რომაელთა 14:1 ამბობს, “რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ.”
პავლე აფრთხილებდა რომის წმინდებს რომ არ გაესამართლებინათ ერთმანეთის რწმენა. რადგან იმ დროის რომის ეკლესიაში როგორც ერთგულნი ასევე ნაკლებათ ერთგულნიც იყვნენ, მათ ერთმანეთის რწმენის განკითხვა დაიწყეს. თქვენ თუ მსგავსი რამ მოგივათ, გახსოვდეთ, რომ ერთმანეთის რწმენას პატივი უნდა სცეთ და უარი თქვათ ღმერთის მსახურთა რაიმე განკითხვაზე. მსახურთა წამოყენება და განმტკიცება ღმერთის და არა ჩვენი პრეროგატივაა.
ღვთის ეკლესიაშიც კი წარმოიშვება ხოლმე პრობლემები მორწმუნეთა შორის. მათ რწმენას რომ დავაკვირდეთ, ყველანაირი რწმენის სახეობას ვნახავთ. ზოგი მათგანი რჯულით იყო შეპყრობილი გამოსყიდვის მიღებამდე და ამრიგად, თავისი ძველი ლეგალისტური რწმენის ნარჩენი კიდევ გააჩნია.
ზოგი ქრისტიანი ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამორჩეულ კვებას. მაგალითად, შეიძლება იფიქრონ რომ ღორის ხორცის ჭამა არ შეიძლება. სხვებს ჰგონიათ, რომ ყველა ვითარებაში შაბათის დღე უნდა დაიცვან. მაგრამ ასეთი სადაო საკითხები უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ღმერთის სამართლიანობისადმი რწმენით და არ განვიკითხოთ ერთმანეთი ასეთი უმნიშვნელო საკიტხების გამო. ეს არის იმის არსი, რაზეც საუბრობდა პავლე.
პავლე ასწავლის მე-14 თავში, რომ არ უნდა გავასამართლოთ ჩვენი მოძმე მორწმუნეების სისუსტეები თუ მათ ღვთის სამართლიანობის რწმენა გააჩნიათ. რატომ? იმიტომ რომ თუმცა უძლურნი არიან, მათაც სწამთ ღვთის სამართლიანობა.
ბიბლია ლაპარაკობს მათზე, ვინც ღმერთის სამართლიანობის რწმენით მიიღო ცოდვების გამოსყიდვა, როგორც ღვთისათვის ძვირფას ადამიანებზე. თუმცა ერთმანეთის თვალში შეიძლება არასრულყოფილად ჩანდნენ, ღმერთმა მაინც აგვიკრძალა სხვა მორწმუნეების რწმენის გასამართლება. ამის მიზეზი ისაა, რომ თუნდაც ხორციელად შეიძლება უძლურნი იყონ, ისინიც გახდნენ რწმენით ღმერთის შვილები.
განსხვავებული რწმენა
მუხლი 2-3 ამბობს, “ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი.”
ღვთის მსახურთა შორის შეიძლება მრავალი სხვაობა არსებობდეს მისი სამართლიანობის რწმენის და მისდამი მორჩილების საკითხებში. ხსნის რწმენა ერთია, მაგრამ მისი სიტყვის რწმენის სიდიდე შეიძლება განსხვავდებოდეს.
თუ ვინმე ლეგალისტი იყო თავის ხელახლა შობამდე ღვთის სამართლიანიბის სახარებით, მას დრო დაჭირდება საკუთარი სამართლიანობის მისატოვებლად და მთლიანად ღვთის სამართლიანობის რწმენის შესაცნობად. ასეთი ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ შაბათის დაცვას, მაგრამ თქვენ არ უნდა განიკითხავდეთ მათ, რადგან მათაც სწამთ ღმერთის სამართლიანობის.
ღმერთი კმაყოფილია იმათი რწმენით, ვისაც სწამს და იცის მისი სამართლიანობა. მან მიიღო ისინი როგორც თავისი ხალხი. ამიტომ მათ ვინც ნამდვილად მიიღეს ღვთის სამართლიანობა, ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ გამოკვებონ მოძმე მორწმუნეები ღმერთის სამართლიანობით, მათი რწმენის სისუსტის გასამრთლების მაგივრად.
არ უნდა ვასამართლებდეთ ღვთის მსახურთ
მე-4 მუხლი ამბობს, “ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცემა, მაგრამ წამოყენებულ იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.”
