• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 12] განაახლეთ თქვენი გონება ღვთის წინაშე

“ამრიგად შეგაგონებთ ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება.” (რომ. 12:1).
რა არის ეს “სულიერი მსახურება”, რომელიც თარგმნილია როგორც “განდიდების სულიერი აქტი” ბიბლიის ახალ საერთაშორისო ვერსიაში (NIV), რომელიც ღმერთს უნდა მივუძღვნათ? ეს ნიშნავს ჩვენი სხეულების მისთვის გადაცემას მისი სიმართლის საქმის საკეთებლად. რადგან ვართ დახსნილები, უნდა წარვუდგინოთ ღმერთს ჩვენი სხეულები და ვიყოთ სასურველი ღმერთისთვის სიმართლის სახარების გავრცელებაში. სულიერი მსახურება რომელიც ღმერთს უნდა აღვუვლინოთ არის ჩვენი სხეულების გამოყოფა სიწმინდეში მისი მსახურებისადმი გადასაცემად.
მე-12 თავში პავლე ლაპარაკობს იმაზე თუ რა არის სულიერი მსახურება. ის არ უნდა ეწყობოდეს ამ ქვეყნიერებას, არამედ გარდაიქმნას ჩვენი გონების განახლებით, რათა შევძლოთ იმის ჩვენება თუ რა არის ღმერთის კეთილი, სასურველი და სრულყოფილი ნება.
სულიერი მსახურება ნიშნავს მთელი ჩვენი სხეულის და გულების მიძღვნას ღვთისადმი. მაშ როგორ უნდა იცხოვროს ღვთის წინაშე მართალმა პიროვნებამ? პავლე ამბობს რომ არ უნდა შევეთავსოთ ამ ქვეყანას, არამედ გარდავიქმნათ გონების განახლებით და გადავცეთ ჩვენი სხეულები ღმერთი მისი მართალი შრომისთვის. ღმერთის სამართლიანობის რწმენა, ჩვენი გულების და სხეულების შეწირვით, ასევე ღმერთისადმი სულიერ მსახურებას წარმოადგენს.
ეს ნაწყვეტი ძალზე მნიშვნელოვანია რადგან გვეუბნება, რომ არ უნდა ვემსგავსებოდეთ ამ წუთისოფელს და ამის ნაცვლად, ვესახუროთ ღმერთის საქმეს და შევიცვალოთ ჩვენი გონების განახლებით. 
ჩვენ ვერ შევძლებთ სულიერი მსახურების გაწევას თუ მანამდე ჩვენს გულს არ განვაახლებთ. მართლებიც კი ვერ მიუძღვნიან ღმერთს თავის სხეულებს და გულებს თუ შეწყეტენ მისი სამართლიანობის რწმენას.
შეიძლება ამ თაობის გავლენის ქვეშ მოვხდეთ, რაც პავლეს თაობაშიც ხდებოდა. რადგან ვცხოვრობთ ამ ცოდვილი თაობის ცვალებადი დინების შუაგულში, ღმერთის სამართლიანობის რომ არ გვეწამა, გარდაუვლად ამ თაობის დინება გაგვიყოლიებდა. თვით მართლებიც, რომლებსაც სწამთ ღმერთის სამართლიანობა, სრულიად ვერ გაურბიან ამ ქვეყნიერების ზეგავლენას, რადგან ამ ქვეყნის ადამიანთა გვერდით ცხოვრობენ. ამიტომ გვეუბნება ბიბლია, რომ არ დავემსგავსოთ ამ წუთისოფელს.
როგორ უნდა აღავლინონ მართლებმა სულიერი მსახრუება, წმინდა შესაწირავი ღმერთისთვის მთელი თავისი გულითა და სხეულით, მაშინ როდესაც ამ წუთისოფელში ცხოვრობენ? ეს არის შესაძლებელი მხოლოდ წყლისა და სულის სახარების რწმენით, რომელიც უწყვეტად განაახლებს ჩვენს გონებასა და სულს. მართლებს შეუძლიათ ღვთის კეთილი და სრულყოფილი გეგმის ცოდნა და მიყოლა, როცა ანახლებენ თავიანთ გონებას და იცვლებიან უფლის სამართლიანობის მეშვეობით. 
