეები არასოდეს უთმობდნენ ძალაუფლების, ქონების ან დიდების ცდუნებას.
რწმენა არ არის რაღაც, რისი გაცვლაც წუთისოფლის მიერ შემოთავაზებულ სიკეთეებზეა შესაძლებელი. ვინმეს ჩვენთვის საბანკო ჩეკი რომ ეჩვენებინა და ეთქვა, “ამ ჩეკს მოგცემ, თუ სახარების ქადაგებას შესწყვეტ,” – ჩვენ ვუპასუხებდით მომავლის იმედის და ღმერთის ძლიერი რწმენის გამო, -“ეს თქვენ უფრო გამოგადგებათ, თქვენს თავზე დახარჯეთ; ჩემთვის კი ეს მხოლოდ ფარატინა ქაღალდია.”
მხოლოდ წყლისა და სულის სახარება არის სახარება, რომელიც შეიცავს ღმერთის სამართლიანობას
ბევრს უთქვამს ჩემთვის, “ოღონდ აღიარეთ, რომ მხოლოდ ჯვრის სისხლის რწენაც სწორია და ჩვენც მოვიწონებთ თქვენს რწმენას. არა მარტო შევწყვიტავთ მწვალებლობაში თქვენს დადანაშაულებას, არამედ დაგეხმარებით კიდევაც.” ეს ეგრედ-წოდებული რელიგიური წინამძღვრები ჩემგან განსაკუთრებულად ასეთი სახის კომპრომისს ეძებდნენ. მაგრამ ღმერთის სამართლიანობა არის ზუსტი და აშკარა, როცა მისივე სიტყვით იზომება. რაც სიცრუეა, ის სიცრუეა, და რაც სიმართლეა, ის სიმართლეა. ცრუ რწმენის აღიარება უკვე თავისთავად ამბოხი იქნებოდა ღვთის წინააღმდეგ, და ამიტომ მე არა მხოლოდ ვერ მოვიწონებდი მათ რწმენას, არამედ გამუდმებით უნდა გამოვაშკარავო ასეთი რწმენის მცდარობა.
“თქვენ მარტო ჯვრის სისხლის გწამთ? მაშინ გულში ცოდვა გქონიათ და ჯოჯოხეთში მოხვდებით. თუნდაც ფიქრობდეთ რომ მეტად სერიოზული და დაუყოლიებელი ვარ, აქ არაფერი გაეწყობა; რაც ჭეშმარიტია, ის ჭეშმარიტია.” ასეთი სიტყვების გამო ადამიანები ჩემგან განზე დგებიან – უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათ არ შეუძლიათ ახლოს გაჩერება. ბევრი მიახლოვდებოდა და იმედოვნებდა, რომ მეც მათნაირი ვიყავი. მაგრამ მე ყოველთვის ვეუბნებოდი, “თქვენ ხართ ცრუ მწყემსები, რომლებიც თავიანთი განცხრომისთვის ღმერთის სიტყვით ვაჭრობთ, უბრალოდ ქურდები ხართ.” ვინ მომიწონებს, როდესაც ასეთ სიტყვებს ვეუბნები? მაგრამ რაც მცდარია ის მცდარია, და ამიტომ ვიყავი მუდამ ასე პირდაპირი და მტკიცე ჩემს პოზიციაში.
ჩემს ცდუნებას ასევე ისინი ცდილობდნენ, ვინც მეუბნებოდა, რომ თუ მარტო ჯვრის სისხლს ვიწამებ, ისინი მე სხვადასხვა ძალაუფლებას მომანიჭებდნენ. მაგრამ როგორც ზემოთ ხსენებული ნაწყვეტი ამბობს, “ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება,” – ჩვენ არ გვჭირდება არანაირი ძალაუფლება, სიმაღლე ან სიღრმე. ჩვენ არ გვჭირდება განკურნების ძალა, რომლის ფლობას ზოგი ყალთაბანდი იბრალებს. ჩვენს შორის მათ, ვინც ხელახლაა შობილი, არ სჭირდებათ ამგვარი რამეები და არც ვიწონებთ მათ.
ნაწყვეტი ასევე გვეუბნება, რომ ვერავითარი სვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღმერთის სიყვარულს ჩვენს უფალ იესო ქრისტეში. ამ სამყაროში უცხოპლანეტელებიც რომ ყოფილიყვნენ, ისინიც ვერ შეძლებდნენ ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისგან, რომელმაც გვიხსნა.
