(რომ. 9:30-33)
“მაშ რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე, სიმართლე რწმენისაგან. ხოლო ისრაელმა, რომელიც სიმართლის რჯულს ეძებდა, ვერ მიაღწია სიმართლის რჯულს. რატომ? იმიტომ რომ რწმენაში კი არა ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში. შებრკოლდნენ შებრკოლების ქვაზე, როგორც სწერია: “აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ქვას და წატყუების კლდეს და, ყოველი, ვისაც სცამს იგი, არ შერცხვება.’”
ყველა ჩვენთაგანის მიმართ მოწოდებაში უფალმა გვითხრა, “მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.” (მათე. 9:13). უნდა გავიგოთ, რომ მათ, ვინც პირად სამართლიანობას ემყარება, ხსნის საჩუქარი არ ეძლევათ, და ამის თავიდან ასაცილებლად ჩვენ ღმერთის სამართლიანობა უნდა გვწამდეს.
რომაელთა 9:13 გვეუბნება, რომ ღმერთმა შეიყვარა იაკობი, ხოლო ესავი შეიძულა. მათ, ვინც მადლიერებით ღებულობს ღვთის სამართლიანობას, მან ცოდვების მიტევების საჩუქარი უბოძა, ისევე როგორც თავის ერად გახდომის კურთხევა. ყველას მისი სამართლიანობის ცოდნით გვმართებს ღვთის რწმენა.
უნდა ვისწავლოთ და გავიგოთ ჩვენთვის ყველასთვის მოცემული ღვთის სამართლიანობის სიტყვა. როცა ადამიანს სურს ცოდვებისგან გათავისუფლება, მან პირველ რიგში უნდა გაითვიცნობიეროს თავისი ცოდვილობა და უკეთურობა, ისევე როგორც ღვთის სამართლიანობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვწამდეს მისი სამართლიანობის. ღმერთმა გვითხრა, რომ მხოლოდ ისინი, ვინც იციან, რომ ჯოჯოხეთს იმსახურებენ, მისი სამართლიანობის საჭიროებას განიცდიან. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შევიგნოთ ჩვენი ცოდვილობა და დავინახოთ, რომ ამ ცოდვათა გამო ღვთის რისხვა გველის, რომელიც გარდაუვალს ხდის ჯოჯოხეთის სასჯელს.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გულში წყლისა და სულის სახარების მიღება ჩვენი უფლის ნათლობაში, მის სიკვდილში ჯვარზე და მის აღდგომაში, რადგან მხოლოდ იმათ, ვინც იცის მისი სამართლიანობის შესახებ შეუძლია ამ სამართლიანობის რწმენა. ეს იმიტომ, რომ ღმერთის მადლი და სიყვარული არ არის რაღაც, რისი დამსახურება შეიძლება მონანიების ლოცვებით და ღვთისმოსავი ცხოვრებით, რაშიც უამრავი რელიგიური ადამიანია ჩაქსოვილი. მაგრამ ღვთის მიერ მოცემული ცოდვათა მიტევება არის იმათთვის, ვისაც უყვარს და სწამს მისი სიმართლე.
ყველანი მზად უნდა ვიყოთ გულითადად ვირწმუნოთ წყლისა და სულის სახარება. გსურთ ღმერთის სამართლიანობის მიღება? მაშინ აღიარეთ ღმერთის და მისი რჯულის წინაშე თქვენი უძლურებანი. მიხვდით, რომ თქვენი ცოდვების გამო ღმერთის რისხვის ქვეშ იმყოფებით და მისი სამართლიანობა გჭირდებათ! როცა ირწმუნებთ წყლისა და სულის სახარებას და მიიღებთ მას თქვენს გულში, უფლის სიმართლე თქვენი გახდება. უნდა იცოდეთ ეს ჭეშმარიტება.
იმათი გონება, ვისაც არ სწამს ღმერთის სამართლიანობის, დაბნეულია და გამომწყვდეულია სიცარიელეში
ღმერთმა გვითხრა, რომ ჩვენი აზრები თავიდანვე უმართლო იყო (დაბ. 1:2). რატომ იყო დასაწყისშივე მცდარი ადამიანის აზროვნება? ეს მოხდა იმიტომ, რომ დაცემულმა ანგელოზმა რომელიც ღმერთის წინააღმდეგ გაილაშქრა, არია და დააცარიელა ადამიანთა გონება, რითაც ხელი შეუშალა ღმერთის სამართლიანობის სიტყვის რწმენაში. ამიტომ შემოვიდა ცოდვა ადამიანის გულში (დაბ. 3:1-8).
