(რომ. 10:16-21)
“მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება, რადგან ესაია ამბობს: “უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?” ამრიგად რწმენა – მოსმენისაგან , ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.” მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით,
‘მთელ მსოფლიოს მოედო მათი ხმა,
და ქვეყნის კიდეებს – მათი სიტყვები.
მაგრამ ვამბობ: ნუთუ ისრაელმა არ იცოდა? პირველი მოსე ამბობს:
“მე შურს აღვძრავ თქვენში არა-ერით, გაგარისხებთ უგუნური ერით.”
ხოლო ესაია გაბედულად ამბობს:
“მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა.
გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა.”
ხოლო ისრაელს ეუბნება: “მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს
ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ.”
მე-17 მუხლი ამბობს, “ამრიგად რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.” საიდან მოდის რწმენა, რომელიც იხსნის პიროვნებას ყველა მისი ცოდვებისგან? ჭეშმარიტი რწმენა მოდის ღმერთის სიტყვის მოსმენისაგან.
მე მსურს გავაგრძელო ღმერთის სამართლიანობის სახარების დამოწმება მისი სიტყვის მეშვეობით. მოდით დავიწყოთ რომაელთა 3:10-20-ის განხილვით:
“როგორც სწერია: “არავინ არის მართალი, არავინ არის გონიერი;
არავინ ეძებს ღმერთს.
ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება.
არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ
მათი ხორხი ღია სამარეა. ენით ცრუობენ.
მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია.
მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე.
მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად.
ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე
და მშვიდობის გზა არ იციან.
ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.”
ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი სოფელი ბრალდებული გახდეს ღვთის წინაშე. იმიტომ რომ რჯულის საქმეებით ვერც ერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა.”
როგორ უნდა გვესმოდეს და გვწამდეს ამ ნაწყვეტის ხსნის მისაღებად? დასაწყისში არ იყო არც მართლები და არც ღმერთის მაძიებლები, არამედ ყველა ცოდვილი იყო. მათი ხორხი იყო ღია სამარე; მათი ბაგეები ასპიდის შხამით, წყევლით და გესლით იყო სავსე. მათი ფეხები სწრაფი იყო სისხლის დასაღვრელად. მათ არ იცოდნენ მშვიდობის გზა და არც ღვთის შიში იყო მათ თვალწინ და დადიოდნენ მხოლოდ საკუთარი წარწყმედის და უბედურების გზაზე. ყველა იყო ცოვილი ღმერთის სამართლიანობის შეცნობასა და რწმენამდე და საკუთარი ცოდვილობა ღმერთის წინაშე მათ რჯულის მეშვეობით აღმოაჩინეს.
როგორ შევძლებდით რჯულის გარეშე ცოდვის შემეცნებას? როგორ შევიცნობდით ღმერთს? გვეშინოდა ოდესმე ღმერთის? რომაელთა 3:18 ამბობს, “ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.” გვინახავს ოდეს ღმერთი ჩვენი ხორციელი თვალებით? შეიძლება ოდნავ მაინც ვხვდებოდით ღმერთის არსებობას, მაგრამ არც გვინახია და არც გვეშინოდა მისი. მაშ როგორ აღმოვაჩინეთ, რომ ცოდვილები ვართ? ღმერთის არსებობა ჩვენ მისი დაწერილი სიტყვიდან გავიგეთ. ამიტომ მოსმენა მოდის ღვთის სიტყვისგან.
ჩვენ ვიცით რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, რადგან ასეა დაწერილი წმ. წერილში, “დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა.” (დაბ. 1:1). სწორედ ამ ღვთის სიტყვის მოსმენით გავიგეთ და ვირწმუნეთ მისი არსებობა და რომ ის არის მთელი სამყაროს შემქმნელი. ღვთის სიტყვა რომ არა, არავის არ ეცოდინებოდა ღმერთი და მისი შიში არავის ექნებოდა. ვერც ჩვენი ცოდვების შესახებ გაიგებდა რომელიმე ჩვენთაგანი რაიმეს ღმერთის სიტყვის გარეშე.
სხვა სიტყვბით, ჩვენ სრულიად უმეცრები ვიყავით ღვთის მიმართ, თაყვანს ვცემდით ამაოებას და არაფერი გაგვეგებოდა ჩვენი ცოდვებისა. მაგრამ ღმერთმა მოგვცა რჯული და ასე შევიცნეთ ღვთის წინაშე ჩვენი ცოდვილობა. ეს მოხდა მისი რჯულის სიტყვის, ათი მცნების და 613 ცალკეული მუხლის მოსმენით, რითაც შევიცნეთ ჩვენი შეცდომები და ცოდვები.