არიან ქრისტიანები, ვისაც ზებუნებრივი არსებების სწამთ. პასტორებს შორისაც კი ბევრია ვისაც სჯერა მათი ყოფადობის. მაგრამ ისეთი რამე, როგორც უცხოპლანეტელი, არ არსებობს. ჩემი სემინარიაში სწავლის დროს, ერთ-ერთ ჩემს პროფესორ-მასწავლებელს, რომელიც ბერძნულს მასწავლიდა, უცხოპლანეტელების არსებობის სწამდა. ამიტომ ვკითხე, “შეგიძლიათ დაადასტუროთ თქვენი რწმენა წმინდა წერილიდან რაიმე მოწმობით?” რა თქმა უნდა, ჩემს შეკამათებაზე მან ვერანაირი პასუხი ვერ გამცა. არ არსებობს არავითარი უცხოპლანეტელები. ღმერთმა ისე შეიყვარა წუთისოფელი, რომ მოგვცა თავისი ერთადერთი ძე. უცხოპლანეტელები რომ არსებულიყვნენ, იესოს არ დაჭირდებოდა მხოლოდ ამ დედამიწაზე მოვლინება.
მასიური კვლევისა და ინვესტიციების შემდეგ ჩვენ მთვარეს მივწვდით და ჩვენი თანამგზავრები მარსზეც დაეშვა, მაგრამ ერთი მოწმობაც კი არ აღმოგვიჩენია, რომელიც არამიწიერი სიცოცხლის ფორმების არსებობაზე მიუთითებდა. მე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა წმ. წერილზე დაყრდნობით, რომ რაც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობის სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რა ინტენსიურადაც არ უნდა ვიკვლიოთ კოსმოსი, ჩვენ ვერასოდეს აღმოვაჩენთ არამიწიერი წამროშობის ცოცხალ არსებებს. ბიბლია გვეუბნება, რომ ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღმერთის სიყვარულს ჩვენს უფალ იესო ქრისტეში. მაშ რას წარმოადგენს ეს სიყვარული? ეს არის სხვა არაფერი თუ არა წყლისა და სულის სახარება. სწორედ ესაა ღმერთის სიყვარული. ხსნა, რომელმაც გადაგვარჩინა და უცოდველნი გაგვხადა წყლისა და სულის სახარებით არის ღმერთის სიყვარული და ვერაფერი ჩამოგვაშორებს ამ სიყვარულს.
პავლე ლაპარაკობს რწმენის შესახებ მე-9 თავში, მაგრამ მის მე-8 თავის შეჯამებაში რწმენის უმაღლესი მწვერვალია მიღწეული. რომაელთა წიგნის 1-დან მე-8 თავამდე ხდება თემის ფორმირება, ხოლო მე-8, როგორც მის დამაგვირგვინებელ თავში, რწმენა უმაღლეს დონეს აღწევს. როგორც გვიჩვენებს ღმერთის სიტყვა მე-8 თავში, მხოლოდ წყლისა და სულის მორწმუნეებს შეუძლიათ ღმერთის სიყვარულთან განუყოფლობის მიღწევა.
თუმცაღა, ისინი ვისაც ამის არ სწამს ასეთები ვერასოდეს გახდებიან. მათ შეიძლება დროებით მოახერხონ უფლისთვის ცხოვრება, მაგრამ არ შეუძლიათ თავიანთი რწმენის დაცვა და უფლისთვის თვით სიკვდილამდე ღვაწლის გაწევა. შეიძლება 10, 20 წელიწადი იცხოვრონ რელიგიურად, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი რწმენა გაიხრწნება, მოკვდება და დატოვებს მათ ღვთისგან სრულიათ გამოყოფილთ და მასთან არაფრის საერთოს მქონეთ. არა იმიტომ რომ საკმარისი საქმეები არ გააჩნდათ, არამედ იმიტომ რომ ქრისტეს მიმართ სიყვარული გაუქრებათ გულებიდან. რადგან გონებაშიც არა აქვთ სულიწმინდა, მათ არც გულებში ექნებათ უფლისადმი სიყვარული. მოკლედ რომ ვთქვათ, ამის მაგივრად მათ გულებში მხოლოდ ცოდვა იქნება.
რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ვგებულობ რაოდენ ღრმა და სრულია ამ ხსნის სიყვარული, რომლითაც უფალმა დაგვიხსნა წყლისა და სულის სახარებით. როდესაც პირველად შევხვდი უფალს, ქრისტეს სიყვარულის აღქმის ჩემეული სიღრმე ჩუმი და მშვიდი იყო, ისევე როგორც ტბაში ნასროლი ქვა მცირე, ოდნავ შესამჩნევ რგოლებს აჩენს მის ზედაპირზე. ჩემი რეაქცია იყო მხოლოდ წყნარი გათვიცნობიერება იმ ფაქტისა, რომ იესომ აიღოO ჩემი ცოდვები და რომ მე ამგვარად გავხდი უცოდველი. მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული სახარების ქადაგებით ცხოვრებისას, ჩემს გულში არსებული ტალღები შეუდარებლად უფრო დიდი და ღრმა ხდებოდა, თითქოს მასში ბომბი აფეთქებულიყო.