წმ. წერილი მოგვითხრობს, რომ ღმერთის მიერ შექმნილი ანგელოზი მის წინააღმდეგ გამოვიდა. ამ ანგელოზმა სცადა დაპყრობოდა ღმერთის ტახტს თავისი ძალითა და ვერაგობით და როდესაც ამ ამბოხში მარცხი განიცადა, ჩამოგდებულ იქნა თავისი პრივილეგირებული პოზიციიდან. ამ დაცემულმა ანგელოზმა შემდეგ აცდუნა და მოატყუა მთელი კაცობრიობა და ღმერთის წინააღმდეგ აღძრა. ამ ანგელოზის სახელი არის სატანა. ეს ამპარტავანი ანგელოზი დღესაც მოქმედებს როგორც მორწმუნეებში ისე ურწმუნოებშიც ყოველგვარი მედიდურობითა და ამბოხით. ადამიანის ცდუნებით მან ღმერთის სამართლიანობის სიტყვის და მისი ძალაუფლების წინააღმდეგ გამოვიდა.
ეშმაკი მუდამ ტყუილებს იყენებს იმისათვის რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ წყლისა და სულის სახარების რწმენა. ეშმაკის მიერ მოტყუებულნი, ბევრი ამაოდ ცდოლობს საკუთარი სამართლიანობის დამყარებას. მან კაცობრიობა ცოდვაში ჩააგდო, გზა აუბნია და დააცარიელა მათი ცხოვრება.
ცოდვათა მიტევება და ღმერტყის მიერ მოცემული სამართლიანობა
სატანის ბოროტი ცდუნებით ცოდვაში ჩავარდნილი კაცობრობის ცოდვისგან დახსნა არაა დამოკიდებული პიროვნების მოწადინებაზე ან მის პირად სამართლიანობაზე. მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანი სასოწარკვეთით და ამაოდ ცდილობს თავი დაიხსნას ცოდვებისგან, ამავე დროს ღმერთის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებით, და ვერ ამჩნევს საკუთარ უკეთურობებს. ღმერთმა შერისხა ისინი, ვინც საკუთარ სამართლიანობას ეძებს, ვინც ცდილობს ღვთის სამართლიანობის დამსახურებას თავისი კეთილი საქმეებით. გამოსყიდვა ასეთი ადამიანებისთვის არაა; მარტო იმათ, ვინც იცის თავისი ცოდვილობის შესახებ და ვისაც სწამს წყლისა და სულის ჭეშმარიტი სახარების, უბოძა ღმერთმა თავისი სამართლიანობა.
ღმერთის ერთპიროვნული ნება თავის არსში განსხვავდება ადამიანთა აზროვნებისგან. პავლემ აგვიხსნა, რომ მიუხედავად იმისა თუ რა წარმატებით ავლენს გარეგნულად ადამიანი რელიგიური და ღვთისმოსავი ეკლესიის დასწრებას, ღამის ლოცვებს, დილის ლოცვებს, მარხვას, შესაწირავს, მონანიების ლოცვებს, და ა.შ., ის ვერასოდეს შეძლებს თავისი ცოდვებისგან განწმენდას.
ღმერთი გვეუბენბა, რომ რჯულის საქმეები ვერ მოგვცემენ ცოდვებისგან გამოსყიდვას და ვერ დაგვაუფლებინებენ ღვთის სამართლიანობას. როგორც ამბობს მე-9 თავის 32-33 მუხლები, “რატომ? იმიტომ რომ რწმენაში კი არა ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში. შებრკოლდნენ შებრკოლების ქვაზე, როგორც სწერია: “აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ქვას და წატყუების კლდეს და, ყოველი, ვისაც სწამს იგი, არ შერცხვება”
ამიტომ, ღმერთის სამართლიანობის მისაღებად უნდა ვირწმუნოთ იესოს ნათლობა და მისი ჯვრის სისხლი, რომლის მეშვეობით იესო გახდა შესაწირავი მსხვერპლი ღმერთსა და კაცობრიობის შორის. დაუშვებელია ღვთის სამართლიანობის უარყოფა, რომელიც უსასყიდლოდ მოგვეცა, მაშინ როცა იესოს ჩვენს მხსნელად ვაღიარებთ.