არავის შეუძლია თავისი ცოდვების შემეცნება რჯულის სიტყვის გარეშე. თითქმის ყველა მსჯავრდებული სასამართლო სკამზე განაცხადებდა რომ არ იცის რაში მდგომარეობს მისი ბრალი და რატომაა დაკავებული. ბევრი მათგანი უდანაშაულოდ გამოაცხადებდა თავს და იტყოდა რომ ციხეში ტყუილად და უსამართლოდ არიან ჩაგდებულნი. ღმერთის რჯულის ცოდნის გარეშე ვერ დავინახავთ საკუთარ ცოდვილობას და ვიტყვით, “მე მუდამ ასე ვიქცეოდი. ამას ყველა აკეთებს. როგორ შეიძლება ეს რომ ცოდვა იყოს?”
მხოლოდ ღვთის რჯულის დანახვით და მოსმენით გავათვიცნობიერეთ საკუთარი ცოდები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სხვა ღმერთების თაყვანისცემა, ღმერთის სახელის ამაოდ მოხსენიება, შაბათის დაუცველობა, მკვლელობა, მრუშობა, ქურდობა, ტყუილის თქმა, შური, - მოკლედ, ჩვენი წარუმატებლობა ღმერთის სიტყვის მიხედვით ცხოვრებისა, - ყოველივე ცოდვის საქმეებია, ვინაიდან ღმერთის რჯული ამბობს ასე. ასე გავიგეთ და მივხვდით, რომ ვართ ცოდვილები ღვთის წინაშე, რჯულის სიტყვის მიხედვით. ამ რჯულის მოსვლამდე ჩვენ არც კი ვხვდებოდით ჩვენს ცოდვებს.
გავიგეთ რა რომ ცოდვილები ვართ, რა უნდა ვაკეთოთ უფლის წინაშე? უნდა ვიკითხოთ თუ როგორ მოვიპოვოთ ამ ცოდვათა პატიება. ღმერთის სიტყვის მეშვეობით შევიმეცნეთ ჩვენი ცოდვილობა და ხსნის საჭიროება. ისევე როგორც მშიერი გრძნობს საჭმლის საჭიროებას, ისინი, ვინც იგებენ რომ დაარღვიეს ღმერთის რჯული და რომ არიან დიდი ცოდვილები, იგებენ თავისათვის ხსნის აუცილებლობას. ასე ვხვდებით ღმერთს და ვგებულობთ იესო ქრისტეს მიერ მისი სამართლიანობის რწმენის საჭიროებას, რომელიც მან გამოგვიგზავნა. რადგან “რწმენა მოსმენისგან” არის, ჩვენ ვგებულობთ საკუთარ ცოდვებს ღმერთის სიტყვის მოსმენით.
ჩვენ ვიცით, რომ ვართ ცოდვილები. რა უნდა გავაკეთოთ ამ ცოდვებისგან გასათავისუფლებლად?
ხსნა მოდის ღმერთის სიტყვის რწმენიდან, რომელიც ჩვენს გულებში შემოდის, როცა ვგებულობთ საკუთარ ცოდვებს მისი სიტყვის მოსმენით და შესწავლით. როგორც რომაელთა 3:21-22 ამბობს, “ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი, ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება, ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას.”
თავისი რჯულის მოცემით ღმერთმა გაგვაგებინა, რომ ცოდვილები ვართ მის წინაშე, რადგან ვერ შევძელით მისი სიტყვის მიხედვით ცხოვრება. ჩვენ გვაქვს ორი საპირისპირო სურვილი: გვსურს რჯულით ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს სასოწარკვეთით ვეძებთ ცოდვისგან ხსნას. მაგრამ ვინაიდან “ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე,” მათ ვინც ცოდვებისგან დახსნას საჭიროებენ უნდა აღმოაჩინონ რწმენისმიერი გამოსყიდვა ამ ღვთის სამართლიანობაში, და არა რჯულში. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ხსნა არ მოდის ღმერთის რჯულის დაცვით, არამედ მის მიერ მოცემული ხსნის რწმენით, ღმერთის სამართლიანობის რწმენით, რომელმაც გვიხსნა იესო ქრისტეს მიერ.
მაშ რა არის ეს ღვთის სამართლიანობა და მისმიერი ხსნა? ესაა წყლისა და სულის სახარება, რემლზედაც როგორც ძველი ასევე ახალი აღთქმა მეტყველებს. წყლისა და სულის სახარება გამოჩენილია ძველ აღთქმაში როგორც მსხვერპლშეწირვის სისტემის რწმენის ხსნა, ხოლო ახალ აღთქმაში - როგორც იესოს ნათლობისა და მისი ჯვრის რწმენა. რომალთა 3:21-22 ამბობს, “რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი, ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი.”
მაშ როგორღა უნდა მივიღოთ ეს ღვთის სამართლიანობა? მისი მიღება შეგვიძლია რჯულის და წინასწარმეტყველთა მიერ დამოწმებული სიტყვის ცოდნით იმისა, რომ იესო არის ღმერთი და ჩვენი მხსნელი და ყველა ჩვენი ცოდვისგან დახსნით მისდამი რწმენის მეშვეობით.