ვინ ამბობს, რომ მარტო ჯვრის სისხლის უნდა გვწამდეს? პავლე ამბობდა ამას? რომაელთა წიგნში პავლე ცხდად და არაორაზროვნად საუბრობს წყლისა და სულის სახარებაზე: “ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით.” (რომ. 6:3-4).
ნუთუ არ არის ეს წყლისა და სულის სახარება განუზომლად დიდებული და სრულყოფილი? რწმენის სიმცირის მიუხედავად, თუ ვინმეს წყლისა და სულის სახარების სწამს, ის დახსნილია ცოდვისგან. მიუხედავად ნაკლოვანებათა რაოდენობისა თქვენი რწმენა სრულყოფდება წყლისა და სულის სახარების გამო. თუმცა ჩვენით არანაირი ძალა არ გვაქვს, თუ ღმერთისთვის და ღმერთთან ერთად ვცხოვრობთ, ჩვენს გულებს ყველანაირი უწმინდურება სცილდება.
მაგრამ ისინი, ვინც თავიდანვე არ იწამეს, ბოლოს ღმერთის წინააღმდეგ გამოვლენ და მიატოვებენ მას, თუნდაც ეს სახარება მოსმენილი ჰქონოდათ და ამ ცოდნით 10 წელი ეცხოვრათ. ისინი, ვინც გადაწყვიტეს არ ენახათ და არ მოესმინათ ღვთის ჭეშმარიტება, თავიანთი თვალების დაფარვით და ყურების დახშობით, მეტად უგუნურნი არიან ღვთის კურთხევის საკუთარი ხელით უარყოფის გამო და მიემართებიან თავისი წარწყმედისაკენ. თავიანთი ცოდვებით ისინი ყოველდღე ჯვარს აცვამენ ქრისტეს, თუმცა იესოს ნათლობის გარეშე არც ჯვარზე სიკვდილი მოხდებოდა.
ყოველ დღე სულ უფრო მეტად ვგებულობ, თუ რაოდენ დიდებული და სრულყოფილია ეს სახარება – რაც უფრო ვუძლურდები, მით უფრო ვგებულობ რაოდენ სასწაული და სრულყოფილია ამ სახარებაში გახსნილი ჩვენი უფლის სიყვარული და კიდევ უფრო მეტად ვწირავ მას მადლობას. რაც უფრო მეტს ვქადაგებ ამ სახარებას, მით უფრო ხმამაღლად ვჟღერ; რაც უფრო მეტს ვქადაგებ ამ სახარებას, მით უფრო ვძლიერდები; და რაც უფრო მეტს ვქადაგებ ამ ჭეშმარიტ სახარებას, მით უფრო მყარდება ჩემი რწმენა.
თუნდაც ხელახლა შობილი იყოთ, თუ ღმერთის სიტყვას არ უსმენთ და მას არ ემსახურებით, თქვენს გონებაში სარეველა ბალახი დაიწყებს ზრდას და ამ სარევალას გამო თქვენი გონებაც გამოიფიტება. ეს თუ მოხდა, ისევ დაიწყეთ განდიდების სიმღერების მღერა და იფიქრეთ იეღოვაზე. ღმერთისათვის ქება-დიდების ავლინების გამო თქვენი გონება განიწმინდება და ისევ შეძლებთ თქვენი სულის აღდგენას.
უნდა შეანჯღრიოთ საკუთარი გონება, რათა განტვირთოთ ის ყოველივე არაწმინდისგან და ისევ განაახლოთ თქვენი გული ღმერთის სიტყვის ავსებით. ჩვენი გულები უკვე გასუფთავებულია, მაგრამ როდესაც ამა ქვეყნის უწმინდურებანი შედიან მასში და ცდილობენ ჩვენთვის გზა-კვალის არევას, ისევ შეგვიძლია ღვთის განდიდება და მის მიმართ ლოცვა, უფლისთვის დიდების აღვლენა და ჩვენი გულების განახლება და აღდგენა.
იმისდა მიუხედავად თუ სად შეიძლება აღვმოჩნდეთ, ღმერთის განდიდება მუდამ გასამხნევებელი და სასიხარულო გამოცდილებაა. გამოსყიდულთა გონებაში არაა არავითარი ცოდვა, ამიტომ განდიდება და სიხარული ბუნებრივად მოედინება ჩვენი გონებიდან და სულიდან. ჩვენი გულითადი განდიდების სასიხარულო სიმღერებს შეუძლია გონებაში ამოსული სარევალას აღმოფხვრა.
