• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 10-1] მე-10 თავის შესავალი

არსებობენ ადამიანები, ვისაც წყლისა და სულის სახარების რწმენასთან ერთად საკუთარი სამართლიანობის მიღწევის მცდელობა გააჩნიათ? წმ. წერილი ამბობს, რომ ასეთი ადამიანები ღმერთის სამართლიანობის ურწმუნოებით და ამის ნაცვლად საკუთარი სამართლიანობის მიღწევის მცდელობით, ღვთის წინააღმდეგ გამოდიან. როგორ იქცევიან ასეთი ადამიანები?
დაგეგმა თუ არა ღმერთმა მთელი კაცობრიობისათვის თავისი ხსნის, ანუ მისი სამართლიანობის მიცემა და იესო ქრისტე გამოუგზავნა იესრაელიანთა მეშვეობით? რა თქმა უნდა მან ეს გააკეთა! იესოს ისე ძლიერ სურდა ყველა ცოდვილის დახსნა მათი ცოდვებისგან, რომ მოვიდა ამ დედამიწაზე, ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღდგა. სხვა სიტყვებით, ის მოვიდა ყველა მისი მორწმუნის გადასარჩენად.
მამა ღმერთმა ისრაელიანებთან მათი ცოდვებისგან დასახსნელად იესო ქრისტე გამოუგზავნა, მაგრამ მათ მაინც არ მიიღეს იესო, ღვთის სამართლიანობა. ამის ნაცვლად ისინი პირადი სამართლიანობის წარმოჩენით იყვნენ შეპყრობილნი. ისინი ახლაც კი ვერ ღებულობენ მას როგორც თავისი ერის მესიას და სულების მხსნელს.
პავლე ამბობდა რომ არსებობენ ღმერთის მიერ წარმოგზავნილი ადამიანები და სწორედ მათ მიერ არის შესაძლებელი დიდებული სახარების მოსმენა. სახარება რომელიც ღვთის მიერ გამოგზავნილი მსახურებისგან მოისმის, არის ღმერთის სამართლიანობის მომცველი კეთილი უწყება. ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. მხოლოდ ღმერთის სამართლიანობის მცოდნე და მორწმუნე მსახურთა მიერ ნაქადაგები წყლისა და სულის სახარების მოსმენით შეძლებთ იმის რწმენას, რომ ღმერთმა ცოდვათა მიტევება და თავისი სამართლიანობა მოგმადლათ.
წყლისა და სულის სახარება არის საუკეთესო და უმშვენიერესი უწყება მსოფლიოში. სწორედ ამ კეთილმა და მშვენიერმა უწყებამ დაიხსნა ცოდვილები მათი ცოდვებისგან. ეს მშვენიერი უწყება ავსებს ადამიანთა სულს ვინაიდან ღმერთის მიერ მოცემული წყლისა და სულის სახარება არის მათი სულებისთვის ჭეშმარიტი საკვები.
ღვთის მიერ მოცემულ გამოსყიდვის ბრწყინვალე სახარებაში ჩადებულია ყველა ადამიანის ცოდვათა მიტევების ძალა. წყლისა და სულის სახარებას აქვს კურთხევის ძალა, რათა მისცეს მშვიდობა ჩვენს სულებს ცოდვათა მიტევებით.
ღმერთის რჯულზე კონცეტრირებულნი, ისრაელიანები თავისი პირადი სიმართლის მიღწევით იყვნენ დაკავებული. ვინაიდან ეგონათ, რომ მათი პირადი სამართლიანობა რჯულის მიმართ მორჩილებით საკმარისი იყო, მათ არ მიიღეს იესო, როგორ თავისი მხსნელი. ისინი იმდენად გულმოდგინეთ ეპოტინებოდნენ რჯულის საქმეებს, რომ ღმერთის სამართლიანობას ვერც კი იტანდნენ. მათ აქამდე ვერ შეძლეს უფლის, როგორც თავიანთი მხსნელის მიღება და ისევ ცდილობენ პირადი სამართლიანობის დამყარებას.
გვეუბნება წმ. წერილი იმის შესახებ, რომ ისრაელიანები წინ აღუდგნენ ღმერთის სამართლიანობას თავისი პირადი სამართლიანობის დასამყარებლად? ლაპარაკობდა რა ისრაელიანებზე, რომლებიც რჯულით იყვნენ შეპყრობილნი, პავლემ დაგმო მათი რწმენა როცა თქვა, “ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.” (რომ. 10:4).
ლეგალისტური რწმენა რომელიც პირად სამართლიანობას ელტვის, უმართლოა ღმერთის წინაშე. მაშინ როცა ისრაელიანები მხოლოდ ძველი აღთქმის კანონების დაცვით იყვნენ დაკავებულნი, მათ ვერ დაინახეს, რომ იესო, რომელიც გახდა ღმერთის სამართლიანობა, სწორედ მათი მხსნელი უნდა ყოფილიყო და ამის მაგივრად მის წინააღმდეგ გაილაშქრნენ. თავის მცდელობაში ეკვეხნათ იმით, რომ იყვნენ რჩეული ერი რომელსაც მიეცა ღმერთის სიტყვა და რომელსაც ეს სიტყვა უნდა დაეცვა, ისრაელიანები საბოლოოდ იქცნენ ერად, რომელიც ღმერთის სამართლიანობას დაუპირისპირდა.

 

თქვენი პირადი სამართლიანობის დამყარება გსურთ?


