“ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის.” (რომ. 15:1-2).
ღმერთის სამართლიანობის მორწმუნეებმა არ უნდა ეძიონ პირადი სამართლიანობა, რადგან არც ქრისტე ეძებდა თავისას. მართლები ცხოვრობენ ღვთის სასუფევლისთვის და ავრცელებენ სახარებას სხვების სასიკეთოდ. პავლემ თქვა, რომ ძლიერებმა უნდა ზიდონ უსუსურთა უძლურებანი საკუთარი სიამის მოძიების ნაცვლად.
ღმერთის სამართლიანობის მორწმუნეები უნდა ქადაგებდნენ სახარებას რათა შეძლონ სხვების ცოდვების განწმენდა იესო ქრისტეს ნათლობისა და სისხლის მეშვეობით. ამიტომ სძულს ღმერთს ისინი, ვინც ზარმაცობს და არ ავრცელებს სახარებას ცოდვილების სახსნელად. ამიტომ არ უნდა ვეძებდეთ პირად სამართლიანობას, არამედ გავავრცელოთ სხვებთან ღმერთის სამართლიანობა. უნდა მივიტანოთ წყლისა და სულის სახარება, რათა ცოდვილებმა რწმენით გადარჩენა შეძლონ. ჩვენ ასევე უნდა შთავაგონებდეთ ერთმანეთს.
ნუ აშენებთ რწმენის სახლს სხვის საძირკველზე
მე-20 მუხლი ამბობს, “თანაც ვცდილობდი მეხარებინა არა იქ სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საძირკველზე.”
პავლეს მიერ ნაგაქადაგებ სახარებაში იყო რაღაც განსაკუთრებული. ეს იყო ის რომ პავლე მარტო წყლისა და სულის სახარების გავრცელებისთვის იღწვოდა. ღმერთის სამართლიანობის მორწმუნეებმაც პავლეს მსგავსად უნდა იღვაწონ წყლისა და სულის სახარების გავრცელებისთვის. ეს რომ მოხდეს, ჩვენ პირადი გამორჩენის ნაცვლად, სხვებისთვის სარგებელს უნდა ვეძებდეთ. ადამიანები, რომლებიც სხვებისათვის ეძებენ სარგებელს ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ქრისტესთან ერთად იყვნენ ჯვარცმული და აღმდგარი მასთან ერთად. ისინი ვისაც სწამთ ქრისტე, არ არიან მკვდრები, არამედ ცოცხლები.
“ამის გამო იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა. ხოლო ახლა, როცა ჯერ კიდევ არა მაქვს ადგილი ამ მხარეებში, ხოლო მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა, როგორც კი დავაპირებ ესპანეტში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით. ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად. რადგან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს მოწყალების გაზიარება ღარიბი წმიდებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან. ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელადაც უნდა მოემსახურონ მათ. ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ. ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სახარების სრული კურთხევით.” (რომ. 15:22-29).
პავლე მოხეტიალე მქადაგებელი და ღმერთის ეკლესიის ზედამხედველი იყო
იერუსალიმის ქრისტიანებისთვის მსახურების გასაწევად მგზავრობისას პავლეს მათთვის მაკედონიის და აქაიის მორწმუნეთა ძღვენიც მიჰქონდა. პავლემ თქვა, რომ თუ წარმართები მათი სულიერობის მოზიარეები გახდნენ, მათი მოვალეობა იყო ასევე მატერიალური სამსახურის გაწევაც. იერუსალიის წმინდანები იმ დროს სასტიკ დევნას განიცდიდნენ და ვერ უმკლავდებოდნენ მატერიალურ საჭიროებებს. იერუსალიმის ეკლესია, რომელიც დიდ დევნას განიცდიდა იესო ქრისტეს რწმენის გამო, დიდი ნუგეშისცემა მიიღო წარმართებისგან გამოსული ქრისტიანი ძმებისა და დებისგან.
