• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 11] გადარჩება ისრაელი?

რომაელთა 11:1-ში სწერია, “მაშ, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან.” სხვა სიტყვებით, ღმერთს არ მიუტოვებია ისრაელი, რადგან თვით პავლეც ისრაელიანი იყო.
ღმერთი ამბობს რომაელთა 11:2-5-ში, “არ უარყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს: “უფალო! შენი წინასწარმეტყველნი ამოხოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს. დავრჩი მარტო მე და ჩემს მოკვლას ცდილობენ.” მაგრამ რას ეუბნება მას ღვთის პასუხი? “დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაყალის წინაშე.” ასევე ამჟამადაც არსებობს ნატამალი, მადლით ამორჩეული.”
რადგან ღმერთმა გვაუწყა, რომ იქნება მრავალი ისრაელიანი რომელიც მიუბრუნდება მას იესოს რწმენით, მრავალი ებრაელი გადაურჩება თავის ცოდვებს. უნდა გვწამდეს, რომ როცა დადგება უკანასკნელი ჟამი, ებრაელთა დიდი რიცხვი მიიღებს ცოდვებისგან გამოსყიდვას ღვთის სამართლიანობის რწმენით და იესო ქრისტესთან დაბრუნებით.
პავლე კითხულობდა, “იცით თუ რას ეუბნება წერილი ელიას?” აქ პავლე ლაპარაკობს იმაზე რომ ბოლოს იქნება მრავალი ისრაელიანი, რომელიც მიენდობა ღმერთის სამართლიანობას, რომელიც მათ ცოდვებს მოაშორებს. ელიას მიმართ თქმული ღმერთის სიტყვით წმ. წერილი გვეუბნება, რომ მრავალი ისრაელიანთა შორის მიიღებს იესო ქრისტეს, როგორც თავიანთ მხსნელს. ჩვენ გვწამს ამ სიტყვის.
წმ. წერილში რიცხვი “7” სიმბოლიზირებს სისრულეს. ღმერთმა შექმნა ეს სამყარო ექვს დღეში და დაისვენა მეშვიდე დღეს. ღმერთმა აღუთქვა რომ შემოინახავდა შვიდ ათას ადამიანს, რომლებიც მუხლს არ მოიდრეკდნენ ბაყალის წინაშე. ეს ნიშნავს, რომ იქნება ბევრი ისრაელიანი, რომლების მიიღებენ თავისი ცოდვებისგან ხსნას იესო ქრისტესი, როგორც თავიანთი მხსნელის მიღებით.
ისრაელიანთა და წარმართთა შორის ურთიერთობის ახსნისას, პავლე გამოხატავდა რწმენას, რომ მრავალი ისრაელიანთა შორის გადარჩება.


იმდენად უნდა წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ?

პავლე იძახის რომაელთა 11:6-12-ში, - ისრაელიანებს სრულიად რომ მიეღოთ ის ფაქტი, რომ იესო არის მათი მხსნელი, აღარ იარსებებდა წარმართთა ხსნის საუკუნე. იმის გამო, რომ ისრაელიანებმა არ მიიღეს იესო როგორც თავიანთი მხსნელი, ღმერთმა წარმართებს მისცა წყლისა და სულის სახარებით გადარჩენის შანსი. ამით ღმერთი აპირებდა შურის გაღვივებას ისრაელიანებში წარმართთა მიმართ, რომლებმაც ირწმუნეს იესო და გახდნენ მისი შვილები. მაშინ ისრაელიანებიც დაიწყებდნენ იესო ქრისტეს, როგორც თავისი მხსნელის მიღებას და საბოლოოდ მიიღედნენ იმ ფაქტს, რომ იესო ქრისტე ნამდვილად არის მათი მესია.


თუ ფესვი წმიდაა, მაშ რტოც

რომაელთა 11:13 აცხადებს, “ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: “რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.” პავლემ სთქვა, რომ ადიდებდა თავის მსახურებას, როგორც წარმართთა მოციქული. მას სურდა მისი საკუთარი სისხლისა და ხორცის ხალხის გადარჩენა ხელახლა შობილ წარმართთა მიმართ შურის აღძვრით. 
“ვინაიდან თუ მათი განდევნა სოფლის შერიგებაა ღმეთთან, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა სიცოცხლე მკვდართაგან? თუ პირველნაყოფი წმიდაა, მაშ ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ, რტოც” (რომ. 11:15-16). ეს ნაწყვეტი ნიშნავს, რომ თუ აბრაამი, ისრაელიანთა ფესვი, გადარჩა და ღმერთის სამართლიანობა მიიღო მისი სიტყვის რწმენით, მაშინ ისრაელიანთათვის, აბრაამის რტოებისთვის, ჯერ კიდევ შესაძლებელი ყოფილა ხსნის მოპოვება. 
ამავე დროს პავლე აფრთხილებდა ხელახლა შობილ წარმართებს, რომ არ ეამპარტავნათ იმით, რომ ღვთის წმინდა ხალხი გახდნენ, ველური ზეთისხილის რტოების მსგავსად, რომლებსაც ახალი სიცოცხლე მიეცათ შინაურ ზეთის ხილზე დამყნობით. როგორც აცხადებს რომაელთა 11:18, “ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ.” 
ჩვენ გავხდით ღმერთის ხალხი, რადგან მივიღეთ ჩვენი ცოდვებისგან ხსნა ღვთის სამართლიანობის რწმენით, მაგრამ თუ მივატოვებთ ღვთის სამართლიანობას, ჩვენც ვიქნებით მიტოვებულნი. ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან იესო ქრისტემ აღასრულა ღმერთის მთელი სიმართლე ჩვენი თავის ყველა ცოდვებისგან დახსნით, და იმიტომ რომ ნამდვილად გადავრჩით ყველა ცოდვისგან. ჩვენ გადავრჩით ღვთის აბსოლუტური სამართლიანობის რწმენით, არა ჩვენი საქმეებით. ჩვენ, წარმართები, გავხდით ღვთის ერი მისი სამართლიანობის რწმენით, როცა შევენაცვლეთ ისრაელიანთა მოტეხილ რტოებს.

 

მტკიცედ  ვდგავართ, რადგან გვწამს  ღმერთის  სამართლიანობა


მაშასადამე, ღვთის სამართლიანობის რწმენით, ქრისტიანებსაც და ებრაელებსაც შეუძლიათ იესოზე დამყნობა, როგორც მის ერს. თუ ღვთის სამართლიანობის არ გვწამს, ნამდვილად დავიღუპებით ჩვენი ცოდვების გამო მის სამსჯავროზე. პავლე ამის შესახებ პირველად ისრაელიანებს აფრთხილებდა, მაგრამ არც ჩვენ ვართ ამ გაფრთხილებისგან თავისუფალი.
ღმერთმა შეგვიბრალა ჩვენ, წარმართები, და სრულყოფილად გვიხსნა თავისი სამართლიანობით. ღმერთის სამართლიანობის მცოდნეები და მორწმუნეები ყველა თავისი ცოდვებისგან არიან დახსნილნი. ყველა თანამედროვე ქრისტიანი დაიღუპება, თუ არ იწამებს ღვთის სამართლიანობას, რომელმაც სრულყოფილად დაიხსნა ისინი, თუნდაც აღიარბდნენ რომ იესო მათი მხსნელია.
რომაელთა 11:23-24 ამბობს, “და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ იდგებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს კვლავ დამყნობა. ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.” სხვა სიტყვებით, ღმერთს გააჩნია ძალა მიიყვანოს ყველანი მისი სამართლიანობისადმი რწმენასთან. ეს ძალა აღთქმულია ღვთის სამართლიანობაში წყლისა და სულის სახარებით.
ვერც ისრაელიანების და ვერც წარმართთა საქმეებს შეუძლია მათი მიყვანა ღმერთის შვილობასთან. ღვთის შვილებად გახდომა მათ შეუძლიათ მარტო მისი სამართლიანობის და მისი აღთქმის რწმენით, რომ გახადოს ისინი თავის ერად. ღმერთის სამართლიანობა სრულებით გამორიცხავს რჯულის სამართლიანობას. ღვთის სამართლიანობით მთელი მსოფლიოს ისრაელიანებიც და წარმართებიც მიიღებენ რწმენით ხსნას. ეს არის ღვთის დიადი ხსნის კურთხევა, რომელიც შესრულდება ჩვენს მიერ გავრცელებულ სახარებით. ღვთის ეს ძალა არის მის სამართლიანობაში მოცემული რწმენის აღთქმა.
მოდით შევხედოთ რომაელთა 11:26-27, “ასე მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც სწერია: 
“მოვა სიონიდან მხსნელი 
და უღვთოებას ააცდენს იაკობს. 
ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, 
როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს.””

ღმერთმა აღგვითქვა, რომ საბოლოოდ დაიხსნის ისრაელიანებს უკანასკნელ ჟამს. ამრიგად, ღმერთმა თვითონ აღუთქვა ისრაელიანებს, რომ მოაშორებდა ბოროტსა და უწმინდურობას მათ გონებასა და სულებიდან და მისცემდა მათ იესო ქრისტეს რწმენას, როგორც მათი მხსნელისა. თუმცა მორწმუნე წინაპრები ჰყავდათ, თვით ისრაელიანებმა ვერ მიიღეს ხსნა. მაგრამ ღმერთმა ისურვა მათი ხსნა უახლოეს მომავალში იმითი რომ შეეხება მათ გულებს და მისცემს თავისი სამართლიანობის რწმენას.

 

ღმერთმა ყველანი ურჩობაში ჩაგვკეტა, რათა შემდეგ ყველაზე წყალობა მოევლინა!


მოდით წავიკითხოთ 32-ე მუხლი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია. “ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.” ყველა ეწინაღმდეგება და ეურჩება ღმერთს. არავის შეუძლია მისი სრულებით მორჩილება, მაგრამ მიზეზი იმისა რომ მან ყველანი ურჩობაში ჩაგვკეტა იყო ის რომ შემდეგ თავისი მოწყალება და სიყვარული მოეცა. ეს ძალზე გასაოცარი და საკვირველი ჭეშმარიტებაა. 
ამ ნაწყვეტით შეგვიძლია იმის დანახვა თუ რატომ შეინახა ღმერთმა ადამიანები ურჩობაში. რაოდენ საოცარია მისი განზრახვები! ღმერთმა დაგვტოვა ურჩებად, რათა თავის სრულყოფილ სამართლიანობაში და მოწყალე სიყვარულში შევემოსეთ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გვწამდეს და ვუმადლოდეთ მას მისი საოცარი განზრახვისთვის. ღმერთმა ისრაელიანებიც კი ჩაკეტა ურჩობაში, იმისთვის რომ თავისი სამართლიანობის სიყვარული მიეცა. ისრაელიანები ჯერ კიდევ არაფრად აგდებენ იესოს და სთვლიან მას ნაზარეველ დაბალი წარმოშობის ადამიანად, მაშინ როცა მრავალი წარმართი ქრისტიანი მას როგორც ფულის კეთების საშუალებას იყენებს. 
მათთვის ვინც ეურჩება ღმერთის მოწყალე სიყვარულს, არ არსებობს სხვა გზა გარდა ჯოჯოხეთში მოხვედრისა. ღმერთმა უკვე განუმზადა მათ მოგიზგიზე ჯოჯოხეთის ცეცხლი, მაგრამ მას არ სურს იმის დანახვა, როგორ სცვივდებიან ადამიანები ჯოჯოხეთში, რადგან დიდად ებრალება ისინი. “როგორ უნდა გაგაგზავნო ჯოჯხეთში?” მას შემდეგ რაც წარმართთა სრული რიცხვი შევა მის ხსნაში, მრავალი ისრაელიანი ირწმუნებს იესოს, როგორც თავის მხსნელს, როდესაც ანტიქრისტე დევნას მოაწყობს მათზე შვიდწლიანი განსაცდელის ბოლო ნახევარში. მომავალში ისრაელიანთა რიგებიდან ურიცხვი მორწმუნე აღსდგება, რომლებიც იესოს როგორც სიმართლის ღმერთს აღიარებენ. 
“ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.” ეს საოცარი ნაწყვეტი გვეუბნება რომ ღმერთმა დაუშვა ყველა ცოდვილის გადარჩენა მისი სამართლიანობის რწმენით. 
ღმერთმა უთხრა პავლეს რომ მოანანიებდა ისრაელიანებს და დააჯერებდა მათ ქრისტეს, როდესაც წარმართთა საკმარისი რიცხვი წამებული გახდება დიდი განსაცდელის დროს. როგორც ამბობს პავლე რომაელთა 11:33-ში “ო, ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! რა ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!”
ჭეშმარიტი სიბრძნე და ღვთაებრივი განზრახვა ღმერთისგან მოდის. მან ყველა ადამიანი დასაწყისიდანვე არასრული გახადა. ეს მიანიშნებს ღვთის სიბრძნეზე, რომელიც მისი ხსნის მიღების საშუალებას გვაძლევს. ამის გამო მისდამი რწმენა უკანასკნელ ჟამს ისრაელიანებსაც კი დაიხსნის. ყველა ჩვენთაგანისთვის გარდაუვალი იყო გოგირდსა და ცეცხლში ჩავარდნა, მაგრამ ღმერთმა გადაგვარჩინა ყველა ჩვენი ცოდვისგან თავისი სამართლიანობით, რომელიც მის მიერ იყო დაგეგმილი და შესრულებული. ღმერთმა ყველა ცოდვილისთვის ისურვა დახსნა იესოს ნათლობითა და სისხლით, ძველი აღთქმის წმინდა კარვის სამსხვერპლო სისტემის მსგავსად, როცა მთელი კაცობრიობა გახდა ცოდვილი სატანის ცდუნების და ღმერთის რჯულის დარღვევის გამო.
მაშ როგორ ბედავს ვინმე ღმერთის სიბრძნისათვის წინააღმდეგობას? “რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ.” ვის შეუძლია ამ ჭეშმარიტების გათვიცნობიერება, რომ ღმერთმა ჩაგვკეტა ურჩობაში იმისათვის რომ წყალობა მოეცა? როგორ ბედავს ვინმე იმის თქმას რომ ეს ქმედება უსამართლო იყო? ამას ვერავინ იტყვის! მთელი დიდება და ღვთაებრივი სიბრძნე მას ეკუთვნის უკუნითი უკუნისამდე.
სული წმინდით ავსებული მოციქული პავლე წერდა, “რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი? ან წინასწარ ვინ მისცა მას, რომ მიუზღოს? რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე.” (რომ. 11:34-36). 
მიუხედავად იმისა რომ სავსენი ვართ ნაკლოვანებებით, ჩვენ ვცხოვრობთ ღმერთის სამართლიანობის სახარების გავრცელებისთვის. ისინი ვინც ამ სიმართლის სახარების წინაღმდეგ გამოდის, არიან ღმერთის მტრები. ეს ასეა! ასეთი ადამიანები შესაძლოა ჩვენს რიგებიდანაც წამოდგნენ და ამიტომ უნდა ვილოცოთ და ვუზრუნველყოთ რომ არც ერთი ჩვენთაგანი არ ჩავარდეს ასეთ ცდუნებაში. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოვდიოდეთ ამ სახარების წინააღმდეგ. არასოდეს არ უნდა ვაქციოთ ზურგი წყლისა და სულის სახარებას ურწმუნო გულებით. ისინი ვინც მის წინააღმდეგ გამოდიან, განადგურებულ იქნებიან ამ საუკუნეშიც და მომავალშიც.
იესოს რწმენის დრო ისრაელიანთათვის მოახლოვებულია. რაოდენ მშვენიერი იქნება, ამ დედამიწის ექვსი მილიარდი ადამიანი რომ დაუბრუნდეს ღმერთს და მიიღოს ხსნა! მართლები, რომლებსაც სწამთ ღმერთის სამართლიანობის, მარტო ახლანდელ ვითარებას არ უნდა უყურებდნენ, არამედ უნდა აკვირდებოდნენ ისრაელიანთათვის დაგეგმილ ღმერთის შრომას და მოამზადონ თავიანთი რწმენა ახალ ცასა და ახალ დედამიწაზე შესასვლელად და საცხოვრებლად. მართლებმა მუდამ რწმენით და იმედით უნდა იცხოვრონ.
მე ვმადლობ ღმერთს, რადგან ვიცი, რომ მოახლოვებულია ის დღე, როდესაც ისრაელიანები ირწმუნებენ ქრისტეს როგორც თავიანთ მხსნელს. 
მოდი მალე, უფალო იესო!