პავლე ამას არ ამბობს უცოდინარობის ან ქვეყნიური აზროვნების გამო. არც რელიგიურ გაკვეთილებს იძლევა ის მორწმუნეებისადმი როცა იძახის, “ვიყოთ კეთილნი”, თითქოს არ უწყოდეს მათი გარემოებანი და შესაძლებლობები. მიზეზი თუ რატომ მოგვიწოდებს პავლე ღვთისმსახურებისთვის გულების გასანახლებლად, არის ის, რომ მანაც ძალზე კარგად იცის, რომ მორწმუნეებიც შეიძლება წალეკონ წუთისოფლის გზებმა.
ვართ ხელახლა შობილნი თუ არა, ჩვენი ფიზიკური სხეულები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგრამ არსებობს ერთი დიდი განსხვავება ხელახლა შობილთა და დაუხსნელთა შორის – ეს არის ღმერთის სამართლიანობის რწმენა. მარტო მართლებს შეუძლიათ მიყვნენ უფალს თავისი გონებისა და სულის გამუდმებული განახლებით და წყლისა და სულის სახარების რწმენით.
მაშ რა იწვევს ჩვენი გულების განახლებას? ეს არის სახარების სიტყვის რწმენა, რომელიც აცხადებს ჩვენს სრულ თავისუფლებას ცოდვისგან. უფალმა გვაპატია ყველა ცოდვა და უკეთურობა, რომელიც ჩვენი გონებით და სხეულით ჩავიდინეთ ხორციელ უძლურებებში. მართალთა გონება ახლდება რადგან ჩვენმა უფალმა აპატია წუთისოფლის ყველა ცოდვა თავისი ნათლობით და სისხლით ჯვარზე. სხვა სიტყვებით, ჩვენი გონება ახლდება, რადგან გვწამს ღმერთის სამართლიანობის. 
მაშასადამე გვჭირდება სწორი გაგება იმისა თუ რას ვაკეთებთ ღვთის წინაშე. უნდა დავუკვირდეთ თუ რა არის მისი სრულყოფილი ნება, რა სურს მას ჩვენგან, რა მისია მოგვანიჭა და რა უნდა აკეთოს ხელახლა შობილმა მართალმა. უნდა განვაახლოთ ჩვენი გულები ამ სფეროებში და ვემსახუროთ მას. ღვთის ნება ჩვენთვის არის რომ გადავცეთ მას ჩვენი სხეული და გონება, მივუძღვნათ ჩვენი თავი წმინდა მსხვერპლად. ამის გაკეთება შეგვიძლია როცა ვანაახლებთ ჩვენს გონებასა და სულს. გონების განახლება მოდის იმ ფაქტის რწმენიდან, რომ ღმერთმა გააქრო ყველა ჩვენი ცოდვა.
არსებობს განსხვავება მათ შორის ვინც ხელახლა შობილია და ვინც არა. მარტო მართლებს შეუძლიათ თავისი გონების განახლება ღმერთის სამართლიანობის რწმენით. ჩვენ, მართლებს, მუდამ შეგვიძლია იმ საქმეების რწმენით კეთება, რომლებიც მოსაწონია ღმერთისთვის, ჩვენი გულების განწმენდითა და განახლებით და ქვეყნიერების ხორციელი ვნებების უარყოფით. მართლები განსხვავდებიან ცოდვილებისგან, ვინაიდან მათ შეუძლიათ თავისი გულების განახლება, უფლისთვის გამუდმებული მსახურება და მასთან ერთად სიარული.

 

უნდა განაახლოთ თქვენი გული რწმენით


ტელევიზიით ბევრი ვარსკლავი გამოდის. ამა ქვეყნის ხალხი გამალებით ცდილობს ამ ცნობილ პიროვნებათა და ვარსკლავთა ჩაცმულობის სტილის იმიტირებას. . . ტელევიზიით ადვილად შეგვიძლია უახლესი საფირმო ნაწარმის დანახვა. მთელი სამყაროს კარის გახსნა შეგვიძლია ტელევიზორის პულტის მეშვეობით. ერთვის თუ არა თქვენი ცხოვრება ამ წუთისოფელს?