ჩვენ უნდა მივიღოთ ღვთის მსახურნი, რომლებიც მოიწონა და დაამტკიცა ღმერთმა, ისევე როგორც მათი რწმენა. განიკითხავთ და ასამართლებთ ღვთის მსახურებს თქვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში? მაშინ ღმერთი თქვენს რწმენასაც უფრო მეტად განიკითხავს. თუ ასამართლებთ იმ ადამიანების რწმენას, ვინც ღმერთმა მოიწონა მარტო იმის გამო რომ ისინი არ მოგწონთ, თქვენ ამით ღმერთის სამსჯავრო ტახტზე ცდილობთ ასვლას და მის მსახურთა გასამართლებას. ეს არაა სწორე. პირიქით, თქვენ მადლიერებით უნდა მიიღოთ ღმერთის თუნდაც ის მსახურნი, რომლებიც არ მოგწონთ და დაუჯეროთ მათ მართველობას ღვთის სამართლიანობის ასამაღლებლად.
ღმერთმა უნდა მოიწონოს ჩვენი რწმენა. ჩვენ ჭეშმარიტი რწმენა უნდა ვიქონიოთ, რომელიც უფლის შექებას და ჯილდოს დაიმსახურებს. რადგან ღმერთმა საშუალება მოგვცა მიგვეძღვნა ცხოვრება იესო ქრისტესთვის, ჩვენ ვმადლობთ მას მისი სამართლიანობისათვის. ჩვენ გვმართებს იმათი მოწონება, ვინც მოწონებულია ღვთის მიერ და უნდა ვუარყოთ ისინი, ვისაც ღმერთი უარყოფს. მე ვიმედოვნებ, რომ განადიდებთ ღმერთს მისი სამართლიანობის რწმენით. მაშინ ამ რწმენის გამო უფალი თქვენც აგამაღლებთ.
თუ მათაც სწამთ ღვთის სამართლიანობა. . .
“ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითახვს. ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე. ვინც პატივს მიაგებს დღეს, უფლისათვის მიაგებს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს” (რომ. 14:5-6).
ებრაელთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ქრისტესადმი, წყლისა და სულის უფლისადმი რწმენით იყვნენ დახსნილი. მათ შორის ბევრი, იესოსადმი რწმენის მიუხედავად ჯერ კიდევ რჯულით იყვნენ შებოჭილნი. მაგრამ ისინი უკვე იყვნენ ღვთის სამართლიანობის მსახურნი, ვინაიდან რჯულის დაცვასთან ერთად ისინი ღმერთის სამართლიანობას ავრცელებდნენ.
ამიტომ თქვა პავლემ, “იუდეველთათვის გავხდი, როგორც იუდეველი, რათა იუდევლები შემეძინა. რჯულის ქვეშ მყოფთათვის – როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ უმყოფელი, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა” (1 კორ. 9:20-21).
ჩვენ არ უნდა უკუვაგდოთ ან ვუარყოთ იმათი რწმენა, ვისაც ღვთის სამართლიანობის სწამს. თუ მათ სწამთ ღვთის სამართლიანობის და ემსახურებიან მას, უნდა მივიღოთ ისინი, როგოც ღვთის მსახურნი.
მართალი ცხოვრობს უფლისთვის
მუხლი 7-9 ამბობს, “ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისთვის და არავინ კვდება საკუთარი თავისთვის. ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.”
ჩვენ ვცხოვრობთ ქრისტესთან ერთად და ვკვდებით მასთან ერთად, რადგან დახსნილ ვიქენით ყველა ჩვენი ცოდვისგან და მივიღეთ ახალი სიცოცხლე სახარებაში გამოჩენილი ღვთის სამართლიანობის რწმენით. ყოველივე ძველმა განვლო ქრისტეში და გავხდით ახალი ქმნილებები. ჭეშმარიტად გწამდეს ღვთის სამართლიანობის ნიშნავს იცოდე და გჯეროდეს იმ ჭეშმარიტებისა, რომ ქრისტეს ეკუთვნი. ამიტომ ღმერთის სამართლიანობის მორწმუნეებს არაფერი აქვთ საერთო წუთისოფელთან, არამედ ისინი ღვთის მსახურნი გახდნენ.
თუ ღვთის მსახური გახდით, თქვენ მას განადიდებთ, თქვენ ის გეყვარებათ, იცხოვრებთ მისი დიდებისათვის და იქნებით მადლიერნი იმისთვის რომ მან მოგცათ ამგვარი ცხოვრების გატარების საშუალება.
