• All e-books and audiobooks on The New Life Mission website are free
  • Explore multilingual sermons in global languages
  • Two new revised editions in English have been released
  • Check out our website translated into 27 languages
Search

Sermons

საგანი 9: რომაელთა (რომაელთა წიგნის კომენტარები)

[თავი 16] მოიკითხეთ ერთმანეთი

თავისი წერილის ბოლოს მოციქულმა პავლემ უთხრა რომში მცხოვრებ წმინდანებს და ჩვენც, რომ მოვიკითხოთ ერთმანეთი. ვისი გულითადი მოკითხვა შეგვიძლია უფალში, ჩვენს საუკუნეში? ჩვენ სიხარულით შეგვიძლია იმ მსახურთა და მორწმუნეთა მოკითხვა, ვინც მთელ მსოფლიოში ქადაგებს ღმერთის სიტყვას. შეგვიძლია ვიქონიოთ ურთიერთობა მათთან, ვინც ხსნა მიიღო წყლისა და სულის სახარების წიგნების კითხვით. ჩვენც გვყავს ეკლესიები, მორწმუნეები და ღვთის მსახურები, ვისი მოკითხვაც შეგვიძლია ქრისტეში.
რადგან ყველას არ სწამს წყლისა და სულის სახარების, მართლებს არ შეუძლიათ ყველასი მოკითხვა. ამ სოფლად არც ისე ბევრი ადამიანია, ვისი მოკითხვაც სიხარულით შეგვიძლია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არ არის იმდენად მრავალი ადამიანი, ვისაც სწამს წყლისა და სულის სახარება, ვისი მოკითხვაც შეგვიძლია და ერთიან რწმენაში მათთან ურთიერთობა. ჩვენ არ შეგვიძლია ურთიერთობის ქონა ცოდვილებთან, რომლებიც თავს ღვთის მსახურებათ მოაჩვენებენ ამქვეყნიურ ეკლესიებში. 
ისევე როგორც ცოდვას და სულიწმიდას არ შეუძლია თანაარსებობა, ცოდვილებს და მართლებს არ შეუძლიათ ერთმანეთის მოკითხვა. წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებს შეუძლიათ სულიერი მსახურების გაწევა ღმერთისთვის და სულიერი საქმეების კეთება. მაგრამ ცოდვილები, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ თავისი ციდვების გამოსყიდვა, ცდილობენ თავის დახსნას ღმერთის რჯულის შესრულებით და ამიტომ ვერ ექნებათ სულიერი ურთიერთობა მართლებთან. ისევე როგორც ცხოველს და ადამიანს არ შეუძლია ერთმანეთთან საუბარი, მართლებსაც არ შეუძლიათ სულიერი კავშირის ქონა ცოდვილებთან.
შეგვიძლია იმის დანახვა, რომ ერთადერთი ხალხი, ვისთანაც მოციქულ პავლეს სულიერი ურთიერთობა ჰქონდა, იყვნენ ისინი, ვისაც პავლეს მსგავსი რწმენა ჰქონდა. ჩვენ ვიცით, რომ თუ ვინმე ურთიერთობდა პავლესთან, ეს მიანიშნებდა იმაზე, რომ პავლე იწონედბა მის რწმენას. ამიტომ დავფიქრდი, “მე რომ დღეს რომელიმე სხვა რეგიონში მომიწიოს წასვლა, ვინ უნდა მოვინახულო და მოვიკითხო?” დარწმუნებული ვარ, რომ ვეწვევი სოხოს ეკლესიას თუ წავედი სოხოში, და განგნუნგის ეკლესიას, თუ ვეწვევი განგნუნგს. შემიძლია მოვინახულო ღვთისმსახურნი და მორწმუნეები და მქონდეს ურთიერთობა და მოზიარეობა მათთან. მაგრამ ადამიანები, ვისი მოკითხვაც შემიძლია, არიან მხოლოდ ისინი, ვისაც სწამთ წყლისა და სულის სახარების, და ისინი, ვისთანაც მე ერთი და იგივე რწმენის გაზიარება შემიძლია სულიწმიდაში.