ზოგჯერ ჩვენი უძლურება აშკარავდება. ვინაიდან ჩვენი აზრები და გრძნობები ადვილად იცვლება სხვადასხვაგვარი გარემოებების გამო, თუმცა ქრისტეში ძმებთან ყოფნის დროს შეიძლება ბედნიერებას განვიცდიდეთ და კარგ განწყობაზე ვიყოთ, როცა მარტო ვრჩებით, შესაძლოა უწმინდურმა და უსუფთაო აზრებმა დაგვიპყრონ. ამიტომ გოდებდა პავლე, თავისი ხორცის შემხედვარე, “უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ.”
პავლე გადარჩა წყლისა და სულის სახარების ხსნით, თუმცა ხორცით ის ჯერ კიდევ უძლური იყო. პავლე ერთადერთი იყო ასეთი? მეც პავლესავით ვარ. თქვენც მის ნაერი ბრძანდებით.
როდესაც ამაქვეყნის ხალხი ერთად იკრიბება, მამაკაცებს ხშირად დალევა და თავის სამსახურზე და კარიერულ წარმატებებზე ლაპარაკი უყვართ, ქალბატონები კი ტრაბახობენ თავიანთი ქმრებით, ბავშვებით, სახლებით და ა.შ. მაგრამ მართალთა საუბრები ხარისხობრივად განსხვავდება წუთისოფლის ადამიანთა საუბრებისგან. მაშინაც კი როცა პურს ვტეხთ, ჩვენ მსოფლიოში დახსნილ სულების შესახებ ვლაპარაკობთ: ინდოეთში, იაპონიაში, ევროპაში, აფრიკაში, შეერთებულ შტატებში და ა.შ., ვადიდებთ ღმერთს და გულითადად ვურთიერთობთ ერთმანეთთან.
რომაელთა წიგნის წაკითხვისას ჩვენც შეგვიძლია პავლეს რწმენის განცდა და გაზიარება. ასევე შეგვიძლია იმის დანახვა თუ რამდენად დიდებულია ღვთის მიერ ჩვენთვის მოცემული ხსნა. შეგვიძლია სახარების დიდებულობის შეგრძნება. შეგვიძლია წმ. წერილის მუხლების გაგება და ტექსტში დაფარულ მნიშვნელობათა აღმოჩენა. ვინაიდან გვესმის რაოდენ სრული და სრულყოფილია ჩვენი უფლის ხსნა, არ შეგვიძლია არ განვადიდოთ მისი სამართლიანობა.
ამ წუთში მთელი მსოფლიო ცვლილების წინაშე რომ დამდგარიყო, წყლისა და სულისა სახარება, რომელმაც ცოდვებისგან დაგვიხსნა, მაინც უცვლელი დარჩებოდა. რადგან ქრისტეს სიყვარულმა გადაგვარჩინა, ამ სიყვარულს არასოდეს მივუტოვებივართ და ის ახლაც ჩვენთან არის, - ყველაფერი რაც მოგვეთხოვება არის ის რომ განვარიდოთ მზერა წუთისოფელს და ისევ ღმერთზე გადავიტანოთ. ჩვენ სუსტნი ვართ, და ამ სისუსტის გამო ზოგჯერ ამ ქვეყნის გზებზე ვბრუნდებით, მაგრამ ყოველთვის, როცა ეს ხდება, გონება ღმერთისკენ უნდა შემოვაბრუნოთ და გვჯეროდეს იმ ჭეშმარიტების, რომლითაც უფალმა დაგვიხსნა. მომავალში ჩვენი ხორცი ცვლილებას განიცდის, მაგრამ ამჟამად ისევ ცოდვის რჯულის ქვეშ იმყოფება. ამიტომ გამუდმებით უნდა ვუარყოთ ჩვენი ხორცი და სულიერი ცხოვრება გავატაროთ. იმისათვის რომ ავიცილოთ ჩვენს გულში სარეველის ამოსვლა, მუდამ ღმერთისკენ უნდა ვიყურებოდეთ და ვადიდოთ მისი სამართლიანობა.
გესმით ახლა რაოდენ დიდებულია წყლისა და სულის სახარება? ვინაიდან რომაელთა წიგნი მთლიანად წყლისა და სულის სახარებას ემყარება, ჩვენ ვერ გავიგებთ ღმერთის სიტყვის მნიშვნელობას მანამადე სანამ ამ სახარებას არ ვიწამებთ.
მე მადლობას ვწირავ ღმერთს იმისათვის, რომ ამ სიტყვის საიდუმლოებათა გახსნის და დანახვის ნება დაგვრთო. ვერავინ ჩამოგვაშორებს ღმერთის სამართლიანობას, რომელიცაა ქრისტეს სიყვარული. თუ ღმერთის სამართლიანობის რწმენა გსურთ, ირწმუნეთ იოანეს მიერ იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლის, როგორც თქვენი გამოსყიდვის და ხსნის საწინდარი. მაშინ თქვენც მიიღებთ ღმერთის სამართლიანობას.
დაე ღვთის სამართლიანობის კურთხევები იყოს თქვენთან.