• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 9-1] მე-9 თავის შესავალი

წყლისა და სულის სახარება ისრაელიანთათვის და წარმართებისთვის


რატომ ამბობდა პავლე, რომ დიდია მისი მწუხარება და განუწყვეტელია მისი გულის ტანჯვა მისი ძმებისთვის, მის ხორციელ თვისტომთათვის? იმიტომ, რომ მას იმდენად შესტკიოდა გული თავისი ძვირფასი მოძმეებისთვის, რომ მზად იყო წყევლა მიეღო და ქრისტესგან მოკვეთილიყო მათი ხსნის უზრუნველსაყოფად. მას ჭეშმარიტად სურდა საკუთარი სისხლისა და ხორცის, საკუთარი ქვეყნის მოძმეთა გადარჩენა. 
ამ უკანასკნელ დროს ჩვენ დიდათ ვართ დაინტერესებულნი მთელს მსოფლიოში წყლისა და სულისა სახარების ქადაგებაში. ამ ჭეშმარიტების სახარების გავრცელება ღმერთის უდიდეს ამოცანას წარმოადგენს, და ამავე დროს, ხელახლა შობილი მორწმუნეების უმთავრეს მიზანს. ისრაელიანთა მიერ ამ უკანასკნელ ჟამს წყლისა და სულის სახარების მიღების საკითხი ასევე ჩვენს ყურადღებას იპყრობს. ჩვენ გვმართებს ისრაელიანთათვის ლოცვა რათა ისინი გადარჩნენ, ვინაიდან როცა ისინი სახარებას მიიღებენ, უფლის მეორედ მოსვლა გარდაუვალი გახდება.
ჩემი წლევანდელი ლოცვის საგნები არის მსოფლიო მახარობლობა და ისრაელიანთა მიერ სახარების მიღება. მე ასევე ვლოცულობ იმისათვის, რომ ისრაელიანებმა მოუსმინონ თავიანთ ხალხში არსებულ ღმერთის მსახურებს. ერთ დროს ღმერთმა მათ რჯული მისცა და თავის წინაშე მღვდელთა სამეფოდ გახადა. ქრისტეც, ხორცის მხვრივ ისრაელიანთაგან მოვიდა, თუმცა მათ უარყვეს მისი რწმენა და ამჟამადაც ეწინააღმდეგებიან ღმერთს მისი ნებისათვის დაუმორჩილებლობით.

 

უფალმა გვითხრა, რომ ძნელი იქნება რწმენის პოვნა როცა მეორედ მოვა დედამიწაზე


ღმერთის ნებაა, რომ სახარება, რომელიც იერუსალიმში დაიბადა, მთელ მწოფლიოში გავრცელდეს. მაგრამ დღეს-დღეობით ადამიანთა გულები გაქვავებულია. მრავალმა გადაუხვია ჭეშმარიტების ძიების გზას.
ცოტა ხნის წინ კორეაში კონოფილმი სახელწოდებით “ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება” გამოვიდა, სადაც ქრისტე როგორც უკანონოდ დაბადებული შვილი იყო ნაჩვენები. ეს ფილმი სავსე იყო ერესით და მისი ძირითადი გზავნილი იყო ის რომ ქრისტე არასოდეს ყოფილა ღმერთი, არამედ მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი, უფრო მეტად ბუდას სახელით ცნობილ ინდოეთის პრინც სიდჰარტჰას მსგავსად. ეს კინოფილმი ფეხქვეშ თელავს იმ ჭეშმარიტებას რომ იესო იყო ღმერთი და ჩვენი მხსნელი. სწორედ ამიტომ სთქვა ღმერთმა, “როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად წმენას?” (ლუკა 18:8).
იესო ქრისტე, ვისიც ჩვენ გვწამს, არის ღმერთი, რომელიც ყველა თავის ქმნილებაზე უფრო მაღლა დგას და საუკუნო განდიდების ღირსი. დაიბადა რა ისრაელიანთა წიაღში, მან იტვირთა მთელი კაცობრიობის ცოდვები იოანესთან ნათლისღებით, სისხლი დაღვარა და მოკვდა ჯვარზე, აღდგა მკვდრეთით მესამე დღეს და გახდა ყველა მისი მორწმუნის მხსნელი. უფალმა, რომელიც გახდა ღმერთის სამართლიანობა, გაგვათავისუფლა ჩვენი ცოდვებისგან და გაგვამართლა მისი მორწმუნეები.
პავლემ გვითხრა, რომ იმისდა მიუხედავად თუ რამდენი აბრაამის შთამომავალი ისრაელიანი არსებობს, მხოლოდ იესოს მორწმუნეებს შეეძლება ღვთის შვილებად გახდომა. 
მომავალში ისრაელი მრავალ ჭირს და განსაცდელს შეხვდება. ღმერთის ნებით ზოგიერთი მათ შორის საბოლოოდ უფლის, როგორც ჩვენი მხსნელის რწმენასთან მოვა. თუმცა უფალმა სამყაროს ყველა ცოდვა წაიღო ისრაელიანთა ცოდვების ჩათვლით, ისინი მაინც უარს ამბობენ იესოს, როგორც მათი მხსნელის რწმენაზე.