სხვა სიტყვებით, ჩვენ ვღებულობთ ღმერთის სამართლიანობას მისი სიტყვისადმი რწმენიდან გამომდინარე, რომელიც ასევე ძველი აღთქმის რჯულის და წინასწარმეტყველთა მიერ იყო დამოწმებული. ის, რომ რჯული და წინასწარმეტყველნი ამოწმებდნენ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას, ნაჩვენებია ებრაელთა და რომაელთა მიმართ წერილების პირველივე თავებში.
ის რომ იესო მოვიდა ჩვენს გადასარჩენად, არის უფლის მიერ ჩვენდამი აღთქმული ხსნა. რჯულის ქვეშ მყოფ და დაღუპვისთვის განწირულ ცოდვილთა გადარჩენის აღთქმა ათასობით წლის წინად იქნა მოცემული ღვთის მიერ. ჩვენამდე მოსულ თავის მრავალ მსახურთა ენით ის ისევ და ისევ იმეორებდა ამ დაპირებას და აჩენდა, თუ როგორ სურდა მისი შესრულება.
მოდით მაგალითისთვის ამ ნაწყვეტს შევხედოთ. ლევიანების 16:21 ამბობს, “და დაადებს აარონი თავის ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყველა უკანონობას და მათ ყოველ დანაშაულს, და მათ ყოველ ცოდვას, და დადებს მათ ცოცხალი ვაცის თავზე, და წარგზავნის საგანგებო კაცით უდაბნოში.” რომაელთა 3:21-22-დან ნაწყვეტი იმის შესახებ, რომ ღმერთის სამართლიანობას ამოწმებდნენ რჯული და წინასწარმეტყველები ნიშნავს, რომ იესოს სრულყოფილი ხსნა გამჟღავნებული იყო ძველი აღთქმის წმინდა კარვის მსხვერპლშეწირვებში და ისეთი წინასწარმეტყველების მიერ როგორიცაა ესაია, იეზეკილი, იერემია და დანიელი.
სხვა სიტყვებით, ღმეთმა უკვე გამოაჩინა ძველი აღთქმის სიტყვის მეშვეობით თუ როგორ დაიცავდა თავისი ხსნის დაპირებას – რომ ამას განახორციელებდა იესო ქრისტეს მოვლინებით, მისი ნათლობით წუთისოფლის ყველა ცოდვის ასაღებად, ჩვენს ნაცვლად ჯვარზე სიკვდილით და ამითი საკუთარი სხეულის მეშვეობით ჩვენი ცოდვების საზღაურის გადახდით, - ყოველივე ეს ღმერთის სამართლიანობის მიერ ჩვენი თავის ცოდვისგან სახსნელად. ამიტომ ჩვენი ხსნა არ მოდის რჯულიდან, არამედ ღმერთის სამართლიანობის, თვით იესო ქრისტესადმი რწმენიდან გამნომდინარე, რასაც რჯული და წინასწარმეტყველები ამოწმებდნენ.
ღმერთი გვეუბნება, რომ დახსნილები ვართ ცოდვებისგან მისი სამართლიანობის რწმენით, რომელიც აღსრულდა იესო ქრისტეს მიერ. ჩვენი რწმენა მოდის ამ ღმერთის სიტყვის, იესო ქრისტეს სიტყვის მოსმენისგან. როგორ შეგვიძლია ვიცოდეთ და გვწამდეს, რომ იესო ჩვენი მხსნელია? ამისი გვწამს და ვიცით ღვთის მსახურთა მიერ ნაქადაგები სიტყვით, რომ უფალმა აღგვითქვა ხსნა თავისი გეგმის მეშვეობით და რომ იესო მოვიდა ჩვენს გადასარჩენად ამ ჩანაფიქრის და აღთქმის თანახმად. როგორც სწერია დანიელის 9:24-ში, “შენი ერისათვის და შენი წმინდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი, რათა აღიკვეთოს დანაშაული, რათა ბოლო მოეღოს ცოდვებს, რათა შენდობილ იქნას უკეთურება, რათა დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა, რათა დაიბეჭდოს ხილვა და წინასწარმეტყველება და რათა ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა.”
ღმერთმა თავის ხალხს სამოცდაათი კვირა დაუდგინა
ჩვენ ვაგრძელებთ ზემოთ მოყვანილი დანიელის წიგნის ნაწყვეტის განხილვას. ის აღწერს ბაბილონის მიერ ისრაელის დამარცხებას, როცა ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ისრაელიანები მათი კერპთმსახურების გამო ბაბილონში ტყვეებათ წასულიყვნენ და იქ მონობაში სამოცდაათი წელიწადი ეცხოვრათ. ღმერთის გადაწყვეტილების თანახმად, ბაბილონი თავს დაესხა და დაამარცხა ისრაელი, რომელმაც ვერ გაუძლო ასეთ აწიოკებას და საბოლოო ჯამში დანებდა თავდამხსმელს, რომელმაც მრავალი ისრაელიანი დაატყვევა და დაამონა. ამ ტყვეთა შორის იყო ისეთი ბრძენი პიროვნება, როგორც დანიელი, რომელიც ბაბილონის მეფემ თავის მრჩევლად დანიშნა.
