• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 9-2] უნდა ვიცოდეთ რომ წინასწარი განსაზღვრა ღმერთის სამართლიანობის ფარგლებში იყო დაგეგმილი (რომ. 9:9-33)

(რომ. 9:9-33)
“რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა, როგორც ნათქვამია: “ამ დროს მოვალ და სარას ეყოლება ძე.” არა მხოლოდ, არამედ როცა რებეკასაც ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან ჩაესახა (ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღვთის განზრახვა მისი არჩევანის თანახმად მომხდარიყო). არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას: “უფროსი დაემონება უმცროსს.” როგორც სწერია: “შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე.” ამაზე რაღა ვთქვათ? ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც! რადგან მოსეს ეუბნება: “ვინც მსურს შევიწყალო, შევიწყალებ და ვინც მსურს შევიწყნარო, შევიწყნარებ.” ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე. ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: “სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ ქვეყანაზე.’ ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს მას გააჯიუტებს. შენ მეტყვი: “აბა რაღას გვდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგება წინ?” ვინ ხარ შენ, ადამიანო, ღმერთს რომ ედავები? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენი ასე? ნუთუ მეკეცეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო? მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელებით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს, რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად, ჩვენზე, რომელთაც მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც? 
როგორც ოსიასთანაც ამბობს: 
“არა ჩემს ერს ვიტყვი ჩემს ერად, და არა-საყვარელს – საყვარლად.
და იმ ადგილზე სადაც მათ ეთქვათ: ‘არა ჩემი ძენი ხართ თქვენ,’ -
- იქ ეწოდებათ ცოცხალი ღვთის ძენი.”
ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: “ისრაელიანთა რიცხვი ზღვის 
ქვიშასავითაც რომ იყოს, 
ნაწილი გადარჩება.” 


რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყონებლივ შეასრულებს უფალი ქვეყანაზე. და როგორც თქვა ესაიამ წინასწარ: “უფალ საბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენი თესლი, სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდით.” მაშ რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე, სიმართლე რწმენისაგან. ხოლო ისრაელმა, რომელიც სიმართლის რჯულს ეძებდა, ვერ მიაღწია სიმართლის რჯულს. რატომ? იმიტომ რომ რწმენაში კი არა ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში. შებრკოლდნენ შებრკოლების ქვაზე, როგორც სწერია: “აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ქვას და წატყუების კლდეს და, ყოველი, ვისაც სწამს იგი, არ შერცხვება.”

 

როგორია ღმერთის მიერ დაგეგმილი ჭეშმარიტი წინასწარი განსზღვრა?


მოდით ახლა ყურადღება მივაპყრით იმ საკითხს თუ რას ნიშნავს ღმერთის წინასწარი განსაზღვრა. ამის ზუსტად გასაგებად დაწერილი სიტყვა ღვთის სიტყვად უნდა აღვიქვად და საკუთარი თავი შევასწოროთ, თუ ჩვენს რწმენაში რაიმეა მცდარი. ამისათვის პირველად უნდა გავიგოთ რატომ შეიყვარა ღმერთმა იაკობი და შეიძულა ესავი. ასევე გვჭირდება დადგენა ეწინააღმდეგება თუ არა წმ. წერილს წინასწარი განსაზღვრის თანამედროვე ქრისტიანული ცნება. ყველას მკაფიო გაგება უნდა გვქონდეს ღვთის მიერ დადგენილი წინასწარი განსაზღვრის შესახებ.
ღვთისაგან კურთხევის მისაღებად ჩვენ, ქრისტიანებმა უნდა აღმოვაჩინოთ თუ როგორ შეესაბამება ღმერთის წინასწარი განსაზღვრა მის გეგმას. მის გეგმაზე მსჯელობისას ბევრი თანამედროვე ქრისტიანი ფიქრობს, რომ მათი ბედ-იღბალი მათ დაბადებამდე იყო განსაზღვრული, მათ რწმენასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე, თითქოს იაკობის და ესავის ბედი უპირობოდ და ერთპიროვნულად იქნა დადგენილი ღმერთის მიერ. მაგრამ ეს ასე არ არის. ვუყვარვართ ჩვენ ღმერთს თუ ვძულვართ განპირობებულია იმით, გვწამს თუ არა მისი სამართლიანობის. ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ღმერთმა თავის გეგმაში დასახა და მოგვცა.


თუ სწორად გსურთ ღმერთის წინასწარი განსაზღვრის გაგება, უნდა მოიშორით პირადი აზრები და ყურადღება ღმერთის სამართლიანობაზე გაამახვილოთ