სუსტები ხართ? ზოგი ჩვენთაგანი შესაძლოა სხვაზე უფრო სუსტი ან ღონიერი იყოს. მაგრამ ღმერთის წინაშე ყველანი უკეთურობებით ვართ სავსე. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ღმერთის შვილები, ცოდვისგან თავისუფლები მხოლოდ იმის რწმენით, რომ ჩვენი უფალი მოვიდა ამ ქვეყნად, აიღო ჩვენი ცოდვები თავის ნათლობაში და ჩვენს მაგივრად ჯვარზე სიკვდილით მიიღო მსჯავრი. უნდა ვადიდოთ და გვწამდეს ღმერთის ძალა, რომელმაც ცოდვისგან თავისუფალი, მისი ერი გაგვხადა. ჩვენი უფალი ჭეშმარიტად დიადია.
ზოგს ჰგონია, რომ ყველაფერი ბუნებაში ადამიანთა გამო არსებობს. ისინი ფიქრობენ, რომ კანონები ადამიანთა მიერაა ამოქმედებული და მათთვის შექმნილი. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველივე როდი წარმოიშვა ადამიანთაგან; ყოველივე მხოლოდ ღმერთის ნებით ხდება. ღმერთმა შექმნა ეს ქვეყანა და მთელი სამყარო. ადამიანთა მიერ შექმნილი კანონებიც კი, რომლებითაც ვიმართებით, თავიანთ არსში ღმერთის ნებაზეა დამყარებული.
ვინაიდან ღმერთი მონაწილეობს ყველაფერში და ყოველივე მისი ნებით წარიმართება, მისი სამართლიანობა ყველაფერში უნდა მოვიძიოთ. მაშინ როცა ვიყავით უძლურნი, შევცოდეთ ღვთის წინააღმდეგ და მოკვეთილ ვიქენით მისგან ჩვენი ცოვდილობის გამო, ღმერთმა აღგვითქვა იესო ქრისტეს მოვლინება. მან აღასრულა თავისი დანაპირები იესოს ხორციელად მოვლინებით და მისი ნათლობით, რომლის მეშვეობით მან წუთისოფლის ცოდვებისგან გადაგვარჩინა.
ეხლა, როცა წყლისა და სულის სახარება მსოფლიოს ყველა კუთხეში ვრცელდება, ხორციელდება ღმერთის პირვანდელი გეგმა. მსოფლიოში მოვლენათა განვითარების შემხედვარეთ, შეგვიძლია დავინახოთ, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი ამ მოვლენათა ეპიცენტრშია. მწამს, რომ ღმერთის ჩარევის გარეშე, მორიგი მსოფლიო ომის ალბათობა ძალზე მაღალია.
როცა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობები ჩამოინგრა, ამ მოვლენის უზარმაზარი გავლენა მთელ მსოფლიოში იგრძნობოდა. დღევანდელ დროს და ამ საუკუნეში, ქვეყნიერება ისევ რომ ჩაცვივდეს მსოფლიო მაშტაბის ომში, რა ბედი გვეწევა? ნამდვილად, კიდევ ერთ მსოფლიო ომს ვერავინ ვერ გაუძლებს და მისი ნანგრევებიდან ვერ აღდგება. თვით ბუნებაც კი ვერ აღდგება ჩვენს მიერ მინიჭებული სრული განადგურების და ზიანის შემდეგ. ვიმედოვნებ, რომ ყოველი თქვენთაგანი ილოცებს იმისთვის, რომ წყლისა და სულის სახარება მშვიდობით ექადაგოს მთელ მსოფლიოს. ჩვენ იმაზე ვწუხვართ, რომ მსოფლიოში მშვიდობის გარეშე ამის გაკეთება შეიძლება ვერ შევძლოთ. ყველამ მშვიდიბისთვის უნდა ვილოცოთ და ვეცადოთ ომის და ტერორიზმის ჩახშობა.
ადამიანთა მიერ შექმნილი ვერც ერთი რელიგია ვერ ამოშლის მათ ცოდვებს. მხოლოდ იესო ქრისტეს, და მხოლოდ მას შეუძლია ცოდვებისგან ჩვენი დახსნა. მხოლოდ მისი იოანესთან ნათლობით და ჯვრის სისხლით არის შესაძლებელი ჩვენი ცოდვების ამოშლა და გამართლება. ეს კურთხევა იმათ ეძლევათ, ვისაც ღმერთის სამართლიანობის სწამს. ცოდვებისგან დასახსნელად ერთადერთი გზა არის ქრისტეს ნათლობის და მისი სისხლის რწმენა. სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ არ ვღებულობთ გამოსყიდვას რიტუალური მონანიების ლოცვებით, რის გაკეთებას მრავალი რელიგიური პიროვნება ცდილობს. პირიქით, ჩვენი ცოდვების მიტევების ერთადრთის გზა არის ღმერთის სამართლიანობის რწმენა, რომელმაც ყველა ცოდვისგან გაგვათავისუფლა, სავსებით და სრულყოფილად, იესოს განკაცებით, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვა მოგვაშორა მისი ნათლობით და ჯვარზე სიკვდილით.