მე ვგრძნობ, რომ სამყარო სწრაფად იცვლება. თუმცა ამჟამად საფულეში კუპიურები დაგვაქვს, მალე აუცილებლად ელექტრონულ ფულს და ელექტრონულ კარტებს გამოვიყენებთ. ასეთი კარტის დაკარგვა ნამდვილ პრობლემად იქცევა და ბოლოს მეტი მოხერხებულობისთვის ხელზე და შუბლზე ელექტრონულ ბარ-კოდებს გაგვიკეთებენ. ასევე ვფიქრობ, რომ იმ დროს ბევრი ბუნებრივი უბედური შემთხვევაც მოხდება. მოდით გულში მივიღით გადაწყვეტილება გონების განახლებაზე და ღმერთის სახარების გავრცელებაზე, ვიდრე ეს დრო დადგება, რათა ჩვენ, მართლებმა, არ მივესადაგოდ ამ წუთისოფელს.
სიცოცხლის ყოველ წუთს მე ღმერთისადმი მსახურებაზე ვფიქრობ. მსურს ბეჯითად გავავრცელო სახარება, რომელიც მის სამართლიანობას შეიცავს, რადგან მისი სიტყვის გავრცელება შეუძლებელი გახდება, როცა ჩვენს ხელებზე და შუბლზე ციფრული კოდების დასმის დრო მოვა. მე დაუღალავად ვშრომობ ღმერთის ნების შესასრულებლად. ალბათ დასვენებას მხოლოდ მაშინ შევძლებ, როცა უკვე შრომის უნარს დავკარგავ. ის დღე რომ დადგება, შეიძლება მთელი ჩემი ქონებაც კი ღარიბებს დაურიგო. 
მაგრამ ახლა შემიძლია მხოლოდ რომ მივყვე ღმერთის ნებას, გამოვეყო და არ მივესადაგო ამ ქვეყნიერებას. ბევრი მართალი რომში, ვინც გადარჩა პავლეს მიერ ნაქადაგები სახარებით, დროთა მსვლელობაში მიესადაგა ამ წუთისოფელს და განშორდა ჩვენს უფალს. უნდა ვიფრთხილოთ, რომ მათ არ დავემსგავსოთ.
პავლემ დაწერა ეს მუხლი, რადგან წუხდა, რომ რომაელი მორწმუნეები ესადაგებოდნენ ამ წუთისოფელს. “თქვენი სხეულები ესადაგება ამ წუთისოფელს, მაგრამ არის ერთი ძვირფასი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. განაახლეთ თქვენი გონება. ხომ გახსოვთ, რომ უფალმა გამოისყიდა ყველა თქვენი ცოდვა? გახსოვდეთ ღვთის მართალი სახარება და იფიქრეთ იმაზე, რაც მისთვისაა მოსაწონი. განაახლეთ თქვენი გონება და აკეთეთ ჯანსაღი და სასარგებლო საქმეები, არა ხორციელად, არამედ სულიერად.” ამას შეაგონებდა პავლე რომის მორწმუნეებს, ისევე როგორც ჩვენ შეგვაგონებს დღეს.
თუმცა გარეგნულად თავს მოვაჩვენებთ, თითქოს არ ვესადაგებით ამ წუთისოფელს, სინამდვილეში ჩვენ ამას ვაკეთებთ. მაგრამ მაინც შეგვიძლია უფლისადმი მსახურება გონების განახლებით. თუმცა ჩვენს უძლურებაში ძნელია არ მივესადაგოდ ამ წუთისოფელს, მაინ გვწამს რომ უფალმა მოგვაშოერა ყველა ცოდვა ღვთის სამართლიანობის მეშვეობით. სწორედ ასე შეგვიძლია მუდამ ვემსახუროთ ღმერთის სიმართლის საქმეს ჩვენი რწმენით, მის სამართლიანობაში. სრულიად შეგვიძლია ღმერთის კეთილი და სრულყოფილი ნების მიყოლა, მისდამი რწმენით.