ისრაელიანთა რჯულის მიმართ გულმოდგინების პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი სიმართლის დამყარებას მიელტვოდნენ. ამის გამო, უფლის მიერ დადგენილი ღმერთის სამართლიანობა სრულიად იქნა უკუგდებული.
ისრაელიანთა ლეგალისტური რწმენის შედეგი იყო ის რომ ისინი ღმერთის სამართლიანობას აღუდგნენ წინ; ამრიგად, მათ დღემდეც ვერ გაიგეს რაოდენ გარდაუვლად დამღუპველი იყო ამის შედეგი. რა სიკეთე ან სარგებელი მოუტანა მათ რჯულის საქმეების მიდევნამ? ღმერთის სიტყვის დაცვის ვნება მათთვის მხოლოდ დაბრკოლებად იქცა ღვთის სამართლიანობის შემეცნებისა და რწმენის გზაზე. კიდევ ერთხელ, უნდა გავიგოთ, რომ იმ ადამიანთა “გულმოდგინება” ვისაც რჯულის მართებული გაგება არ გააჩნია, მათ საბოლოოდ მხოლოდ ღმერთის სამართლიანობის მოწინააღმდეგებად აქცევს.
წმ. წერილი ნათლად გვეუბნება, რომ იესო გახდა ყველა მორწმუნისათვის რჯულის დასასრული სამართლიანიბის მისაღწევად. უფალმა აღასრულა ღმერთის სამართლიანობა იმით რომ თავის თავზე აიღო მთელი სამყაროს ცოდვები თავისი ნათლობით და ჯვარზე სისხლის დაღვრით, რათა როგორც ისრაელიანთა, ასევე წარმართთა ცოდვები განეწმინდა. ამრიგად წყლისა და სულის სახარება რომელიც მოიცავს ღმერთის სამართლიანობას, და არა რჯულს, იქცა ყველა ცოდვილისთვის უდაბნოში მოთავსებულ წყლის ოაზისად. სწორედ ამ წყლისა და სულის სახარებამ ამოშალა ჩვენი ცოდვები და ჭეშმარიტი განწმენდა მოგვანიჭა. სხვა რომელი გზით, თუ არა წყლისა და სულის სახარებით, მოიპოვებდნენ მთელი წუთისოფლის ცოდვილები თავისი გულების ჭეშმარიტ განწმენდას?
აქ, რომაელთა წიგნში, პავლე გვეუბნება, რომ პირადული სამართლიანობის დამყარება, ღმერთის სამართლიანობის რწმენის გარეშე, მძიმე ცოდვაა. რა სახის სახარება უნდა ყოფილიყო მშვენიერი უწყება ჩვენთვის, წარმართებისთვის? ეს ის სახარებაა, რომელმაც გვაუწყა, რომ ჩვენმა უფალმა იტვირთა ქვეყნიერების ყველა ცოდვა თავის ნათლობაში.
ეს არის ის სახარება, რომელიც ჩაწერილია მათეს 3:13-17-ში, და ამოწმებს იესოს მიერ წუთისოფლის ცოდვების აღებას: “მაშინ გალილეიდან იორდანეზე მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა და ეუბნებოდა: “მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?” მიუგო იესომ და უთხრა მას: “ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.” მაშინ მიუშვა იგი. ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილოა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბოდა: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.” აი როგორ აიღო იესომ თავის თავზე მსოფლიოს მთელი ცოდვა იოანესთან ნათლობით.
პავლე უწყრებოდა ლეგალისტებს, რომლებსაც არ სწამდათ ღვთის სამართლიანობის და კითხულობდნენ: “ვინ ავა ზეცაში?” (ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად).” აქ ისმეოდა შეკითხვა, “ვის შეუძლია ცოდვებისგან თავის დახსნა მარტო რჯულის დაცვით?” პავლეს სიტყვების მიზანი იყო იმის ხაზის გასმა, რომ რჯულის დაცვა ვერასოდეს მოიტანს ცოდვისგან ხსნას. ის გვეუბნება, რომ არ არსებობს არეფერი, რისი გაკეთებით ჩვენ ცოდვებისგან თავის დახსნას შევძლებთ.
თავის წერილებში პავლე ხშირად ლაპარაკობს ღმერთის სამართლიანობაზე. პავლეს პასუხი ჭეშმარიტ რწმენაზე რომაელთა 10:10-ში მოიძებნება, სადაც ნათქვამია, “ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.” პავლეს მიერ ნაქადაგები სახარება იყო ის კეთილი უწყება, რომელიც გვეუბნება, რომ შეგვიძლია ღმერთის სამართლიანობის მიღება ჩვენი უფლის ნათლობისა და მისი ჯვრის სისხლის რწმენით, რომლის მეშვეობით ღმერთის სამრთლიანობა გამოვლინდა. უნდა ვიწამოთ, რომ უფალმა მოგვცა წყლისა და სულის სახარება და რომ ამ სახარების მორწმუნეებს ჭეშმარიტი სულის სიმშვიდე მიანიჭა.

 

ჭეშმარიტი რწმენა მოდის ღმერთის სიტყვის მოსმენისგან


რას გვეუბნება პავლე ჭეშმარიტ რწმენაზე? რომაელთა 10:17 ამბობს, “ამრიგად რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.” სხვა სიტყვებით, ჭეშმარიტი რწმენა მოდის როცა ვისმენთ სახარებას, რომელსაც ღვთის მსახურები, რომელთა მეშვეობით ის ლაპარაკობს, ქადაგებენ მის სიტყვას.
ჩვენი რწმენის სიმტკიცე გამომდინარეობს ღმერთის სიტყვიდან და იმისათვის რომ ვიყოთ ჭეშმარიტი წრმენის ადამიანები, უნდა მოვისმინოთ და ვირწმუნოთ მისი სიტყვა. მხოლოდ ღმერთის სიტყვის მოსმენით შეგვეძლება ნამდვილი რწმენის ქონა და მხოლოდ მისი მეშვეობით გაიზრდება ჩვენი რწმენა. ამიტომ გამოაგზავნა ღმერთმა თავისი მსახურნი, რომლებიც მის სამართლიანობას ქადაგებენ.
როცა გვწამს წყლისა და სულის სახარების, რომელიც ღმერთისგან კაცობრიობას მოეცა, შეგვიძლია ცოდვების მიტევების და გულის სიმშვიდის მიღება. ცოდვისგან დახსნა მხოლოდ ღმერთის სამართლიანობის რწმენითაა შესაძლებელი, საიდანაც გონებისა და გულის სიმშვიდეს მოვიპოვებთ.
ხომ გვეთქვა, რომ ჩვენი უფლის სამართლიანობა განწმენდს ჩვენს ცრემლებს და დაგვიხსნის ყველა სატკივარისგან? რა თქმა უნდა, გვეთქვა. ღვთის მიერ მოცემული წყლისა და სულის სახარების რწმენით ყველა ჩვენი სატკივარი გაუჩინარდება. წყლისა და სულის სახარება არის უმშვენიერესი უწყება მსოფლიოში და ღმერთის სამართლიანობის აღსრულება.
ღმერთმა გამოგზავნა ისრაელიანებთან ჩვენი უფალი, რომელმაც აღასრულა მისი სიმართლე, მაგრამ პირადი სამართლიანობის მიღწევის მცდელობით მათ უფალს ზურგი აქციეს. მაშინ რა გააკეთა ღმერთმა? იმისთვის რომ ისრაელიანებში შური აღეძრა, ღმერთმა წარმართებს მისცა თავისი სამართლიანობის აღმსრულებელი სახარების რწმენა. მაშ მისცა ღმერთმა წარმართებს წყლისა და სულის სახარების რწმენის საშუალება? ჭეშმარირად, მან მათაც მისცა ეს შანსი, მაშინაც კი როცა ისინი ამას არც ეძებდნენ და არც უხმობდნენ, და არც ისრაელიანებივით თაყვანს სცემდნენ.
ამიტომ შეძლეს წარმართებმა ღმერთის შვილებად გახდომა – მისი სამართლიანობის აღსრულების მშვენიერი უწყების რწმენით. ამ მიზეზითვე გვეუბნება წმ.წერილი, რომ ღმერთის სამართლიანობა დაფასებულ და განდიდებულ იქნა ისრაელის ფარგლებს მიღმა.
რამდენი ადამიანი სწირავს მადლობას უფალს ყველა ჩვენთაგანისთვის წყლისა და სულის სახარების მოცემისთვის, რომელმაც ღმერთის სამართლიანობა აღასრულა? უფალმა გაანადგურა წუთისოფლის ყველა ცოდვა წყლისა და სულის მშვენიერი სახარებით. და მაინც, არის მეტად ბევრი ქრისტიანი, რომლებსაც არ სწამთ ამ ჭეშმარიტების. მაშ გაგვაჩნია კი ჩვენში რაიმე სიმართლე, რომლის წარდგენა ღმერთის წინაშე შეგვიძლია? არა, არ გაგვაჩნია! მაშინ რატომ არ გვწამს? იმიტომ რომ არ ვიცით რას წარმოადგენს ღმერთის სამართლიანობის აღმსრულებელი სახარება? მაგრამ ამ სახარების გაგება ძალზე ადვილია!
ჩვენ ვიყავით ისეთი ადამიანები, რომლებიც ისრაელიანების მსგავსად პირად სამართლიანობას მისდევდნენ, მაგრამ ღმერთმა დაგვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვისგან წყლისა და სულის მშვენიერი სახარების მონიჭებით. ჩვენ მადლობას ვუვლენთ მას ამ სახარებისთვის და იმისთვის, რომ მოგვცა ღვთის სიმართლის აღსრულების რწმენის უნარი.