შეგვიძლია იმის დანახვა რამდენად კურთხეულნი იყვნენ ისინი, ვისი რწმენაც მოიწონა პავლემ. რა დიდებულია, რომ გვაქვს წყლისა და სულის სახარება, რომ განვამტკიცოთ ერთმანეთის რწმენა და მოვიკითხოთ ერთმანეთი. გაქვთ წყლისა და სულის სახარების რწმენა, რომელიც ერთმანეთის მოკითხვის საშუალებას გაძლევთ? შეგიძლიათ სარწმუნოდ აღიაროთ ღვთის წინაშე, ეჭვის გარეშე, რომ არ გაქვთ არავითარი ცოდვა?
 მე მომეცა საშუალება ჩინელი მორწმუნეების მოკითხვისა მათი წვევის დროს. ვეწვიე ერთ ძმას, რომელიც ჰერანის მდინარის სანაპიროზე ცხოვრობდა. მეორე დილას გაღვიძებისთანავე მან ჩვენ დიდი საუზმე მოგვიმზადა. ჩვენ მიუჯექით უზხარმაზარ მრგვალ მაგიდას, ისეთს, რომელიც ჩვენს დიდ ოჯახში გვქონდა, და იქაურ მორწმუნეებთან შესანიშნავი ურთიერთობით ვტკბებოდით. ახლომდებარე ქალაქშიც იყო ასევე ერთი მახარობელი, რომელსაც ძალზე სწადდა ჩვენთან შეხვედრა. ამიტომ ჩვენ მასაც ვეწვიეთ და ვიქონიეთ მასთან ურთიერთობა. ჩვენ შეგვიძლია მოვიკითხოთ ყველა, ვისაც სწამს წყლისა და სულის სახარება.
სად წავალ, თუ შეერთებულ შტატებს ვეწვევი? მე მივალ პასტორ სამუელ კიმთან და მის მეუღლესთან ფლუშინგში, ნიუ-იორკში. მე ასევე ვეწვევი ახალი სიცოცხლის მისიას იქ მყოფ ძმების და დების მოსაკითხვად. რუსეთშიც არის ხელახლა შობილთა ეკლესია, რომელიც მოვინახულე რამოდენიმე წლის წინ. იაპონიაში დიდი სიხარულით ვესტუმრებოდი დიაკვან სუნ-ოკ პარკს ტოკიოში.
ჩვენ ვართ მართლები, რომლებიც დახსნილი იყვნენ წყლისა და სულის სახარების რწმენით. ჩვენ არ გადავრჩენილვართ ჩვენი ხორცის რაიმე მიღწევის გამო, არამედ ღმერთის სამართლიანობის გამო, რომელიც მივიღეთ წყლისა და სულის სახარების რწმენით.
როგორც ხედავთ, არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც მართლებმა უნდა მოიკითხონ, ისევე როგორც პავლეს ჰქონდა იმ ხალხის სია, ვისაც ის მოიკითხავდა რომაელთა მე-16 თავში. ისევე როგორც პავლე, ჩვენ ვერ მოვიკითხავთ ყველა ქრისტიანს, რადგან ყველა მათგანს არა აქვს სწორი რწმენა, არამედ მხოლოდ იმათ, ვინც იცის და სწამს ღმერთის სამართლიანობა. ჩვენ არ შეგვიძლია არ განვადიდოთ ღმერთი იმისთვის რომ მოგვცა რწმენა, რომლის მიერ ერთმანეთის მოკითხვა შეგვიძლია.