ჩვენ დახსნილები ვართ ყველა ცოდვისგან წყლისა და სულის სახარების ჭეშმარიტების რწმენით

ეს ჭეშმარიტება ნაქადაგები უნდა იქნეს მსოფლიოს ყველა კუთხეში. უნდა გავათვიცნობიეროთ, რომ ამ ჭეშმარიტებისადმი ურწმუნობა – ისრაელიანთა, ისევე როგორც წარმართთა ცოდვაა. ყველამ უნდა იწამოს წყლისა და სულის სახარება.
ორივე ერი, ისრაელიანები და წარმართებიც, ვერ აარიდებენ თავს გამუდმებით შეცოდებას, სანამ ამ ქვეყნად ხცოვრობენ. მაგრამ უფალმა თავისი ნათლობით ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა ამ ცოდვების საკითხი. შეიძლება კი არსებობდეს რაიმე უფრო მარტივი და აშკარა ჭეშმარიტება, ვიდრე იესოს ნათლობის და მისი ჯვრის სისხლის ჭეშმარიტება? რისთვის მონათლა იოანემ იესო? ის მონათლულ იქნა იოანეს მიერ და შემდეგ ეცვა ჯვარს იმისთვის, რომ ერთიანად ამოეძირკვა ყველა ჩვენი ცოდვა. ამ ჭეშმარიტების ურწმუნობის და მისი გულში მიუღებლობის გამო ადამიანები თავისი წარწყმედისკენ მიექანებიან თავიანთი ცოდვების გამო.
ნათლობა, რომელიც იესომ “ასე” (მათე 3:15) მიიღო, აღასრულებს მთელ სიმართლეს. სიტყვა “ასე” ბერძნულად იკითხება ‘ჰუ-ტოს გარ’, რაც ნიშნავს ‘ასეთი გზით’, ‘ყველაზე უფრო მართებულად’, ან ‘არა სხვაგვარად.’ ეს სიტყვა მიანიშნებს იმაზე, რომ იესომ შეუქცევადად იტვირთა კაცობრიობის ცოდვები იოანესთან მიღებულ ნათლობაში. რადგან იოანეს ნათლობის მეშვეობით იესომ მთელი წუთისოფლის ცოდვები აიღო, მან შეძლო მათი აზიდვა ჯვარზე და მასზე ჩვენს ნაცვლად სისხლისგან დაცლა. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეს არის გამოსყიდვის ჭეშმრიტება, რომლითაც ადამიანთა მთელ მოდგმას შეუძლია ცოდვებისგან გამოსყიდვის მოპოვება. 
უფალმა გვითხრა, “თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.” იესოს ნათლობა და მისი სისხლი არის ღმერთის სიმართლე, რომელმაც ცოდვებისგან გვიხსნა; ის სრულიად დამყარებულია ღმერთის დაწერილ სიტყვაზე. გამოსყიდვის ჭეშმარიტება წყლისა და სულის სახარების მეშვეობით მარადიულად იარსებებს. მამა ღმერთმა გადაწყვიტა ცოდვილთა გამოსყიდვა იესოს ნათლობით და მისი სისხლით ჯვარზე. როცა ჩვენ მისი ნათლობის და სისხლის გვწამს ცოდვათა მისატევებლად, გვწამს იმისი, რაც ღმერთმა დასახა ჩვენთვის. ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა წყლისა და სულის ჭეშმარიტების გვწამს.
თუ ახლა, ამ წუთას გწამთ ქრისტეს ნათლობის და გამოსყიდვის ჭეშმარიტების, - მისი ჯვრის სისხლის, როგორც თქვენი ხსნისა- მაშინვე ღებულბთ გამართლებას. და პირიქით, თუ ამის არ გწამთ, ჯერ ისევ ცოდვილი რჩებით. “ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებული არიან ღვთის დიდებას,” ჩვენი ყველა ცოდვების მიტევების მიღება და ღმერთის შვილებად გახდომა მხოლოდ იესო ქრისტეს, როგორც ჩვენი მხსნელის რწმენით შეგვიძლია. 
არ არსებობს მიზეზი თუ რატომ არ უნდა სწამდეს ვინმეს წყლისა და სულის სახარების ჭეშმრიტების. არ არის არავინ, რომ არ სჭირდებოდეს ეს გამოსყიდვის სახარება. ის ყველას საჭიროებას წარმოადგენს. რატომ არ უნდა სურდეს ადამიანს მისი დაჯერება, როცა წყლისა და სულის სახარების ჭეშმარიტება ასე მკაფიოდ და ცხადად არის გამოკვეთილი ჩვენს წინაშე? მარტო იმის გამო რომ ცოდვებისგან განწმენდა არ უნდა?