ნუ იტყვი, “ვინ ავა ზეცაში?”

მე-6 მუხლი იძახის, “ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: “ნუ იტყვი შენს გულში: “ვინ ავა ზეცაში?” (ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად).” ჩვენი გამოსყიდვაც და ჭეშმარიტების სახარებისადმი მსახურებაც შესაძლებელი გახდა არა ჩვენი საქმეებით, არამედ წყლისა და სულის სახარების რწმენით. ღმერთის სამართლიანობის აღმსრულებელი ჭეშმარიტებისადმი ჩვენი რწმენა რომ არა, მხოლოდ ცოდვილებად დავრჩებოდით, რომლებიც ლეგალისტების მსგავსად საკუთარი სამართლიანობის მიდევნის მცდლობით მხოლოდ აღიზიანებენ ღმერთს.
ისევე როგორც ჩვენი ხსნა ღმერთის სამართლიაობის რწმენიდან მოვიდა, შეგვიძლია ჩვენი უფლისათვის მისი სამართლიანობის რწმენით ვიცხოვროთ. ჩვენი მოღვაწეობის და მოქმედების ძალა ღვთის სამართლიანობის რწმენიდან მოდის, რადგან ეს ცოდნა წყლისა და სულის სახარებისადმი რწმენიდან დაიბადა.
არის რაიმე სხვა ჭეშმარიტება გამოსყიდულებისთვის, გარდა ღმერთის სამართლიანობის რწმენისა? ასეთი არ არსებობს. ქრისტიანობის არსი კონცენტრირებულია რწმენაზე და არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ ღმერთის სამართლიანობა შეადგენს ქრისტაინული რწმენის დედაარსს. მათ, ვინც გამართლდნენ, შეუძლიათ იცხოვრონ და იქადაგონ სახარება ამ სამართლიანობის რწმენით. მაშ ხვდება თუ არა განსაცდელი ღმერთის სამართლიანობის მორწმუნეებსაც? დიახ, ხვდება. მაგრამ ღმერთის სამართლიანობის რწმენით მათ ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლიათ, როცა სწამთ რომ ღმერთი იზრუნებს მათ პრობლემებზე. ასეთი დარწმუნება გამომდინარეობს ღვთის სამრთლიანობის რწმენიდან.
სხვა რწმენათა შესახებ რაღა ვთქვათ, რომლებიც არ შეიცავენ ღმერთის სამართლიანობას? არის ყოველივე ეს, ადამიანურ საქმეებზე დამყარებული ცრუ რწმენები? ნამდვილად ეს ასეა. იმ ადამიანთა რწმენა, ვისაც იესოსი სწამს ღმერთის სამართლიანობის რწმენის გარეშე, არ არის ჭეშმარიტი რწმენა.
შევძლებდით თქვენ და მე გამოსყიდვის მიღწევას ღმერთის სამრთლიანობის რწმენის გარეშე? შევძლებდით მის გარეშე რწმენით ცხოვრებას? არც ერთი მათგანი არ იქნებოდა შესაძლებელი. უფლისადმი მსახურებისთვის აუცილებელი მართალთა ძალა მოდის სულიწმიდის ძალისგან, რომელიც მათ მიეცა როგორც საჩუქარი ღვთის სამართლიანობის რწმენის გამო. შეგიძლიათ ამ ქვეყნად ცხოვრება მხოლოდ თქვენი საკუთარი ძალით და მიწიერი ქონებით? ნამდვილად შეძლებდით გონებისა და სულის სიმშვიდის მიღწევას მხოლოდ მათი მეშვეობით?
ჩვენ შეგვიძლია მშვიდობაში სახარების მსახურება ღვთის სამართლიანობის რწმენის გამო. მათ, ვინც წყლისა და სულის სახარებას ემსახურება, აქვთ რწმენა, გაბედულება, ძალა და მშვიდობა. მართლებს, რომლებიც არ ემსახურებიან წყლისა და სულის სახარებას – ღმერთის სამართლიანობის აღსრულებას – არა აქვთ არც მშვიდობა და არც გაბედულება. ნიშნავს ეს რომ მართლები საჭიროებენ მშვიდობას? დიახ, ასეა. მათ სჭირდებათ მშვიდობა არა მხოლოდ წყლისა და სულის სახარების გასავრცელებლად, არამედ სავსე ცხოვრების გასაწევადაც.
არის მშვიდობა თქვენს გონებაში? თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ, არანაირი საფუძველი არ იქნება თქვენს გონებაში სიმშვიდემ რომ დაისადგუროს და გაიზარდოს. რისთვის დაგჭირდებოდათ რწმენისმიერი მშვიდობა, როცა მარტო ხორცის საჭიროებების დაკმაყოფილებით იქნებოდით დაკავებული? მაგრამ თუ ღმერთისთვის მსახურება გსურთ, თქვენი რწმენა და მშვიდობა უნდა იზრდებოდეს და გაიზრდება კიდევაც.
მათ, ვისაც სწამთ ღმერთის სამართლიანობის, აქვთ მთელს მსოფლიოში მშვიდობის გავრცელების პასუხისმგებლობა. ვინაიდან ეს არაა მხოლოდ პირადი საქმე, არამედ იესოს მიერ მოცემული გონების სიმშვიდის მიწოდება ყველა ადამიანისადმი, ჩვენ მთელ მსოფლიოსთვის გვმართებს ღმერთის სამრთლიანობის სახარების ქადაგება. არიან კიდევ ბევრნი ვისაც ჩვენს მსგავსად ღმერთის მშვიდობა სჭირდებათ. როცა ღმერთის სამართლიანობის გავრცელებისთვის ვიცხოვრებთ, ჩვენი გონებისა და სულის მშვიდობა მხოლოდ გაიზრდება და ცხოვრების წმინდა და ძვირფას მიზანს აღმოვაჩენთ.
თუ გსურთ ღვთის მიერ მოცემული ჭეშმარიტი მშვიდობის შესწავლა, უნდა შეიმეცნოთ და ირწმუნოთ სახარება, რომელმაც აღასრულა მისი სამართლიანობა. თვითონ უნდა გამოსცადოთ ის გონების მშვიდობა, რომელიც ღმერთმა თქვენთვის განამზადა.