 

პავლე გვაფრთხილებს რომ გავნშორდეთ ამ ადამიენებს


მე-17 მუხლიდან დაწყებული, მეორე შეგონება, რომელსაც გვითვლის პავლე არის ის რომ განვშორდეთ იმათ, ვინც მხოლოდ საკუთარ მუცელს ემსახურება. “შეგაგონებთ, ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი. ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.” (რომ. 14:17-18). არიან ისეთები, ვინც არ ემსახურება ქრისტეს, არამედ მხოლოდ თავიანთ მუცელს. ეს ისინი არიან, ვინც მორწმუნეთა შორის განხეთქილებას ქმნიან და აცდუნებენ უმანკოებს ლამაზი სიტყვებით და მოფერებით. ჩვენ არ უნდა მოვიკითხოთ ასეთები, არამედ შორს ვიყოთ მათგან.
პავლე გვაფრთხილებდა რომ გავნშორდეთ ასეთ ადამიენებს, ვინაიდან მათ მხოლოდ ახარებთ ეკლესიაში მწუხარების შემოტანა, იმათი დანგრევა, ვისაც გულმართლად სწამს ღმერთის და უმანკოთა თავმოყრა მხოლოდ საკუთარი სიხარბის გამოსაკვებად. ასეთი გაიძვერა ქრისტიანი ლიდერები ცდილობენ ადამიანთა ცოდვის ქვეშ შემოზღუდვას იმითი, რომ ასწავლიან თავიანთ მიმდევრებს რჯულის უმწიკვლო დაცვას. ისინი მხოლოდ კუჭებს ივსებენ იესოს სახელის გამოყენებით და აცდუნებენ უმანკოებს. ასეთების მოკითხვა საჭირო არაა, რადგან მსახურებაში ისინი მარტო თავიანთი მუცლების დასაკმაყოფილებლად არიან.

 

წყლისა და სულის სახარება უნდა მისწვდეს ყველა ქვეყანას!


მესამე შეგონებად პავლე საუბრობს სახარების ყველა ერში მიტანის საჭიროებაზე. რომაელთა 14:26 ამბობს, “ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველურ წერილებში, მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას.” წყლისა და სულის სახარება, რომელსაც ქადაგებდა პავლე არის ჭეშმარიტად ის სახარება, რომელიც ყველა ერებმა უნდა იწამონ და დაუჯერონ. ძალზე სავალალოა, რომ იმ რეგიონთა უმრავლესობა, სადაც პავლემ დააფუძნა წყლისა და სულის მორწმუნეებისგან შემდგარი ეკლესიები, ამჟამად ისლამურ რეგიონებად იქცა.
იმ დროს პავლე ეწვია ამ რეგიონებს და დააფუძნა ეკლესიების ლიდერები იმ მორწმუნეთა რიცხვიდან, ვისაც სწამდა ღმერთის სამართლიანობის შემცველი წყლისა და სულის სახარების. ამის მსგავსად ჩვენც ვაგზავნით მუშაკებს ეკლესიებში ჩვენს მისიონერული სკოლაში სწავლის შემდეგ. თუმცა იმ დროის ეკლესიები ინარჩუნებდნენ “ერთი უფლის, ერთი რწმენის, ერთი ნათლისღების” (ეფ. 4:5)-ის რწმენას, მათ ვერ შეძლეს სახარების რწმენის შენარჩუნება რადგან ეს სახარება წიგნად არ ჩაუწერიათ.
ამჟამად ჩვენი წიგნების თურქულ ენაზე თარგმნის პროცესში ვიმყოფებით. ერთ პიროვნებას თურქეთში ძალზე მოეწონა ჩვენი ინგლისური გამოცემები და სურვილი გამოთქვა მათი ნებაყოფლიბითი თარგმნისა. ამჟამად ვიწყებთ წყლისა და სულის სახარების გავრცელებას იქ, სადაც ერთხან თვით პავლე ქადაგებდა სახარებას და აფუძნებდა ღმერთის ეკლესიებს. ჩვენ ვქადაგებთ იმავე სახარებას, რომელსაც ქადაგებდა პავლე იმავე რეგიონში, სადაც ის მოღვაწეობდა. პავლეს მიერ ნაქადაგები სახარება იყო წყლისა და სულის სახარება, რომელსაც შეუძლია ყველა ერების ხსნა მისი რწმენით და მორჩილებით.
რომაელთა წერილის ბოლო თავში პავლემ უთხრა რომაელ წმინდანებს რომ მოეკითხათ ერთმანეთი და რომ განშორებოდნენ იმათ, ვინც მარტო თავის მუცელს ავსებდა, და რომ გაევრცელებინათ წყლისა და სულის სახარება ყველა ერში.