ვინაიდან ბევრს არ შეუძლია იესო ქრისტეს მიერ გამოვლენილ ღმერთის სამართლიანობაზე დაფიქრება და მისი რწმენა, ირჩევენ ღმერთის სიყვარულზე თვითნებურად აზროვნებას და მსჯელობას, ზოგი მათგანი კი იმასაც ფიქრობს, რომ ღმერთის სიყვარული სამართლიანი არაა. მათ უნდა გაიგონ, რომ ეს არაა სწორი აზროვნება. უნდა უკუვაგდოთ ჩვენი მცდარი რწმენის შეხედულებანი, რომლებიც იესო ქრისტეში გამოვლენილი ღვთის სამართლიანობის გეგმას არ ითვალისწინებენ. თუ იფიქრებთ, რომ ღმერთს ერთნი უყვარს, სხვები კი სძულს, უნდა იცოდეთ, რომ ასეთი რწმენა უკუღმართია, და თქვენი მცდარი აზროვნების მიერ შეთხზული.
ადამიანთა გონება ცრუ აზრებით არის წალეკილი. ბევრ თანამედროვე ქრისტიანს არ გააჩნია სწორი რწმენა იმის გამო, რომ მათი გონება მეტად ხშირადაა ცრუ აზრებით გადატვირთული. აი ამიტომ გმართებთ საკუთარი უღირსი აზრების უკუგდება და ღმერთის სიტყვის მიყოლებით და მისი სამართლიანობის რწმენით თქვენი რწმენა სწორ გზას დააყენოთ.
რადგან წინასწარი განსაზღვრა ღმერთის სამართლიანობის ჩარჩოებში იქნა დაგეგმილი, მისი სწორად გაგება და რწმენა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ღვთის სამართლიანობის გვწამს. ღმერთის გეგმა იყო რომ ჩვენ, მისი სამართლიანობის სიყვარულის მორწმუნეები, ღვთის სამართლიანობით შევემოსეთ.
ამრიგად, მისი წინასწარი განსაზღვრა იყო მორწმუნეების საკუთარ ხალხად ქცევა და მათი შემოსვა იესოს ნათლობითა და მისი ჯვარცმით გადახდილი ცოდვათა გამოსყიდვის ხსნით. სწორი ურთიერთობა უნდა დავამყაროთ ღმერთთან იმით რომ ვიქონიოთ მის სამართლიანობაში მის მიერ დაგეგმილი ჭეშმარიტების რწმენა. ღმერთმა იაკობის მსგავსი პიროვნებები თავის სიყვარულის ობიექტად გახადა, ხოლო ესავის მსგავსნი – თავისი რისხვის.

 

ღვთის წინასწარ განსაზღვრას არაფერი აქვს საერთო ფატალიზმთან 


ღვთის გეგმაში წინასწარი განსაზღვრა მისივე სამართლიანობაში იქნა ჩამოყალიბებული. ყველა ადამიანი უპირობოდ არჩეული რომ ყოფილიყო თავის დაბადებამდე, თითქოს მათი ცხოვრება დაწერილ ბედზე იყო დამოკიდებული, როგორ შეეძლებოდა ვინმეს ცოდვისგან დახსნა იესოს სამართლიანობის რწმენით? ადამიანის ბედი ასეთი გზით მის დაბადებამდე რომ დადგენილიყო, სადაც მისი ღვთის მიერ სიყვარულის თუ შეძულების საკითხი გარდაუვალი, წინასწარ დაგეგმილი და გადაწყვეტილი ამბავი იყო, ვინ ჩათვლიდა ღმერთს მართალ არსებად და ვინ იწამებდა ასეთი ღმერთის? ასეთი დესპოტური და დიქტატორული ღმერთის რწმენას არავინ ისურვებდა.
მაგრამ ჩვენი ღმერთის გეგმა არც დესპოტური და არც დიქტატორულია, არამედ ემსახურება მხოლოდ მისი სამართლიანობის მეშვეობით ჩვენს ცოდვებისგან ხსნას და მის ერად ქცევას. თავის ჩანაფიქრში ღმერთმა თავისი სამართლიანობა გადმოგვცა და ამ სიყვარულის ჭეშმარიტებით თავისი პატიებაც მოგვმადლა. მან განამზადა მისი სამართლიანობის სიყვარულის მორწმუნეთა შემოსვა თავისი სიყვარულით, ხოლო ურწმუნოების – თავისი რისხვით.
მსურს იმათ მივმართო, ვინც თავისი არასწორი აზროვნების გამო ნაწყენია ღვთის წინასწარ განსაზღვრაზე. ღმერთის გეგმა იყო ჩვენი, მისი ნამოქმედარის ქცევა მის საკუთარ ერად. ამიტომ მადლობელნი უნდა ვიყოთ ასეთი წინასწარი განსაზღვრისათვის. სჯობს ვიყოთ მადლიერი ადამიანები, რომლებსაც სწამთ ღმერთის სამართლიანობის, ვიდრე მისი გვწყინდეს და ვსაყვედურობდეთ. ყველას, ვისაც იესო როგორც თავისი მხსნელი სწამს, უნდა ჰქონდეს სწორი გაგება რმერთის განსაზღვრისა, რომელიც მისივე სამართლიანობაში იყო დაგეგმილი, და გვწამდეს ამისი.