დღესაც კი, ბევრი ვინც უფალ იესოს როგორც თავის მხსნელს აღიარებს, მაინც ცოდვილად რჩება, რადგან არ სწამთ სახარება, რომელიც წარმოაჩენს რმერთის სამართლიანობას. ადამიენები ვერ დაიმსახურებენ ღმერთის სამართლიანიბას რჯულის დაცვით. ვინც იწამა ღმერთის სამართლიანობის სირტყვა, უნდა უარყოს საკუთარი სამართლიანობის მიღწევის მცდელობა. უნდა გახსოვდეთ, რომ იესო გახდა შებრკოლების ქვა მათთვის, ვინც ცდილობდა გამოსყიდვის და ღმერთის სამართლიანიბის მიღწევას რჯულის საკუთარი საქმეებით.
ღვთის მიერ ჩვენდამი მოცემული წყლისა და სულის სახარება არის ჭეშმარიტება, რომელიც იხსნის იმათ, ვისაც სწამთ იესო ქრისტე, როგორც მათი მხსნელი და ეს აზრი ღმერთის სამართლიანობის მაძიებლებს მუდამ თან უნდა დასდევდეს. ის რაც აბსოლუტურად აუცილებელია გამოსყიდვასა და საუკუნო სიცოცხლის მისაღებად, არის ღმერთის სამართლიანობის სიტყვის რწმენა, რომელიც იესოს ნათლობაში და მისი ჯვრის სისხლში გამოვლინდა. ეს სიტყვა გვიჩვენებს თუ ვის არა აქვს ქრისტიანთა შორის ცოდვათა გამოსყიდვის მიღების უნარი და ამავე დროს, გვასწავლის, რომ წყლისა და სულის სახარების მორწმუნეები მიიღებენ ღმერთის სამართლიანობას.
ამიტომ სწორი რწმენა ითხოვს იმის გაგებას, რომ ღმერთს არ გადაუწყვეტია ადამიანთა გარკვეული ჯგუფის უპირობოდ არჩევა და მათი ჯოჯოხეთში ჩაგდება. ღმერთს მართლაც რომ შეეყვარა ზოგი უპირობოდ, ზოგი კი შეეძულა, ადამიანები მის სამართლიანობას პატივს არ მიაგებდნენ.
წყლისა და სულის სახარების მეშვეობით ღმერთმა დაადგინა გამოსყიდვისეული სიმართლის კანონი ყველა ცოდვილის მათი ცოდვებისგან დასახსნელად და მოგვცა მის სიყვარულში შემოსვის უდიდესი კურთხევა. ყველამ უნდა უარყოს თავისი პირადი სამართლიანობა წყლისა და სულის სახარების წინაშე, რომელიც ღმერთის სამართლიანობის მიერ მოგვეცა. ღმერთმა მისცა თავისი სამართლიანობა მხოლოდ მათ, ვინც ირწმუნა იგი.
ღმერთს არ მიუცია ადამიანებისთვის იმის უფლება, რომ საკუთარი სამართლიანობით შეძლებოდათ ცოდვებისგან გათავისუფლება. წყლისა და სულის სახარების, როგორც ღვთის სამართლიანობის რწმენის გარეშე, ვერავინ მიიღებს მის სამართლიანობას, თუნდაც ის იესოს რწმენას აღიარებდეს (იოანე 3:1-8).
ნათლობა, რომელიც მიიღო იესომ და სისხლი, რომელიც მან დაღვარა ჯვარზე, გახდა ღმერთის სამართლიანობა. აი რატომ იქცა იესო შებრკოლების ქვად მათთვის, ვინც საკუთარ სამართლიანობას ეპიტონება. ამიტომ იესოს მორწმუნეებმა უნდა გაიგონ და დაინახონ, რომ როდესაც ისინი საკუთარ სამართლიანობას ელტვიან, ისინი ამით ღმერთის სამართლიანობას ფეხქვეშ თელავენ. ვერც ერთი ცოდვილი ვერ შევა ზეციურ კარიბჭეში ღმერთის სამართლიანობისადმი რწმენის გარეშე. ჩვენ, იესოს მორწმუნეებმა, უნდა მივიღოთ ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა ღვთის სამართლიანობის რწმენით.
იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა ამ წუთისოფლად, არის ცოდვილთა მხსნელი და თვით ღმერთის სამართლიანობა. ჩვენ ჭეშმარიტად უნდა გვწამდეს ამ ღვთის სამართლიანობის, რადგან იესომ მოგვიტევა ცოდვები წყლისა და სულის სიტყვით. იესოს მორწმუნეებს უნდა სწამდეთ მის მიერ იოანესგან მიღებული ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლის, როგორც ღმერთის სამართლიანობის. მხოლოდ ისინი, ვისაც სწამთ წყლისა და სულის დაწერილი სიტყვის, შეძლებენ ზეცაში მოხვედრას.