აწმყოშიც და წარსულშიც ღმერთის ეკლესიებისთვის ტრადიციად იქცა თავიანთი ქონების გაზიარება ღარიბებთან, სიმდიდრით თვითდაკმაყოფილების ნაცვლად. სულით აღვსილ მორწმუნეებს განსაკუთრებით არ შეუძლიათ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება. რატომ? იმიტომ რომ მათში სულიწმიდა ცხოვრობს! ისინი არიან ხელახლა შობილები, რომლებსაც მათში მცხოვრები სულიწმიდა წარმართავს.
შესანიშნავი ფაქტია ის, რომ წარმართი ეკლესიები მხარს უჭერდნენ და ამარაგებდნენ იერუსალიმის ეკლესიას. ეს იყო სულიწმინდის მოქმედება. სული წმინდა ეხმარებოდა იერუსალიმის ეკლესიას წყლისა და სულის სახარების გამო, და არა ცალკეული პიროვნებების გამო, და აძლევდა მათ მატერიალურ შემწეობასაც.
დოკუმენტურ მასალებში ტელევიზიით ხშირად შეგვიძლია წამებულთა კატაკომბების და მთიან კლდეებში საიდუმლო თავშესაფრების ნახვა. ეს ასახავს იმდროინდელი იერუსალიმის ეკლესიის მდგომარეობას. ჩვენც გვმართებს დახმარების ხელის გაწოდება ღვთის ეკლესიებისთვის როცა ისინი განსაცდელში გადიან.
შეიძლება ვცადოთ იმ ურთიერთდახმარების მნიშვნელობის იგნორირება, რომელსაც ადრეული ეკლესიები ერთმანეთს უწევდნენ, მაგრამ ის იყო დრო, როდესაც მორწმუნეებს მალულად უნდა ეცხოვრათ დევნისგან თავის დასაღწევად. მხოლოდ სულიწმიდას შეეძლო ასეთ პირობებში ურთიერთმოზიარეობა შესაძლებელი გაეხადა. ვინაიდან იერუსალიმის ეკლესია დევნას განიცდიდა, ბუნებრივი იყო სხვა ეკლესიების მხრიდან მათი დახმარება. რადგან ეს სულიწმინდის მოქმედება იყო, ეს იყო მართებული და მშვენიერი.
თქვენც, ღვთის სამართლიანობის მორწმუნემ, მონაწილეობა უნდა მიიღოთ მსგავს შრომაში. ახალი სიცოცხლის მისიის ეკლესიის წევრები თავს უყრიან ფონდებს და აბანდებენ ინვესტიციებს სახარების მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად. ყოველ მათგანს გარკვეული ფინანსური პრობლემების გადაჭრა უწევს, მაგრამ მაინც მოწადინებულნი არიან გაავრცელონ სახარება მრავალ სულთა გადასარჩენად.
პავლე კარვების მკერავად მუშაობდა, რათა ექადაგა წყლისა და სულის სახარება. როცა ჩნდებოდა ვინმე, ვისაც შეეძლო მის მიერ დაარსებული ეკლესიის წაძღოლა, პავლე გადასცემდა მას ამ ეკლესიას და სვლას აგრძელებდა სხვა რეგიოებში სახარების საქადაგებლად და ყველა ამ დროის განმავლობაში თავს კარვების კეთებით ინახავდა.
ისევე როგორც თქვენ, არც ჩვენი მსახურები ცხოვრობენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ისინი, ვისშიც სულიწმინდა ცხოვრობს, თავს ღვთის შრომას უძღვნიან – ცოდვილთა ყველა მათი ცოდვებისგან დახსნას. ჩვენი მისიის მსახურნი, ისევე როგორც უბრალო წევრები, ემსახურებიან სახარებას “კარვების კეთების მსახურებით”, როდესაც სამსახურშიც დადიან თავის შესანახად და ამავე დროს ფინანსურადაც და ნებაყოფლობითი შრომითაც ღვაწლს სდებენ სახარების გავრცელებაში.