აქამდე კარგად ემსახურებოდით უფალს, მაგრამ საჭიროა გააგრძელოთ მისდამი გულმოდგინე მსახურება, მანამადე სანამ მის თანდასწრებაში არ იქნებით მოხმობილი, რათა სხვებმაც გაიზიარონ თქვენი მშვიდობა. როდესაც თქვენ მიაღწევთ მშვიდობას ღმერთის სამართლიანობის რწმენის მეშვეობით, თქვენს კვალდაკვალ გამოსყიდვისაკენ მოსიარულე მორწმუნეებიც შეძლებენ სხვებისათვის მშვიდობის გავრცელებით ცხოვრებას.
მათ ვინც ცოტა ხნის წინ ირწმუნა, ახალბედები არიან რწმენის სამყაროში და მისი გაგების უნარი შეზღუდული აქვთ. მაგრამ როცა ვაგრძელებთ რწმენით ცხოვრებას, ისინი ვინც უკან მოგყვება, თუმცა ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, ბოლოს და ბოლოს ჩვენი რწმენის კვალობაზე სიარულით იმ გაგებას მიაღწევენ თუ როგორ უნდა იცხოვროს მშვიდობაში გამოსყიდულმა პიროვნებამ.
გიჭირთ თუ არა თქვენი მიმდევრებისთვის რწმენით ცხოვრების სწავლება? ასეთი სწავლების უნარი ერთ დღე-ღამეში არ მიიღწევა. შესაძლოა საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდეთ სანამ შეძლებთ მათ მიყვანას ისეთ რწმენამდე, რომელიც მშვიდობაში ცხოვრების საშუალებას მიანიჭებს. მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი, ვინც მიიღო გამოსყიდვა ღმერთის სამართლიანობის რწმნით, საბოლოოდ ისწავლიან მშვიდობაში ცხოვრებას, როგორც რწმენის ადამიანები, ისევე როგორც ადრეულმა მორწმუნეებმა, რომლებიც ღმერთს ემსახურბოდნენ, აღმოაჩინეს მისგან ბოძებული გონებისა და სულის სიმშვიდე, ისწავლეს რა ეს ნიჭი თავის წინამორბედებისგან. 
თქვენც და მეც, ყველამ ღმერთის სამართლიანობის რწმენით უნდა ვიცხოვროთ. მართლები ღმერთის სიტყვის რწმენით უნდა ცხობვრობდნენ. ჩვენი ამჟამინდელი და მომავალი ცხოვრებაც რწმენას უნდა ეფუძნებოდეს. წმ. წერილი გვეკითხება, “როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?” რადგან ღვთის სამართლიანობაში ვცხოვრობთ, ეს სახარება მთელ წუთისოფელს უნდა ვუქადაგოდ. რწმენის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ამ სახარების გავრცელებისას ყველა გამოწვევის დაძლევა.
იმ გამართლებულთა ცხოვრება, რომლებიც რწმენით არ ცხოვრობენ არის გონებისა და სულის სიმშვიდის დაკარგული ადამიანების ცხოვრება. ღმერთის სამართლიანობის რწმენა საშუალებას აძლევს ადამიანებს გონების მშვიდობას მიაღწიონ. როცა ღვთის სიტყვის და მისი სამართლიანობის გვწამს, მაშინ ნანატრი მშვიდობა გვეძლევა.
მტკიცედ უნდა იდგეთ თქვენს მშვიდობაში და რწმენაში ღმერთის სამართლიანობის რწმენით. უნდა ასევე ადიდოთ ღმერთი, რადგან უფალმა მოგცთათ მისი სამართლიანობის და მშვიდობის ხსნით ცხოვრების საშუალება. იცხოვრეთ სახარების ქადაგების ცხოვრებით, ღმერთის რწმენით, ვისგანაც მშვიდობა მიიღეთ.
ვისწავლეთ თუ არა რომაელთა წიგნიდან რაოდენ სრულყოფილია ღმერთის სამართლიანობა? რომაელთა წერილი დეტალურად გვიხსნის თუ რას წარმოადგენს ღმერთის სამართლიანობა. ეს ღვთის სიმართლე, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ არ არის ადამიანთა მიერ წარმოქმნილი სიმართლე, არამედ მხოლოდ თვით ღვთისა.
ღმერთის სამართლიანობა არის სრულყოფილი და საკმარისზე მეტი ყველა ჩვენი ცოდვისგან ჩვენი თავის დასახსნელად. ნათლობაში ქვეყნიერების ყველა ცოდვის თავის თავზე აღებით იესომ სრულყოფილად გადაწყვიტა მათი საკითხი. ის რომ ჩვენ შეგვიძლია იესო ქრისტეს რწმენა არის ღმერთის სამართლიანობის სრულყოფილების შედეგი. ვინაიდან მისმა სამართლიანობამ სრულიად დაგვიხსნა ყველა ცოდვისგან, აბსოლუტურად აუცილებელია, რომ გვწამდეს მისი სიმართლის აღმსრულებელი სახარების.
ღმერთის სამართლიანობის რწმენის გამო ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ სიხარულით, მადლიერებით და მისი განდიდებით. ამ სამართლიანობის რწმენით ჩვენი გონება განწმენდილია, ამიტომ შეგვიძლია ღვთის განდიდება და ჩვენი ცხოვრების მისი დიდებისთვის მიძღვნა.
ღვთის სამართლიანობა სრულყოფილი რომ არ ყოფილიყო, ვერასოდეს დავიხსნიდით თავს ჩვენი ცოდვებისგან. ჩვენი პირველყოფილი ცოდვა იესოს რწმენით კიდევაც რომ ყოფილიყო ნაპატიები, მას შემდეგ ჩვენს მიერ ყოველდღიურად ჩადენილი ცოდვები მონანიების ყოველდღიურ ლოცვებს გარდაუვალს გახდიდა. 
მაგრამ მას შემდეგ რაც გამოსყიდულ ვიქენით ღმერთის სამართლიანობის რწმენით, რომელიც წყლისა და სულის სახარებაში გამოვლინდა, მივხვდით, რომ ეს სამართლიანობა არის აბსოლუტური. ამიტომ უზომოდ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ღვთის სამართლიანობა არის მარადიულად სარწმუნო და სრულყოფილი. იმის გამო, რომ ამ სამართლიანობამ დაგვიხსნა ყველა შესაძლო ცოდვისგან, რომლის ჩადენა ცხოვრების განმავლობაში შეგვეძლო, ამ ცოდვებისგან დახსნა მისი სამართლიანობის რწმენით შეგვიძლია.