ნამდვილად ეკუთვნით ქრისტეს? ისინი ვისაც წყლისა და სულის სახარების სწამს, ჯვარს ეცვნენ ქრისტესთან ერთად და მასთან ერთად აღდგნენ მკვდრეთით. ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, ქრისტეს ვეკუთვნით ღვთის სამართლიანობის მიერ. უფალი გახდა დახსნილთა უფალი.
არ უნდა გავასამართლოთ ჩვენი მოძმე მორწმუნეები
10-12 მუხლებში სწერია, “მაშ, შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე. რადგან სწერია: “მე ცოცხალი ვარ, - ამბობს უფალი, - ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს.” ამრიგად ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის პასუხს აგებს ღვთის წინაშე.”
რადგან ქრისტე ჩვენი ღმერთი, ცოცხალია, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც მუხლს მოვიდრეკთ მის წინაშე და განვადიდებთ მას. ამიტომ არ უნდა ვჯდებოდეთ სასამრთლო სკამზე და ვასამართლებდეთ ჩვენს ძმებსა და დებს, არამედ ვიდგეთ ღვთის წინაშე თავმდაბლობით. მეტად უფრო მნიშვნელოვანია უფლის ნების მიერ ცხოვრება, ვიდრე ეკლესიაში ერთმანეთის გასამართლება. თუ ვასამართლებთ და განვიკითხავთ ჩვენი ძმებისა და დების უძლურებებს, ჩვენც გასამართლებული ვიქნებით ღმერთის წინაშე ჩვენი უძლურებების გამო. ამიტომ უნდა გავიგოთ რაოდენ კარგია ღვთის გულისათვის ეკლესიაში ერთად ცხოვრება.
ნამდვილი რწმენა აღაშენებს მოძმე მორწმუნეებს და ღვთის სამართლიანობას ესწრაფვის. დაიმახსოვრეთ, რომ ცრუ რწმენა მიატოვებს ღვთის სამართლიანობას და მხოლოდ პირადი სამართლიანობის დამტკიცებით იქნება დაკავებული. თქვენ რას იტყვით? ესწრაფვით რწმენით ღვთის სამართლიანობას? თუ თქვენი საკუთარი ხორცის სამართლიანობას?
ერთმანეთი უნდა აღვაშენოთ
მუხლი 13-14, “ამიტომ ნუღარ განიკითხავთ ერთმანეთს, არამედ უფრო იმას განიკითხავდეთ, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს. მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ თავისთავად არაფერია გაუწმიდურებული. მხოლოდ მისთვის არის გაუწმიდურებული, ვინც გაუწმიდურებულად ჩათვლის რაიმეს.”
ვინაიდან არსებობს რწმენის რაოდენობის სხვაობა ღმერთის სამართლიანობის მორწმუნეთა შორის, უნდა ვიღვაწოთ იმაზე, რომ ავაშენით ერთმანეთის რწმენა ერთი მეორის შეგონებითა და სწავლებით. ეს ღვთის სამართლიანობის მორწმუნეების ზრდას იწვევს. თუ ნამდვილად ვცოცხლობთ ღმერთისთვის მის სამართლიანობაში, ყველანი მის ხალხად ვითვლებით.
თუ ხართ ქრისტიანი, რომელსაც ღმერთის სამართლიანობის სწამს, ყველაფრის კეთება შეგიძლიათ ღვთის სიტყვის მიმართ თქვენი რწმენის მეშვეობით. ღვთის სამართლიანობაში პირადი სამართლიანობის ძებნა იგივეა, რაც წუთისოფლისკენ ლტოლვა და ცრუ რწმენის ქონა.
ისინი ვინც პირად სამართლიანობას მიელთვიან, თუმცა დახსნილები არიან ღმერთის სამართლიანობის რწმენით, ცხოვრობენ როგორც მისი მტრები. ღმერთს სურს, რომ მისი სამართლიანობის რწმენით დახსნილებმა მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვნენ მის სამართლიანობას.
იარეთ სიყვარულში
მუხლი 15-18 ამბობს, “თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე. ვინაიდან ღვთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, ის სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი ადამიანთათვის.”
ისინი ვინც გადარჩნენ ღმერთის სამართლიანობის რწმენით და ცხოვრობენ მის გასავრცელებლად, არ ამცირებენ სხვებს საჭმლის გამო. ზოგჯერ საჭმელი მოგვაქვს ხოლმე გასაზიარებლად და სიყვარულში ურთიერთობისათვის. მაგრამ პავლე გვაფრთხილებს რომ არ გამოვრიცხოთ ღარიბი ძმები და დები და არ გვქონდეს მხოლოდ მდიდრებში ზიარება, რადგან ამან შეიძლება ჩვენი მოძმე ქრისტიანები წააბორძიკოს.