ამის მსგავსად ჩვენ დღესაც შეგვიძლია პავლესი და თანამედროვე ღვთის ეკლესიების მოღვაწეობის შორის ბევრი საერთოს დანახვა. ჩვენ გაგვაჩნია მსგავსი აზროვნება და ვცხოვრობთ სულიწმიდისთვის მოსაწონი ცხოვრებით. რა ფიქრები გვეპყრობა სუსხიანი ყინვის დროს? აუცილებლად ჩვენს მოძმე ქრისტიანებზე და ღმერთის მსახურებზე ვფიქრობთ და ვწუხვართ იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი სიცივეს. ჩვენ, ხელახლა შობილი ქრისტიანები, ვზრუნავთ და ვფიქრობთ ერთმანეთზე. ბიბლიაში ყველა მართალი ერთმანეთის საჭიროებას განიცდიდა და ერთად ემსახურებოდა ღმერთის სამართლიანობას. რწმენის ეს ცხოვრება მართალთა ჭეშმარიტ ყოფას გამოხატავს.
ჩვენც ასეთი აზროვნებით ვცხოვრობთ. როდესაც პირველად დავიწყეთ წყლისა და სულის სახარების ქადაგება, ჩვენ ცარიელა ადგილიდან უნდა დაგვეწყო და არაფერი გაგვაჩნდა. ფინანსურად იმდენად შეზღუდულნი ვიყავით, რომ ხშირად გვიჭირდა რამოდენიმე ასეული დოლარის გადახდა ეკლესიის შენობის ქირის და გადასახადების დასაფარავად. მაგრამ მაინც უძღვნიდით თავს ჩვენს ლიტერატურულ მსახურებას ამ ქვეყანაში.
როდესაც ფინანსურ სირთულეებს ვხვდებოდით, ღმერთი სწყვეტდა მათ ჩვენთვის და გვაძლევდა ჩვენი მსახურების ნაყოფთა ხილვის საშუალებას. ვინაიდან ჩვენს გულში სულიწმინდა იმყოფება, ჩვენი გულები ანთებულია სახარების გავრცელების სურვილით, ყოველგვარი სირთულის არსებობის მიუხედავად. ჩვენ გვსურს ყველა დაკარგულ სულთან ღმერთის სიყვარულის გაზიარება წყლისა და სულის სახარების ქადაგებით, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ბიბლიაში აღწერილი ღვთის ეკლესიები და მართლები.
შეგვიძლია იმის დანახვა, რომ ადრეული ეკლესიის ხელახლა შობილები ზრუნავდნენ ერთმანეთზე და მათ მსგავსად ჩვენც იგივეს ვაკეთებთ. ამის გაკეთება შეუძლებელია სულიწმიდის მართველობის გარეშე. სულიწმინდა ავრცელებდა ღვთის სამართლიანობას მთელ დედამიწაზე ხელახლა შობილთა მიძღვნის მეშვეობით და დღესაც იგივეს აგრძელებს.
თუნდაც უკანასკნელ ჟამს ვცხოვრობდეთ!
ადამიანები იძახიან რომ ყველანი ახლა უკანასკნელ საუკუნეში ვცხოვრობთ, როცა ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები ყველა მოვლენის და ძნელბედობის აღსრულების დრო დგება.
კატასტროფები და უბედური შემთხვევები წალეკავენ მსოფლიოს ბოლო დღის მოახლოვებისას. როგორც მორწმუნეები, ჩვენ მყარად უნდა ვიდგეთ ღვთის სამართლიანობის რწმენაში და კიდევ უფრო გულმოდგინედ ვიქადაგოთ წყლისა და სულის სახარება. ღვთის სამართლიანობის მორწმუნეებს ამ ბოლო ჟამს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთისთვის მზრუნველი და მოსიყვარულე გული. ჩვენი გულებიც შეიძლება გასასტიკდეს, ამაქვეყნის მაცხოვრებელთა გულების მსგავსად, მაგრამ საბოლოო ჯამში შეგვეძლება ამ წუთისოფლის ძლევა, რადგან ჩვენში სულიწმინდაა. ნებისმიერი გარემოების მიუხედავად უნდა ვიზრუნოთ ღმერთის ეკლესიებზე და ადამიანთა სულებზე. უნდა ვიზრუნოთ მათზე, ვინც საჭიროებს ჩვენს დახმარებას, გვიყვარდეს ისინი, ვიფიქროთ ჩვენს ძმებსა და დებზე და გავავრცელოთ სახარება თვით უკანასკნელ დღემდე.