ისინი ვინც ვერ ანასხვავებენ რმერთის სამართლიანობას ჩვენი ადამიანური სიბინძურისგან, არ შეუძლიათ მისი სამართლიანობის რწმენა, რადგან უბრალოდ არ ესმით რაოდენ დიადია ის. ამ ქვეყნად ყველაზე სრულყოფილი პიროვნებაც კი არარაობაა ღმერთის სამართლიანობასთან შედარებით, და ამიტომ გვწამს მისი სამართლიანობის და გვაქვს უფლება მის სიწმინდეში დავივანოთ. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვართ ისინი ვინც ადიდებს რმერთს მისი სამართლიანობის რწმენით და მასში ცხოვრებით.
ჩვენ ღმერთის სამართლიანობის სწორი გაგება უნდა ვიქონიოთ გულში, - უნდა გავიგოთ, რომ ღმერთის სამართლიანობამ სრულყოფილად გაგვანთავისუფლა ცოდვებისგან. ცხოვრების განმავლობაში ჩვენ უთვალავ ცოდვებს ჩავდივართ. ხომ ასეა? მაშ როგორ განახორციელა ღმერთმა სამართლიანი ქმედება, რომელმაც ამ უთვალავი ცოდვებისგან გვიხსნა? მან ეს გააკეთა იმით რომ მოვიდა ამ დედამიწაზე ჩვენი ხორცის მსგავსებაში, მიიღო ყველა ჩვენი ცოდვა იოანესთან ნათლობით, ჯვარზე სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით – ე.ი. ღმერთის მთელი სამართლიანობის აღსრულებით.
ყველა ადამიანი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, მდიდარი თუ ღარიბი, ძლიერი თუ სუსტი, სჩადის ცოდვებს. მაშ ვინ დაგვიხსნა ყველა ამ წუთისოფლის ცოდვებისგან? ეს იყო იესო ქრისტე, რომელმაც აღასრულა რა ღმერთის სიმართლე, დაგვიხსნა ყველა ცოდვისგან. ის ფაქტი, რომ ღმერთმა გამოაგზავნა იესო ყველა ჩვენი ცოდვის სრულყოფილად ასაღებად და მათ სრულიად ამოსაშლელად, თვით ღმერთის სამართლიანობის არსს წარმოადგენს.
სხვა არაფერი თუ არა ეს უწყება არის ჭეშმარიტად ღვთის სამართლიანობა, რომელმაც ერთიანად ყველა ჩვენი ცოდვებისგან დაგვიხსნა. არ არის მისი სამართლიანობა სრულიად და აბსოლუტურად სრულყოფილი? ჩვენ ვუწოდებთ ამ სიყვარულს, რომელის მოგვცა ღმერთმა, და რომელიც არა მხოლოდ ჩვენი სოცოცხლის განმავლობაში გაგრძელდება, არამედ მარადისობაშიც, - ღვთის სამართლიანობას.
როგორც აცხადებდა იოანე ნათლისმცემელი, როცა იხილა იესო მისი მონათვლის შემდგომ დღეს, “აჰა, ღვთის კრავი, რომელსაც მიაქვს წუთისოფლის ცოდვა!” და როგორც უთხრა იესომ იოანეს, როდესაც ის პირველად აკავებდა მას, “ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება” (მათე 3:15). რას ნიშნავს ეს ნაწყვეტები? ისინი ნიშნავენ სხვა არაფერს, თუ არა იმას, რომ იესოს ნათლობის ჭეშმარიტება და მისი სიკვდილი ჯვარზე წარმოადგენენ თვით ღმერთის სამართლიანობას. ეს ღმერთის სამართლიანობა არ გვშორდება, როცა ვართ უძლურნი და მოკლებულნი მის დიდებას.
ჩვენ მხოლოდ ღმერთის განდიდება შეგვიძლია ამ უხვი სიყვარული გამო, რომელმაც გადაგვარჩინა და მის სამართლიანობაში ცხოვრების საშუალება მოგვანიჭა. ისინი, ვისაც სწამთ ღმერთის სამართლიანობის, მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში მისი სიმართლისათვის ცხვრობენ. ჩვენთვის ბევრად უკეთესია მივენდოთ ღმერთს, ვიდრე ადამიანებს ან ქვეყნიერებას. მშვენიერი ცხოვრება ის ცხოვრებაა, რომელიც ცოდვისგან სრული გათავისუფლების სახარებას ქადაგებს. ამიტომ არის, რომ სრულყოფილად უნდა შევიცნოთ და გვწამდეს ღმერთის სამართლიანობა.
ისინი ვინს მიიღეს ცოდვათა მიტევება, ამოწმებენ, “იესომ წაიღო ყველა ჩემი ცოდვა იოანესთან ნათლობით! და ის დაისაჯა ჩემს ნაცვლად წუთისოფლის ყველა ცოდვისათვის!” როდესაც გვწამს ღმერთის სამართლიანობის, მისთვის მხოლოდ მადლიერების ავლენა შეგვიძლია.
როცა ფეხი გიცდებად თქვენი უძლურების გამო ან ხორცის გამო ვარდებით ცოდვაში, ანდა როცა გულაცრუებული ან შერცხვენილი ხართ თქვენი ცოდვების გამო, თვალი გაუსწორეთ ღმერთის სამართლიანობას, რომელმაც სრულგყოთ. ღმერთის სამართლიანობამ გაგვამართლა. ასე არ არის? არ ამოშალა იესომ სრულიად ჩვენი ცოდვები თავისი ნათლობით? არ დაგვიხსნა მისმა გამოსყიდვამ ყველა ჩვენი ცოდვისგან, იმ ცოდვების ჩათვლით, რომლებსაც მომავალში ჩავიდენთ?
მხოლოდ როცა გვწამს, რომ იესო ქრისტემ სრულყოფილად და სრულიად გადაგვარჩინა, გვწამს ღმერთის სამართლიანობისაც. და მხოლოდ როცა მისი სამართლიანობის გვწამს, ვხდებით სრულყოფილად გამართლებულები. ღმერთის სამართლიანობის სისრულე არის აბსოლუტური. ისინი, ვინც საკუთარ სამართლიანობას მისდევენ და უმეცარნი არიან ღვთის სამართლიანობის შესახებ, არიან უგუნურები, რომლებიც საკუთარ წარწყმედას კვებავენ და ღმერთის წყევლას იგროვებენ თავზე. 