ჩვენ რისხვის და წყალობის ჭურჭლებად ვიყოფებით
უფალმა თქვა, “რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?” (მათე 16:26). თუ ვინმე თავის საუკუნო სიცოცხლეს დაკარგავს, მისი ამქვეყნიური მიღწევები ფუჭია, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. ვინმემ მთელი ქვეყნიერება ან თუნდაც მთელი სამყარო რომ დაიპყროს, თუ მას არ მიუღია ღმერთის სამართლიანობა იესოს ნათლობის და ჯვრის სისხლის რწმენით, ყოველივე ეს მოსახვეჭელი უსარეგებლო აღმოჩნდება.
მნიშვნელობა არა აქვს რამდენად მაღალი თეოლოგიური დოქტრინებია განვითარებული, მხოლოდ წყლისა და სულის სახარების რწმენით, რომელიც ღვთის სამართლიანობას აღასრულებს, შეუძლია ადამიანს მისი სიმართლის მიღება და რწმენა. იესოს მორწმუნეებს ცოდვებისგან გათავისუფლება მარტო ღმერთის სამართლიანობის რწმენის და მიღების შემდეგ შეუძლიათ.
დღეს-დღეობით ჩვეულებრივია ისეთი მორწმუნეების დანახვა, ვინც აღიარებს ღმერთის სამართლიანობის რწმენას, მაგრამ ყოველი დილის ლოცვის კრებაზე ჰგოდებს თავისი ცოდვების გამო. უნდა გვესმოდეს, რომ ამგვარი რწმენა, რომელსაც აღიარებენ ღმერთის სამართლიანობაში მოცემული გამოსყიდვის ურწმუნო ადამაინები, არაა მოსაწონი ღმერთისთვის, და ამით ისინი მარტო მის რისხვას იწვევენ. რადგან ღმერთის სამართლიანობას დაუპირისპირდნენ, ისინი მხოლოდ მის მტრებად რჩებიან.
იოანე 3:5 გვეუბნება, რომ “ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში.” ამიტომ უნდა გადაწყვიტოთ თქვენი ცოდვების პრობლემა წყლისა და სულის სახარების და ღვთის სამართლიანობის რწმენით. ეს სახარება იქცა ღვთის სამართლიანობად, რომელსაც თქვენთვის ცოდვების მიტევების და მისი სამართლიანობის მიცემა შეუძლია.
თუ ისეთი რწმენის ქონა გსურთ, რომელიც გაგამართლებთ ღმერთის წინაშე, უნდა მიჰყვეთ და გწამდეთ წყლისა და სულის სიტყვის, რომელიც შეიცავს ღვთის სამართლიანობას. ასევე უნდა მიხვდეთ, რომ გულში ღვთის სამართლიანობის შესაშვებად თქვენ საკუთარი სამართლიანობა უნდა უკუაგდოთ. ისრაელიანებს და წარმართებს პავლე ეუბნებოდა, რომ მიეტოვებინათ საკუთარი სამართლიანობის მიღწევის მცდელობა, თუ სურდათ ღვთის სამართლიანობის მიღწევა.
ღმერთმა მისცა აბრაამს ძე, როგორც ღვთის სამართლიანობისადმი რწმენის ნაყოფი. ღმერთის სამართლიანობა წარმოჩენილია წყლისა და სულის სახარების სიტყვაში. ყველა ვისაც სწამს სამართლიანობის სიტყვის, გამართლებას პოულობს. რებეკას, ისააკის ცოლს, მისგან ტყუპები ეყოლა, და თვით მათ დაბადებამდე, ან რაიმე კეთილის თუ ბოროტის ქმნამდე, მას ეთქვა, რომ “უფროსი დაემონებოდა უმცროსს.” ამ ნაწყვეტიდან ზოგმა გააკეთა დასკვნა, რომ ღმერთი არაა სამართლიანი ღმერთი და რომ ასეთი გადაწყვეტილება უმართლო იყო.