ჩვენი პირადი სიმართლის დამყარების ნაცვლად სხვების გადარჩენისთვის თავის მიძღვნა გვმართებს. მსოფლიოში ჯერ კიდევ უამრავი სულია ვისაც არ მოუსმენია წყლისა და სულის სახარება. მრავალი ქვეყნის მაცხოვრებლებს არც მოუსმენიათ და არც ოდესმე საშუალება მისცემიათ წყლისა და სულის სახარების და ღმერთის სიმართლის გაგებისა. ჩვენ თავი უნდა ჩავთვალოთ ჯარისკაცებად, რომლებიც დაკარგული სულების და ერების წყლისა და სულის სახარების მეშვეობით მოსაპოვებლად იბრძვიან. ასეთ მისიას თავზე არავინ გვახვევს და არც გვაძალებს, არამედ ის თავისით აღმოცენდება იმ ადამიანთა გულებში, ვისშიც სულიწმიდა ცხოვრობს.
დღეს ჩვენს გულებში ანთებულია წყლისა და სულის სახარების ქვეყნის კიდეებამდე გავრცელების დიდი მისიის ჩირაღდანი. მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო რთული ხდება ამ ქვეყანაზე ცხოვრება, მით უფრო უხვად გვაძლევს ღმერთი სულიწმიდას. ჩვენ დღესდღეობით ვავრცელებთ სახარებას ჩვენი ნაბეჭდი და ელექტრონული წიგნების მეშვეობით, რომლებსაც უფასოთ ვთავაზობთ ყველას ვისი გულიც სიმართლის წყურვილს განცდის. ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ მთელ მსოფლიოში ინტერნეტის მეშვეობით ჩვენი მისიის მოღვაწეობას.
მიუხედავად იმისა, რომ იმდენად მდიდრები არა ვართ, როგორც ამერიკელები ან ევროპელები, მაინც შეგვიძლია მივაწოდოთ მათ სახარება, რომელიც ღმერთის სამართლიანობას შეიცავს. ჩვენ გვაქვს იგივე აზროვნება, რაც პეტრეს ჰქონდა, რომელმაც თქვა, “ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარევლის სახელით, გაიარე!” (საქმ. 3:6).
ჩვენ უსასყიდლოდ ვაძლევთ მათ სახარებას, რომელმაც აღასრულა ღვთის სამართლიანობა, - სახარებას, რომელიც მათ არ გაეგოთ. თუმცა სხვებზე უკეთესნი არა ვართ, თუ ქვეყნიური საზომით გავზომავთ ჩვენს თავს, ჩვენ მაინც ვართ ღმერთის მსახურნი, რომლებსაც შეუძლიათ ღვთის სამართლიანობის სახარების ხალხისთვის მიწოდება. ისინი, ვინც ჩვენი მსახურების მეშვეობით ისმენენ ამ სახარებას, სწავლობენ და სწამთ მისი, დიდათ კურთხეული იქნებიან.
ჩვენ ვცხოვრობთ ინტერნეტის საუკუნეში და მის მეშვეობით ღმერთმა მოგვცა მთელი მსოფლიოსთვის ხმის მიწვდომის საშუალება. ჩვენ ვიხილეთ, რამდენად მადლიერი და გახარებული იყო ხალხი, როცა ვაძლევდით მათ სახარებას, რომელმაც აღასრულა ღმერთის სამართლიანობა. რაც უფრო უიღბლო ხდება ეს ქვეყნიერება, მით უფრო მადლიერნი და ძლიერნი ვხდებით ჩვენ, დაკარგულთათვის ღმერთის სახარების ქადაგებისას. დასრულდება ეს სამყარო ამგვარად, თუ მისი სახარების საქადაგებლად ღმერთი კიდევ უფრო მეტ შანსს მოგვცემს? ამაზე გვმართებს ფიქრი და ლოცვა. ყველაფერი სრულყოფილად შესრულდება სულიწმიდის მიერ.