ყოველ ჟამს უნდა ვანაახლოთ ჩვენი გონება. რადგან მართლები, რომლებიც მოუკვდნენ ამ წუთისოფელს, ქვეყნიერების ხალხზე უფრო სუფთები არიან, მათი აზროვნება, გონება და სხეულები გახრწნის უფრო დიდი რისკის წინაშე დგას, ვიდრე ამა ქვეყნის ხალხისა. ამიტომ მუდამ უნდა დავიცვათ ჩვენი გულები ღვთის სამართლიანობის რწმენით.
რადგან ქრისტემ აიღო ყველა ჩვენი ცოდვა, გვჭირდება მხოლოდ მტკიცედ ვიდგეთ რწმენაში და გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ჩვენი რწმენა სრულყოფილი გახდა. გწამთ, რომ უფალმა მოგაშორათ ყველა ცოდვა ღმერთის სამართლიანობით? თუ გწამთ, ესე იგი შეგიძლიათ რწმენით აკეთოთ უფლის საქმეები, მიუხედავად თქვენი წარსულის ნებისმიერი უმართლობისა, რადგან უფალმა მოგაშორათ თქვენი ცოდვების მთელი სასამართლო და სამსჯავრო.
უნდა განვიახლოთ გონება წყლისა და სულის სახარების რწმენით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ბოლოს ყველანი მივატოვებთ ეკლესიას და მოვკვდებით, თუ არ განვაახლებთ გონებას წყლისა და სულის სახარების რწმენით ამ უკანასკნელ საუკუნეში.
გამუდმებული განახლების რწმენის ცხოვრება ჰგავს ველოსიპედით აღმართზე ასვლას. ამის არ გაკეთება უდრის შუა აღმართზე გაჩერებას და პედლებზე ფეხების აშვებას. თუ პედლებს არ დააწვებით, არა მხოლოდ გაჩერდებით, არამედ უკან ჩამოქანდებით და დაიმსხვრევით.
იგივე პრინციპი ესადაგება ჩვენს რწმენას ღვთის სამართლიანობისადმი. ჩვენ ავდივართ ველოსიპედებით აღმართზე. ძნელია მხოლოდ ჩვენი ძალითა და ნებისყოფით მწვერვალის მიღწევა. მტკიცედ უნდა ჩავეჭიდოთ ღმერთის სამართლიანობას, რადგან ჯერ კიდევ ხორცში ვართ. ხორციელი ფიქრების გარეშე არც ერთი მომენტი არ გადის. 
ჩვენი ხორციელი ნებისყოფა ადვილად ნებდება ვითარებას, როცა ძალას ვკარგავთ. “მე არ შემიძლია ამის გაკეთება. ამას მიჩვეული არ ვარ. ჩემი ნებისყოფა იმდენად სუსტია, მაგრამ აი იმ ძმას ნამდვილად ძლიერი ნებისყოფა აქვს. მე ღონე არ მაქვს, მაგრამ იმ დას დიდი ძალა გააჩნია. მე იმდენად სუსტი ვარ იმ ძმებთან და დებთან შედარებით. ისინი გამოსადეგი სჩანან ღვთის მსახურებისთვის, მე კი არა.” ყველა, ვისაც არ სწამს და არაა ჩაჭიდებული ღმერთის სამართლიანობაზე, საბოლოო ჯამში შეწყვიტავს ‘პედლებზე დაჭერას’ და მთის ძირას დაიმსხვრევა.
ნათქვამი მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს ეხება? რა თმა უნდა არა. კარგად გაწვრთნილი ველომრბოლელი ადვილად ავა აღმართზე, მაგრამ სუსტ პიროვნებას ეს გაუჭირდება. მაგრამ მართლისათვის პრობლემა არ დევს ფიზიკური ძალის სფეროში – საქმე ეხება წყლისა და სულის სახარების რწმენისთვის მტკიცე ჩაჭიდებას. შეუძლებელია სულიერი მწვერვალის მიღწევა მარტო ფიზიკური ძალით. ფიზიკურ ძალას თუ უძლურებას ამასთან არაფერი აქვს საერთო.