ამრიგად ღმერთმა დასაჯა ისრაელიანები მათი ცოდვებისთვის, მაგრამ რადგანაც ის იყო მოწყალე, უსასრულოდ არ ურისხდებოდა, არამედ ჩაიფიქრა მათი ხსნა 70 კვირის შემდეგ.
როცა დანიელი ინანიებდა ღმერთის წინაშე თავისი ერის ცოდვებს და ლოცულობდა მისი წყალობისათვის და ხსნისათვის, ღმერთმა მიუვლინა ანგელოზი, რომელმაც შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა, “შენი ერისათვის და შენი წმინდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი, რათა აღიკვეთოს დანაშაული, რათა ბოლო მოეღოს ცოდვებს, რათა შენდობილ იქნას უკეთურება, რათა დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა, რათა დაიბეჭდოს ხილვა და წინასწარმეტყველება და რათა ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა.” ეს ნაწყვეტი წარმოადგენს დანიელისთვის ღმერთის აღთქმას იმის შესახებ, რომ ის აპატიებდა თავის ხალხს ყველა ცოდვას 70 კვირაში, როცა ამოიწურება მათი უკეთურობანი. ის ასევე გვიჩვენებს ღვთის მიერ აღთქმულ ხსნას იესო ქრისტეში.
ვინაიდან ისრაელიანებმა მრავალი ცოდვა ჩაიდინეს, ღმერთს ისინი უნდა დაესაჯა და 70 კვირის მონობის ფასად ღმერთმა მიუტევა მათ ყველა წარსული ცოდვა. როცა დანაშაული აღიკვეთა და ცოდვებს ბოლო მოეღო, ისრაელიანთა არც ერთი ცოდვა აღარ დარჩა. უკეთურობის შენდობისთანავე დამყარდებოდა საუკუნო სამართლიანობა, დაიბეჭდებოდა ხილვა და წინასწარმეტყველება, და დანიელის მიმართ ნათქვამი ყველა ღმერთის სიტყვა აღსრულდებოდა. მონობის 70 კვირის მეშვეობით ყოველივე ეს უნდა მომხდარიყო და 70-მეათე კვირას ისრაელიანები დაუბრუნდებოდნენ თავის სამშობლოს.
ასე აუწყა ღმერთმა დანიელს ანგელოზის მიერ. ეს აღთქმა ისრაელიანების მიმართ იყო თქმული, მაგრამ მას ასევე სულიერი მნიშვნელობა გააჩნია – ისევე როგორც ღმერთმა 70 კვირა დაადგინა ისრაელის ერისთვის და მათი წმინდა ქალაქისათვის, მან ყველა ჩვენთაგანს, ვისაც გვწამს მისი, მოგვიმზადა წმინდა ქალაქი ზეცაში, ჩვენი ღვთის სასუფეველი.
რომაელთა წერილში ნათქვამია, “ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი, ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი.” როცა იესო მოევლინა წუთისოფელს, მოინათლა და მოკვდა ჯვარზე, ყველა ჩვენი დანაშაული მოისპო, ჩვენს ცოდვებს ბოლო მოეღო, დამყარდა საუკუნო სამართლიანიბა და დაიბეჭდა ხილვა და წინასწარმეტყველება. დანიელის წიგნის ნაწყვეტი ასე სრულდება, “რათა ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა.” რას ნიშნავს ეს? წმიდათა წმიდა აღნიშნავს სხვას არავის თუ არა იესო ქრისტეს, რომელიც მოვიდა ამ დედამიწაზე ცხებულების მისაღებად.
რას ნიშნავს ცხებულების მიღება? ეს ნიშნავს იმას, რომ იესომ მიიღო სამი თანამდებობა – მეფის, ღვთის სასუფევლის მღვდელმთავრის და წინასწარმეტყველის. როგორც ჩვენმა მეფემ, ღვთის სასუფევლის მღვდელმთავარმა და წინასწარმეტყველმა, იესომ აღასრულა ღმერთის ნება რომ დავეხსენით ყველა ჩვენი ცოდვებისგან. დანიელისადმი ანგელოზის მიერ ნათქვამის თანახმად, იესო ქრისტემ იტვირთა საკუთარ თავზე ყველა ცოდვა და ჩვენს მაგივრად მიიღო მსჯავრი, როცა მოვიდა წუთისოფლად და ნათელიღო.
“რწმენა არის მოსმენისგან.” როგორ უნდა მოვისმინოთ და ვირწმუნოთ რმერთის სამართლიანობის სახარება? როგორ ვირწმუნოთ, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი? ჩვენ შეგვიძლია ამის მოსმენა და რწმენა ძველ და ახალ აღთქმებში ღმერთის წინასწარმეტყველთა და მის მსახურთა მიერ ნათქვამი სიტყვით. ამიტომ თქვა პავლემ, რომ რწმენა მოდის მოსმენისგან, და ეს რწმენა მოდის ქრისტეს სიტყვის მოსმენისაგან.