ყურადღება მიაქციეთ პავლეს სიტყვებს, “აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეცნობილად” 

როგორ შეიძლება ვიცხოვროთ რწმენის ცხოვრებით, ვიყოთ გამოსყიდულები, და გავხდეთ ღმერთის ერი, თუ მისი სამართლიანობის მიმართ უმეცარნი ვრჩებით? მათ, ვინც რჯულს მისდევენ, უნდა იცოდნენ, რომ მათი ცოდვები წარწყმედამდე მიიყვანთ და მადლიერნი უნდა იყვნენ იმისა, რომ ღმერთის სამართლიანობამ ისინი სრულიად გადაარჩინა. სწორედ ღმერთის სამართლიანობის შემეცნების და რწმენის გამო არის რომ გვწამს იესოსი, რომელიც გახდა ჩვენი მხსნელი, და რომ ვადიდებთ მას. მხოლოდ მისი სამართლიანობის რწმენით ვხდებით ჩვენ მისი უცოდველი შვილები და ვღებულობთ მარადიულ სიცოცხლეს. ისინი ვინც ამბობს, რომ სწამთ იესო და რწმენის ცხოვრებას ეწევიან, და მაინც უცოდინარები რჩებიან ღვთის სამართლიანობის მიმართ, წყევლას იმსახურებენ.
პავლემ დაამოწმა რომაელთა წერილში, რომ ისრაელიანებმა, იყვნენ რა უმეცრები ღვთის სამართლიანობის მიმართ, ცდილობდნენ საკუთარი სამართლიანობის დადგენას, და ამით ეურჩებოდნენ ღმერთის სამართლიანობას. ამიტომ მათაც უნდა ირწმუნონ ღვთის სამართლიანობა.
უნდა გვწამდეს, რომ ღმერთმა წუთისოფლის ცოდვებისგან დაგვიხსნა. ყველა ჩვენი ცოდვა შესულია წუთისოფლის ცოდვებში. ყველა ეს ცოდვა გაქრა ღმერთის სამართლიანობის შესრულებისთანავე. გწამთ ამ ჭეშმარიტების?


“ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.”

ღმერთის სამართლიანობა არის რჯულის დასასრული. ამის მიზეზია ის, რომ იესო ქრისტემ დააკმაყოფილა რჯულის ყველა მოთხოვნა როცა აიღო თავის თავზე წუთისოფლის ყველა ცოდვა თავის ნათლობაში და ჯვარცმაში.
ჭეშმარიტად, ცოდვის საზღაური სიკვდილია, მაგრამ დაწერილია, რომ ღმერთის სამართლიანობა არის რჯულის დასასრული. რატომ? იმიტომ, რომ მამა ღმერთმა სრულყოფილად დაგვიხსნა ყველანი თავისი ძის დედამიწაზე მოვლენით, რათა ის მონათლულიყო კაცობრიობის ყველა ცოდვის ასაღებად, მომკვდარიყო ჯვარზე და აღმდგარიყო მკვდრეთით.
ღმერთის სამართლიანობის გულითადი რწმენა და რჯულის სამართლიანობის მიდევნა ორი საპირისპირო რამაა. თქვენი საქმეებით მიიღეთ ცოდვათა გამოსყიდვა? თქვენი კეთილი საქმეების გამო მოგეცათ ხსნა? ყველა რელიგია ამ ქვეყნად ასწავლის, რომ ცოდვათა პრობლემის გადაჭრას კეთილი საქმეების კეთება შველის. ცოდვის ბუდისტური გაგება მაგალითად, ასწავლის რომ თქვენი წარსული ცხოვრების ცოდვების გამოსყიდვა ამ ცხოვრებაში სათნო საქმეების კეთებით შეგეძლებათ. აქვს ყოველივე ამას თქვენთვის რაიმე აზრი?
ადამიანი იბადება მარტო ერთხელ და ერთხელ კვდება, რის შემდეგ მოდის სამსჯავრო. ვინაიდან ყველა ამ ქვეყნად მხოლოდ ერთხელ იბადება და შემდეგ უბრუნდება შემოქმედს, ცხოვრების მეორე ციკლში ამ ქვეყნად მოსვლა აღარავის შეუძლია. ამიტომ ადამიანებს სჭირდებათ გამოსყიდვის მიღება ღმერთის სამართლიანობის რწმენით, სანამ ამ დედამიწაზე ცხოვრობენ. რა უაზრობაა კარმის ბუდისტური სწავლება?
ჩვენი ცოდვებისგან გამოსყიდვის ფაქტის რწმენა უდრის ღმერთის სამართლიანობის რწმენას. ხოლო მისი სამართლიანობის რწმენა ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მისი სიმართლის რწმენას, ჩვენი საქმეების გამოკლებით. მაშ როგორ მეტყველებს ღვთის რწმენის სიმართლე? როგორც რომაელთა წიგნშია ნათქვამი, ის მეტყველებს ამგვარად, “ნუ იტყვი შენს გულში, “ვინა ავა ზეცაშიო?” ეს იმიტომ რომ ღვთის სამართლიანობა გულში არსებულ რწმენაში მოიძებნება, და არა რაიმე ფიზიკურ ძალისხმევაში.
ჩვენ ვხდებით ღმერთის შვილები და უცოდველები, რომლებიც მარადიული სიცოცხლეს მემკვიდრენი არიან, ღმერთის სამართლიანობის რწმენის გამო. რადგან ჩვენი ცოდვების საკითხს თვითონ ვერ გადავწყვიტავთ, რამდენი კეთილი საქმეც არ უნდა ჩავიდინოთ, ჩვენი მცდელობა ღვთის წინაშე მხოლოდ უფრო მეტი ცოდვების ჩადენით დამთავრდება. ამიტომ უნდა უკუვაგდოთ ამდაგვარი რწმენა ჩვენს ცხოვრებაში და გვწამდეს ღმერთის სამართლიანობის მისი სიმართლის მისაღწევად. ზოგი კითხულობს, “ნუთუ არ შეგვიძლია ხსნა მხოლოდ იესოს რწმენით, თუნდაც არაფერი ვიცოდეთ ღმერთის სამართლიანობის შესახებ?” მაგრამ ხსნა არ მოდის უბრალოდ იესოს სახელის განმეორებით, არამედ ღმერთის სამართლიანობის ცოდნით და ღრმა რწმენით.