კურთხევები, რომლებიც ღმერთმა უბოძა მისი სამართლიანობის მორწმუნეებს, საშუალებას გვაძლევენ მივყვეთ ღვთის სამართლიანობას, ხოლო გონების სიმშვიდე გვეძლევა წლყისა და სულის სახარების მეშვეობით და იმით რომ შეგვიძლია ერთად მსახურება უფლისათვის, ერთმანეთთან მის მიერ მოცემული სიხარულის გაზიარებით. ამრიგად მდიდრებმა უნდა გაითვიცნობიერონ, რომ მთელი მათი სიმდიდრე ღვთისგანაა და გაიზიარონ ის სხვებთან, რათა ერთად ემსახურონ სახარებას და მიჰყვნენ ღვთის სიმართლეს. ღმერთი იწონებს და უყვარს ისინი, ვინც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს.
ეცადეთ ერთმანეთის აღშენება
მუხლი 19-21 ამბობს, “მაშ ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება. საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც შებრკოლებით ჭამს. უმჯობესია არა ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება.”
დიდი ხნის წინათ, ისეთ ძველ ქალაქებში როგორიცაა რომი და კორინთი, ხალხი ყიდდა საჭმელს, რომელიც მანამადე კერპებისთვის მსხვერპლის სახით იყო მოტანილი. ღმერთის სამართლიანობის ზოგიერთი მორწმუნე ყიდულობდა და ჭამდა ასეთ საჭმელს. მაშინ ეკლსიის ზოგმა მორწმუნემ, ვინც უძლური იყო რწმენაში, ჩათვალა, რომ ასეთი ხორცის ჭამა იყო ცოდვა. ამიტომ პავლემ თქვა, “საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს” (მუხლი 20).
იგივე ღვინოსაც ეხება. იყო რამოდენიმე მორწმუნე, ვისაც სმის ცოდვილობის ან უცოდველობის საკითხი ძალზედ არ აღელვებდა. მაგრამ პავლე შეაგონებდა მათ, რომ თუ ამგვარი საქციელი შეასუსტებდა მათი მოძმეების რწმენას, სჯობდა რომ შეეწყვიტათ მოძმეების ცდუნება ღვინოთი. ასეთი რამ ჩვენს შორისაც ხდება. ამიტომ უნდა განვლიოთ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება ისე რომ მან სხვები აღაშენოს, და ვესწრაფოდეთ ღვთის სამართლიანობას. დღევანდელობაში შეიძლება წინაპრებისთვის მიძღვნილი საჭმლის მიუღებლობის საკითხი წამოიჭრას, და უმჯობესია არ ვჭამოთ ამგვარი საჭმელი იმათ გამო, ვინც უძლურია რწმენაში.
იქონიეთ ღმერთის სამართლიანობის რწმენა
მუხლი 22-23 ამბობს, “გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო რასაც ირჩევს. მაგრამ ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა, ვინაიდან რწმენით არ იქცევა. ხოლო ყოველივე რაც რწმენით არაა, ცოდვაა.”
ისინი ვისაც სწამთ ღმერთის სამართლიანობა, არიან სწორი რწმენის მქონე ადამიანები. ღმერთის სამართლიანობის რწმენა არის ღვთის მიერ მოცემული რწმენა, რომელიც სწმენდს ჩვენს ყველა ცოდვას. ამიტომ ქრისტიანებს უნდა სწამდეთ ღვთის სამართლიანობის და მტკიცედ იყონ ფესვგადგმული ამ რწმენაში.
წმ. წერილი გვეუბნება, რომ ღვთის მსახურება მისი სამართლიანობის რწმენის გარეშე – ცოდვაა. ყველაფერი, რაც რწმენით არაა გაკეთებული, არის ცოდვა. ვიცით რა, რომ ნებისმიერი მოქმედება ღვთის სამართლიანობის რწმენის გარეშე ცოდვაა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავიძლიეროთ ეს რწმენა.
ბიბლია ამბობს, “ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა.” ყოველივე სუფთაა, თუ ღმერთის სამართლიანობის რწმენით მიირთმევთ მას, რადგან ღმერთმა შექმნა ყოველგვარი მცენარე და ცხოველი.
ჩვენ უნდა გავიგოთ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ღმერთის სამართლიანობის ცოდნას და რწმენას. ასევე უნდა დავარიგოთ და აღვაშენოთ ჩვენი მოძმე ხელახლა შობილი მორწმუნეები და პატივი მივაგოთ მათ რწმენას.