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებმა, ისეთებმა როგორც დანიელი და ესაია, იწინასწარმეტყველეს იესო ქრისტეს მოსვლის შესახებ. ესაიამ კერძოდ იწინასწარმეტყველა, “მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით დაიტანჯა.” და “შევიწროვებული იყო და წამებული, მაგრამ არ გაუხსნია თავისი ბაგე, როგორც კრავი, დასაკლავად რომ მიჰყავთ, და როგორც ცხვარი, მის მპარსველთა წინაშე რომ დუმს.” (ესაია 53:4, 7).
ვინ დაიჯერებდა ესაიას დროს, რომ იესო ქრისტე იშვებოდა ქალწულისგან ამ დედამიწაზე მოსავლენად ჩვეულებრივი ადამიანის სახით, ეცხოვრა 33 წელი, ნათელღებულიყო, ცმულიყო ჯვარზე, და აღმდგარიყო მკვდრეთით მესამე დღეს? და მაინც ესაიამ ეს დაინახა და იწინასწარმეტყველა დაახლოებით 700 წლის წინ იესოს მოსვლამდე, რომ ყოველივე ეს შესრულდებოლდა. მან დაამოწმა ის ფაქტი, რომ ქრისტე იტვირთავდა ჩვენს ტკივილს და ჩვენს ყველა ცოდვას.
ამიტომ იყენებს პავლე ხშირად ძველი აღთქმის სიტყვას რომაელთა წერილში, იმის ასახსნელად თუ როგორ ამოწმებდნენ ღვთის მსახურნი იმის შესახებ თუ როგორ გახდა იესო ჩვენი მხსნელი ამ დედამიწაზე მოსვლით, ყველა ჩვენი ცოდვების აღებით და ჩვენი გადარჩენით ღმერთის სამართლიანობის მიერ.
ვინაიდან ყველამ შესცოდა
რომაელთა 3:23-24 ამბობს, “ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, და უსასყიდლოთ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით.” რადგან ყველანი ცოდვაში დავიბადეთ და შევცოდეთ ღმერთის წინაშე, მოკლებული ვართ მის დიდებას და მის სასუფეველს. მაგრამ უსასყიდლოთ გავმართლდით ღმერთის მადლით იესო ქრისტეს გამოსყიდვით. ჩვენი გამართლება იყო უსასყიდლო, ფასის გარეშე. ჩვენ აღარ უნდა გვეხადა ცოდვების საზღაური, რადგან იესომ იტვირთა ყველა ჩვენი ცოდვა და გადაიხადა მათი საზღეური თავისი სიკვდილით ჯვარზე, რათა გადაერჩინა ისინი ვინც მოისმენდა და ირწმუნებდა მას.
რას ვგულისხმობთ ყველა ცოდვისგან დახსნის რწმენაში? უბრალოდ ღმერთის სამართლიანობის რწმენას. ღმერთის სამართლიანობისადმი რწმენას არაფერი აქვს საერთო საქმეებთან, აქ ყოველივეს ჩვენი გული განაგებს. ჩვენ ვმართლდებით უფლის სიტყვის მოსმენით და მისი გულითადი რწმენით. ცოდვებისგან რომ გადავერჩინეთ, უფალი მოვიდა ამ სოფლად, გახდა ღვთის კრავი, რომელმაც წაიღო ქვეყნიერების ყველა ცოდვა იოანე ნათლისმცემელთან მონათვლით და მოკვდა ჯვარზე. მესამე დღეს ის აღდგა მკვდრეთით და ახლა დაბრძანებულია მამა ღმერთის მარჯვნივ.
იესომ იტვირთა ქვეყნიერების ყველა ცოდვა, თავისი სიცოცხლით გადაიხადა ჩევნი ცოდვებისათვის მსჯავრის საფასური და აღდგა მკვდრეთით; ყოველივე ეს მან გააკეთა იმისთვის რომ გადავერჩინეთ გარდაუვალი სიკვდილისგან. ჩვენ ვართ დახსნილები ამის რწმენით. ჩვენი ხსნა მოდის რწმენისგან ხოლო ჩვენი რწმენა მოდის ღმერთის დაწერილი სიტყვის მოსმენისგან, მოსმენა კი – ქრისტეს სიტყვისგან.
“რწმენა არის მოსმენისგან.” ჩვენ გვწამს გულით. ჩვენი ინტელექტი ცოდნისთვისაა, მაშინ როცა სხეულები შრომისთვის, ხოლო გული – რწმენისათვის. მაშ რისი უნდა გვწამდეს ჩვენი გულით და როგორ? ღმერთის სიტყვის მოსმენით ჩვენ ვისმენთ მის სახარებას, ხოლო სახარების მოსმენით შეგვიძლია ვიქონიოთ რწმენა, რწმენით კი გადავრჩეთ. როდესაც გვწამს, გვწამს ღმერთის სიტყვის მიხედვით – ე.ი. გვჯერა დაწერილი სიტყვის, რომელიც აცხადებს, რომ ქრისტემ თავისი ნათლობით აიღო ყველა ჩვენი ცოდვა, იტვირთა ისინი, მოკვდა ჯვარზე და აღდგა მკვდრეთით.
გქონდეს ღმერთის სიტყვის რწმენა ნიშნავს გქონდეს რწმენა მისი სამართლიანობის. მაშასადამე რმერთის სიტყვის მოსმენის გარეშე მოსული რწმენა არის ფუჭი და უსარგებლო. ყველა განცხადება იმის თაობაზე თითქოს რმერთმა სიზმარში ან მოლანდებაში რაღაცა გამოგვიცხადა, მტკნარ სიცრუეს წარმოადგენს.
ჩვენ რწმენით და მხოლოდ რწმენით ვართ დახსნილები. მოდით კიდევ ერთხელ წავიკითხოთ რომაელთა 3:24-26: “და უსასყიდლოთ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინდაწინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღვთის სულგრძელებაში, რომ ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი.” ამინ. ჩვენმა უფალმა გამოისყიდა ჩვენი ცოდვები. ცოდვების გამო ღვთის მტრებად ვიქეცით, მაგრამ იესომ აღადგინა ჩვენი ურთიერთობა ღმეთთან იმითი რომ გახდა მათთვის შენდობის მსხვერპლი თავისი ნათლობით, სიკვდილით და აღდგომით.
რომაელთა 3:25-ის შუაში არის ნაწყვეტი, “რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღვთის სულგრძელებაში.” ეს მონაკვეთი გვეუბნება რომ ღმერთი ხანგრძლივად და მოთმინებით ელოდა და რომ ის ასევე დაელოდება განკითხვის დღემდე. ყველა იმ ხალხის ცოდვები ვისაც სწამს იესო ქრისტე, ვისაც სწამს წყლისა და სულისმიერი ხსნისა, ვისაც სწამს ღმერთის ძე რომელიც მამა ღმერთისთვის შენდობის მსხვერპლი გახდა – ყველა მათი ცოდვა მიტევებულ იქნა. “უწინ ჩადენილი ცოდვების მიტევება” ნიშნავს რომ ღმერთმა აპატია ცოდვები იმათ, ვინც მოისმინა და ირწმუნა ღმერთის სიტყვა და მისი სახარება, იმათ, ვინც ირწმუნა იესოს ნათლობა და მისი ჯვრის სისხლი.
ცხოვრებაში შეიძლება დრო და დრო ვმერყეობდეთ, - ეს ჩვენი ხორცის და გონების უძლურების გამო ხდება, მაგრამ თუ არ ვუარყოფთ იესოს ხსნას, ღმერთი არ შეხედავს ყველა ამ ცოდვას როგორც ცოდვას. სხვა სიტყვებით, ღმერთი არ უყურებს წყლისა და სულის გულითადი რწმენით დახსნილების ცოდვებს, არამედ გვერდს უვლის მათ და ჰპატიობს.
რატომ ჰპატიობს ღმერთი ჩვენს ცოდვებს? როგორ შეიძლება თვალი დახუჭოს ასეთ ცოდვებზე, როცა ის წმინდა და სამართლიანო ღმერთია? იმიტომ რომ ღმერთი მოვიდა ამ ქვეყნად და ნათელ იღო. ეს მოხდა იმიტომ რომ იესომ ამოშალა წუთისოფლის ყველა ცოდვა თავისი ნათლისღებით და ჯვარცმით, სწორედ ამიტომ ჰპატიობს ღმერთი ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვებს. ეხება ‘უწინ ჩადენილი ცოდვები’ მარტო პირვანდელ ცოდვას? არა. ვინაიდან თუმცა შესაძლოა ეს ჟღერდეს როგორც ჩვენი პირვანდელი ცოდვები, ჩვენი მარადიული მამა ღმერთისთვის ყოველივე არის წარსულში.
მარადისობის თვალთახედვიდან ამა ქვეყნის დრო ყოველთვის წარსულად წარმოჩნდება. ამ ქვეყანას აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, მაგრამ ღმერთი მარადიულია, და ამიტომ როცა ვადარებთ მის დროს ჩვენს მიწიერ დროსთან, სამყაროს ყველა ცოდვა მოჩანს როგორც წარსულში ჩადენილი ცოდვა მის წინაშე. “რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე.” ამიტომ არის რომ ღმერთი არ ამჩნევს ჩვენს ცოდვებს. ეს იმიტომ არ ხდება რომ მას არა აქვს თვალები ჩვენი ცოდვების დასანახად, არამედ იმიტომ რომ მისმა ძემ იესო ქრისტემ გადაიხადა ჩვენი ცოდვების საფასური. რადგან ქრისტეს ნათლობამ და მისმა ჯვარცმამ განწმინდა ჩვენი ცოდვები, ჩვენ სინამდვილეში წარმოვჩნდებით ღვთის წინაშე როგორც უცოდველები.