ღმერთის ჭეშმარიტი განსაზღვრა მომწოდებლისგან იყო დაგეგმილი

დღევანდელი ნაწყვეტი რომაელთა 9:9-დან, ამბობს, “რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა, როგორც ნათქვამია: “ამ დროს მოვალ და სარას ეყოლება ძე.” არა მხოლოდ, არამედ როცა რებეკასაც ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან ჩაესახა (ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღვთის განზრახვა მისი არჩევანის თანახმად მომხდარიყო). არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისგან ეთქვა მას: “უფროსი დაემონება უმცროსს.” როგორც სწერია: “შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე.”
ეს ნაწყვეტი გვეუბნება, რომ ღმერთის წინასწარი განსაზღვრა გამომდინარეობს სიყვარულიდან, რომელიც მის სამართლიანობაშია დაგეგმილი. როგორც დაბადების 18:10-შია ნაჩვენები, თუმცა ბუნებრივად სარასთვის შეუძლებელი იყო შვილის ყოლა, აბრაამმა დაიჯერა ღვთის შეპირება, რადგან მან აბრაამს თავისი სიტყვა მისცა. ასე გაამართლა ღმერთმა ბრაამი: ღმერთმა მისცა მას ძე, ისაკი, რადგან აბრაამს სწამდა ღვთისა და მან მოიწონა მისი რწმენა.
ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ღმერთის სამართლიანობის რწმენაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ მის სიტყვისადმი რწმენაზე. ღმერთის გეგმის და მისი წინასწარი განსაზღვრის ჩვენსმიერი განსჯა ასევე მისი სიტყვისადმი რწმენით უნდა იმართებოდეს. ისინი ვინც სხვაგვარად იქცევიან – მაგალითად როცა ღმერთის სამართლიანობის ძიება ლოცვისა ან ძილის დროს მათი თქმით დანახულ ილუზიებსა და ნიშნებში ერევათ, - თავიანთ რწმენაში უზარმაზარ შეცდომას სჩადიან.
შემდეგ პავლე ამატებს, რომ, “რებეკასაც ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან ჩაესახა (ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღვთის განზრახვა მისი არჩევანის თანახმად მომხდარიყო). არა საქმეთაგან არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას: “უფროსი დაემონება უმცროსს.”
წმ. წერილი გვეუბნება, რომ ისაკმა, რომელსაც შთამომავალი არ ჰყავდა, ილოცა ღმერთთან, რის პასუხად მან ტყუპი შვილები მისცა. შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღმერთის სამართლიანობაში დაგეგმილი წინასწარი განსაზღვრა გარკვეულწილად დაკავშირებულია მის მოყვარულ ადამიანების რწმენასთან.
გამეორების ღირსია მე-11 მუხლი: “ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღვთის განზრახვა მისი არჩევანის თანახმად მომხდარიყო.” ღმერთის გეგმაში არსებული წინასწარი განსაზღვრის და არჩევის ჭეშმარიტების გაგების გასაღები ის არის, რომ ღმერთის განზრახვა “მომწოდებლისგან” მოდის. იაკობსა და ესავს შორის, ღთის გეგმაში არსებული წინასწარო განზრახვის შესაბამისად, ღმერთმა მოუწოდა იაკობს და შეიყვარა იგი.
როდესაც ღმერთი მოუწოდებს ადამიანებს და იყვარებს მათ, ის ამას აკეთებს იმათ მიმართ, ვინც იაკობის მსგავსად, შორსაა სამართლიანობისგან. ღმერთმა არ მოუწოდა ესავს, რომელსაც საკუთარი თავი მართალი ეგონა და სავსე იყო ამპარტავნებით. ღვთის გეგმაში დასახულ წინასწარ განსაზღვრაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის, რომ ის იაკობის ნაირ ადამიანებს მოუწოდებს და იყვარებს. ღვთის განზრახვა მსგავსი ადამიანების მოწოდებაში იყო ის, რომ ცოდვილები მის საკუთარ, ცოდვისგან თავისუფალ შვილებად ექცია. ღმერთი მოუხმობს მოწოდებულებს ღვთის სიყვარულში შესამოსად, და იაკობსა და ესავს შორის მოწოდებული იაკობი აღმოჩნდა.
უნდა ვიცოდეთ და გვწამდეს მისივე გეგმაში არსებული ღმერთის სამართლიანობა. იაკობი წარმოადგენს ცოდვილის ტიპიურ ფიგურას, რომელსაც ღმერთმა წყალობა მისცა თავის სამართლიანობაში, მაშინ როცა ესავი წარმოადგენს იმათ, ვინც ზურგს აქცევს ღმერთს მისი სამართლიანი სიყვარულის უკუგდებით და საკუთარი სამართლიანობისადმი სწრაფვით. ამიტომ არის, რომ მისივე გეგმაში დასახული წინასწარი განზრახვის შესახებ ღმერთის სიტყვის გაგების გასაღები დევს იმაში, რომ მისი განზრახვა “მომწოდებლის მიერ” ხდება.
თავი უნდა დავიხსნათ საკუთარი აზრების მიერ წარმოქმნილი ილუზორული რწმენისგან. თავისი სამართლიანობიდან გამომდინარე ღმერთს შეეძლო მხოლოდ იაკობის შეყვარება და ესავის შეძულება. ღვთის გეგმის და წინასწარი განზრახვის განმარტება ყველას ეძლევა მისივე განცხადებაში, რომ ღვთის განზრახვა “მომწოდებლისგან” არის. ღმერთის გეგმა წარმოადგენს მის სამართლიანობაში განხორციელებულ სიყვარულის ჭეშმარიტებას. როცა ღმერთმა შეიყვარა იაკობი და შეიძულა ესავი, წინასწარ განზრახვას ღვთის სამართლიანობა უნდა აღესრულებინა, ხსნის მისმიერი გეგმის თანახმად.
სხვა მრავალ რელიგიათა განცხადების მსგავსად, თქვენ ღმერთის მიერ კეთილი საქმეების გამო კი არ ხართ შეყვარებული და დახსნილი, არამედ მხოლოდ მისი გეგმის და მისი სამართლიანობის რწმენით გეძლევათ ცოდვებისგან გამოსყიდვა და ხდებით მისი შვილები. 