წყლისა და სულის სახარება გაგვანმტკიცებს ჩვენ

მეოთხე შეგონება, რომელსაც პავლე იხსენიებს იყო ის, რომ წყლისა და სულის სახარება არის ღმერთის სიბრძნე, რომელიც ჩვენ გაგვანმტკიცებს. “ხოლო მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნისიდან მიდუმებული იყო, ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველურ წერილებში, მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას. ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.” (რომ. 14:24-26). რას შეეძლო რომის მორწმუნეების განმტკიცება? ეს იყო პავლეს წყლისა და სულის სახარება, რომელმაც მიაღწია კიდევაც ამ მიზანს. ეს სახარება არის ასევე ღვთის სიბრძნე.
ღვთის მიერ ჩვენთვის მოცემულ სახარებაში ინახება მისი სიბრძნე. ამ სახარებას გააჩნია ძალა იმ ადამიანთა ყველა ცოდვის ამოშლისა, ვინც ცოდვითაა სავსე. ისინი, ვისაც სწამთ წყლისა და სულის სახარება, იქცევიან არა მხოლოდ უცოდველებად, არამედ ამ სახარების მქადაგებლებად, რაოდენ უძლურნი ან ცოდვილნი არ უნდა ყოფილიყვნენ. მხოლოდ ღვთის სიბრძნეს და წყლისა და სულის სახარებას, რომელიც ამ სიბრძნიდან გამომდინარეობს, შეუძლია გვაქციოს სრულყოფილ ქმნილებებად. არ არსებობს რაიმე სხვა ჭეშმარიტება ამ სახარების მიღმა, რომ შეეძლოს ადამიანის სულის, გულის, გონების და სხეულის გაძლიერება.
პავლე მას უბრალოდ “სახარებას” კი არა, არამედ “ჩემს სახარებას” უწოდებდა. პავლეს მიერ ნაქადაგები სახარება იყო წყლისა და სულის სახარება, რომელიც როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში იყო გამოვლენილი. ეს წყლისა და სულის სახარება დამყარებულია იმ კეთილ უწყებაზე, რომელიც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მიერ იყო ნაჩვენები და განხორციელებული იესო ქრისტეს მიერ ახალ აღთქმაში. ამიტომ თქვა პავლემ, რომ “მისი სახარება” გამოვლინდა წინასწარმეტყველთა წერილებში დაფარულ საიდუმლოებათა გამოცხადების თანახმად. 
პავლეს მიერ ნაქადაგები სახარება ნაჩვენები იყო ძველი აღთქმის ხუთწიგნეულში, განსაკუთრებით ლევიანებში არსებული მსხვერპლშეწირვის სისტემაში, და შესრულებულ იქნა იესო ქრისტეს მიერ ახალ აღთქმაში, როგორც ღვთის სიმართლე მის ნათლობაში, სიკვდილში ჯვარზე და მის მკვდრეთით აღდგომაში. ამიტომ აღუვლინა პავლემ მთელი დიდება “მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება ჩემი სახარების მიხედვით”.
წყლის და სულის სახარება განამტკიცებს ღმერთის წმინდანებს და მსახურებს. ამ სახარების მეშვეობით ჩვენი რწმენა, სული, აზროვნება, გონება და სხეული მტკიცდება. როგორ შეიძლება ჩვენი რწმენის გაძლიერება? რა გვაძლევს მუდმივ ძალას, მაშინ როცა მუდამ უძლურები ვართ?
ჩვენი რწმენა სულ უფრო ძლიერდება, ვინაიდან მიღებული გვაქვს ქრისტეს ხსნა, რომელმაც მოგვაშორა ყველა ცოდვა თავისი ნათლობითა და ჯვრის სისხლით. ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ არ გვაქვს არავითარი ცოდვა ღვთის წინაშე, რადგან გულებში არაფერი გვაქვს დასაძრახი, და ამ მოურიდებელი სულიერი რწმენით შეგვიძლია წყლისა და სულის სახარების მიტანა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ცოდვის მარწუხებში იმყოფება.


საბოლოო დარიგებანი

პავლე ასრულებს მე-14 (ინგლ.გამ. მე-16) თავს დამაგვირგვინებელი ლოცვით, როხცა ამბობს, “ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.” რა განადიდებს ღმერთს ყველაზე მეტად? ღვთის სამართლიანობის ქადაგება იესო ქრისტეში! ჩვენც ვიზიარებთ ამ დიდებას, როცა მთელი გულით ვემსახურებით სახარებას.
რომაელთა 16-ე თავის პავლეს გზავნილის ძირითადი აზრი ასეთია: მოიკითხეთ ერთმანეთი, მოერიდეთ მათ, ვინც მხოლოდ თავიანთ მუცელს ავსებს, განავრცეთ სახარება ყველა ერებში. ეს იყო ბოლო დარიგება, რომელიც პავლემ რომის ეკლესიას მისცა. წყლისა და სულის სახარებას, რომელსაც ქადაგებდა პავლე, გააჩნია ჩვენი ყოველმხრივი განმტკიცების ძალა. ამისი გვწამს ჩვენ. წყლისა და სულს სახარების რწმენა იგივეა, რაც ბიბლიის მოციქულთა რწმენა და ის, რისიც ამჟამად სწამს ჩვენს ეკლესიას.
გრძნობთ მსგავსებას? მე გაოცებას ვეძლევი ყოველთვის, როცა ვკითხულობ ბიბლიას და ვგებულობ, რომ იგივე რწმენა გაგვაჩნია, რაც ბიბლიის გმირებს, რომლებიც ათასობით წლის უკან ცხოვრობდნენ.
იცით თუ არა რამდენ ადამიანს ვუზიარებთ ჩვენ სახარებას ყოველდღიურად? ჩვენ მას ვუზიარებთ არა ნაკლებ ორი ათას ადამიანს ყოველდღიურად. ეს ორი ათასი მალე ათ ათასად იქცევა, თუ ახლად შობილი მორწმუნეები ყველა ერში უქადაგებენ სახარებას თავის მეზობლებს, და ათი ათასს მხოლოდ ერთხელ სჭირდებათ მისი გაზიარება, რომ ეს რიცხვი ოც ათასად იქცეს. როგორც ხედავთ, მთელი მსოფლიოსთვის სახარების ქადაგება არც ისე შეუძლებელი ამოცანაა.
რა თქმა უნდა, წყლისა და სულის სახარების ჩვენი წიგნების მთავარი არსი ისაა რომ ისინი არ ქრება, არამედ ინახება, და მათი მნიშვნელობა არ იცვლება მათი მკითხველების რაოდენობის მიხედვით. როდესაც ჩნდება წყლისა და სულის სახარების მომცველი წიგნი, მრავალი ადამიანი აიღებს და წაიკითხავს მას, და ამგვარად გავრცელდება უფლის სახარება. ის დღე, როცა სახარება მთელ მსოფლიოს მოედება, არც ისე შორია.
განვითარებული ქვეყნების მაცხოვრებლებისთვისაც კი არაა ცნობილი ის ღმერთის სამართლიანობა, რომელიც თქვენ წყლისა და სულის სახარების რწმენის გამო გაქვთ. ჭეშმარიტი სახარება, რომლის გაზიარება ჩვენ მთელი მსოფლიოსთვის გვსურს, არის მათთვის უცნობი საიდუმლო, და ამრიგად ჩვენ ძლერ გვსურს ხსნის საიდუმლოების გაცხადება ყველასთვის, ვინც იხრჩობა თავიანთ ცოდვებში. წყლისა და სულის სახარებაში გამოჩენილი ღმერთის სამართლიანობა იმდენად ნათელი და აშკარაა, რომ ყველა, ვინც ამ სახარებას ღებულობს, მადლობას და დიდებას სწირავს ღმერთს. 
ზოგ ადამიანს უცნაურად ეჩვენება, რომ გამუდმებით ვლაპარაკობთ წყლისა და სულის სახარებაზე. მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გავიმეოროთ ის, ის მაინც სიხარულს და მადლიერებას ჰბადებს ჩვენს სულებში. რადგან ჯერ კიდევ არსებობს მრავალი ქრისტიანი, ვინც დამონებულია ცოდვას, ჩვენ გამუდმებით ვუქადაგებთ მთელ მსოფლიოს წყლისა და სულის სახარებას. ვინაიდან ეს სწორედ ის სახარებაა, რომელიც მოციქულებისგან გადმოგვეცა, პავლეს ჩათვლით, ყველა სულდგმულმა უნდა იწამოს ეს სახარება. უნდა მოვისმონოთ და ამოვტვიფროთ წყლისა და სულის სახარება ჩვენს გულებზე, რადგან მას სასიცოცხლო მნიშვნელობაა აქვს ყოველი ქრისტიანისთვის.
ნაბეჭდი და ელექტრონული წიგნების და ვებ-გვერდის მეშვეობით სახარებას დღეში ორ ათასზე მეტ ადამიანს ვუზიარებთ. დარწმუნებული ვართ, რომ თუ ჭეშმარიტების მარცვალი კარგ ნიადაგზე დაეცემა, ის მოსავალსაც წარმოშობს – ოცდაათ, სამოც თუ ასმაგს, - დათესილთან შედარებით. ცალკეულ ადამიანს სახარების ქადაგება მრავლისთვის შეუძლია, და ყოველ მათგანს კიდევ უფრო მეტისტვის, სახარების ურიცხვ ხალხთან მიწოდებით.
როცა გვესმის, რომ ჩვენი სახარება დღეში ორ ათასზე მეტ ადამიანს მიეწოდება, ჩვენი გულები ივსება ღმერთის სამართლიანობით. მე ვმადლობ ღმერთს იმისვის, რომ მან კარი გაგვიღო ამ სახარების მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად. ვლოცულობ, რომ ღმერთმა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს თავის მსახურთა რწმენა.
წყლისა და სულის სახარება, რომელიც ამჟამად ეფინება მსოფლიოს, ხსნის ჭეშმარიტების ახალი ტალღაა. ეს სახარება წარმოადგენს ერთადერთ გზას სულიწმიდის მისაღებად და ღვთის სასუფეველში შესასვლელად. რა გულმოდგინედ არ უნდა ეძებოთ ამაქვეყნის რელიგიებში, თქვენ ვერსად ვერ მონახავთ წყლისა და სულის სახარებას.
ადამიანები მთელ მსოფლიოში მადლობას სწირავენ ღმერთს, რადგან ახლა შეუძლიათ მისი სამართლიანობის რწმენა წყლისა და სულის სახარების მიერ. ყველა ჩვენი წიგნის წამკითხველი დაიძახებს, “ო, აი როგორ დამიხსნა მე იესომ ჩემი ცოდვებისგან!” – რადგან მანამადე ეს სახარება არასოდეს სმენიათ.
ისინი, ვისაც სურს ცოდვის უღელისგან გათავისუფლება და ვისაც სულიწმიდის მიღების გამუდმებული სურვილი სწვავს, თავიანთი ცოდვების სრულ პატიებას და გონების სიმშვიდეს მოესწრებიან, როცა საბოლოოდ გაიგებენ და მიიღებენ წყლისა და სულის სახარებას. ამ წუთიდან და მომავალში, წყლისა და სულის სახარება მსოფლიოს ყველა ერებში გავრცელდება. 
ჩემი გული სავსეა იმის სიხარულით, რომ წყლისა და სულის სახარება მთელ დედამიწას ეფინება. მიუხედავად იმისა, რომ ვემსახურები სახარებას, მე მაინც სავსე ვარ უძლურებებითა და შეცდომებით. მაგრამ იმის გამო, რომ დაბეჯითებით მწამს წყლისა და სულის სახარების და ვიცი ღმერთის სამართლიანობა, მუდამ ვღებულობ ახალ ძალას უფლისგან, რათა შევძლო მისი სახარებისთვის მსახურების გაგრძელება. ამჟამად სახარებამ კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში შეაღწია; კიდევ უფრო მეტ ადამიანმა წაიკითხა ჩვენი წიგნები და გაოცდა ასეთი სრულყოფილი სახარებით.
მთელი მსოფლიოს ღვთის სამართლიანობის მორწმუნეები არიან ის ხალხი, ვინც დახსნილია წყლისა და სულის სახარების რწმენით. მიზეზი იმისა თუ რატომ შეგვიძლია მტკიცედ და ურყევად დგომა ჩვენი სისუსტეების მიუხედავად, არის ის, რომ გვწამს ჩვენი უფლის, ღვთის სამართლიანობის. ჩვენ ვართ ღმერთის მუშაკები და არ ვეძებთ მხოლოდ ჩვენი ხორციელი მუცლების დაკმაყოფილებას, არამედ ჭეშმარიტი რწმენის მთელ მსოფლიოში გავრცელებას. მე ვაკურთხებ და მწამს რომ მრავალი მართალი მორწმუნე აღდგება ჩვენი გამოწვევის პასუხად მთელ მსოფლიოში სახარების გასავრცელებლად.
პავლეს მსგავსად, ჩვენ შეგვიძლია წყლისა და სულის სახარების გავრცელება მიუხედავად იმისა თუ როდის მოვა უფალი. მოდით უფრო გულმოდგინედ ვიშრომოთ ამ დიდი დავალების შესასრულებლად. როცა სახარებას დედამიწის კიდეებამდე მივიტანთ, უფალი მოვა თავისი აღთქმის თანახმად და სახლში წაგვიყვანს. ჩვენ ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ პავლეს შეგონებებს, მოვიკითხოთ და გავამხნევოთ ერთმანეთი. თუმცა საქმეებით ვერ დავიკვეხნით, მაინც დიდათ ვართ გაძლიერებულნი სულიერად ღვთის სამართლიანობის ჩვენსმიერი რწმენით. ჩვენ დავინახეთ თუ რამდენად სამართლიანი და ჭეშმარიტია ჩვენი წყლისა და სულის სახარების რწმენა. ჩვენ ნამდვილად უფლის მორმწუნეები ვართ, რომელიც არის ღმერთის სრულყოფილი სამართლიანობა. 
როცა ამ ქვეყნიერებას ღმერთის სამართლიანობის რწმენით ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ყველას შეგვიძლია ვიცხოვროთ ამ მსოფლიოში სახარების გავრცელებით და ღვთის განდიდებით ქრისტეს რწმენაში, რომელიცაა ღმერთის სამართლიანობა.
ალილუია! მარადიულად ვადიდებ ჩვენს უფალ იესოს, ღმერთის სამართლიანობას!