ვიდრე ხელახლა ვიშვებოდი, მეც ვიყავი ეგოისტი და მხოლოდ საკუთარ ხორცზე ვფიქრობდი. არა მარტო მე, არამედ ყოველი ჩვენთაგანი ასეთი იყო. მათ, ვინც მხოლოდ ხორციელ სიამეთათვის ცხოვრობს, შეიძლება განაცხადონ, რომ გააჩნიათ სიყვარული, მაგრამ სინამდვილიეში მათ სხვების სიყვარული არ შეუძლიათ. ეს არის განსხვავება მათ შორის ვისაც აქვს სულიწმიდა და ვისაც ის არა აქვს. ციდვილებს მარტო საკუთარი თავისთვის ცხოვრება შეუძლიათ, მაგრამ სულიწმიდით აღვსილთ გააჩნიათ სხვებისთვის ცხოვრების ძალა, და ისინი ნამდვილად სხვებისთვის ცხოვრობენ. სამპიროვანი ღმერთი აძლევს თავის მორწმუნეებს ადამიანთა სულებისთვის ცხოვრების ძალას. რადგან ღმერთი ცხოვრობს მათ გულში და უძღვება, მათ შეუძლიათ მისი მართალი საქმეების კეთება.
მნიშვნელობა არა აქვს რამდენი ეკლესია არსებობს ამ ქვეყანაზე, თითქმის ყველა მათგანი დღეს ქცეულია უბრალო ამქვეყნიურ საწარმოდ. ისინი ფულს არ ზოგავენ ექსტრავაგანტული ეკლესიების ასაშენებლად და აქვთ უზარმაზარი ბიუჯეტები, რომლებიც მილიონობით დოლარს ითვლიან, და მაინც მათი ქონების მხოლოდ უმცირესი ნაწილი იყოფა (თუ საერთოდ იყოფა) საქველმოქმედო საქმეებზე. ისინი გამალებით ეძებენ ამქვეყნიური სიმდიდრის მოპოვების საშუალებებს და უგულებელყოფენ სულების ცოდვისგან დახსნის თავის ნამდვილ მისიას, როგორც უმნიშვნელოს და მეორეხარისხოვანს. ისინი ვერ იქნებიან ღმერთის ეკლესიის ნაწილი, რადგან მისი ეკლესია არ ეძებს თავის პირად ინტერესებს ღმერთის ინტერესებზე უწინ.
ღმერთის ჭეშმარიტი ეკლესია ღიად და პატიოსნად იყენებს რესურსებს სულების გადასარჩენად. როგორც ამბობს ბიბლია, “ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან” (მათე 5:7). ღმერთმა მოგვცა ამ წუთისოფლის ადამიანთა სულებზე მზრუნველი გული, რომელსაც ისინი გამოსყოდვასთან მიყავს და ყოველივე ამის შესრულების ძალა. წყლისა და სულის სახარება ამჟამად გამოიცა 40 ენაზე, 60-ზე მეტი სათაურით, და ყოველი მათგანი უმოწმებს ღმერთის სამართლიანობას იმათ, ვინც თავისი სულიერი სიკვდილის წინაშე დგას.
რამდენად მოიწონებს ამას ღმერთი, ჩვენ რომ უფრო გულმოდგინედ ვილოცოთ და გავავრცელოთ წყლისა და სულის სახარება ცოდვილების გადასარჩენათ, ვიდრე ეს სამყარო დიდი განსაცდელის მორევში ჩავარდება და თავის აღსასრულს ნახავს? ნუ შევდრკებით, არამედ ვიყოთ ბოლომდე ერთგულნი.
წარსულში ღარიბებს გადარჩენა ერთმანეთის დახმარებით შეეძლოთ. მაგრამ დღეს ჩვენ შესული ვართ უსაზღვრო პაექრობის საუკუნეში, სადაც მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ. ყოველთვის, როცა ვუყურებთ ამ თაობას, ვრწმუნდებით ჩვენს მოვალეობაში მივაწოდოთ წყლისა და სულის სახარება მათთვის, ვისაც ის ჯერ არ მოუსმენია. ყველა ჩვენთაგანის გული აღძრულია სურვილით მივაწოდოთ მშვიდობის მომტანი სახარება მათთვის, ვინც დაღლილია და დაქანცული თავისი დაუსრულებელი ბრძოლისგან ამ სასტიკ სამყაროში. მოდით მიუტანოთ მათ წყლისა და სულის სახარების სულიერი კურთხევა. ჩვენ შეგვიძლია ღვთის სამართლიანობის რწმენით ქრისტესთვის ცხოვრება, რადგან მან წაიღო ყველა ჩვენი ცოდვა.