დღევანდელ მსოფლიოში ბევრმა მიიღო წყლისა და სულის სახარება, რომელსაც ქადაგებენ მსოფლიოს კიდევ უფრო შორეულ კიდეებში. ზოგ მათგანმა გვთხოვა ჩვენი წიგნების ნებაყოფლობითი გამვრცელებლები გამხდარიყვნენ. მხოლოდ ჯვრის სისხლით რომ შეგვძლებოდა ცოდვებისგან განშორება, ყველანი დღევანდელ სამყაროში გამართლებული და ცოდვისგან თავისუფალი იქნებოდა. თუ ვინმეს მარტო ჯვრის სისხლის სწამს, ის კვლავინდებურად ცოდვაში ცხოვრებას აგრძელებს, გამუდმებითი მონანიების ლოცვების მიუხედავად, რადგან ასეთი ლოცვები მხოლოდ ჩვეული, მონოტონური და უბრალოდ უშინაარსო რელიგიური რიტუალების გამეორებაა.
თუ მონანიების ლოცვებით ცდილობთ ცოდვების ჩამორეცხვას, სინამდვილეში ღმერთის წინაშე უმძიმეს ცოდვას ჩადიხართ, რადგან ასეთი ქმედება უმნიშვნელოს ხდის ღმერთის სამართლიანობას, რომელიც არა თქვენი ძალისხმევით მიიღწევა, არამედ მარტო იესოს ნათლობითა და მისი ჯვარზე თავის გაწირვით, რომლის მეშვეობით მან ყველა თქვენი ცოდვა ამოშალა და თქვენს ნაცვლად მიიღო სასჯელი.
თუ იესოს, როგორც პირად მხსნელს ღებულობთ, გწამდეთ, რომ თქვენი გამოსყიდვა იესოს ნათლობის და მისი ჯვარცმის მეშვეობით მოხდა. იესომ აღუთქვა ცოდვილებს მათი ხსნა ცოდვებისგან და შეასრულა ეს დაპირება იორდანეს მდინარეზე იოანესგან ნათლობის და ჯვარზე სისხლის დაღვრის გზით, რათა ღმერთის სიმართლე აღესრულებინა. არსებობს კი მიზეზი, რომ არ გვწამდეს ამ ჭეშმარიტების? უნდა გწამდეთ იესოს ნათლობის და მისი ჯვარცმის სისხლის, როგორც თქვენი გამოსყიდვის საწინდარის.
ჭეშმარიტება იმის შესახებ რომ იესომ ნათლობისას მიიღო მთელი სამყაროს ცოდვები ნაჩვენებია მათეს 3:13-17-ში. მხოლოდ ისინი ვისაც არ სურთ ყველა მათი ცოდვებისთვის პატიების მიღება, უარს ამბობენ ამ ჭეშმარიტების რწმენაზე. ღმერთის შვილად გახდომა და საუკუნო სიცოცხლის მიღება მხოლოდ წყლისა და სულის სახარების ჭეშმარიტების რწმენით შეგიძლიათ – სხვა ვერაფერი გაგანთავისუფლებთ ცოდვებისგან. არ არსებობს არაფერი ამ ჭეშმარიტების რწმენაზე უფრო მშვენიერი, არაფერი არ არის ღმერთისგან იმ საჩუქარზე დიდი, ვიდრე მისი პატიება. იმ მრავალ კურთხევათა შორის, რაც ღმერთმა გვიბოძა, ჩვენი ცოდვების მიტევება საუკეთესოა საჩუქარია.
მეორე საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ღმერთმა გვარგუნა არის მომავალი ათასწლეული, რომელშიც ვიმეფებთ, ხოლო მესამე – ის რომ ამის შემდეგ შევალთ ცათა სასფუფეველში და საუკუნოდ ვიმეფებთ უფალთან ერთად. ამ უკანასკნელ ჟამს ღმერთმა დაუშვა, რომ გამოსყიდვის ჭეშმარიტება ისრაელიანთათვის და წარმართათვის გამჟღავნებულიყო. 
როგორც ამბობს წმ. წერილის წინასწარმეტყველება, ღვთის მსახურნი აღდგებიან ისრაელიანთა რიგებიდან და ღმერთი მოიმოქმედებს სახარების სასწაულებს მათ მიერ. მაშინ ისრაელიანები მოისმენენ წყლისა და სულის სახარებას ორი მსახურისგან, რომლებთაც ღმერთი მათი საკუთარი ერიდან აღმოაცენებს და მრაველი ირწმუნებს იესოს როგორც თავის მესიას. ჩვენ ველით იმ დეღეს, როგორც ეს იოანემ გამოთქვა სიტყვებით, “მოდი, უფალო იესო!” (გამოცხ. 22:20).
როცა უფლის მეორედ მოსვლის დრო დადგება, მიხვდებით რაოდენ მადლიერნი ყოფილხართ იმისთვის რომ იწამეთ ამ ჭეშმარიტების, რომლითაც ცოდვათა მიტევება და ხსნა მოგეცათ. ჩემი გულის ღრმა სურვილია, რომ ყველა თქვენი ცოდვისგან მიიღოთ ხსნა წყლისა და სულის სახარების რწმენით. მსოფლიო შეიცვლება, მაგრამ წყლისა და სულის სახარება, რომლითაც ღმერთმა დაგვიხსნა ცოდვებისგან, არის უცვლელი და მარადიული ჭეშმარიტება. ამ ჭეშმარიტების უნდა გვწამდეს საუკუნო ხსნის და გამოსყიდვის მისაღებად. დაე, თქვენი იყოს ღვთის გამოსყიდვის ჭეშმარიტება.


ღმერთმა გადაგვარჩინა იმით რომ გაგვხადა წყალობის ჭურჭლებად

რომაელთა მე-9 თავში სწერია, რომ ღმერთმა დაიხსნა იაკობი რადგან ის ესავზე უფრო მეტად შეიყვარა. ამრიგად იაკობი წყალობის ჭურჭლად იქცა, ესავი კი რისხვის ჭურჭლად. აქედან იბადება კითხვა, ‘რატომ’? ნიშნავს ეს რომ ღმერთმა იაკობი ესავზე მეტად შეიწყალა? უეჭველად, გამოჩნდება უამრავი ადამიანი ვინც იკამათებს, “რადგან ღმერთმა ერთპიროვნულად და მიკერძოებულად აირჩია ერთ-ერთი მათგანის სიყვარული და მეორესი უპირობო სიძულვილი, მისი წინასწარი განსაზღვრა და არჩვანი არასწორი იყო.”
როცა ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროს ვუყურებთ, ვხედავთ რაოდენ მშვენიერი და წმინდაა მისი ნამოქმედარი. მცენარეები, ცხოველები და ყოველივე სხვა, რაც კი შექმნა ღმერთმა, იმდენად სრულყოფილად გამოიყურება. მაშ როგორ შეეძლო ღმერთს მიკერძოებულად ერთი პიროვნების სიყვარული და მეორე პიროვნების შეძულება? მაგრამ საქმე ასე არ არის.
ადამ და ევას ურჩობის მიერ წუთისოფელში ცოდვა შემოვიდა რომლის გამო ყველა მათი შთამომავალი განპირობებულ იქნა ცოდვაში ცხოვრებისათვის და ჯოჯოხეთში მოსახვედრად. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ღმერთმა დაიხსნა იაკობი და არ დაიხსნა ესავი თავის თავად არ წარმოაჩენს მის უმართლობას. ღმერთის თვალწინ ამისათვის ყველანაირი მიზეზი არსებობდა.
ქრისტიანულ საზოგადოებაში ბევრი ესავის მსგავსად მოქმედი ადამიანის პოვნა შეგვიძლია. როგორც წესი, ასეთი პიროვნება არასოდეს აცდენს ღვთისმსახურებას, სადაც არ უნდა ტარდებოდეს ის, დილის კრებიდან მოყოლებული გვიანი ღამის მსახურებამდე. ზოგი ეკლესიაშიც კი უფო მეტ დროს ატარებს ვიდრე სახლში და მხოლოდ სამსახურსა და ეკლესიას შორის მოძრაობს. ასეთებს შეიძლება “რელიგიური მორბენალები” ვუწოდოთ. თუმცაღა მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც სერიოზულად არ აღიქვამს ღმერთის სამართლანობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი საკუთარი სამართლიანობის დაფუძნებას ცდილობენ და ასეთი მოქმედებით უგულებელყოფენ ღვთის სამართლიანობას.
ასეთ პიროვნებებსაც სურთ ზეცაში მოხვედრა და ცოდვების მიტევების მიღება. მაგრამ მათი ძალისხმევა ღვთის და სხვა ადამიანების წინაშე საკუთარი სამართლიანობის დამყარებისკენაა მიმართული, და არა ცოდვათაგან დახსნაზე. მისი სამართლიანობის ურწმუნოებს ღმერთმა უთხრა, რომ ასეთი რწმენა ყველასათვის როდია შესაძლებელი.
მაშ როგორ პიროვნებებს შეუძლიათ ღმერთის სამართლიანობის რწმენა? ეს ის ხალხია, ვინც ათვიცნობიერებს საკუთარ ცოდვილობას, ვისაც ესმით, რომ არაფრის ღირსნი არ არიან. ეს ის ხახლია, ვინც აღმოაჩენენ რა ღმერთის სამართლიანობას წყლისა და სულის სახარებაში გამოვლენილ გამოსყიდვაში, უმალვე იწამებენ მას და ღმერთს მიაგებენ დიდებას. ის რომ გვწამს ღმერთის სამართლიანობის და ვართ დახსნილები მის მიერ, ნიშნავს რომ ვართ საბრალო ადამიანები, რომლებიც ღმერთის სამართლიანობის საჭიროებას განიცდიან. სხვაგვარად ჩვენ მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ცოდვაში ცხოვრება მოგვიწევდა.