გახსოვდეთ, რომ არავის ძალუძს რწმენით ცხოვრება მხოლოდ იმიტომ რომ ძლიერი ნებისყოფა აქვს. სხვებს არ უნდა შეადაროთ თქვენი თავი და უიმედობას მიეცეთ. ჩაეჭიდეთ მხოლოდ და მხოლოდ უფლის სამართლიანობას. უფალი ხელს გაგვიწვდის თუ განუწყვეტლივ განვიახლებთ გონებას მისი სამართლიანობის რწმენით. ხსნის სახარება, რომელიც მივიღეთ დაინერგება ჩვენს გულში და უფალი ჩვენთან იქნება თუ ყოველდღიურად შევამოწმებთ ჩვენს გულს. უნდა განვიწმინდოთ ჩვენი უსუფთაო გონება ღმერთის სამართლიანობის რწმენით და უფლის შრომის შესრულებით.
მე მადლობას ვუძღვნი ჩვენს უფალს მისი მადლისთვის, რომელმაც საშუალება მოგვცა გვემსახურა მისთვის განახლებული გონებით. როდესაც ღმერთმა განაახლა ჩვენი გონება, მან საშუალება მოგვანიჭა მუდამ მის წინაშე რწმენით გვეღვაწა.

 

ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში არ იმყოფება კეთილი


პავლე ამბობს რომაელთა 7:18-ში, “ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება - არა.” პავლემ ძალზე კარგად იცოდა, რომ მის სხეულში არაფერი იყო კარგი. ის რომ ხორცში არანაირი კეთილი არ იმყოფება, - კანონია.
პავლე ათვიცნობიერებდა, რომ არავითარი კეთილი არ იმყოფებოდა მის სხეულში. მან იცოდა, რომ როგორც არ უნდა ჰყვარბოდა რჯული და რა ძლიერად არ უნდა ეცადა მისი შესრულება, ის ამას უბრალოდ ვერ გააკეთებდა. გულს სურს განახლება და უფლის მიყოლა, მაგრამ ხორცი დაუსრულებლად ცდილობს სულიერი ბრძოლისთვის თავის არიდებას. 
 ამიტომ დარდობს პავლე რომაელთა 7:21-24-ში, “ასე აღმოვაჩენ იმ რჯულს, რომ როცა კეთილის გაკეთება მსურს, ბოროტი გვერდით მიწევს. ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან?” 
 როგორ დაახასიათა პავლემ თავისი ხორცი? ის უწოდებს მას “სიკვდილის სხეულს.” თქვენს სხეულზე რას იტყვით? ისიც არაა სიკვდილის სხეული? რა თქმა უნდა, არის! სხეული თავისი არსით არის სიკვდილის სხეული. მას მხოლოდ ცოდვის ჩადენა სურს და ცოდვისაკენ მიეზიდება. “უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან?” და ამიტომ ამბობს პავლე, “ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.” (რომ. 7:25).
პავლე მიუთითებს იმას, რომ არსებობს ორი სახის რჯული. პირველი – ხორცის რჯულია. ის მარტო ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებას ეძებს და ხორციელ აზრებში ცხოვრობს, რაც სრულიად საპირისპიროა იმისგან რასაც იწონებს ღმერთი. 
მეორე არის სიცოცხლის სულის რჯული. სულირ რჯულს სურს ჩვენი წაძღოლა სწორი გზით, რომლითაც ღმერთს სურს რომ ვიაროთ. სულის რჯულს სურს ის, რაც ხორცის რჯულის საწინააღმდეგოა. ჩვენ, ქრისტიანები, ამ ორს შორის ვართ გამომწყვდეული და ვცდილობთ გადავწყვიტოთ თუ საითკენ მივემართოთ.
ზოგჯერ ხორცის სურვილებს ვემორჩილებით, მაგრამ როცა ვაახლებთ ჩვენს გონებას, მაშინ სულისათვის სასურველ ღვთის შრომას მივყვებით. მიზეზი თუ რატომ ვაკეთებთ ჩვენ ამას – ე.ი. წარვადგენთ ჩვენს სხეულებს ღვთისათვის მსხვერპლად და შემდეგ უეცრად ხორცის საქმეებს ჩავდივართ, - არის ის რომ ყველას გაგვაჩნია ხორცი. ამიტომ მუდამ უნდა განვაახლოთ ჩვენი გონება წმინდა სულის მეშვეობით.
თუმცა დახსნილები ვართ, ამ წუთისოფელს ადვილად ვესადაგებით, ვინაიდან ჯერ კიდევ ხორცში ვართ. ვინაიდან ყველა ამ ქვეყნად წუთოსოფლის კვალობაზე ცხოვრობს, ჩვენ იოლად ვხვდებით მათი ზეგავლენის ქვეშ. ამრიგად არსებობს მარტო ერთი გზა, რომლის მიერ შეგვიძლია ღმერთის გზით სიარული, და ესაა გონების განახლება. ჩვენ მუდამ შეგვიძლია რწმენით გონების განახლებით ცხოვრება. ასე შევძლებთ ჩვენი უფლის მიყოლას, ვიდრე ის მოვა.
თუ მარტო ჩვენს ხორცს შევხედავთ, აღმოჩნდება რომ ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ ასრულებს უფლის მართალ საქმეებს და ყველანი წარწყმედისთვის ვართ განწესებულნი. მაგრამ შეგვიძლია მივყვეთ უფალს გონების განახლებით და მთელი ჩვენი გულით მის სამართლიანობაზე ჩაჭიდებით. ამიტომ თქვა პავლემ რომაელთა 8:2-ში, “რადგან სიცოხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.” 
ის რის გაკეთებაც ხორცით დაუძლურებულმა რჯულმა ვერ შეძლო, ქრისტემ გააკეთა ღმერთის სამართლიანობის მეშვეობით. როგორც იძახის რომაელთა 8:3, “ვინაიდან რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში.”
ღმერთმა გამოაგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე იესო ქრისტე ამ ქვეყანაზე და მსჯავრი დასდო ცოდვას მის ხორცში. გამოთქმა “მან მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში” ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩვენი ცოდვა გაქრა და ამგვარად გავხდით უცოდველნი. ჩვენ გავნთავისუფლდით ცოდვებისგან ღვთის სამართლიანობის რწმენით. რჯულის სიმართლის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე იმისთვის რომ მას წაეღო ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობისა და ჯვრის სისხლის მეშვეობით და დავეხსენით წუთისოფლის ყველა ცოდვისგან.
ხსნის მიღების შემდეგ წარმოჩნდება ორი სახის ადამიანები: ისინი ვინც ცხოვრობენ ხორციელად და ხორციელზე ფიქრობენ, და ისინი, ვინც ცხოვრობენ სულიერად და ფიქრობენ სულიერზე. უნდა გაიგოთ, რომ ხორციელ აზროვნებას დაღუპვამდე მიყავხართ, მაშინ როცა სულიერ აზრებს – სიცოცხლისა და მშვიდობისკენ. ხორციელი გონება ემტერება ღმერთს.
ჩვენ არ ვიმყოფებით ღმერთის რჯულის ქვეშ და არც ამის გაკეთება შეგვიძლია (რომ. 8:7). ხელახლა შობილი მართალიც კი ჩავარდება ხორციელ ფიქრებში, თუ არ განაახლებს თავის გონებას. თუ არ გვწამს იმის, რომ ღმერთმა გაანადგურა ყველა ჩვენი ცოდვა, და შესაბამისად არ განვაახლებთ გონებას, ადვილად ჩავცვივდებით ხორციელ საქმეებში და ვერ მივყვებით უფალს. ამიტომ არის, რომ მუდამ გვმართებს გონების განახლება.
პავლემ თქვა, რომ ჩვენ, ხელახლა შობილები, შეიძლება ან ხორციელობაში ჩავვარდეთ ხორციელი ფიქრების მიყოლით, ან დავემორჩილოთ სულის აზრებს ჩვენი გონების განახლებით. ჩვენ ამ ორ მხარის შორის ვქანაობთ. მაგრამ პავლემ თქვა, “თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.” (რომ. 8:9)
ჩვენ ვართ ღვთის სულიერი ხალხი. სხვა სიტყვებით, ჩვენ მისი ერი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მივყვებით წუთისოფლის ცდუნებებს და მათ ვესადაგებით ჩვენი სისუსტის გამო, მაინც ვართ ხელახლა შობილები. ხორცში ვვარდებით როცა ხორციელზე ვიწყებთ ფიქრს, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენში სულიწმიდა ცხოვრობს, ვართ ქრისტეს ხალხი. ანუ, ჩვენ გავხდით მართლები, ღმერთის ერი.
პავლემ თქვა, “ჩვენი სხეული მკვდარია ქრისტეს მიერ.” და დაამატა, “თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის” (რომ. 8:10). ჩვენ უნდა გამოვაღვიძოთ სულიერი აზროვნება. ჯერ კიდევ სუსტნი ვართ და ჩვენი სხეულები ადვილად სცდება სწორ გზას ჩვენი ცხოვრების მთელ მანძილზე. მაგრამ ჩვენი გონება და აზრები გამუდმებით უნდა განახლდეს ღვთის სამართლიანობის რწმენით.
მოდით ყოველთვის გავიხსენოთ ღმერთის სამართლიანობა როცა ცოდვის სურვილი წარმოიშვება ჩვენში. მაშინ გვეცოდინება, რომ ღმერთის სამართლიანობამ ამოშალა ჩვენი ცოდვები. უყურეთ ღმერთის სამართლიანობას და გწამდეთ. მადლობა აღუვლინეთ მას ყველა თქვენი ცოდვის აღებისთვის და იფიქრეთ ღვთის საქმეებზე. იფიქრეთ იმაზე თუ რა არის ღმერთის ნება, სრულყოფილი და სათნო მისთვის. მაშინ თქვენი გონება მუდამ განახლებული იქნება.
უნდა განვაახლოთ ჩვენი გონება რწმენით და მივმართოთ ის ღვთისათვის სათნო საგნებზე. ასე უნდა იცხოვროს მართალმა. მხოლოდ ასეთი მოქცევით შევძლებთ უფლის გზაზე სიარულს, ვიდრე ის მოვა. მე ვიცი, რომ ყველანი დაღლილი ვართ ყოველდღიური ყოფისგან. ძნელია მუშაობა და ძნელია ეკლესიაში სიარული. ყველას ხვდება სირთულეები. ზოგჯერ მე მშურს კიდევაც იესოსი, როცა მან შესძახა თავისი სიკვდილის წუთში, “აღსრულდა”! მე მჯერა, რომ ჩვენც ერთ მშვენიერ დღეს შევძლებთ იგივეს თქმას და გავთავისუფლდეთ ყველა გასაჭირისგან.
უფლის მეორე მოსვლა მოახლოვებულია. მანამადე კი მოდით განვაახლოთ ჩვენი გონება და ნუ მივესადაგებით ამ ქვეყნიერებას. რადგან უფლის გზებზე სასიარულოდ ჩვენი გული ღვთის სამართლიანობიას უნდა ჩაეჭიდოს, გონება გამუდმებით უნდა ახლდებოდეს. ასე უნდა მივყვეთ უფალს ვიდრე მის მოსვლამდე. ეს დრო უკვე ახლოა.
ცოტა ხნის წინ გაზეთის სტატია წავიკითხე, რომელიც იუწყებოდა რომ ანტარქტიკის ოზონის ხვრელი სამჯერ უფრო დიდი ზომისაა ვიდრე შეერთებული შტატების ტერიტორია. წავიკითხე ასევე სხვა ამბავი ჭურვსაწინააღმდეგო სისტემის გააქტიურებაზე. ეს სისტემა ბალისტიკური რაკეტების შუა ფრენაში ჩამოგდებაზეა გამიზნული და საწყისი ცდები წარმატებული აღმოჩნდა. ამგვარი განვითარება ცხადად მიანიშნებს იმაზე რომ გარემოს განადგურება გაიზრდება, სამხედრო ძალის დამანგრეველი პოტენციალის მრავალჯერად ზრდასთან ერთად.
თუ ქვეყნის სამხედრო პოტენციალი იზრდება, მისი მოწინააღმდეგებიც გაზრდიან საკუთარ სამხედრო ძალას მის გასათანაბრებლად. მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ დარჩება უმოქმედოთ სხვა ქვეყნის ძალის ზრდის შემყურე. რა მოხდება თუ ამ დიდძალ შეიარაღებას შორის ომი იფეთქებს? 
როდესაც ზოგმა ქვეყანამ სცადა ბირთვული იარაღის განვითარება, მსოფლიოს სხვა ძალებმა სცადეს მათთვის ხელის შეშლა ბირთვული ნაწილების შეძენაში. მაგრამ მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ასეთმა ზომებმა არ გაამართლა და რომ საეჭვო ქვეყანამ შეძლო მასობრივი განადგურების იარაღის შეძენა და იმუქრება მათი გამოყენებით. მაშინ დანარჩენი მსოფლიო ნამდვილად ეცდება კიდევ უფრო ახალი და ეფექტიური იარაღის შექმნას რათა გაუმკლავდეს სიტუაციას.
ასეთი ახალი იარაღი გააცამტვერებს მსოფლიოს უფრო დიდი ენერგის მეშვეობით, ვიდე ბირთვული იარაღია. ომები აღარ იმართება თოფების გამოყენებით, როგორც წარსულში. პიროვნების მოკვლა არაფრად არ ჩაითვლება; მთელი ქალაქები ან ქვეყნები თვალის დახამხამებაში აღიგვება პირისაგან მიწისა. ბირთვული ომები არ იქნება ლოკალიზებური, არამედ გადაიზდრება მსოფლიო ომში. ასეთი ომით გაპარტახებულს, ამ სამყაროს კიდევ უფრო დიდი განადგურება დაატყდება თავს ბუნებრივი უბედური შემთხვევების სახით. ოზონის შრე უფრო სწრაფად დაიშლება და ეროზიის გამო უზარმაზარი ტალღები და შტორმები წარმოიშვება. მაშინ გამოჩნდება ანტიქრისტე თავისი დიდი ძალით და დაიპყრობს ამ მსოფლიოს.
შეიძლება თქვათ რომ უკიდურესად ვძაბავ მოსალოდნელ სცენარს, მაგრამ ადამინის ბუნება თავის არსში ბოროტია. ერები შექმნიან ჯარებს და განავითარებენ ახალ შეიარაღებას, რომელიც სიკეთისთვის არასდროს იქნება გამოყენებული. ბირთვულ იარაღს მხოლოდ მსგავსი სახის მასობრივი განადგურების იარაღი თუ შეედრება. ქვეყნები განახორციელებენ ერთმანეთზე დარტყმას თვითგადარჩენის მიზნით. სხვა ქვეყნები ეცდებიან ბალანსის შემქნას სხვა ნებისმიერი ცალკეული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიო ბატონობისთვის იღწვის. როგორიც არ უნდა იყოს პირვანდელი განზრახვა, შექმნილი ბირთვული იარაღი და სამხედრო ძალა ვერასდროს იქნება გამოყენებული სიკეთისათვის.
დიდი ხნის წინ პავლემ უთხრა რომში მცხოვრებ მორწმუნეებს, რომ არ მისადაგებოდნენ ამ წუთისოფელს, არამედ მიყოლოდენ უფალს თავისი გულების განახლებით. ეს ნაწყვეტი ძალზე გვიხდეება ჩვენ, ამ საუკუნეში მცხოვრებთ. ამ უკანასკნელ დღეებში ჩვენ უნდა გავარჩიოთ რა არის ღმერთის კეთილი, სათნო და სრულყოფილი ნება და მივყვეთ უფალს ჩვენი რწმენით.
თუმცა მრავალი ნაკლი გაგვაჩნია, ჩვენი უფალი არის ყოვლისშემძლე ღმერთი. ის ცხოვრობს ჩვენში წმინდა სულის სახით. შეიძლება ჩვენი ფიზიკური სხეულები სუსტი იყოს, მაგრამ სულიწმინდა ჩვენში მეტად ძლიერია. ის აახლებს ჩვენს გონებას ღვთის სიტყვის რწმენით რათა შევძლოთ უფლის მიყოლა. 
მოდით ვიყოთ დამოკიდებული სულიწმიდის ძალაზე, განვაახლოთ ჩვენი გონება და ვემსახუროთ უფალს. თუ უფალი დაბრუნდება მისდამი ჩვენი მსახურების პერიოდში, მასთან წავალთ. ქრისტეს მეორედ მოსვლის იმ დღემდე კი ვიცხოვრებთ ღმერთის სამართლიანობის გასავრცელებლად. განაახლეთ თქვენი გონება ღვთის სამართლიანობის რწმენით.