როგორ შეიძლება ღმერთს დაენახა ჩვენი ცოდვები, როდესაც იესო ქრისტემ, რომელმაც აღასრულა ღმერთის სიმართლე ყველა მისი მორწმუნის გადასარჩენად, უკვე მოგვაშორა ისინი? ასე ავლენს ღმერთი თავის სამართლიანობას ‘უწინ ჩადენილი ცოდვების მიტევებით’, ცოდვების, რომელთა საფასური უკვე დაფარულ იქნა იესო ქრისტეს მიერ.
ღმერთის სამართლიანობის რწმენა მოდის ქრისტეს სიტყვიდან, ვინაიდან ქრისტეს სიტყვა შეიცავს თავის თავში ღმერთის სამართლიანობას. თავისი სამართლიანობის წარმოჩენით ღმერთმა არა მარტო თავისი სიმართლე დაგვანახა, არამედ იმათი სიმართლეც, ვისაც იესო ქრისტესი სწამს. ღმერთმა ყველა ცოდვას განგვაშორა და ჩვენც გვწამს გულში, რომ იესომ მოგვაშორა ყველა ცოდვა. ამიტომ გავხდით უცოდველები და მართლები, რადგან თვით ქრისტეს სამართლიანობა შევიმოსეთ (გალ. 3:27). რადგან ღმერთიც და ჩვენც ვართ მართლები, ყველანი ერთად ოჯახს წარმოვადგენთ, და თქვენც და მეც მისი შვილები ვართ. გწამთ ამ მშვენიერი უწყების?
ნიშნავს ეს, რომ გაგვაჩნია რაიმე პირადი, რითიც ტრაბახი შეგვიძლია? რა თქმა უნდა არა! რითი უნდა ვიკვეხნოთ როცა სინამდვილეში ჩვენი ხსნა შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეს სიტყვის მოსმენითა და რწმენით? ჩვენი საქმეებით მივიღეთ ხსნა? რა გვაქვს დასაკვეხნი? არაფერი! იმიტომ გადარჩით, რომ ეკლესიის დილის მსახურებებს ესწრებოდით? იმიტომ მიიღეთ ხსნა, რომ არასოდეს გაგიცდენიათ საკვირაო საეკლესიო მსახურება? იმიტომ მიიღეთ ხსნა, რომ პირნათლად იხდიდით მეათედებს? რა თქმა უნდა არა.
ყოველივე ეს არის საქმეები, და საქმეებზე დაფუძნებული რწმენა ან საქმეებით შევსებული რწმენა - ცრუ რწმენაა. ჩვენ მივიღეთ ცოდვებისგან ხსნა მხოლოდ ღვთის სამართლიანობის რწმენით ჩვენს გულებში. რწმენა მოდის მოსმენისგან და ხსნა ქრისტეს სიტყვის რწმენით მოდის.
იესოს რწმენის მიღების შემდეგ მონანიების ლოცვებით ცოდვათა მიტევების მოპოვების მცდელობა ასევე ცრუ რწმენაა, ვინაიდან ჭეშმარიტი რწმენა მოდის მხოლოდ ღმერთის სამართლიანობის რწმენით, არა რჯულის საქმეებით. როგორც ამბობს ღმერთის სიტყვა, “სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც.”
ხსნა მოდის, როგორც ისრაელიანებისთვის ასევე წარმართებისთვის, მოსმენით და გულითადი რწმენით იმისა, რომ იესო ქრისტემ დაიხსნა ისინი წყლითა და სისხლით. ჩვენ დახსნილები ვართ ცოდვებისგან, როცა გვწამს ღმერთის სამართლიანობის. როდესაც გვწამს ამ სამართლიანობის, რომელიცაა თვით იესო ქრისტე, ცოდვებისგან ხსნას ვაღწევთ. ღმერთი ხდება ჩვენი მამა ხოლო ჩვენ ვხებით მისი შვილები. ესაა ხსნა ღვთის სამართლიანობის რწმენით, ქრისტეს სიტყვის მოსმენით და რწმენით. ჩვენი რწმენა იბადება ღმერთის სამართლიანობის მიმართ რწმენიდან.
ჩვენი ხსნა მოდის ქრისტეს სიტყვის რწმენისგან. მაშ გწამთ, რომ ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე როგორც თქვენი მხსნელი, და რომ თავისი ნათლობით მან იტვირთა სამყაროს ყველა ცოდვა როგორც ღვთისადმი შენდობის მსხვერპლი და მოკვდა ჯვარზე, აღდგა მკვდრეთით მესამე დღეს და დაბრძანებულია მამა ღმერთის მარჯვნივ? ნამდვილად გწამთ ამ ხსნისა, ჩვენი უფლი იესო ქრისტეს ამ გამოსყიდვის?
არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც სთხოვენ ღმერთს რომ სიზმარში მოევლინოს, ვინც იძახის, რომ ირწმუნებენ მხოლოდ თუ ერთხელ მაინც იხილავენ მას თავისი თვალებით. ზოგი ამტკიცებს კიდევაც, რომ ნახეს იესო თავის სიზმრებში, რომ მან უბრძანა რაღაცის გაკეთება – ეკლესიის აგება, სამლოცველო დარბაზის აშენება, და ა.შ. მაგრამ ჩვეულებრივ, - ისეთი რაღაცის, რაც ფულს ითხოვს, და ასეთი ცრუ განცხადებებით მართული, ბევრი გზას აცდა და დაიკარგა. ამ ქრისტიანულ სამყაროში მეტად ბევრი მსგავსი სამწუხარო შემთხვევა არსებობს. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ყოველივე ეს არ არის ჩვენი უფლის საქმეები, არამედ თვით ეშმაკისა.
თუ შემთხვევით სიზმარში იესოს იხილავთ, ნუ მიიღებთ ამას მეტად სერიოზულად. სიზმარი მხოლოდ სიზმარია. იესო არაა ვიღაც, ვინც ასეთი გზითY გამოგეცხადებოდათ – სხვა შემთხვევაში ბიბლიის საჭიროება აღარ იქნებოდა. თუ იესო ერთხელ მაინც წარსდგება ჩვენს წინაშე, მაშინ უნდა დავხუროთY ბიბლია, რადგან ის აღარ იქნება საჭირო. მაგრამ ამას ქრისტეს ხსნის საქმეზე გამანადგურებელი გავლენა ექნება.
იესოსი ბიბლიის გარეშე რომ გვეწამა, ის ყველას წინაშე უნდა გამოცხადებულიყო. მაგრამ ამის საჭიროება არაა, რადგან ჩვენმა უფალმა უკვე შეასრულა ხსნის ყველა მოთხოვნა. ამიტომ მოდის რწმენა ქრისტეს სიტყვის მოსმენისგან და რწმენისგან. მაშ, ყველამ მოისმინა იესო ქრისტეს შესახებ? შეიძლება იესო ქრისტეს სახელი გაეგოთ, მაგრამ არა ყველა მათგანს მოუსმენია ჭეშმარიტი სახარება. ამიტომ იკითხა პავლამ, “როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?”
ამიტომ ჩვენ უნდა ვიქადაგოთ ეს სახარება, რომელიც შეიცავს ღმერთის სამართლიანობას. მაგრამ როგორ ვაკეთოთ ეს? რა მეთოდით ან როგორ იქადაგება სახარება არაა მნიშვნელობანი; კეთილი უწყების გავრცელების ყველა მეთოდი: ზეპირი თუ ბეჭდვითი სიტყვით, უნდა იქნას გამოყენებული. რწმენა მოდის მოსმენისგან, ხოლო მოსმენა მოდის ქრისტეს სიტყვისგან. სახარების მაუწყებელ ბეჭდვით მასალებსაც შეუძლია მკითხველი მიიყვანოს ჭეშმარიტ რწმენასთან. მეთოდის მიუხედავად უნდა გახსოვდეთ, რომ რწმენა შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ მოსმენისგან, და მოსმენა კეთილი უწყების ქადაგებისგან.
თუ გულში ნამდვილად გაქვთ ღმერთის სიტყვის რწმენა, გეცოდინებათ რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხართ. ვიმედოვნებ და ვლოცულობ იმისთვის, რომ თქვენ ეს იცოდეთ; რომ თქვენი ცოდვებისგან იყავით დახსნილი. მე ასევე ვიმედოვნებ და ვლოცულობ რომ გულმოდგინედ მოეკიდოთ წყლისა და სულის სიტყვას. მაშ მოდით დავასრულოთ ჩვენი საუბარი რომაელთა 10:17-ის ერთად წაკითხვით.
“ამრიგად რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.” ამინ. ისინი ვისაც გულში სწამს ღმერთის ამ დაწერილი სიტყვის, არიან ჭეშმარიტი რწმენის მატარებლები. გაქვთ თქვენ ეს ჭეშმარიტი რწმენა? ჩვენმა უფალმა დაგვიხსნა ყველა ცოდვისგან.
რაოდენ მადლიერნი და ბედნიერები ვართ რომ უფალმა წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა! სახარების გარეშე ადამიანები მუდამ სასოწარკვეთილობაში იმყოფებიან, მაგრამ მხოლოდ იმის მოსმენით, რომ იესომ თავისი ნათლობით ყველა ჩვენი ცოდვა აიღო, ჩვენი გულები ივსება სიხარულით და ჩვენი რწმენაც ზრდას იწყებს.
მე ვმადლობ უფალს ჩვენი ხსნისათვის.