ღვთის სამართლიანობის მომცველი სახარება ახლა უფრო სწრაფად და ათმაგად, ასმაგად, ათასმაგად და მილიონობით გავრცელდება. ჩვენ დიდი შრომა გველის, ამიტომ მოდით ვიყოთ უფრო ერთგულნი. ის, ვინც ნიჭიერია, უნდა მიუძღვნას თავისი ნიჭი უფალს და მიაწვდინოს სახარება ყოველი ადამიანის სულს. ყველამ უნდა ვიშრომოთ სახარების გავრცელებაში ღვთისგან მიღებული ნიჭების მეშვეობით. საკუთარი ძალა არ გვაქვს, მაგრამ მწამს, რომ თუ ვილოცებთ ღმერთთან მისი სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც ჩვენში მოქმედებს, ღმერთი ყველა ჩვენს სურვილს დააკმაყოფილებს.
ქრისტემ მოგვცა თავისი ჭეშმარიტი სიყვარული, რომელსაც ცოდვილები უყვარს. ჩვენ დავიხსენით ამ ქვეყნის ცოდვებისგან ჩვენი რწმენით ღმერთის სამართლიანობის მიმართ. ამიტომ კიდევ უფრო ენერგიულად უნდა ვიშრომოთ სახარების გავრცელებისთვის, თუნდაც ამ ქვეყნად ცხოვრება უფრო რთულდება. ჩვენი მოვალეობაა მივუტანოთ სახარება იმათ, ვისაც ის ჯერ არ მოუსმენია.
ღმერთმა თქვა, “დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაყალის წინაშე” (რომ. 11:4). მსოფლიოში უამრავი ადამიანია, ვისაც სჭირდება წყლისა და სულის სახარების მიღება. მრავალი ხუცესი, თეოლოგი, თუ ეკლესიის უბრალო წევრი აღზევდება სულთა სახსნელი შრომისთვის.
სახარებისთვის შრომის ჩვენი უნარი გამომდინარეობს ქრისტეს სიყვარულისგან. კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს გასაწევი და ზოგჯერ ამ სამუშაოს მოცულობით წალეკილები ვართ. მაგრამ კიდევ უფრო ერთგულად უნდა ვიშრომოთ და უფრო გულმოდგინედ გავავრცელოთ სახარება, მოზღვავებული სიძნელეების მიუხედავად. ასეთია ქრისტეს გული. მე ვლოცულობ, რომ თქვენ, მართლებმა, არ იფიქროთ მხოლოდ საკუთარ თავზე. თუ ასე იქცევით, რწმენა და ლოცვები აღარაა საჭირო, რადგან უბრალოდ ცდილობთ საკუთარი თავისთვის ცხოვრებას და არაფერი გესაქმებათ დაკარგულ სულებთან. მაგრამ რა მოხდება, როცა მოგიწევთ თქვენი თავის და სხვა სულების მხარდასაჭერად შრომა? თქვენ ღმერთს შესთხოვთ დახმარებას, თქვენი უძლურების გამო.
ასე იზრდება რწმენა და ლოცვა. ამიტომ ამბობს ღმერთი,
“ზოგი ანიავებს მადლს და უფრო ემატება,
ზოგი კი ზოგავს მოწყალებას – და აკლდება მას.” (იგავები 11:24).
წყლისა და სულის სხვებთან გაზიარება არის ქრისტიანთათვის ყველაზე უფრო მართალი ცხოვრება. სულიერი ცხოვრება ისაა, რომელიც ავრცელებს ჭეშმარიტ სახარებას, რომელსაც ადამიანები ქრისტესთან მიყავს. დაე ღმერთის სამართლიანობის კურთხევა იყოს მუდამ თქვენთან.
ალილუია! მოდით განვადიდოთ ჩვენი უფალი! მე ვმადლობ მას იმისთვის, რომ ნება მოგვცა მისი სამართლიანი და კეთილი საქმის კეთებისა და იმისთვის, რომ დაგვიხსნა სიბნელის ძალაუფლებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში.