• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 13] იცხოვრეთ ღმერთის სამართლიანობისთვის

რომაელთა 13:1 ამბობს, “ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი.”
ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სოციალური ნორმების ფარგლებში. ღმერთმა გვიბრძანა რომ გვეშინოდეს და პატივს ვცემდეთ ძალაუფლების მქონეთ, როგორც ჩვენს სულიერ, ასევე ხორციელ ყოფაში. ღმერთი აძლევს მთავრობის წარმომადგენელს ძალაუფლებას გარკვეული მიზეზის გამო და ჩვენც ამიტომ არ უნდა ვუგულებელყოთ ისინი. უნდა გვახსოვდეს პავლეს ნათქვამი, “არავისი არაფერი დაგედოთ ვალიდ, გარდა ერთმანეთის სიყვარულისა.” (რომ. 13:8).
ამიტომ არის, რომ უფასო წიგნებს ვაქვეყნებთ და ყველას ვაწვდით ამ მშვენიერ სახარებას მთელ მსოფლიოში.
უფალმა თქვა, “სიყვარული არის რჯულის აღსრულება.” ადამიანები შეპყრობილნი არიან ილუზიებით, თითქოს ერთგულად იცავენ რჯულს თავიანთ რელიგიურ ცხოვრებაში.
ღმერთმა მოგვცა წყლისა და სულის სახარება, რომელიც წარმოაჩენს მის სამართლიანობას ჩვენი თავის ცოდვისგან დასახსნელად. ჩვენ გვჭირდება ღვთის სამართლიანობის რწმენა, რომელიც წყლისა და სულის სახარებაშია ნაჩვენები.
ამ მშვენიერი სახარების გავრცელება, რომელიც მოგვცა უფალმა, ნამდვილად ანიჭებს სიცოცხლეს მის მსმენელთ, რადგან იხსნის ადამიანებს ყველა მათი ცოდვებისგან. ჩვენ არ უნდა გვქონდეს რაიმე ვალი ვინმეს მიმართ, გარდა სიყვარულის ვალისა, იესო ქრისტეს სიყვარულისგან გამომდინარე.

 

დროა ჩვენთვის რომ გამოვიღვიძოთ


მე-11 მუხლი ამბობს, “მაშ ასე, იმოქმედეთ, რადგან იცით დრო, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ”. ჩვენ ვიმეფებთ ქრისტესთან ერთად ათასი წლის განმავლობაში როცა ჩვენი არასრულყოფილი სხეულები შეიცვლება – ესე იგი როცა ისინი გამოსყიდული იქნება. 
შეგვიძლია ჩვენი და ნოეს თაობებს შორის მსგავსება დავინახოთ. ჰომოსექსუალიზმის ახალმა ტალღამ გადაუარა უნივერსიტეტებს. რამდენად ბოროტი უნდა იყოს ეს სამყარო, როცა ერთი პიროვნება კლავს მეორეს ფასიანი ტელეფონის გამოყენების გადამეტებისთვის? მრავალი მსგავსი სასტიკი და ბოროტი შემთხვევა ხდება ჩვენს თაობაში. 
უნდა გავიგოთ, რომ დადგა გამოღვიძების დრო. ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის ჟამი ძალზე მოახლოვებულია. მაგრამ ამავე დროს, გახსოვდეთ, რომ არსებობს უამრავი ადამიანი, ვინც სინამდვილეში ვერ ათვიცნობიერებს ამ საუკუნის რეალობას.
“ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.” (მათე 24:37). ნოეს დღეებშიც ადამიანები აშენებდნენ სახლებს, ქორწინდებოდნენ, სჩადიოდნენ ყველანაირ ცოდვას და ყოველდღიური საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, სანამ ერთ დღეს ღვთის სამსჯავრო დაესხმეოდა უეცრად თავზე. ნოეს გარდა არავინ მოელოდა წვიმის და წყალდიდობის მოსვლას, რომელმაც მის კიდობანში გადარჩენილი რამოდენიმე პიროვნების გარდა მთელი დედამიწის მოსახლეობა წალეკა. დაღუპულებს ღვთის გამანადგურებელი სამსჯავრო შეხვდა წილად, მაშინ როცა უდარდელად ჭამდნენ და სვამდნენ, რაიმე საშიშროების მოლოდინის გარეშე.
ეს სამყარო არა მხოლოდ ომების საშიშროების წინაშე დგას, არამედ უდიდესი ბუნებრივი მოვლენების წინაშე, რომლებიც მთელ ქვეყანაზე ხდება კლიმატური ცვლილებების გამო. სერიოზული საფრთხე ჩვენს საკვებშიც კი იპარება, და ნერვიულობის გარეშე სიამოვნებით ვერც კერძებს შევექცევით. ამიტომ უნდა ვიცხოვროთ ბრძნულად ამ საუკუნეში და გვახსოვდეს რომ ჩვენი სხეულების ხსნა ბევრად ახლოა ვიდრე როცა პირველად ვირწმუნეთ. 

 

შემოსილი ხართ ქრისტეს ხსნით?


შეიძლება იფიქროთ, რომ ამ სამყაროს დაღუპვას არაფერი აქვს საერთო რწმენის რეალობასთან და რომ ყველაფრის მიზეზი – ამქვეყნიური პოლიტიკა და ეკონომიკაა. მაგრამ გლობალური კატასტროფები მსოფლიოსთვის გამაფრთხილებელი ნიშნებია. ეს სამყარო ცოტა ხანში უკიდურეს ეკონომიკურ და გარემოს პრობლემებს წააწყდება. ბიბლია გვეუბნება, რომ რაც უფრო გვიახლოვდება უფლის მეორედ მოსვლა, მით უფრო “არავისი არაფერი დაგედოთ ვალიდ, გარდა ერთმანეთის სიყვარულისა.” – ერთმანეთის მხარდაჭერის, დაცვის, წაძღოლის და ერთმანეთთან სიყვარულში თანამშრომლობის. და ასევე უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი იმედების აღსრულება უფრო ახლოსაა ვიდრე როცა პირველად ვირწმუნეთ.
ჩვენ ვცხოვრობთ საუკუნეში, სადაც გვჭირდება იმედი, იესო ქრისტეს დაბრუნების მოლოდინში. 
სადაა ჩვენი იმედი? ის მოიძებნება ქრისტეს დაბრუნების მოლოდინში, რომელიც აღგვადგენს ჩვენ და დაგვაჯილდოებს მასთან ერთად ათასწლეულის სასუფეველში მეფობით, რომელიც დიდი განსაცდელის შვიდი წლის შემდგომ დადგება. ამ ჟამის მოახლოვებასთან ერთად უნდა ვიცხოვროთ იმედით, ღმერთის სამართლიანობით შეიარაღებულნი. ჩვენ სულ უფრო მტკიცედ უნდა ვიდგეთ წყლისა და სულის სახარებაში და ვემსახუროთ მას მთელი გულებით. უნდა გავავრცელოთ ჩვენი მსახურება მსოფლიოს ყველა ადამიანთან ამ სახარების გასაზიარებლად.


არაფერი დაგვედოს ვალად გარდა ერთმანეთის სიყვარულისა

ვიცი, რომ ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევები, ბევრ უბედურებას მოიტანს. დღეს დღეობით ბევრი კინოფილმი კეთდება გლობალური განადგურების თემაზე. ვფიქრობ, რომ ეს ხდება იმის გამო რომ სამყაროს მართლაც ჰოლივუდის სცენარისტთა წარმოდგენის მსგავსი სცენარი ელის და ეს ასევე ამოწმებს იმაზე, რომ ადამიანები ქვეცნობიერად გრძნობენ მსოფლიოს გარდაუვალ განადგურებას.
ამიტომ არ უნდა დავკავდეთ ხორცის საქმეებით, არამედ სულის საქმეებით. 
უნდა გვწამდეს, რომ წყლისა და სულის სახარების გავრცელების ცხოვრება ყველაზე შესანიშნავი ცხოვრებაა. მთელი მსოფლიოს ხალხი გაოცებულია ჩვენი მსახურებით. ბევრმა ადამიანმა გვაუწყა თუ რამდენად დიდი გამოწვევა იყო მათთვის ჩვენი მსახურება. მათ უჭირდათ იმის დაჯერება რომ ჩვენ, ღვთის მსახურთა ჯგუფმა კორეიდან, პატარა ქვეყნიდან, შევძელით ღმერთის სამართლიანობის ასეთი ძალით გავრცელება. ხო, ჩვენ ნამდვილად მცირენი და სუსტნი ვართ, მაგრამ მაინც ვავრცელებთ სახარებას მთელ მსოფლიოში, რადგან გვწამს წყლისა და სულის სახარების, ანუ ღმერთის სამართლიანობის.
რომაელთა 14:8 ამბობს, “ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.” ჩვენ ვცოცხლობთ მხოლოდ ჩვენი უფლის გამო.
რადგან უფლის მიერ ამ ქვეყნად ვართ მოვლენილი და გავმართლდით მისი სამართლიანობით, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, ქრისტეს ვეკუთვნით. ჩვენ ვიცხოვრებთ და დავტოვებთ ამ ცხოვრებას როგორც ქრისტესნი, ღმერთის სამართლიანობისათვის მიძღვნილნი. ღმერთი გვიწონებს ჩვენ და აგვირჩია რომ გამოგვიყენოს როგორც თავისი იარაღი სასიხარულო ამბის მთელ ქვეყანაზე გასავრცელებლად. ამრიგად მან ჩვენ მახარობლობის ფართე კარი გაგვიხსნა. მან ნება დაგვრთო გაგვევრცელებინა სახარება წიგნების მეშვეობით, და არა ყველა ერში პირადად მისვლის გზით.
ღვთის სამართლიანობის სახარების მქონე წიგნების სერიები ითარგმნა და გაიგზავნა ინგლისურად, ესპანურად და სხვა ენებზე მოლაპარაკე ქვეყნებში, ისევე როგორც აზიის, აფრიკის და ევროპის მრავალ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი სერია რომელსაც ეწოდება ჩვენი უფალი, რომელიც არის ღვთის სამართლიანობა, მსოფლიოს თითოეული პიროვნებისთვის უდიდესი სულიერი კურთხევა გახდება. საოცარია თუ როგორ მოქმედებს უფალი თავისი ნების განსახორციელებლად მისი სამართლიანობის მორწმუნეთა მეშვეობით.
ეს მსოფლიო საბოლოო ჯამში დაფარული იქნება ამ მშვენიერი სახარებით, და როგორც კი ეს სახარება, რომელიც შეიცავს ღმერთის სამართლიანობას, მთელ ქვეყანას მოედება, ღმერთი შეასრულებს ყველა იმ გეგმასა და ჩანაფიქრს, რომელიც მას ჩვენთვის აქვს შემონახული.
ეს არის მოახლოვებულ ქარიშხალთა საუკუნე. ნავთობის კრიზისებმა და გლობალურმა ფინანსურმა პანიკამ შეიძლება კიდევ ერთხელ შეძრან მსოფლიო. ჩვენზე დაკისრებული საქმე უფრო ერთგულად უნდა ვაკეთოთ. წყლისა და სულის სახარება წუთისოფლის აღსასრულამდე უნდა ვავრცელოთ. მოდით გულმოდგინეთ გავავრცელოთ წყლისა და სულის სახარება, ისე რომ ქვეყნად არავინ დარჩეს ამ სახარების მოსმენის გარეშე. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და ვიღვაწოთ ერთ და იმავე მიზნისათვის. უნდა ვიმოქმედოთ, როგორც გედეონის სამასი ჯარისკაცი. თუმცა მცირენი ვართ რიცხვობრივად, ჩვენ ვართ ზეცის გულადი მეომრები და ღმერთიც ჩვენთანაა.
ყველას, ვისაც მიღებული აქვს ცოდვათა პატიება და მადლიერია ღვთისადმი, შეუძლია ღმერთის სამართლიანობის გავრცელება. ჩვენ გავიმარჯვებთ რწმენით, რადგან გვაქვს ღვთის სამართლიანობა. ღვთის სამართლიანობის მორწმუნეები მუდამ აკეთებენ სულის საქმეებს და მიზნად სულიერ შრომას ისახავენ. 
მე ვლოცულობ, რომ ღმერთის სამართლიანობა თქვენთან იყოს.