ვისაც სწამს ღმერთის სამართლიანობა, არ შერცხვება

მე-11 მუხლი ამბობს, “ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება.” რა არის ამ ნაწყვეტის მნიშვნელობა? ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება, რადგან მას ღმერთის სამართლიანობის სწამს. “ყოველი მისი მორწმუნე” ეხება მისი სამართლიანობის მორწმუნეს.
რას ვიტყვით ამ ნაწყვეტზე, “ვინც კი მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება”? ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი, ვისაც სწამთ და იციან წყლისა და სულის სახარება, უხმობენ იესოს, რადგან მისი სწამთ, როგორც თავისი მხსნელი ღმერთის. რადგან ჩვენი ხსნა ღმერთის სამართლიანობის მიერ მივიღეთ, გვწამს რომ ჩვენი გამოსყიდვა მოცემული გვაქვს ამ ჭეშმარიტების რწმენის საფუძველზე.
სხვა სიტყვებით, ასეთი რწმენის გარეშე, რამდენჯერაც არ უნდა ვუხმობდეთ ამაოდ იესოს სახელს, ცოდვებისგან ხსნას ვერ მოვიპოვებთ. რადგან წმ. წერილი მთლიანად იესოში არსებულ ღვთის სამართლიანობაზე ლაპარაკობს, მხოლოდ უფლის სახელის მოხმობა თავის თავად არ მოგვცემს გამოსყიდვას.
ბიბლია დასაწყისიდანვე გველაპარაკება ღმერთის სამართლიანობაზე. როგორც სწერია დაბადების წიგნში, ღერთმა მოათავსა სიცოცხლის და კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხეები ედემის ბაღში და უთხრა ადამსა და ევას არ ეჭამათ ამ შემეცნების ხიდან. ღმეთის მოთხოვნა იყო რომ ეწამათ მისი სიტვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთს განზრახული ჰქონდა რომ მათ სიცოცხლის ხიდან ეჭამათ მარადიული ცხოვრების მისაღწევად.
ღმერთის სიტყვა იძახის, “მართალი იცოცხლებს რწმენით.” ჩვენც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვცხოვრობთ ღმერთის სამართლიანობის რწმენით – იმ წუთიდან რაც სახსნელად პირველად ვიწამეთ მისი, როცა მივიღეთ ეს ხსნა და ბოლოს, თვით ღმერთის სასუფევლის მიღწევამდე. 
ბევრი ქრისტიანი ამბობს, რომ ცოდვისგან ხსნა მოდის იესოს რწმენიდან, მაგრამ რეალობაში, მათი უმრავლესობა არაა დახსნილი თავიანთი ცოდვებისგან, რადგან უმეცრები რჩებიან ღმერთის სამართლიანობის მიმართ. რა არის მათი იესოს რწმენის შედეგი ღმერთის სამართლიანობის რწმენის გარეშე? ასეთმა ადამიანებმა შეიძლება გარეგნულად მოაჩვენონ თავი, რომ ღვთისათვის მიძღვნილი მორწმუნეები არიან თავისი განდიდებითა და ლოცვებით. მაგრამ რადგან უმეცრები არიან ღმერთის სამართლიანობის შესახებ, ისინი მხოლოდ რელიგიური რიტუალების შემსრულებლებად დარჩებიან, ისევე როგორც სხვა დაუხსნელი ცოდვილები.
მრავალი ადამიანი, როგორც ქრისტიანთა, ასევე ისრაელიანთა შორის უმეცარი რჩება ღმერთის სამართლიანობის მიმართ და ამრიგად არ ემორჩილება მის ჭეშმარიტებას. ისინი, ვისაც სწამთ იესო მაგრამ არ სწამთ ღმერთის სამართლიანობა, ფეხით თელავენ ამ სამართლიანობას. არა კეთილი საქმეების კეთებით, მსხვილი შემოწირულობებით, ან უფლის წინაშე სხვა პირადი ქმედებების გამო ღებულობენ იესოს მორწმუნეები გამართლებას, მაშინ როცა არაფერი გაეგებათ მისი სამართლიანობისა.
ღმერთის სამართლიანობის მორწმუნეებს სწამთ მისი მიუხედავად ნებისმიერი გარემოებისა, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდნენ, და ამრიგად განდიდებით და უფლის დიდების გამო მადლიერების ცხოვრებით ცხოვრობენ. მათთვის ჩვენს შორის, ვისაც მისი სამართლიანობის გვწამს, რაც უფრო მეტი ჩვენი შეცდომა მჟღავნდება, მით უფრო მეტად და ბრწყინვალედ ანათებს მისი სამართლიანობა ჩვენს გულებში. მე ვლოცულობ, რომ თქვენც შეგეძლოთ ამნაირი გამოღვიძების მიღწევა.
შეგვიძლია ღმერთის სამართლიანობის მიღება იმის გამო, რომ შესაძლოა ხორციელად მართლები ვართ? რა თქმა უნდა არა! ჩვენში არაფერია ჭეშმარიტი, ღმერთის სამართლიანობის მიღმა. რადგანაც ღმერთმა სრულიად დაგვიხსნა ცოდვებისგან თავისი სამართლიანობით, ჩვენ გვწამს და ვადიდებთ მის სამართლიანობას, რომელმაც სრულყოფილად გადაგვარჩინა ცოდვებისგან.
ნუ ვარდებით საქმეებზე ორიენტირებულ რწმენაში, როდესაც ცხოვრების ბნელ ჟამს გადიხართ, არამედ მუდამ გწამდეთ ღვთის სამართლიანობის, გარემოებების მიუხედავად. ღმერთის სამართლიანობა მარადიულად სრულყოფილია. ყველამ ამ ქვეყნად უნდა შეიცნოს მისი სამართლიანობა და იწამოს ის წყლისა და სულის სახარებისადმი მორჩილებით. რადგან ბევრი, ვინც იესოს რწმენას აღიარებს, ჯერ კიდევ მხოლოდ რჯულის სამართლიანობით ცხოვრობს, მათ უნდა სცადონ ღვთის სამართლიანობის გაგება. 
პავლე ამთავრებს იმის თქმით, რომ რმერთის სახარება აღასრულებს მის სიმართლეს. ღვთის ჭეშმარიტი სახარების ცოდნის გარეშე არავის ძალუძს იმის ახსნა, თუ რა არის უფლის სიმართლე. ასეთმა ადამიანებმა შეიძლება თქვან, როცა კითხვა ესმევათ ღვთის სამართლიანობის შესახებ, “იესო არის ჩემი მხსნელი, რომელიც მოკვდა ჯვარზე, აღდგა მკვდრეთით და დამიხსნა ჩემი ცოდვებისგან.” მაგრამ შემდეგ დაამატებენ, რომ ყოველდღიური ცოდვების გამო მონანიების ლოცვებიც უნდა აღავლინონ და თანდათან განიწმინდონ სრულყოფილების მისაღწევად.
ღვთის სამართლიანობის შესაცნობად თქვენ პირველად საკუთარი თავი უნდა შეიცნოთ. თუ თქვენი პირადი სიმართლის და ღმერთის სამართლიანობის განსხვავებას ხედავთ, სხვა გზა არ გექნებათ გარდა მისი სამართლიანობის რწმენისა, რადგან დაინახცავთ რამდენად მაღალი, დიადი და ფართეა ღმერთის სამართლიანობა თქვენ სამართლიანობასთან შედარებით. მაგრამ თუ არ იცით მისი სამართლიანობა, დატყვევებული იქნებით თქვენი პირადი სამართლიანობის მიდევნით. ისინი ვინც შეპყრობილია თავისი პირადი სამართლიანობით, არ ემორჩილებიან ღმერთის სამართლიანობას, რადგან მხოლოდ საკუთარი გამართლების მიღწევას ცდილობენ.
უნდა შევიცნოთ ღმერთის სამართლიანობა მანამადე სანამ შევძლებთ მის რწმენას და მისთვის მადლიერების გამოხატვას. ღვთის სამართლიანობის ცოდნით შეგვეძლება იმის რწმენა, რომ იესომ ამოშალა წუთისოფლის ყველა ცოდვა მათი თავის თავზე აღებით ნათლობაში და ჯვარზე სიკვდილში. ჩვენი პირადი კეთილი საქმეების მიერ გამართლება რომ შეგვძლებოდა, არ დაგვჭირედბოდა ღმერთის სამართლიანობისმიერი ხსნა. მაგრამ როცა ვგებულობთ, რომ ეს არის შეუძლებელი, შეგვიძლია მისი სამართლიანობის კიდევ უფრო მეტად დაფასება, რადგან ღმერთმა დაგვიხსნა ჩვენ, ვისაც არ შეგვეძლო კეთილ საქმეებზე დაყრდნობით ცხოვრება.
ყველა თქვენი აზრი და საქმე კეთილია? რა თქმა უნდა არა. სწორედ იმიტომ რომ უამრავ შეცდომას ვიდენთ, დაგვიხსნა ღმერთმა სრულყოფილად თავისი სამართლიანობით. რადგან მისი სამართლიანობის რწმენამ დაგვიხსნა, ამ ხსნის ქადაგების სურვილი გვამოძრავებს, რომ მივუტანოთ ეს უწყება ამ ქვეყნად ყველას, ვისაც ის ჯერ არ გაუგია.
ის, ვინც არ იცნობს საკუთარ თავს, შეცდომებს სხვებში ეძებს და მათზე აუგს ლაპარაკობს. მაგრამ ღმერთის სამართლიანობის მორწმუნე რომ ყოფილიყო, ის ამაყად გამოაჩენდა ამ სამართლიანობას და აღარ დაიკვეხნიდა საკუთარი სიმართლით. ისინი, ვისაც არ სწამთ ღმერთის სამართლიანობა, მისი სამართლიანობის შეურაწყოფის ცოდვას სჩადიან. ღმერთი გაასამართლებს მათ მათი ცოდვების გამო.
ღმერთმა გამოაგზავნა თავისი ძე ამ ქვეყნად და მოგვცა თავისი სამართლიანობა. ვუახლოვდებით რა უკანასკნელ დღეს, არ უნდა ვეკამათოთ ერთმანეთს იმაზე თუ ვისი რჯულის სიმართლეა უკეთესი ან უარესი. ისინი, ვისაც სწამთ ღმერთის სამართლიანობა, არ უნდა სწუხდნენ თავიანთ ხორცზე, არამედ მხოლოდ ღვთის მადლიერნი იყვნენ მისი სამართლიანობის რწმენის გამო.
მოდით მადლობა აღვუვლინოთ ჩვენს უფალს, რომელმაც სრულიად დაგვიხსნა თავისი სამართლიანობით. რადგან ღვთის სამართლიანობამ ყველა ცოდვა გაპატიათ, არ უნდა ემსგავსებოდეთ იმათ, ვინც ღმერთს ეურჩება თავისი პირადი სამართლიანობის მიღწევის მცდელობით.