მტყუანია ღმერთი?

ღმერთს უყვარს ისინი, ვისაც სწამს და უყვარს მისი სამართლიანობა. ამიტომ, სხვა სიტყვებით, ცუდი არაფერია იმაში, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ გადაწყვიტა შეეყვარა და გაეხადა თავის შვილებად ისინი, ვისაც სწამდა ღმერთის სამართლიანობის იესო ქრისტეში. ღმერთს არ დაუგეგმია ყველასი სიყვარული იესო ქრისტეში, არამედ მარტო იაკობის ნაირი ადამიანების სიყვარული.
ამიტომ ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ, ვართ იაკობის თუ ესავის მსგავსნი? იმათაც კი, ვინც სავსეა თავისი კეთილი საქმეებით და საკუთარი სამართლიანობით, სურთ რომ ღვთის მიერ შეყვარებულნი იყონ, მაგრამ მაინც მრუდე ბილიკზე მიემართებიან. ამრიგად, ამ ორი ტიპის ადამიანები მუდამ არსებობენ, შეყვარებულნი ან შეძულებულნი ღმერთის მიერ, როგორც ამ ტექსტის განხილვიდან მოჩანს.
მადლობა უნდა შევწიროთ ღმერთს და განვადიდოთ მისი დიდება მის მართალ სიყვარულში და ჩვენი ხსნის ღვთისმიერ გეგმაში. ასევე უნდა ვუმადლოდეთ, რომ წყლისა და სულის სახარება, რომლისაც გვწამს, ბრწყინვალედ აჩენს ღვთის სამართლიანობას. ყველამ უნდა გაათვიცნობიეროს, რომ ღვთის სიყვარულში შესამოსად, ჯერ საკუთარი უკეთურობა და ცოდვები უნდა აღიარონ მის წინაშე, და იწამონ მისი სამართლიანობის.
პრობლემა იმაშია, რომ ბევრ ქრისტიანს, ვისაც არ შეუძლია იესოს ნათლობისა და ჯვრის ჭეშმარიტების რწმენა, რამაც ღვთის სამართლიანობა აღასრულა, უსწოროდ სწამთ, რომ ღმერთს ზოგიერთი განსაკუთრებული ადამიანი უყვარს, მაშინ როცა სხვებს უბრალოდ მის მიერ მიტოვება უწერიათ.
კიდევ უფრო პრობლემატიურია ის სავალალო ფაქტი, რომ ასეთი არაჯანსაღი რწმენა ჭარბობს და ადამიანებს დიდი დარწმუნებით ექადაგება. ის სწრაფად ვრცელდება, რაც სულ უფო მეტ პიროვნებას წარმოშობს, ვისაც არ ესმით ღმერთის სიყვარული მის მიერ დაგეგმილ წინასწარ განზრახვაში. ის, რის თქმასაც ცდილობს ჩვენთვის უფალი იაკობის და ესავის ამბავში არის რომ მის შვილებად გასახდომად ადამიანური სამართლიანობა კი არაა საჭირო, არამედ მარტო ღვთის სამართლიანობის სიყვარულის რწმენა, რომელიც მისი გეგმის მიერ იყო დასახული.
წმ. წერილი გვეუბნება, რომ ღმრთმა სარას აბრაამისთვის აღთქმული შვილი მისცა. ეს ფაქტი დღესაც მეტყველებს იმაზე, რომ მხოლოდ მათ, ვისაც ღმერთის სიყვარულის და სიმართლის სიტყვის რწმენა აქვთ, შეუძლია გახდეს მისი შვილი. ამისათვის უნდა გავითავისოთ, რომ ეს ჭეშმარიტება მოგვეცა ღმერთის სამართლიანობის და მისი გეგმის მიმართ რწმენით, და ამ ჭეშამრიტების მისაღებად ჩვენ ღვთის სიყვარულის და სამართლიანობის უნდა გვწამდეს.
იესო ქრისტეს სიყვარული და ღვთის გეგმა ჩვენს მიმართ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომელიც ყველა ჩვენთაგანს მიეცა. ჩვენი თავის ცოდვებისგან გადასარჩენად იესომ თავის ნათლობაში იტვირთა ყველა ჩვენი ცოდვა, მოკვდა ჯვარზე და აღდგა მკვდრეთით, - ყველაფერი ეს იმისთვის, რომ ჩვენთვის, ვისაც მისი გვწამდა, საუკუნო სიცოცხლე მიეცა.
ეს ჭეშმარიტება არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ რელიგიურობით და საკუთარი ძალისხმევის გამოჩენით შეგვიძლია ღვთის შვილებად ქცევა, არამედ იმას, რომ ამისათვის ერთადერთი გზაა მისი სიყვარულის და სამართლიანობის სიტყვის რწმენა, რომელიც მის მიერ დაიგეგმა და გადმოგვეცა. ყველამ უნდა გავიგოთ, რომ მხოლოდ ღმერთის სიყვარულის და სამართლიანიბის მორწმუნეები არიან შემოსილნი მისი სიყვარულით.
მაშ რა პოზიცია უნდა დავიკავოთ? უნდა ვიქონიოთ იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლის რწმენა. უნდა შევთხოვოთ ღმერთს წყალობა. უნდა ვაღიაროთ მის წინაშე, რომ არ ვიმსახურებთ მის ხალხად წოდებას, რადგან ყველანი ცოდვილები ვართ. უნდა გავიგოთ, რომ მხოლოდ მის მიერ ჩვენთვის დასახული გეგმით- შევიცნით მისი სამართლიანი სიყვარული – შეგვიძლია გავხდეთ მისი შვილები.
ისინი ვინც შეძულებულია ღვთის მიერ, ასე იმიტომ არიან, რომ მათ არ სჭირდებათ ან არ სწამთ მისი სიყვარული და სამართლიანობა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ და გვწამდეს სიყვარულის გეგმა, რომელიც ღმერთმა წინასწარ დაგვისახა. წმინდა ჭეშმარიტება ისაა, რომ ისინი, ვინც იცის და ვისაც სწამს ღმერთის სამართლიანობის სიყვარული, მის მიერ იქნებიან შეყვარებულნი, მაშინ როცა ისინი, ვინც უარყოფს და უკუაგდებს მის სიყვარულს ღმერთის მიერ შეძულებული იქნება.


ვის შეუძლია წყლისა და სულის სახარების მიღება?

წყლისა და სულის სახარება, რომელიც ღვთისგან მოგვეცა, არის ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელშიც მისი სამართლიანობაა გამოვლენილი. მაშ რა ტიპის ადამიანები არიან ისინი, ვინც ამ ჭეშმარიტებას გულით ღებულობს? ეს ის ხალხია, რომლებმაც დაინახეს რა, რომ საუკუნო წარწყმედა უწერიათ და რომ ცოდვილები არიან ღმერთის და მისი სიტყვის წინაშე, უფალს წყალობას შესთხოვენ. “მე ცოდვილი ვარ, უფალო, რომელსაც საერთოდ არ შეუძლია შენი მცნებებით ცხოვება. მე გაძლევ ჩემს გულს და გემორჩილები შენ.” ეს ის ადამიანებია, ვისაც ღმერთმა თავის სიყვარულში და სამართლიანობაში ცოდვების მიტევება უბოძა. იმ სახარების რწმენას, რომელიც ღმერთის სამართლიანობას ავლენს, უდიდესი მნიშვნელობაა აქვს ყველა ცოდვილისთვის.
ღმერთმა იმისთვის არ მოგვცა რჯული, რომ ყოველი მისი მუხლი დაგვეცვა, - ფაქტი, რომელიც ბევრმა ვერ გაიგო. რჯულის დანიშნულება უფრო ჩვენი საკუთარი ცოდვილიანობის დანახვისაკენ ბიძგი იყო. მაშ რატომ ცდილობენ ცოდვილები რჯულის დაცვას? იმიტომ, რომ ყოველი ცოდვილის ინსტინქტი ეძებს გამოსყიდვას და მისი ცოდვების მიტევებას.
მაგრამ არავის შეუძლია ყველა მცნების დაცვა. ასეთი მცდელობები არის მხოლოდ იმიტაცია, ინსტიქტური მიმიკრია, სასოწარკვეთით თავისი ცოდვების დამალვის მცდელობა – ცრუ რწმენა ღმერთის წინაშე. ამიტომ უნდა მოიშორონ ცოდვილებმა ეს ცრუ რწმენა, მიუბრუნდნენ ღმერთის სამართლიანობას და შეიმოსონ მის სიყვარულით. ეს არის აღთქმული ჭეშმარიტება, რომელიც ღმერთმა თავის გეგმაში დაგვისახა.
ღმერთი შეიძულებს მათ, ვინც მარტო საკუთარ თავზეა დანდობილი. ასეთი პიროვნება ბევრია ჩვენს გარშემო. მაგრამ თქვენ გჭირდებათ ყველა ცოდვებისგან დახსნა იესოს ნათლობისა და მისი სისხლის რწმენით, რომლებმაც ღმერთის სიყვარული და მისი სამართლიანობა აღასრულეს. მაშინ ნამდვილად შეიმოსებით ღმერთის სიყვარულით, რომელიც იმათთვის იყო შემონახული, ვისაც ის მოუწოდებს. ადამიანები ხშირად თავისით ცდილობენ ღმერთისთვის შრომის გაწევას, მისი სიყვარულის და პატიების მოსაგებად, მაგრამ ასეთი მცდელობანი ფუჭია ღვთის სამართლიანობის რწმენის გარეშე.
ღმერთმა მოუწოდა მხოლოდ იაკობს, არა ესავს, თავის სიყვარულში შესამოსად. ღმერთის წინაშე იაკობი ცბიერი და ცრუ მატყუარა იყო, მაგრამ იმის გამო რომ მან ირწმუნა ღმერთის სიყვარული და სამართლიანობა, ის რწმენის ერთ-ერთი მამათაგანი გახდა. ჩვენც გვმართებს ღმერთის სიყვარულის მიღება იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლის რწმენით, - ღმერთის სამართლიანობის აღსრულებას, - როგორც ჩვენი გამოსყიდვის. ვინაიდან ესავი ცდილობდა მამის კურთხევის მოპოვებას თავისი ნანადირევის მეშვეობით, ის გახდა იმ ადამიანთა სიმბოლო, ვისაც არ ძალუძს ღმერთის კურთხევის დამსახურება. ამას კარგად უნდა ჩავუფიქრდეთ. ვინ არის ამ ქვეყნად ესავის მსგავსი? მისნაერები ხომ არ ვართ?
იაკობის მსგავსი ადამიანები არიან ისინი, ვინც იმსახურებს უფლის სამართლიან სიყვარულს. ჩვენ ვიცით რომ ვართ იაკობივით უძლურნი და უკეთურნი. ღმერთმა, რომელმაც ჩვენს დაბადებამდე მოგვიწოდა რომ ვმდგარიყავით არა საკუთარი საქმეებით არამედ მისი მოწოდებით, მოგვიწოდა მისი სიყვარულის მისაღებად რომ გვეწამა ამ სიყვარულის და სამართლიანობის. მან გამოაგზავნა იესო, რომელმაც ყველა ჩვენთაგანისთვის ხორცი შეასხა ღვთის სამართლიანობის გეგმას.
ღმერთმა პირველად რომ მოგვიწოდა, ის მოვიდა ცოდვილების, და არა მართლების მოსახმობად. მის მიერ შეძულებულნი ისინი არიან, ვინც საკუთარი სამართლიანობით არის აღსავსე და ვისაც არ სწამს მისი მოწყალე სიყვარულის. რმერთს სძულს ასეთი უკუღმართი რწმენის მქონე პიროვნებები და მათ არ შეუძლიათ მისი სიყვარულის შემოსვა და მის ხალხად ქცევა. ღმერთმა თავის გულში ეს ჭეშმარიტება ჩვენთვის წინასწარ განამზადა. ამიტომ პავლე დაბეჯითებით აცხადებს, “ამაზე რაღა ვთქვათ? ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც!” (რომ. 9:14)


ღვთის მიერ შეყვარებულნი იაკობის მსგავსი ადამიანები არიან

ღვთის სახის წინაშე, ხართ თუ არა ნამდვილად ის პიროვნება, ვისაც ის წყალობას მისცემს? რა მიზეზით ხელმძღვანელობს ღმერთი, როცა ის სწყალობს ვისაც სწყალობს და იძულებს ვისაც იძულებს? შეგვიძლია უთხრათ, რომ უსამართლოდ მოგვექცა?
დედამიწაზე უამრავი ადმიანი ცხოვრობს. მათ შორის ზოგი შეყვარებულია ღმერთის მიერ, ზოგი კი არა. ნიშნავს ეს, რომ ღმერთი მათ უსამართლოდ მოექცა?
ღმერთი არის ასევე სამართლიანი ღმერთი, რომელიც სჯის იმ ხალხის ცოდვებს, ვინც წინ აღუდგა მის სამართლიანობას. ამ საკითხში ნებისმიერი გაუგებრობა უნდა ავიცილოთ თავიდან და შევიცნოთ ღვთის გეგმა, რომელიც მის სამართლიანობაში და ამ სამართლიანობის მიმართ ჩვენს რწმენაშია გამოვლენილი. არსებობს მრავალი გზააცდენილი ქრისტიანი, რომელთა გულებიც, ფარაონის მსგავსად, გასასტიკებულია. ასეთი ადამიანები ღმერთს სძულს, როგორც ამ თავის მე-17 მუხლი ლაპარაკობს: “ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: ‘სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ ქვეყანაზე.’”
ჩვენ ყველანი გამოუსადეგი ვართ უფლის წინაშე. ამიტომ ფარაონის მსგავსად არ უნდა ვიქცეთ. მართალი იქნება ღმერთი თუ შეგვიძულებს ჩვენ, ვინც ფარაონივით ჯიუტები ვართ, იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლის, როგორც ჩვენი გამოსყიდვის ურწმუნობისათვის? დიახ. ფარაონის ნაირი ადამინები ღმერთის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი იკვეხნიან თავისი სამართლიანიბისთ და მას ემყარებიან, მაგრამ ასეთი სამართლიანობა ვერ გამოისყიდის მათ საკუთარი ცოდვებისგან.
რას ენდობოდა ფარაონი? ის ენდობოდა და ეყრდნობოდა ნილოსის მდინარეს. მას ეგონა, რომ სანამ წყლის ასეთი უხვი მარაგი აქვს, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამიტომ არის რომ უფალს სძულს ფარაონის მსგავსი პიროვნებები. ყველა, ვისი გულიც ფარაონის მსგავსად გასასტიკებული და გაქვავებულია, შეძულებული და მსჯავრდებული იქნება ღმერთის მიერ. ნუ ემსგავსებით ასეთებს. ამის ნაცვლად, მოწყალე სიყვარულის მიღებით, რომელსაც ღმერთი ასე უსასყიდლოდ გვაძლევს, თქვენ მის შვილად გახდომა შეგიძლიათ.


ეთანხმებით სიხარულით ღმერთის სამართლიან გეგმას?

მზად არის თქვენი გული ღვთის გეგმაში მისი სამართლიანი სიყვარულის მისაღებად? არიან ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან იესოსადმი თავისი რწმენის მიუხედავად, რადგან შეცდომით გაიგეს ღვთის გეგმა. ისინი ფიქრობენ, “მწამს იესოსი, მაგრამ ნამდვილად თუ ამირჩია ღმერთმა? თუ მას არ ავურჩევივარ, რა სარგებელი აქვს ჩემს რწმენას? რა უნდა ვაკეთო? არ შემიძლია იესოს რწმენის შეწყვეტა, მაგრამ რა ვქნა? მისი ნამდვილად მწამს, მაგრამ ვაი თუ არ ვარ მის რჩეულთა რიცხვში?” 
შემდეგ თავს იწყნარებენ და ამბობენ, “რახან მწამს იესოსი და ეკლესიის მსახურებებზე დავდივარ, ალბათ არჩეული ვარ ღვთის მიერ. ნამდვილად ასეა!, ზეცაში ჩემთვის ნამდვილად ერთი მცირე ადგილი გამოინახება!” მაგრამ როცა ცოდვაში ვარდებიან, ისევ ფიქრობენ, “ალბათ არ ვარ მისი რჩეული! ეტყობა დროა შევწყვიტო იესოსადმი რწმენა!” სხვა სიტყვებით, ისინი თავისით ფიქრობენ, მსჯელობენ და თავისით სწყვეტენ ყველაფერს. ასეთ ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ ღვთის გეგმის გაგების გადამოწმება და სწორი აღქმის მიღწევა იესოს, როგორც თავისი მხსნელის რწმენაში.
მეორე მხრივ, მათ, ვისაც თეოლოგების სწავლებების უფრო მეტად სწამთ ვიდრე ღმერთის სიტყვის, შეიძლება თქვან, “ხომ ნათქვამი აქვს ღმერთს, რომ უფროსი უმცროსს დაემონება, და რომ შეიყვარა იაკობი, ესავი კი შეიძულა მათ დაბადებამდე? რადგან იესოსი გვწამს, ნამდვილად ხსნისათვის ვყოფილვართ განპირობებულნი, თვით ჩვენ დაბადებამდე.” მაგრამ პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ღმერთის მიერ დაგეგმილი წინასწარი განზრახვა “არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისგან” პრინციპს ემყარება.
რჯულის დაცვა არავის აქცევს ღმერთის შვილად. მხოლოდ ღმერთის სამართლიანობის და მისი წყალობის და სიყვარულის რწმენით, რომელიც იესოს ნათლობაში და ჯვრის სისხლში იქნა ნაჩვენები, შეგვიძლია მივიღოთ მისი შვილობა.
თეოლოგების მიერ მოტანილი დოქტრინების გამო, ბევრი ვერ იჯერებს იესოს ნათლობას და მის სისხლს, - ღმერთის სამართლიანობის მანიფესტაციას მათ სახსნელად. მათ ვინც მოისმინეს ღმერთის სიმართლის მატარებელი სიყვარულის სახარება და მაინც არ სწამთ მისი, ფარაონის მსგავსნი არიან. ღმერთს სძულს ისინი ვინც იესო ქრისტეში გამოვლენილი ღვთის სამართლიანობის რწმენის გარეშე ცდილობს მისი შვილობის მიღწევას თავის პირად გემოვნებებზე დაფუძნებული იესოსადმი რწმენის მიერ.
თუ ჯერ არ გიწამიათ იესო ქრისტეში ნაჩვენები ღვთის სამართლიანი სიყვარულის, ახლა დროა ეს გააკეთოთ. მაშინ მისი სიყვარულით შეიმოსებით. თავდაპირველად ყველანი ესავის მსგავსნი ვიყავით, და მაინც ერთბაშად გადავრჩით ჩვენი ცოდვებისგან ღვთის სამართლიანობის სიყვარულის რწმენით. ამ სამართლიანობის რწმენის მეშვეობით ჩვენ ღმერთის კურთხეული სიყვარული მივიღეთ.
ისრაელიანთათვის და წარმართებისთვის ღმერთმა ერთობ შესაძლებელი გახადა მისი შვილობის კურთხევა თავისი სამართლიანობის რწმენით. როგორც თქვა უფალმა, “არა ჩემს ერს ვიტყვი ჩემს ერად, და არა-საყვარელს – საყვარლად”, მან მოგვიტანა იესოს ნათლობისა და სისხლის სახარება, და ჩვენს შორის მათთვის ვინც იგი იწამა – თავისი სამართლიანი სიყვარული.