მაგრამ ისინი ვინც ღვთის წინაშე საკუთარ სიმართლეს მიესწრაფვიან, არიან ამპარტავანნი. ასეთი პიროვნება იტყვის, “უფალო, მე მეათედს გაძლევდი, მთელ ღამეებს ლოცვაში ვატარებდი, არასოდეს გამიცდენია ყოველდღიური დილის მსახურება ბოლო ათი წლის განმავლობაში, და შენთვის მრავალი საქებარი საქმე გამიკეთებია.”
მაგრამ ღმერთს უფრო მოეწონებოდა, იმ პიროვნებას თავისი სრული უმართლობა და ამრიგად წყლისა და სულის გამოსყიდვაში მოცემული ღმერთის სამართლიანობის რწმენის საჭიროება რომ დაენახა, და არა ის რომ საკუთარი ძალისხმევით ემტკიცებინა რაღაცის არსებობა, რაც არ გააჩნია და რისი ქონა არც შეუძლია. 
დრეს-დღეობითაც ქრისტიანულ საზოგადოებაში არის მრავალი ადამიანი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ თავისი პირადი სამართლიანობის საჩვენებლად. ზოგი მათგანი ნამდვილად ერთგულად ასრულებს თავის დანაპირებს. მაგრამ იმის გამო რომ მათ არ სწამთ ღმერთის სამართლიანობა, რომელიც წყლისა და სულის სახარებაშია მოცემული, მათი ცოდვები არ არის სრულიად ამოშლილი. ამიტომ ღმერთი გადასწყვეტს ასეთი ხალხის საბოლოო ადგილსამყოფებელს. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ისინი გახდებიან ღმერთის ჭეშმარიტი შვილები უფლის ნათლობისა და სისხლის რწმენით მიღებულ ცოდვების ჭეშმარიტ გამოსყიდვაში.
ხსნის ჭურჭლების შესახებ პავლე ამბობს რომ ღმერთი შეიწყალებს მათ ვისი შეწყალებაც სურს და შეიწყნარებს მათ ვისი შეწყნარებაც სურს. მაშ ვინ არიან ისინი ვინც ღმერთის წყალობას ღებულობენ? არც ერთ ადამიანს არ ძალუძს ღმერთის სიტყვის თანახმად ცხოვრება, თუნდაც ეს გულრწფელად სურდეთ. ისინი ისევ და ისევ ბორძიკობენ, მიუხედავად მათი გულრწფელი სურვილისა სწამდეთ მისი სიტყის და იცხოვრონ მის მიერ. ბოლოს მათ ღვთის წინაშე სინანული იპყრობს, გრძნობენ თავის ბრალეულობას და ფიქრობენ რომ ჯოჯოხეთს იმსახურებენ. ამიტომ ღმერთს წყალობას სთხოვენ, ხედავენ რა თავის უსუსურობას როგორც ამ მიწიერ სამყაროში, ასევე ღვთის სასუფევლის წინაშე. რადგან ესმით, რომ ვერ გადარჩებიან თუ ღმერთი მათ არ შეიწყალებს, ისინი ამას სასოწარკვეთით სთხოვენ.
სხვა სიტყვებით, ცოდვებისგან ხსნა მოიპოვება მათში, ვისაც ღმერთი იბრალებს და ვისაც სწყალობს. ასეთი ადამიანებისთვის ღმერთმა მოიტანა წყლისა და სულის სახარება, მისცა რა თავისი ერთადერთი ძე, რომ მას თავის ნათლობაში მთელი ცოდვები ეტვირთა, მომკვდარიყო ჯვარზე და აღმდგარიყო მკვდრეთით – ყოველივე ეს ამ ადამიანთა გარდაუვალი წარწყმედისგან გადასარჩენად. ჩვენი მამა სწყალობს მათ, ვინც საბრალოა.
მაგრამ როგორც სჩანს, ამ წუთისოფელში უფრო მეტნი ისეთები არიან, ვიზეც ღმერთი რისხვას ავლენს, ვიდრე ისინი, ვისაც ის სწყალობს. ღმერთმა გვითხრა, რომ თანამედროვე ქრისტიანულ საზოგადოებაში არიან ერთობ წყალობისა და რისხვის ჭურჭლები. სხვა სიტყვებით, არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთს უყვარს და ადამიანები, რომლებიც მას სძულს.
რომაელთა 9:17 გვეუბნება, “ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: “სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ ქვეყანაზე.” ღმერთმა დაუშვა ფარაონის მსგავსი პიროვნებების გამოჩენა იმისათვის რომ მისი ძალა ცნობილი გამხდარიყო ყველასათვის. მაგრამ წყალობის ჭურჭლების მიმართ მან სიყვარული გამოავლონა, რათა მისი სახელი მთელ ქვეყანაზე განთქმულიყო. ჩვენი ცოდვების და ღმერთის რისხვის გამო, ყველანი ჯოჯოხეთისთვის ვიყავით განწირულნი. მაგრამ ყველა ცოდვებისგან ხსნა მოვიპოვეთ, როცა ღმერთმა მოგვანიჭა მისი სამართლიანობის სიყვარული, რადგან შეიწყალა ისინი, ვისაც გვწამდა მისი.
ისინი, ვისაც არ სწამთ ღვთის სამართლიანობის და მარტო საკუთარი სამართლიანობის დამყარებით არიან დაინტერსებულნი, უფლის წინააღმდეგ გამოდიან. ეს ის ხალხია, ვინც ღმერთს თავისი რისხვისთვის ყავს დატოვებული; მისი ძლევამოსილი რისხვის გამოსავლენად უნდა იყვნენ ისეთებიც, ვინც მას ეწინააღმდეგება, და ამით ღმერთის სამართლის სამართლიანობა გამოჩნდეს.
ფარაონის ნაირი ადამიანები ისინი არიან, ვინც უარყვეს ღმერთის სამართლიანობა. ღმერთმა ფარაონს ათი ჭირი მოუვლინა, რომელთა შორის უკანასკნელი იყო სიკვდილი. მათ ვინც უარყვეს ღმერთი, მხოლოდ საუკუნო ცეცხლის ტბა ელოდება. ასეთია ღმერთის ძალის რისხვა. ამ ქვეყნად არის მრავალი ძლევამოსილი ადამიანი და ბევრი ვინც უარყოფს ღმერთს, მაგრამ საბოლოოდ ღმერთი მათ ჩამოაგდებს მათი სიმაღლეებიდან, თავისი რისხვის ძალის გამოსაჩენად. ამიტომ ანებებს ის დრომდე იმ პიროვნებათა გაქვავებულ გულებს, ვინც მას უარყოფს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა ვიქცეთ წყალობის ჭურჭლებად, ვინაიდან ასეთ მდგომარეობაში ღმერთის სამართლიანობის და სიყვარულის რწმენა შეგვეძლება. ღვთის წინაშე არაფერი გვაქვს მოსატანი; პირიქით, ჩვენ იმისთვის დავიბადეთ, რომ მისი სამართლიანი სიყვარულის გვერწმუნა. ბიბლია გვიყვება ამბავს მებაჟეზე და ფარისეველზე, რომლებიც ლოცულობდნენ უფლის წინაშე. ღმერთმა პირველი შეიწყალა, მეორე კი არა. მებაჟეს მსგავსი ადამიანები ისინი არიან, ვინც ათვიცნობიერებს ღვთის წინაშე, რომ არავითარი სიკეთე არ ჩაუდენია და რომ მოკლებულია მის დიდებას; ამიტომაც სთხოვს ღმერთს მის წყალობას.
ასეთი ადამიანები შემოსილნი იქნებიან ღმერთის სიმართლის სიყვარულით. მაგრამ ფარისევლის მსგავსი ადამიანები გამუდმებით ტრაბახობენ იმაზე თუ რამდენი გააკეთეს ღმერთის წინაშე – რომ იხდიდნენ მეათედებს, რომ კვირაში ორჯერ მარხულობდნენ, რომ ლოცულობდნენ და იყვნენ რელიგიურად მიძღვნილი. იქიდან გამომდინარე თუ სად ვდგევართ ღმერთის წინაშე, ჩვენ ან ღმერთის სამართლიანობის სიყვარულით შევიმოსებით ან მისი მსჯავრის რისხვას მივიღებთ. თუ გულს გავიქვავებთ მის წინაშე, ჩვენი ცოდვები მუდამ უპატიები დარჩება. პატიების გარეშე კი ჩვენი ბედი – ჯოჯოხეთია.
წყლისა და სულის სახარება მთელ მსოფლიოში იქადაგება. დაუხსნელები ასეთებად მხოლოდ იმიტომ რჩებიან, რომ მათი გულები გაქვავებულია. ადამიანებში არაფერია ჭეშმარიტი და მხოლოდ რწმენით შევძლებთ ღმერთის ჭეშმარიტი სიყვარულის შემოსვას. ღმერთს სძულს ისეთები, ვინც იმის მიუხედავად რომ ღვთის მიერაა შექმნილი, უარს ამბობს მის სამართლიანობაზე. მაგრამ ვისაც სწამთ წყლისა და სულის სახარება, ღმერთის სამართლიანობა, მიღებული იქნება მის მიერ და მიიღებს საუკუნო სიცოცხლეს.
დღევანდელ დღეს ბევრი ქრისტიანი ამ ქვეყნად ცხოვრობს ღვთის წინაშე როგორც რისხვის ჭურჭელი. ამიტომ გვმართებს შევისწავლოთ რომაელთა წიგნიდან, რა არის ღმერთის სამართლიანობა. მიზეზი იმისა თუ რატომ უყვარს ღმერთს ერთნი და სძულს სხვები, არის ის რომ ზოგს სწამს მისი სამართლიანობის, დანარჩენებს კი არა. ამ ჭეშმარიტებაზე მსურს ყურადღების გამახვილება. ის თუ როგორ მოიქცა ღმერთი იაკობის და ესავის მიმართ, სამართლიანო იყო. იესოს მორწმუნეთა შორის არის ბევრი ვისაც სურთ რომ შეყვარებული იყოს ღვთის მიერ, წყლისა და სულის სახარების რწმენის გარეშე. ასეთი ადამიანები ესავს ემსგავსებიან და ღმერთი შესაბამისად გაასამართლებს მათ მათი ცოდვების გამო.
ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რათა მონათლულიყო იოანეს მიერ, სამყაროს ყველა ცოდვის ერთიანად ამოსაშლელად. გჯერათ ამ ჭეშმარიტების? ნამდვილად გწამთ ამისი თქვენი გულის სიღრმეში? ჩვენ ერთბაშად ვთავისუფლდებით ყველა ჩვენი ცოდვისგან, როცა გვწამს წყლისა და სულის სახარების ჭეშმარიტების, რომელშიც ღმერთის სამართლიანობაა გამოხატული. იესომ აიღო ამ წუთისოფლის ყველა ცოდვა და თავის მხრებზე იტვირტა, მოკვდა ჯვარზე და აღდგა მკვდრეთით, ყოველივე ეს იმისათვის, რომ ჩვენც ერთბაშად გავნთავისუფლებულიყავით ჩვენი ცოდვებისგან.
მაგრამ თუ ვცდილობთ გამოსყიდვის მიღწევას ღმერთის სამართლიანობის რწმენის გარეშე, ვცოდავთ მის მიმართ. თუ მისი სამართლიანობის არ გვწამს, ეს ნიშნავს რომ იესო ქრისტეს ყოველდღიურად მოუწევდა ჩვენი ცოდვებისთვის მონათვლა და სიკვდილი. აირჩევდა ღმერთი, მის უსასრულ სიბრძნეში, ასეთ გზას? ჩვენი თავის ცოდვებისგან დასახსნელად მან მხოლოდ ერთხელ გამოაგზავნა თავისი ძე, რათა ის მონათლულიყო, ჯვარცმულიყო, და აღმდგარიყო ყველა ჩვენი ცოდვის გამო, ყველაფერი ეს მხოლოდ ერთხელ, რათა ყველანი სრულიად და ერთბაშად გადავერჩინეთ.
ჩვენი ღმერთი არის სიმართლის ღმერთი. მან ჩაიფიქრა ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა მის სამართლიანობაში. ღმერთი არ ამოშლის ჩვენს ცოდვებს მხოლოდ იმიტომ რომ ყოველი შეცოდებისას მის მიმართ ვლოცულობთ პატიების მოსაპოვებლად. პირიქით, მან ყველა იმ ადამიანის ცოდვები ერთხელ და სამუდამოდ ამოშალა, ვინც გამოსყიდულ იქნა მისი სამართლიანიობის რწმენით.
მაშ რა ბედი ეწევა იმ ცოდვებს, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიდენთ ამის შემდეგ? ამ ცოდვების საკითხი გვარდება როდესაც მადლიერებით ვადიდებთ ღმერთს მისი სამართლიანობისთვის და მთელ დიდებას მხოლოდ მას მივაგებთ. ღმერთის თვალში, იესომ წუთისოფლის ყველა ცოდვა ერთბაშად აიღო თავისი ნათლობით, სისხლი დაღვარა ჯვარზე და დაისაჯა ჩვენს ნაცვლად, და ამრიგად ერთბაშად მოსპო ყველა ჩვენი ცოდვა, ჩვენი სრულყოფილი ხსნისათვის. ღმერთის სამართლიანობის სიყვარული განხორციელდა მისი ჩანაფიქრის მიხედვით, სამყაროს ყველა ცოდვის ერთიანად წარსახოცად.
რომაელთა 9:25 ამბობს, “როგორც ოსიასთანაც ამბობს: “არა ჩემს ერს ვიტყვი ჩემს ერად, და არა-საყვარელს – საყვარლად.” დიახ, ღმერთმა თქვა რომ იმათ უწოდებდა თავის ერს, ვინც მისი ერი არ იყო. ვინაიდან ღვთის სამართლიანობა რომლისაც გვწამს არ არის უბრალო თეორია, არამედ რეალობაა, ჩვენ დახსნილები ვართ ყველა ჩვენი ცოდვისგან მისი სამართლიანობის რწმენით. რადგან ეს არის რეალობა, ისინი ვინც უარყოფენ მის სამართლიანობას, შეძულებულნი და გასამართლებულნი იქნებიან ესავის მსგავსად. არ არსებობს არავინ, თავისი სიმართლით კვეხნა რომ შეეძლოს ღმერთის წინაშე.
ყველა ჩვენი ცოდვებისგან დასახსნელად ღმერთმა თავისი სამართლიანობით გადაგვარჩინა. მაშ როგორ შეგვიძლია არ ვუმადლოთ მას და არ ვადიდოთ იგი? ჩვენ არ შეგვიძლია არ განვავრცოთ ღმერთის სამართლანობის სახარება მადლიერებითა და რწმენით.