ეს მოხდა იმიტომ, რომ ღმერთმა უკვე იცოდა იაკობის და ესავის მომავალი, მაშინაც კი როცა ისინი ჯერ კიდევ რევეკას მუცელში იყვნენ. ღმერთის სამართლიანობის საიდუმლო დაფარულია წყლისა და სულის სახარებაში. ვინაიდან ესავი იკვეხნიდა საკუთარი საქმეებით, ღმერთმა დაინახა, რომ მას არაფერი გაეგებოდა ღვთის სამართლიანობის და ამიტომ შეიძულა იგი. სხვა მხრივ, იაკობი იყო ის, ვინც იწამა ღმერთის სამართლიანობა და მთელი დიდება მხოლოდ მას აღუვლინა; ამიტომ ღმერთს სხვა არაფერი შეეძლო თუ არა შეეყვარა იგი.
ამიტომ ის ფაქტი რომ ღმერთმა შეიყვარა იაკობი და შეუძულა ესავი, რეალურ ვითარებას ემყარებოდა. ღმერთი არ იწონებს ესავის ნაირ ადამიანებს, ვინც იკვეხნის საკუთარი ძალით, ღვთის სამართლიანობით რწმენის გარეშე, მაგრამ ის იწონებს და უყვარს იაკობის მსგავსი ადამიანები, რომლებმაც იციან თავისი ნაკლოვანებების შესახებ და მხოლოდ ღმერთის სამართლიანობის რწმენას ემყარებიან.
ადამიანებს ხშირად არასწორად ესმით ღმერთის სამართლიანობა, როცა კითხულობენ, თუ როგორ შეეძლო ღმერთს ამნაირად მოქცეულიყო ისააკის მიმართ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ღმერთს ერთნი უყვარს და სძულს მეორენი, მასში რაღაც პრობლემაა და შესაძლოა იესოს რწმენაზეც უარი განაცხადონ, რადგან ის უსამართლო ღმერთი ჰგონიათ.
მაგრამ როგორ შეიძლება ღმერთი იყოს უსამართლო? თუ ვინმე ღმერთს უმართლოდ სთვლის, ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ამ პიროვნებას არა აქვს ღმერთის სამართლიანობის სწორი გაგება. უფრო მეტიც, ეს სწორედ ის ხალხია, ვისაც არა სწამთ რა ღმერთის სამართლიანობის, მისი გადაფარვა სურთ საკუთარი ადამიანური სიმართლით, რომელიც ღრმად უსამართლოა ღვთის წინაშე. ყველამ უნდა მოიშოროს საკუთარი სამართლიანობა ღვთის სამართლიანობის წინაშე და სწამდეს წყლისა და სულის სახარების სიტყვის.
ეს არის გამოსყიდვის სიტყვის რწმენის ერთადერთი გზა, რომელიც შეიცავს ღვთის სიმართლეს. ის აზრი რომ ღმერთი უსამართლოა, არის მხოლოდ თქვენი პირადი წარმოდგენის ნაწილი, რომელიც ღმერთის ღრმა განზრახვის უცოდინარობიდან გამომდინარეობს, იმ განზრახვის რომელიც მის გეგემაში და წინასწარ განსაზღვრაში იყო ჩაფიქრებული. ღმერთის სამართლიანი გეგმა გამიზნული იყო ჩვენთვის მისი სამართლიანობის გამოცხადებაზე. რადგან ღმერთისთვის უკვე ცნობილი იყო ტყუპების მომავალი, მან შესაბამისად დაგეგმა ყოველივე თავისი სამართლიანობის ფარგლებში და იმათი სიყვარული გადაწყვიტა, ვინც მას ირწმუნებდა.
უნდა გავიგოთ და ვირწმუნოთ ღმერთის გეგმაში მოქმედი მისი სამართლიანობა. იაკობსა და ესავს შორის ვის მოუწოდებდა ღმერთი? უფალმა თქვა, რომ ის “მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვიდა.” სხვა სიტყვებით, ღმერთის სამართლიანობა მოუწოდებს ისეთ ადამიანებს როგორც იაკობი. რაც შეეხება ესავს, მან არა მარტო არ უპასუხა ღმერთის მართალ მოწოდებას, არამედ საკუთარი სამართლიანობითაც ტრაბახობდა. ამიტომ დაიმსახურა ესავმა სიძულვილი, მაშინ როდესაც იაკობი გახდა ის პიროვნება რომელმაც უპასუხა ღმერთის სამართლიანობის მოწოდებას.
ყველა ეს ბიბლიური ჭეშმარიტება გაგებულ უნდა იქნეს ღვთის სიყვარულის და სამართლიანობის რწმენის ფარგლებში. თუ ვინმე ცდილობს ღმერთის წინასწარი განზრახვის ამოცანის ამოხსნას მისი სამართლიანი სიყვარულის ჭეშმარიტი ცოდნის გარეშე, ის თავისით დაგებულ მახეში გაებმევა, რომელიც მას წარწყმედამდე მიიყვანს.
ღმერთმა დასახა წინასწარი განზრახვა თავისი სამართლიანობის სიყვარულის წარმოსაჩენად. იაკობი იყო ადამიანი, რომელიც მიხვდა თავის უკეთურობას და ირწმუნა ღვთის სამართლიანობის სიტყვა. ის რომ ღმერთმა შეიყვარა იაკობი და შეიძულა ესავი, სამართლიანია. ღმერთის სამართლიან თვალში ყველა იმსახურებდა მის რისხვას, მაგრამ მან უზრუნველყო თავისი გამოსყიდვა ყველა იმათთვის, ვინც მის სამართლიანობას ირწმუნებდა. ისინი ვინც ღვთის სახის წინაშე მისი წყალობით არიან შემოსილნი, არიან ადამიანები, რომლებიც არ იკვეხნიან საკუთარი სამართლიანობით, არამედ სწამთ ღმერთის სამართლიანობის, როგორც თავისი გამოსყიდვის. ეს ის ხალხია ვინც აღიარებს, “ჩემი ცოდვების გამო მე ჯოჯოხეთში მსჯავრის მიღებას ვიმსახურებ. უფალო ღმერთო, შემიწყალე მე და მასწავლე შენი სამართლიანობა.”
ღმერთის აძლევს ცოდვათა მიტევებას მხოლოდ მათ, ვისაც მისი სამართლიანი სიყვარულის სწამს, და ეს არის ღმერთის გეგმა, რომელიც მან უკვე განგვიხილა და რომლის მიერ ჩვენ მისი შვილები უნდა გავხდეთ. არ უნდა შეცდეთ ღმერთის გეგმის გაგებაში, რომლის მიხედვით მან იაკობი შეიყვარა და შეიძულა ესავი. თუ რაიმე მიზეზით თქვენ არასწორად გესმოდათ ღმერთის სამართლიანობა, ახლა ის დროა, რომ ისევ ირწმუნოთ მის სამართლიანობაში არსებულო სამართლიანი სიყვარულის.
მე მწამს ღმერთის სამართლიანობის. მათ ვისაც სწორად ესმის ღმერთის სამართლიანი სიყვარული, ასევე შეუძლიათ მისი სამართლიანი განზრახვის სწორად გაგება და რწმენა. მაგრამ ამ სამყაროში მხოლოდ მცირედს გააჩნია ღმერთის სამართლიანი გეგმის სწორი გაგება და მისი რწმენა და ბევრი იღუპება ღმერთის განზრახვის არასწორად გაგების გამო.
ასეთ ადამიანებს ჰგონიათ, რომ რადგან წმ.წერილი გვეუბნება რომ ღმერთმა შეიძულა ესავი, ზოგიერთი ადამიანი შემთხვევით განპირობებულია ღმერთის მიერ სიძულვილისთვის, თითქოს ღვთისგან სიძულვილი მათი გარდაუვალი ბედ-იღბალი ყოფილიყო. მაგრამ ჩვენი ღმერთი არ არის ასეთი დესპოტური ღმერთი. ღმერთი არის მოსამართლე, რომელიც სამრთლიანია თავის გადაწყვეტილებაში. მას ყველა ჩვენთაგანისთვის სურს თავისი მართალი წყალობის და სიყვარულის მიცემა.
ღმერთმა ისურვა გადმოეცა ჩვენთვის თავისი სამართლიანობა იესო ქრისტეს მეშვეობით, შეემოსა მისი სამართლიანობის მორწმუნეები თავისი წყალობით და გაეხადა ისინი თავის შვილებად.
ეს ჭეშმარიტება გამოვლენილია ახალ აღთქმაში მათეს სახარებაში 9:12-13, სადაც იესო ამბობს, “მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი;’ მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.” ჯანმრთელები არ საჭიროებენ მკურნალს და სძაგთ კიდეც მისი. ისევე როგორც ადამიანებს არ ესმით ექიმის მნიშვნელობა, სანამ ჯანმრთელები არიან, ისინი ვერ გებულობენ გულითადი რწმენით ღმერთის სიმართლის მიღების უდიდეს მნიშვნელობას. არ უწყიან რა ღმერთის სამართლიანობას, ისინი თავისი სამართლიანობის მიღწევით არიან დაკავებულნი.
მაგრამ ცოდვილებმა უნდა მიატოვონ საკუთარი სიმართლე და ღმერთის სამართლიანობა იწამონ. ღმერთის წინაშე თქვენ შეგიძლიათ იყოთ ან იაკობი ან ესავი. ვინ გინდათ რომ იყოთ? ღმერთის ჯილდო თუ სასჯელი დამოკიდებული იქნება თქვენს გადაწყვეტილებაზე, იწამოთ თუ არა ღვთის სამართლიანობის გამოსყიდვის.
ღმერთში არაა შეცდომა
ყველა არსება თავისი ბუნებით მოპაექრეა. ზოგი მათგანი შეიძლება ძალზედ განათლებული და წარმატებული პიროვნება იყოს, ზოგს კი შესაძლოა სხვებისთვის მრავალი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული. მაგრამ ღმერთის სამართლიანობის გაგების და რწმენის გარეშე, ისინი ვერ მიიღებენ ღმერთის მოწონებას. ყველა – თქვენც და მეც, ისრაელიანებიც კი, - ჯოჯოხეთისთვის იყვნენ განწირულნი ღვთის წინაშე. ამისდა მიუხედავად, ჩვენ გავმართლდით, არა ჩვენი საკუთარი ძალისხმევით, საქმეებით, ან ძალით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რწმენით ღმერთის სამართლიანობისა.
ვინაიდან ღმერთმა მიკერძოებლად და სამართლიანად მისცა ყველას თავისი მართალი სიყვარული, ყველა მის მორწმუნეს შეუძლია თავიანთი ცოდვებისგან გათავისუფლება. ღმერთი არაა უსამართლო ღმერთი, როგორც თქვენ შეიძლება გეფიქრათ.
გამოსყიდვის კურთხევის მიღების ან არმიღების საკითხი დამოკიდებულია იმაზე, სურს თუ არა ადამიანს მისი მიღება. ამიტომ არის რომ ზოგი პიროვნება რისხვის ჭურჭლად იქცა, სხვა კი – წყალობის ჭურჭლად. ასევე, იაკობი გახდა წყალობის ჭურჭელი, ესავი კი რისხვის ჭურჭელი აღმოჩნდა.
მაგრამ ზოგი თეოლოგი და ისინი ვისაც არა აქვთ სულიწმინდა, ხშირად აძაგებენ ღმერთს. ისინი ამბობენ, “შეხედე, ხომ აქცია ღმერთმა ფარაონი რისხვის ჭურჭლად? შეხედე იაკობს და ესავს! შეხედე რებეკას! შეხედე რა მოიმოქმედა მეჭურჭლემ! არ უქცევია ღმერთს ზოგი ადამიანი წყალობის ჭურჭლად დასაწყისიდანვე? ეს მხოლოდ განგების საკითხია!” მათი ლოგიკა შემდეგნაირია: ზოგი ადამიანი უკვე ამორჩეული იყო ღმერთის შვილად თავის დაბადებამდე; და ყველა ის, ვინც განპირობებული და განზრახული იყო ღმერთის სიყვარულში შესამოსად, გახდა მისი შვილი, მაშინ როცა დანარჩენები ჯოჯოხეთისთვის იქნენ არჩეულნი. აი ასე უტევენ ისინი ღვთის არჩევანის საკითხს. მაგრამ ღმერთმა ყველას უბოძა თავისი სამართლიანობა, და მიუკერძოებლად ირჩევს იმ ხალხს, ვინც ამას რწმენით ღებულობს.
ჩვენ გავმართლდით ღვთის სამრთლიანობის რწმენით მაშინ როცა რეალურად მანამადე მისი ხალხი არ ვყოფილვართ. ღმერთი იწონებს ჩვენს რწმენას რადგან გავმართლდით წყლისა და სულის სახარების რწმენით მისი სიტყვის მეშვეობით. ასეთია იმ სახარების ჭეშმარიტება, რომელიც ღმერთის საოცარ ძალას ავლენს.
თავიდან ჩვენში არ იყო ღმერთი, არ ვიცნობდით მას და ყველანი ცოდვილები ვიყავით, მაგრამ ღვთის სამართლიანობის რწმენით გავხდით მისი ერი. წყლისა და სულის სახარება, რომლისაც გვწამს, არაა ნაკლული, არამედ სრულყოფილი და სრული. ჩვენ უნდა ვადიდოთ Eღმერთი იმისათვის რომ მოგვცა ჭეშმარიტება, რომლითაც მისი სამართლიანობის მიღება შევძელით.
ჩვენი ცხოვრება შეიძლება სავსე იყოს პრობლემებით, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რმერთის სამართლიანობა, ვინაიდან მან ჩვენ თავისი ძალის სიდიადე გვასწავლა. მთელ სამყაროში უბედნიერესი პიროვნება არის ის, ვისაც შემეცნებული აქვს ღმერთის სამართლიანობა. ჩვენ შორის მათთვის, ვისაც სწამს უფლის, სამპიროვნული ღმერთი არის მოწყალების მამა. ის არის ჩვენი წმინდა ღმერთი. მან ჩადო ღმერთის სამართლიანობის რწმენა ჩვენს სულებში, ვინც ვირწმუნეთ იგი. ჩვენ გავხდით ღმერთის შვილები და მისი მადლის და კურთხევების მიმღებნი, მისი სამართლიანობის ცოდნითა და რწმენით.
და მაინც ბევრი ადამიანი მეტად დაკავებულია კეთილი საქმეების კეთების პირადი ძალისხმევით. მოწყალების გაღება, ეკლესიისთვის ნებაყოფლობითი შრომა, მისთვის მსხვილი შემოწირულობების სხვებთან პაექრობით, - შეიძლება იფიქროთ რომ ყოველივე ეს კეთილი საქმეა, მაგრამ მხოლოდ ისინი თავისთავად ვერ და არ დაგიხსნიან. მარტო ამ საქმეებზე ყურადღების გამახვილება არ არის თქვენი ღვთის სამართლიანობის რწმენის მაჩვენებელი, არამედ წარმოაჩენს იმას, რომ პირად სამართლიანობას მიელტვით. ისინი ვინც დაკავებულია საკუთარი ხორცის მცდელობით, რმერთის წინააღმდეგ მიდის. მსგავსი ხორციელი საქმეებით დაკავებული ხალხი სწორედ ისინი არიან, ვისაც არ შეუცვნია ღვთის სამართლიანობა.
წმ. წერილი გვეუბნება, რომ ღმერთის ხსნა არ ეძლევა მათ, ვინც მას მისდევს, არამედ მხოლოდ მათ ვისაც ღვთის სამართლიანობის სწამს. ამ სამართლიანობის მიღება მხოლოდ ჩვენი მოწყალე ღმერთის რწმენითაა შესაძლებელი. ღმერთის მიერ ჩვენ საქმეების გამო კი არ ვართ შეყვარებულნი, არამედ მხოლოდ მისი სამართლიანობის რწმენით. სწორედ ამიტომ არის ჭეშმარიტი რწმენა სრულიად დამოკიდბული იმაზე ვიცით და გვწამს თუ არა ღმერთის სამართლიანობა.
საწყისიდანვე არ ვიყავით უსარგებლო არსებები? და მაინც, გავხდით თუ არა ღირსეულნი ღმერთის სამართლიანობის რმწენის გამო? ჩვენ ბოლომდე შეგვიძლია ამ რწმენის შენარჩუნება ღვთის სამართლიანობის რწმენის მეშვეობით და იმის სიამაყით, რომ ახლა მისი შვილები გავხდით.
ამ წუთისოფელში ბევრია ვინც ბოროტს სჩადის და ამბობს რომ არ არსებობს არავითარი ღმერთი, მაგრამ რმერთმა შეგვიწყალა იმის გამო რომ მისი სამართლიანობა ვირწმუნეთ. ახლა ჭეშმარიტად ღირსეულნი ვართ ღმერთის წინაშე და ჩვენი ღმერთით ამაყობა ნამდვილად დამსახურებულია. შეიძლება გასაჭირი და განსაცდელი შეგვხვდეს ამ ქვეყნად, მაგრამ სულიერად ყველანი მდიდრები და ბედნიერები ვართ. ყველამ უნდა მივყვეთ ღმერთის სამართლიანობას და განვადიდოთ იესო.
ღმერთმა ყველა ცოდვილი თავის უცოდველ, მართალ და მის წინაშე სრულყოფილ შვილად გახადა. უნდა გავიგოთ, ვის ეძლევა ღმერთის სამართლიანობა. ღვთის სამართლიანობამ ყველა ჩვენი ნაკლოვანება გამოასწორა და ყველა ჩვენი ბინძური ცოდვა განწმინდა. გწამთ თუ არა ამ ჭეშმარიტების, სრულიად მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენც სრულყოფილად იყავით დახსნილი თქვენი ცოდვებისგან ღმერთის სამართლიანობის მეშვეობით. მაშ რას იზამთ? ხვალისათვის გადადებთ რწმენის გადაწყვეტილებას?
დაე თქვენთან იყოს ღმერთის სამართლიანობა.