შემდეგი ნაწყვეტი, “და იმ ადგილზე სადაც მათ ეთქვათ: ‘არა ჩემი ძენი ხართ თქვენ,’ - იქ ეწოდებათ ცოცხალი ღვთის ძენი,” - არის ღმერთის სიყვარულის სიტყვა, რომელიც დღეს ჩვენთვის აღსრულებულია. ამით ვხედავთ, რომ ვინაიდან ასე გავუკუღმართდით ღმერთის წინაშე, მან დაგვიხსნა ხორცში მოვლინებით და ჩვენთვის თავისი სამართლიანიბის სიყვარულის მოცემით.
ის რომ თქვენ და მე დახსნილი ვართ ყველა ჩვენი ცოდვებისგან ღვთის წინაშე, მოხდა გამომსყიდველი სიყვარულის გამო, რომელიც ღმერთის სამართლიანობაში შედიოდა. მისი სამართლიანობის სიყვარული და რწმენით გამოსყიდვა მხოლოდ გულის გასასტიკების გარეშე ჭეშმარიტების რწმენითაა შესაძლებელი. ასეთი რწმენის გარეშე არ არსებობს რაიმე სხვა გზა ცოდვების მიტევების მისაღებად. ყველანი ჯიუტი გულებით დავიბადეთ, მაგრამ ღვთის სიტყვას შეუძლია დასძლიოს ჩვენს გულებს და ჩვენს ურჩობას. ამის შემდეგ ჩვენი გულები ღვთის მშვიდობით წარიმართება. თუ გწამთ ღმერთის, მისი სამართლიანობაც თქვენი იქნება.
ჩვენს მიერ ნაქადაგები ღმერთის სამართლიანობის შემცველი ჭეშმარიტების სახარება რომ არ არსებულიყო, ყველა ამ წუთისოფელში წარწყმედამდე მივიდოდა. წყლისა და სულის სახარების გამავრცელებლების გარეშე მთელი კაცობრიობა იმედგაცრუებული დარჩებოდა. ისინი რომ არა, ვინც შემოსილია ღვთის სამართლიანობით, ეს ქვეყნიერება უკვე დიდი ხანია დაიღუპებოდა და ყველა თავისი ცოდვების გამო სამსჯავროს მიიღებდა. ჩვენ მხოლოდ მადლიერნი უნდა ვიყოთ ღვთის მიმართ, რომ ის ჩვენს მეშვეობით მოქმედებს, მიუხედავად ჩვენი მრავალი სისუსტისა და შეცდომებისა.
რწმენა, რომელიც შემოსილია ღმერთის სამართლიანობის სიყვარულით, არის ჭეშმარიტება, რომელიც მოვიდა იესოს ნათლობისგან და მისი ჯვრის სისხლისგან. ღმერთის სამართლიანობის რწმენა მოიპოვება იმ გულში, რომელსაც იესოს ნათლობის და მისი სისხლის სწამს. სწორედ მისი სამართლიანობის რწმენით ვართ დახსნილი ჩვენი ცოდვებისგან. ეს ჭეშმარიტება არის ის ჩანაფიქრი, წინასწარი განსაზღვრა და არჩევანი, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის დასახა.
ღმერთმა თქვა, რომ ვინც კი ირწმუნებს მის სიტყვას, რომელიც ასრულებს მის სამართლიანობას იესო ქრისტეში, დახსნილი იქნება თავისი ცოდვებისგან. პიროვნება იღუპება არა იმიტომ რომ ღმერთის სამართლიანობამ ყველა მისი ცოდვა ვერ ამოშალა, არამედ იმის გამო, რომ თავისი გასასტიკებულ გულით მან არ ირწმუნა უფლის სამართლიანი სიტყვა.
ჩვენ მორჩილი გულები უნდა შევინარჩუნოთ ღვთის სიტყვის წინაშე და გვწამდეს წყლისა და სულის სახარების. ჩვენმა გულებმა უნდა დაიჩოქონ მის წინაშე. ჩვენ ღვთის სამართლიანობის სიყვარულის რწმენით ვიქენით კურთხეულნი. მან გადაგვარჩინა ყველა ცოდვისგან ვინაიდან ამდენი წყალობა მოგვივლინა. ჩვენ ვუმადლობებთ მას. ჩვენ, ღმერთის სამართლიანობის მორწმუნეებს, არ გვრცხევნია ამ რწმენის. პირიქით, ყველა მიზეზი გაგვაჩნია ვიამაყოთ მისი სიმართლით.
ღმერთმა სრულიად იმიტომ დაგვიხსნა ცოდვებისგან, რომ მის წინაშე აბსოლუტურად უვარგისნი ვიყავით - დიდება უფალს მისი ხსნისათვის! იმისთვის რომ ღმეთმა შეგვიყვაროს, მისი სამართლიანობის რწმენა უნდა შევძლოთ.
იცით თუ არა ამ სამართლიანობის შესახებ? თუ ასეა, გწამდეთ მისი. მაშინ ღმერთის მართალი სიყვარული შემოვა თქვენს გულში. დაე, თავისუფალი იყოს ყველა გაუგებრობისგან თქვენი რწმენა ღმერთის სამართლიანობის სიყვარულისა, რომელიც მან თქვენთვის დაგეგმა.
დაე შემოვიდეს თქვენს გულში ღვთის მიერ თქვენთვის დასახული გამოსყიდვის სიყვარული. ალილუია! მადლობას ვწირავ სამპიროვან ღმერთს, რომელმაც თავის შვილებად გვაქცია მის სამართლიანობაში.